გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7939-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2--- წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - და-–- გე--------
წარმომადგენელი - ნა---- კა------
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ეკ- მე----–-–---–-
დავის საგანი - ახა-–- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახა-–- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე და-–- გე-------- ამორიცხული იქნება საცხოვრებლის კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირთა სიიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელე და-–- გე-------- არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
2--- წლის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ერთი მხრივ, სს ,----------------------“ და მეორე მხრივ, მოქალაქე ან------ გე--------ს, როგორც ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის დაიდო შეთანხმება მასზედ რომ ან------ გე-------- ათავისუფლებდა ქ. თბილისში, 2-------- სახელობის მ---------- N1-–- მდებარე სს ,--------------------–-“ მის მიერ დაკ-ვებულ N1-- და N1-- ოთახებს, ხოლო ,,ადმინისტრაცია“ კისრულობდა ,,მოქალაქის“ მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 1----- (თ-----------------) აშშ დ---–----- (თითოეულ ოთახზე 7--- ა–– დ---–-----) ოდენობით. ხელშეკრულებით, ან------ გე--------მ იკისრა ვალდებულება, მისი და მისი ოჯახის მიერ, 2--- წლის 1---------------- სს ,---------------------“ N1-- და N1-- ოთახების უპირობოდ გამოთავისუფლებაზე.
საქმეში წარმოდგენილი, სს ,--------------------–-“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სიით ირკვევა, რომ N1-- და N1-- ოთახებში ცხოვრობდა ან------ ადა------- ძე გე-------- და მისი ოჯახი: ლოლიტა გე--დის ა----–-, ლა-–- ან------ის ა----–-, სო------ ან------ის ა----–-, ი----- ან------ის ა----–-, და-–- ვა---–-- ა----–- და მ--------- ლე-- ვა---–-- ა----–-.
საქმეში წარმოდგენილი, იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტით ირკვევა, რომ ან------ ადა------- ძე გე--------ს დროებით თავშესაფარს წარმოადგენდა სასტუმრო ,--------- აღნიშნულ ანკეტაში მოხსენიებული არიან ასევე, და-–- ადა------- ა----–- გე--------, როგორც ან------ გე--------ს და, ასევე ლე-- ვა---–-- ა----–- გე--------, ან------ გე--------ს დედა.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 0-----–---- N0------------ მოხსენებითი ბარათით, ირკვევა, რომ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით და-–- გე--------ზე და ან------ გე--------ზე გაცემულია საკომპენსაციო თანხა, სასტუმრო ,,აჭარაში“ ოთახი N1---1---ის გამონთავისუფლების სანაცვლოდ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლიანა ჯოლიამ განმარტა, რომ მოსარჩელის ძმას თავის ოჯახთან ერთად დაკ-ვებული ჰქონდა ერთი ოთახი, ხოლო მოსარჩელეს და მის დედას კი მეორე ოთახი. თანხის გადაცემა კი ხდებოდა ოჯახებზე ოთახების რაოდენობის მიხედვით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტა (ს.ფ.69);
- 2--- წლის ხელშეკრულება, სანოტარო აქტით დამოწმებული, რეესტრი N1----- (ს.ფ.65-68);
- სს ,--------------------–-“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სია (ს.ფ.74);
-იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტა (ს.ფ.70-73);
-დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 0-----–---- N0------------ მოხსენებითი ბარათი (ს.ფ.15);
- მოწმე- ლ----------–--- განმარტება (იხ. 2--- წლის 1---------- სხდომის ოქმი; ს.ფ.8--1--);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ და-–- გე--------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კ-ნონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კ-ნონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კ-ნონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კ-ნონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელ ფართობთან/საბინაო საკითხებთან დაკ-ვშირებული დავები წყდება საქართველოს კ-ნონმდებლობით დადგენილი წესით.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კ-ნონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა კომპენსაცია მიღებულთა სიიდან მისი ამორიცხვის თაობაზე, ახა-–- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კ-ნონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კ-ნონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე კ-ნონის მე-4 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება როგორც - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კ-ვშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
მითითებული კ-ნონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძ-ლვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძ-ლვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კ-ნონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკ-როდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კ-ნონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კ-ნონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. აღნიშნული მუხლის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კ-ნონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძ-ლვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკ-ვებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე; ბ) დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები; გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლე--, რომელიც ითვა-–-სწინებს კომპენსაციას და რეგულირდება საერთო წესით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კ-ნონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კ-ნონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2--- წლის 13 თებერვლის №240 განკ-რგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2----2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კ-ნონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძ-ლვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავა-–- შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. საქართველოს მთავრობის 2--- წლის 13 თებერვლის №240 განკ-რგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2----2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესის 2.1.7. მუხლის თანახმად, სამოქმედო გეგმის 2.1.2. პუნქტში მოცემული განსახლების ღონისძიებები არის ძირითადი, თუმცა სამინისტრომ დევნილებს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივები (მათ შორის მაგა-–-თად, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ, კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება). აღნიშნული წესის, 2.1.10 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძ-ლვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად. მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ და-–- გე-------- არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საქმეში წარმოდგენილი, იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტით ირკვევა, რომ ან------ ადა------- ძე გე--------ს დროებით თავშესაფარს წარმოადგენდა სასტუმრო ,--------- აღნიშნულ ანკეტაში მოხსენიებული არიან ასევე, და-–- ადამურის ა----–- გე--------, როგორც ან------ გე--------ს და და ლე-- ვა---–-- ა----–- გე-------- - ან------ გე--------ს დედა. შესაბამისად, დევნილი ოჯახის აღნიშნულ ანკეტაში, მოსარცელე და-–- გე--------, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მითითებულია, როგორც ან------ გე--------ს ნათესავი, რაც სასამართლოს, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, უქმნის იმის საფუძველს, რომ ისინი ერთიანი ოჯახის შემადგენლობაში მიიჩნიოს. ამასთან, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, სს ,--------------------–-“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სიით ირკვევა, რომ N1-- და N1-- ოთახებში ცხოვრობდა ან------ ადა------- ძე გერდზმავა და მისი ოჯახი: ლოლიტა გე--დის ა----–-, ლა-–- ან------ის ა----–-, სო------ ან------ის ა----–-, ი----- ან------ის ა----–-, და-–- ვა---–-- ა----–- და მ--------- ლე-- ვა---–-- ა----–-.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლიანა ჯოლიამ განმარტა, რომ მოსარჩელის ძმას თავის ოჯახთან ერთად დაკ-ვებული ჰქონდა ერთი ოთახი, ხოლო მოსარჩელეს და მის დედას კი მეორე ოთახი. თანხის გადაცემა კი ხდებოდა ოჯახებზე ოთახების რაოდენობის მიხედვით.
საქმეში წარმოდგენილი, 2--- წლის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ერთი მხრივ, სს ,----------------------“ და მეორე მხრივ, მოქალაქე ან------ გე--------ს, როგორც ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის დაიდო შეთანხმება მასზედ რომ ან------ გე-------- ათავისუფლებდა ქ-------–--–-- 2-------- სახელობის მ---------- N1-–- მდებარე სს ,--------------------–-“ მის მიერ დაკ-ვებულ N1-- და N1-- ოთახებს, ხოლო ,,ადმინისტრაცია“ კისრულობდა ,,მოქალაქის“ მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 1----- (თ-----------------) ა–– დ---–----- (თითოეულ ოთახზე 7--- ა–– დ---–-----) ოდენობით. ხელშეკრულებით, ან------ გე--------მ იკისრა ვალდებულება, მისი და მისი ოჯახის მიერ, 2--- წლის 1---------------- სს ,---------------------“ N1-- და N1-- ოთახების უპირობოდ გამოთავისუფლებაზე.
მოწმის სახით დაკითხულმა ან------ გე--------მ განმარტა, რომ მას მოსარჩელისთვის მიღებული თანხის ნაწილი არ გადაუცია, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს მის ვალდებულებას მოსარჩელისთვის კუთვნილი წილის გადაცემაზე. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელემ შეთანხმებისამებრ დატოვა სს ,--------------------–-“ დაკ-ვებული ოთახი და მის მიერ რაიმე პრეტენზიის გამოხატვა შესაბამის ორგანოში თანხის მიუღებლობაზე ოფიციალური სახით არ დასტურდება.
ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი საფუძვლების გათვა-–-სწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა, კომპენსაცია მიღებულთა სიიდან მისი ამორიცხვის თაობაზე, ახა-–- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ,, რამდე--დაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარცელე და-–- გე--------ს ოჯახს უკვე მიღებული აქვს საცხოვრებლით უზრუნველყოფის კომპენსაცია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კ-ნონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე-23-ე 32-ე-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. და-–- გე--------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე დავით წერეთელი