განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115794409
საქმე №1-534/15
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კო-–--იის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილი
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
პროკურორის _ ლ---------------ის
დამცველის _ ი-----–---------–ის
მონაწილეობით, განსასჯელის _ დ---თ ვ-------ის დასწრების გარეშე _ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №395/98 საქმე
ბრალდებულ დ---თ ვ-------ის მიმართ
დაბადებული: 1--- წლის 9 თებერვალს
მოქალაქეობა: საქართველოს
ნასამართლობა: მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
განათლება: ს-–----–--
მცხოვრები: ქ. ბათუმი, ნ----–---–----------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
საბრალდებო დასკვნების თანახმად, განსასჯელ დ---თ ვ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა არაერთგზის, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით და სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1. 1998 წლის 14 მაისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქურდობისათვის ნასამართლევმა დ---თ ვ-------ემ და გამოძიებით დაუდგენელმა ოთხმა პირმა, რომლებსაც სახეზე ეკეთათ ნიღბები, ხოლო ხელებზე ხელთათმანები, აივნიდან უკანონოდ შეაღწიეს ქ. ბათუმში, ჭ----------------------------------ში მდებარე ვ--–---- პეტრეს ძე ბ-–------–-----ს საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლის ბინადრებს ეძინათ. როცა შექმნილ ხმაურზე გაეღვიძათ, თავდასხმელებმა ვ--–---- ბ-–------–----ს შეუკრეს ხელ-ფეხი და მისგან მოითხოვდნენ ფულს და ძვირფასეულობას, უარის მიღების შემდეგ საძინებელი ოთახიდან გამოიყვანეს მისი მეუღლე ლ-------–- ბ-–------–----აია, რომელსაც ასევე შეუკრეს ხელ-ფეხი და მის მიმართ ახორციელებდნენ წამებას. თავად ვ--–---- ბ-–------–----ს სარჩილავი (ე.წ. ”პაიალნიკი”) აპარატით დაუწყეს კიდურების დაწვა. დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით თავდამსხმელები უკანონოდ, ყაჩაღურად დაეუფლნენ ბ-–------–----ების ფულად თანხას 230 ლარის ოდენობით და სხვა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2. 2002 წლის 17 აგვისტოს, დ---თ ვ-------ე, ქ. ბათუმში, ზ----------–--------------ში მდებარე პურის მაღაზიაში, ო-–-- ზ--------–---ის ჩანთის ჯიბიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 2350 აშშ დოლარსა და პირად ნივთებს, რითაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ო-–-- ზ--------–---ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. აღნიშნული ქმედებებისთვის, დ---თ ვ-------ე 2001 წლის 27 დეკემბერს დაუსწრებლად მიცემული იქნა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო 2002 წლის 28 სექტემბერს დამატებით წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით. 2015 წლის 30 აპრილს, საბრალდებო დასკვნით დაზუსტდა დ---თ ვ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება და დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2001 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება.
5. 2001 წლის 28 დეკემბერს, დ---თ ვ-------ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
სასამართლომ დაადგინა:
6. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული დ---თ ვ-------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, დ---თ ვ-------ემ ჩაიდინა ზემოაღნიშნული დანაშაულებივი ქმედებები, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
7. დაზარალებულ ვ--–---- ბ-–------–----ის მიერ სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებით, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ირკვევა, რომ მეუღლესთან, ლ-------–- ბ-–------–----აიასთან ერთად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ჭ----------------------------ში. 1998 წლის 14 მაისს დილის დაახლოებით ხუთ საათზე სახლის აივნიდან შემოესმა ხმაური, დაინახა აივნის კარიდან ბინაში შემომავალი რამდენიმე ნიღბიანი პირი, რომლებმაც სახეზე ააფარეს ნაჭერი, შეუკრეს ხელები, შემდეგ გავიდნენ საძინებელში, სადაც ლ-------–- იწვა, მერე ისევ დაბრუნდნენ მასთან და მოსთხოვეს ფული, ხოლო როდესაც პასუხად მიიღეს, რომ ფული არ ჰქონდა, ფეხი დაარტყეს ორჯერ, შემდეგ აწამეს ისიც და ლ-------–-ც. ბინიდან წაიღეს 230 აშშ დოლარი, ლ-------–-ს ძვირფასი სამკაულები და აივნის გავლით მიიმალნენ. თავდამსხმელები იყვნენ ოთხი ან ხუთი, სახეზე ეკეთათ ნიღბები და ხელზე ეცვათ ხელთათმანები.
8. 1998 წლის 14 მაისს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულზე ვ--–---- პეტრეს ძე ბ-–------–-----ს საცხოვრებელ ბინაში. ბინის ყველა ოთახი არეულია, კარადებიდან გადმოყრილია ტანსაცმელი, გაბნეულია ოთახებში, გამოღებულია კარადის უჯრები. სამზარეულოს კარედიდან გადმოყრილია ჭურჭელი და დაყრილია იატაკზე, ყვავილის ქოთნებიდან გადმოყრილია მიწა. დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ორი წყვილი ხელთათმანი, ორი ცალი ნიღაბი, მწებავი ლენტი.
9. ამოღების ოქმის თანახმად, 1998 წლის 14 მაისს, ტერიტორიის დათვალიერებისას ქ. ბათუმში, ჭ---------------- სახლის მე-7 სდარბაზოს სხვენში აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ორი თოკი, ბოლოში დამაგრებული რკინის კავებით და მარყუჟებით.
10. დაზარალებულ ლ-------–- ბ-–------–----აიას მიერ სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებით, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, დასტურდება, რომ მეუღლესთან, იური ბ-–------–----ისთან ერთად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ჭ----------------------------ში. 1998 წლის 14 მაისს დილის საათებში, როდესაც ჯერ კიდევ ეძინა, იგრძნო, რომ " ვიღაცამ დაუწყო ხრჩობა". თვალი რომ გაახილა, დაინახა ხუთი ნიღბიანი პირი, რომლებიც ფულს და ძვირფასეულობას ითხოვდნენ მისგან, მთელი სახე, მათ შორის თვალები ლენტით აუკრეს, სცემეს, აწამეს. სახლიდან წაიღეს 230 აშშ დოლარი და ოქროს და ვერცხლის სამკაულები. არ იცის ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ თავდამსხმელები.
11. ანალოგიური ჩვენება მისცა გამოძიებას ლ-------–- ბ-–------–----აიამ 1998 წლის 20 მაისს ჩატარებული დაკითხვის დროსაც, ხოლო 2001 წლის 13 დეკემბერს შედგენილ დაკითხვის ოქმში, დაზარალებული მიუთითებს, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გასწორების მიზნით ნიღაბი მოიხსნა და დაინახა მისი სახე. იმავე დღეს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას, ბ-–------–----აიამ სამი ფოტოდან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, თუმცა ვინ არის ეს პირი, ამოცნობის ოქმი ინფორმაციას არ შეიცავს.
12. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N140 დასკვნის თანახმად, ლ-------–- ბ-–------–----აია სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 1998 წლის 13-დან 17 მაისამდე, აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები სხეულზე, რომლებიც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, რომელსაც შედეგად ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა მოჰყვა.
13. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N139 დასკვნის თანახმად, ვ--–---- ბ-–------–----ის აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები სხეულზე, რომლებიც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, რომელსაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა მოჰყვა.
14. მოწმეები: ზვ-----–---–---------------------------–-----------------------------------------------------–------–---–---------–------–-------–----–--------------–---------–---------------------------------------------–-------–----------------------------–-------------------------------–----–--ე, რომელთა ჩვენებები გამოკვლეულ იქნა, ან სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო გამოძიებისას, არ ფლობენ სულ მცირე ინფორმაციასაც კი ბ-–------–----ების ბინაში მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილე პირების შესახებ.
15. სხვა მტკიცებულება განსასჯელ დ---თ ვ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
16. იგივე უნდა ითქვას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაშიც. დაზარალებული ო-–-- ზ--------–--ი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული საქმის განხილვისას, განმარტავს, რომ 2002 წლის 17 აგვისტოს, ქ. ბათუმში, ზ----------–--------------ში მდებარე პურის მაღაზიაში, მისი ჩანთის ჯიბიდან მოპარეს საფულე, რომელშიც მოთავსებული ქონდა თავისი და მისი მეგობრების კუთვნილი 2350 აშშ დოლარი. ვინ ჩაიდინა ქურდობა, არ დაუნახავს.
17. მოწმეები: ს--------------------------------------------–-----–------------------------------------------------------------–------------------------------------ე, რომელთა ნაწილი დაიკითხა საამართლო სხდომაზე, ნაწილის ჩვენებები კი სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯაროდ იქნა წაკითხული, არ ფლობენ ინფორმაციას ო-–-- ზ--------–--ის თანხის ქურდობის ჩამდენი პირების შესახებ.
18. მოწმე ნ--------–-------–ი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტავს, რომ მუშაობს ბარმენად კაფე-ბარში, სახელწოდებით "თეთრი იალქანი", სადაც 2002 წლის 24 სექტემბერს უცნობ ახალგაზრდასთან ერთად შევიდა მისი დიდი ხნის ნაცნობი დ---თ ვ-------ე, რომელმაც ძვირადღირებული სასმელები შეუკვეთა, ძველი ვალიც გაისტუმრა. დაინახა როგორ ამოიღო ჯიბიდან შავი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც დოლარების დასტა მოჩანდა და თან განმარტა, რომ ეს ფული - 2500 აშშ დოლარი რუსი ეროვნების მამაკაცის კუთვნილი იყო და დაახლოებით თვენახევრის წინ დაეუფლა გორკის ქუჩაზე მდებარე პურის მაღაზიაში.
19. ფოტო-სურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ნ--------–-------–მა მის წინაშე წარდგენილი სამი ფოტოდან ამოიცნო ფოტო დ---თ ვ-------ის გამოსახულებით, როგორც პირი, რომელმაც კაფე-ბარში მასთან საუბრისას აღიარა რუსი ეროვნების მამაკაცის საფულის ქურდობის ფაქტი.
20. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს განსასჯელი ვ-------ის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.
21. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ---თ ვ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო სანდო და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
22. ყაჩაღობის ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილმა პირებმა - ლ-------–- და ვ--–---- ბ-–------–----ებმა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში განმარტეს, რომ თავდამსხმელები ნიღბებში იმყოფებოდნენ და უფრო მეტიც, მათაც აუხვიეს თვალები, შესაბამისად, ორივე მათგანი გამორიცხავდა რომელიმე თავდამსხმელის ამოცნობის შესაძლებლობას. ამიტომ სასამართლო ვერ მიიჩნევს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მომხდარიდან სამ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ - 2001 წლის 13 დეკემბერს ჩატარებული დაკითხვისას, დაზარალებული ლ-------–- ბ-–------–----ის განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გასწორების მიზნით ნიღაბი მოიხსნა და დაინახა მისი სახე, შეეძლო ამოცნობაც. ხოლო იმავე დღეს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას, ბ-–------–----აიამ სამი ფოტოდან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ამოცნობილი პირის ვინაობის თაობაზე.
23. სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ დაზარალებული ბ-–------–----ების ჩვენებების გამოკვლევა სასამართლო განხილვისას არ მომხდარა, გამოქვეყნდა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რომლებიც ლ-------–- ბ-–------–-------ს შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს შეიცავს. ცალსახაა, რომ ერთი და იგივე პირის მიერ მიცემული ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები აძლიერებს მხოლოდ ეჭვებს და საფუძვლად ვერ დაედება პირის დამნაშავედ ცნობას. ამასთან, სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. გარდა ამისად, პირი, რომელიც ფოტო-სურათზე ამოიცნო დაზარალებულმა ბ-–------–----აიამ მომხდარიდან სამი წლის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმის მიხედვით, იდენტიფიცირებული საერთოდ არ არის.
24. რაც შეეხება ო-–-- ზ--------–--ის კუთვნილი თანხის ქურდობის ეპიზოდს, არც დაზარალებული, არც მოწმედ დაკითხული პირები ფლობენ ინფორმაციას დანაშაულის ჩამდენი პირის თაობაზე. დამნაშავის დადგენის მიზნით სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე ინფორმაცია საქმეში არ არსებობს. ბრალდების მხარე ეყრდნობა მხოლოდ მოწმე ი-–-------–ის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, რომელიც გამოქვეყნდა საქმის განხილვისას და რომლის მიხედვით ზ--------–--ის თანხის ქურდობიდან ოთხი თვის შემდეგ, ი-–-------–მა გამომძიებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დ---თ ვ-------ემ 24 სექტემბერს კაფე-ბარში, სადაც მოწმე მუშაობდა, ძვირადღირებული სასმელები შეუკვეთა, ძველი ვალიც გაისტუმრა, დოლარების დასტაც დაანახა და თან გამოუტყდა, რომ ფული თვენახევრის წინ პურის მაღაზიაში ყოფნისას მოპარა რუს მამაკაცს.
25. ცხადია ასეთ არადამაჯერებელ, სხვა მტკიცებულებებით დაუდასტურებელ, ირიბ, თან გამოქვეყნებულ ჩვენებაზე დაყრდნობით, ვერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება განსასჯელის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღინიშნა, გამოყვეყნებული ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. პირის დამნაშავედ ცნობისთვის აუცილებელია ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გამორიცხავს ეჭვებს და ვარაუდებს. რაც შეეხება ირიბ ჩვენებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ "სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო"
26. ყველა მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა დ---თ ვ-------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. ნაცვლად დამაჯერებლობისა, მტკიცებულებებში ასახული გარემოებები იწვევენ მხოლოდ გაურკვევლობასა და ეჭვს, რაც არ არის საკმარისი ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით განსასჯელმა ვ-------ემ ჩაიდინა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.
27. სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
28. სსსკ-ის 10-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სამართლებრივი შეფასება:
29. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა დ---თ ვ-------ის მიერ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რის გამოც წარდგენილ ბრალდებებში დ---თ ვ-------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 502-ე, 504-ე, 510-512-ე, 517-ე, 523-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
განსასჯელი დ---თ ვ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
დ---თ ვ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გაუქმდეს.
გამართლებულ დ---თ ვ-------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი