განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2019
საქმის ნომერი
340100118002683637
დავის ტიპი
126 2 გ , 126 2 ბ
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002683637

N1/227-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

05.04.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ -ალ---------- პა---–-–--ლის

ადვოკატ -და---- მა----–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------

ბრალდებული: ალ---------- პა---–-–--ლი;

მამის სახელი: გი--;

დაბადებული: 10.09.1----–--–-;

პირადი ნომერი: 1----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე;

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონის სოფელი გურჯაანი.

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონის სოფელი გურჯაანი:

1. პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,გ" ქვეპუნქტებით.

 

1. ალ---------- პა---–-–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრუწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში:

2018 წლის 19 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, თავის საცხოვრებელ ბინაში, ალ---------- პა---–-–--ლმა არასრულწლოვანი შვილების ბა------- პა---–-–--ლის, ნი--- პა---–-–--ლის და გი------ ფი---------–--ლის თანდასწრებით ყელში ხელი წაუჭირა და სახეში ხელი გაარტყა მეუღლეს მა--- გო------რს, რის შემდეგაც ხელში სკამი ჩაარტყა დედას ან- პა---–-–--ლს, რომელსაც ასევე სახეში გაარტყა ხელი. ალ---------- პა---–-–--ლის აღნიშნული ქმედებების შედეგად ან- პა---–-–--ლმა და მა--- გო------რმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

ალ---------- პა---–-–--ლი 2018 წლის 20 სექტემბერს 13:40 საათზე დაკავებული იქნა და 2018 წლის 21 სექტემბერს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 19 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, თავის საცხოვრებელ ბინაში, ალ---------- პა---–-–--ლმა არასრულწლოვანი შვილების ბა------- პა---–-–--ლის, ნი--- პა---–-–--ლის და გი------ ფი---------–--ლის თანდასწრებით ყელში ხელი წაუჭირა და სახეში ხელი გაარტყა მეუღლეს მა--- გო------რს, რის შემდეგაც ხელში სკამი ჩაარტყა დედას ან- პა---–-–--ლს, რომელსაც ასევე სახეში გაარტყა ხელი. ალ---------- პა---–-–--ლის აღნიშნული ქმედებების შედეგად ან- პა---–-–--ლმა და მა--- გო------რმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლომ განიხილა, რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, მოუსმინა მოწმეებს, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულ ალ---------- პა---–-–--ლის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თავალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და რომელიც საკმარისია ალ---------- პა---–-–--ლის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად იგი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

4.1. საქმის არსებითად განხილვის სხომაზე ბრალდებულის ოჯახის წევრმა/ ახლო ნათესავმა, ბრალდებულის ცოლმა მა--- გო------რმა და დედამ ან- პა---–-–--ლმა, რომლებიც დაზარალებულად არიან ცნობილნი, გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და როგორც ბრალდებულ - ალ---------- პა---–-–--ლის ახლო ნათესავებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

4.2. მოწმე ალ---- კვ-------ლის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი. ამ საქმეზე ჩატარებული აქვს დაზარალებულების, კერძოდ: მა--- გო------რის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც სხეულზე პირადი გასინჯვისას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ ღენიშნებოდა. მისი გადმოცემით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ალ---------- პა---–-–--ლმა. უჩიოდა ტკივილს თავის არეში და კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირის მიდამოს რბილ ქსოვილზე ზეწოლისას აღნიშნა ტკივილი. ასევე ჩაუტარა ექსპერტიზა ან- პა---–-–--ლს, როელსაც მისივე გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ალ---------- პა---–-–--ლმა, უჩივის ტკივილს მარჯვენა წინამხრის არეში. პირადი გასინჯვისას ან- პა---–-–--ლს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი მარჯვენა წინამხრის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს.

 

4.3. მოწმე და---- ყო--–--ლის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის ამ საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს ყველა საგამოძიებო ღონისძიება. დაკითხული ჰყავს დაზარალებულები, დანიშნული აქვს ექსპერტიზები. დაზარალებულები ადასტურებდნენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ ბრალდებულმა. კონფლიქტი წარმოშვა, იმან რომ ალ---------- პა---–-–--ლმა გაიჩინა მეორე ოჯახი და მთელ დროს სხვა ქალთან ატარებდა. დაზარალებულებმა აღნიშნეს, რომ ალ---------- პა---–-–--ლმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით. რამდენადაც ახსოვს დაზარალებულს ან- პა---–-–--ლს ჰქონდა ფიზიკური დაზიანება.

 

4.4. მოწმე თე- გო------რის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის ალ---------- პა---–-–--ლის ცოლის და. 2018 წლის 19 სექტემბერს იმყოფებოდა დასთან, მა--- გო------რთან სტუმრად. საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე სახლში მოვიდა მისი სიძე ალ---------- პა---–-–--ლი და კამათი მოუვიდა მა--- გო------რთან, როგორც შემდეგ შეიტყო კამათის მიზეზი იყო, ის რომ ალ---------- პა---–-–--ლმა გაიჩინა მეგობარი ქალი სოფელ ვეჯინში და მასთან ატარებს უმეტეს დროს, ოჯახს ყურადღებას არ აქცევს. ალ---------- პა---–-–--ლი უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა მა--- გო------რს, მიუხედავად იმისა, რომ მა--- გო------რს ხელში ეჭირა მცირეწლოვანი ბავში, ხელი წაუჭირა ყელში და გაარტყა სახეში. ამ დროს ოთახში იმყოფებოდნენ სამი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც ამ ჩხუბის შემსწრეები ტიროდნენ. მოწმემ და ან- პა---–-–--ლმა მოაცილეს ალ---------- მა--- გო------რს და გაიყვანეს ძალით სახლიდან ეზოში. ამის გამო ალ----------მ დედას ან- პა---–-–--ლს ერთხელ გაარტყა სახეში ხელი და სკამი ჩაარტყა ხელში. ალ---------- ცდილობდა სახლში შემოსვლას და ამ დროს მა--- გო------რმა დარეკა პოლიციაში დახმარებისათვის. მოწმემ და ან- პა---–-–--ლმა არ შემოუშვეს ალ---------- პა---–-–--ლი სახლში და ამის შემდეგ იგი წავიდა სახლიდან, სად არ იცის.

 

4.5. ბრალდებულმა ალ---------- პა---–-–--ლმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა შემდეგი: მას ჰყავს ცოლი და შვილები, მაგრამ ჰყავს მეგობარი ქალი, რომელთან ერთადაც აპირებდა ევროპაში საცხოვრებლად წასვლას. 2018 წლის 19 სექტემბერს ღამის პირველ საათზე მივიდა სახლში და უნდოდა დაებანა და ტანსაცმელი გამოეცვალა, მაგრამ ცოლმა, მა--- გო------რმა, სახლში არ შეუშვა და ისევ უკან გაბრუნდა. მას არც უჩხუბია და არვისთვის არანაირი დაზიანება არ მიუყენებია. ცოლი და დედა ცრუობენ და აბრალებენ, რომ თითქოს მან ისინი სცემა, რადგან არ სურთ, რომ იგი მეგობარ ქალთან ერთად წავიდეს ევროპაში.

 

4.6. საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ ალ---------- პა---–-–--ლის მიერ დაზარალებულებზე ძალადობის დროს იქ იმყოფებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები. პირი არასრულრლოვნად ითვლება 18 წლამდე. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობებით დადსტურებულია, რომ ნი--- პა---–-–--ლი დაბადებულია 2015 წლის 28 დეკემბერს, ბა---არე პა---–-–--ლი დაბადებულია 2018 წლის 24 მაისს და გი------ ფი---------–--ლი დაბადებულია 2009 წლის 17 სექტემბერს. აღნიშნული ბავშვები არიან ალ---------- პა---–-–--ლის შვილები და ოჯახის წევრები.

 

5. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

5.1. საქმის არსებითად განხილვის სხომაზე ბრალდებულის ოჯახის წევრმა/ ახლო ნათესავმა, ბრალდებულის ცოლმა მა--- გო------რმა და დედამ ან- პა---–-–--ლმა, რომლებიც დაზარალებულად არიან ცნობილნი, გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და როგორც ბრალდებულ - ალ---------- პა---–-–--ლის ახლო ნათესავებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

5.2. მოწმე ალ---- კვ-------ლის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი. ამ საქმეზე ჩატარებული აქვს დაზარალებულების, კერძოდ: მა--- გო------რის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც სხეულზე პირადი გასინჯვისას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ ღენიშნებოდა. მისი გადმოცემით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ალ---------- პა---–-–--ლმა. უჩიოდა ტკივილს თავის არეში და კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირის მიდამოს რბილ ქსოვილზე ზეწოლისას, აღნიშნა ტკივილი. ასევე ჩაუტარა ექსპერტიზა ან- პა---–-–--ლს, როელსაც, მისივე გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ალ---------- პა---–-–--ლმა, უჩივის ტკივილს მარჯვენა წინამხრის არეში. პირადი გასინჯვისას ან- პა---–-–--ლს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი მარჯვენა წინამხრის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს.

 

5.3. მოწმე და---- ყო--–--ლის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის ამ საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს ყველა საგამოძიებო ღონისძიება. დაკითხული ჰყავს დაზარალებულები, დანიშნული აქვს ექსპერტიზები. დაზარალებულები ადასტურებდნენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ ბრალდებულმა. კონფლიქტი წარმოშვა, იმან რომ ალ---------- პა---–-–--ლმა გაიჩინა მეორე ოჯახი და მთელ დროს სხვა ქალთან ატარებდა. დაზარალებულებმა აღნიშნეს, რომ ალ---------- პა---–-–--ლმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით. რამდენადაც ახსოვს დაზარალებულს ან- პა---–-–--ლს ჰქონდა ფიზიკური დაზიანება.

 

5.4. მოწმე თე- გო------რის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის ალ---------- პა---–-–--ლის ცოლის და. 2018 წლის 19 სექტემბერს იმყოფებოდა დასთან, მა--- გო------რთან, სტუმრად. საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე სახლში მოვიდა მისი სიძე ალ---------- პა---–-–--ლი და კამათი მოუვიდა მა--- გო------რთან, როგორც შემდეგ შეიტყო კამათის მიზეზი იყო, ის რომ ალ---------- პა---–-–--ლმა გაიჩინა მეგობარი ქალი სოფელ ვეჯინში და მასთან ატარებს უმეტეს დროს, ოჯახს ყურადღებას არ აქცევს. ალ---------- პა---–-–--ლი უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა მა--- გო------რს, მიუხედავად იმისა, რომ მა--- გო------რს ხელში ეჭირა მცირეწლოვანი ბავში, ხელი წაუჭირა ყელში და გაარტყა სახეში. ამ დროს ოთახში იმყოფებოდნენ სამი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც ამ ჩხუბის შემსწრეები ტიროდნენ. მოწმემ და ან- პა---–-–--ლმა მოაცილეს ალ---------- მა--- გო------რს და გაიყვანეს, ძალით, სახლიდან ეზოში. ამის გამო ალ----------მ, დედას, ან- პა---–-–--ლს ერთხელ გაარტყა სახეში ხელი და სკამი ჩაარტყა ხელში. ალ---------- ცდილობდა სახლში შემოსვლას და ამ დროს მა--- გო------რმა დარეკა პოლიციაში დახმარებისათვის. მოწმემ და ან- პა---–-–--ლმა არ შემოუშვეს ალ---------- პა---–-–--ლი სახლში და ამის შემდეგ იგი წავიდა სახლიდან, სად არ იცის.

 

5.5. ბრალდებულმა ალ---------- პა---–-–--ლმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა შემდეგი: მას ჰყავს ცოლი და შვილები, მაგრამ ჰყავს მეგობარი ქალი, რომელთან ერთადაც აპირებდა ევროპაში საცხოვრებლად წასვლას. 2018 წლის 19 სექტემბერს ღამის პირველ საათზე მივიდა სახლში და უნდოდა დაებანა და ტანსაცმელი გამოეცვალა, მაგრამ ცოლმა, მა--- გო------რმა, სახლში არ შეუშვა და ისევ უკან გაბრუნდა. მას არც უჩხუბია და არვისთვის არანაირი დაზიანება არ მიუყენებია. ცოლი და დედა ცრუობენ და აბრალებენ, რომ თითქოს მან ისინი სცემა, რადგან არ სურთ, რომ იგი მეგობარ ქალთან ერთად წავიდეს ევროპაში.

 

5.6. . სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან". მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით განხილვაზე ბრალდებულ ალ---------- პა---–-–--ლის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ნი--- პა---–-–--ლის, ბა------- პა---–-–--ლის, გი------ ფი---------–--ლის დაბადების მოწმობები, სასამართლოს განაჩენი ალ---------- პა---–-–--ლის მიმართ და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები, მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

5.7. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით". ამავე მუხლის 3-ე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშაველ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა''. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა", სსსკ-ის 3-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

5.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ალ---------- პა---–-–--ლმა ჩაიდინა მისთვის შერაცხული დანაშაული.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ალ---------- პა---–-–--ლმა ოჯახის ორ წევრს, დედას ან- პა---–-–--ლს და ცოლს მა--- გო------რს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზირებულია ოჯახური ძალადობა, სისტემატური შეურაცყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატა: ა) ძალადობაში. ბ). სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს. ამასთან მნიშვნელოვანია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

6.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილ იქნეს: სუბიექტთა წრე, რაც მდგომარეობს, იმაში რომ დაზარალებული უნდა იყოს ბრალდებულის ოჯახის წევრი: ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება, როგორიცაა ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება; აღნიშნულ ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი, როგორიცაა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ არსებით სდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოჯახური ძალადობის დანაშაული გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, მას არ ჰყავს შემსწრე, გარდა დაზარალებულისა, რომლებიც არიან ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები და გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, იყენებენ, რა კანონით მინიჭებულ უფლებას, აღარ იძლევიან სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებას.

 

6.6. მოცემულ საქმეზე დაზარალებულებმა მა--- გო------რმა დ ან- პა---–-–--ლმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება შესაბამისად ქმრის და შვილის, ბრალდებულ ალ---------- პა---–-–--ლის წინააღმდეგ. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმის ჩვენება, რომლიც უშუალოდ შეესწრო ბრალდებულის და დაზარალებულების ჩხუბს. საქმეში არის ექსპერტიზების დასკვნები და დაკითხულ იქნა ექსპერტი რომელმაც დასტურდება, რომ დაზარალებულებს აქვთ ფიზიკური დაზიანებები და ისინი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შემთხვევის დროს.

მიუხედავად იმისა რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი რიგი მტკიცებულებები, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია და ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, მათი სამართლებრივი შეფასება და ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

 

6.7. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვა მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს, რომ მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება, რაც მათი უფლება იყო, მაგრამ სასამართლო ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე საქმეების სპეციფიურობას, სირთულეს და მიაჩნია, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მოახდინოს სწორი და ადექვატური რეაგირება ყოველ ასეთ ფაქტზე, რათა მოხდეს აღნიშნული სახის დანაშაულთა პრევენცია და მაქსიმალური გამოვლენა, შემდგომში ამ დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით. ხშირია შემთხვევები ამ სახის დანაშაულის დროს დაზარალებულთა მხრიდან ბრალდებულის შეცოდების და პატიების შემთხვევბი, რომალთაც ზოგჯერ მოსდევს სავალალო შედეგი დაზარალებულის მიმართ, ამიტომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა მაქსიმალურად იქნას დაცული პიროვნების ხელშეუხებლობა, ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა ბრალდებულის ყველა უფლების ასევე მაქსიმალურად დაცვით. ასეთ საქმეებში ყველა მტკიცებულება, მათ შორის ირიბი მტკიცებულება, უნდა იყოს თანმიმდევრული და ერთმანეთთან შესაბამისი.

 

6.9. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ რადგან დაზარალებულებმა ისარგებლეს, რა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება, საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ბრალებულის მიერ, შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. აღნიშნული სასამართლოსათვის ვერ გახდება ბრალდებულის გამართლების საფუძველი, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში არის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ალ---------- პა---–-–--ლის ბრალეულობას ჩადენილ დანაშაულში და ბრალდებულის განცხადება, რომ მას არავისთან უჩხუბია და დაზიანებაც არ მიუყენებია, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობაა.

 

6.10. ყოველივე ზემოარნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ---------- პა---–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა და სისტემეტური შეურაცხყოფა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრუწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.

6.11. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი გარემოებები არ დგინდება.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ალ---------- პა---–-–--ლის მიმართ დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაბი არ დგინდება.

 

8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

8.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსსსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ფარგლებში დადგენილი სასჯელი, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

8.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მქედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

8.3. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

8.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ბ'' და ,,გ" ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. (2018 წლის 21 სექტემბერს მოქმედი რედაქცია).

 

8.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომალ---------- პა---–-–--ლს სისტემატური კონფლიქტი ჰქონდა დაზარალებულებთან, მან ხელყო ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, ადამიანის ორგანზმის ჯანმრთელობა.

 

8. 6. ზემოაღნიშნული გათვალისწინებით სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება. ამასთანავე სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ალ---------- პა---–-–--ლს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები სარჩენი. ასევე გასათვალისწინებელია, ის, რომ ალ---------- პა---–-–--ლმა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში.

 

8.7. ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ---------- პა---–-–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის პირობებში.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები;

 

ალ---------- პა---–-–--ლის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ალ---------- პა---–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 აპრილის N1/77-18 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

3. საქართველოს სისხლის სისხლის სამართლის 59 მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენს დაემატოს წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთის 6 (ექვსი) თვიდან 3 (სამი) თვე და საბოლოოდ ალ---------- პა---–-–--ლს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე.

 

4. ალ---------- პა---–-–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება- პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 20 სექტემბრის 13:40 საათიდან.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6. განაჩენი, მხარეთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე