გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310018002347803
№3-118/2018წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - გე----- და------ე,წარმომადგენელი - და----– ხი-----ე, დ----- მე----ე
მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
-ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
წარმომადგენელი - მ------- ჯო-------ე, ელ--- ჭო-–----ე
მესამე პირები: რუ------- მი---–--ე, ბ---- ჟღ----ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გე----- და------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 1822 კვ.მ. არასასფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.23.12.0--) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ, გე----- და------ის 2018 წლის 2 თებერვლის №1------------- განცხადებაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ 2018 წლის 12 თებერვლის №6-- ბრძანების ბათილად ცნობა;
ქ. ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა;
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი აქტის გამოცემა, გე----- და------ის 2018 წლის 2 თებერვლის №1------------- განცხადებაზე, ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 1822 კვ.მ. არასასფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტყრო კოდი: 05.23.12.0--) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ.
1.2. სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
გე----- და------ეს ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში თანასაკუთრების უფლებით გააჩნია 1822 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 05.23.12.0--. მოსარჩელე ეწევა გარკეული ტიპის ბიზნესს და გეგმავს, დაიწყოს დეველოპერული საქმიანობა. მითითებული მიწის ნაკვეთიც სწორედ, მისი ბიზნესიდან გამომდინარე, დეველოპერული ინტერესის გამო შეიძინა, თავის დროზე.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აჭარის ტურისტული პოტენციალი წლიდან წლამდე ზრდის ტენდენციას განიცდის, გე----- და------ემ გადაწყვიტა, საინვესტიციო/სამშენებლო პროექტის განხორციელება მიწის ნაკვეთზე, 2018 წლის 11 იანვარს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების (ე.წ „მნსგპ“) დამტკიცება.
ქ. ბათუმის მერიამ 2018 წლის 17 იანვარს გამოსცა №2-- ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა გე----- და------ეს „მნსგპ-ს“ დამტკიცებაზე და მიუთითა გარკვეული სამართლებრივი საფუძვლები, მათ შორის ის, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობა დამთავრებულ ობიექტთან, ერთი მისასვლელი გზის არსებობა. მოსარჩელისთვის გასაკვირი იყო მერიის პირდაპირი უარი „მნსგპ-ს“ გაცემაზე, ვინაიდან, თუ არასრულყოფილი დოკუმენტები ექნებოდა წარდგენილი, მერიას უნდა დაედგინა ხარვეზი და მიეცა შესაძლებლობა, მის შესავსებად.
ქ. ბათუმის მერის №2-- ბრძანების მიღების შემდგომ, გე----- და------ემ ისევ მიმართა მას 2018 წლის 2 თებერვალს, „მნსგპ-ს“ დამტკიცებაზე და განცხადებას თან დაურთო მისასვლელი გზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე, ამავე გზით სარგებლობის შესაბამისი გარიგება/თანხმობა. მიუხედავად ამგვარი ფორმით ხარვეზის აღმოფხვრისა, ქ. ბათუმის მერიამ კვლავ უარი უთხრა მოსარჩელეს, „მნსგპ-ს“ დამტკიცებაზე 2018 წლის 12 თებერვლის №6-- ბრძანებით. სამართლებრივ საფუძვლად ამჯერად მერიამ მიუთითა ქ. ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 (საავტომობილო გზა) და მე-3 (ექსპროპრიაცია) პუნქტზე, რომლის თანახმად, თუკი მიწის ნაკვეთი საჭიროა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობისათვის ან თვითმმართველი ქ. ბათუმის მიერ სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, რომელიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს, მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ უარის ასეთი საფუძველი არ არის დასაბუთებული და სამართლებრივად კანონშესაბამისი. გე----- და------ეს ისე ეთქვა უარი „მნსგპ-ს“ დამტკიცებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მერიას მის მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის უფლება არა აქვს მინიჭებული, რასაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. ამასთან, არც კი მიდის მსჯელობა ამ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის საექსპოპრიაციო მიზნებზე, არც შესაბამისი თანხებია გამოყოფილი თვითმმართველობის ბიუჯეტში, ამ ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მშენებლობისათვის.
ქალაქ ბათუმის მერია მიზანმიმართულად უშლის ხელს მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებაში, უკვე 10 წელია და მიზეზად იშველიებს ექსპროპრიაციის უფლებას, რაც მას არ გააჩნია. გე----- და------ეს, როგორც ბინზესმენს და მოქალაქეს, უფლება აქვს საკუთრების უფლების ინტენსივობის გაზრდისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უკანონოდ ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარის, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და ის უსაფუძვლოდ მიიჩნია, შემდეგი მოტივით:
გე----- და------ის მიერ განცხადება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, წარდგენილია მხოლოდ და მხოლოდ, 2018 წლის 11 იანვარს და შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელე მხარის მითითება, რომ უკვე 10 წელია იზღუდება მისი კანონიერი უფლებები.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილება ემყარება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებულ „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებს“.
მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ნორმა, საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ შეუსაბამობასთან დაკავშირებით არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არც მოსარჩელის საკუთრების უფლებას ზღუდავს უკანონოდ.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის რუკის მიხედვით, მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საჭიროა ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.
აღნიშნული საფუძველი მითითებული იქნა კიდეც, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 იანვრის №2-- ბრძანებაში და შესაბამისად, ვერანაირი ხარვეზი ვერ იქნებოდა დადგენილი და ვერც მისი გამოსწორება მოხდებოდა, მოსარჩელის მიერ.
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, მისასვლელი გზის საჭიროების შესახებ, არ გამხდარა სადავო ბრძანების გაცემის საფუძველი და არც ბრძანებაშია აღნიშნული, ამის თაობაზე.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე, 1822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკადასტრო კოდი: 05.23.12.0--), 2014 წლის 7 ივნისიდან აღრიცხულია სამი ფიზიკური პირის, გე----- და------ის, რუ------- მი---–--ისა და ბ---- ჟღ----ის საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საჯარო რეესტრის 2017 წლის 10.10. ამონაწერი.
3.1.2. 2018 წლის 11 იანვარს გე----- და------ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მის თანასაკუთრებაში არსებულ, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკადასტრო კოდი: 05.23.12.0--) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 იანვრის №2-- ბრძანებით უარი ეთქვა გე----- და------ეს გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, იმ საფუძვლით, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე გადის საავტომობილო გზა, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის თანახმად, კი მიწის ნაკვეთი სამშნებლოდ შეუსაბამოა, თუკი მიწის ნაკვეთი საჭიროა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობისათვის ან თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, რომელიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 იანვრის №2-- ბრძანება.
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 2018 წლის 2 თებერვალს გე----- და------ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, მის თანასაკუთრებაში არსებულ, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკადასტრო კოდი: 05.23.12.0--) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დამტკიცება.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 თებერვლის №6-- ბრძანებით გე----- და------ეს უარი ეთქვა, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, ხოლო უარის თქმის საფუძველი გახდა იგივე გარემოება, რაც პირველ შემთხვევაში, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე გადის საავტომობილო გზა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთი სამშნებლოდ შეუსაბამოა, თუკი მიწის ნაკვეთი საჭიროა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობისათვის ან თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, რომელიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 თებერვლის №6-- ბრძანება.
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის რუკის მიხედვით, მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე, 1822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკადასტრო კოდი: 05.23.12.0--), საჭიროა ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის რუკა.
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს გე----- და------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი.
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- `ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ~ საქართველოს კანონი;
- საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება `მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.
_ `დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები~.
- თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულება.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.
საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის №57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები“. კერძოდ, იგი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 37-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად:
I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა;
II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება;
III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ნებართვის მაძიებელი თითოეული სტადიის შესაბამისად ნებართვის გამომცემ ორგანოს წარუდგენს დებულებით განსაზღვრულ ინფორმაციას და სავალდებულო დოკუმენტებს, სამშენებლო მიწის ნაკვეთისა და მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.
`მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების~ 45-ე მუხლით განსაზღვრულია, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესი:
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას მიეკუთვნება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება;
მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, კი, ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე.
6.3. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით ადგენს და ამ სფეროში ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს, არეგულირებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია 2019 წლის 3 ივნისიდან საქართველოს 07/20/2018 3213 კანონით), რომელიც ადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს, პრინციპებს, პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და დაგეგმვის დოკუმენტების ფორმებსა და როლს საქართველოს ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებაში (მუხლი 1).
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის გ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა – საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს;
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები განმარტებულია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს.
აღნიშნული განმარტება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახით ადგენს, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს.
ამავე კანონის 26-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების მიზნით დაგეგმვაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყება შეიმუშავებს და ამტკიცებს „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებებს“ (შემდგომში – „განაშენიანების ძირითადი დებულებები“).
26-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული „განაშენიანების ძირითადი დებულებების“ საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები შეიმუშავებენ და ამტკიცებენ „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს“ დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანებით დამტკიცდა „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილებით დამტკიცებული იქნა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“, რომლის მიზანს წარმოადგენს საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთ გაწონასწორების საფუძველზე თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიის, კვლევაზე დაფუძნებული, წინასწარ დაგეგმილი, დასაბუთებული სივრცით - ტერიტორიული წყობისა და მისაღები არქიტექტურული ღირებულებების შესაბამისი ურბანული განვითარება, არეგულირებს შემდეგ სფეროს:
ა) თვითმმართველი ქ. ბათუმის და სახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესებს;
ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემადგენლობის განსაზღვრას;
გ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების წესს;
დ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ზონებად დაყოფის მიზნით ზოგადფუნქციური და კონკრეტული ფუნქციური ზონების ჩამონათვალს;
ე) კონკრეტული ფუნქციური ზონებისათის კოეფიციენტებს;
ვ) კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესს;
ზ) კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) და დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალს;
თ) მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების დამატებით პირობებს;
ი) სპეციალური (ზონალური) შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
კ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომი სიისა და სხვა კომისიის შექმნისა და ფუნქციონირების წესს;
ლ) დამატებით მოთხოვნებს ქალაქთმშენებლობის სხვა დოკუმენტაციის მიმართ და მათი დამტკიცების წესს;
მ) დამატებით სანებართვო პირობებს;
ნ) თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე და სახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების სხვა წესებს.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილების მე-8 მუხლი განსაზღვრავს, მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების დამატებითი პირობებს:
1. მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება (მშენებლობა) ანდა არსებულის რეკონსტრუქცია დასაშვებია, თუ იგი არ წარმოადგენს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთს;
2. სამშენებლო მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობა დამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით.
3. თუკი მიწის ნაკვეთი საჭიროა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობისათვის ან თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, რომელიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს, მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა.
4. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ შეუსაბამობა ნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეუსაბამობის აღმოფხვრამდე არ დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო თუ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დამტკიცებულია, არ შეითანხმოს არქიტექტურული პროექტი/კონსტრუქციული სქემა, ხოლო თუ ხსენებული ორივე ეტაპი გავლილია, არ გასცეს მშენებლობის ნებართვა გარდა ამ დადგენილების (ამ წესის) მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირს უფლება აქვს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე ან არქიტექტურული პროექტი/კონსტრუქციული სქემის შეთანხმებაზე ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით მიწის ნაკვეთს მიანიჭოს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი.
6. ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული მისასვლელი არსებულად ჩაითვლება, თუ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე. სხვა შემთხვევაში კი, როცა მიწის ნაკვეთს ყველა მხრიდან ესაზღვრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ან ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ წარმოადგენენ საზოგადოებრივ სივრცეს, მისასვლელის არსებობა დასტურდება, თუ: ა) მოსაზღვრედ არსებული მიწის ნაკვეთებიდან ერთს მაინც ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე და იგი წარმოადგენს სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მოსარგებლის საკუთრებას, მათ შორის თანასაკუთრებას, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით; ბ) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რაც რეგისტრირებული იქნება საჯარო რეესტრში, მისასვლელად გამოყენების მიზნით მოსაზღვრედ არსებული მიწის ნაკვეთები სერვიტუტითაა დატვირთული სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთ ის სასარგებლოდ, იმდაგვარად, რომ სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი უკავშირდებოდეს საზოგადოებრივ სივრცეს; გ) სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს დასახლებათა ტერიტორიების და გეგმარებითი თვალსაზრისით დარეგულირებელი/მოწესრიგებული განაშენიანებული ტერიტორიის ნაწილში - კვარტალში, მაგრამ არსებობს აღნიშნული ტერიტორიის კვარტალურად განაშენიანების გეგმა და სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ტერიტორიის კვარტალურად განა შენიანების გეგმით გათვალისწინებულ კვარტლის შემომსაზღვრელ პერსპექტიულ ქუჩას.
7. ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ავტომატურად ეხსნება სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი, თუ: ა) ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ დაგეგმვიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში არ განხორციელდება ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის გამოც მიწის ნაკვეთს მიენიჭა სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი, გარდა სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისა, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობისა; ბ) მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელ მწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობის მოტივით მინიჭებული სამშენებლოდ შეუსაბამო http://www.matsne.gov.ge 33009002035132016140 მიწის ნაკვეთის სტატუსი ეხსნება, თუ გაუქმდა ან შეიცვალა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა საავტომობილო გზის მშენებლობას ან არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებ ლობას; გ) თუ სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობისათვის საჭირო არ არის მთლიანი მიწის ნაკვეთი, სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი ენიჭება მიწის ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც საჭიროა აღნიშნული მიზნისათვის. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის დარჩენილი ნაწილი განიხილება სამშენებლო მიწის ნაკვეთად.
8. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთს მიეკუთვნება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთები, ასევე აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან გამოყოფილი და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც შესაძლებელია მხოლოდ წინამდებარე წესით ნებადართული, მათ შორის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ნებადართული ობიექტის მშენებლობა.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, დადგენილების მე-8 მუხლი მე-3 პუნქტში, რაზედაც ამყარებს მოპასუხე მხარე მის მიერ გამოცემული სადავო აქტის მოტივაციას და საქმის სასამართლოში განხილვის დროს გამოხატულ პოზიციას, მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების შეზღუდვას იმ პირობებში აწესებს, როდესაც არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობები „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად წარმოადგენს, ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. სასამართლო ამასთან დაკავშირებით იზიარებს მოსარჩელე მხარის შეფასებას, რომ ნორმით განსაზღვრული პირობების ერთობლიობა ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე, 1822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიმართ არ არის დამდგარი, რადგანაც ექსპროპრიაციის პროცედურები ნაკვეთის მიმართ არ დაწყებულა.
სასამართლო განმარტავს, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულია, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების საფუძველი:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.
2. ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში მართალია, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის რუკის მიხედვით, მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე, 1822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 05.23.12.0--, საჭიროდ არის მიჩნეული ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, თუმცა ამ დროისათვის არ არსებობს შესაბამისი სამინისტროს მინისტრის ბრძანება, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და ის სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს, მისი ექსპროპრიაციის უფლება.
სასამართლოს მიერ დადგენილია და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე, 1822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ექსპროპრიაციის პროცედურები არ არის დაწყებული, არ არსებობს ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები და მით უმეტეს, არ არსებობს ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველიც.
2018 წლის 19 მარტს გე----- და------ემ მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 1822 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.23.12.0--) ექსპოპრიაციის უფლების მინიჭების თხოვნით არ მიუმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის და შესაბამაისად, არც სასამართლოსთვის.
მოსარჩელე გე----- და------ემ სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდგომ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის დასკვნითაც დადგინდა ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 1822 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, რაც საორიენტაციოდ შეადგენს 2 170 002.00 (ორი მილიონ ასსამოცდაათი ათას ორი) ლარს.
მოსარჩელე მხარისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიეტის მერიის 2018 წლის 16 აპრილის N25/7193 წერილით მიწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 1822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ექსპროპირაციის პროცედურების განხორციელების ან/და საავტომობილო გზის მშენებლობის თანხა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული.
ამდენად, მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის არც წინაპირობები და განხორციელების საფუძველი მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მიმართ, არ არსებობს.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას (შესაბამის სამსახურს) გე----- და------ისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე, 2018 წლის 17 იანვრის №2-- ბრძანებით ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 1822 კვ.მ. მიწის ნაკვეთისთვის არ მიუნიჭებია სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი, როგორც ამას ითვალისწინებს „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილების მე-8 მუხლის მე-4-5 პუნქტებით დადგენილი წესი.
სასამართლო ასევე, აღნიშნავს, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცებულია, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებით, რომლის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტს რაიმე კონკრეტული ღონისძიებები, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის რეალიზებასთან დაკავშირებით, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნაწილს, აღარ განუხორციელებია. არ არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, არ შედგენილა კონკრეტული გზის (ქუჩის) დაგეგმარება და მოპასუხე მხარე ვერც მიახლოებით პერიოდზე მიუთითებს, გენერალური გეგმის ამ ნაწილის რეალიზების შესახებ.
ეს გარემოებები, ყველა სხვა მოცემულობებთან ერთობლიობაში, ამყარებს მოსარჩელე გე----- და------ის იმ პოზიციას, რომ უსაფუძვლოდ გრძელდება დროში, მისი საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და ამ ფორმით დროში დაუსრულებლად იარსებებს უარის თქმის მსგავსი სამართლებრივად დაუსაბუთებელი, ფორმალური საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის ასეთი საფუძვლით შეზღუდვის არც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტში, „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე“ 2018 წლის 17 იანვრის №2-- ბრძანებაში მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად გამოყენებული ის გარემოება, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების ქსელის რუკის მიხედვით გადის საავტომობილო გზა, სამართლებრივად დასაბუთებული არ არის და წინააღმდეგობაში მოდის, მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე როგორც „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ისე, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილების მე-8 მუხლით დადგენილ რეგულაციებთან.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე უარის თქმის შესახებ, 2018 წლის 12 თებერვლის №6-- ბრძანება ამ მხრივ მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.
მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე უარის თქმის შესახებ, 2018 წლის 12 თებერვლის №6-- ბრძანება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.
6.7. სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო, სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2018 წლის 12 თებერვლის №6-- ბრძანება, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გე----- და------ის მოთხოვნაზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
მოპასუხემ ახალი აქტის გამოცემის დროს მხედველობაში უნდა მიიღოს, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებით დამტკიცებული, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის რუკის მიხედვით, მიწის ნაკვეთი საჭიროა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გზის მშენებლობისათვის.
6.8. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას, ქ. ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, შემდეგს:
ნორმატიული აქტის აღნიშნულ კონკრეტულ ნორმაში მოცემული დანაწესი, წინააღმდეგობაში არ მოდის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, `ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ~ საქართველოს კანონისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის რომელიმე რეგულაციასთან, რამდენადაც იგი კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრისათვის მშენებლობის უფლების შეზღუდვას გულისხმობს მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, როცა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქნება უკვე დადგენილი, მიწის ნაკვეთის მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველი. ასეთი რეგულაციის შედეგად არ არის დარღვეული ის კონსტიტუციური პრინციპი, რაზედაც მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომლის თანახმად საკუთრების უფლების შეზღუდვაზე, მისი ჩამორთმევის სახით, მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი. ნორმატიული აქტით განსაზღვრული ეს წესი შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ დებულებასთან, რომ საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ ქ. ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №5- დადგენილების მითითებული ნაწილი კანონსაწინააღმდეგოა, ის არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას. თავისთავად, ეს გარემოება გამორიცხავს მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი და------ის სარჩელის ეს ნაწილი დაუსაბუთებელია და მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რის გამოც ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს გე----- და------ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 5- ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, 23-ე, 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გე----- და------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:
2. ბათილად იქნას ცნობილი ქ. ბათუმის მერის 2018 წლის 12 თებერვლის №6-- ბრძანება, გე----- და------ისათვის ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 1822 კვ.მ არასასფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.23.12.0--) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება), გე----- და------ის 2018 წლის 2 თებერვლის №1------------- განცხადებაზე, ქ. ბათუმში, გო-----–--ის ქუჩა №9--ში მდებარე 1822 კვ.მ. არასასფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.23.12.0--), საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე.
4. გე----- და------ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე