განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/763-1- (№0-11-0-1-0--)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 თებერვალი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- ს-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ--- რ--------ის ძე შ-------- - დაბადებული 1--- წლის 3- ი----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლებით, რეგისტრაციის მისამართი: ქ. ქუთაისი, დ. ნ-----–--ის N1- ;
ადვოკატები - ი--------------, დ--–------–-----–---, ფ-------–---–----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილები.
დისპოზიცია: 1. განზრახ მკვლელობის მცდელობა; 2. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იარაღისა) და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; 3. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 შ--- შ--------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „ტტ"-ის სისტემის, 7--- მმ კალიბრის, პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნებით, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
1.2 შ--- შ-------- 201- წლის 1- ა-----–ს „ტტ"-ის სისტემის, 7--- მმ კალიბრის პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით, მჭიდში მოთავსებული მისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნებით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,მ-–----–- კ---–--ის“-ს მოდელის, Q---9-- სახელმწიფო ნომრის ავტომანქანით გადაადგილდა ქ. ქუთაისში, ზ- გ-------------ს გამზირის პ------–ი ჩ--ის N1--ში მდებარე საცხოვრებელ ბინასთან, სადაც გააჩერა ავტომანქანა, ხოლო შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღითურთ ფეხით მივიდა ზ- გ-------------ს ქუჩის N2--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის უკანა ეზოში, სადაც ამ ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერადი გასროლით ჩაიდინა ეზოში მყოფი ნ------- ქ-----–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობა; დანაშაულის ჩადენის შემდეგ შ--- შ-------- ცეცხლსასროლი იარაღითურთ გაიქცა მის კუთვნილ ავტომანქანამდე, მოთავსდა მასში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო მოგვიანებით თავიდან მოიშორა დანაშაულის ჩადენის იარაღი.
1.3 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე შ--- შ-------- მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,მ-–----–- კ---–--ის“-ს მოდელის, Q---9-- სახელმწიფო ნომრის ავტომანქანით, „ტტ"-ის სისტემის, 7--- მმ კალიბრის, პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მივიდა ქ. ქუთაისში, ზ- გ-------------ს გამზირის პ------–ი ჩ--ის N1--ში მდებარე საცხოვრებელ ბინასთან, სადაც გააჩერა ავტომანქანა, ხოლო შემდეგ ფეხით მივიდა ზ- გ-------------ს ქუჩის N2--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის უკანა ეზოში, სადაც ამავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერადი გასროლით, წარსულში მომხდარი შელაპარაკებისას მისი მძიმე შეურაცხყოფის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ამავე ეზოში მყოფ ნაცნობს ნ------- ქ-----–--ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ცეცხლნასროლი დაზიანებები, რის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღითურთ გაიქცა მის კუთვნილ ავტომანქანამდე, მოთავსდა მასში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გასროლების შედეგად ნ------- ქ-----–--ეს მიადგა მუცლის ღრუს ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანებით, მარჯვენა სხივ-მაჯის გამჭოლი ჭრილობა, მარჯვენა ზედა კიდურის მე-5 თითის გამჭოლი ჭრილობა და მარჯვენა მე-4 თითის ნაწილობრივი ამპუტაცია. მიღებული დაზიანებების გამო ნ------- ქ-----–--ე გადაყვანილ იქნა ქ. ქ--------- შპს ,,მ---–------------–---- ჰ---------– მ-------–-----ში,“ სადაც გაწეული დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, შ--- შ--------საგან დამოუკიდებელი მიზეზით, გადაურჩა სიკვდილს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განზრახ მკვლელობის მცდელობა;
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება;
მოწმე მ------ რ------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს შს ქ--------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------– განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე იცნობს როგორც ბრალდებულ შ--- შ--------ს (სახელის და გვარის შეცვლამდე გ------- ე------–--ე), ასევე დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ეს, რომელიც ცხოვრობდა მის უბანში, თუმცა რამდენიმე წელია ცხოვრობს ქუთაისში, ა----–-----–ის ქუჩაზე, მაგრამ მაინც ხშირად შეხვედრია ძველ საცხოვრებელ ადგილას. მომხდარი ფაქტის დღეს - 201- წლის 1- ა-----–ს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას - იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, თუმცა საქმიანობიდან გამომდინარე, დავალების გამო, საჭირო იყო ყოფილიყო სამოქალაქო ფორმით. აღნიშნულის გამო წავიდა ქუთაისში, ჭ-------ის გამზირ N6--ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში. ბინა მდებარეობს კორპუსის მერვე სართულზე. დაახლოებით შუადღის სამი საათისთვის, როცა ბინიდან გამოვიდა, ვინაიდან ლიფტი დაკავებული იყო, ფეხით ჩადიოდა კიბეზე, მე-2 - მე-3 სართულის ბაქანზე შემოესმა ერთი, მეორე და მესამე გასროლის ხმა, უკვე სადარბაზოდან გამოსულს მკვეთრად ესმოდა ყვირილის, წივილ-კივილის ხმები, აგრეთვე ს---ყვები: ,,ნ----- მოკლეს“ , ,,ნ----- დაჭრეს“, ,,მკვლელი სკვერისკენ გარბის...“ ვინაიდან მოწმემ დააფიქსირა, რომ დამნაშავე სკვერისკენ გარბოდა თვითონაც იქეთ გაეშურა, დაახლოებით ოცდაათ მეტრში შენიშნა ვერცხლისფერი ,,მ-–----–- კ---–--ი“ მარკის, მარჯვენა საჭიანი ავტომანქანა, რომელთანაც მიირბინა კაპიუშ---წამოფარებულმა მამაკაცმა და რომელსაც ხელში ეჭირა იარაღისმაგვარი ნივთი, რომელსაც გადაფარებული ქონდა გაურკვეველი დანიშნულების რაღაც ქსოვილი. მან გამოაღო მანქანის კარი და სანამ საჭესთან მოთავსდებოდა გადაძვრა კაპიუშ---ი, რა დროსაც მოწმემ მასში ნათლად ამოიცნო შ--- შ--------. მოწმის განმარტებით, ვინაიდან იმყოფებოდა სამოქალაქო ტანსაცმელში, აგრეთვე სავარაუდო დამნაშავეს ხელში ეჭირა იარაღი, ვერ დაედევნა, ამიტომ მისივე ტელეფონით დაუკავშირდა მის სამსახურეობრივ უფროსს, მოკლედ აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ და განუმარტა, რომ აღნიშნულ შემთხვევის მონაწილე შესაძლებელია ყოფილიყო - შ--- შ--------. შემდეგ მოწმე დაბრუნდა საცხოვრებელ კორპუსთან და საკუთარი ავტომანქანით გაემგზავრა ისეთი მიმართულებით, სადაც შესაძლებელი იყო შ--- შ--------ს მანქანით გაევლო, რომ ავტომანქანის ნომრის დანახვა შეძლებოდა, თუმცა ის არ გამოჩენილა. აღნიშნულის შემდეგ წავიდა შემთხვევის ადგილზე, დაზარალებული უკვე გადაყვანილი ყავდათ საავადმყოფოში, ადგილზე იმყოფებოდა ოპერატიული ჯგუფიც, რომელიც თითქმის მასთან ერთად მივიდა. მოწმის განმარტებით, შ--- შ--------ს უბანში ზედმეტი სახელითაც იცნობდნენ და ,,ბ--------ს“ ეძახდნენ.
მოწმე ვ------ ს---–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მომხდარი ფაქტის დღეს 201- წლის 1- ა-----–ს, შუა დღეს, იმყოფებოდა მის სამუშაო ადგილას, კერძოდ ქუთაისში, ზ----- გ-------------ს ქუჩა N2--ში მდებარე მაღაზიაში. მოცემულ მაღიაზიას უკანა მხარეს აქვს საწყობი, სადაც ინახავს იმ ნივთებს, რომლების მოთავსებაც მაღაზიაში ვერ ხერხდება. აღნიშნულ დღეს მასთან მომუშავე გოგონებმა, რომლებიც მაღაზიის პერსონალს წარმოადგენენ, სთხოვეს საწყობიდან კონკრეტული ნივთის გამოტანა და ისიც გავიდა ნივთის ასაღებად. საწყობს აქვს უკანა მხარეს გასასვლელი რკინის კარი, რომელიც იმ დროისათვის არ იყო ჩაკეტილი, იყო უბრალოდ მიხურული. კარის გაღებისას ჩანს მაგიდა და სკამები, ბინა, ავტოსადგომი. ამ დროს მოწმემ გაიგონა გასროლის ხმა, შესაბამისად დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა და კარი გამოაღო, რა დროსაც დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გარბოდა, მასში მოწმემ ამოიცნო ,,ნ------“ (იგივე ნ------- ქ-----–--ე), რომელიც ცხოვრობდა მისი მაღაზიის გვერდით, ხოლო ბოლო პერიოდში სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. შეხედა, რომ ნ------ს მოსდევდა კაპიუშ---წამოფარებული წვერიანი მამაკაცი, რომელსაც კისერზე ეკეთა ნაჭერი, ხელში ეჭირა შავი იარაღი და რომელმაც ,,ნ------ს“ მისამართით კიდევ განახორციელა ორი გასროლა, რა დროსაც მას კაპიუშ---ი გადაძვრა და მოწმემ ამოიცნო გ------- ე------–--ე (როგორც შემდეგში გაიგო იგივე - შ--- შ--------). ,,ნ------“ წაიქცა მანქანასთან, ხოლო გ------- ე------–--ე გაიქცა ბინების შუაში არსებული ჩ--ისაკენ, რომელიც არის საცალფეხო და არ არის სამანქანო გასასვლელი. მოწმემ განმარტა, რომ გასროლა იყო სამი, ერთი გაიგონა მიხურულ კარს მიღმა, ხოლო დანარჩენი ორი კარის გაღებისთანავე და ის განახორციელა გ------- ე------–--ემ, ნ------ს მიმართულებით. როგორც ვ------ ს---–--ე განმარტავს, როცა ნ------ მანქანასთან ჩაიკეცა მასთან მოგროვდა ხალხი, შემდეგ ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ გავიდა ის საწყობიდან, მანამდე ადგილზე იყო. მოწმის გადმოცემით მაღაზიაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალები (ხუთი ცალი) ერთ-ერთი აფიქსირებს იმ მონაკვეთსაც სადაც მოხდა შემთხვევა და გამოძიების მიერ დათვალიერებული ჩანაწერებითაც დასტურდება მის მიერ გადმოცემული ჩვენება. მოწმე ვ------ ს---–--ის განმარტებით, დაზარალებული იცის, ვინაიდან მას მაღაზიის უკან ხშირად ხედავდა, ხოლო ბრალდებულს იცნობს ქალაქიდან, ასევე მის მაღაზიასთანაც ხშირად მიდიოდა, დააინტერესა და იკითხა, ხოლო სხვა რაიმე პირადი ურთიერთობები ამ პირებთან არ გააჩნია.
მოწმე მ------ ჩ--------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლის 1- ა-----–ის მდგომარეობით მუშაობდა ზ----- გ-------------ს ქ. N2-ა-ში მდებარე ქალის თეთრეულის მაღაზიაში კონსულტანტად, მაღიაზია ეკუთვნოდა ვ------ ს---–--ეს, რომელსაც ყავდა უცხოელი მოწილე. მასთან ერთად მითითებულ მაღაზიაში მუშაობდა მეორე კონსულტანტი - ქ------- ფ---–-----. მომხდარი ფაქტის დღეს შუა დღეს, დაახლოებით სამი-ოთხი საათისთვის შემოესმა 2-3 გასროლის ხმა, რაც მიამსგავსა ე.წ. ,,ბომბაჩკის“ ხმას, თუმცა მალევე გაიგო ყვირილი, ხმაური და აღნიშნულის გამო მან და ქ------- ფ---–-----მ გაიხედეს მაღაზიის წინა კარიდან. ხალხი ყვიროდა ,,ვაიმე დაჭრესო...“ თუმცა მათ არც დაჭრილი დაუნახავთ. დაინახა, მხოლოდ თეთრი ფერის მანქანა, რომლიდანაც გოგონა ყვიროდა ,,დროზე ვუშველოთო...“ ამ დროს ვ------ ს---–--ე იმყოფებოდა უკანა მხარეს არსებული საწყობის კართან და როცა თვითონაც გავიდნენ უკანა მხარეს, მიხვდნენ, რომ ვ------ ყველაფერს ხედავდა, მერე ვ------ დაბრუნდა მაღაზიაში და მას და ქ-------ს დაუბარა მიექციათ ყურადღება მაღაზიისთვის, თვითონ გავიდოდა და ცოტა ხანში დაბრუნდებოდა. ვ------ წავიდა თუმცა მათთვის უცნობია სად. მეორე დღეს კი ვ------ ს---–--ის მონათხრობიდან გახდა ცნობილი, რომ ვიღაც ,,ნ-------ი“ დაჭრა ვიღაც ,,გ-------მ“ რომელთა გვარები არ იცის და არც იცნობს და ვ------ს განმარტებით არ იცოდნენ გადარჩებოდა თუ არა.
მოწმე ქ------- ფ---–-----მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლის ა-----–ის მდგომარეობით მუშაობდა ქ.ქუთასისში ზ-გ-------------ს ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ,,რ--- უ-----“-ში გამყიდველად, მ------ ჩ--------სთან ერთად. მაღაზიის მეპატრონე იყო ვ------ ს---–--ე. მომხდარი ფაქტის დღეს მუშაობდა მითითებულ მაღაზიაში, შუა დღეს როდესაც ისხდნენ ის და მ------ ჩ-------- მაღაზიის შესასვლელ კართან, შემოესმათ გასროლის ხმა, რომელიც წააგავდა აფეთქების ხმას, იყო სამი გასროლა ცოტა ხანში კი ჩოჩქოლის ხმაც გაიგონა ,,ესროლა, ესროლაო...“ მეორე დღეს როცა ვ------ ს---–--ე სამსახურში მივიდა მოყვა, რომ დაუნახავს თუ როგორ მოხდა გასროლა თუმცა ვინ ვის ესროლა ზუსტად სახელებს და გვარებს მოწმე ჩვენების მიცემისას ვერ იხსენებს, თუმცა ვ------ ს---–--ემ იმ ეტაპზე რაღაც სახელები და გვარები კი დაასახელა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ვ------ ს---–--ისგან გაიგო, რომ ვინმე გ------- ე------–--ემ ესროლა, ვინმე ,,ნ------ს“, რომელიც ადრე ცხოვრობდა მათი მაღაზიის გვერდით, ხოლო შემდეგ სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.
მოწმე თ------- მ---------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ზ-გ-------------ს ქუჩა N2-, მე-4 სადარბაზო, მერვე სართული, ბინა N1---ში მეუღლე ზ----- შ----–--ეს და ორ შვილთან ერთად. დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ეს იცნობს ბავშვობიდან, იყო მისი მეზობელი, აქვს კარგი ურთიერთობა. იცნობს ბრალდებულ შ--- შ--------საც, როგორც მათ უბანში გაზრდილ ბიჭს, თუმცა სახელი და გვარი არ იცოდა, იცოდა, რომ უბანში ეძახდნენ ,,ბ-------ს“. მომხდარი ფაქტის ირგვლივ მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს 201- წლის 1- ა-----–ს, დღის დაახლოებით ოთხი საათისთვის მიდიოდა სამსახურში, ბინიდან გამოსვლის შემდეგ, ვინაიდან არ მუშაობს შენობაში ლიფტი, ფეხით ჩავიდა კიბეზე, მე-3 ან მე-4 სართულზე შემოესმა 2-3 გასროლის ხმა, სროლებს შორის ინტერვალი მცირე იყო, რაც ე.წ. ,,ბომბაჩკის“ აფეთქების ხმას წააგავდა. კორპუსის ეზოში ჩასული გაემართა იქვე მდგარი მისი მეუღლის ზ-----ი შ----–--ისაკენ, დაინახა ხალხმრავლობა ბინის ბოლოში, ბოლო სადარბაზოსთან იყო ჩოჩქოლი, დაინახა დაჭრილი ნ------- ქ-----–--ე, რომელიც მიყრდნობილი იყო იქვე მდგომი მანქანის საბურავზე. ნ------- იყო ზურგში დაჭრილი, გონება დაკარგული არ ქონია და იძახდა ,,მიშველეთ დამჭრესო...“ მოწმის განმარტებით მან მოუხმო იქ მდგომ ბიჭებს და მანქანაში ჩასვეს ნ------- ქ-----–--ე, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე ზ----- შ----–--ე და გ--- გ---–--–--ე (მისი მეუღლის მეგობარი). დაჭრილი გადაიყვანეს ,,ინფექციურში’’, აღნიშნულ საავადმყოფოში იმიტომ გადაიყვანეს დაზარალებული, რომ იქ მუშაობს მისი სიდედრი. მოწმის განმარტებით მითითებულ ფაქტს უშუალოდ ბევრი ადამიანი შეესწრო, მაგრამ კონკრეტულად თუ ვინ იყვნენ ვერ იხსენებს, არც ის უთქვამს ვინმეს თუ რა მოხდა და რატომ იყო ნ-------ი დაჭრილი. ახსოვს, რომ დაზარალებული საავადმყოფოში მან, მისმა მეუღლემ და გ--- გ---–--–--ემ გადაიყვანეს, მ-----– კ---------ს მართვის ქვეშ მყოფი და მისი კუთვნილი ავტომანქანით. დაჭრილს გონება არ დაუკარგავს და იძახდა ,,მიშველეთ, დამჭრესო“.
მოწმე ზ-----ი შ----–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქუთაისში, ზ-გ-------------ს ქუჩა N2-, მე-4 სადარბაზო, მერვე სართული, ბინა N1---ში, მეუღლე თ------- მ---------ესა და ორ შვილთან ერთად. მოწმე ზ----- შ----–--ემ აჩვენა, რომ იცნობს როგორც დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ეს, ასევე ბრალდებულს, რომელსაც იცნობს ზედმეტსახელით ,,ბ--------“. მომხდარი ფაქტის დღეს, 201- წლის 1- ა-----–ს იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი ბინის წინამდებარ--- არსებულ მაღაზიასთან რა დროსაც შემოესმა ხმა კორპუსის ეზოდან, გაიქცა ეზოსკენ და დაინახა ძირს დაწოლილი ნ-----, იგივე ნ------- ქ-----–--ე, იქ მყოფები ეძებდნენ მანქანას, რათა დაჭრილი გადაეყვანათ საავადმყოფოში, შემდეგ ჩასვეს დაჭრილი მ-–---- კ--------ს მანქანაში, თან ახლდათ მისი მეუღლე თ------- მ---------ე და გ--- გ---–--–--ე. მოწმის განმარტებით იმ მდგომარეობაში მას არავისთვის უკითხავს თუ რა მოხდა, რადგან ნ------- ქ-----–--ის გადარჩენა იყო მთ---რი, ხოლო როცა რამდენიმე საათის შემდეგ იკითხა თუ რა მოხდა, ფაქტის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გამოძიებისას მიცემული ჩვენება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული გამომძიებლის მიერ და სწორ ფაქტებს სხდომაზე გადმოსცემს. მისივე განმარტებით შ--- შ--------, ე.წ. ,,ბ--------“ რომ ყოფილიყო ის პირი ვინც ნ-----, იგივე ნ------- ქ-----–--ეს ესროლა, აუცილებლად იცნობდა და დაამახსოვრდებოდა. მოწმე ასევე დაადასტურა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ბავშვობის მეგობრები არიან.
მოწმე გ--- გ---–--–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქუთაისში, ზ-გ-------------ს ქუჩა N2- ბინაში - ნათესავთან. იცნობს დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ეს, ასევე იცნობს გ------- ე------–--ეს, იგივე შ--- შ--------ს, იცოდა, მხოლოდ მისი სახელი გ-------, ხოლო შ--- შ-------- მისთვის ცნობილი გახდა მომხდარი ფაქტის შემდეგ- მოწმემ განმარტა, რომ ნ------- ქ-----–--ე და გ------- ე------–--ე, იგივე შ--- შ-------- იყვნენ მეგობრები. მომხდარი ფაქტის დღეს 201- წლის 1- ა-----–ს შუა დღეს იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი ბინის მიმდებარ---, იყო ნაბახუსევი და მაღაზიაში მიდიოდა, როცა შეხვდა ნ----- - იგივე ნ------- ქ-----–--ე, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ნასვამობა, მიესალმენ ერთმანეთს და თვითონ განაგრძო გზა. ცოტა ხანში ბრუნდებოდა ისევ თავის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, როცა შემოესმა ე.წ. ,,ხლაპუშკის“ ხმის მსგავსი, რამდენიმე აფეთქების ხმა, მერე მოყვა ამ ხმას წივილ-კივილი, როდესაც მივიდა ხალხის თავშეყრის ადგილზე დაინახა, რომ ნ------- ქ-----–--ეს ხელიდან სისხლი სდიოდა, იწვა მიწაზე, მერე შეხედა, რომ სხეულიდანაც სდიოდა სისხლი. შემდეგ როცა ნ------- ქ-----–--ე მანქანით გადაყავდათ საავადმყოფოში, ისიც ჩაჯდა და გაჰყვა დაზარალებულს საავადმყოფომდე. თუ ვინ დაჭრა ნ------- ქ-----–--ე მითვის არ არის ცნობილი.
მოწმე მ-----– კ--------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქუთაისში, ა----–-----–ის ქუჩაზე, ხოლო ქუთაისში, ზ-გ-------------ს ქუჩა N2--ში ყავს მეგობარი ზ----- შ----–--ე, რომელსაც ხშირად სტუმრობს. იცნობს დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ეს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაიცნო აღნიშნულ მისამართზე. მომხდარი ფაქტის დღეს 201- წლის 1- ა-----–ს, დაახლოებით შუა დღეს იმყოფებოდა აღნიშნულ მისამართზე, იჯდა რვა სართულიანი კორპუსის ეზოში მდგომი მაგიდის წინ, თვითონ, ნ----- - იგივე ნ------- ქ-----–--ე და კ----. თვითონ იჯდა კორპუსისაკენ ზურგით. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას დაახლოებით 1--20 წუთში გაისმა ე.წ. ,,ბომბაჩკის“ ხმა. მალევე გაიგონა ხმები ,,მანქანა, მანქანა...“ ,,სასწრაფო...“. დაინახა იქვე ჩაცუცქული ნ------ნ------- ქ-----–--ე. მან თავის კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვა ნ------- ქ-----–--ე, აგრეთვე მანქანაში ჩასხდნენ: ზ----- შ----–--ე, მისი მეუღლე და გ---, რომლის გვარიც არ იცის. მოწმეს არ დაუნახავს თუ როდის დაიჭრა მასთან ერთად და მის გვერდით მჯდომი ნ-----, ვინ დაჭრა, ან საერთოდ რა მოხდა და რა შეემთხვა ნ-----ს. არც დაჭრილი დაუნახავს, არც მის სხეულზე არსებული დაზიანებები შეუნიშნავს არც შემთხვევის ადგილზე და არც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ- შემდეგ როცა პოლიციაში მიიყვანეს იქ გაიგო, რომ ნ------- ქ-----–--ე დაუჭრიათ. როგორც მოწმემ განმარტა მისთვის ცნობილია, რომ ნ------- ქ-----–--ე და შ--- შ-------- არიან მეგობრები.
დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად 201- წლის 1- ა-----–ს, შემთხვევის დღეს იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქუთაისი ა----–-----–ის ქუჩა N8--ში, მეუღლესთან - ქ------- ლ-------ესთან ერთად. დაახლოებით დღის 12:00 საათისათვის მას ესტუმრა მეგობარი დ----- თ----------ე, რომელსაც გაუმასპინძლდა ალკოჰოლური სასმელით - კონიაკით და ორივე ორი-სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ სახლში და მიირთმევდნენ კონიაკს. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულის მეუღლემ ორივე: დ----- თ----------ე და ნ------- ქ-----–--ე ოჯახის კუთვნილი ავტომანქანით წაიყვანა ნ------- ქ-----–--ის ძველ საცხოვრებელ მისამართზე, ქ. ქუთაისში ზ- გ-------------ს ქუჩაზე, სადაც დარჩნენ ის და დ-----ი, ხოლო მისი მეუღლე წავიდა ავტომანქანით. ვინაიდან დაზარალებულის ყველა ნაცნობ-მეგობარი აღნიშნულ ადგილზე ცხოვრობს სურდა იქ მისვლა. გ-------------ს ქუჩაზე მისვლის შემდეგ დ----- თ----------ე წავიდა, ხოლო დაზარალებული გაემართა ამავე ქუჩაზე მდებარე N2- კორპუსისაკენ, სადაც კორპუსის ეზოში შეხვდნენ მისი ნაცნობები ზ-----ი შ----–--ე, გ------ ხ-----–--ე და კიდევ სხვა პირები, თუმცა კონკრეტულად თუ ვინ იყვნენ ვერ იხსენებს. ის დაჯდა აღნიშნული საცხოვრებელი ბინის ,,პანდუსთან“ მდებარე ლითონის მაგიდასთან, რომელსაც წინა და უკანა მხარეს აგრეთვე უდგას მერხები. მაგიდასთან მოთავსდა იმგვარად, რომ სახით უყურებდა ავტოფარეხებს, რომელიც განლაგებულია ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე, მაგიდასთან იჯდა მარტო და იქ სხვა არავინ მჯდარა. მაგიდასთან დაჯდომიდან დაახლოებით ხუთ წუთში მობილურ ტელეფონზე დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ მანქანის საბურავი დაეშვა და დახმარებოდა მის გამოცვლაში. მეუღლესთან საუბარი დამთავრებული არ ქონდა, რომ გაიგო გასროლის ხმა და წელის არეში, უკანა მხრიდან იგრძნო ძლიერი ტკივილი, რის შემდეგაც ინსტიქტურად ადგა და გაიქცა იქვე, ავტოსადგომზე მდგომი ავტომანქანებისაკენ, რა დროსაც მუცლის არეში იგრძნო კიდევ ძლიერი ტკივილი, თუმცა გასროლის ხმა აღარ გაუგ--, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, ახსოვს, რომ წაიქცა იქვე სადგომზე მდგომი თეთრი ფერის ,,რ---- რ-------ს“ მარკის ავტომანქანასთან, თუმცა გონება არ დაუკარგავს და გააცნობიერა, რომ ვიღაცამ ესროლა მოკვლის განზრახვით. დაზარალებულმა განმარტა, რომ სულ მოხვდა სამი ტყვია, აქედან ერთი ტყვია უკანა მხრიდან - წელის არეში, მეორე ტყვია წინა მხრიდან - მუცლის არეში და მესამე ტყვია - მარჯვენა ხელზე, არა და ნეკა თითებზე. დაზარალებული განმარტავს, რომ მან გაიგო მხოლოდ ერთი გასროლის ხმა და იგრძნო ძლიერი ტკივილი უკან წელის მიდამოში, იგრძნო მწვავე ტკივილი ასევე მუცლის მიდამოში, ხელში როდის მოხვდა ტყვია ვერც აღნიშნულს იხსენებს, ვინაიდან დანარჩენი გასროლები აღარ გაუგ--, რადგან იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში, ძლიერი სტრესის ქვეშ პ------–ად მიღებული ჭრილობის გამო. აღნიშნულის შემდეგ ახსოვს თუ როგორ მოათავსეს მეგობრის - მ-----– კ---------ს კუთვნილ თეთრი ფერის ,,მ---------ის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე ჩასხდნენ თ-------, თ-- მ---------ე, მისი მეუღლე ზ----- შ----–--ე და გ--- გ---–--–--ე. ის მიიყვანეს ქ.ქუთაისში მდებარე ე.წ. ,,ინფექციურ“ საავადმყოფოში, მგზავრობისას მას გონება არ დაუკარგავს, იყო შოკურ მდგომარეობაში და ითხოვდა შველას. დაზარალებული განმარტავს, რომ მისთვის უცნობია თუ ვინ ესროლა და რა მიზეზით, რადგან მას არავისთან არ ქონია რაიმე სახის კონფლიქტი. შემთხვევის დროს იმ ადგილზე სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, გარდა ზ-----ი შ----–--ისა და გ------ი ხ-----–--ისა იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, თუმცა ვერ იხსენებს ვინ იყვნენ. დაზარალებულმა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს პირი, ვისაც ხელში იარაღი ეჭირა და მას ესროლა, მისთვის უცნობია თუ ვინ ესროლა. რაც შეეხება დაზარალებულისა და ბრალდებულ შ--- შ--------ს დამოკიდებულებას ერთმანეთთან დაზარალებულმა განმარტა, რომ შ--- შ--------ს კარგად იცნობს, ის არის მისი ბავშვობის მეგობარი. მისივე განმარტებით მან შ--- შ-------- ბოლოს ნახა მომხდარ ფაქტამდე ათი დღით, ან ორი კვირით ადრე, თუმცა სად და რა ვითარებაში ვერც ამას იხსენებს და მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტი ან უთანხმოება არ ყოფილა. დაზარალებული განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს, დაჭრილი, სანამ თეთრი ფერის ,,რ---- რ------თან“ ჩაიკეცებოდა დაინახა პირი, რომელმაც მას ესროლა, თუმცა მის ხელში იარაღი არ შეუმჩნევია და ნახვის შემთხვევაში ის შეძლებს ამოიცნოს აღნიშნული პირი.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ ლ-–- ჩ----ის, ამავე დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსის თ------ გ-–--ის მონაწილეობით შედგენილი ოქმით ირკვევა, რომ 201- წლის 2- ა-----–ს გამოცხადნენ ქუთაისში ა----–-----–ის გამზირ N8-/7--ში დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ის საცხოვრებელ ბინაში, მისი დაზარალებულის სახით გამოკითხვის მიზნით. გამოკითხვის მიზნით დასმული ერთ-ერთი შეკითხვის შემდგომ, დაზარალებული ნ------- ქ-----–--ე გახდა აგრესიული, მან ს---ყვიერი შეურაცხყოფით მიმართა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, მანვე შეურაცხმყოფელი ს---ყვებით მოიხსენია ზოგადად სამართალდამცავი ორგანოები, შეურაცხმყოფელი ს---ყვებით მიუთითა დაეტოვებინათ მისი ბინა, რადგან მას აღარ სურდა გამოკითხვის გაგრძელება და გამოკითხვის მიზნით მის ადვოკატთან ერთად გამოცხადდებოდა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში, მისთვის სასურველ დროს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა შ--- შ--------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ ის და დაზარალებული ნ------- ქ-----–--ე არიან ბავშვობის მეგობრები, მასთან არანაირი უკმაყოფილება და კონფლიქტი არ ქონია და არც აქვს. მომხდარი ფაქტის დღეს, 201- წლის 1- ა-----–ს ზუსტად ვერ იხსენებს თუ სად იმყოფებოდა და საერთოდ ქუთაისში იყო თუ არა. რადგან ძირითადად ცხოვრობს თბილისში დედასთან და დეიდასთან ერთად, ხოლო მამა და ბებია ცხოვრობენ ქუთაისში და ჩამოდის მათთან პერიოდულად. 20-7 წლამდე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, 20-7 წლის ნ--------ში დაბრუნდა საქართველოში და აბსოლუტურად ყველა ნაცნობ-მეგობარი მოინახულა, მათ შორის ნ------- ქ-----–--ეც. ბრალდებულის განმარტებით ბოლოს როდის ნახა ნ------- ქ-----–--ე ვერ იხსენებს. კატეგორიულად გამორიცხა მის მიერ ნ------- ქ-----–--ის დაჭრის ფაქტი და განმარტა, რომ მომხდარის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ იგი დააკავა, მანამდე ფაქტის შესახებ რომ გაეგო, მეგობარს აუცილებლად მოინახულებდა საავადმყოფოში. შ--- შ--------მ განმარტა, რომ არ იცნობს არც მოწმე ვ------ ს---–--ეს და არც პოლიციის თანამშრომელ მ------ რ------ეს. მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ განმარტა, რომ გამოძიებას რაც სურდა ის ჩვენება დაწერა და ხელმოწერა ნებისმიერ პირს შეეძლო გაეკეთებინა, ზუსტად არ ახსოვს წინასწარ გამოძიებაში რაიმე დოკუმენტს მოაწერა თუ არა ხელი. საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ განმარტა, რომ ადვოკატის გარეშე იქნა გაყვანილი შემთხვევის ადგილზე და მას არაფერი მოუყოლია და არც არაფერი მიუთითებია. ვიდეოთვალის ჩანაწერზე სადაც ჩანს კაპიუშ---წამოფარებული პირი როგორ მისდევს ნ------- ქ-----–--ეს მოსაკლავად, ნახა, მაგრამ აღნიშნული პიროვნება თ---დ არ არის.
ფორმა N1 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 1-.0-.201- წელს შს ქ--------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------– განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ნ------- ქ-----–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1-,1-8-ე მუხლით.
შეტყობინება N1---ით დადგენილია, რომ 201- წლის 1- ა-----–ს 1-:07 საათზე ოპერატიულმა მორიგემ გ- ქ-------ემ მიიღო შეტყობინება ხელის რადიოსადგურის საშუალებით პოლიციის პ------–ი განყოფილების უფროსის გ--- ს---–------ისგან, რომელმაც აცნობა, რომ მას ელ.სმენით აცნობა გამომძიებელმა მ------ რ------ემ, რომ ქუთაისში, ზ-გ-------------ს ქუჩა N2--ის უკან მდებარე ტერიტორიაზე შ--- შ--------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა ნ------- ქ-----–--ეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვა ოპერატიული ჯგუფის დახმარება.
N------ შეტყობინებით დადგენილია, რომ რეგისტრატორმა გოჩა ქ-------ემ რეზოლუცია null 1-/0-/201- 20:2- დაარეგისტრირა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც 201- წლის 1- ა-----–ს ქ--------- საქალაქო სამმართველოს პ------–ი განყოფილების უფროსი გ--- ს---–------ე დაუკავშირდა ხელის რადიოსადგურის საშუალებით და აცნობა, რომ მას ელ. სმენით დაუკავშირდა პოლიციის პ------–ი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ------ რ------ე, რომელმაც განუცხადა, რომ ქუთაისში, ზ- გ-------------ს ქუჩა N2--ის უკანმდებარე ტერიტორიაზე შ--- შ--------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა ნ------- ქ-----–--ეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვა ოპერატიული ჯგუფის დახმარება.
N------ შეტყობინებით დადგენილია, რომ 11--ზე მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის თანახმად 1-.0-.201- 1-:38:44 საათზე, კლინიკა ,,მ-------– ს----“-ში ქუთაისი, ფ------ ქუჩა N4- შეყვანილია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პირი.
N90-52- შეტყობინებით დადგენილია, რომ 11--ზე მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის თანახმად 1-.0-.201- 17:20 საათზე, კლინიკა ,,მ-------– ს----“-ში ქუთაისი, ფ------ ქუჩა N4- შეყვანილია ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ნ------- ქ-----–--ე, რომელიც დაჭრილია ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში. დახმარება ითხოვა ამავე კლინიკის მენეჯერმა - თ------ ქ--------მ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში, ზ- გ-------------ს N2-ა-ში, მდებარე ტანსაცმლის მაღაზიის უკან მდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული მაღაზია მდებარეობს ზ- გ-------------ს ქუჩაზე მდებარე N2- და N2- საცხოვრებელ ბინებს შორის, მაღაზიის უკანა მხარეს განთავსებულია ავტოსადგომი, რომლის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მდებარეობს ავტოფარეხები, აღნიშნული ადგილიდან აღმოსავლეთ მხარე მდებარეობს ი. ჭ-------ის N6- მდებარე ცხრა სართულიანი საცხოვრებელი ბინა ავტოფარეხებსა და გ-------------ს N2-ა შორის მდებარე ტერიტორია არის ბეტონირებული, ავტოფარეხების წინამდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულია ავტომანქანები, კერძოდ ტ-------- ვიტსის ფორმის ვერცხლისფერი ავტომანქანა, ნომრით G--------, ასევე თეთრი ფერის რეინჯრ-------ს ფირმის ავტომანქანა სახ. ნომრით J------, ლურჯი ფერის ო---–- ზენფირა სახ.ნომრით Y------. ო---–-ს ფირმის ავტომანქანის წინამდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია მეტალის კონსტრუქცია, მაგიდა და ხის გრძელი სკამები, მაღაზია გ-------------ს N2-ა-ში მდებარე მაღაზიას უკანა მხარეს გააჩნია გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერები, ასევე სამეთვალყურეო კამერები გააჩნია გ-------------ს 2--ში საცხოვრებელ ბინის პ------–ი სართულის არსებულ ფართს, უშუალოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებული იქნა, ავტოფარეხის და ო---–-ს ზემფირას ფირმის ავტომანქანის სახ ნომრით Y------ შორის მიწის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მასრის მაგვარი ობიექტი, ერთი ცალი რომელიც მოთავსდა F-------- პაკეტში და დაილუქა პაკეტი პაკეტი N1. ავტოფარეხისა და ო---–-ს ფირმის ავტომანქანის სახ. ნომერი Y------ შორის მიწის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრის მაგვარი ობიექტი, რომელიც მოთავსდა F-------- პაკეტში და დაილუქა პაკეტი N2. ავტომანქანა რეინჯრ------- J------, უკანა მხარეს ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მასრისმაგვარი ობიექტი, 1 ცალი, რომელიც მოთავსდა F--------- პაკეტში და დაილუქა პაკეტი N3. ავტომანქანა რეინჯრ-------ს j------ უკანა მხარეს ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდი, რომელიც მოთავსდა f------- პაკეტში და დაილუქა პაკეტი N4. ავტომანქანა J------ წინა მარცხენა სახურავის წინამდებარე ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული იქნე მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, რომელიც მოთავსდა F-------- პაკეტში და დაილუქა პაკეტი N5. ავტომანქანა რეინჯრ-------ს J------ წინა მარცხენა სახურავის მეტალის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი რომელიც მოთავსდა F--848-17 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N6. ო---–-ს ფირმის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით Y------ წინა მარჯვენა მაშუქის გარე ზედაპირიდან ამოღებული იქნე მოწითალო ფერის ლაქა რომელიც მოთავსდა F--848-1- პაკეტში და დაილუქა პაკეტი N7. დათვალიერებული ადგილის მეტალის მაგიდის ქვეშ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოყვითალო ფერის პაკეტი წარწერით „с--------“, რომელიც მოთავსდა F--8----- პაკეტში და დაილუქა პაკეტი N8. მოსასვენებელი მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მეტალის კონსტრუქციის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მინის ბოთლი - წარწერით ბორჯომი. მასში არსებული ს---ხით, რომელიც მოთავსდა F--8---47 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N9. მოსასვენებელი მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედეპირიდან ამოღებული იქნა პოლიეთილოენის ბოთლი წარწერით „კოკა-კოლა“, მასში არსებული ს---ხით, რომელიც მოთავსდა პაკეტში F--8---48 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N1-. მოსასვენებელი მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მინის ბოთლი წარწერით „ბორჯომი“ მასში არსებული ს---ხით, რომელიც მოთავსდა F--8---50 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N11. მოსასვენებელი მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა შავი ფერის სანთებელა წარწერით „ლუქსეინი“ რომელიც მოთავსდა F--8---49 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N1-. მოსასვენებელი მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სიგარეტის ერთი ნამწვავი წარწერით „პარლამენტი“, რომელიც მოთავსდა F--8---51 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N1-. მოსასვენებელი მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სიგარეტის 1 ნამწვავი წარწერით „ლმ“, რომელიც მოთავსდა F--8---52 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N1-. მოსასვენებელი მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სიგარეტის 1 ნამწვავი წარწერით „ლმ“, ,რომელიც მოთავსდა F--8---53 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N15. დათვალიერება მიმდინარეობდა და დასაბუთებულ იქნა ექსპერტიზის მიერ ნიკონის ფირმის ციფრული ფოტოაპარატით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოილუსტრაცია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შს ქ--------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–ი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა დ----- ტ-------ემ და ექსპერტმა ო----- ხ-----------მ.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ფ------ ქუჩა N4--ში შპს კლინიკა ,,მ-------– ს---იში“ 2-:00 საათიდან - 2-:2- საათამდე დროის მონაკვეთში ჩატარდა ამოღება, რა დროსაც, მედდა ნ--- ლ-------ისგან ამოღებულ იქნა: შავი ფერის პოლიეთილენის ცელეფონი, რომელშიც მოთავსებულია ე.წ. ,,ზამშის“ თეთრძირებიანი ერთი წყვილი მამაკაცის ფეხსაცმელი, ერთი წყვილი თეთრი ფერის ,,ნასკი’’, მოლურჯო-მოთეთრო ფერის ტრუსი, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც წინა და უკანა მხარეს სხვადასხვა ადგილებში აღენიშნება მრავლობითი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, მორუხო ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, რომელსაც ზედა ნაწილში მხრებთან აქვს ლურჯი ფერის ჩანართი, საყელოს წინა მხარეს აღენიშნება შემოჭრის კვალი. მაისურს უკანა მხარეს აღენიშნება ერთი სანტიმეტრის დიამეტრის ორი ცალი ნახვრეტი, მაისურს სხვადასხვა ადგილებში აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ----- შ----ის პატაკი შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს პოლიციის პოლკოვნიკ ბ---- ა-------–---–ს, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ: სისხლის სამართლის საქმე N0-11-0-1-0-- საქმეზე მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევ და დამნაშავეთა სამყაროში კრიმინილარული ავტორიტეტის მქონე ნ------- პ-----ს ძე ქ-----–--ეს (დაბ. 1---, რეგ- ქ. ქუთაისში, დ ა----–-----–ის გამზირი N8-/7--ში, პ/ნ 6----------) და ასევე კრიმინალური მენტალიტეტის მქონე შ--- რ--------ის ძე შ--------ს (სახელის და გვარის შეცვლამდე გ------- რ--------ის ძე ე------–--ე დაბ: 3-.0-.1---, რეგ: ქ. ქუთაისში, ნ-----–--ის ქუჩა N1--ში, პ/ნ 6----------) შორის, დაახლოებით ორი კვირის წინ ე.წ. „კრიმინალური გარჩევის“ დროს მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ნ------- ქ-----–--ემ სხვა პირების თანდასწრებით სახის არეში ხელი დარტყა და დედის მისამართით რამდენჯერმე შეაგინა შ--- შ--------ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა მისი როგორც დამნაშავეთა სამყაროს წევრის ღირსების ე.წ „ჩესტის“ შეურაცყოფად და გადაწყვიტა შურისძიების მოტივით ნ------- ქ-----–--ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. რის გამოს 201- წლის 1- ა-----–ს დაახლოებით 1-:00 საათზე ცეცხსასროლი იარაღით შეიარაღებული შ--- შ-------- „მ-–----–- კ---–--ის“ მოდელის Q---9-- სახელმწიფო ნომრის ავტომანქანით მივიდა ქ. ქუთაისში, ზ- გ-------------ს ქუჩა N2- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის უკანა ეზოშიც თანქონებული ცეცხსასროლი იარაღიდან რამოდენიმე გასროლით, ამავე ეზოში მდგარ ნ------- ქ-----–--ეს, შურისძიების მიზნით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ცეცხსასროლი დაზიანებები და იმავე ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნ------- ქ-----–--ე გადაყვნილი იქნა ქ. ქუთაისი ფ------ ქუჩა N4--ში მდებარე შპს „მ---–------------–---- ჰ---------– მ-------– ს---ში“, სადაც გაეწია სამედიცინო დახმარება და დღემდე იმყოფება აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების N1--- პალატაში. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. არსებული ინფორმაციით ნ------- ქ-----–--ე, როგორც დამნაშავეთა სამყაროში მაღალი კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირი, არ აპირებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას და საგამოძიებო ორგანოსათვის სწორი ინფორმაციის მოწოდებას. ნ-------ი ქ-----–--ე მისი უახლოესი მეგობრების ზ----- ზ-----ის ძე შ----–--ის (დაბ: 1-.1-.1---, რეგ: ქ.ქუთაისში ზ- გ------------ოას ქუჩა ქ. N2-/1---ში, პ/ნ 6----------) და გ--- კ---ს ძე გ---–--–--ის ( დაბ: 1-.0-.1--- წელს, რეგ: ქუთაისში, ზ გ-------------ს ქუჩა N2-/32-33-ში, პ/ნ 6----------) დახმარებით, რომლებიც ასევე შეესწრენ ნ-------ი ქ-----–--ის დაჭრის ფაქტს, აპირებს და გეგმავს შ--- შ--------ს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას რა მიზნითაც, საკონტაქტოდ იყენებს მის მფლობელობაში არსებულ 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილურ ტელეფონს და მისი მეუღლის - ქ-------ი ნ--------ის ასულ ლ-------ის (დაბ: 1-.1-.1--- წელს, რეგ: ქუთაისი შ-ნ--–-----ის ქუჩა N2---ში, პ/ნ 6----------) მფლობელობაში არსებულ 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილურ ტელეფონს ასევე, შ--- შ------ას მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების დეტალებს განიხილავს შპს „მ---–------------–---- ჰ---------– მ-------– ს---ში“, N1--- პალატაში მასთან მოსანახულებლად მისულ, როგორც ზემოთ დასახელებულ ასევე სხვა პირებთან ერთად. თავის მხრივ შ--- შ--------ც და მისი მეგობრობის გ--- ა---------–ის ძე ზ-------–---–ის (დაბ:1-.0-.1--- წელს, რეგ: ქ. ქუთაისში, კ-----–ის ქუჩა N5-ში პ/ნ 6----------) და რ------ დ---ს ძე ტ--------ას (გვარის შეცვლამდე რ------ ხ------ე, დაბ: 1--------- წელს, რეგ: ქ. ქუთაისი ნ. დ------ის 2--ე ჩ--ი ნომერი ორში, პ/ნ 6----------) დახმარებით ემზადება ნ------- ქ-----–--ის სამეგობროსთან საქმის გარჩევის მიზნით შესახვედრად რა დროსაც საკონტაქტოდ იყენებს მის მფლობელობაში არსებულ, დედამისის რ--------- ე------–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე რეგისტრირებულ 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილურ ტელეფონს და მამამისის რ-------- ე----–ის ძე ე------–--ის (დაბ: 0-.0-.1--- წელს, რეგ: ქ. ქუთაისში, ი. ჭ-------ის გამზირი N5-----ში, პ/ნ 6----------) მფლობელობაში არსებულ 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილურ ტელეფონს. ამავე ინფორმაციით ზ----- ზ-----ის ძე შ------–--ე სარგებლობს 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილური ტელეფონით, გ--- კ---ს ძე გ---–--–--ე სარგებლობს 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილური ტელეფონით. გ--- ა---------–ის ძე ზ-------–---–ი სარგებლობს 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილური ტელეფონით, ხოლო რ------ დ---ს ძე ტ--------ა სარგებლობს 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილური ტელეფონით, რომელთა მეშვეობით აღნიშნული პირები აწარმოებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სატელეფონო საუბრებს, როგორც ერთმანეთთან ასევე ნ------- ქ-----–--ესა და შ--- შ--------ს შორის არსებულ კრიმინალურ გარჩევაში ჩართულ სხვა პირებთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----- შ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე, მის მოვალეობებში შედის ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების ჩატარება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. 20-9 წლის 1- ა-----–ს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, მის მიერ შედგენილი იქნა პატაკი. რომლის შინაარსს სრულად ადასტურებს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 201- წლის 2- ა-----–ს მიიღო კიდევ ერთი ოპერატიული ინფორმაცია, რაც შეეხებოდა შ--- შ--------ს მშობლების სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომრებს ვინაიდან ეს ნომრები საქმისათვის საჭირო შეიძლებოდა ყოფილიყო.
დათვალიერების ოქმებით, დადგენილია, რომ გამომძიებლის მიერ დათვალიერდა უბნის პასპორტები, სადაც მითითებულია პიროვნების სახელი, გვარი, მისამართი ტელეფონის ნომრები: რ----- ხ------ე, გ--- გ---–--–--ე, ზ-----ი შ------–--ე, შ--- შ-------- ,,ბ--------“, ნ----- ქ-----–--ე, ქ---- ლ-------ე, რ-------- ე------–--ე, გ--- ,,თ---“. მითითებულ პირთა დემოგრაფიული მონაცემები და სხვა სახის პირადი ინფორმაცია, დათვალიერებულ იქნა ვებ.გვერდ. ,,POL.GE“-ის მეშვეობით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ინტერნეტ საიტ ,,pol.ge“-ს მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაცია, რომ შ--- რ--------ის ძე შ-------- სახელისა და გვარის შეცვლამდე იყო გ------- რ--------ის ძე ე------–--ე (დაბადებული 3-.0-.1--- წელს პირადი N6----------);
მოწმე ვ------ ს---–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ვ------ ს---–--ეს ქუთაისში, ზ- გ-------------ს ქ. N2- ა-ში მდებარე მის კუთვნილ მაღაზიაში, წაეკითხა მის მიერ 201- წლის 1- ა-----–ს გადმოცემული ინფორმაცია და მიეცა წინადადება ადგილზე ჩვენებით დაედასტურებინა და დაეზუსტებინა გამოკითხვის ოქმის შინაარსი, რომელშიც ვ------ ს---–--ემ განმარტა, რომ სურს ადგილზე ჩვენებით მთლიანად დაადასტუროს და დააზუსტოს გამოძიების პროცესში მისი გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაცია, შემდეგ ვ------ ს---–--ემ მიუთითა მისი კუთვნილი მაღაზიის უკანა მხარეს მდებარე საწყობის განთავსების ადგილზე, სადაც იგი იმყოფებოდა 201- წლის 1- ა-----–ს, როდესაც გაიგო გასროლის ხმა, დაინტერესდა რა ხდებოდა გამოაღო კარები, საიდანაც დაინახა, რომ მისი მაღაზიის უკან მდებარე ეზოში არსებულ მაგიდასთან იდგა მუქი ფერის მანქანა და ეზოში მისვლით მიუთითა მისი დგომის ზუსტი ადგილი. შემდეგ განმარტა, რომ აღნიშნულ ავტომანქანასთან გ------- ე------–--ე, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა სასროლი მისდევდა ნ-------ის და ორი ტყვია გაისროლა ნ-------ის მიმართულებით. რის შემდეგაც ნ-------ი ჩაიკეცა იქვე მდგომ თეთრი ფერის ავტომანქანის წინა მარცხენა საბურავთან, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას იგივე ადგილზე დგას რ---- - რ-------ს მარკის J---1-2 სახელმწიფო ნომრის მქონე თეთრი ფერის ავტომანქანა. რის შემდეგაც გ------- ე------–--ე გაიქცა ზ- გ-------------ს N2- კორპუსის მიმართულებით, შემდეგ ნ-------ი ჩასვეს თეთრი ფერის ავტომანქანაში და წამიყვანეს. გ------- ე------–--ეს ეცვა კაპიუშ---იანი სპორტული, რომელიც გაქცევის მომენტში გადაძვრა, მას ჰქონდა წვერი და ყელის არეში ეკეთა ნიღბისმაგვარი რაღაც. შემდეგ შეიკრიბა ხალხი, თავადაც მივიდა ფაქტის ადგილზე და ზემოაღნიშნული თეთრი ფერის ავტომანქანის წინა მარცხენა საბურავთან შეამჩნია სისხლი (ოქმს ერთვის ფოტოილუსტრაცია).
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა კ------- თ----------ემ.
N--- 8 1- 0------- მიმართვის წერილითა და N--- 5 1- 0------- წერილის პასუხით დადგენილია, რომ შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში შ--- რ--------ის ძე შ--------ს სახელზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ირიცხება.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შპს ,,მ---–------------–---- ჰ---------– მ-------–ის----დან“ ამოღებულ იქნა ნ------- ქ-----–--ის სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, რომლის მიხედვითაც პაციენტის კლინიკური დიაგნოზია: ,,მუცლის ღრუს ორი ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა, თეძოს ნაწლავის მრავლობითი და კოლინჯის ღვიძლის ნაკეცის გამჭოლი დაზიანებები, მარჯვენა თირკმლის გამჭოლი ჭრილობა თირკმლის გარსის დონეზე. ნაღვლის ბუშტის ჭრილობა სანათურის დაზიანებით და ღვიძლის შემხები ჭრილობა. ჰემოპერიტინეუმი, მარჯვენა სხვ-მაჯის გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა ზედა კიდურის მე-5 თითის გამჭოლი ჭრილობა, მე-4 თითის ნაწილობრივი ამპუტაცია. ტრავმული შოკი მე-2, მე-3 ხარისხის“ .
სასამართლო სხდომაზე დაკითხული, ქ. ქ--------- ონკოლოგიის ცენტრის ქირურგ-ონკოლოგ ვ-–-------- ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ჰ---------– ,,მ-------– ს---იში“ 201- წლის 1- ა-----–ს, დღის მეორე ნახევარში, გადიოდა რა სამსახურიდან შეიყვანეს მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი იარები მუცლის ღრუში, პაციენტს ახლდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ყვიროდნენ ,,უშველეთ, დაჭრილიაო“. ზედაპირული გასიჯვისას პაციენტი იყო მძიმე, წნევა ეცემოდა და სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო, რა დროსაც მის მიერ დაიწყო ოპერაცია, ხოლო დასრულდა მის და ქირურგ ბ------ ა-–-----ის მიერ. აღნიშნული პაციენტი მითითებული კლინიკისთვის ცოტა უჩვეულოა, რადგან ხშირად არ ხდება ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პაციენტების ,,მ-------– ს---იში“ შეყვანა, მაგრამ ვინაიდან აღნიშნულ საავადმყოფოში მუშაობდა პაციენტის სიდერდრი და პაციენტის მოთხოვნაც იყო ის გადაეყვანათ მოცემულ კლინიკაში, ამიტომ მოხდა მისი შეყვანა აღნიშნულ საავადმყოფოში. პაციენტი იყო გონზე, მაგრამ ექიმებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. დაზიანებები იყო საკმაოდ რთული, ღვიძლის თირკმლის, წვრილი ნაწლავის, ხოლო ხელის კიდურზე არსებული დაზიანება არ იყო სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზარალებულმა ოპერაციის შემდგომ საავადმყოფოში გაატარა დაახლოებით ორი კვირა.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ბრალდებული შ--- შ--------, ექსპერტ-კრიმინალისტი გ------- შ--–-----ი, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ბ-----ა გ-----–--ე, დეტექტივ გამომძიებელი ლ-–- ჩ----ე, დადგენილია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე მოწმე შ--- შ--------ს განემარტა მისი უფლებები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება, რომელზეც მან განაცხადა, რომ თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში და არ სურს ადვოკატის მონაწილეობა. აღნიშნულის შემდეგ მოწმე შ--- შ-------- გაყვანილ იქნა შემთხვევის ადგილზე. მოწმე შ--- შ--------ს სამძებრო ექსპერიმენტში მონაწილე პირების თანდასწრებით ქ. ქუთაისში ზ- გ-------------ს გამზირის N2- საცხოვრებელ კორპუსთან წაეკითხა 201- წლის 1- მ---ს მისი მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი და მიეცა წინადადება დაედასტურებინა ან დაეზუსტებინა იგი. მოწმე შ--- შ--------მ სრულად დაადასტურა ზემოთხსენებულ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია. აღნიშნულის შედმეგ შ--- შ--------მ მიუთითა ქ. ქუთაისში ზ- გ-------------ს გამზირის N2- საცხოვრებელი კორპუსის უაკანა მხარეს, ეზოში არსებული მეტალის კონსტრუქციის მაგიდაზე, რომელთანაც განთავსებულია ხის მოგრძო სკამები, ხოლო აღნიშნული მაგიდის მოპირდაპირ--- მობეტონებული ავტოსადგომი. შ--- შ--------მ განმარტა რომ აღნიშნულ სკამზე პირისახით ავტოსადგომისაკენ იჯდა ნ-------ი ქ-----–--ე, რომელსაც იგი მიუახლოვდა ზურგის მხრიდან და განახორციელა პ------–ი გასროლა მისი მიმართულებით, მანვე მიუთითა ადგილი მაგიდიდან ორი მეტრის მოშორებით, საიდანაც განახორციელა პ------–ი გასროლა ნ------- ქ-----–--ის მიმართულებით აღნიშნულის შემდეგ შ--- შ--------მ ავტოსადგომზე მიუთითა ადგილი, სადაც მან განახორციელა მეორე და მესამე გასროლა ნ------- ქ-----–--ის მიმართულებით და სადაც ნ------- ქ-----–--ე წაიქცა, აღნიშნულის შემდეგ მანვე მიუთითა ზ- გ-------------ს გამზირის N2--ე საცხოვრებელი კორპუსის უკან მდებარე ტერიტორიაზე და განმარტა, რომ გასროლების შემდეგ იგი გაიქცა აღნიშნული კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულ ავტოფარეხების მიმართულებით და ავტოფარეხებს შორის გამავალი გზით წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც მას თავისი „მ-–----–- კ---–--ის“ მარკის ავტომანქანა ჰყავდა განთავსებული, აღნიშნულის შემდეგ შ--- შ--------ს მითითებით მიდიან ქ. ქუთაისში ზ- გ-------------ს ქუჩის პ------–ი შესახვევის N1--ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ელექტრო ბოძთან, სადაც შ--- შ--------მ განმარტა, რომ მას აღნიშნულ ადგილზე ჰყავდა გაჩერებული მისი ოჯახის კუთვნილი “მ-–----–-ს კ---–--ის“ მარკის სახელმწიფო ნომრის Q---9-- ავტომანქანა. თ---დ იგი თანქონებული „T-“ მოდელის პისტოლეტით შეიარაღებული, ფეხით მივიდა შემთხვევის ადგილამდე, ხოლო მას შემდეგ, რაც სამჯერ განახორციელა გასროლა ნ-------ი ქ-----–--ის მიმართულებით თანქონებული პისტოლეტით დაბრუნდა ზემოხსენებულ ავტომანქანასთან, ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა ზ- გ-------------ს ქუჩის პ------–ი შესახვევისკენ, ხოლო შემდეგ კი ქ. ქუთაისში რ---------–-- გამზირზე არსებული რ---------–-- ხიდის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ შ--- შ--------ს მითითებით მივიდნენ ქ. ქუთაისში რ---------–-- გამზირზე არსებულ რ---------–-- ხიდთან, სადაც მან მიუთითა ხიდის შუა ნაწილი და განმარტა, რომ მან მანქანიდან გადაუსვლელად ხიდიდან მდინარეში გადაყარა შავი ფერის ქურთუკში შეხვეული ტეტეს მოდელის პისტოლეტი და მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. მან ასევე განმარტა, რომ იმ დღეს როცა ნ------- ქ-----–--ეს ესროლა ტანთ ეცვა მუქი ფერის ჯინსის შარვალი სპორტული ფეხსაცმელები და რუხი ფერის კაპიუშონიანი ზედა მოსაცმელი. ხოლო ნ------- ქ-----–--ეს მუქი ფერის ტანსაცმელი საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა გადაღებული იქნა „ნიკონის ფირმის“ ფოტოაპარატით (ოქმს ერთვის ფოტოილუსტრაცია).
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უფროსმა დეტექტივ-გამომძიებელმა ჯ------- ი-----ემ, დეტექტივ გამომძიებელმა ლ-–- ჩ----ემ, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ-----ა გ-----–--ემ და ექსპერტმა გ------- შ--–-----მა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შპს ,,რ--- უ----ის“ მაღაზიის ვიდეოთვალის ჩანაწერი DVD-R დისკზე; შპს ,,დ--------ის“ ვიდეოკამერების ჩანაწერი DVD-R დისკზე; სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ--------–- ქ--------- 2-ის’’ ფილიალის ვიდეოთვალის ჩანაწერები;
ბრალდებულ შ--- შ--------ს დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 201- წლის 1- მ---ს 02:07 საათზე, ქ.ქუთაისში, რ---------–-- გამზირზე მდებარე, ამავე სახელობის ხიდზე დაკავებულ იქნა ბრალდებული შ--- შ--------. დაკავების ოქმის გაცნობას ხელს აწერს ბრალდებული შ- შ--------.
სამედიცინო ექსპერტიზის N0036-921- დასკვნის თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს“ მულტიფროფილურ მ-------– ს---- და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1-/1--5-ს ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N------ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 24.0-.201-წ) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ: ნ------- ქ-----–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 1-.0-.201- წელს 1-:3- საათზე საიდანაც გაეწერა 24:0-:201- წელს 17:00 საათზე დიაგნოზით: მუცლის ღრუს ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა თეძოს ნაწლავის მრავლობითი და კოლინჯის ღვიძლის ნაკეცის გამჭოლი დაზიანებით, მარჯვენა თირკმლის გამჭოლი ჭრილობა თირკმლის კარის დონეზე, ნაღვლის ბუშტის ჭრილობა სანათურის დაზიანებით და ღვიძლის შემხები ჭრილობა, ჰემოპერიტონეუმი, ტრავმული შოკი II-III ხარისხი, მარჯვენა სხივ-მაჯის გამჭოლი ჭრილობა, მარჯვენა ზედა კიდურის მეხუთე თითის გამჭოლი ჭრილობა. მეოთხე თითის ნაწილობრივი ამპუტაცია. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას რენტგენოლოგიური გამოკვლევით მას ასევე დაუდგინდა: სხივის ძვლის დისტალური ბოლოს ხაზოვანი მოტეხილობა შეცილების გარეშე მეხუთე თითის პროქსიმალური და შუა ფალანგის მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულნი არიან ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მარჯვენა სხივ-მაჯის გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა ზედა კიდურის მეხუთე თითის გამჭოლი ჭრილობა, მეოთხე თითის ნაწილობრივი ამპუტაცია, სხივის ძვლის დისტალური ბოლოს ხაზოვანი მოტეხილობა შეცილების გარეშე, მეხუთე თითს პროქსიმალური და შუა ფალანგის მოტეხილობა. იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. მუცლის ღრუს ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა ცალ-ცალკე და იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ბალისტიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ტანსაცმლიდან მხოლოდ გრძელსახელოიან მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვების ზემოქმედების შედეგად. აქედან N4 N5 და N6 დაზიანება შემავალია და წარმოშობილია უკანიდან წინ მიმართულებით სროლით. N4 დაზიანება (შუალედური წინაღობის არარსებობის შემთხვევაში) განვითარებულია არა ახლო მანძილიდან სროლით ხოლო N5 და N6 კი ახლო მანძილიდან სროლის შედეგად. N1 N2 და N3 დაზიანება წარმოადგენდნენ გამსვლელ ცეცხლნასროლ დაზიანებებს. წარდგენილ ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე ცეცხლნასროლი დაზიანებებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები გამოვლენილი არ ყოფილა, გარდა მაისურზე არსებული დაზიანებებისა, რომელიც გამოწვეული უნდა იყოს პ------–ად სამედიცინო დახმარების გაწევის დროს. 1,2,3 გამოსაკვლევ N1 (F--------), N2 (F--------) და N3 (F--848-20) პაკეტებში (ცალ-ცალკე) მოთავსებული მასრები წარმოადგენენ - სტანდარტულ ქარხნული წარმოების (სავარაუდოდ ჩეხეთში დამზადებულია) „ტ---------ს“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (T-) ასევე რიგი შესაბამისი კონსტრუქციისა და კალიბრის თვით დამტენი და ავტომატური ცეცხსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ 7--- მმ (7---X2-მმ) კალიბრის, 1-3-/33წ ნიმუშის საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ ვაზნების შემადგენელ ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს - მასრებს რომლებიც ნასროლია შესაბამისი კალიბლის და კონსტრუქციის იარაღში, რომელიც უნდა ყოფილიყო 7---მმ კალიბრის „ტ---------ს“ კონსტრუქციის (T-) სისტემის პისტოლეტი, ან მისი კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად მსგავსი სისტემის იარაღი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–---------- ა-----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: „2... შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტოფარეხსა და ო---–-ს მანქანის სახ N Y----- შორის მიწის ზედაპირიდან ამოღებული ერთი ცალი მასრის მაგვარი ...“ მოთავსებულ მასრაზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი განსხვავდება შ--- შ--------ს (ობ. N23; პაკეტი, წარწერით: „.... ბრალდებულ შ--- შ--------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში..“) და ნ------- ქ-----–--ის ( ობ. N24; პაკეტი , წარწერით: „.... დაზარალებულ ნ-------ი ქ-----–--ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში ...“) გენეტიკური პროფილებისგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს, მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატულია;
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დანარჩენ ორ მასრაზე (ობ. N1,3; პაკეტები, შტრიხკოდებით : „ F--------“ და F--848-20“ ), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- კ--–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა უფროსმა დეტექტივ გამომძიებელმა ჯ------- ი-----ემ, დეტექტივ-გამომძიებელმა ლ-–- ჩ----ემ, დეტექტივ-გამომძიებელმა თ------ გ-–--ემ, დეტექტივ-გამომძიებელმა გ------- მა-----ემ, დეტექტივ-გამომძიებლის ბ-----ა გ-----–--ემ სრულად დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და სისწორე.
სასამართლო უთითებს, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ შ--- შ--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული თავდამსხმელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, შესაბამისად სახეზე გვაქვს დანაშაულის მცდელობა. ე.ი. დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობებია: ა) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების (დანაშაულის ჩადენის) გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ექმნება; გ) მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.
სასამართლო უთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ------- ქ-----–--ემ გასროლების შედეგად მიიღო მუცლის ღრუს ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანებით, მარჯვენა სხივ-მაჯის გამჭოლი ჭრილობა, მარჯვენა ზედა კიდურის მე-5 თითის გამჭოლი ჭრილობა და მარჯვენა მე-4 თითის ნაწილობრივი ამპუტაცია.
დაცვის პოზიციას, რომ შ--- შ--------ს ნ------- ქ-----–--ისათვის ცეცხლნასროლი დაზიანებები არ მიუყენებია, სასამართლო არ იზიარებს და უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ სწორ--- შ--- შ--------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერადი გასროლით ნ------- ქ-----–--ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ცეცხლნასროლი დაზიანებები.
სასამართლო უთითებს, რომ მოწმე ვ------ ს---–--ის ჩვენებით, რომელიც უშუალოდ ფაქტის შემსწრე პირია, დადგენილია, რომ გ------- ე------–--ე (იგივე შ--- შ--------) მისდევდა დაზარალებულს და ესროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან. მოწმე მ------ რ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაინახა, როგორ მიირბინა ახალგაზრდა, კაპიუშონწამოფარებულმა, წვერიანმა მამაკაცმა ავტომანქანასთან, ხელში იარაღისმაგვარი საგნით, ჩაჯდა ავტომანქანაში, რა დროსაც გადაძვრა კაპიუშონი და დატოვა ტერიტორია.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ვ------ ს---–--ემ, ცალსახად და დამაჯერებლად განმარტა, რომ მის მიერ დანახული პირი, რომელმაც ნ-------ი ქ-----–--ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლები განახორციელა იყო გ------- ე------–--ე, ანალოგიურად მ------ რ------ემ განმარტა, რომ პირი რომელიც გამორბოდა შემთხვევის ადგილიდან, ჩაჯდა ავტომანქანაში და გადაძვრა კაპიუშონი, იყო შ--- შ--------.
აღსანიშნავია, რომ მოწმე ვ------ ს---–--ემ დამნაშავე პირის ვინაობასთან დაკავშირებით იმავე დღეს განაცხადა, როგორც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას და განმარტა, რომ პირი რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლები განახორციელა ნ------- ქ-----–--ის მისამართით იყო გ------- ე------–--ე, აღნიშნული ინფორმაცია ასევე მიაწოდა მასთან მომუშავე პერსონალს მ------ ჩ--------სა და ქ------- ფ---–-----ს, რომელთაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენების ადგილზე შემოწმებისას ვ------ ს---–--ემ მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც განვითარდა მოვლენები.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვ------ ს---–--ე გასროლის მომენტში პირის დანახვას ვერ მოასწრებდა, ვინაიდან გასროლები განხორციელდა წამიერი ინტერვალით. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით უთითებს, რომ სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილზე განხორციელდა სამი გასროლა. დაზარალებულის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მასრების განლაგება, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნ------- ქ-----–--ისათვის მიყენებულ დაზიანებათა ლოკალიზაცია, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის მიმართ პირველი გასროლა განხორციელდა იმ ვითარებაში, როდესაც იგი იჯდა სკამზე, ხოლო შემდეგი ორი გასროლა განხორციელდა გაქცევისას. პირველსა და ბოლო გასროლას შორის ინტერვალს, ასევე ადასტურებს ბოლო გასროლის შემდეგ დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ის მდებარეობა, როდესაც ჩაიკეცა ავტომანქანა ,,რ----რ-------ს’’ საბურავთან. ამასთან აღსანიშნავია ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ გრძელსახელოიან მაისურზე ერთი დაზიანება განვითარებულია არაახლო მანძილიდან სროლით, ხოლო ორი დაზიანება კი ახლო მანძილიდან სროლის შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გასროლები განხორციელდა იმდენად სწრაფად, რომ ვ------ ს---–--ე ფიზიკურად კარის გაღებას და პირის დანახვას ვერ შეძლებდა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სასამართლო მოწმე მ------ რ------ის ჩვენების შეფასებისას ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მ------ რ------ის ჩვენება არასარწმუნო და არადამაჯერებელია, ვინაიდან იგი პიროვნებას ვარ დაინახავდა, რადგან იყო კაპიუშონით და კაპიუშონის გადაძრობის ფაქტი ვიდეოჩანაწერში არ ჩანს, ამასთან მ------ რ------ე ვერ დაინახავდა იარაღს, რადგან ვიდეოჩანაწერში პირს, რომელიც მიდის ავტომანქანასთან ხელში იარაღი არ უჭირავს. სასამართლო უთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმე მ------ რ------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ცალსახად და დამაჯერებლად განმარტა, რომ შ--- შ--------ს სახე დაინახა მაშინ, როდესაც გააღო კარი, შებრუნდა და ჩაჯდა ავტომანქანაში, ვინაიდან კაპიუშონი გადაძვრა, ამასთან იარაღისმაგვარი საგანი დაინახა მაშინ, როდესაც პირმა გააღო კარი და ჩაჯდა ავტომანქანაში. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმის ჩვენება წინააღმდეგობაშია ვიდეოჩანაწერთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერში არ ჩანს ავტომანქანის კარის გაღებისას პირს უკავია თუ არა რაიმე საგანი ხელში, ვინაიდან პირი ავტომანქანას ეფარება, ამასთან ავტომანქანაში ჩაჯდომიდან ვიდეოკადრში პიროვნება აღარ ჩანს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოწმე მ------ რ------ის ჩვენება და ვიდეოჩანაწერი წინააღმდეგობრივია.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მ------ რ------ის მიერ დანაშაულის შესახებ შეტყობინება არ მომხდარა დაუყოვნებლივ, ვინაიდან პატაკში მითითებულია, რომ დაჭრილი პიროვნებაა ნ------- ქ-----–--ე, აღნიშნული ინფორმაცია კი მოწმეს, იმ დროისათვის არ ექნებოდა. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით უთითებს, რომ მოწმემ დაკითხვისას არაერთხელ განმარტა, რომ როდესაც სადარბაზოდან ჩავიდა გაიგო კივილის ხმა ,,ნ-----’’ დაჭრესო, შესაბამისად მისთვის დაჭრილი პირის ვინაობა შეტყობინებისას ცნობილი იყო. ამასთან, შესული შეტყობინებების ოფიციალური გაფორმება ხდება ელექტრონული სისტემის საშუალებით და ზუსტად ასახავს დანაშაულის ჩადენის იმ დროს, როცა მოხდა ფაქტი (მცირედი ცდომილებით).
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს და უთითებს, რომ ვ------ ს---–--ისა და მ------ რ------ის ჩვენებები, სადაც ისინი აღწერენ პიროვნებას, მის ვიზუალსა და ჩაცმულობას, რომელმაც განახორციელა გასროლა და შემდეგ ,,მ-–----–- კ---–--ის“-ს მოდელის ავტომანქანით დატოვა ტერიტორია, სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებთან.
რაც შეეხება შ--- შ--------ს განზრახვას მიმართულს ნ-------ი ქ-----–--ის სიცოცხლის მოსპობისაკენ, სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონტროლებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
განსახილველ შემთხვევაში შ--- შ--------ს განზრახვას ადასტურებს ნ------- ქ-----–--ის სხეულზე მიყენებულ ჭრილობათა სიმრავლე (სამი ჭრილობა) და ლოკალიზაცია, კერძოდ სამედიცინო ექსპერტიზის N0036-921- დასკვნის თანახმად ,,...მოქ: ნ------- ქ-----–--ემ საავადმყოფოს მიმართა 1-.0-.201- წელს 1-:3- საათზე საიდანაც გაეწერა 24:04:2018 წელს 17:00 საათზე დიაგნოზით: მუცლის ღრუს ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა თეძოს ნაწლავის მრავლობითი და კოლინჯის ღვიძლის ნაკეცის გამჭოლი დაზიანებით, მარჯვენა თირკმლის გამჭოლი ჭრილობა თირკმლის კარის დონეზე, ნაღვლის ბუშტის ჭრილობა სანათურის დაზიანებით და ღვიძლის შემხები ჭრილობა, ჰემოპერიტონეუმი, ტრავმული შოკი II-III ხარისხი, მარჯვენა სხივ-მაჯის გამჭოლი ჭრილობა, მარჯვენა ზედა კიდურის მეხუთე თითის გამჭოლი ჭრილობა. მეოთხე თითის ნაწილობრივი ამპუტაცია. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას რენტგენოლოგიური გამოკვლევით მას ასევე დაუდგინდა: სხივის ძვლის დისტალური ბოლოს ხაზოვანი მოტეხილობა შეცილების გარეშე მეხუთე თითის პროქსიმალური და შუა ფალანგის მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულნი არიან ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად....“. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს შ--- შ--------ს მხრიდან ნ-------ი ქ-----–--ის მოკვლის განზრახვას, დაზარალებული კი გაწეული დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს შ--- შ--------ს მიერ პროცესზე განცხადებულ ჩვენებას იმ ნაწილში, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მას რაიმე მითითება არ მიუცია გამომძიებლისათვის და არც შემთხვევის ვითარება აღუწერია, ვინაიდან საგამოძიებო ოქმის მიმდინარეობა (საქმეში არსებული ფოტოილუსტრაციით), სიზუსტე, მასში მონაწილე პირების (გამომძიებელი ჯ------- ი-----ე, ბ-----ა გ-----–--ე, ლ-–- ჩ----ე, ექსპერტი გ------- შ--–-----ი) ჩვენებები, ოქმზე არსებული ბრალდებულის ხელმოწერა, აშკარად ეწინააღმდეგება ბრალდებულის ჩვენებას და შესაბამისად გამორიცხავს რაიმე სახის დარღვევას.
დაცვის მხარის აპელირება იმ საკითხით, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული შ--- შ--------ს თანხმობითა და უშუალო მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მასში წარმოდგენილი ფოტოილუსტრაციით, რომლებზეც აღბეჭდილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N561აპ-15 განაჩენზე, სადაც განმარტებულია, რომ ,,....ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში“. აღნიშნული განმარტების შესაბამისად შ--- შ--------ს, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებას, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებს შ--- შ--------ს მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაცვის პოზიციაზე, რომ დაირღვა შ--- შ--------ს უფლებები, ვინაიდან იგი დამცველის მომსახურებით უზრუნველყოფილი არ ყოფილა. დაცვის პოზიციას სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმე ჯ------- ი-----ემ განმარტა, რომ შ--- შ--------ს განემარტა დამცველის ყოლის უფლება, რაზეც განაცხადა უარი. ამასთან, შ--- შ--------ს პოზიცია ადვოკატთან დაკავშირებით ასევე დაფიქსირებულია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, რაზეც თავად ბრალდებულიც აწერს ხელს.
სასამართლო აქვე იმსჯელებს დაცვის მხარის განცხადებაზე, რომ ბრალდება ტენდენციურად ახორციელებდა გამოძიებას, არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგინა სასამართლოს, რომელიც ბრალდებულის სასარგებლო იქნებოდა, არ წარმოუდგენია თუნდაც კონკრეტული ტერიტორიის რადიუსში სატელეფონო ანძების მომსახურების ამონაწერი, რომლითაც დადგენილი იქნებოდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს შ--- შ-------- იმყოფებოდა თუ არა შემთხვევის ადგილას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომელიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს....“ აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს დაუბრკოლებლად შეეძლო გამოეთხოვა ზემოაღნიშნული ინფორმაცია. შესაბამისად დაცვის მითითება საქმის გამოძიებისას ბრალდების მხარის ტენდენციურ მიდგომასთან დაკავშირებით არ არის რელევანტური და უსაფუძვლოა.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულ შ--- შ--------ს და დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ის მიერ მიცემულ ჩვენებებს, ვინაიდან არადამაჯერებელი, არასანდო და არსებით წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში წარმოდგენილ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და ცხადია, რომ ბრალდებულისა და დაზარალებულის პოზიცია განცხადებულია მხოლოდ ერთადერთი მიზნით - მოხდეს შ--- შ--------ს მიმართ პასუხისმგებლობის არიდება და ურთიერთშორის ანგარიშსწორება კანონის გვერდის ავლით. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ფარული მოსმენა-მიყურადების (კრებსები) მასალებიც, რომლითაც დგინდება ყოველდღიური სატელეფონო კავშირები დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ეს - მის სამეგობროს, შ--- შ--------ს - მის სამეგობროს შორის, არსებული კავშირები ყოველდღიურ რეჟიმში მოიცავს ,,საქმის გარჩევის“ ,,სიტუაციის გარკვევის“ ,,სამაგიეროს გადახდისა“ და ასევე შ--- შ--------ს ,,ქვეყნიდან გაყვანის“ ფორმულირებას. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ზ-----ი შ----–--ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ შ--- შ--------ს ბავშვობიდან იცნობს და ის შემთხვევის ადგილას არ ყოფილა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომაზე დაკითხული მოწმეები ზ-----ი შ----–--ე, მ-----– კ---------, თ------- მ---------ე, გ--- გ---–--–--ე - როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებულის ნაცნობები და ახლობლები არიან, შესაბამისად ნაკლებად დამაჯერებელია მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები, ვინაიდან წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან. სასამართლოსათვის ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებულია და შ--- შ--------სათვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნის ნათელ მაგალითს წარმოადგენს მოწმე მ-----– კ---------ს ჩვენება, რომელსაც პირველადი, უშუალო და პირდაპირი შემხებლობა ჰქონდა დაზარალებულთან, დანაშაულებრივი ფაქტის მომენტიდან - დაზარალებულის საავადმყოფოში მიყვანამდე. ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია მის მიერ მიცემული ჩვენება სადაც უთითებს, რომ მას არც სავარაუდო დამნაშავე შეუნიშნავს, არც სისხლი დაუნახავს და რატომ მიყავდა ნ------- ქ-----–--ე საავადმყოფოში არც ის იცის.
რაც შეეხება შ--- შ--------ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, სასამართლო განმარტავს: ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინაარმდეგო შეძენა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი) - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას. ამავე მუხლის, მე-3 ნაწილის თანახმად კი, დასჯადია ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ტარება გულისხმობს მოქმედებას, როდესაც ერთი ადგილიდან მეორესკენ გადაადგილებისას პირს თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი/საბრძოლო მასალა (უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში). ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის/ტარების შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მათი შეძენა და ტარება იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.
შ--- შ--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, კერძოდ - ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული იარაღისა) და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით. როგორც დაზარალებული ნ------- ქ-----–--ე მის მიერ მიცემულ ჩვენებაში განმარტავს, გაიგო გასროლის ხმა და წელის არეში, უკანა მხრიდან იგრძნო ძლიერი ტკივილი, რის შემდეგაც ინსტიქტურად ადგა და გაიქცა იქვე, ავტოსადგომზე მდგომი ავტომანქანებისაკენ, რა დროსაც მუცლის არეში იგრძნო კიდევ ძლიერი ტკივილი, თუმცა გასროლის ხმა აღარ გაუგია“, მოწმე ვ------ ს---–--ემ მის მიერ მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ,,ნ------- ქ-----–--ეს უკან მისდევდა კაპიუშონწამოფარებული მამაკაცი, რომელიც იყო გ------- ე------–--ე და რომელსაც ხელში ეჭირა შავი იარაღი.....“ ბალისტიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ,,... 1,2,3 გამოსაკვლევ N1 (F--------), N2 (F--------) და N3 (F--848-20) პაკეტებში (ცალ-ცალკე) მოთავსებული მასრები წარმოადგენენ - სტანდარტულ ქარხნული წარმოების (სავარაუდოდ ჩეხეთში დამზადებულია) „ტ---------ს“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (T-) ასევე რიგი შესაბამისი კონსტრუქციისა და კალიბრის თვით დამტენი და ავტომატური ცეცხსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ 7--- მმ (7---X2-მმ) კალიბრის, 1-3-/33წ ნიმუშის საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ ვაზნების შემადგენელ ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს - მასრებს რომლებიც ნასროლია შესაბამისი კალიბლის და კონსტრუქციის იარაღში, რომელიც უნდა ყოფილიყო 7---მმ კალიბრის „ტ---------ს“ კონსტრუქციის (T-) სისტემის პისტოლეტი, ან მისი კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად მსგავსი სისტემის იარაღი...“ ამავე დასკვნის თანახმად გამოსაკვლევად წარდგენილ გრძელსახელოიან მ---ურზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისა და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვების ზემოქმედების შედეგად. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნ------- ქ-----–--ეს აღენიშნებოდა ცეცხნასროლი ჭრილობები. N--- 5 1- 0------- წერილის პასუხით დადგენილია, რომ შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში შ--- რ--------ის ძე შ--------ს სახელზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ირიცხება. სასამართლო უთითებს, რომ მოცემული მტკიცებულებით უტყუარად დგინდება, ბრალდებულ შ--- შ--------ს მიერ ცეცხლსასროლ იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახა და მართლსაწინააღმდეგოდ ტარება.
აქვე სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარის აპელირება იმ საკითხით, რომ ვინაიდან ამოღებული არ არის დანაშაულის ჩადენის იარაღი, ვერ მოხდება წარდგენილი ბრალდების დადასტურება, ყოველგვარ ლოგიკურ, სამართლებრივ მსჯელობას მოკლებულია. წარმოდგენილ მთელ რიგ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ის ჩვენება, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეოთვალის ჩანაწერი და შსს საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურიდან მიღებული წერილი) უტყუარად დადასტურებულია შ--- შ--------ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება წარდგენილი კვალიფიკაციით. დაცვის მხარის ლოგიკით ყველა დანაშაული, რომელიც იარაღის გამოყენებით იქნება ჩადენილი და დამნაშავის მიერ იარაღი განადგურდება (ვერ მოხდება გამოძიების მიერ დანაშაულის იარაღის აღმოჩენა) შესაბამისად გამოიწვევს დამნაშავის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაუდასტურებლობას, რაც არასწორი მიდგომაა და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
სასამართლომ განიხილა მტკიცებულებები მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა - შ--- შ--------მ ჩაიდინა ნ------- ქ-----–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ამასთან, ხაზგასმული უნდა იყოს, რომ სასამართლო თანაბრად არ გამოიყენებს საქმის ყველა მტკიცებულებას, რაც სასამართლოს დისკრეციაა. საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ შ--- შ--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლომ მათ შინაარსზე ყურადღება არ შეაჩერა.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-4- მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ შ--- შ--------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, თითოეული მტკიცებულების თანხვედრა და კავშირი სხვა მტკიცებულებებთან, სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისათვის, ამ სტანდარტის შესაბამისად სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა - შ--- შ--------მ ჩაიდინა ნ------- ქ-----–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-,1-8-ე მუხლით და ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული იარაღისა) და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ--- შ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 2-9-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პ------–ი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ-
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორ--- ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო ასევე უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს მას უკუძალა არ გააჩნია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რ---აქცია 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 201- წლის 0- ი----ამდე მოქმედი რ---აქცია - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ შ--- შ--------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ჩადენილია 201- წლის 1- ა-----–ს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რ---აქცია (201- წლის 6 ი----იდან მოქმედი რ---აქცია), აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და შ--- შ--------ს ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (201- წლის 0- ი----ამდე მოქმედი რ---აქცია).
შ--- შ--------ს რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას უნდა დაენიშნოს ადეკვატური სასჯელი. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ჩადენილია დანაშაულის მცდელობა, შესაბამისად, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრის--- მიზანშეწონილია სასჯელის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ზომის გამოყენება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შ--- შ-------- ნასამართლობის არ მქონეა, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანა რეინჯროვერის j-- 1-2-ის უკანა მხარეს ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანა რეინჯრ-------ს j-- 1-2-ის წინა მარცხენა საბურავის წინამდებარედ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანა რეინჯროვერის jon 1-2-ის წინა მარცხენა საბურავის მეტალის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ოპელის ფირმის ავტომანქანის სახ Ny------ მარჯვენა წინა მაშუქის გარე ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოსასვენებელ ადგილზე განთავსებული მაგიდის ქვემოთ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული ყვითელი ფერის პაკეტი წარწერით "ს--------", შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული მინის ბოთლი წარწერით "ბორჯომი" მასში არსებული სითხით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი წარწერით "კოკა-კოლა" მასში არსებული სითხით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული მინის ბოთლი წარწერით "ბორჯომი", მასში არსებული სითხით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული შავი ფერის სანთებელა წარწერით "ლუქსეით"; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის მიმდებარედ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული სიგარეტის 1 ნამწვი წარწერით "პარლამენტ"; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის მიმდებარედ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული სიგარეტის 1 ნამწვი წარწერით "ლმ"; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის მიმდებარედ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული სიგარეტის 1 ნამწვი წარწერით "ლმ"; შ--- შ--------საგან აღებული ხელის თითებისა და ხელის გულების ანაწმენდები, საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ბრალდებულ შ--- შ--------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ბრალდებულ შ--- შ--------საგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ნახჭის ნიმუში ერთ დაქტილობარათზე - განადგურდეს.
3 (სამი) ცალი მასრა - გადეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ნ------- ქ-----–--ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
დისკები დალუქული 13 (ცამეტი) პაკეტად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ--- შ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ შ--- შ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
შ--- შ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 მაისიდან.
შ--- შ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანა რეინჯროვერის j-- 1-2-ის უკანა მხარეს ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანა რეინჯრ-------ს j-- 1-2-ის წინა მარცხენა საბურავის წინამდებარედ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანა რეინჯროვერის j-- 122-ის წინა მარცხენა საბურავის მეტალის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ოპელის ფირმის ავტომანქანის სახ Ny------ მარჯვენა წინა მაშუქის გარე ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოსასვენებელ ადგილზე განთავსებული მაგიდის ქვემოთ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული ყვითელი ფერის პაკეტი წარწერით "ს--------", შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული მინის ბოთლი წარწერით "ბორჯომი" მასში არსებული სითხით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი წარწერით "კოკა-კოლა" მასში არსებული სითხით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული მინის ბოთლი წარწერით "ბორჯომი", მასში არსებული სითხით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული შავი ფერის სანთებელა წარწერით "ლუქსეით"; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის მიმდებარედ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული სიგარეტის 1 ნამწვი წარწერით "პარლამენტ"; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის მიმდებარედ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული სიგარეტის 1 ნამწვი წარწერით "ლმ"; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის მიმდებარედ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული სიგარეტის 1 ნამწვი წარწერით "ლმ"; შ--- შ--------საგან აღებული ხელის თითებისა და ხელის გულების ანაწმენდები, საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ბრალდებულ შ--- შ--------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ბრალდებულ შ--- შ--------საგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ნახჭის ნიმუში ერთ დაქტილობარათზე - განადგურდეს.
3 (სამი) ცალი მასრა - გადეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ნ------- ქ-----–--ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
დისკები დალუქული 13 (ცამეტი) პაკეტად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური