განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/448-18
(№0-----------)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: გიორგი ლობჯანიძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული მ---------–--–-–---–ი, დაბადებული 1----–ლის 21 დეკემბერს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლეობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-------------------------------;
ადვოკატი: ვიტალი მირზოიანი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქ/პუნქტი - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2015 წლის 19 მარტს თ----------–---მ მემკვიდრეობით მიიღო მისი გარდაცვლილი მეუღლის ზ------------–---–ის კუთვნილი ავტომობილები ,,H-----------------ი სახ. ნომრით K------ და „V----------------------“ სახ. ნომრით G------. 2016 წლის 16 მარტს თ----------–---მ აღნიშნულ ქონებაზე მართვისა და განკარგვის უფლება მინდობილობით გადასცა ზ------------–---–ის მამას შ-----------–---–ს. მ---------–--–-–---–მა განიზრახა ბოროტად გამოეყენებინა მისი ნაცნობის შ-----------–---–ის პირადი ნდობა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფ ავტომობილებს. განზრახვის განხორციელების მიზნით, 2--- წლის ივლისში ქ----------–---------------------------------------ის ეზოში, მ---------–--–-–---–მა შ-----------–---–ისგან 2000 აშშ დოლარად შეიძინა ავტომობილი ,,H---------------”-ი სახ. ნომრით K------, იმ პირობით, რომ საფასურს გადაუხდიდა ეტაპობრივად ყოველთვიურად 200 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის სრულად დაფარვის შემდეგ მოხდებოდა ავტომობილის მასზე რეგისტრაცია და მის საკუთრებაში გადასვლა. 2--- წლის აგვისტოში მ---------–--–-–---–მა შ-----------–---–ს გადაუხადა 200 აშშ დოლარი, ამასთან 2200 აშშ დოლარად მისგან კვლავ შეიძინა ავტომობილი „V----------------------“ სახ. ნომრით G------, იმ პირობით, რომ მის საფასურს გადაიხდიდა ეტაპობრივად ყოველთვიურად 200 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის სრულად დაფარვის შემდეგ მოხდებოდა ავტომობილის მასზე რეგისტრაცია და მის საკუთრებაში გადასვლა, ხოლო წინა ავტომობილის დარჩენილ თანხას, ამავე წლის სექტემბერში ერთბაშად გადაუხდიდა. მ---------–--–-–---–მა შ-----------–---–ისაგან წაყვანილი ორივე ავტომობილი გაყიდა, თუმცა შ-----------–---–ისათვის დაპირებული თანხა არ გადაუხდია, რითაც დაზარალებულს მიაყენა 9562 ლარის (4000 აშშ დოლარის ექვივალენტი) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ---------–--–-–---–მა დაადასტურა, რომ შ-----------–---–ისაგან ნამდვილად შეიძინა ავტომობილები, თუმცა თანხა მაშინვე ვერ გადაუხადა, რადგან ერთ-ერთი მანქანა მალევე გაფუჭდა და შეკეთების ხარჯებისა და დაბალ ფასში გაყიდვის გამო, თავადაც იზარალა. გარდა ამისა, მან შ-----------–---–ისაგან აიღო სესხი და ამ პერიოდში უხდიდა სარგებელს. შეექმნა ფინანსური პრობლემები, დაუგროვდა სხვადასხვა გადასახადები და ამიტომ თანხა დროულად ვერ გადაუხადა. დღეის მდგომარეობით მასა და შ-----------–---–ს შორის დადებულია ახალი ხელშეკრულება უძრავი ქონების უზრუნველყოფით და ყოველთვიურად უხდის მას როგორც მანქანების, ისე სესხის დაუფარავ თანხას.
მ---------–--–-–---–ის მიერ ავტომანქანების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:
დაზარალებულმა შ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს ქ----------–-----------------ში, მეუღლესთან, რძალთან თ-----------–----თან და შვილიშვილთან ერთად. რძლის სახელზე რეგისტრირებული იყო მისი გარდაცვლილი შვილის ა/მანქანები და მინდობილობის საფუძველზე განკარგავდა მის ქონებას. მ---------–--–-–---–ს იცნობდა, იცოდა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და ენდობოდა მას. ვინაიდან მ------ დაინტერესებული იყო მანქანის შეძენით, ეტაპობრივი გადახდით მიყიდა მას ჰ--------ს მარკის 2000 აშშ დოლარად და გადახდის დასრულების შემდეგ დაარეგისტრირებდა მის სახელზე. მ------მ აგვისტოს თვეში მიუტანა თანხის ნაწილი 200 აშშ დოლარი და უთხრა, რომ მანქანის შეძენა სურდა ერთ-ერთ მყიდველს 2400 დოლარად და თუ გაყიდდა, შემდეგში მეორე მანქანასაც იგივე პირობებით შეიძენდა. შეთანხმდნენ, რომ ჰ--------ს თანხას გადაუხდიდა მისი გაყიდვისთანავე, ხოლო შ-------–-----ის მარკის მანქანის თანხას გადაუხდიდა ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად 200 აშშ დოლარს, სულ 2200-ს. 2--- წლის სექტემბრის თვიდან, მაშინ როდესაც ჰ--------ს თანხა მ------ს სრულად უნდა გადაეხადა და ამასთან უნდა მიეცა ნივისთვის გადასახდელი 200 აშშ დოლარი, მან არცერთი მანქანის ფული არ გადაუხადა და გამორთო ტელეფონი, რის გამოც იგი ვეღარ უკავშირდებოდა და იძულებული გახდა მიემართა სამართალდამცავებისთის. საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, მათ დადეს ახალი ხელშეკრულება და მ---------–--–-–---–ი ყოველთვიური გადახდით უხდის მას ორივე მანქანის ფულს, აგრეთვე სხვა სესხის თანხას, რომლის ნაწილიც გადაუხდელი ჰქონდა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ----------–---მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მანქანები მის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა მინდობილობის საფუძველზე განკარგავდა მისი მამამთილი შ-----------–---–ი. იგი ყველაფერზე საქმის კურსში აყენებდა. თ----------–---მ დაადასტურა, რომ მ---------–--–-–---–მა შეიძინა მისი ა/მანქანები და თანხას არ იხდიდა შეთანხმების პირობების შესაბამისად. თუმცა ამ ეტაპზე მათ შორის დადებულია სხვა ხელშეკრულება და ბრალდებული გრაფიკის მიხედვით იხდის თანხას.
მოწმე კ----------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ---------–--–-–---–ისაგან შეიძინა შ-------–-----ის მარკის ა/მანქანა, მისცა მას თანხის ნაწილი და შეთანხმდნენ, რომ სრულად გადაიხდიდა რეგისტრაციის შემდეგ. როგორც გაირკვა მანქანის შეძენა პრობლემებთან იყო დაკავშირებული, რადგან მესაკუთრე გარდაცვლილი იყო და ა.შ. ამიტომ თანხა სრულად გადაუხადა და მ------მ ხელწერილით დაუდასტურა, რომ იღებდა ვალდებულებას მანქანის რეგისტრაციაზე. დღეის მდგომარეობით მანქანა მის სახელზეა, შ-----------–---–ისა და თ----------–---ს მეშვეობით დაირეგისტრირა.
მოწმე მ----------------მა, რომელიც კ----------------------–---–ის მეგობარია, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მ---------–--–-–---–ისაგან შეიძინეს ა/მანქანა და შეიქმნა რეგისტრაციის პრობლემა. მისი განმარტებით, მანქანა ბიძაშვილის სახელზე ირიცხებოდა და ის არ იმყოფებოდა ქალაქში. ასევე იმიზეზებდა სხვადასხვა რაღაცებს. ბოლოს ნოტარიუსთან დააწერინა ხელწერილი კოტემ და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაირეგისტრირა მანქანა თავის სახელზე.
მოწმეთა ჩვენებების პარალელურად, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შემდეგი წერილობითი მტკიცებულებები:
2016 წლის 16 მარტის მინდობილობით თ----------–--- სრულ უფლებას აძლევდა შ-----------–---–ს უძრავი და მოძრავი ქონების (მათ შორის ავტომანქანები და ტვირთები) მართვის და განკარგვის, კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგების დადების, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ ნებისმიერი სახისა და ოდენობის უძრავი და მოძრავი ქონების შეძენის მისი სახელით და სხვა.
2--- წლის 2 ნოემბრის ხელწერილით მ------ ს-------------–--–-–---–მა, მცხოვრები ქ------–----------------------–------------------, პ/ნ 0----------, 2700 აშშ დოლარის ნაცვლად გადასცა ა/მ შ-------–------------------- გაფორმებული ზ-------------–---–ზე, კ-----------------------------------–---–ს, მცხოვრები ხ-–-----------------------–---–--ი, პ/ნ 5----------, და იღებს ვალდებულებას, რომ გადაუფორმებს ამა წლის 2--- წლის 1 დეკემბრამდე.
2018 წლის 14 თებერვლის მ---------–--–-–---–ის ხელწერილის მიხედვით, მ---------–--–-–---–მა 2--- წლის ივლის-აგვისტოში შეიძინა ორი ა/მანქანა ჰ---------გალოპერი k------ და შ-------–---------------- თ----------–---სგან განვადებით საერთო თანხით ოთხიათას ორას დოლარად. დღეისთვის გადახდილი აქვს ორასი დოლარი. იგი ვალდებულებას იღებს ყოველი თვის 30 რიცხვში გადაუხადოს თ----------–---ს 300 (სამასი დოლარი) 2018 წლის მარტის თვიდან ვალის სრულად დაფარვამდე. თ-----–--ა ყოველთვიური თანხის მიღებას ადასტურებს ხელმოწერით. თანხის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში ვალდებულია გადაიხადოს საურავი დღეში 0.3 %. თხუთმეტ დღეზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში, ვალდებულია ა/მანქანები დაუბრუნოს თ-----–--ას, გამართულ მდგომარეობაში. 2--- წლის აგვისტოდან ა/მანქანების დაბრუნების პერიოდამდე ყოველ გასულ თვეში გადაიხდის ექპლუატაციის ხარჯებს - ასი დოლარი თითოეულ მანქანაზე.
სანოტარო წესით დამოწმებული თ----------–---ს განცხადებით, მას მ---------–--–-–---–მა (დაბადებული 21.12.1----–, პირადი 0----------, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–---------------------------------) სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზარალი და აღნიშნულიდან გამომდინარე მის მამართ არც მატერიალური და არც სხვა სახის პრეტენზიები არ აქვს და არც მომავალში ექნება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ გიორგი ლობჯანიძის შუამდგომლობა სისხლის სამართლის სამართლის N0----------- საქმეზე, თ----------–---ს მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე და გამოთხოვილ იქნა თ----------–---სა და მ---------–--–-–---–ს (პ.ნ. 0----------) შორის (მობილური ტელეფონის ნომერი 5--------), 2--- წლის 01 დეკემბრიდან 2018 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელებული სატელეფონო მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია.
2018 წლის 15 მარტის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ:
1.04.12.2----–------- საათზე დაფიქსირებულია გამავალი მესიჯი ნომერზე 5--------. მესიჯის შინაარსია „ს----------–--–----------–-----------------–-------------------------–------“
2. 04.12.2--- წ. 11:07 საათზე დაფიქსირებულია შემომავალი მესიჯი ნომრიდან 5--------. მესიჯის შინაარსია „1----------–-----------–---------------–--------------“
3. 06.12.2--- წ.14:03 საათზე დაფიქსირებულია გამავალი მესიჯი ნომერზე 5--------. მესიჯის შინაარსია: ,,ნ--------------------–---------------------–--–------–----------.
4. 13.12.2--- წ. 09.02. საათზე დაფიქსირებულია გამავალი მესიჯი ნომერზე 5--------. მესიჯის შინაარსია : გელოდები ფულით და ნივთით დღეს 13ია“.
5. 13.12.2---წ. 12.01 საათზე დაფიქსირებულია გამავალი მესიჯი ნომერზე 5--------. მესიჯის შინაარსია : გ--–---------------------------
6. 13.12.2---წ.20.38 საათზე დაფიქსირებულია გამავალი მესიჯი ნომერზე 5--------. მესიჯის შინაარსია : „ს----------------------------------–--------–--------------–---“.
7. 14.12.2--- წ. 15:34 საათზე დაფიქსირებულია შემომავალი მესიჯი ნომერიდან 5--------. მესიჯის შინაარსია : „ხ---–---------–-----------–-----’’
8.18.12.2--- წ. 12:20 საათზე დაფიქსირებულია გამავალი მესიჯი ნომერზე 5--------. მესიჯის შინაარსია : „2--------–-----------------------------------------------–----------–-----------–-“
9. 04.01.2018 წ.17:14 საათზე დაფიქსირებულია გამავალი მესიჯი ნომერზე 5--------. მესიჯის შინაარსია : „9----–--–------------–-------------------------------–--–-------------–--–--------–--’’.
10. 05.012018 წ. 04:56 საათზე დაფიქსირებულია შემომავალი მესიჯი ნომერიდან 5--------. მესიჯის შინაარსია : „9---------–“.
11. 08.01.2018 წ. 12:09 საათზე დაფიქსირებულია გამავალი მესიჯი ნომერზე 5--------. მესიჯის შინაარსია :,,ხ---–----–-------’’
12. 09.01.2018 წ. 13:42 საათზე დაფიქსირებულია გამავალი მესიჯი ნომერზე 5--------. მესიჯის შინაარსია : ,,ს------------–-------“
13. 10.01.2018 წ. 00:54 საათზე დაფიქსირებულია შემომავალი მესიჯი ნომერიდან 5--------. მესიჯის შინაარსია : „ბ---------–----------------–---------–--–-----------–----------------------------------’’.
14. 10.01.2018წ. 13:21 საათზე დაფიქსირებულია გამავალი მესიჯი ნომერზე 5--------. მესიჯის შინაარსია : „ს----------–--–--–----------------------–- „.
15. 11.01.2018 წ. 03:18 საათზე დაფიქსირებულია შემომავალი მესიჯი ნომერიდან 5--------. მესიჯის შინაარსია : „ბ---------–-----------------–-----------–-----------------–-------------–“.
16.11.01.2018 წ. 21:04 საათზე დაფიქსირებულია გამავალი მესიჯი ნომერზე 5--------. მესიჯის შინაარსია : ,,უ----–--------------------–--–-----–---------–---------’’.
17. 12.01.2018წ. 10:10 საათზე დაფიქსირებულია შემომავალი მესიჯი ნომერიდან 5--------. მესიჯის შინაარსია : ,,ბ---------–----------------–--------------------------------------------–------–-----------------------------------–--------------------------“
18. 24.01.2018 წ. 11:21 დაფიქსირებულია შემომავალი მესიჯი ნომერიდან 5--------. მესიჯის შინაარსია : ბ---------–----------------–---------–--–----------–------------–-----------------–------------------–-–--------–------–--------------------------.’’
19. 30.01.2018წ. დაფიქსირებულია შემომავალი მესიჯი ნომერიდან 5--------. მესიჯის შინაარსია: ,,ბ---------–---------------------–--------------------------------–----------------–-----------------–----–------------–----–------------------.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს თაღლითობის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1) სხვისი მოტყუება, 2) სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3) ნივთის მისაკუთრების მიზანი. დანაშაულის საგანს წარმოადგენს უძრავი ან მოძრავი ქონება. როგორც წესი თაღლითობის ჩადენას წინ უსწრებს დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული ნდობა და ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება ხდება მოტყუებით. მოტყუება გულისხმობს სინამდვილის განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით ქონების მესაკუთრის მიერ, რომელიც რეალურად შეცდომაშია შეყვანილი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი სახეზეა კანონით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები. თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.
დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ბრალდებულის ქმედება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაა, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დაზარალებულის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამოქალაქო-სამართლებრივი უფლების წარმოშობა არ გამორიცხავს თაღლითობის შემადგენლობას. ასეთ შემთხვევებში ქმედებას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად და არა მხოლოდ ბრალდებულისა და დაზარალებულის სუბიექტურ მოსაზრებები უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს განზრახი დანაშაულის ცნებას, რომლის თანახმად, პირდაპირი განზრახვით ქმედების ჩადენა გულისხმობს როდესაც პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვლისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. განსახილველ შემთხვევაშიც, თაღლითობის, როგორც დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ელემენტი - განზრახვა არსებობს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, არამედ მაშინაც, როდესაც პირი ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად უტყუარად დასტურდება, რომ მ---------–--–-–---–მა ისარგებლა დაზარალებულთან არსებული პოზიტიური ურთიერთობით და შეიყვანა იგი შეცდომაში, დაარწმუნა, რომ შეძენილი ა/მანქანების თანხას ეტაპობრივად გადაუხდიდა და მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ მოხდებოდა ავტომობილების მასზე რეგისტრაცია და საკუთრებაში გადასვლა. მ---------–--–-–---–მა არც პირობა შეასრულა და არც თანხა დაუბრუნა დაზარალებულს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მ------ ნ-–--––---–მა, რომელმაც 2--- წლის ივლისში შეიძინა ერთი ავტომანქანა 2000 აშშ დოლარად, საფასური არ ჰქონდა გადახდილი, კვლავ აგვისტოს თვეში შეიძინა მეორე ავტომანქანა, იგივე პირობით, რომ ყოველთვიურად გადაიხდიდა თანხას 200 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე წინა ავტომობილის თანხას გადაუხდიდა სექტემბრის თვეში, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ორივე მანქანა სხვა მყიდველებზე გაყიდა, თანხა შ-----------–---–ს არ მიუტანა და პირადი საჭიროებისთვის გამოიყენა, მას კი სხვადასხვა დროს სხვადასხვა დაპირებებს აძლევდა. ზემოაღნიშნული გარემოებებით დასტურდება, რომ მ---------–--–-–---–ს თავიდანვე ამოძრავებდა დაზარალებულის მოტყუების განზრახვა და მისი შეცდომაში შეყვანით და ცრუ დაპირების მიცემით, წინასწარ ჰქონდა განზრახული, რომ არ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, სურდა მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულის მანქანებს, რაც განახორციელა კიდეც. მოტყუების განზრახვას ასევე ამყარებს მანქანის შემძენი კ----------------------–---–ისა და მისი მეგობრის ჩვენება, მათი განმარტებით, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხდა ა/მანქანის რეგისტრაცია, მანამდე კი მ---------–--–-–---–ი ცრუ ინფორმაციითა და დაპირებებით ცდილობდა ვალდებულებისაგან თავის არიდებას, მიუხედავად იმისა, რომ მ---------–--–-–---–ისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ მანქანის რეგისტრაციას მხოლოდ მაშინ შეძლებდა, როდესაც შ-----------–---–ს ორივე მანქანის ფულს შეთანხმებისამებრ გადაუხდიდა, მან არც თანხა მისცა შ-----------–---–ს და თ----------–---ს და არც შესაძლებლობა ჰქონდა მანქანა კ---------–---–ის სახელზე დაერეგისტრირებინა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ ავტომანქანების დაუფლების მიზნით დაზარალებულის მოტყუება, მისი ნდობის მოპოვება და ამის შედეგად მატერიალური ზიანის მიყენება სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია და სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ.
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილი ადგენს მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, დგინდება, რომ მ---------–--–-–---–ის ქმედებამ დაზარალებულს მიაყენა 9562 ლარის მატერიალური ზიანი, რაც ქმნის სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
მ---------–--–-–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ არ არის ნასამართლევი, ზიანი ნაწილობრივ აანაზღაურა და გამოთქვამს მზაობას მისი სრულად დაფარვის თაობაზე, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვინაიდან ბრალდებული არ არის ნასამართლევი, ნაწილობრივ აანაზღაურა ზიანი და განაგრძობს თანხის სრულად გადახდას, აღნიშნული გარემოებები არ ქმნის მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის აუცილებლობას და სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად მას უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
მ---------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ---------–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
2. მ---------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე