განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2750088-1/448-1-წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
05 აპრილი 20-9 წელი ქ. ახალციხე
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული – ი-----------–---–-, დაბ.1-.0-.1---წელს ახალციხეში პ/ნ 4---------- საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები ა---––---- რაიონი სოფ.ა–------.
ადვოკატი - ვ-----------–-------–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით;
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-----------–---–ს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დადგენილების თანახმად, 20-8 წლის 27 ოქტომბერს დაახლოებით 16:00 საათზე ა---––---- რაიონის სოფ. ა–-----ში, საცხოვრებელ სახლში დაბრუნებულ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ი-----------–---–ს შენიშვნა მისცა მეუღლემ ნ--ი ი-–---–მა, შენიშვნის მიცემის გამო განაწყენებულმა ი-----------–---–მა მეუღლეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ ერთხელ ძლიერად გაარტყა ხელი სახის არეში და მიაჯახა კედელზე, ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ--ი ი-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯამრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. ბრალდებული ი-----------–---–- წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ გადახადა უდავო სახის მტკიცებულებებად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ბრალდებულის დედამ ა---------–---–მა გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მის ახლო ნათესავის - შვილის ი-----------–---–-ს წინააღმდეგ.
რაც შეეხება დაზარალებულის ნ--ი ი-–---–ის ჩვენებას მან გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მისი ახლო ნათესავის - მეუღლის ი-----------–---–-ს წინააღმდეგ.
ბრალდებულმა ი-----------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ნ-----–---------ის ჩვენებით დადგენილია, ნ-----–---------ის ჩვენებით დადგენილია 20-8 წლის 27 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში, მისი მაზლის ცოლი ნ--ი ი-–---–ი იყო გარეთ სარეცხს ფენდა. იყო ოთახში, არაფერი ისეთი არ შეუმჩნევია, არც ხმაური არ გაუგონია. ამ დროს ი-----------–---–- სახლში არ იმყოფებოდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა და შევიდა თავის ოთახში და ვინაიდან ოთახში იყო მაზლთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია და არც მისი მოსვლა არ დაუნახავს. ასევე არ შესწრებია ი-----------–---–-სა და მისი მეუღლის ნ--ი ი-–---–ის შეხვედრას. იმ დღეს პოლიცია მივიდა მათთან, თუმცა არ იცის რატომ. გამომძიებელმა გამოკითხა, რომელსაც უთხრა რომ არაფერი დაუნახავს რადგან ამ დროს ოთახში იყო.
მას შემდეგ რაც ბრალდების მხარემ მოწმეს გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან წაუკითხა ამონარიდი, მოწმემ განმარტა რომ პროკურორის მიერ წარდგენილი გამოძიებაში მიცემული ჩვენება მისი ხელნაწერი იყო და ხელმოწერაც მისი იყო. მოწმემ განმარტა რომ სახლში იყო, შემოსვლისთანავე ნ--ი ი-–---–მა უსაყვედურა თავის მეუღლეს ი-----------–---–ს თუ რატომ მივიდა სახლში ნასვამ მდგომარეობაში და ამის გამო ისინი შეკამათდნენ ერთმანეთთან და შევიდნენ სიტყვიერი კამათით თავიანთ საძინებელ ოთახში, თავად მოწმე შევიდა თავის საძინებელ ოთახში, მოწმე განმარტავს რომ ბ----–---–ის მხრიდან შეგინება არ გაუგონია, მაგ მომენტს არ შესწრებია. გამოძიებაში დაფიქსირებული ჩვენება მის მიერ არის დაწერილი. ბ----–---–ი ამბობდა რომ ,,მინდა დავლევ და სახლში როცა მინდა მაშინ მოვალო“, რომ აგინებდა მოწმე შევიდა ოთახში, სადაც პატარა ბავშვები ჰყავდა. მოწმე ასევე განმარტავს რომ მას გინება არ გაუგონია, რომ აგინებდა დედის მისამართით ეს ინფორმაცია არასწორია. მოწმე ასევე განმარტავს რომ მოვიდა ნასვამ მდგომარეობაში შევიდა ოთახში და მხოლოდ ბავშვი გამოიყვანა თავის ოთახში. ნ--იმ უთხრა საყვედური ი----ას. ი----ას მხრიდან საძინებელ ოთახში რა მოხდა არ იცის, რომ გამოდიოდა მისი ოთახიდან დედამთილი ა---------–---–ი შევიდა ოთახში და ნ--ის და ი----ას აწყნარებდა, ეუბნებოდა გაჩერდითო სხვა არაფერი არ ახსოვს. ეს კამათი და საყვედური გაგრძელდა 15-20 წუთი. ამ კამათის შემდეგ საღამოს როდესაც ბავშვი შეიყვანა ნ--ის ოთახში, ნ--ი ნამტირალევი იყო, თუმცა არ უკითხავს თუ რატომ იყო ნამტირალევი. შეიყვანა ბავშვი და გამოვიდა საყვედური რომ უთხრა, იმიტომ იყო ნამტირალევი. მოწმე განმარტავს რომ გამოძიებისას მიცემული ჩვენება მისი ნებაყოფლობით მოხდა იძულებას ადგილი არ ჰქონია. როდესაც ის იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში,ი-----------–---–-ს მხრიდან რაიმე ძალადობას არ ქონია ადგილი არ დაუნახავს, არ იცის.
20-8 წლის 27 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N1144/05/9-2 დასკვნით დადგენილია, რომ ნ--ი ი-–---–ს მარცხენა წინამხრის არეში არსებული ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ექსპერტ დ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20-8 წლის 27 ოქტომბერს ა---––---- რაიონული სამმართველოს დადგენილების საფუძველზე დ-------------–---–ის მიერ შემოწმებული იქნა მოქალაქე ი-–---–ი ნ--ი ს-----ის ასული, დაბადებული 1988 წელს, დიასახლისი, მცხოვრები ა---––---- რაიონ სოფელ ა–-----ში. მის მიერ შემოწმებული იქნა მოქალაქე შსს ა---––---- რაიონული სამმართველოს შენობაში, შემოწმებული იქნა 20-8 წლის 27 ოქტომბერს. როგორც საქმის გაემოებაშია მითითებული 20-8 წლის 27 ოქტომბერს ა---––---- რაიონ სოფელ ა–-----ში მცხოვრებ ნ--ი ი-–---–ს საცხოვრებელ სახლში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლემ ი-----------–---–მა. აღნიშნული მოქალაქე პირადად გასინჯული იქნა დ-------------–---–ის მიერ. გასინჯვის შედეგად აღნიშნულ მოქალაქეს ჩივილები არ აღენიშნებოდა. ობიექტური მონაცემები: მარცხენა წინა მხრის ქვედა მესამედის ლატერალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი, რომელიც აღენიშნებოდა კანის ზედაპირზე, რომელიც იყო მოცულობით 2,5 სმ. ამის საფუძველზე დ-------------–---–ის მიერ გაკეთებული იქნა დასკვნა შემდეგი შინაარსით: მოქალაქე ნ--ი ი-–---–ის მარცხენა წინა მხრის ქვემო მესამედში არსებული ნაჭდევი მიყენებული იქნა რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის საშუალებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ კატეგორიას ჯანმრთელობის მოუშლელედ. აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ ცნობებს, დასკვნა გაცემულია 20-8 წლის 29 ოქტომბერს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მაშინ როცა დ-------------–---–ის მიერ ხდებოდა ნ--ი ი-–---–ის შემოწმება დასკვნის გაცემისათვის ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა დაედგინა თუ რა ვითარებაში მიიღო პირმა დაზიანება, ამის თაობაზე დ-------------–---–ი აღნიშნავს, რომ თუ საქმის გარემოებაში მითითებულია როდის მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა დ-------------–---–ისთვის საკმარისია, თუ არ არის მითითებული თარიღი და ასე შემდეგ, მაშინ ეკითხება რა ვითარებაში და როგორ მიიღო პირმა აღნიშნული დაზიანება. საქმის გარემოებაში მითითებულია რომ 20-7 წლის 27 ოქტომბერს მიეყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ნ--ი ი-–---–ს და ეს დ-------------–---–ისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. დადგენილებაში მითითებული თარიღი და მიყენებული დაზიანება ხანდაზმულობით შეესაბამებოდა ერთმანეთს და ამიტომაც წერია რომ მარცხენა ხელზე აღნიშნული ნაჭდევი დაფარულია მოწითალო ფერის ფუფხით და ეს ფუფხი არ ცდება კანის ზედაპირის დონეს. დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ ცნობებს, როდესაც ფუფხი აქვს გაკეთებული და კანის ზედაპირის დონეს არ ცდება ერთი და ორი დღისაა. აღნიშნული მოქალაქე შეამოწმა დ-------------–---–მა ა---––---- რაიონული სამმართველოს შენობაში 27 ოქტომბერს 20:30 საათზე. დაზიანება მიყენებული აქვს 27 ოქტომბერს, ზუსტად ერთიდან ორ დღემდე აღნიშნული ფუფხი არ ცდება კანის ზედაპირის ერთიდან ორ დღემდე, თანხვედრაშია მიყენების მომენტში ხანდაზმულობაში, ამიტომ არ ეწინააღმდეგება. დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნით. მკვრივ ბლაგვ საგანს მიეკუთვნება ადამიანის ნატურალური იარაღები, როგორიცაა ფრჩხილები, თითები, კბილები, მუშტი, ჯოხი, ქვა და ასე შემდეგ. მაგრამ ზუსტი იდენტიფიკაციის გაკეთება შეუძლებელია, რომ რომელიმე კონკრეტული საგნით იქნა მიყენებული დაზიანება, ნაჭდევი, სისხლნაჟღენთი, დაჟეჟილობა, ჭრილობა მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით. დ-------------–---–მა როდესაც აღნიშნული დაზიანებები შეამოწმა, სხვა რაიმე დაზიანება ნ--ი ი-–---–ს არ ჰქონია, რაც ჰქონდა დაზიანება აღნიშნულია დასკვნაში. საერთოდ, როცა პიროვნება მოწმდება დგინდება ორი რამ: პირადი გასინჯვის მონაცემები, პირს ეკითხებიან რა აწუხებს, თავი, გული და ასე შემდეგ. დასკვნაში წერია რომ ჩივილები არ აქვს. ასევე დგინდება ობიექტური მონაცემები და რაც აქვს სხეულზე პირს დაზიანებები ყველაფერი ფიქსირდება. აღნიშნულ შემთხვევაში ნ--ი ი-–---–ს ჰქონდა მხოლოდ ერთი ნაჭდევი. სხვა დაზიანებების არსებობის შემთხვევაში ეს დაზიანებები აუცილებლად ეწერებოდა დასკვნაში.
20-8 წლის 27 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ა---––---- რაიონის სოფ.ა–-----ში და წარმოადგენს ა---------–---–ის ერთ სართულიან კაპიტალურ სახლს, სახლში შევდივართ ხის კარების მეშვეობით და ვხვდებით დერეფანში, დერეფნიდან მარჯვნივ არის მისაღები ოთახი სადაც განთავსებულია დივანი, კარადა და კომპიუტერის მაგიდა, სამზარეულოს ავეჯი, მაცივარი, ტელევიზორი თავისი დასადგომით და მისაღები ოთახის შუა ნაწილში მაგიდა და სკამები, აღნიშნული მისაღები ოთახის მოპირდაპირედ არის ი-----------–---–-ს და ნ--ი ი-–---–ის საძინებელი ოთახი, რომელსაც არ გააჩნია კარი. ოთახში მოთავსებულია 2 კაციანი საწოლი, ერთ კაციანი საწოლი, ბავშვის საწოლი, შეშის ღუმელი და კარადები.დერეფნის მოპირდაპირედ კარის გავლით შევდივართ ა---------–---–ისა და გივი ბ----–---–ის საძინებელ ოთახში. აღნიშნული ოთხიდან შევდივართ ნ-----–---------ისა და თედაოზ ბ----–---–ის საძინებელ ოთახში, აღნიშნულ ოთახს გააჩნია შესასვლელი კარით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღნიშნულ საცხოვრებელ ოთახებში ყველა საოჯახო ნივთი თავის ადგილზეა არანაირი არეულობის ან ნივთების დაზიანების კვალი არ შეიმჩნევა.
ექსპერტ გ-----------------–---–ის მოწმის სახით დაკითხვით დადგენილია, რომ 20-8 წლის 27 ოქტომბერს შევიდა შეტყობინება რომ ა---––---- რაიონ სოფელ ა–-----ში მოხდა ძალადობა. წავიდნენ შემთხვევის ადგილზე მორიგე ჯგუფი, შემთხვევის ადგილს გადაუღეს სურათები. დაზიანებული არ იყო არაფერი რომ ამოეღოთ და დაელუქათ. შემთხვევის ადგილზე მათ გარდა იმყოფებოდა სახლის მეპატრონე და ოჯახის წევრები. ადგილზე ყოფნისას გ-----------------–---–ს არ შეუმჩნევია ისეთი პიროვნება რომელსაც შეიძლება თავი ჩაეთვალა დაზარალებულად ან გამოეთქვა აზრი, როგორც ძალადობის მსხვერპლს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე უწესრიგობა არ შეუმჩნევია. რაიმე ნივთი ან საგანი არ ამოუღია გამომძიებელს. ძალადობის ფაქტის შესახებ გ-----------------–---–ს დაურეკა გამომძიებელმა შუადღის საათებში და აცნობა აღნიშნული ფაქტის შესახებ და ერთად მივიდნენ ადგილზე. ადგილზე მისვლისთანავე ლენტით შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილი, შევიდნენ ოთახში, გადაუღეს ოთახებს სურათები, რომელზეც მიუთითეს რომ იქ იყო ძალადობა. რაიმე ნივთი დაზიანებული არ ყოფილა, შესაბამისად არაფერი ამოღებული არ ყოფილა. ადგილზე იყო ქალბატონი, რომელმაც მიუთითა ძალადობის ადგილზე, იქ იყო გამომძიებელიც. ფოტოგადაღება ხორციელდებოდა სახლის მეპატრონის თანხმობის საფუძველზე. შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა რაიმე ნივთი დაზიანებული და გადაადგილებული. რაიმე რომ ყოფილიყო საყურადღებო ამოიღებდნენ როგორც ნივთიერ მტკიცებულებას.
გამომძიებელ თათევოს არაკიანის ჩვენებით დადგენილია, რომ ი-----------–---–-ს მეუღლის ნ--ი ი-–---–ის მხრიდან 112-ზე შევიდა შეტყობინება ა---––---- რაიონი სოფელი ა–------დან ოჯახურ ძალადობაზე, დახმარებას ითხოვდა რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ქონდა ადგილი მეუღლის მხრიდან.
გამოცხადდა აღნიშულ ოჯახში, მისვლისთანავე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი- ოჯახის ნივთები ყველაფერი ადგილზე იყო რამე არეულობა არ შეიმჩნეოდა. ასევე იქვე ოჯახში გამოკითხა ი-----------–---–-ს ძმის მეუღლე ნ-----–---------ე. რომელმაც უთხრა რომ საძინებელ ოთახში მოხდა ძალადობა, ,,პირადად არ ვესწრებოდიო შემეშინდა და ბავშვები შევიყვანე ოთახშიო და რომ გამოვიდა ი-----------–---–-ს მეუღლე ასე თქვა მეუღლემ ხელი მკრა კედელზე დამარტყმევინა ბეჭებიო, თავიო ნამტირალევი გამოვიდა ოთახიდან, მცემა დამარტყა ფიზიკური შეურაცყოფა მომაყენაო“ პირადად იმ ქალს არ უნახავს. იქვე თავის ოჯახში თავისივე ხელით დაწერა ჩვენება, დაზარალებული სახლში არ იყო პოლიციაში იყო წაყვანილი, ი-----------–---–- დახვდა აივანზე იდგა, აღელვებული იყო.
ექსპერტ რ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20-8 წლის 27 ოქტომბერს გ-----------------–---–თან ერთად იყო მორიგე, რა დროსაც დაურეკა გამომძიებელ თათევოს არაკიანმა და უთხრა რომ უნდა მისულიყვნენ სოფელ ა–-----ში ოჯახური ძალადობის ფაქტზე შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად. ადგილზე მისვლისას შემთხვევის ადგილი დაფიქსირებული იქნა გადაიღეს ფოტო მასალა და ამოღებული არაფერი არ ყოფილა.
გამომძიებელმა თ------------–-–---–მა მოწმედ დაკითხვისას განმარტა რომ მუშაობს ა---––---- რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. მას ჩატარებული აქვს მხოლოდ ერთი საგამოძეობო მოქმდება კერძოდ ი-----------–---–-ს გამოკითხვა.
საგამოძოებო მოქმედების ოქმში სწორედ ის ინფორმაციია ასახული რომელიც მიაწოდა ი-----------–---–მა სრული პროცესუალური წესების დაცვით. მის მიერ წაკითხული იქნა ჩვენება გააკეთა ხელმოწერა და მას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით. ბრალდებული გამოკითხვის დროს არ ადასტურებდა მომხდარ ფაქტს ანუ ძალადობას, მას არანაირი პრეტენზია არ ჰქონია გამომძიებლის მიერ შესრულებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით. გამოკითხვისას ი-----------–---–ს არანაირი სამედიცინო შემოწმების ჩატარება არ მოუთხოვია, არც იმაზე გამოუთქვამს პრეტენზია რომ ბრალდებულის სახით დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები. გამოკითხვისას ის ცდილობდა ბრალდებულისაგან მიეღო მაქსიმალური ინფორმაცია მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც შეეხება დაზარალებულს პირადად არ შეხვედრია ამ საქმესთან დაკავშირებით.
გამომძიებელ დ---------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20-8 წლის 27 ოქტომბერს ა---––---- რაიონულ სამმართველოში 112 -ის სამსახურიდან შემოვიდა შეტყობინება სოფელ ა–-----ში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, აღნიშნულზე დაწყებული იქნა გამოძიება, გამოძახებული იქნა პოლიციის ადმ.შენობაში დაზარალებული ნ--ი ი-–---–ი, მის მიერ გამოკითხული იქნა მოწმის სახით ასევე დაზარალებულის სახით იქნა გამოკითხული გაეცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ ასევე გამოკითხული იქნა ბრალდებულის დედა ა---------–---–ი, სამედიცინო ექსპერტიზა იქნა დანიშნული ნ--ი ი-–---–ზე ფსიქოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით უარი განაცხადა, აგრეთვე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ი-----------–---–-. დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში, საცხოვრებელ სახლში ყოველგვარი იძულების ზეწოლის გარეშე მას დაკავებისთანავე განემარტა მისი უფლებები, დაკავების საფუძველი გახდა მისი მეუღლის ნ--ი ი-–---–ის, განცხადება რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა.
20-8 წლის 29 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით ნ--ი ი-–---–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
ამდენად,ფაქტები და გარემოებები მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია, ეს მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
კონკრეტულ შემთხვევაში ი-----------–---–-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ი-----------–---–მა მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლის ნ--ი ი-–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის. განსახილველი კატეგორიის დანაშაულისათვის საკმარისი არ არის დადგინდეს მხოლოდ ფაქტის - ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობა, სავალდებულოა იყოს დადგენილი, რომ დაზარალებულმა ასეთი მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდებულს ბრალი ედებოდა მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, სავალდებულოა სახეზე იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადგენდა, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება. შესაბამისად, სახეზე არ არის დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭირო ნიშანი.
რაც შეეხება მოწმე ნ-----–---------ეს ჩვენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის დაკითხვამდე მოწმეს განემარტა მისი უფლებები, ბრალდების მხარის მიერ დაკითხვის დასაწყისში მოწმემ მიუთითა, რომ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულისათვის რაიმე სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დაუნახავს და არც გაუგონია. ხოლო მას შემდეგ რაც ბრალდების მხარემ მოწმეს გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან წაუკითხა ამონარიდი, მოწმემ განმარტა რომ სახლში იყო, შემოსვლისთანავე ნ--ი ი-–---–მა უსაყვედურა თავის მეუღლეს ი-----------–---–ს თუ რატომ მივიდა სახლში ნასვამ მდგომარეობაში და ამის გამო ისინი შეკამათდნენ ერთმანეთთან და შევიდნენ სიტყვიერი კამათით თავიანთ საძინებელ ოთახში, თავად მოწმე შევიდა თავის საძინებელ ოთახში, მოწმე განმარტავს რომ ბ----–---–ის მხრიდან შეგინება არ გაუგონია, მაგ მომენტს არ შესწრებია. გამოძიებაში დაფიქსირებული ჩვენება მის მიერ არის დაწერილი. ბ----–---–ი ამბობდა რომ ,,მინდა დავლევ და სახლში როცა მინდა მაშინ მოვალო“, რომ აგინებდა მოწმე შევიდა ოთახში, სადაც პატარა ბავშვები ჰყავდა. მოწმე ასევე განმარტავს რომ მას გინება არ გაუგონია, რომ აგინებდა დედის მისამართით ეს ინფორმაცია არასწორია. ი----ას მხრიდან საძინებელ ოთახში რა მოხდა არ იცის, რომ გამოდიოდა მისი ოთახიდან დედამთილი ა---------–---–ი შევიდა ოთახში და ნ--ის და ი----ას აწყნარებდა, ეუბნებოდა გაჩერდითო სხვა არაფერი არ ახსოვს. ეს კამათი და საყვედური გაგრძელდა 15-20 წუთი.ამ კამათის შემდეგ საღამოს როდესაც ბავშვი შეიყვანა ნ--ის ოთახში, ნ--ი ნამტირალევი იყო, თუმცა არ უკითხავს თუ რატომ იყო ნამტირალევი. როდესაც ის იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში,ი-----------–---–-ს მხრიდან რაიმე ძალადობას არ ქონია ადგილი არ დაუნახავს, არ იცის. მოწმემ სასამართლოსათვის ჩვენების მიცემის დროს დაასახელა არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები, რომელიც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ი-----------–---–-ს მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----------–---–- (პ/№4----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ი-----------–---–-ს (პ/№4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს რ--------–------ (პ/ნ 4----------) განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, მიმღების ანგარიშის ნომერი - GE27BG00000000999999999, მიმღები ბანკი - სს,,საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22, 20-8 წლის 30 ოქტომბერს გირაოს სახით შეტანილი თანხა 5000 ლარის ოდენობით.
3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე გია ბერაია