განაჩენი

სისხლის სამართლის 04.04.2019
საქმის ნომერი
120100119002887139
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/055-19წ. 28 მარტი, 2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - ო--------------ე;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ლ--–-----------ა - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2-.0--1--- წელს ბ---------ში, პ/ნ 0---------- მცხ: ქ.ბ---------ი, ს-----ის ქ.N3---;

ადვოკატი - შ--–----------–--ე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ,,ბ’’ პუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 27 იანვარს, ლ--–-----------ამ საღამოს ქ.ბ---------ში ს-----ის ქ.N3----ში, თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, 1-.1-.2--- წელს დაბადებულ, მცირეწლოვან შვილს ბ------------------ას, არასრულწლოვანი დების, 0-.0-.2--- წელს დაბადებულ მ----------------ას და 1-.1-.2--- წელს დაბადებულ ნ-------------ას თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ბავშვი თავით დავარდა იატაკზე და დაიწყო ისტერიული ტირილი. ლ--–-----------ა მივიდა მასთან წამოაყენა ფეხზე და ხელი ერთხელ დაარტყა საჯდომზე, რითაც ბ------------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ლ--–-----------ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-7-ე 1-8-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა ლ--–-----------ამ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების ლ------------ას, რ-------------------ას, ლ--–-----------ას, მ----------------ას და ნ--------------ას გამოკითხვის ოქმები, დადგენილება ბ------------------ას დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. ნ--------------ასმ----------------ას, ბ------------------ას და ლ--------------ის დაბადების მოწმობის ასლები. დადგენილება ბ------------------ას დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდავო სახის მტკიცებულებანი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

2019 წლის 28 იანვრის N 006714 შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ მოძალადე ლ--–-----------ამ შვილს ბ------------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მის მიმართ განახორციელა ძალადობა.

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N77/05/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ------------------ას სხეულზე არსებული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

2019 წლის 30 იანვრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ბ------------------ა ცნობილ იქნა დაზარალებულად 1-6 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ,,ბ’’ უნქტებით.

ფაქტის შემსწრე პირებმა ლ------------ამ, რ-------------------ამ და ბრალდებულმა ლ--–-----------ამ გამოკითხვის ოქმებით დაადასტურეს ძალადობის ფაქტი.

ლ--–-----------ას 2019 წლის 31 იანვარს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ,,ბ’’ პუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 01 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა 50 დღე. ბრალდებულის მიერ გირაო არ იქნა უზრუნველყოფილი.

სასამართლოს დასკვნა ლ--–-----------ას მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ,,ბ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

ლ--–-----------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ლ--–-----------ას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ--–-----------ა (პ/№0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-61 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, და ,,ბ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.

2. ლ--–-----------ას (პ/№0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო რომელიც არ არის უზრუნველყოფილი გაუქმდეს.

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი