განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100118002573737
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 მარტი, 201- წელი ქ. ბა------
ბა------ს საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - პაატა ცეცხლაძე
ბრალდებული - გი-------------ე
ადვოკატი - პაა--------–---ძე
დახურული სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: გი-------------ე
მამის სახელი: ედნარი
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 61-------42
მისამართი: ქო----–---ი, დაბა ჩა--ი, აღ--–-----–ის ქ. N36
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
141-ე მუხლის 1 ნაწილი;
დაკავების თარიღი და დრო: 2018 წლის 07 ივლისი, 00:08 საათი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 01 ივლისს, დღის საათებში, ქო----–---ის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩა--ში, ბა------ს ქუჩა N16-ში მდებარე სასტუმრო ,,ო-----ი’’-ში, სრულწლოვანმა გი-------------ემ, წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ სო-------------სთან ძალადობის გარეშე ჩაიდინა გარყვნილი ქმედება - აკოცა, თხოვა ეჩვენებინა მკერდი, ხელით შეეხო ფეხზე სასქესო ორგანოსთან და შეეცადა შეხებოდა მას სასქესო ორგანოს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ძალადობის გარეშე სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან:
3. ბრალდებულმა გი-------------ემ დაადასტურა სო-------------სთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტი და ის, რომ იცოდა ამ უკანანელის ასაკი .
4. დაზარალებულ სო-------------ს მიერ, სასამართლოში, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 26 ივნისს ჩამოვიდა დედასთან, დეიდასთან და ბებიასთან ერთად მოსკოვიდან საქართველოში დასასვენებლად. დაბინავდნენ ჩა--ში, სასტუმრო ,,ო-----ი’’-ში. 01 ივლისს, როდესაც ისადილა, გაისეირნა და დაახლოებით 12:00 სთ იქნებოდა დაბრუნდა ნომერში. რამოდენიმე წუთში მოვიდა დამლაგებელი, ნომრის დასალაგებლად, რომელსაც რამოდენიმე წუთში შემოჰყვა მამაკაცი, რომელმაც დაიწყო მინების წმენდა. ქალბატონი რამოდენიმე წუთში გავიდა ნომრიდან და დარჩნენ ორნი. მამაკაცი ჩამოჯდა საწოლზე, მასთან და დაუწყო საუბარი - საიდან იყო, რამდენი წლის არის და ჰყავდა თუ არა შეყვარებული. სო-------------მ განუცხადა, რომ იყო 13 წლის და იყო მოსკოვიდან. შემდეგ მიუახლოვდა და აკოცა, რაზედაც უთხრა არ მოეკიდა ხელი, შემდეგ უთხრა რომ ლამაზია და ჰკითხა რატომ ა--ს ასეთი პატარა მკერდი და სთხოვა ეჩვენებინა. ხელით შეეხო თეძოს შიდა მხარეს. ის წამოდგა და უთხრა, რომ უნდა შეხვედროდა მეგობარ გოგონას. მამაკაცმა სთხოვა ამის თაობაზე არავისთვის ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაანთავისუფლებდნენ. პირველი ნომრიდან თვითონ გამოვიდა, როდესაც მეგობარს შეხვდა ტირილი დაიწყო.
5. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №005274118 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით 02.07.18 წ, 11:38 სთ, სო-------------ს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. საქალწულე აპკის შემოწმებაზე უარი განაცხადა.
51. სასამართლოს მხრიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ასევე დადასტურებულია ქს------------ევას, მა-------------ვას და ოლ-----------ას ჩვენებებით, ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით.
6. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი-------------ემ სო-------------ს მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.
სამართლებრივი შეფასება:
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით - ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, გარყვნილი ქმედება, კერძოდ, ძალადობის გარეშე სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.
9. სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ძალადობის გარეშე სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.
10. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
11. გი-------------ის მიერ სო-------------სთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
12. სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-------------ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - გარყვნილი ქმედება, კერძოდ, ძალადობის გარეშე სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
13. გი-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.
14. გი-------------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
15. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას, გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გი-------------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს უნდა შეამციროს გი-------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
17. ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გი-------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებული იქნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად დანიშნული სასჯელის ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობითად, ვინაიდან ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია დანაშაული, იგიწარსულში არ არის ნასამართლევი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის სანქციით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებაა შესაძლებელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ 03 (სამი) წლის და 04 (ოთხი) თვე თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვე თავისუფლების აღკვეთის საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე პირობითად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით ჩათვლა მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და გი-------------ის რესოციალიზაციისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გი-------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 03 (სამი) წელი და 04 (ოთხი) თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გი-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
გი-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 ივლისიდან.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 07 ივლისიდან - 201- წლის 25 მარტის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- 04 ცალი СD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბა------ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი