გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240310016001665413
(3/94-2017)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2019 წელი, ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ლ--–- ჭა--------ა
მოპასუხე - შპს ,,კო-–-----“(დირექტორი ტა-----– ბე-----)
წარმომადგენელი - ირ---–ი ნა------ა
დავის საგანი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე შპს ,,კო-–-----“-სათვის, მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2015 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის 1045 ლარის, 2017 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 540 ლარისა და სალიანდაგო გზით სარგებლობისათვის 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით 192 150 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, ქ.სენაკში, ჭ-------ის ქN1---ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 4--0--2--3--, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილით, კერძოდ, 362 კვ/მ მიწის ნაკვეთით არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს მოპასუხე შპს ,,კო-–-----“. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ N00------ დასკვნის თანახმად, ქ.სენაკში, ჭ-------ის ქN1---ში მდებარე 362 კვ/მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 4--0--2--3--) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს 540 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე შპს ,,კო-–-----“ ასევე, არამართლზომიერად სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული N4--0--0-- და N4--0--0-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული 1308,72 მ ხაზოვანი ნაგებობით-სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგით. კერძოდ, ს/კ 4--0--0-- უძრავი ქონებიდან სარგებლობდა 886,82 მეტრით, ხოლო ს/კ N4--0--0-- უძრავი ქონებიდან - 421,9 მეტრით. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ N0-------- დასკვნის თანახმად, ქ.სენაკში, მდებარე 4--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (სალიანდაგო გზა 886,82 მ) სარგებლობის ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით საორიენტაციოდ შეადგენს 130 200 ლარს, ხოლო ქ.სენაკში, მდებარე 4--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (სალიანდაგო გზა 421,9 მ) სარგებლობის ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით მისი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 61 950 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 თებერვლის N12/10279, 2016 წლის 2 მარტისა და 2016 წლის 27 აპრილის N12/21101 წერილები, რომელითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სარგებლობის საფასური თუმცა უშედეგოდ, თანხის გადახდის ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,კო-–-----“-ის დირექტორმა ტა-----– ბე-----მ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრულ სარჩელზე წერილობითი სახით წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელი არ ცნო. მიუთითა, რომ 2004 წლიდან, შპს ,,კო-–-----“-ის საკუთრებაში რეგისტრირებულია 5032.00 კვ/მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ტერიტორია მას გამოეყო სენაკის მერიის გამგეობის 1998 წლის 30 სექტემბრის N11/8 გადაწყვეტილებით, რის საფუძველზეც გაკეთდა წითელი ხაზი. ვინაიდან რეგისტრირებულია არა ელექტრონული, არამედ ქაღალდის ვერსიის საფუძველზე, 110 მეტრიანი სიგრძის მონაკვეთზე გამოიწვია 362.42 კვ/მ ცდომილება და მოექცა შპს ,,კო-–-----“-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს. ამჯერად, სახელმწიფოს და ,,კო-–-----“-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთისგან ღობით არის გამიჯნული და იგი არ გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის. შპს „კო-–-----“ სამეწარმეო საქმიანობისათვის ასევე არ იყენებდა სარკინიგზო ლიანდაგს, ვინაიდან სალიანდაგო ხაზზე შპს „კო-–-----“-ის სახელით არც ერთი ვაგონი არ შემოსულა. ვაგონები ეკუთვნოდა დამქირავებლებს (ხელშეკრულებები გაფორმებულია შპს „კო-–-----“-თან მომსახურებაზე მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე). ამასთან, 2012-2015 წლებში სალიანდაგო ჩიხი 92 მ ეკუთვნოდა შპს „კო-–-----“-ს.
შპს ,,კო-–-----“-ის წარმომადგენელმა ირ---–ი ნა------ამ სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი იგივე საფუძვლებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მოცემულ საქმეზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „კო-–-----“ მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 1999 წლის 24 დეკემბრიდან, საიდენტიფიკაციო კოდი - 2--------; იურიდიული მისამართი-სე--------------ის ქ.რკინიგზის სატვირთო სადგურის მიმდებარე ტერიტორია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ ქ. სენაკში, ჭ-------ის ქN1---ში მდებარე უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 362.00 კვ/მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით -4--0--2--3--, საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: ბრძანება N1/4-18, დამოწმების თარიღი-13.0--2015 წელი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 20.0--2015 წელი; უფლების რეგისტრაციის თარიღი-20.0--2015 წელი;
3.2.3. სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით, ადგილზე დათვალიერებით დაადგინა, რომ ქ. სენაკში,ჭ-------ის ქ.N1---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ -4--0--2--3--), ნაწილი 362.00 კვ/მ მიწის ნაკვეთი, დაკავებულია შპს „კო-–-----“-ის მიერ, რომელსაც იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: -
- ადგილზე დათვალიერების ოქმი (19.03.2019 წ);
3.2.4. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 3 თებერვლის N00------ დასკვნის თანახმად, ქ.სენაკში, ჭ-------ის ქN1---ში მდებარე 362 კვ/მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 4--0--2--3--) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს 540 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N00------ ექსპერტიზის დასკვნა (03.02.2105 წ);
3.2.5. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ ქ. სენაკში, მდებარე 1416.2 მ სალიანდაგო გზა, მისასვლელი ჩიხი N1,საკადასტრო კოდით-4--0--0--, საკუთრების უფლებით 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აგვისტოს N1/1-1902 ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 4 სექტემბრიდან აღირიცხა სს „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში, ხოლო 2018 წლის 6 სექტემბრიდან აღრიცხულია სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში.
3.2.6. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ ქ. სენაკში, მდებარე 421.9 მ სალიანდაგო გზა, მისასვლელი ჩიხი N1-2,საკადასტრო კოდით-4--0--0-- საკუთრების უფლებით 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებაში.
3.2.7.სენაკის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე - შპს ,,კო-–-----“-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 28 ივნისის ქ. სენაკში, ი. ჭ-------ის ქუჩაზე მდებარე ხაზობრივი ნაგებობის - სალიანდაგო გზის (მისასვლელი ჩიხი #1-2, ს/კ 4--0--0--) მესაკუთრედ სახელმწიფოს რეგისტრაციის შესახებ N882010671054-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. შესაბამისად,დადგენილია სახელმწიფოს საკუთრების უფლება N 4--0--0-- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
-სენაკის რაიონული სასამართლოს N3/31-2014 გადაწყვეტილება (26.01.2015 წ);
3.2.8. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება შპს “კო-–-----“-ის მიერ 1308.72 მ სარკინიგზო ლიანდაგით სარგებლობის ფაქტი. კერძოდ; 2015 წლის 21 დეკემბრის N12/73328 და 2016 წლის 22 იანვრის N12/2992 წერილებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსმა სს „საქართველოს რკინიგზისგან“ მოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო ხაზებზე ვაგონებით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით. სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2016 წლის 16 თებერვლის N872 პასუხით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ეცნობა, რომ 2012 წლის 17 სექტემბრიდან ლიანდაგებზე გატარებულ იქნა 67 ვაგონი, მათ შორის შპს“კო-–-----“-ის მისასვლელ ლიანდაგში 39 ვაგონი თხევადი გაზი. აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ შპს “კო-–-----“-ის მიერ სარკინიგზო ლიანდაგით სარგებლობის ფაქტს.
იგივე ფაქტს ადასტურებს შპს „კო-–-----“-ის დირექტორის 2016 წლის 24 მარტის N24/1წერილიც, სადაც იგი სადავოდ არ მიიჩნევს შპს “კო-–-----“-ის მისასვლელ ლიანდაგში 39 ვაგონი თხევადი გაზის შემოტანის ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ არც ერთი ვაგონი არ არის შემოტანილი შპს „კო-–-----“-ის სახელზე, ვინაიდან 39-ვე ვაგონი ეკუთვნით დამქირავებლებს, რომლებსაც ქირავნობის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ შპს „კო-–-----“-თან. აღნიშნულით შპს „კო-–-----“-ის დირექტორი თავადვე ადასტურებს სხვა პირებთან ქირავნობის ხელშეკრულებების დადებისა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებლის მიღების, შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სალიანდაგო ხაზის სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტს.
სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2017 წლის 30 იანვრის წერილით ასევე დგინდება, რომ 2014 წლის 30 სექტემბრამდე სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე (ს/კ4--0--0--) შპს “კო-–-----“-ის დანიშნულებით, მისი კონტრაჰენტების სახელზე შემოსული ვაგონების მიწოდება-გამოტანის ოპერაციებს აწარმოებდა შპს “კო-–-----“-ის
საგარანტიო წერილების საფუძველზე, სადაც დასმული იყო საკითხი, სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ექსპლუატაციის ხელშეკრულების განახლებამდე, მისი ინფრასტრუქტურით მოსარგებლეების/კონტრაჰენტების სახელზე შემოსული ვაგონების მომსახურების შესახებ.
შპს „კო-–-----“-ის მიერ,1308.72 მ სარკინიგზო ლიანდაგით (ს/კ-4--0--0--, და 4--0--0--) სარგებლობის და მისი სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტი დადასტურდა ასევე ადგილზე დათვალიერებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება რა დისპოზიციურობის პრინციპს, განსაზღვრავს, მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, ასევე, ვალდებულებას, მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ამტკიცონ ამა თუ იმ ფაქტის არსებობა, თუ არარსებობა, ვინაიდან ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება წარმოიშვას, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული (მე-17 მ) და სამოქალაქო საპროცესო (მე-4 მ) კანონმდებლობა ადგენს მხარეთა ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით უზრუნველყონ მათ მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება. სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა საკმარისი მტკიცებულებები და მისი წილი მტკიცების ფარგლებში შეძლო დაესაბუთებინა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა სანდოობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N12/73328 და N12/2992 წერილები;
-შპს „კო-–-----“-ის დირექტორის N24/1 წერილი;
-სატვირთო გადაზიდვების დირექტორის წერილები (16.02.2016 წ; 30.01.2017 წ);
3.2.9.სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 1 მარტის N001120316 დასკვნის თანახმად, ქ.სენაკში, მდებარე N4--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების-(სალიანდაგო გზა 886,82 მ) სარგებლობის ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით საორიენტაციოდ შეადგენს 130 200 ლარს;
3.2.10. იგივე N001120316 დასკვნის თანახმად, ქ.სენაკში, მდებარე 4--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (სალიანდაგო გზა 421,9 მ) სარგებლობის ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით მისი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 61 950 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N001120316 ექსპერტიზის დასკვნა (01.03.2016 წ);
3.1. 11. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2015 წლის 24 თებერვლისN12/10279 წერილით შპს “კო-–-----“-ს ეცნობა, რომ ქ. სენაკში, ჭ-------ის ქN1---ში მდებარე უძრავი ქონება(საკადასტრო კოდი: 4--0--3--) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობს და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით ,,სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის’’. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს “კო-–-----“-ს დაევალა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში თითოეული დღისათვის არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან. იმავდროულად დაევალა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის გამოთავისუფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N12/10279 წერილი (24.02.2015 წ);
3.1.12. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 2 მარტის N12/10163 წერილით შპს “კო-–-----“-ს ეცნობა, რომ უძრავი ქონება (ხაზოვანი ნაგებობა-სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი) სულ 1308,72 მ, მათ შორის -886,82 მ. მიწის ნაკვეთი ს/კ 4--0--0-- და 421.9 მ -ს/კ4--0--0-- წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობს და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით ,,სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის’’. ამავე კანონის 492 მუხლის თანახმად „ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფო ქონების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13პუნქტის შესაბამისად, საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული მთელი პერიოდისათვის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს “კო-–-----“-ს დაევალა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, სულ 192 150 ლარის ოდენობით, მათ შორის-130 200 ლარის გადახდა მიწის (უძრავი ქონების) ს/კოდზე -4--0--0--, ხოლო 61 950 ლარის გადახდა მიწის (უძრავი ქონების) ს/კოდზე -4--0--0--.
3.2.13.სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 27 აპრილის N12/21101 წერილით შპს “კო-–-----“-ს განმეორებით ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, სულ 192 150 ლარის ოდენობით, მათ შორის-130 200 ლარის ოდენობით გადახდა მიწის (უძრავი ქონების) ს/კოდზე -4--0--0--, ხოლო 61 950 ლარის
ოდენობით მიწის (უძრავი ქონების) ს/კოდზე -4--0--0-- არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, ხოლო ქ. სენაკში, ჭ-------ის ქ.N1---ში (ს/კ 4--0--2--3---1,48 ლარის გადახდა არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან (20.01.2015 წ)
ასევე ეთხოვა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის გამოთავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N12/10163 (02.03. 2016 წ), N12/21101 (27.04.2016 წ)წერილები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,კო-–-----“-ს მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის -2015 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის 1045 ლარის, 2017 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 540 ლარის და სალიანდაგო გზით სარგებლობისათვის 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით 192 150 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოში სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მესამე ნაწილით კი ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეების იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს - შპს ,,კო-–-----“-ს მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის -2015 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის 1045 ლარის, 2017 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 540 ლარი და სალიანდაგო გზით სარგებლობისათვის 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით 192 150 ლარის გადახდა. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „კო-–-----“ მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 1999 წლის 24 დეკემბრიდან, საიდენტიფიკაციო კოდი-2--------; იურიდიული მისამართი-სე--------------ის ქ.რკინიგზის სატვირთო სადგურის მიმდებარე ტერიტორია.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ ქ. სენაკში, ჭ-------ის ქN1---ში მდებარე უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 362.00 კვ/მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით -4--0--2--3--, საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: ბრძანება N1/4-18, დამოწმების თარიღი-13.01.2015 წელი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით, ადგილზე დათვალიერებით დაადგინა, რომ ქ. სენაკში,ჭ-------ის ქ.N1---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ -4--0--2--3--), ნაწილი 362.00 კვ/მ მიწის ნაკვეთი, დაკავებულია შპს „კო-–-----“-ის მიერ, რომელსაც იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. ექსპერტიზის N00------ დასკვნის თანახმად, ქ.სენაკში, ჭ-------ის ქN1---ში მდებარე 362 კვ/მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 4--0--2--3--) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს 540 ლარს. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 362 კვ/მ მიწის ნაკვეთით არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა 886.82 მ სალიანდაგო მისასვლელი ჩიხი- N1,(ს/კ-4--0--0--), და 421.9 მ სალიანდაგო მისასვლელი ჩიხი- N1-2 (ს/კ-4--0--0--) არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან:
ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. სენაკში, მდებარე 1416.2 მ სალიანდაგო გზა,მისასვლელი ჩიხიN1,საკადასტრო კოდით-4--0--0--, და 421.9 მ სალიანდაგო გზა, მისასვლელი ჩიხიN1-2,საკადასტრო კოდით-4--0--0-- საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრის 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. ასევე დადგენილია, რომ 1416.2 მ სალიანდაგო გზა,საკადასტრო კოდით-4--0--0--,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აგვისტოს N1/1-1902 ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით აღირიცხა სს „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში, ხოლო 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში.
საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე ადგილზე დათვალიერების ოქმით, დადგენილია რომ შპს „კო-–-----“ არამართლზომიერად სარგებლობდა ხაზოვანი ნაგებობით-1308,72 მ, კერძოდ, ს/კ 4--0--0-- უძრავი ქონებიდან სარგებლობდა 886,82 მეტრით, ხოლო ს/კ N4--0--0-- უძრავი ქონებიდან - 421,9 მეტრით. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ N0-------- დასკვნის თანახმად, ქ.სენაკში, მდებარე 4--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (სალიანდაგო გზა 886,82 მ) სარგებლობის ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით საორიენტაციოდ შეადგენს 130 200 ლარს, ხოლო ქ.სენაკში, მდებარე 4--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (სალიანდაგო გზა 421,9 მ) სარგებლობის ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით მისი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 61 950 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო დამატებით მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 492-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოპასუხეზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრებას ითხოვს 2012 წლის 10 სექტემბრიდან.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხე- შპს „კო-–-----“-ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს- შპს ,,კო-–-----“-ს მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის -2015 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის 1045 ლარის, 2017 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 540 ლარი და სალიანდაგო გზით სარგებლობისათვის 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, 192 150 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ხოლო ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, უვადო ან სამუდამო(გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს- შპს ,,კო-–-----“-ს მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის -2015 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის 1045 ლარის, 2017 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 540 ლარი და სალიანდაგო გზით სარგებლობისათვის 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით 192 150 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა.ბ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს;
მითითებული ნორმების შესაბამისად, მოპასუხეს- შპს ,,კო-–-----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5 000 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეს - შპს ,,კო-–-----“-ს მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის -2015 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის 1045 ლარის, 2017 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 540 ლარის და სალიანდაგო გზით სარგებლობისათვის 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით 192 150 ლარის გადახდა.
3.მოპასუხეს- შპს ,,კო-–-----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5 000 ლარის ოდენობით.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი-ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქN32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი-ქ. სენაკი, რუსთაველის ქN247)
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია