განაჩენი

სისხლის სამართლის 07.04.2019
საქმის ნომერი
270100119002932864
დავის ტიპი
236 1
თარიღი
07.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270100119002932864 (1/34-19)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 აპრილი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

სალომე ქობალიას მდივნობით

 

პროკურორ - ილ-----------ას,ბრალდებულ - სო------------–---ს და

ადვოკატ - გვ--–--–--–-ას

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ-----------ას შუამდგომლობა

 

ბრალდებულ სო------------–---ს მიმართ

დაბადების თარიღი: 16-------3 წელი,პირადი ნომერი: 51--------3,საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,მისამართი: წა-–--------------–----–----------------–-------–---------------ა №9,სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ სო------------–---მ ჩაიდინა სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

სო------------–---მ 2019 წლის 05 აპრილამდე წა-–--------------------------–------–---ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა სროლისათვის ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული, 5,6 მმ კა-–-------------М“ მოდელის, სასპორტო-სამონადირეო დანიშნულების შა–------------8.

 

2019 წლის 07 აპრილს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ-----------ას, ბრალდებულ სო------------–---ს და ადვოკატ გვ--–--–--–-ას შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სო------------–--- აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული სო------------–--- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებული სო------------–--- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პროკურორი ილ-----------ა შუამდგომლობს ბესიკ მოსიას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:

 

ბრალდებული სო------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსს კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-ჩხრეკის შედეგად ამოღებული სასპორტო-სამონადირეო დანიშნულების შაშხანა №C----8 გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

სო------------–---ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

ირ---–--–------ას გამოკითხვის ოქმი, გელ--–-------ას გამოკითხვის ოქმი, გო---------–-----–--ას გამოკითხვის ოქმი, თე--------------ას გამოკითხვის ოქმი, მე------------ას გამოკითხვის ოქმი, სო------------–---ს გამოკითხვის ოქმი, ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - სასპორტო-სამონადირეო დანიშნულების შა–------------8, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა.

 

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ სო------------–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

სო------------–---ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ-----------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილ-----------ას, ბრალდებულ სო------------–---სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - გვ--–--–--–-ას შორის;

 

ბრალდებული სო------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსს კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;

 

სო------------–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი, 2019 წლის 05 აპრილის 2019 წლის 07 აპრილის ჩათვლით;

 

სო------------–---ს მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - დაკავება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-ჩხრეკის შედეგად ამოღებული სასპორტო-სამონადირეო დანიშნულების შაშხანა №C----8 გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა