განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
330100118002557625
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საართველოს სახელით

 

საქმე #1/3----18

№0-----------

27 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--------------–-,დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ--------------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრაციის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–--------------------------–--------------------------------------------------------------------------

ადვოკატი - ნ-----–-----------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზარალებულების: ნ--------–---ს და ვ-------–---ს ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 0-------ს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თბილისი, ზ--------------------–--------------------------ე კორპუსის მიმდებარედ, ვ-------–---ს საცხოვრებელი სახლის ეზოში გ--------------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ--------–---ს, რა დროსაც ნ--------–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 0-------ს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თბილისი, ზ--------------------–--------------------------ე კორპუსის მიმდებარედ, ვ-------–---ს საცხოვრებელი სახლის ეზოში გ--------------–---–ი სიცოცხლის მოსპობითა და საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ--------–---ს დედას - ვ-------–---ს, რა დროსაც ვ-------–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 0-------ს, ღამის საათებში, ქ. თბილისი, ზ--------------------–------------------------------------- მიმდებარედ, ვ-------–---ს საცხოვრებელი სახლის ეზოში გ--------------–---–მა დ------–--–---ვს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ დანა ჩაარტყა ბარძაყის არეში, რა დროსაც დ------–--–---ვმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

გამოკვლეული მტკიცებულებები:

დაზარალებულმა ვ-------–---მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებული ნ--------–--- - მისი ქალიშვილი, ბრალდებული კი მისი სიძეა. ნ--------–--- და გ--------------–---–ი 2017 წლის 1----------------- იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, 2018 წლის თებერვლამდე - მეზობლად, გ--------------–---–ის მშობლებთან ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ, ვინაიდან ოჯახის წევრებთან ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი, საცხოვრებლად დროებით გადმოვიდნენ მასთან, ამავე დროს, არემონტებდნენ ბ-–---–---–ის ქუჩაზე მდებარე ბინას, რომელიც ახალშეუღლებულებს მისმა დებმა დაუთმეს. თანაცხოვრების პერიოდში ნ-----ს და გ-------ს ერთმანეთთან ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი, რადგან გ------- მეუღლეზე ეჭვიანობდა. 2018 წლის 0-------- ნ-----მ და გ-------მ, დღის პირველ ნახევარში, ს--------ის მოედანზე რემონტისათვის სამშენებლო მასალა შეიძინეს, შემდეგ კი ხალიჩების რეცხვაში დაეხმარნენ. საქმეს რომ მორჩნენ, დღის მეორე ნახევარში, გადაწყვიტეს ეზოში მდგარ ე.წ. „ბესედკაში“ სუფრა გაეშალათ და სავახშმოდ და ლუდის დასალევად მათი ოჯახის ახლობელი - დ------–--–---ვიც დაეპატიჟათ. დარეკვისას, დ-----მა თქვა, რომ არ ეცალა და მათ მოგვიანებით ესტუმრებოდა. სუფრასთან დ-----ის გარეშე დასხდნენ. გვიანი იყო, დ-----ი რომ მივიდა. რამდენიმე ხანში ჯერ - ნ-----მ, შემდეგ კი - გ-------მ დატოვა სუფრა და ეზოში ჰამაკთან საუბრობდნენ. მათი საუბარი ჩხუბში გადაიზარდა. თავდაპირველად ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია, რადგან ახალგაზრდების ჩხუბს, რომელიც მალევე შერიგებით მთავრდებოდა, მიჩვეული იყო. ნ----- და გ------- სუფრასთან რომ დაბრუნდნენ, ერთმანეთს კვლავ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. გ-------ს საყვედური უთხრა, იმის გამო, რომ ნ-----ს ლანძღავდა, რაზეც იგი უფრო გაბრაზდა, წამოხტა და „ბესედკაში“ მდგარი ტახტის სათავსოში რაღაცის ძებნა დაიწყო. ბოლოს ტახტიდან ქარქაშიანი დანა ამოიღო. ამის დანახვაზე დ------–--–---ვი გ-------ს მივარდა და ხელებით შებოჭა, დანა ქარქაშიდან რომ არ ამოეღო, თან აწყნარებდა. შეეშინდა და ტელეფონი მოიმარჯვა საპატრულო პოლიციის გამოსაძახებლად. გ------- ჯერ დაემუქრა, - არ გაბედო დარეკვა, შენ და შენს შვილს მაინც ღორებივით დაგკლავთ და სახლს გადაგიწვავთო, შემდეგ კი დ-----ს ხელიდან გაუსხლტა, ტელეფონი წაართვა და ეზოს გარეთ გადააგდო. დ-----მა გ-------ს ეზოს გარეთ გაყვანა მოახერხა. ნ-----მ გ-------ს ტანსაცმლის, სხვა პირადი და იმ დღეს ნაყიდი ნივთების სახლიდან გამოტანა და ეზოს გარეთ დაწყობა დაიწყო. თავადაც ეხმარებოდა ნ-----ს ნივთების გატანაში, რომლებსაც გ-------ს ძმა - დ--------, ავტომანქანის საბარგულში აწყობდა. ამ დროს შენიშნა, რომ დ-----მა, რომელიც გ-------ს ეზოში შემოსვლის შესაძლებლობას არ აძლევდა, უკან დაიხია, ფეხზე ხელი მოიკიდა და გ-------ს მიმართა - ამის ღირსი ვიყავი შენგანო?! დ-----ს სისხლი სდიოდა ფეხიდან, მის წინ მდგომ გ-------ს კი მათი ოჯახის დანა ეჭირა ხელში. მან და ნ-----მ დ-----ს ჯერ ქამრით გადაუჭირეს ფეხი, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. გ------- და დ-----ი ეზოს გარეთ გავიდნენ და საუბრითა და ნელი სვლით მალევე თვალს მიეფარნენ. სასწრაფო დახმარება და პოლიციის ეკიპაჟი რომ მოვიდა, დ-----ი უკვე წასული იყო. გ-------ს ინტერესებიდან გამომდინარე, თავდაპირველად, პოლიციის თანამშრომლებს დაუმალეს, რომ დაჭრილი - მათი ახლობელი, დამნაშავე კი ოჯახის წევრი იყო. მოგვიანებით ნ-----ს გამომძიებელი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ დ------–--–---ვის დაჭრის შესახებ ინფომაციას ამ უკანასკნელისგან უკვე ფლობდნენ და მომხდართან დაკავშირებით მათი გამოკითხვაც სურდათ.

დაზარალებულმა ნ--------–---მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებული გ--------------–---–ი მისი ყოფილი მეუღლეა. მან და გ-------მ 2017 წლის 1-------------- გადაწყვიტეს შეუღლება და წავიდნენ გ----ში, სადაც გ-------ს ნათესავებმა მიიღეს და მათი შეუღლების აღსანიშნავად სუფრაც კი გაშალეს. რამდენიმე დღეში თბილისში დაბრუნდნენ და გ-------ს მშობლებთან დაიწყეს ცხოვრება. ვინაიდან გ-------ს ოჯახის წევრებთან ხშირად ჰქონდა უთანხმოება, 2018 წლის თ-------–-- თვეში საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ მისი დედის - ვ-------–---ს საცხოვრებელ სახლში. 2018 წლის 0-------- გ-------ს ხელფასი ჩაერიცხა და ერთად წავიდნენ სხვადასხვა სამშენებლო მასალის საყიდლად, რადგან იმ ბინის შეკეთებას აპირებდნენ, რომელშიც მას და გ-------ს ერთად უნდა ეცხოვრათ. ბაზრობიდან დაბრუნებულები ვ-------–---ს ხალიჩების რეცხვაში დაეხმარნენ. შემდეგ კი გადაწყვიტეს ლუდი ეყიდათ, ეზოში მდგარ ე.წ. „ბესედკაში“ სუფრა გაეშალათ და ოჯახის ახლობელი - დ------–--–---ვი დაეპატიჟათ. დ-----ი მათ მოგვიანებით შემოურთდა. სუფრიდან ჰამაკთან რომ გადაინაცვლა, გ------- გამოჰყვა მას და ინტერნეტის ჩართვასა და თანხის ჩარიცხვაზე საუბრობდნენ. საუბარში გ-------მ უსაყვედურა, რომ ბიჭებს „ემესიჯებოდა“ ტელეფონით, რაც შეურაცხყოფად მიიღო და შეკამათდნენ. როცა დედამისმა გ-------ს საყვედური უთხრა, ეს უკანასკნელი უფრო გაბრაზდა, ლოგინში შენახული ნივთებიდან ქარქაშიანი დანა ამოიღო და მისკენ და დედამისისკენ გინებითა და მუქარით გაიწია. დ------–--–---ვი მივარდა გ-------ს და გააკავა. გ------- მას და დედამისს დახოცვით და სახლის გადაწვით ემუქრებოდა. ვ. ი-–---მ საპატრულო პოლიციაში დარეკვა დააპირა, მაგრამ გ-------, რომელიც დ-----ს ხელიდან დაუსხლტა, მივარდა, ტელეფონი გამოგლიჯა და ღობიდან გადაუგდო. დედასთან ერთად გ-------ს პირადი და მის მიერ ნაყიდი ნივთების შეგროვება და სახლიდან გატანა დაიწყო. ნივთებს გ-------ს ძმა - დ-------- თავისი მანქანის საბარგულში ალაგებდა. ამ დროს დაინახეს, რომ დ------–--–---ვი, რომელიც გ-------ს აწყნარებდა და მათთან მიახლოვების შესაძლებლობას არ აძლევდა, რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა გ-------ს და შენგან ამის ღირსი არ ვიყავიო, უთხრა. შენიშნა, რომ დ-----ს მარცხენა ფეხიდან სისხლი სდიოდა, გ-------ს კი ხელში მათი ოჯახის დანა ეჭირა. დედასთან ერთად დ-----ს ქამარი შემოუჭირა ფეხზე და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. გ------- და დ-----ი ჯერ ეზოს გარეთ საუბრობდნენ, შემდეგ კი წავიდნენ. სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია რომ მოვიდა, გ------- და დ-----ი უკვე წასულები იყვნენ. მან და დედამისმა პოლიციის თანამშრომლებს უთხრეს, რომ ქუჩაში დაჭრილი დ------–--–---ვი ნახეს, რომელმაც სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა და წავიდა. დაზარალებულმა ნ--------–---მ დაკითხვისას განმარტა, რომ ყოფილი მეუღლის - გ--------------–---–ის მხრიდან მოკვლისა და სახლის გადაწვის მუქარა რეალურად აღიქვა და ახლაც აქვს შიში, რომ ბრალდებული სასჯელის მოხდის შემდეგ მას და დედამისს გაუსწორდება.

დაზარალებულმა დ------–--–---ვმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი გ--------------–---–ისა და ნ--------–---ს უბნელია და ორივე მათგანს დაახლოებით ოცი წელია იცნობს. ნ-----სთან უფრო ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, გ-------ს ნ-----სთან შეუღლების შემდეგ დაუახლოვდა. ნ----- და გ------- 2017 წლის სექტემბერში შეუღლდნენ, ისინი ჯერ გ-------ს მშობლებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ კი - ვ-------–---სთან გადავიდნენ საცხოვრებლად. შემთხვევის დღეს ნ-----ს და გ-------ს კამათი სერიოზულ ჩხუბში რომ გადაიზარდა და გ-------მ დანა მოიმარჯვა, მაშინღა ჩაერია ცოლ-ქმრის ჩხუბში და გ-------ს დაწყნარება დაიწყო. ნ----- და ვ---- ი-–----ს გ------- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და დაჩეხვით და გადაწვით ემუქრებოდა. ვ-------–---მ პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტა, მაგრამ გ-------მ მობილური ტელეფონი გამოართვა და გადაუგდო. გ-------ს ხელებით რომ იჭერდა და გარეთ მის გაყვანას ცდილობდა, გ-------მ გასასვლელ კართან მდგარი მაგიდიდან სამზარეულოს დანა აიღო, უნდა დავჩეხო ესენიო, თქვა და დედა-შვილისკენ გაიწია. ხელი ჰკრა გ-------ს - რას აკეთებ? გიჟი ხომ არ ხარო? - რაზედაც გ------- გაბრაზდა და დანა ჩაარტყა ბარძაყში. ვ-------–---მ ფეხი ქამრით გადაუჭირა, გ-------ს ძმამ კი საავადმყოფომდე მიაცილა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ბრალდებულს მისთვის მომხდარის გამო არც ბოდიში მოუხდია და არც სამკურნალო ხარჯები აუნაზღაურებია.

მოწმე დ---------------–---–მა, ბრალდებულის ძმამ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას უარყო ნ--------–---სთან მისი ძმის ოჯახური თანაცხოვრების, შემთხვევის დღეს ვ---- და ნ----- ი-–----ის სახლთან ავტომანქანით მისვლის, გ--------------–---–ის ნივთების წამოღების და საავადმყოფომდე დ------–--–---ვის მიყვანის ფაქტები. მოწმე დ. კ-----–---–მა ასევე განმარტა, რომ ნ--------–---ს პირადი ინტერესი აქვს მათ ოჯახს ზიანი მიაყენოს, ნ. ი-–---ს და მისი მეგობრის ცრუ ჩვენებათა საფუძველზე გაუპატიურებისთვისაც არის ნასამართლევი.

მოწმე შ--–---------–---–მა, ბრალდებულს მამამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მის შვილს, გ--------------–---–ს მეუღლე არ ჰყავს და დაკავებამდე მშობლების სახლში ცხოვრობდა. მანვე აღნიშნა, რომ ი-–----ი მეზობლებს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, რადგან სულ სტუმრიანობა ჰქონდათ. აღნიშნულის გამო ხშირად საყვედურობდნენ ვ---- და ნ----- ი-–----ს და მათთან უთანხმოებაც არაერთხელ მოსვლიათ. ი-–----ი მის ოჯახს დაემუქრნენ, რომ პრობლემებს შეუქმნიდნენ და აასრულეს კიდეც - ნ--------–---მ, მეგობართან ერთად, ჯერ მის ერთ ვაჟს, დ--------ს დააბრალა ძალადობა, შემდეგ კი, მეორე შვილი, გ------- მიაცემინა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.

ბრალდებულმა გ--------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებული ნ--------–--- მოსწონდა და მასთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, მისი მეუღლე არ ყოფილა, ერთად არასდროს უცხოვრიათ და არც მომავალში გეგმავდნენ. შემთხვევის დღეს თავად შესთავაზა ნ-----ს ლუდი ერთად დაელიათ. გვიანი იყო ი-–----ის ახლობელი - დ------–--–---ვი რომ მოვიდა. საუბარში ვ---- და ნ----- ი-–----მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. არ უნდოდა მათი აყოლა და სახლში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ დ------–--–---ვმაც მიაყენა შეურაცხყოფა, რასაც შეურაცხყოფითვე უპასუხა. დ. შ--–----- დაეჯაჯგურა და ვინაიდან მის ხელში რაღაც ნივთმა გაიბრწყინა, რომელიც დანად აღიქვა, მოსაგერიებლად ხელი ჰკრა მას, გატრიალდა და წასვლა დააპირა. ამ დროს კივილი მოესმა და უკან მიბრუნებულმა დაინახა, რომ დ. შ--–----ს ფეხიდან სისხლი სდიოდა. დ-----ს ფეხზე საკუთარი ქამარი გადაუჭირა და პოლიკლინიკამდე მიიყვანა, შიგნით არ შეჰყოლია. მესამე-მეოთხე დღეს სამსახურში პოლიციის თანამშრომლებმა მიაკითხეს და განყოფილებაში წაიყვანეს. გამოკითხვისას დანაშაული არ უღიარებია, დაღლილი იყო და ჩვენებას ხელი წაუკითხავად მოაწერა. გ--------------–---–მა ასევე განმარტა, რომ დ. შ--–----- არ დაუჭრია, ასევე - რაიმე მიზეზი, რის გამოც დ------–--–---ვს, ვ---- და ნ----- ი-–----ს შეიძლებოდა მისთვის დანაშაულის დაბრალების ინტერესი ჰქონოდათ, მისთვის ცნობილი არ არის.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, „თბ--–----------–-–-------------–------------------------------–------------------------–----ის“ პაციენტის N5------ სამედიცინო ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, მოქ. დ------–--–---ვი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 0-.0-.18 წ. - 08.0-.18 წ. დიაგნოზით: მარცხენა ბარძაყის მიდამოს ჭრილობა, ოთხთავა კუნთის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 0-.0-.18 წ.

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) N0-------- დასკვნით, სეროლოგიური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:

პაკეტში, წარწერით „კენჭები მოწითალო ფერის ლაქებით და ქვები მოწითალო ფერის ლაქებით" მოთავსებულ კენჭებსა და ქვებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ------–--–---ვს.

პაკეტში, წარწერით „დ------–--–---ვის ტანსაცმელი” მოთავსებულ მაისურზე, კუბოკრულ შარვალზე, ქამარზე და წყვილ ფლოსტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ------–--–---ვს.

შპს „თ---–-----------------“ დირექტორ ლ----------------- 2018 წლის 0-----–---- წერილის თანახმად, „თ---–-----------------“ გ-–-----------–------------ განყოფილების სპეც. მორიგე ბრიგადის დამგველი გ--------------–---–ი მიმდინარე წლის 7---------------------- ჩათვლით არ ცხადდებოდა სამსახურში. იგი 1-------- სამსახურში გამოცხადდა ნახევარი საათის დაგვიანებით, ხოლო რამდენიმე საათის შემდგომ, სამუშაოს შესრულების პროცესში დააკავა პოლიციამ.

სასამართლომ გამოიკვლია რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში გ--------------–---–ის უდანაშაულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ბრალადშერაცხულ დანაშაულებში გ. კ-----–---–ის ბრალეულობა სრულადაა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა ურთიერთშეჯერება და ანალიზი იძლევა საფუძველს, იმაში დასარწმუნებლად, რომ გ--------------–---–ის მიმართ ბრალადშერაცხული დანაშაულები სწორედ მან ჩაიდინა.

სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს ბრალდების მოწმეთა სანდოობის შეფასებაში და თვლის, რომ თითოეული მათგანის, როგ----ც ინფორმაციის წყაროს, სანდოობა და მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებათა უტყუარობა ეჭვს არ იწვევს. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთა ჩვენებები არამხოლოდ თანმიმდევრული და დამაჯერებელი, არამედ, ერთმანეთთან თანმხვედრია. ამავე დროს, სასამართლო განმარტავს, რომ საქმის სასამართლო განხილვისას, დაზარალებულების მხრიდან ბრალდებული გ. კ-----–---–ისთვის დანაშაულის დაბრალების რაიმე ინტერესი საქმის სასამართლო განხილვისას არ დადგენილა (ბრალდებულის მამის და ძმის მიერ სასამართლოსთვის შემოთავაზებული ვერსია მსგავსი ინტერესის არსებობის თაობაზე, დამაჯერებლობასაა მოკლებული, მითუფრო, რომ თავად ბრალდებული გ. კ-----–---–ის მიერ იგი დადასტურებული არ იქნა).

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მტკიცებულებათა დისკრედიტაციას ვერც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ახდენს, რადგან თავად ამ მტკიცებულებათა უტყუარობა საფუძვლიან ეჭვებს ბადებს. სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულების მიკერძოების თაობაზე შ. კ-----–---–ის და დ. კ-----–---–ის ჩვენებები, ისევე, როგ----ც შემთხვევის დეტალებთან დაკავშირებით ბრალდებული გ. კ-----–---–ის ჩვენება, არ შეესაბამება რეალობას და განპირობებულია მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ბრალდებულის დახსნის სურვილით. დაცვის მხარის მტკიცებულებათა შორის, სასამართლომ განსაკუთრებული კრიტიკულობით შეაფასა ბრალდებული გ. კ-----–---–ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, შემთხევევის დღეს დაზარალებულებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც დ------–--–---ვი, რომელსაც ხელში რაღაც საგანი ეჭირა, დაეჯაჯგურა კიდეც; როცა ხელის კვრით მოიშორა დ. შ--–----- და გაეცალა, ქალების კივილი მოესმა და ადგილზე მიბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ დ. შ--–----ს ფეხიდან სისხლი სდიოდა, რის გამოც ფეხი ქამრით გადაუჭირა და საავადმყოფომდე მიაცილა. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. კ-----–---–ის ზემოაღნიშნული ჩვენების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ბრალდებული გულწრფელი არ არის, როცა დაზარალებულებთან ინციდენტში საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოაჩენს, დ. შ--–-----ს სხეულის დაზიანებაზე ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის და საკუთარი უდანაშაულობის ხაზგასმას იმ გარემოების აქცენტირებით ცდილობს, რომ დაჭრილს სწორედ მან აღმოუჩინა პირველადი დახმარება და მანვე მიიღო ზომები სამედიცინო დაწესებულებამდე მის მისაყვანად. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულებთან კონფლიქტში მისი როლის შესახებ გ. კ-----–---–ის პოზიცია არათუ გამყარებული არ არის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული თუნდაც ერთი მტკიცებულებით, იგი წინააღმდეგობაში მოდის ამგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, კერძოდ, ვ-------–---ს, ნ--------–---ს და დ------–--–---ვის ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ კონფლიქტის ინიციატორი და აგრესიული მონაწილე სწორედ ბრალდებული გ--------------–---–ი იყო, რომელიც, დანამომარჯვებული ჯერ ვ---- და ნ----- ი-–----ს დაემუქრა დახოცვითა და სახლის გადაწვით, შემდეგ კი, მისი გაკავებისას, გაბრაზებულმა, დანით დ. შ--–----ს მიაყენა ჭრილობა. გარდა ამისა, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ჩვენების ის ნაწილიც, სადაც იგი დაჭრილის მიმართ გამოჩენილ მზრუნველობაზე საუბრობს, ასევე არ შეესაბამება რეალობას, რადგან ვ---- და ნ----- ი-–----მა დაკითხვისას განმარტეს, რომ ბარძაყში დაჭრილ დ. შ--–----ს ფეხზე ქამარი მათ შემოუჭირეს, რაც ამ უკანასკნელის ჩვენებითაც დასტურდება; გ. კ-----–---–მა კი დაკითხვისას ვერ მიუთითა დ. შ--–-----ს სხეულზე არსებული დაზიანების ზუსტი ლოკალიზაცია, მაშინ, როცა, სისხლდენის შემაჩერებელი ლახტის მის მიერ დადების შემთხვევაში, ჭრილობის მდებარეობა დაზუსტებით უნდა სცოდნოდა.

ამასთანავე, სასამართლო თვლის, რომ ის გარემოება, რომ საავადმყოფომდე მიყოლის მიუხედავად, ბრალდებულის ძმამ - დ---------------–---–მა (და არა - თავად გ--------------–---–მა, როგ----ც ამას ეს უკანასკნელი განმარტავს) თავი აარიდა საავადმყოფოს პერსონალთან კომუნიკაციას, ისევე, როგ----ც შემთხვევის შემდეგ რამდენიმე დღის მანძილზე სამუშაო ადგილზე ბრალდებული გ--------------–---–ის გამოუცხადებლობის ფაქტი, ასევე მიანიშნებს გ--------------–---–ის ბრალეულობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა, რომ 2018 წლის 0-------ს მომხდარი ინციდენტისას გ--------------–---–ი ჯერ სიცოცხლის მოსპობით და საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრა ნ--------–---ს და ვ-------–---ს, შემდეგ კი მანვე დანით ბარძაყში დაჭრა დ------–--–---ვი.

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები

 

კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 151-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, ამ მუხლის მიზნებისათვის, ითვლება ოჯახის წევრად.

მოცემულ შემთხვევაში, როგ----ც უკვე აღინიშნა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-----–---–ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - ნ--------–---ს და მის დედას - ვ-------–---ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და სახლის დაწვით. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ--------–--- გ--------------–---–ის არარეგისტრირებული მეუღლე არ ყოფილა და ისინი არ ეწეოდნენ ოჯახურ თანაცხოვრებას. სასამართლო თვლის, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით (ი-–----ის სახლში ბრალდებულის პირადი ნივთების არსებობა, სამშენებლო მასალების ერთად შეძენა, ხალიჩების ერთად რეცხვა და ა. შ) ცალსახად დგინდება, რომ ნ--------–---, ვ-------–--- და გ--------------–---–ი ცხოვრონდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაც დაკითვისას ნ--------–---მ, ვ-------–---მ და დ------–--–---ვმაც დაადასტურეს.

გარდა ამისა, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გ. კ-----–---–ი მუქარის განხორციელებისას შეიარაღებული იყო დანით და იწევდა დაზარალებულებისაკენ, რამაც გ. შ--–-----ს მიერ მისი გაკავების აუცილებლობაც კი წარმოშვა, - სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ვ---- და ნ----- ი-–----ის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული გ. კ-----–---–ის მიერ განხორციელებული მუქარისას მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ ნ--------–---ს და ვ-------–---ს მიმართ გ--------------–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 11, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, არსებობს ზემოაღნიშნულ დანაშაულთათვის ბრალდებულისთვის სასჯელის სახით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

 

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით

გათვალისწინებული დანაშაული

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაული, როგ----იცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით) მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

მოცემულ შემთხვევაში, როგ----ც უკვე აღინიშნა, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-----–---–მა დ------–--–---ვს განზრახ მიაყენა სხეულის დაზიანება, რასაც, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა მოჰყვა. შესაბამისად, გ--------------–---–ის ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ--------------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად უნდა განესაზღვროს ამ დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და დანაშაულთა სიმრავლე.

 

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.0-.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად, ამ ფენომენის შედეგად ხშირად პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზარალდებიან ბავშვებიც.

სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, პროკურორებს მოუწოდებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ.

ამდენად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების პირობებში, საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 120-ე მუხლის სანქციათა ფარგლებში გ. კ-----–---–ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლე, მათი ძალადობრივი ხასიათი, კონფლიქტისას გ. კ-----–---–ის მიერ მომეტებული საფრთხის შემცველი საგნის - დანის გამოყენების ფაქტი და მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელი, ისევე, როგ----ც ამ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულთა გაცნობიერებას და მომავალში ახალი ძალადობრივი ფაქტების პრევენციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულების: ნ--------–---ს და ვ-------–---ს ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ--------–---ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ვ-------–---ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულების: ნ--------–---ს და ვ-------–---ს ეპიზოდები) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ გ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 11 ივნისიდან.

ნივთიერი მტკიცებულება:

ელექტრონული დისკები და დ------–--–---ვის ავადმყოფობის ისტორია დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

კენჭები მოწითალო ფერის ლაქებით, სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

დ------–--–---ვის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი