განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-786-18
( N012191018001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მამია ფხაკაძემ
ქეთი ინასარიძეს მდივნობით,პროკურორ - ხ-------------------;
ბრალდებულ - ა-------------–---–--;
ადვოკატ - ზ-----------–---–---–--;
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:
ა---------------------------–---–-----------------–-------–-–------------------------–----------–----------------------------------------–----–----------–------------------–-----------------------------–---------------------–------------------------–---------------------------------------------------------------------------------------------–----–---------–--–-------–-------------–---------–------------–--------------------------–--------------–--–---------------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. ქმედების კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
2018 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. რუსთავში, მ----------------5 საცხოვრებელ ბინაში, ა-------------–---–მა ც------------–-–---–ს, რომელთანაც 12 წელი ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილების 2007 წელს დაბადებული გ---------------–---–ის და 2013 წელს დაბადებული დ-------------–---–ის თანდასწრებით, ერთხელ თავისა და ორჯერ მარცხენა ბეჭის არეში დაარტყა მუშტი. ა-------------–---–-- ძალადობრივი ქმედებებით, ც------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებისთვის ა-------------–---–ს ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა-------------–---–-- ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.
3. დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 19 აპრილს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ თ----------------–--ის მიერ. ბარათის მიხედვით, ქ. რუსთავში მ------------------–- მცხ, ც------------–-–---–მა განაცხადა, რომ ამავე მისამართზე მისმა მეუღლემ ა-------------–---–მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. აღნიშნულ ფაქტს აქვს სისტემური ხასიათი რასაც ესწრებიან მათი არასრულწლოვანი შვილები. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. (ტ1. ს.ფ. 1)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- შეტყობინების თანახმად: ინიციატორი ქ--------------–-–---–ი მცხოვრები ქ. თბილისში, ითხოვს დროულ რეაგირებას ქ. რუსთავში მ-------------------–- მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების თანხმად ქ. რუსთავში მე----------------–- მცხოვრებ ც------------–-–---–ს და მის ორ არასრულწლოვან შვილს მეუღლე ა-------------–---–ი ფიზიკურად უსწორდება, (ტ1. ს.ფ. 2)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- შეტყობინების თანახმად: ქ. რუსთავში მე----------------–- მცხოვრებმა ც------------–-–---–მა განაცხადა, რომ ამავე მისამართზე მისმა მეუღლემ ა-------------–---–მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. აღნიშნულ ფაქტს აქვს სისტემური ხასიათი, რასაც ესწრებიან მათი არასრულწლოვანი შვილები. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. (ტ1. ს.ფ. 3)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დ-------–---–----ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, მე-19 მიკრო რაიონში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რის შემდეგაც მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, მდებარე ქ.რუსთავი, მ------------------–-, სადაც დახვდათ ც------------–-–---–ი და ორი არასრულწლოვანი. მოწმის განმარტებით ც------------–-–---–მა განაცხადა, რომ მეუღლესთან (ა-------------–---–თან) ჰქონდა კონფლიქტი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფა, რასაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. დაზარალებულმა ც------------–-–---–მა ანახა მუქი ფერის კარდა, რომელიც იყო გატეხილი და ფარდა, რომელიც იყო ჩამოწყვეტილი. მოწმის განმარტებით აღნიშნულ ფაქტზე მის მიერ ა-------------–---–-- მიმართ გამოწერილი იქნა (30 დღის ვადით ) შემაკავებელი ორდერი. მოწმის განმარტებით, ის უშუალოდ არ შესწრებია ა-------------–---–სა და ც------------–-–---–ს შორის არსებულ კონფლიქტს, მან კონფლიქტის და ძალადობრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ც------------–-–---–ისგან შეიტყო. ქალბატონი ც------------–-–---–ი იყო აღელვებული, რადგან ნერვიულობდა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. (ტ.2. ს.ფ. 104-106)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, მ-----------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბრის საღამო ხანს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა-------------–---–-- მეუღლემ დაურეკა და უთხრა რომ კონფლიქტი მოუვიდა ქმართან. ც------------–-–---–ი იმყოფებოდა სკოლის ეზოში, თან ახლდა მ-----------–---–ის ნათლულიც. ა-------------–---–-- უფროსი ვაჟი ვარჯიშობს ,,ტაიკვანდოზე“, ქალაქ რუსთავში, მე-16 მიკრო რაიონში არსებულ სკოლაში. მოწმის განმარტებით, ის მივიდა აღნიშნულ ადგილას, როდესაც ბავშვმა დაამთავრა ვარჯიში, წამოვიდნენ, სახლამდე მიაცილა. სახლში მისულებს დახვდათ ა-------------–---–ი, რომელიც იჯდა სავარძელში, მისი მეუღლე დაჯდა მის წინ. ბავშვები გავიდნენ სამზარეულოში. საუბრიდან დაახლოებით 5 წუთში ა-------------–---–ი გავიდა სახლიდან, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად, 10 წუთში დაბრუნდა. მოწმის განმარტებით, ა-------------–---–ი და ც------------–-–---–ი არიან მისი ნათესავები, რუსთავში მის გარდა არვის იცნობენ და დახმარების საჭიროების შემთხვევაში ხშირად ურეკავენ მას. მ-----------–---–ი უშუალოდ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ც------------–-–---–ი იყო განერვიულებული. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ სახლში მოვიდა პოლიციის ეკიპაჟი. ც------------–-–---–მა პოლიციელებს განუცხადა, რომ ა-------------–---–ი სცემდა მას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას არასდროს სმენია ა-------------–---–სა და ც------------–-–---–ს შორის არსებულ კონფლიქტზე .(ტ.2. ს.ფ. 106-109)
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ც------------–-–---–მა და ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანმა მოწმემ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ოჯახის წევრის (დაზარალებულის შემთხვევაში მეუღლის, ხოლო არასრულწლოვანი მოწმის შემთხვევაში მამის) ა-------------–---–-- დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.( ტ.2. - ს.ფ. 73-74 და ს.ფ. 83-84)
დაზარალებულ ც------------–-–---–ის და არასრულწლოვანი მოწმის გ---------------–---–ის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიუცემლობის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილი, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის და არასრულწლოვანი მოწმის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.
ბრალდებულმა ა-------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შეფასება და გაანალიზება სასამართლომ მოახდინა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, დადგენილია, რომ, ც------------–-–---–ს (19.10.2018წ) ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
(ტ.1. ს.ფ. 125-128)
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის, სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა ამ შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურს. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმეების მ-----------–---–ის და დ-------–---–----ის ჩვენებები, ასევე სასამართლო არსებითი განხილვის სხდომაზე უდაოდ ცნობილი მოწმეების: ქ--------------–-–---–ის და გ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ჩვენებები - ა-------------–---–-- მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებაში არის ირიბი ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები გადმოსცემს, მხოლოდ დაზარალებულ ც------------–-–---–ისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლო პროცესზე ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) ა-------------–---–-- დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
სასამართლოს შეფასებით, ირიბი ჩვენება სარწმუნოობის თვალსაზრისით უფრო დაბალი ხარისხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალა გააჩნია თავდაპირველ მტკიცებულებებთან შედარებით.
ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 )
ამავე მიმართებით საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22ივნისის N 1/1/548 გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ამ ნორმის, ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ა-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესეი იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც საკმარისი იქნებოდა ა-------------–---–-- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4.სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ა-------------–---–-- ბრალდების დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ყველა მტკიცებულება, რომლიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას და მათ შორის არ იკვეთება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-------------–---–-- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც ა-------------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-------------–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;
2. ა-------------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. განემარტოს ა-------------–---–ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე