განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #--------
(№------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 21 თებერვალი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---------–--ა.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-----–-------------–--ე, საქართველოს მოქალაქე, პ--------------, დაბადებული 1----–-–------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------–-----------------ში.
ბრალდებული - ი-----–-----------–--ე, საქართველოს მოქალაქე, პ--------------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---------------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–--------------------------------ში.
ადვოკატი - ზ--------------–--ე, მ-----–---–---–---–ი, ფ---------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2014 წლის ზაფხულში წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ს---–------–---- პუნქტი „ყ--------“ „ა“ და „ბ“ ადმინისტრაციული შენობები, ასევე დაიტბორა და დაზიანდა გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემა, რასთან დაკავშირებითაც განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვა და უზრუნველყოფა ევალებოდა შ--------–-------------------------------–----– დეპარტამენტს, რომლის ხელმძღვანელმა ნ-----–-------------–--ემ, ამავე დეპარტამენტის შ------------------------–--- უფროს ი-----–-----------–--ესთან ერთად, გადაწყვიტა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მითითებული გარემოების გამოყენება, ნაცნობების ლ-–--------–-–---–ისა და შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი შპს „კ-–--------------ის“ დირექტორის თ--------------ის სასარგებლოდ. სამუშაოს შესყიდვისას ნ-----–-------------–--ის და ი-----–-----------–--ის მიერ არასწორად განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოს სახე და ნაცვლად იმისა, რომ სამუშაოს შესყიდვა განხორციელებულიყო როგორც სამშენებლო სამუშაოები და გაეთვალისწინებინათ „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესი“-ს და „ტექნიკური რეგლამენტი - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისას - ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესი“-ს მოთხოვნები, მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს N---- განკარგულებით, შ--------–---------------ს მიეცა უფლება 2014 წლის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ს---–------–---ი პუნქტი „ყ--------“ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების (გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემის აღდგენითი სამუშაოების) შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ნ-----–-------------–--ის და ი-----–-----------–--ის ამგვარი ქმედებებით სამუშაოების შესყიდვა განხორციელდა დარღვევით, როგორც პაკეტის შეძენა. ი-----–-----------–--ემ, რომელსაც ევალებოდა ბაზრის კვლევის ჩატარება, ნ-----–-------------–--ესთან შეთანხმებით არ ჩაატარა ასეთი კვლევა. ნ-----–-------------–--ემ ი-----–-----------–--ესთან ერთად უპირატესობა მიანიჭა და აღნიშნული სამუშაოების ჩატარება დაავალა ამ უკანაკნელის ბავშვობის მეგობარ, ფიზიკურ პირ „ლ-–--------–-–---–ს“. როგორ წესი, ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობების დადგენას ახორციელებდა ინფრასტრუქტურის სამმართველო, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ნ-----–-------------–--ის მითითებით ადგილზე გაიგზავნა ი-----–-----------–--ე, რომლის თანდასწრებითაც ჩასატარებელი სამუშაოების დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა შეადგინა თვით ლ-–--------–-–---–მა ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, რომელთა ინტერესებშიც შედიოდა შესასრულებელი სამუშაოების სასურველი მოცულობების დადგენა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა. იმ ვითარებაში, როცა ჩილერის სრულად შეცვლა არ იყო საჭირო, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა და კვალიფიციური დიაგნოსტიკის ჩატარება შესაძლებელი იყო რამოდენიმე საათში, ადგილზე - ყ------ში 400 ლარად, ხოლო მისი სრულად ადგილზე გარემონტება შესაძლებელი იყო 10-12 დღეში 6413.8 ლარად, ლ-–--------–-–---–ის და თ--------------ის მიერ შეთავაზებული იქნა პროექტთან შეუსაბამო - ახალი „CHIGO“-ს ფირმის ნაკლები წარმადობის ჩილერის დამონტაჟება, ვიდრე იქ ადრე დამონტაჟებული „MIDEA“-ს ფირმის ჩილერი. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, გათბობა-ვენტილაციის სისტემის აღსადგენად საჭირო იყო 201 000 ლარი. აღნიშნული, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, უპირობოდ გაიზიარეს ნ-----–-------------–--ემ და ი-----–-----------–--ემ, თანხა შემცირდა ფორმალურად და 2015 წლის 11 აგვისტოს აღნიშნული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ნ-----–-------------–--ეს და ფიზიკურ პირ „ლ-–--------–-–---–ს“ შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება, სადაც შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებად დაფიქსირდა 181 900 ლარი. სამუშაოების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა ეგრეთ წოდებული „შუამავალი“ ფირმის მიერ საქონელზე არაგონივრული ფასნამატით, რამაც პირველად და საბოლოო მიწოდებას შორის საშუალოდ შეადგინა 200%. მითითებული სამუშაოების რეალური ღირებულება შედგენდა 100 747.5 ლარს. ნ-----–-------------–--ისა და ი-----–-----------–--ის შეთანხმებული ქმედებების შედეგად მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური პირი „ლ-–--------–-–---–ისათვის“ ზედმეტად იქნა გადახდილი 81 152.5 ლარი. „CHIGO“-ს ფირმის ჩილერი, რაც დამონტაჟდა გამშვებ პუნქტზე, ლ-–--------–-–---–მა შ--------–---------------ს მიყიდა 63 000 ლარად, თავის მხრივ ლ-–--------–-–---–ს შეძენილი აქვს ქვეკონტრაქტორისგან, შპს „კ-–--------------ისაგან“ 50 000 ლარად, ხოლო „კ-–--------------ს“ - 31 000 ლარად, მაშინ როცა „CHIGO“-ს ფირმის ჩილერის საბაზრო ღირებულება იმ პერიოდისათვის შეადგენდა 29 500 ლარს. იმავდროულად, დამონტაჟებული იქნა ისეთი მოწყობილობები და ჩატარებული იქნა ისეთი სამუშაოები, რომელთა აუცილებლობაც არ არსებობდა.
თავისი ამგვარი ქმედებით ნ-----–-------------–--ემ ი-----–-----------–--ესთან ერთად მიანიჭა რა უპირატესობა ლ-–--------–-–---–სა და თ--------------ეს, უსაფუძვლოდ გახარჯა 175 086.2 ლარი და აღნიშნულ პირებს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ 81 152.5 ლარის გამორჩენა სახელმწიფო თანხების ხარჯზე, რამაც არსებითი ზიანი გამოიწვია.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა ნ-----–-------------–--ის და ი-----–-----------–--ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. მოწმე დ--------–-–---–მა გამარტა, რომ 2014 წლიდან მუშაობს შ--------–---------------ის მონიტორინგის დეპარტამენტში. 2015 წლის სექტემბერში მას დაევალა ყ-------------–--ზე შესრულებული სამუშაოების შემოწმება, რომელიც ჩატარდა პირდაპირი შესყიდვის წესით და რომლის ფარგლებში სულ სამჯერ იმყოფებოდა ადგილზე, სადაც ნახა, რომ გათბობა-ვენტილაციის სისტემა იყო შეცვლილი. დადგინდა, რომ გამოცვლილი დანადგარი, რომელიც იყო,,MIDEA“-ს ფირმის, იყო დასაწყობებული ლილოში, რომლის მაჩვენებლები იყო ბევრად მძლავრი, ვიდრე ახალი ,,CHIGO“-ს ფირმის ჩილერი. მან შეამოწმა დანადგარის დეტალები და დაადგინა სამუშაოების თვითღირებულება, ასევე შეამოწმა ლ-–--------–-–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, სადაც იყო რიგი ცდომილებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ხარჯები ხელოვნურად იყო გაზრდილი. შესყიდვამდე არ იყო ჩატარებული ბაზრის კვლევა, რათა მინიმალური დანახარჯებით ყოფილიყო შეძენილი პროდუქტი. მისთვის ცნობილია, რომ დეფექტური აქტის შედგენისას ყ------ში იყვნენ ი-----–-----------–--ე, ლ-–--------–-–---–ი და თ--------------ე. მოიძია პროექტი, რომლის ავტორი იყო გ--------------–---–ი და დაადგინა, რომ გათბობა-კონდიცირების რეალური მდგომარეობა ცდებოდა პროექტს, რადგან გაგრილების სისტემის სიმძლავრე იყო სუსტი. ,,CHIGO”-ს ფირმის ჩილერი იყო დაბალი ხარისხის, არ იკითხებოდა წარმომავლობა, იყო პოლიეთილენის პარკში შეფუთული, რომელზეც იყო მიწერილი მოდელის სახელწოდება. თბილისში, მან მაკითხა წ-------–-----------ზე მდებარე ფირმას, სადაც მსგავსი ჩილერი შეიძინა 29500 ლარად, მაშინ როდესაც ს---–--სთვის შეძენილი ჩილერის ინვოისში მითითებულია 69500 ლარი. 4-5 ფირმასთან ასევე გადაამოწმა ტუმბოების და კალორიფერის ფასი, რაც, ასევე იყო გაზრდილი 25000-დან 67000-მდე, თანაც მისი გამოცვლის საჭიროება არც არსებობდა. გაურკვეველი დარჩა გაგრილების სისტემის სწრაფად დამონტაჟების აუცილებლობა, ვინაიდან 25 აგვისტოდან ყ------ში არის ბუნებრივი სიცივე. ,,CHIGO“-ს ფირმის ჩილერს გარანტია არ ჰქონია, იგი მოგვიანებით ჩაიდო დოკუმენტებში. ,,MIDEA“-ს ფირმა მზად იყო 7000 ლარად აღედგინა ძველი გაგრილების დანადგარი, ერთ წლიანი გარანტიით. მისი აზრით, ჩილერის დამონტაჟებამდე უნდა დანიშნულიყო ექსპერტიზა, თუმცა რა დრო დასჭრდებოდა, მისთვის უცნობია. როგორც მისთვის არის ცნობილი, შესყიდვა განხორციელდა არა ცალკეული დანადგარის, არამედ მთლიანი მომსახურების. დეფექტური აქტის შედგენაში მონაწილეობა უნდა მიეღო ინფრასტრუქტურის სამმართველოს თანამშრომელს. ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით, კონდიცირების სისტემის ჩართვა/გამორთვა უნდა განეხორციელებინა ლ-–--------–-–---–ს. ი-----–-----------–--ის და ლ-–--------–-–---–ი მეგობრობა ჩანდა სოციალური ქსელიდან.
3.2. მოწმე ლ-–--------–-–---–მა განმარტა, რომ იგი ს-------------------------ში რეგისტრირებული იყო ფიზიკურ პირად და ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ყიდდა სერვისებს. დაახლოებით 20-25-ჯერ განახორციელა კონდიცირების სისტემის რეალიზება, მათ შორის 10-15-ჯერ, ურთიერთობა ჰქონდა სახელმწიფო უწყებებთან. ი-----–-----------–--ესთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. შ--------–---------------ის კუთვნილ ობიექტებზე რამდენჯერმე უზრუნველყო გათბობა-ვენტილაციის სისტემების დამონტაჟება. მას დაუკავშირდა ი-----–-----------–--ე, რადგან ყ-------------–--ზე იყო ფორს მაჟორი და საჭირო იყო გათბობა-ვენტილაციის სისტემის დამონტაჟება. იგი, ივლისის თვეში, შპს ,,კ-–--------------ის“ დირექტორთან - თ--------------ესთან ერთად ჩავიდა ყ------ში, სადაც ნახა კონდიცირების სისტემა, რომელიც წელიწადნახევარი-ორი წლის განმავლობაში ტალახში იყო ჩაფლული და მწყობრიდან იყო გამოსული. სისტემის შემოწმებისას ჩილერი საერთოდ არ ჩაირთო. თ--------------ემ უთხრათ, რომ სისტემის დიაგნოსტიკას დასჭირდებოდა დაახლოებით 2 კვირა, უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა და ამის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე დასჭირდებოდა შეკეთებას, რისი დროც არ იყო. ადგილზე შეადგინეს დეფექტური აქტი, რომლითაც შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 201000 ლარით. რამდენიმე დღეში დაუკავშირდა ი-----–-----------–--ე და უთხრა, რომ იყო ძვირი. მოლაპარაკების შემდეგ, მთლიანი სერვისის ფასი განისაზღვრა 181900 ლარი და ხელშეკრულების მაქსიმალური ვადა იყო 5 სექტემბრამდე. პროექტი არ ყოფილა დიდად მომგებიანი, მაღალმთიანი კლიმატიდან გამომდინარე დიდ რისკზე უწევდათ წასვლა. გათბობა-ვენტილაციის პაკეტი შეიძინეს ერთწლიანი გარანტიით, რასაც მან დაუმატა საკუთარი ერთი წელი, რა ვადაში, სწორედ მას უნდა გადაეხადა საგარანტიო თანხა. მან თ--------------ისგან 50000 ლარად შეიძინა ,,CHIGO“-ს ფირმის ჩილერი, რომელიც 63000 ლარად დამონტაჟდა მანამდე არსებული ,,MIDEA“-ს ჩილერის ნაცვლად. ახალი ჩილერის სიმძლავრე იყო ნაკლები, თუმცა მეტად შეესაბამებოდა ადგილობრივ კლიმატს. ვენტილაცის სისტემა გაეშვა და მუშაობდა იდეალურად. სამუშაოები ჩაიბარა შ--------–---------------ის თანამშრომელმა თ-------------------ემ. შედგა მიღება-ჩაბარების აქტი და 2-3 დღეში მას გადაურიცხეს ანაზღაურება. თ--------------ეს მან სულ გადაუხადა 141000 ლარამდე თანხა, რომის ნაწილი გადასცა ხელზე, 78000 ლარი გადაურიცხა უნაღდო ანგარიშსწორებით. მას პირადად ყ------ში არავითარი სამუშაოები არ უწარმოებია. საგარანტიო მომსახურების ფარგლებში 25000 ლარია გახარჯული ყ-------- ობიექტზე.
3.3. მოწმე თ--------------ემ განმარტა, რომ იგი არის შპს ,,კ-–--------------ის“ დირექტორი. 2015 წლის ზაფხულში მას დაუკავშირდა ლ-–--------–-–---–ი, რომელთანაც აკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა და უთხრა, რომ ყ-------------–-- გამშვებ პუნქტზე შესასრულებელი იყო სამუშაოები. იგი ყ------ში იმყოფებოდა ლ-–--------–-–---–თან და ი-----–-----------–--ესთან ერთად, სადაც ნახა, რომ დაზიანებული იყო თბომსვლელი, სავენტილაციო სისტემა და ტუმბოები, ხოლო ჩილერი იყო მიწითა და წყლით დაფარული. აუცილებელი იყო ჩილერის მოხსნა და დიგნოსტიკისთვის თბილისში ტრანსპორტირება, რასაც დასჭირდებოდა 10 დღე, ხოლო აღდგენას შესაძლოა 2-3 თვე, თუმცა ლ-–-ს განმარტებით, ისინი შეზღუდულნი იყვნენ დროში, რისი გათვალისწინებითაც, მან შეიძინა ახალი ჩილერი 31000 ლარად, თუმცა რას შეადგენდა მისი ფასნამატი, ზუსტად ვერ გაიხსენა, თუმცა იგივე სერვისის ფასის გაზრდას გამოიწვევდა აგრეგატის ყ------ში დამონტაჟება, რადგან დედაქალაქში ფასი იქნებოდა შედარებით დაბალი. ძველი ჩილერის სიმძლავრე იყო 175 კ/ვტ, ახლის - 140, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ყ------ში მაქსიმალური ტემპერატურა არის 27 გრადუსი, 80 კ/ვტ სიმძლავრეც საკმარისი იქნებოდა. ამასთან, დიდი სიმძლავრის ჩილერები ადგილზე არ არის და ქარხნიდან შეკვეთას, დასჭირდებოდა 2-3 თვე. ჩილერის გამოცვლის შემდეგ, კონდიცირების სისტემა შეამოწმეს, მუშაობდა გამართულად.
3.4. მოწმე ბ---------------მ განმარტა, რომ იგი არის შპს ,,ბ-------–---–---------------------------------ის“ დირექტორი (წარსულში ,----), რომელიც, ძირითადად აწარმოებდა არქიტექტურულ საქმიანობას. შ--------–---------------ის დაკვეთით, მისმა ფირმამ დააპროექტა სამი ს---–-- პუნქტი, მათ შორის ყ--------, რა დროსაც მოთხოვნების შესაბამისად, მისმა პარტნიორმა ი-----–----------–---–მა დაამუშავა არქიტექტურული პროექტი, ხოლო პროექტის საინჟინრო ნაწილი (მათ შორის ელექტრობა, ვენტილაცია, გათბობა) შეასრულა გამოცდილმა საინჟინრო ჯგუფმა, რომლის წარმომადგენელი იყო გ--------------–---–ი. არქიტექტურული პროექტის განხოციელება, მათ ვალდებულებაში არ წარმოადგენდა.
3.5. მოწმე ი-----------–---–მა განმარტა, რომ იგი არის შპს ,,ე--------ის“ თანამშრომელი და მის სამოქმედო სფეროს განეკუთვნება კონდიციონერების, კერძოდ ჩილერების დამონტაჟება. 2015 წლის ოქტომბერში გაიცნო დ--------–-–---–ი, რომლის თხოვნით, მონაწილეობა მიიღო ამ უკანასკნელის მიერ ჩატარებულ სამსახურებრივ მოკვლევაში, კერძოდ, ლ--–--- ტერიტორიაზე შემოწმა ჩილერი, რომელსაც გარეთა დამცავი ქონდა გაღუნული, ელექტრო შიტი იყო დაზიანებული. მის მიერ დაზიანებული ჩილერის დიაგნოსტიკის ღირებულებამ შეადგინა 200 ლარი, ხოლო ნაწილის შეკეთება-რემონტის ღირებულება, მისი კალკულაციით - 7500 ლარამდე. ამასთან, მისი რჩევით, თუ ჩილერის სისტემაში იყო შესული წყალი, დანადგარის აღდგენას არ ურჩევდა. მან გადაამოწმა ახალი ჩილერს ფასი, რომელმაც შეადგინა 39000 ლარი. მოწმის განმარტებით, ელექტრობის კუთხით მას არავითარი განათლება არ გააჩნია, არის თვითნასწავლი და გავლილი აქვს ტრენინგი.
3.6. მოწმე ი-–-------–--–-–---–მა განმარტა, რომ იგი არის შპს ,,ე--------ის“ დირექტორი. წელიწადნახევარი-ორი წლის წინ, მასთან მივიდა დ--------–-–---–ი, რომლის თხოვნით, მას გააყოლეს კონდიციონერების სპეციალისტი - ი-----------–---–ი, რომელმაც მოგვიანებით განუმარტა, რომ ნახა ჩილერი, რომელსაც ფრეონი ჰქონდა დაღვრილი და პლატა ჰქონდა დაზიანებულიო, რომლის აღდგენის ღიებულება შეადგენდა 7000-7500 ლარს. მის თანამშომლებს თემატურ ტრენინგებს უტარებდნენ სხვადასხვა ქარხნის წარმომადგენლები.
3.7. მოწმე გ--------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის იჟინერი. 2012 წელს იგი მუშაობდა შპს ,,ბ-------–---–---------------------------------ში“, რომელსაც შ--------–---------------მა დაუკვეთა ვენტილაციის პროექტი, რომლის საინჟინრო ნაწილი შესრულებულია მის მიერ, თუმცა დეტალები ვერ გაიხსენა. ზოგადად, ჩილერის სიმძლავრე განისაზღვრება ჰაერის მოცულობის, ხალხისა და კლიმატის გათვალისწინებით. ჩილერის აგრეგატის სიმძლავრე საგრძნობლად არ უნდა ცდებოდეს პროექტში გათვალისწინებულს (არც ძალიან მეტი/არც ნაკლები), თუმცა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სიმძლავრე დაბალია, არ იცის. პროექტში მითითებული არ არის, თუმცა კლიმატი და გარეთ ჰაერის ტემპერატურა იქნებოდა გათვალისწინებული. პროექტის ჩაბარების შემდეგ, მისი განხორციელება მის კომპეტენციას სცილდებოდა. მოგვიანებით მისთვის არავის მიუმართავს დახმარებისთვის.
3.8. მოწმე პ---–----------–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შ--------–---------------ში და მის კომპეტენციაში შედის ხარჯთაღრიცხვების შედგენა. მან, კვარტალური ჟურნალის და ნორმების გათვალისწინებით, შეასრულა ყ-------------–-- გამშვებ პუნქტზე ხარჯთაღრიცხვა, რაშიც არ შედიოდა ვენტილაცია-კონდიცირების სისტემა, რადგან საინჟინრო კომუნიკაციების (ელექტრობა, გაგრილება, გათბობა) ხარჯთაღრიცხვას ადგენს საპროექტო სამსახური.
3.9. მოწმე კ-----–--–------ემ განმარტა, რომ იგი არის გაგრილების სპეციალისტი და მუშაობს შ--------–---------------ში. 2015 წლის 4 აგვისტოს იგი გააგზავნეს ყ------------–--- პუნქტზე კონდიცირების სისტემის დანადგარის (ჩილერის) ჩასართავად. ნახა, რომ ჩილერი იყო დაზიანებული.
3.10. მოწმე დ--------------ემ განმარტა, რომ იგი არის შპს ,,თ-------–------ის“ დირქტორი, რომელიც 2010 წლიდან ეწევა საქართველოში კონდიცირების სისტემის დანადგარის - ჩილერის შემოტანას. 130 კ/ვტ სიმძლავრის ჩილერის ფასი მერყეობს 29-32000 ლარის ფარგლებში. დ--------–-–---–ის სახელზე გამოწერილ ინვოისში მითითებულ თანხას - 29500 ლარს ადასტურებს, რადგან სწორედ ამ ფასად მოხდა ჩილერის შეძენა. მისთვის უცნობია შეძენილი ჩილერის საბაზრო ფასი. ამასთან, მოწმემ დაადასტურა, რომ ჩილერების იმპორტს სხვა კომპანიებიც ახორციელებენ.
3.11. მოწმე ლ-–----------–მა განმარტა, რომ 2014 წლიდან იგი მუშაობდა შ--------–-------------------------------–----–-----------------ის უფროსის მოადგილედ, რომლის მოვალეობაში შედიოდა შ--------–---------------ის კუთვნილ ობიექტზე შესასრულებელი სარემონტო სამუშაოები. ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ნ-----–-------------–--ე. ი-----–-----------–--ე ხელმძღვანელობდა შ------------------------–---. სამმართველოში ყავდათ ხარჯთაღმრიცხველი, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ხარჯღაღრიცხვას მოწვეული სპეციალისტები აწარმოებდნენ. ხარჯთაღრიცხვის შედგენა ხდება დეფექტური აქტის საფუძველზე. ყ------------–--- პუნქტზე იყო ჩასატარებელი სასწრაფო სარემონტო სამუშაოები, შეკეთდა სახურავის ფილები, ასევე გამოიცვალა ვენტილაციის სისტემის ჩილერი, რომელიც გაზაფხულზე წყალდიდობის შედეგად დაზიანდა. სამუშაოები ჩატარდა პირდაპირი შესყიდვის გზით. ყ------ში სამუშაოები შეასრულა ლ-–--------–-–---–მა, ვინაიდან ამ უკანასკნელს წარსულშიც ჰქონდა შესრულებული წარმატებული პროექტები. ლ-–--------–-–---–ის მიერ დამონტაჟებულ ვენტილაციის სისტემას აღმოაჩნდა ხარვეზი, რომელიც ცნობილი გახდა მონტაჟიდან 2-3 თვის შემდეგ, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საგარანტიო მომსახურებაც. გაწეული მომსახურებისთვის გაწეული თანხა 181000 ლარი, სავსებით რეალურად ეჩვენა.
3.12. მოწმე მ----------ემ განმარტა, რომ 2007 წლიდან იგი მუშაობს შ--------–----------------------------- დეპარტამენტში, რომელიც 2014-2015 წლებში შედიოდა ადმინისტრაციულ დეპარტამენტში და მის საკურატორო სფეროს განეკუთვნებოდა ინფრასტრუქტურული საკითხები. მისი ხელმძღვანელი იყო ნ-----–-------------–--ე. 2014 წლიდან შ------------------------–--- ხელმძღვანელობდა ი-----–-----------–--ე. 2015 წლის ივლისის თვეში, ერთ-ერთი შეხვედრის დროს იყო საუბარი ყ------ში სასწრაფოდ ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებზე, ვინაიდან ს---–------–--- პუნქტზე დაზიანებული იყო გათბობა-ვენტილაციის სისტემა. დაიანგარიშეს და დაახლოებით 230000 უნდა დამჯდარიყო სისტემის შეკეთება. სექტემბრის თვეში მიიღო გადარიცხვა, მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და ინსპექტირების დასკვნა. ლ-–--------–-–---–ის მიერ შესრულებული სამუშაოების მთელი პაკეტი შეუტანა თ-------------------ემ და მიუთითა, რომ სწრაფად უნდა გადაერიცხა თანხა, რადგან ლ-–--------–-–---–ს წარსულშიც ჰქონდა შესრულებული მათთან წარმატებული პროექტები. იმის გათვალისწინებით, რომ გამოცვლილი ჩილერი შედიოდა შენობა-ნაგებობის ღირებულებაში, მისი ცალკე აღრიცხვა არ მომხდარა.
3.13. მოწმე რ--------------ემ განმარტა, რომ 2015 წლის 13 ოქტომბრიდან 2017 წლის 10 მაისამდე ეკავა ყ-------------–-- გამშვები პუნქტის უფროსის თანამდებობა. როგორც მისთვის არის ცნობილი, კონდიცირება-ვენტილაციის სისტემა ს---–--ზე დაზიანდა 2014 წელს წყალდიდობის შედეგად, რაც შეიცვალა ახლით, რომელსაც არ უმუშავია. 2016 წლის ზაფხულში, როდესაც აუცილებელი გახდა გაგრილების სისტემის ჩართვა, იგი დაუკავშირდა ადმისტრაციულ დეპარტამენტს და მოითხოვა სპეციალისტი, სისტემის ჩასართველად. აღმოჩნდა, რომ რადიატორები იყო გახეთქილი, რაც გამოიცვალა და გაგრილების სისტემა გაეშვა აგვისტოს თვეში და მუშაობდა ორი თვე, თუმცა მისი აზრით უხარისხოდ, ვინაიდან, თანამშრომლები მოითხოვდნენ ფანჯრების გაღებას, საიდანაც მეტი სიგრილე შემოდიოდა. მისთვის უცნობია რადიატორების დაზიანება გამოწვეული იყო თუ არა ყინვით.
3.14. მოწმე გ------------------–--ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს ი------------------------------------- სამსახურში, რომლის მოვალეობაში შედის, მათ შორის სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული გარემოს მეთვალყურეობა, თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს მონიტორინგი. 2012 წლიდან, დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ნ-----–-------------–--ე. სამსახურში მიღებული მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, ხდება ადგილზე სიტუაციის გაცნობა და საჭირო ზომების მიღება. თუ სამუშაოები სრულდებოდა მათი სამმართველოს მიერ, დეფექტური აქტის შედგენა სხვა სტრუქტურას ევალებოდა. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას დეფექტური აქტის შედგენა არ სჭირდებოდა.
3.15. მოწმე ე--------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის მძღოლი და საკუთრებაში ჰყავს სატვირთო ავტომანქანა, ამწეთი. იგი რეგულარულად დგას ვ---------–---------თან, სადაც ელოდება კლიენტს. მასთან მივიდა პირი, რომელსაც სთხოვა ყ------ში, 2 ტონიანი გენერატორის წაღება და იქიდან ძველის წამოღება. შეთანხმდნენ, რომ მომსახურება დაჯდებოდა 700 ლარი.
3.16. მოწმე ტ------–----------–---–მა განმარტა, რომ 2014-2015 წლებში მუშაობდა შ--------–---------------ის უფროს სპეციალისტად, იყო ტ------------------------------------------ში, კურირებდა ენერგეტიკას. მისი უშუალო უფროსი იყო თ-------------------ე, ხოლო სამმართველოს უფროსი ნ-----–-------------–--ე. ხელმძღვანელობის დავალებით, იმყოფებოდა ყ-------------–-- გამშვებ პუნქტზე, სადაც წყალდიდობის გამო შლამით იყო დაფარული ჩილერი და შეუძლებელი იყო დაზიანების დადგენა, რის გამოც მოხდა ჩილერის შეცვლა. მოგვიანებით თ-------------------ემ დაავალა ყ------ში ჩილერის ინსპექტირება. მანამდე ობიექტზე იყო გ-----–------ა, რომელმაც ასევე ვერ აღმოაჩინა რაიმე ხარვეზი. შეამოწმა ხელშეკრულებაში მითითებული მოთხოვნები და რადგან ყველაფერი იყო რიგზე, შეადგინა შესაბამისი აქტი.
3.17. მოწმე გ-----–------ამ განმარტა, რომ 2014 წლიდან იგი მუშაობდა შ--------–---------------ის ი----------------------------------------------–--–---------------------------- ელექტრიკოსად და მის მოვალეობაში შედიოდა, მათ შორის, შ-------–-------------------------------------–- ს---–-- პუნქტების სერვისცენტრებში ელექტრო მომსახურება და დანადგარების შეკეთება. ყ-------------–-- პუნქტზე გათბობა-ვენტილაციის მიღებასთან დაკავშირებით სამუშაოები არ ჩაუტარებია. 2015 წელს, მისი უშუალო უფროსის - თ---------------ის დავალებით იმყოფებოდა ყ------------–--- პუნქტზე, სადაც უნდა შეემოწმებინა ვენტილაციის დანადგარი - ჩილერი. მათ თან ახლდა ორი ადამიანი, ვინც ჩილერი დაამონტაჟა. ადგილზე დახვდათ ოთხძრავიანი ახალი ჩილერი, რომლის სიმძლავრე იყო 130-140 კილოვატი და რომლის ყველა ძრავი იყო მუშა მგომარეობაში, ფილტრები იყო შეცვლილი. მოგვიანებით ტ------–----------–---–მა შეადგინა ინსპექტირების დასკვნა, რომლის ნაწილი ეყრდნობა მისი შემოწმების შედეგებს, რა დროსაც არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა.
3.18. მოწმე ს-------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობდა შ--------–---------------ში 2012 წლიდან 2017 წლის ივნისამდე, სადაც ეკავა ა------------–----–-----------------ის უფროსის მოადგილის თანამდებობა და მის საკურატორო სფეროს წარმოადგენდა საარქივო საქმიანობა. დეპარტამენტის უფროსი იყო ნ-----–-------------–--ე. მისი არყოფნის შემთხვევაში, რეზოლუციას ხელს აწერდა დეპარტამენტის უფროსი.
3.19. მოწმე დ-----------------მა განმარტა, რომ 2014 წლიდან იგი მუშაობს შემ------–---------------------------------------ის სამმართველოში რომელიც თავის მხრივ შედიოდა ადმინისტრაციულ დეპარტამენტში. სამმართველოს ძირითადი ფუნქცია იყო შ--------–---------------ის ობიექტებზე სარემონტო სამუშაოების შესრულება. როგორც წესი, დგება ხარჯაღრიცხვა, სპეციალისტის მოძიება და სამუშაოების შესრულება. თუ ადგილზე არ ყავთ სპეციალიტსი, ხდება დამხმარე მოსამსახურის მოწვევა. 2016 წლის აგვისტოში დ--------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ყ-------------–--ზე, სადაც გაგრილების სისტემას ჰქონდა პრობლემა, რომელიც ლ-–--------–-–---–ის ჩარევით აღმოიფხვრა და სისტემა გამართულად მუშაობდა. რატომ არ მოხდა გაფუჭებული ჩილერის შეკეთება და რატომ შეიცვალა იგი ახლით, მისთვის უცნობია.
3.20. მოწმე პ---–----------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ინ--------------------------------ში და მის საქმიანობაში შედის სამსახურის კუთვნილ ობიექტებზე სარემონტო საქმიანიბა. მან სარემონტო სამუშაოები შეასრულა ყ-------------–-- გამშვებ პუნქტზე. ვის მიერ იქნა შედგენილი ხარჯთაღრიცხვა მისთვის უცნობია. ვენტილაციის სისტემაზე მას არ უმუშავია, რადგან შესაბამისი კომპეტენცია არ გააჩნდა.
3.21. ბრალდებულმა ი-----–-----------–--ემ განმარტა, რომ 2015 წლიდან მუშაობს შ--------–---------------ში, მალევე დაინიშნა ა------------–----–-----------------ის უფროსად. 2015 წლის ზაფხულში, მთავრობის დადგენილებით დაევალათ, ყ------ში სამშენებლო სამუშაოების ჩატარება პირდაპირი შესყიდვის წესით. აუცილებელი იყო ჩილერის ვენტილაციის სისტემის დაზიანების ხარისხის დადგენა, რაც დაევალათ მას და თ-------------------ეს. სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა აწარმოა მან, ხოლო ვენტილაცია-კონდიცირების - თ-------------------ემ. სხვა კანდიდატურებს შორის შეირჩა ლ-–--------–-–---–ი, რომელიც იყო შ--------–---------------ის კონტრაქტორი, ხოლო მისი ქვეკონტრაქტორი იყო თ--------------ე. დეპარტამენტის უფროსის თხოვნით, ლ-–--------–-–---–ი და თ--------------ე ჩაიყვანა ყ------ში, სადაც შეადგინეს დეფექტური აქტი და მომსახურების შემთხვევაში ორწლიანი გარანტია. გადამოწმდა სხვა შესაძლო ვარიანტებიც, რომელთაგან მაგალითად ,,თ---–--------------მა“ მოსთხოვათ 196000 ლარი და სამუშაოებისთვის ორი თვე, მიწოდების გამოკლებით, შპს ,,ქ-----–მა“ შესთავაზათ მხოლოდ ჩილერის მიწოდება, რომელსაც არ ექნებოდა საჭირო მოცულობის სიმძლავრე, შპს ,------- ასევე მიაწოდათ მომსახურების ჩამონათვალი და განუსაზღვრათ ფასი 59839 ევრო, ლ-–--------–-–---–ი სთავაზობდათ მომსახურებას 201000 ლარად, რის გამოც, მასზე შეჩერდა არჩევანი. იმის დასადგენად, ექვემდებარებოდა თუ არა ჩილერი შეკეთებას, სჭირდებოდა ექსპერტიზა, რომელიც გაგრძელდებოდა 45 დღე, მაშინ, როცა პროექტი უნდა მოესწროთ მჭიდრო ვადაში. ლ-–--------–-–---–თან მოლაპარაკებით, სამუშაოების თავდაპირველი ღირებულება, რაც შეადგენდა 201000 ლარს, შემცირდა 181 000 ლარამდე. სამუშაო დასრულდა 2-3 სექტემბერს. ა------------–----–-----------------ის ხელმძღვანელობას დაეწერა მიღება-ჩაბარების აქტი და გადაირიცხა თანხა. გარანტია აისახა საგარანტიო ტალონში, რომელიც ახლავს ხელშეკრულებას, მასში ასახულია ხელშეკრულების თარიღი, პირობები, გარანტიის ვადა, რა შემთხვევაში იმოქმედებს გარანტია და რა შემთხვევაში არა. დაზიანებული ჩილერი იყო 185 კ/ვტ-იანი, რომელიც შეიცვალა 130 კ/ვტ-იანი ჩილერით, რაც ლ-–--------–-–---–ის განმარტებით იყო საკმარისი. ვინაიდან პროექტის მოძიება ვერ მოხერხდა, ბუღალტრულად გადამოწმდა და ს----------–ის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გადარიცხული იყო 150 კ/ვტ-იანი ჩილერის თანხა. ჩილერის გამოცვლის შემდეგ, სისტემა გამართულად მუშაობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ს---–--ს უფროსი წერილობით მიმართავდა ადმინისტრაციას, რასაც ადგილი არ ჰქონია. წინა ტენდერის პირობებში, ლ-–--------–-–---–ს შ--------–---------------ისთვის მიწოდებული ჰქონდა ჩილერი 70000 ლარად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ფასს ზრდიდა 2 წლიანი საგარანტიო ვადა. ბაზრის კვლევა მის მოვალეობაში არ შედიოდა. ტედერი არის ბაზრის კვლევის საუკეთესო საშუალება, რადგან ყველა მომწოდებელი აფიქსირებს საკუთარ ფასს, თუმცა დაბალი ფასი, ყოველთვის არ არის პრიორიტეტი. ლ-–--------–-–---–ი ახორციელებდა მთლიან სერვისს. თავად რა ხარჯებს წევდა ეს უკანასკნელი, მისთვის უცნობია. ტენდერი გამოცხადებული იყო კოდით - კონდიცირების სისტემები და პაკეტების შეძენა და არა სამშენებლო სამუშაოები.
3.22. ბრალდებულმა ნ-----–-------------–--ემ განმარტა, რომ იგი იყო ს-------------------------ის ა------------–----–-----------------ის უფროსი, ჰყავდა ორი მოადგილე. ლ-–----------–ი კურირებდა მშენებლობის საკითხებს, თავად კი - ს----–-–------–------------------------ო სამმართველოს. ყ------ში, წყალდიდობის შემდეგ, პრემიერმა ჩაატარა თათბრი, სადაც ფინანსთა მინისტრს დაავალა აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, რაც დაევალა მას. თ-------------------ემ და ლ-–----------–მა არჩევანი შეაჩერეს ფ/პ ლ-–--------–-–---–ზე, რომელსაც იცნობდნენ და ენდობოდნენ მისი წარსული საქმიანობის გამო, რაც უკავშირდებოდა ბ-------------–--ზე ჩატარებულ სამუშაოებს. ლ-–--------–-–---–ი იყო კონტრაქტორი, რომელსაც ყავდა ქვეკონტრაქტორები და მათ შორის იყო თ--------------ე. ლ-–--------–-–---–მა თავად შეადგინა დეფექტური აქტი და მის მიერ სერვისში შეთავაზებული თანხა, თავდაპირველად შეადგენდა 201000 ლარს, თუმცა მოლაპარაკების შედეგად თანხა შემცირდა 181000 ლარამდე. ჩილერის ღირებულება ეძვირა, თუმცა გადაამოწმა და თბილისში, ერთწლიანი გარანტიით, ტენდერით შეძენილი ჩილერის ფასმა შეადგინა 54000 ლარი. ლ-–--------–-–---–ის ფასნამატი მისთვის უცნობია. ყ------ში დამონტაჟდა 130 კ/ვტიანი ჩილერი. მისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა წარსულში 185 კ/ვატ-იანი ჩილერი ყ------ში, რადგან ს----------–ის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, შეძენილი უნდა ყოფილყო 150 კ/ვტ-იანი დანადგარი. თ-------------------ე პირადად ამოწმებდა ყ------ში მიმდინარე სამუშაოებს, რაც დაფიქსირებულია ვიდეოჩანაწერებშიც. სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტს მან პირადად მოაწერა ხელი, ვინაიდან ლ-–----------–ი იყო შვებულებაში. სამუშაოების დასრულების შემდეგ სისტემა ჩაირთო და მუშაობდა გამართულად, თუმცა რამდენიმე დღეში მას დაუკავშირდა ს---–--ს უფროსი და მოახსენა, რომ სისტემა არ აგრილებდა, თუმცა აღნიშნულზე რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი არ მიუღიათ. მის მიმართ სადამსჯელო ზომების გატარებას იგი უკავშირებს შ--------–---------------ის უფროსთან გ---------------–---–თან ურთიერთობის დაძაბვას.
3.23. შ--------–--------------ის უფროსის N------ ბრძანებით (31.12.2013) ნ-----–-------------–--ე დაინიშნა ა------------–----–-----------------ის უფროსის თანამდებობაზე.
3.24. შ--------–--------------ის უფროსის N----- ბრძანებით (05.06.2015) ი-----–-----------–--ე დაინიშნა ა------------–----–-----------------ის შ------------------------–--- უფროსის თანამდებობაზე.
3.25. საქართველოს მთავრობის N---- განკარგულებით (03.08.2015) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სსიპ შ--------–---------------მა ს---–------–--- პუნქტებზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3.26. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (11.08.2015), ერთის მხრივ შ--------–-------------------------------–----–-----------------ის უფროსს - ნ-----–-------------–--ეს და მეორე მხრივ ფ/პ ლ-–--------–-–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანია - გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პაკეტების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს N---- განკარგულებისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის ღირებულება შეადგენს 181900 ლარს, რასაც დანართის სახით ერთვის კალკულაცია კონდიცირების პაკეტების შესყიდვების ხელშკრულების ფასი და გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა. ხელშეკრულებას ერთვის საგარანტიო ტალონი N-----, რომლს ვადა არის 2 წელი.
3.27. ხელშეკრულებით N------------ (21.07.2015), ერთი მხრივ ფ/პ ლ-–--------–-–---–ს (შემსყიდველი) და მეორე მხრივ შპს ,,კ-–-------------ის“ დირექტორს (მიმწოდებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანია მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პაკეტების მიწოდება და მონტაჟი, რომლის ღირებულება შეადგენს 146500 ლარს, რომლის საგარანტიო ვადა უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ ერთი წელი. ხელშეკრულებას თან ერთვის თ--------------ის წერილი ლ-–--------–-–---–ს, რომლითაც ირკვევა, რომ ზ------–----ის გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებული სავენტილაციო დანადგარზე ჯამური ნომინალური (გაზომილი გარე ტემპერატურა +35*C) სიმძლავრე გაგრილებაზე შეადგენს 21,4+46,63+20,33+46,63=134,99 კვ. ჩილერის Chigo CS F130HW/ZR1 ნომინალური სიმძლავრე შეადგენს 130 კვ (რელევანტობა 3,83 %, რაც გაცილებით ნაკლებია დასაშვებ 10%-ზე) ამის გარდა, დაბა ს-------–------სათვის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი შეადგენს +32*C, ხოლო საანგარიშო ტემპერატურა (ე.წ. ყველაზე ცხელი თვის საშუალო მაქსიმუმი) შეადგენს 20,3 გრადუსს. +32 გრადუსის (აბსოლუტური მაქსიმუმი) დროს ჩილერის სიმძლავრე შეადგენს 136,68 კვ, რაც აღემატება მოთხოვნილ სიმძლავრეს.
3.28. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (30.09.2014), ერთის მხრივ სსიპ შ--------–-------------------------------–----–-----------------ის უფროსს - ნ-----–-------------–--ეს (შემსყიდველი) და მეორე მხრივ ფ/პ ლ-–--------–-–---–ს (მიმწოდებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად შემსყიდველმა გამოაცხადა ტენდერი სხვადასხვა ხელსაწყოების (ბრტყელტუჩები, სახრახნისები და სხვა) შესყიდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომლის შედეგად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიაწოდოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული საქონელი 108900 ლარად.
3.29. ს----- ,,ყ--------“ გათბობა-ვენტილაციის სისტემის დეფექტური აქტის (05.08.2015) მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ლ-–--------–-–---–ი, გათბობა-ვენტილაციის სისტემა გამოსულია მწყობრიდან და საჭიროებს როგორც აღდგენას, ასევე სხვადასხვა დანადგარების და ნაწილების შეცვლას. კერძოდ: კილიროფელები ყინვისგან არის დახეთქილი რამდენიმე ადგილას და საჭიროებს დემონტაჟს ტრანსპორტირებას, აღდგენას და ტესტირებას. შემდეგ აღდგენისისვე ტესტირებას მაღალ წნევაზე და ისევ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას და მონტაჟს (ახლის შეძენის შემთხვევაში ფასი დაახლოებით 25000 ლარია და წარმოება მინიმუმ 1 წელი). კილიროფელების შემდგომი კლიმატური პირობებისაგან დასაცავად აუცილებელია შეძენილი და დამონტაჟებული იქნეს დიდი სიმძლავრის ავტომატური ბლოკების კომპლექტი ყოველი კილიროფელისათვის. ჩილერი გამოსულია მწყობრიდან, მისი მუშა ნაწილები 15 სანტიმეტრამდე ქვიშაშია ჩაფლული (სტიქიის შედეგად). საჭიროა მისი დემონტაჟი და ახლის მონტაჟი. 14-დან 6 საცირკულაციო ტუმბო არის გადამწვარი და საჭიროებს შეცვლას. სამუშაოების ღირებულება ცალკეული კომპონენტის გათვალისწინებით განისაზღვრა 201000 ლარით, 2 წლიანი გარანტიით.
3.30. ინსპექტირების ჯგუფის დასკვნით (04.09.2015), სსიპ შ--------–---------------სა და ფ/პ ლ-–--------–-–---–ს შორის სახელწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ლ-–--------–-–---–მა განახორციელა ს---–------–--- პუნქტ ,,ყ------ში“ გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პაკეტის მიწოდება-მონტაჟი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 181900 ლარს და ფ---------------------ოს შ--------–-------------------------------–----–-----------------ის ი------------------------------------- სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ტ------–----------–---–ის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, მომსახურება განხორციელდა ხელშეკრულების პირობების დაცვით (2015 წ. 4 სექტემბრის ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურა).
3.31. მიღება-ჩაბარების აქტით (04.09.2016), სსიპ შ--------–-------------------------------–----–-----------------ის უფროსის მოადგილემ - ლ-–----------–მა და ფ/პ ლ-–--------–-–---–მა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სესახებ 2015 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული N----- ხელშეკრულების საფუძველზე ფ/პ ლ-–--------–-–---–მა ჩააბარა, ხოლო ა------------–----–-----------------ის უფროსის მოადგილე ლ-–----------–მა ჩაიბარა ს.ს.გ.კ. ,,ყ------ში“ გათბობა- ვენტილაცია-კონდიცირების პაკეტის მიწოდება, მონტაჟით, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 181900 ლარს.
3.32. ს----–--------–----------------------------------- მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნით (09.10.2015) - ჩილერზე მოდელით M------------, ს----–--------–----------------------------------- მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორ დ--------–-–---–ის მიმართვის საფუძველზე შპს ,,ე--------ის“ სპეციალისტს ი-----------–---–ის მიერ სსიპ შ--------–---------------ის ჩილერის მოდელით M------------, დათვალიერების შედეგად გამოვლინდა რიგი დაზიანებული დეტალები, რომლის შეცვლის შედეგად ჩილერი სრულად აღდგება ექსპლუატაციისთვის. შესრულებულ სამუშაოზე გაიცემა ერთწლიანი გარანტია და მთლიანი ხარჯი შეადგენს 7347 ლარს. ხარჯთაღრიცხვა არ მოიცავს ჩილერის ტრანსპორტირების და ამწეს მომსახურების ხარჯებს. მითითებულ თანხაზეა გამოწერილი სწორედ შპს ,,ე--------ის“ ინვოისი N--- (09.10.2015).
3.33. შპს ,,თ------–------ის“ დირექტორის წერილით (04.11.2016) ირკვევა, რომ CHIGO-ს ფიემის 4 ძრავიანი ჩილერის (რომლის გაგრილების სიმძლავრეა 130 კილოვატი, ხოლო გათბობის 140 კილოვატი) საბაზრო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 2015 წლის აგვისტოს და დღეის მდგომარეობით მერყეობს 28500-31000 ლარამდე.
3.34. შპს ,,მ-------ის“ დირექტორის წერილით (04.11.2016) ირკვევა, რომ 2015 წელს Midea-ს ბრენდის 6 ძრავიანი ჩილერი (რომლის გაგრილების სიმძლავრეა 185 კილოვატი, ხოლო გათბობის სიმძლავრე 200 კილოვატი), საბაზრო ფასი განისაზღვრება 39000 ლარიდან 41000 ლარამდე (დღგ-ს ჩათვლით). ამასთან, გათბობა-გაგრილების აგრეგატის (მათ შორის ზემოაღნიშნული ჩილერის) ფასი ცვალებადია და დამოკიდებულია გადახდის, მიწოდებისა და სხვა პირობებზე.
3.35. სამსახურებრივი შემოწმების (06.11.2015) შედეგად, შ--------–-------------------------------–----–-----------------ის უფროსის ნ-----–-------------–--ის და ამავე დეპარტამენტის შ------------------------–--- უფროსის ი-----–-----------–--ის მხრიდან, შ--------–---------------ის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის N----- ბრძანებით დამტკიცებული სსიპ შ--------–---------------ის შიგანაწესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილი აქვს დისციპლინურ გადაცდომას, კერძოდ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას.
3.36. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექპერტის N--------- დასკვნით (12.12.2016) თ---–--–----–--–--–ი, შ--------–---------------ს ბაზაზე განთავსებული ს----- ,,ყ------იდან“ გადმოტანილი ,,MIDEA”-ს ფირმის ჩილერის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ჩილერს მექანიკური დაზიანება არ გააჩნია, სამაცივრო სისტემა იმყოფება წნევის ქვეშ და შესაბამისად ფრეონის სისტემა კომპრესორების ჩათვლით არის სრულიად გამართული. ჩილერის მართვის კარადა დამონტაჟებულია მზიდ ჩარჩოზე დაბლა და წყლის კვალის მიხედვით ეტყობა, რომ ორივე მართვის პლატა მოხვედრილია წყალში. შესაბამისად მართვის პლატები არის მოსახსნელი, გამოსაშრობი და გასასინჯი სასინჯ სტენდზე. პლატაზე საორიენტაციოდ გამოსაცვლელი იქნება ტრანსფორმატორები, დამცველები და ჩამრთველები. არაა გამორიცხული გაწმენდისა და გამოშრობის შემდეგ, ისინი აღმოჩნდნენ გამართულ მდგომარეობაში. რადგან ჩილერი წყლის მოვარდნისას არ იმყოფებოდა ძაბვის ქვეშ სხვა დაზიანებები ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო პლატები, შეერთება, გადაბმები და ა.შ. საჭიროებენ გაწმენდას, გამოშრობას და სპეციალურ დამუშავებას. მხოლოდ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი მათი ელექტროული შემოწმება, აწყობა და ჩართვა სისტემაში. ამდენად, ჩილერის სრული აღდგენითი სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია. აღდგენითი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება (იგი გამომდინარეობს მომსახურე კომპანიის წარმომადგენლობითი ხარჯიდან და არის მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული) შეადგენს მაქსიმუმ 6413,8 ლარს დღგ-ს ჩათვლით. კვალიფიციური დიაგნოსტიკის საორიენტაციო ღირებულება 2015 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით შადგენს 400 ლარს. აღნიშნული ჩილერის კვალიფიციური შემოწმება და დიაგნოსტიკა შესაძლებელი იქნებოდა შემდეგი თანმიმდევრობით: ადგილზე შემოწმებულიყო ჩილერის ფრეონის სისტემა და მხოლოდ მისი დაზიანების დადგენის შემთხვევაში მიღებულიყო გადაწყვეტილება თბილისში ტრანსპორტირების შესახებ. მართვის პანელიდან ჩახსნილიყო პლატები და მისი დამუშავება, შემოწმება, აღდგენა მომხდარიყო სპეციალურ სტენდზე ან ლაბორატორიაში. ყ------ში ჩილერის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მაქსიმალური ვადა, სამივლინებო დროის გათვალისწინებით 10-12 დღე იქნებოდა. ჩილერის აღდგენისთვის დამატებით შესაძლოა ჩასატარებელი ყოფილიყო ჰიდროსისტემის გასაწმენდი სამუშაოები, რომელიც გამომდინარეობს ტრასისა და სისტემის მოცულობისა და სისუფთავის მდგომარეობიდან, როგორც ვიზუალურად ჩანს ჩილერის წყლის კოლექტორზე დაბინძურების ხარისხი არ უნდა იყოს მაღალი.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს--------------ემ.
3.37. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექპსრტის N--------- დასკვნით (15.12.2016) ფ/პ ლ-–--------–-–---–ის მიერ შედგენილი 2015 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებული ს------ ,,ყ--------“ გათბობა-ვენტილაციის სისტემის დეფექტური აქტით გათვალისწინებული სამუშაოები განეკუთვნება სამშენებლო სამუშაოებს. ფ/პ ლ-–--------–-–---–ის მიერ შედგენილი 2015 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებული ს------ ,,ყ--------“ გათბობა-ვენტილაციის სისტემის დეფექტური აქტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ვრცელდება სა---------–---------------------------------------------------------ის 2012 წლის 12 ივლისის N-------- ბრძანებით დამტკიცებული ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტი - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ მოთხოვნები. ფ/პ ლ-–--------–-–---–ის მიერ შედგენილი 2015 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებული ს----- ,,ყ--------“ გათბობა-ვენტილაციის სისტემის დეფექტურ აქტში მითითებული სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო მასალების (მოწყობილობა, დანადგარი) საქმეში წარმოდგენილ შესყიდვის პირველად დოკუმენტაციაში და შპს ,,კ-–--------------ის“ დირექტორის თ--------------ის გამოკითხვის ოქმში მითითებული ფასების გათვალისწინებით, ს----- ,,ყ--------“ გათბობა-ვენტილაციის სისტემის მოწყობის ღირებულება, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტი - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ მოთხოვნის მიხედვით შეადგენს 100747,5 ლარს. ფ/პ ლ-–--------–-–---–ის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებულ თანხასა და ზემოხსენებული წესების შესაბამისად განსაზღვრულ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 181900,0-100747,5=81152,5 ლარს.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--–--------–------ემ.
3.38. დამოუკიდებელი ს----------–------------------–------- - შპს ,,ვ--------ის“ ექსპერტის N-------- დასკვნით (22.03.2017) ფ/პ ლ-–--------–-–---–ის მიერ შედგენილი 2015 წლის 5 აგვისტოთი ათარიღებული ს----- ,,ყ------ი”-ს გათბობა-ვენტილაციის სისტემის დეფექტური აქტით გათვალისწინებული სამუშაოები განეკუთვნება საქართველოს კანონით განსაზღვრულ კატეგორიას საქონლის შესყიდვა მონტაჟით და მიეკუთვნება კლასიფიკატორს — C---------- – გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები, ქვეკლასიფიკატორით — C---------- - გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პაკეტები.
რადგან ფიზიკური პირის ლ-–--------–-–---–ის მიერ შესრულებული სამუშაოები არ განეკუთვნება სამშენებლო სამუშაოებს, ფიზიკური პირი "ლ-–--------–-–---–ის" მიერ შედგენილ 2015 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებულ ს---- "ყ--------" გათბობა-ვენტილაციის სისტემის დეფექტური აქტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე, სა---------–---------------------------------------------------------ის 2012 წლის 12 ივლისის N-------- ბრძანებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესი"-ს და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N-- დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტი - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესი"-ს მოთხოვნები არ ვრცელდება.
3.39. დამოუკიდებელი ს----------–------------------–------- - შპს ,,ვ--------ის“ ექსპერტის N-------- დასკვნით (24.05.2017) ფ/პ ლ-–--------–-–---–ის მიერ დამონტაჟებული ჩილერის სიმძლავრე შეესაბამება ს-- ,,ყ--------“ ტერიტორიაზე არსებული ვენტილაციის დანადგარების სიმძლავრეს.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნები დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ---------------ემ.
3.40. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.
3.41. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).
3.42. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.43. სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ნ-----–-------------–--ის და ი-----–-----------–--ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაზეც სასამართლო დაწვრილებით, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v. Austria, პუნქტი 15).
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების წინასწარი განზრახვით, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით ბოროტად გამოყენებას, რაც იწვევს სახელმწიფო ინტერესის არსებით დარღვევას. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.3.3.).
4.5. სასამართლო, განმარტავს, რომ მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენდა და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ნ-----–-------------–--ე იყო სსიპ შ--------–-------------------------------–----–-----------------ის უფროსი, ხოლო ი-----–-----------–--ე, ამავე დეპარტამენტის შ------------------------–--- უფროსი და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იყვნენ მოხელეები.
4.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ნ-----–-------------–--ეს და ი-----–-----------–--ეს ედავება, რომ მოქმედებდნენ რა საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, მათ ნაცნობების ლ-–--------–-–---–სა და თ--------------ის სასარგებლოდ დააზიანეს არსებითად საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. კერძოდ:
4.8. ა) ,,სამუშაოს შესყიდვისას ნ-----–-------------–--ის და ი-----–-----------–--ის მიერ არასწორად განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოს სახე და ნაცვლად იმისა, რომ სამუშაოს შესყიდვა განხორციელებულიყო როგორც სამშენებლო სამუშაოები და გაეთვალისწინებინათ „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესი“-ს და „ტექნიკური რეგლამენტი - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისას - ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესი“-ს მოთხოვნები, მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს N---- განკარგულებით, შ--------–---------------ს მიეცა უფლება 2014 წლის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ს---–------–---ი პუნქტი „ყ--------“ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების (გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემის აღდგენითი სამუშაოების) შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ნ-----–-------------–--ის და ი-----–-----------–--ის ამგვარი ქმედებებით სამუშაოების შესყიდვა განხორციელდა დარღვევით, როგორც პაკეტის შეძენა“.
4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის დასკვნას, საფუძვლად უდევს მხოლოდ ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექპერტის N--------- დასკვნა (15.12.2016), რომლის მიხედვით, ფ/პ ლ-–--------–-–---–ის მიერ შედგენილი 2015 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებული ს------ ,,ყ--------“ გათბობა-ვენტილაციის სისტემის დეფექტური აქტით გათვალისწინებული სამუშაოები განეკუთვნება სამშენებლო სამუშაოებს. მაშინ, როდესაც სასამართლოში, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ იგი არ იცნობს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს და იხელმძღვანელა მხოლოდ მთავრობის დადგენილებით, მაშინ, როდესაც ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით, განსაზღვრულია, რომ საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ხოლო ,,ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია სამშენებლო სამუშაოს განსაზღვრება - შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგებააშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას. რაც შეეხება მთავრობის დადგენილებას, რომელზეც აპელირებს ბრალდების მხარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტების იერარქიაში, საქართველოს კანონს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ისეთ კანონქვემდებარე აქტთან მიმართებით, როგორიც არის მაგალითად, მთავრობის დადგენილება. მეტიც, სასამართლოში, დაცვის მხარის მიერ, წარმოდგენილი იქნა დამოუკიდებელი ს----------–------------------–------- - შპს ,,ვ--------ის“ ექსპერტის N-------- დასკვნა (22.03.2017), რითაც დასტურდება, რომ ფ/პ ლ-–--------–-–---–ის მიერ შედგენილი 2015 წლის 5 აგვისტოთი ათარიღებული ს----- ,,ყ------ი”-ს გათბობა-ვენტილაციის სისტემის დეფექტური აქტით გათვალისწინებული სამუშაოები განეკუთვნება საქართველოს კანონით განსაზღვრულ კატეგორიას საქონლის შესყიდვა მონტაჟით და მიეკუთვნება კლასიფიკატორს — C---------- – გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები, ქვეკლასიფიკატორით — C---------- - გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პაკეტები და შესაბამისად, სა---------–---------------------------------------------------------ის 2012 წლის 12 ივლისის N-------- ბრძანებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესი"-ს და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N-- დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტი - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესი"-ს მოთხოვნები არ ვრცელდება. ამდენად, ცალსახაა, რომ ნ-----–-------------–--ის და ი-----–-----------–--ის მოქმედება, არათუ ეწინააღმდეგებოდა, არამედ სრულ თანხვედრაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან.
4.10. ბ) ,,ი-----–-----------–--ემ, რომელსაც ევალებოდა ბაზრის კვლევის ჩატარება, ნ-----–-------------–--ესთან შეთანხმებით არ ჩაატარა ასეთი კვლევა. ნ-----–-------------–--ემ ი-----–-----------–--ესთან ერთად უპირატესობა მიანიჭა და აღნიშნული სამუშაოების ჩატარება დაავალა ამ უკანაკნელის ბავშვობის მეგობარ, ფიზიკურ პირ „ლ-–--------–-–---–ს“. როგორ წესი, ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობების დადგენას ახორციელებდა ინფრასტრუქტურის სამმართველო, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ნ-----–-------------–--ის მითითებით ადგილზე გაიგზავნა ი-----–-----------–--ე, რომლის თანდასწრებითაც ჩასატარებელი სამუშაოების დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა შეადგინა თვით ლ-–--------–-–---–მა ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, რომელთა ინტერესებშიც შედიოდა შესასრულებელი სამუშაოების სასურველი მოცულობების დადგენა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა“.
4.11. სასამართლო, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ი-----–-----------–--ის განმარტებით, ფ/პ ლ-–--------–-–---–ს სწორედ იმიტომ მიენიჭა უპირატესობა, რომ მის მიერ შეთავაზებული პაკეტი იყო უფრო კომპლექსური და ფასი მისაღები სხვა კანდიდატებთან შედარებით, როგორადაც განიხილეს მაგალითად, შპს ,,თ---–--------------ი“ და შპს ,,ქ-----–ი“, რაც სხვა არაფერია თუ არა ბაზრის კვლევა, რომლის საბოლოო შედეგია ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა. რაც შეეხება დეფექტური აქტის შედგენას ლ-–--------–-–---–ის მიერ, რომელმაც, მოგვიანებით თავად შეასრულა დეფექტური აქტით განსაზღვრული სამუშაოები, სასამართლო მიუთითებს, რომ დეფექტური აქტით, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 201000 ლარის ოდენობით, თუმცა ლ-–--------–-–---–თან მოლაპარაკების გზით, სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა განისაზღვრა 181900 ლარით, რაც იმთავითვე გამორიცხავს ლ-–--------–-–---–ის მიერ დეფექტური აქტში ხარჯების ხელოვნურად გაზრდას, მისთვის სასურველ/მისაღებ თანხასთან ხელოვნურად თანხვედრისთვის. ამასთან, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი, არ დადგენილა. ამასთან, სასამართლოში წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (30.09.2014), უტყუარად იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ფ/პ ლ-–--------–-–---–თან 2015 წლის 11 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება განაპირობა არა ნ-----–-------------–---სთან და ი-----–-----------–--ესთან ახლობლობამ, არამედ დიდწილად, მის მიერ წარსულში, ამავე სტრუქტურასთან განხორციელებულმა წარმატებულმა თანამშრომლობამ.
4.12. გ) იმ ვითარებაში, როცა ჩილერის სრულად შეცვლა არ იყო საჭირო, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა და კვალიფიციური დიაგნოსტიკის ჩატარება შესაძლებელი იყო რამოდენიმე საათში, ადგილზე - ყ------ში 400 ლარად, ხოლო მისი სრულად ადგილზე გარემონტება შესაძლებელი იყო 10-12 დღეში 6413.8 ლარად, ლ-–--------–-–---–ის და თ--------------ის მიერ შეთავაზებული იქნა პროექტთან შეუსაბამო - ახალი „CHIGO“-ს ფირმის ნაკლები წარმადობის ჩილერის დამონტაჟება, ვიდრე იქ ადრე დამონტაჟებული „MIDEA“-ს ფირმის ჩილერი. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, გათბობა-ვენტილაციის სისტემის აღსადგენად საჭირო იყო 201 000 ლარი. აღნიშნული, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, უპირობოდ გაიზიარეს ნ-----–-------------–--ემ და ი-----–-----------–--ემ, თანხა შემცირდა ფორმალურად და 2015 წლის 11 აგვისტოს აღნიშნული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ნ-----–-------------–--ეს და ფიზიკურ პირ „ლ-–--------–-–---–ს“ შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება, სადაც შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებად დაფიქსირდა 181 900 ლარი. სამუშაოების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა ეგრეთ წოდებული „შუამავალი“ ფირმის მიერ საქონელზე არაგონივრული ფასნამატით, რამაც პირველად და საბოლოო მიწოდებას შორის საშუალოდ შეადგინა 200%. მითითებული სამუშაოების რეალური ღირებულება შედგენდა 100 747.5 ლარს. ნ-----–-------------–--ისა და ი-----–-----------–--ის შეთანხმებული ქმედებების შედეგად მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური პირი „ლ-–--------–-–---–ისათვის“ ზედმეტად იქნა გადახდილი 81 152.5 ლარი. „CHIGO“-ს ფირმის ჩილერი, რაც დამონტაჟდა გამშვებ პუნქტზე, ლ-–--------–-–---–მა შ--------–---------------ს მიყიდა 63 000 ლარად, თავის მხრივ ლ-–--------–-–---–ს შეძენილი აქვს ქვეკონტრაქტორისგან, შპს „კ-–--------------ისაგან“ 50 000 ლარად, ხოლო „კ-–--------------ს“ - 31 000 ლარად, მაშინ როცა „CHIGO“-ს ფირმის ჩილერის საბაზრო ღირებულება იმ პერიოდისათვის შეადგენდა 29 500 ლარს. იმავდროულად, დამონტაჟებული იქნა ისეთი მოწყობილობები და ჩატარებული იქნა ისეთი სამუშაოები, რომელთა აუცილებლობაც არ არსებობდა.
4.13. სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი - დ--------–-–---–ი, ვინც უშუალოდ აწარმოა სამსახურებრივი მოკვლევა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და მითუფრო ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს. ვინაიდან ფასთა სხვაობა დადგენილია არა ექსპერტული ცოდნის/გამოცდილების, არამედ დილეტანტური გასაუბრებების ან ასევე გაუგებარ ობიექტებზე გაუგებარი ე.წ. ,,საკონტოლო“ შესყიდვების გზით. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ფორს-მაჟორულ ვითარებას, როდესაც განხორციელდა სსკგ ,,ყ------ში“ სამუშაოების ჩატარება, რაზეც ცალსახად მეტყველებს ის გარემოებაც, რომ შესყიდვა, მთავრობის დადგენილებით უნდა განხორციელებულიყო სპეციალური, საგამონაკლისო წესით - მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, პირდაპირი შესყიდვის გზით და ამ ვითარების გათვალისწინებით, ლ-–--------–-–---–ის მიერ, შეთავაზებული კომპლექსურ სერვისში გადახდილი თანხა, სხვა კომპანიების შეთავაზებების კვალობაზეც კი, არ აჩენს გონივრული ეჭვის საფუძველს. ამასთან, საყურადღებოა, რომ ბრალდების მხარის საკვანძო არგუმენტის საპირწონედ, რომლის მიხედვით, ახალი, ,,CHIGO“-ს ფირმის ჩილერის გაგრილების სიმძლავრე იყო 130 კ/ვტ-ი, რაც ბევრად ჩამოუვარდებოდა მანამდე არსებულ ,,MIDEA“-ს ფირმის ჩილერის გაგრილების სიმძლავრეს - 185 კ/ვტ-ს, დაცვის მხარემ სასამართლოში წარმოადგინა დამოუკიდებელი ს----------–------------------–------- - შპს ,,ვ--------ის“ ექსპერტის N-------- დასკვნა (24.05.2017), რომლის მიხედვით, ფ/პ ლ-–--------–-–---–ის მიერ დამონტაჟებული ჩილერის სიმძლავრე შეესაბამება ს-- ,,ყ--------“ ტერიტორიაზე არსებული ვენტილაციის დანადგარების სიმძლავრეს. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლოში, მხარეთა მიერ წარმოდგენილ სამხილებს შორის არის კონფლიქტი, რომელიც, სასამართლო ბრალდებულების სასარგებლოდ გადაწყვიტა.
4.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
4.15. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4.16. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს და ხელს უწყობს მართლმსაჯულების პროცესში შეცდომის დაშვების თავიდან აცილებას. არავის უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
4.17. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ ნ-----–-------------–--ე და ი-----–-----------–--ე მოქმედებდნენ რა საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, მათ ნაცნობების ლ-–--------–-–---–სა და თ--------------ის სასარგებლოდ დააზიანეს არსებითად საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რითაც დაადასტურებდა ნ-----–-------------–--ის და ი-----–-----------–--ის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი. რისი გათვალისწინებით, in dubio pro reo-ს პრინციპის მიხედვით დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ.
4.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-----–-------------–--ის და ი-----–-----------–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რისი გათვალისწინებითაც ნ-----–-------------–--ე და ი-----–-----------–--ე წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და უნდა გამართლდნენ.
5. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
5.2. ამდენად, ნ-----–-------------–--ის და ი-----–-----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
6. ყადაღის ბედის გადაწყვეტა:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ნ-----–-------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო ნ-----–-------------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ------–------------------–-----------------, 136,50 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0----------------------, რაც უნდა გაუქმდეს.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით, ი-----–-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო გ-------------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თ------–---------------–----------, საკადასტრო კოდი 8-----------, რაც უნდა გაუქმდეს.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: CD დისკი, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–-------------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ნ-----–-------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ნ-----–-------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ნ-----–-------------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ------–------------------–-----------------, 136,50 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0----------------------, დადებული ყადაღა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ-----–-------------–--ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. ი-----–-----------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5. ი-----–-----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით, ი-----–-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, გ-------------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე თ------–---------------–----------, საკადასტრო კოდი 8-----------, დადებული ყადაღა.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ი-----–-----------–--ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
7. ნივთმტკიცება - CD დისკი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე