განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ _ გ------- შ---------ს
ბრალდებულ _ ა-–---------- ჭ-----–-–---–ის
ადვოკატ _ დ-------- გ--–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ა-–---------- ხ----ს ძე ჭ-----–-–---–ის, დაბადებულის 1--- წლის----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–-------------–---, პ------–- მიკრო/რაიონი, კორპუსი №-----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თ--–---ს რაიონის სოფელ ა------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პ------–- ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–---------- ჭ-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ა-–---------- ჭ-----–-–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 იანვარს, ქ------–--–-------------–---, პ------–- მიკრო/რაიონი, კ---------------------------ში, ა-–---------- ჭ-----–-–---–ი ოჯახური კონფლიქტის დროს დედას - მ----- ჩ------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რითაც მ----- ჩ------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე, ა-–---------- ჭ-----–-–---–ი მ----- ჩ------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას, რა დროსაც მ----- ჩ------–---–ი განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას.
ე.ი. ა-–---------- ჭ-----–-–---–მა ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პ------–- ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ა-–---------- ჭ-----–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით, ა-–---------- ჭ-----–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, არ არის ნასამართლევი და იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
სასამართლო მსხვერპლის მიმართ განხორციელებული ძალადობის შეფასებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათსა და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფსიქოლოგიური ძალადობა და ადგილი არ ჰქონია ისეთი დაუნდობელი ხასიათის ძალადობას, რაც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან. ამასთან მუქარას არ ჰქონდა განმეორებითი ხასიათი, რაც ბრალდებულის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა და დღის წესრიგში დააყენებდა მისი იზოლირების აუცილებლობას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, რომლის განსაზღვრისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკს, რაც მოცემულ შემთხვევაში მინიმუმამდეა შემცირებული ერთის მხრივ ჩადენილი დანაშაულისადმი ბრალდებულის დამოკიდებულების და სინანულის გამო, ხოლო მეორეს მხრივ, დაზარალებულის შემრიგებლური პოზიციის გათვალისწინებით, კერძოდ, როგორც დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით ირკვევა, ამ უკანასკნელს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მათ შორის კონფლიქტი სრულად არის ამოწურული და სასამართლოსაგან ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას. ამასთან, ბრალდებული მზადყოფნას გამოთქვამს გაიაროს შესაბამისი ფსიქოლოგიური მკურნალობის კურსი, რაც დაეხმარება მედიკამენტოზური მკურნალობით გამოწვეული აგრესიული ქცევის მართვაში და შეამცირებს კონფლიქტის რისკებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ხოლო საბოლოოდ, ალტერნატიული სასჯელის სახით, მის მიმართ შინაპატიმრობის ანდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ბრალდებულის პიროვნებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–---------- ჭ-----–-–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---------- ჭ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. ა-–---------- ჭ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ა-–---------- ჭ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. მსჯავრდებულ ა-–---------- ჭ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 14 იანვრიდან - 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. მსჯავრდებულ ა-–---------- ჭ-----–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა-–---------- ჭ-----–-–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი