გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020310119002814035 (3/10-19)
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 აპრილი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
მოსარჩელე - სს ,,თა---------ი’’
წარმომადგენელი - დ------–---–--ე
მოპასუხე - ზ----------------–----–---------------
წარმომადგენელი - ნა----------ია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
განსახილველი საკითხი - სახელმწიფო ბაჟის ნაწილი თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1.განსახილველი საკითხი
1.1.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის მისთვის დაბრუნება.
2.1.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1.ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა სს ,,თა---------მა’’ მოპასუხე ზ----------------–----–---------------- მიმართ - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე. სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბ-–-------–----ს ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შუამდგომლობაზე - 1----–------------------.
2.1.2.ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2----–-–------------–- მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,თა---------ი’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არ წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩა მოსარჩელის მიერ გადახდილი ბ-–-------–----- ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი ბ-–--------–----- თუმცა სასამართლოს არ გადაუწყვეტია სხვა თანხების საკითხი.
სამოტივაციო ნაწილი:
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დარჩენილი თანხები გადახდილია ზედმეტად და უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
4. კანონი, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 5. სამართლებრივი შეფასება
5.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენებით, გადაწყვეტილებაში სასამართლოს ხარჯების სრულყოფილად გადაუწყვეტლობის გამო, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე ზეპირი მოსმენის გარეშე მსჯელობა უნდა წარიმართოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლის 31 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.
სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ შუამდგომლობაზე საკითხის გადაწყვეტა ზეპირი განხილვით, არ ხელყოფს მხარეთა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას. ამ კუთხით, ყურადსაღებია სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა, რაც დადგენილია საქმეზე ოგანოვა საქართველოს წინააღმდეგ----------------------–--–--- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საჯარო განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გულისხმობს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას. მიუხედავად ამისა, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ზეპირი განხილვის ვალდებულება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. ამგვარად, ზეპირი განხილვის არარსებობა შესაძლოა, შეესაბამებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნას, როდესაც განსახილველი საკითხი არ იწვევს ეჭვს იმ ფაქტებთან ან კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა წერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე შეუძლებელია ადეკვატურად იქნეს გადაწყვეტილი’’.
მოცემულ შემთხვევაში, განხილვის საგანია პროცესის ხარჯის - ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელისათვის დაბრუნება. გამომდინარე აქედან, სასამართლო თვლის, რომ გამოსაკვლევი არაფერია და ამ საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა ვერ გამოიწვევს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.
5.2.მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს 2----–-–------------–----ადაწყვეტილებაში სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის საკითხი არ გადაუწყვეტია სრულყოფილად, რაც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია. ამ მხრივ ყურადსაღებია ის გარემოება, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩა სარჩელზე გადახდილი ბაჟი 1----–----, ხოლო დარჩენილი 1----–---- უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ასევე, მოსარჩელეს უბრუნდება აქტის მოქმედების შეჩერების (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების) შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1----–----------------------------–------------------–---------------–---------–-–--------------------------------–-------–-------------–----–-------------–--------------–----------–--------------------------------------- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდა და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 15---–------ 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 15---–------ 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია--------–-რს“ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მოსარჩელე სს ,,თა---------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შუამდგომლობაზე 1--------- წელს №0 საგადასახადო დავალებით (რეფერენსი №24-------4) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 1----–--------------–-------სევე სარჩელზე 1--------- წელს №0 საგადასახადო დავალებით (რეფერენსი №24-------9) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 1----–-------------–----------------–--ე 2--------- წელს №0 საგადასახადო დავალებით (რეფერენსი №24-------0) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 1----–-----
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა