განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
120100119002889733
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/062-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

03 აპრილი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მე-----შვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – ოთ------------ე

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – აკ------–---ე, დაბადებული 0---------წ., პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო--------ს რაიონი, დ. ახ--–-----, რუ-------–-- N130.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ადვოკატი - იუ-------------ძე

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

აკ------–---ემ 2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 00:05 საათზე, ბო--------ს რაიონის, დაბა ახ--–-----ში, რუ-------–-- ქუჩა N130-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, დედას მა--------–--ეს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აგინა დედისა და ახლობლების მისამართით, ფეხი ამოარტყა სამზარეულოში არსებულ სკამებს, ხელისა და ფეხის დარტყმით ჩაამტვრია გიფსოკარდონის კედელი. მარჯვენა ხელი ძლიერად ჩაავლო თმებში მა--------–--ეს და მძლავრად ითრია თმებით იქით-აქეთ, ტკივილისგან მა--------–--ეს ატირდა, აღნიშნულს შეესწრო რძალი ნი-----------ია, რომელმაც დაიწყო მეუღლის აკ------–---ის დაწყნარება. რა დროსაც მა--------–--ემ დააღწია თავი აკ------–---ისგან, გააშვებინა თმებში ჩავლებული ხელი და გაიქცა სახლის ეზოში, რითაც მა--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

აკ------–---ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი.

 

3.წარდგენილი ბრალდება.

 

2019 წლის 29 იანვარს აკ------–---ე დაკავებულ იქნა, ხოლო 2019 წლის 30 იანვარს აკ------–---ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბო--------ს მუნიციპალიტეტში 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით აკ------–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო.

 

5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

დაზარალებულ მა--------–--ის ჩვენება, რომლის თანახმად 2019 წლის 29 იანვარს იქნებოდა დაახლოებით 00:02 წუთი, მა----ს საძინებელში შევიდა მთვრალი შვილი აკ------–---ე, აანთო შუქი, მივიდა დედამისის საწოლთან, დაჯდა მოპირდაპირედ მდგარ სკამზე და ხმამაღლა დაუწყო ყვირილი, თუ რატომ უთხრა მე-----ს მასზე, რომ ბევრს სვამს და გიჟდებაო, ჩხუბობსო. მა--------–--ე იყო ძილბურანში და ვერ მიხვდა თუ რას ეუბნებოდა თავისი შვილი. მან უთხრა, რომ დაწყნარებულიყო და არ ეყვირა რადგან ბავშვებს გააღვიძებდა. ამ ყველაფრის გაგონებაზე აკ------–---ე გახდა უფრო აგრესიული, დაუწყო გინება დედას დედისა და ახლობლების მისამართით, ფეხი ამოარტყა სკამებს, ჩაამტვრია ხელითა და ფეხით გიფსოკარდონის კედელი. სწორედ ამ დროს მოულოდნელად მივარდა დედამისს, მარჯვენა ხელი ჩაავლო თმებში და მძლავრად მიათრია თმებით აქით-აქეთ, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი თმების მოქაჩვით, ისე ძლიერად მოქაჩა. მა----მ დამცირებულად იგრძნო თავი, რადგან მანამდე აკ---ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ტკივილსგან და შეურაცხყოფისგან წამოუვიდა ცრემლები.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 5-7;

 

ნი------------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2019 წლის 28 იანვარს დაახლოებით 12:00 საათისთვის დაბრუნდა სახლში აკ------–---ე, რა დროსაც ნი------------ თავის ოთახში იყო წამოწოლილი. სწორედ ამ დროს აკ------–---ე მისაღებ ოთახშიო მივიდა დედასთან, მა--------–--ესთან, რომელიც გააღვიძა და დაუწყო საუბარი, თუ რატომ მოჭრა თავი მთელს ახ--–-----ში და რატომ ისაუბრა მასზე მეზობლებთან, რომ არ დაელევინებინათ მისთვის სასმელი. რაზეც უთხრა, რომ იყო ძალიან ნასვამი და წასულიყო დასაძინებლად, თუმცა აკ--- არ უსმენდა და დაუწყო ყვირილი. ნი------------ გამოვიდა თავისი ოთახიდან მისაღებში, რა დროსაც აკ---ს მარჯვენა ხელი ეკიდა მა--------–--ეზე თმებში და ითრევდა აქეთ-იქით, ხოლო მა---- ცდილობდა გაეშველებინა მისთვის ხელი.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 31-34;

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთ------------ის 2019 წლის 29 იანვრის დადგენილებით მა--------–--ე ცნობილ იქნა დაზარალებულად სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 49;

 

ბრალდებულმა აკ------–---ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

7.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ აკ------–---ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული

 

8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

აკ------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

აკ------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აკ------–---ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა ჩაეთვალოს პირობით. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს აკ------–---ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

10. .სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება მოლურჯო ფერის მინის ნამსხვრევები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.აკ------–---ე (პ/N1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი და 06 თვე.

 

2.აკ------–---ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 29 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

3.აკ------–---ის (პ/N1----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს ბრალდებულ აკ------–---ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად, 5 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ მე---------–---ის (პ/ნ 1---------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობი 780,00 კვ.მ. მდებარე რაიონი ბო--------, დაბა ახ--–-----, საკადასტრო კოდით 6-----------.

 

4.სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება მოლურჯო ფერის მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5.პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციი ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე