განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119002900105
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე #1/17-19 შესავალი ნაწილი
05 აპრილი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------ე
ბრალდებული - ვ-------------------------------- - დაბადებული 1--- წლის 2- ა--------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 3----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ნ----–-----ა, კ-------- ქუჩა#-
ადვოკატი: პ------------–-–---–-
თარჯიმანი - გა-–----------------–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126 -ე მუხლის 12 ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი
დისპოზიცია:
(1) ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
(2) იძულება - ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე. ი. ადამიანის ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მის უფლებას წარმომადგენს.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ვ----------------ი მეუღლეს - ა----------------ს 2018 წლის ოქტომბრის თვიდან მოყოლებული ქ.ნ----–-----აში, ნ-----–--ის დასახლებაში, პ---------------ს ქუჩა#--–- მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების გამო, სისტემატურად თვეში რამოდენიმეჯერ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ ხელს ურტყამდა სხვადასხვა ადგილებში, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა. მათ შორის 2019 წლის 09 თებერვალს, საღამოს საათებში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ვ----------------მა მეუღლეს - ა-----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახისა და თავის არეში, ასევე თმიდან დაითრია და მოქაჩა იგი, რის შედეგადაც ა------------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ვ----------------ის მიერ განხორციელებული სისტემატური ძალადობის შედეგად ა-----------------ი განიცდიდა ტანჯვას.
1.2. ვ----------------ი მეუღლეს - ა----------------ს 2018 წლის ოქტომბრის თვიდან მოყოლებული ქ.ნ----–-----აში, ნ-----–--ის დასახლებაში, პ---------------ს ქუჩა#--–- მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების გამო, სისტემატურად თვეში რამოდენიმეჯერ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ ხელს ურტყამდა სხვადასხვა ადგილებში, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა. აღნიშნული ქმედებების დაფარვის მიზნით, ვ----------------ი ემუქრებოდა მეუღლეს ა-----------------ს, რომ იმ შემთხვევაში თუ იგი მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მოუყვებოდა თავის ახლობლებს, იგი სახლ-კარს გადაუწვავდა მამამისს და არ აცოცხლებდა მათ, ასევე თუ მას დაიჭერდნენ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა მას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულის - ა-----------------ის, მოწმეთა გ------------------ს, ს-------–-----------------ის, ა------------------სა და გ------------------ს გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, ა-----------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა ვ----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხ გაცემული უნდა იქნეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 2-086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ----------------მა ჩაიდინა:
1) ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126 -ე მუხლის 12 ნაწილით.
2) იძულება - ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე. ი. ადამიანის ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მის უფლებას წარმომადგენს. დანაშაული გათვალისწინებული და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ვინაიდან ვ----------------ის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ვ----------------ის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა - 01(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 2 (ორი) წლის ვადა.
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულ ვ----------------ს ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მას უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ვ----------------ი ასევე, ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ასევე იძულებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მისი ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება და რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ განხორციელდეს პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება რაიმე მოქმედების შესრულების ან შეუსრულებლობისკენ, მაშინ როდესაც ამ მოქმედების როგორც განხორციელება, ისე განუხორციელებლობა მისი უფლებაა. ესე იგი, საკუთარი ნების შესაბამისად გარკვეული მოქმედების შესრულება ან შეუსრულებლობა დანაშაულის ობიექტს შეზღუდული უნდა ჰქონდეს ამ დანაშაულის სუბიექტის მიერ.
სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ვ----------------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ვ----------------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 2(ორი) წლის ვადა, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ----------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126 მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126 მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 2 წლის ვადა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, ვ----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 2(ორი) წლის ვადა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 10 თებერვლიდან 2019 წლის 13 თებერვლის ჩათვლით (3 დღე) .
2. ვ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4 განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან