განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2019
საქმის ნომერი
330100118002758220
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნა-------------–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ--------------------------------- - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, პირადი #-----------, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ-----––-------------–-–---–------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–--------------–----------–----------------------------–--

ადვოკატი - მუ----------–----–--ლი.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

2018 წლის 01 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ---–-------–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ------------------ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის, ნ---------------- მიმართ, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ მისი მეუღლე როგორც ქალი, უნდა ყოფილიყო მეუღლის, როგორც მამაკაცის მორჩილი, ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა და როგორც ქალს, ყველაფერი უნდა აეტანა, ნ---------------ს ორჯერ ძლიერად ჩაარტყა შეკრული ხელის მტევანი თავის არეში, რის შედეგადაც ნ---------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა ნ---------------- არასრულწლოვანი შვილი,14 წლის მ-------------.

2018 წლის 03 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათიდან 16:30 საათამდე, თ---–-------–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ------------------ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის, ნ---------------- მიმართ, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ მისი მეუღლე როგორც ქალი, უნდა ყოფილიყო მეუღლის, როგორც მამაკაცის მორჩილი, ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა და არ უნდა ესარგებლა სოციალური ქსელით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით წარმოშობილი, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის საბაბით, ნ---------------ს მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა მუხლში, შემდეგ მარცხენა ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ---------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა ნ---------------- არასრულწლოვანი შვილი, 4 წლის გ-----------------

2----–-–---------------- შუა რიცხვებიდან, თანაცხოვრების პერიოდში, ნ------------------ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა თავისი მეუღლის, ნ---------------- მიმართ, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ მისი მეუღლე როგორც ქალი, უნდა ყოფილიყო მეუღლის, როგორც მამაკაცის მორჩილი, ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ნ---------------ს, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2----–-–----------------------- მათ შორის, 2018 წლის 01 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ---–-------–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ----------------- დაემუქრა ნ---------------ს, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. შემდეგ აიღო სამზარეულოს დანა და ისევ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ---------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, 2018 წლის 03 ნოემბერს, თ---–-------–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ----------------- გენდერული დისკრიმინაციის მოტივით წარმოშობილი, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის საბაბით, დანის დემონსტრირებით, დაემუქრა ნ---------------ს, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რა დროსაც ნ---------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 01 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ---–-------–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ------------------ ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის, ნ---------------- მიმართ, კერძოდ, ორჯერ ძლიერად ჩაარტყა შეკრული ხელის მტევანი თავის არეში, რის შედეგადაც ნ---------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა ნ---------------- არასრულწლოვანი შვილი,14 წლის მ-------------.

2018 წლის 03 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათიდან 16:30 საათამდე, თ---–-------–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ------------------ ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის, ნ---------------- მიმართ, კერძოდ, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის საბაბით, ნ---------------ს მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა მუხლში, შემდეგ მარცხენა ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ---------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა ნ---------------- არასრულწლოვანი შვილი, 4 წლის გ-----------------

2----–-–---------------- შუა რიცხვებიდან, თანაცხოვრების პერიოდში, ნ------------------ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა თავისი მეუღლის, ნ---------------- მიმართ, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ნ---------------ს, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2----–-–----------------------- მათ შორის, 2018 წლის 01 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ---–-------–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ----------------- დაემუქრა ნ---------------ს, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. შემდეგ აიღო სამზარეულოს დანა და ისევ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ---------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, 2018 წლის 03 ნოემბერს, თ---–-------–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ----------------- აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობს საბაბით, დანის დემონსტრირებით, დაემუქრა ნ---------------ს, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რა დროსაც ნ---------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ------------------ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენას, რადგან თავად დაზარალებულის განმარტებით ნ--------------ნ კამათის მიზეზი იყო ეჭვიანობა, რაც უკავშირდებოდა სოციალური ქსელის, „ფეისბუქით“ სარგებლობას. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თავად ბრალდებულიც, თუმცა ის გარემოება, რომ ნ.--------ე მეუღლისგან, როგორც მამაკაცის მორჩილისგან, მოითხოვდა მისი გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებას, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის ფაქტის შემსწრე არასრულწლოვნების ჩვენებებით. ამასთან, თავად ბრალდებულმაც გამორიცხა რაიმე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მისი როგორც ქალის, როგორც მეუღლის როლის რაიმე სახით შეურაცხყოფა ან დამცირება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ნ------------------ მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების: ნ----------------, გ-------------------ს, მ--------------, ა------------- და რ------------------ გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებულიც.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ------------------ ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ნ------------------ მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედების და დამდგარი შედეგის მიმართ.

ნ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათი ოჯახის წევრის მიმართ. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე იზიარებს დაზარალებულის პოზიციას, რომ მას ამ ეტაპისთვის ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მსუბუქად დასჯას. მისივე განმარტებით, ნ.--------ე მატერიალურად ეხმარება მას და მის შვილებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით ნ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის, 01 (ერთი) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 07 (შვიდი) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით. ნ-----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2----–-–----------------

ვინაიდან ნ----------------- წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის და დღეის მდგომარეობით გასული არ არის კანონით გათვალისწინებული ნასამართლობის გაქარწყლების ვადა, სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ------------------ რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 ნოემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 03 ნოემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ნ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2----–-–-------------------

სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება:

_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი 01 ცალ ელექტრონულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

_ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სამზარეულოს დანა, ორი ცალი ქამარი, ერთი ცალი ფარდა-ნაჭერი, ერთი ცალი ზეწარი, რაც ინდივიდუალურად დალუქული სახით ინახება ქ------–-------–-----------–--------------------–-------------------–---- ადმინისტრაციულო შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მის ნდობით აღჭურვილს პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი