გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1132-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
მოსარჩელე - ტ------–------–---–ი
წარმომადგენლები - ნ-----–----------–---–ი, ნ------------ა
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–--ე
მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №---- ბრძანება, ტ------–------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭება იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსი.
2. მხარეთა პოზიციები:
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად იქნა გამოცემული, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის წარმომადგენლის განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ტ------–------–---–ი მუდმივად არ ცხოვრობდა ა---–-------------–----–----------------– ჩ-------ში, იგი 1995 წლიდან იმყოფებოდა საზღვარგარეთ და პერიოდულად ბრუნდებოდა სოფელ ჩ-------ში, სადაც მას ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები. შესაბამისად, სადავო პერიოდისათვის ტ------–------–---–ი სოფელ ჩ-------ის მუდმივ მცხოვრებ პირად არ მიიჩნეოდა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2017 წლის 11 ოქტომბერს, ტ------–------–---–მა განცხადებით (რეგისტრაციის N--------) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მიუთითა, რომ იგი არის საქართველოს მოქალაქე, დევნილი ა---–-------------–----–----------------– ჩ-------იდან, შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 71);
- 2017 წლის 11 ოქტომბრის N--------განცხადება (იხ. ს.ფ. 72).
3.2. ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2017 წლის 9 ოქტომბერს გაცემული N-- ცნობის თანახმად, ტ------–------–---–ი მეუღლესთან - ლ------------დთან და შვილთან - მ------------–---–თან ერთად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე სეზონურად ცხოვრობდა ა---–-------------------------– ჩ-------ში. ტ------–------–---–ი 1995 წელს საბერძნეთში წავიდა, საიდანაც სამ თვეში დაბრუნდა, 2005 წელს წავიდა, 2007 წელს დაბრუნდა, 2008 წელს წავიდა, 2009 წელს დაბრუნდა, 6 თვეში ისევ წავიდა და 2017 წლის 25 სექტემბერს დაბრუნდა. აღნიშნულ სოფელში მას აქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 9 ოქტომბრის N------ ცნობის თანახმად, ტ------–------–---–ი 1995 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ა---–-------------------------– ჩ-------ში, ხოლო 1995 წლის შემდეგ პერიოდულად სამუშაოდ გადაადგილდებოდა საზღვარგარეთ. აღნიშნული დასტურდებოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 9 ოქტომბრის N-- ცნობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 9 ოქტომბრის N-- ცნობა (იხ. ს.ფ. 73);
- ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 9 ოქტომბრის N------ ცნობა (იხ.ს.ფ. 72).
3.3. ტ------–------–---–ის მიერ, 2017 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარდგენილი განცხადების განხილვის მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც, 2017 წლის 11 ოქტომბერს ტ------–------–---–ს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი. ტ------–------–---–მა გასაუბრებისას აღნიშნა, რომ დ-------------–--–------–-----–-; 1962-1972 წლებში საშუალო განათლება მიიღო ა---–---------------–- (სოფ. უ---------- - 1962-1970 წწ; სოფ. ლ-------- - 1970-1972 წწ); 1997-1979 წლებში სწავლობდა ქ-------–-------------------------–ი; 1984-85 წლებში მუშაობდა ა---–-------------------------– უ----------- კოლმეურნეობაში; 1--- წელს დაოჯახდა სოფელ ჩ-------ში, მეუღლე - ლ------------ი, მუშაობდა ქ. თბილისის ერთ-ერთ ს----–-–- ი---–-------------------------- თუმცა დაოჯახების შემდეგ აღარ უმუშავია (ვერ შეძლო ა---–---------- თბილისში სიარული); 1--- წელს შვილი - მ------------–---–ი შეეძინა თბილისში; 1995 წელს სამუშაოდ წავიდა საბერძნეთში, საიდანაც სამ თვეში დაბრუნდა; 2005 წლამდე ცხოვრობდა ა---–---------------–-; 2005-დან 2008 წლამდე იმყოფებოდა საბერძნეთში (წავიდა სამუშაოდ მეუღლესთან და შვილთან ერთად); ა---–-------------------------– ჩ-------ში ცხოვრობდა მამის საკუთრებაში; მისი შვილი - მ------------–---–ი ს----–-–- სწავლობდა თბილისში (მათ სოფელში აღარ იყო სკოლა) და სწავლის პერიოდში ცხოვრობდა ბებია-ბაბუასთან (მეუღლის მშობლები); მე-7 კლასიდან სწავლა განაგრძო საბერძნეთში; ამჟამად, მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ საბერძნეთში; მეუღლე არის საბერძნეთის მოქალაქე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი (იხ. ს.ფ. 81-84).
3.4. ტ------–------–---–თან 2017 წლის 11 ოქტომბრის გასაუბრების გათვალისწინებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადდა დასკვნა „ტ------–------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე“. დასკვნის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ტ------–------–---–ი დაოჯახების შემდეგ აღარ იყო ა---–-------------------------– ჩ-------ის მუდმივი მცხოვრები. 2008 წლამდე იგი ცხოვრობდა საბერძნეთში. ამ პერიოდში მისი შვილი (დაბ. 1---–-, თბილისში) ს----–-–- სწავლობდა ქ. თბილისში, ანუ ტ------–------–---–ის საბერძნეთში ცხოვრების დროს, მისი არასრულწლოვანი შვილი ს----–-–- დადიოდა ქ. თბილისში და სავარაუდოდ, მეუღლეც ცხოვრობდა ქ. თბილისში, სადაც მისი არასრულწლოვანი შვილი და მშობლები ცხოვრობდნენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეუღლე - ლ------------ი არ იყო დაკავშირებული ახალგორის რაიონთან შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. ამასთან, ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2017 წლის 9 ოქტომბერს გაცემული N-- ცნობის თანახმად, ტ------–------–---–ი მეუღლესთან - ლ------------დთან და შვილთან - მ------------–---–თან ერთად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე სეზონურად ცხოვრობდა ა---–-------------------------– ჩ-------ში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2017 წლის 8 ნოემბრის №-------------- მოხსენებითი ბარათით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან შესაბამისი რეაგირებისათვის გადაიგზავნა „ტ------–------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე“ დასკვნა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №---- ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 8 ნოემბრის №-------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ტ------–------–---–ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „ტ------–------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე“ დასკვნა (ს.ფ. 78-79);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 8 ნოემბრის №-------------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 80);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №---- ბრძანება (ს.ფ. 14).
3.5. ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2010 წლის 28 ივლისს გაცემული N-- ცნობის თანახმად, მ---------------–--------–-------–---–-- (დაბადებული: 2--1--1---–-) მიმართ გაიცა ცნობა, რომ იგი რუსეთის მიერ ახალგორის ოკუპაციამდე მუდმივად ცხოვრობდა ა---–-------------–----–----------------– ჩ-------ში, მამის - ტ------–------–---–ის საცხოვრებელ სახლში. ცნობა გაიცა სამოქალაქო რეესტრის ახალგორის სამსახურში წარსადგენად.
ახალგორის მუნიციპალიტეტის ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2011 წლის 3 აგვისტოს N-- ცნობის თანახმად, ტ------–------–---–ი რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამდე (2008 წლის 6 აგვისტო) ნამდვილად იყო ა---–-------------------------– ჩ-------ის მუდმივი მაცხოვრებელი პირი. ოჯახის შემადგენლობა: თვითონ - ტ------–------–---–ი; შვილი - მ------------–---–ი. ცნობა გაიცა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში წარსადგენად.
ახალგორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 3 ნოემბრის N-- ცნობით თანახმად, ტ------–------–---–ს ა---–-------------------------– ჩ-------ში ჰქონდა უძრავი ქონება საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთების სახით.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 3 ნოემბრის N------ ცნობის თანახმად, ტ------–------–---–ს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ა---–-------------------------– ჩ-------ში ჰქონდა უძრავი ქონება საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის სახით. აღნიშნული დასტურდება ახალგორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 3 ნოემბრის N-- ცნობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2010 წლის 28 ივლისის N-- ცნობა (იხ. ს.ფ. 99);
- ახალგორის მუნიციპალიტეტის ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2011 წლის 3 აგვისტოს N-- ცნობა (იხ. ს.ფ. 100);
- ახალგორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 3 ნოემბრის N-- ცნობა (იხ. ს.ფ. 36);
- ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 3 ნოემბრის N------ ცნობა (იხ.ს.ფ. 35).
3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა თ--------------–---–-- განმარტა, რომ იგი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დ-----–------–----------. ტ------–------–---–ს და მის ძმას იცნობს საკმაოდ დიდი ხანია (სკოლის დასრულების შემდეგ) და მათთან აქვს საკმაოდ ახლო და კარგი ურთიერთობა. მოწმის განმარტებით, ტ------–------–---–ის ძმა იყო მისი მეზობელი ა---–-----–- და დევნილობის შემდეგ ისინი კვლავ მეზობლად ცხოვრობენ წ---------- დევნილთა დასახლებაში. იგი ხშირად სტუმრობდა ოჯახს სოფელ ჩ-------ში, შესაბამისად, მისთვის ზუსტად არის ცნობილი, რომ ტ------–------–---–ი ცხოვრობდა ა---–-----–-, სოფელ ჩ-------ში და 1995 წლიდან, პერიოდულად სამუშაოდ უწევდა საზღვარგარეთ წასვლა, მაგრამ იგი მუდმივად სოფელში ცხოვრობდა და სხვა საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონია. ტ------–------–---–ს ჰყავს მეუღლე და შვილი, რომლებიც ასევე ჩ-------ში ცხოვრობდნენ. შვილი - მ------------–---–ი ს----–-–-, დაწყებით კლასებში სოფელ ჩ-------ში დადიოდა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ჩ-------ი არის მაღალმთიანი სოფელი, იქ მხოლოდ დაწყებითი კლასები იყო, შემდეგ მ------------–---–ი ბაბუა-ბებიასთან გადავიდა თბილისში, სადაც სწავლობდა დაახლოებით მე-7 კლასამდე. მოგვიანებით, მეუღლე და შვილი საცხოვრებლად საბერძნეთში წავიდნენ. ოჯახი სოფლის მეურნეობას ეწეოდა, კერძოდ, ცხვარი და საქონელი ჰყავდათ. მოწმის განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ტ------–------–---–ი სოფელ ჩ-------ში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
მოწმე ბ------------–---–ის განმარტებით, იგი დევნილობამდე ა---–-----–-, სოფელ ჩ-------ში ცხოვრობდა, ხოლო ამჟამად, ფ---------- დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ტ------–------–---–ი იყო მისი მეზობელი სოფელ ჩ-------ში. მისთვის ცნობილია, რომ იგი მუდმივად სოფელ ჩ-------ში ცხოვრობდა, იქ დაქორწინდა, ჰყავს შვილი - მ------------–---–ი, რომელმაც 4 კლასი ისწავლა ჩ-------ში, შემდეგ სკოლა დაიხურა და ბაბუა-ბებიასთან თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მოსარჩელე მეუღლესთან ერთად სოფელში დარჩა, სადაც მეურნეობა ჰქონდათ. მოწმის განმარტებით, მოსარჩელე პერიოდულად სამუშაოდ საზღვარგარეთ დადიოდა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით ხასიათს ატარებდა და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სოფელი ჩ-------ი იყო. 2008 წლის ომის დროს ტ. ჩ----–---–- სოფელში იმყოფებოდა, ომის შემდეგ იგი კვლავ საზღვარგარეთ წავიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. სასამართლო სხდომის ოქმი (05.06.2018წ.)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტ------–------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №---- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც მას მიენიჭება იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
6.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით, რომლის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობით განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში); გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს.
დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი არ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს; ბ) არსებობს განმცხადებლის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის შედეგად პირს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე; გ) პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ამავე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ახორცილებს დეპარტამენტი. დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას.
მითითებული მუხლის მე-20 პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით, დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი, რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი და მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოხელე, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 11 ოქტომბერს, ტ------–------–---–მა განცხადებით (რეგისტრაციის N--------) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მიუთითა, რომ იგი არის დევნილი ა---–-------------–----–----------------– ჩ-------იდან და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. მითითებული განცხადების განხილვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 11 ოქტომბერს გამოიკითხა თავად დაინტერესებული მხარე - ტ------–------–---–ი. გასაუბრების შედეგებისა და საქმეში არსებული მასალების, მათ შორის ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2017 წლის 9 ოქტომბერს გაცემული N-- ცნობის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადდა დასკვნა „ტ------–------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე“. დასკვნის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ტ------–------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ა---–----------------- სოფელი ჩ-------ი არ ყოფილა. ტ------–------–---–ი დაოჯახების შემდეგ აღარ იყო ა---–-------------------------– ჩ-------ის მუდმივი მცხოვრები. 2008 წლამდე იგი ცხოვრობდა საბერძნეთში. ტ------–------–---–ის საბერძნეთში ცხოვრების დროს, მისი არასრულწლოვანი შვილი (დაბ. 1---–-, თბილისში) ს----–-–- სწავლობდა ქ. თბილისში და სავარაუდოდ, მეუღლეც ცხოვრობდა ქ. თბილისში, სადაც მისი არასრულწლოვანი შვილი და მშობლები ცხოვრობდნენ. მეუღლე - ლ------------ი არ იყო დაკავშირებული ახალგორის რაიონთან შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. ამასთან, ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2017 წლის 9 ოქტომბერს გაცემული N-- ცნობის თანახმად, ტ------–------–---–ი მეუღლესთან - ლ------------დთან და შვილთან - მ------------–---–თან ერთად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე სეზონურად ცხოვრობდა ა---–-------------------------– ჩ-------ში.
ამასთან, აღნიშნული დასკვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან გადაიგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2017 წლის 8 ნოემბრის №-------------- მოხსენებითი ბარათით.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №---- ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 8 ნოემბრის №-------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ტ------–------–---–ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.
სასამართლო საქმეში არსებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად ადგენს, რომ მოპასუხე მხარემ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ------–------–---–ის პერიოდულად საზღვარგარეთ სამუშაოდ გადაადგილების ფაქტი ავტომატურად არ გამორიცხავდა ტ------–------–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ახალგორის, სოფელ ჩ-------ის მიჩნევის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულ პირთა განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ მოწმეებმა ხაზგასმით დაადასტურეს მოსარჩელის პერიოდულად სამუშაოდ საზღვარგარეთ გადაადგილების ფაქტი, კერძოდ, მოწმეთა განმარტებით, ტ------–------–---–ი ცხოვრობდა ა---–-----–-, სოფელ ჩ-------ში და 1995 წლიდან, პერიოდულად, სამუშაოდ უწევდა საზღვარგარეთ წასვლა, მაგრამ იგი მუდმივად სოფელში ცხოვრობდა და დევნილობამდე სხვა საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე და შვილი, რომლებიც ასევე ჩ-------ში ცხოვრობდნენ, შვილი - მ------------–---–ი ს----–-–-, დაწყებით კლასებში სოფელ ჩ-------ში დადიოდა. ვინაიდან ჩ-------ი არის მაღალმთიანი სოფელი და იქ მხოლოდ დაწყებითი კლასები იყო, შემდეგ მ------------–---–ი ბაბუა-ბებიასთან თბილისში გადავიდა, სადაც დაახლოებით მე-7 კლასამდე სწავლობდა. მოგვიანებით ტ------–------–---–ის მეუღლე და შვილი საცხოვრებლად საბერძნეთში წავიდნენ. ოჯახი სოფლის მეურნეობას ეწეოდა. მოწმეთა განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ტ------–------–---–ი სოფელ ჩ-------ში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
ამასთან, საყურადღებოა ახალგორის მუნიციპალიტეტის ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2011 წლის 3 აგვისტოს N-- ცნობა, რომლის თანახმად, ტ------–------–---–ი რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამდე (2008 წლის აგვისტო) ნამდვილად იყო ა---–-------------------------– ჩ-------ის მუდმივი მაცხოვრებელი პირი.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ცხრაძმის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2017 წლის 9 ოქტომბერს გაცემული N-- ცნობაზე (აქტის გამოცემის ერთ-ერთი საფუძველი), რომლის თანახმად, ტ------–------–---–ი მეუღლესთან - ლ------------დთან და შვილთან - მ------------–---–თან ერთად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე სეზონურად ცხოვრობდა ა---–-------------------------– ჩ-------ში, კერძოდ: ტ------–------–---–ი 1995 წელს საბერძნეთში წავიდა, საიდანაც სამ თვეში დაბრუნდა, 2005 წელს წავიდა, 2007 წელს დაბრუნდა, 2008 წელს წავიდა, 2009 წელს დაბრუნდა, 6 თვეში ისევ წავიდა და 2017 წლის 25 სექტემბერს დაბრუნდა. აღნიშნულ სოფელში მას აქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები. ამდენად, ცნობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ტ------–------–---–ი 1995 წლის შემდეგ, პერიოდულად მხოლოდ სამუშაოდ მიდიოდა საზღვარგარეთ (აღნიშნული სადავო გარემოებას არ წარმოადგენს), თუმცა ა---–----------------- სოფელი ჩ-------ი წარმოადგენდა მის ერთადერთ, მუდმივ საცხოვრებელ ადგილს და მას სხვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია.
ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში ასახული მოსარჩელის მეუღლისა და შვილის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული მოსაზრებები, რომლებიც ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს და არ გამომდინარეობს კონკრეტული მტკიცებულებებიდან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
მტკიცებულებათა შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეფასების შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ტ------–------–---–ის ა---–-----–-, სოფელ ჩ-------ში მუდმივად ცხოვრებისა და იქ არსებული მოვლენებიდან გამომდინარე, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების ფაქტობრივი გარემოება. ამდენად, ტ------–------–---–ი წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კი, აღნიშნული გარემოების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსაჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №---- ბრძანება, მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; წ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზის წარმოება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან დადასტურებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №---- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველის არსებობა, ამასთან, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს მოსარჩელის დევნილობის ფაქტს, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა ტ------–------–---–ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ტ------–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №---- ბრძანება ტ------–------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ტ------–------–---–ს მიენიჭება იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსი;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე