განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნ---- ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა---------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ-------- პ-----ს ძე ქ---------–--ე - დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, რ------------------–--–-----------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------–----------–---------------------ში
ადვოკატი - თ----–ა ქ---------–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2--- წლის 8 ივნისს, დღის საათებში, ქ.თბილისში, გ--------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-------- ქ---------–--ემ ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა რ------- ა----–ს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ რ------- ა----–ის ჩვენებით, არის ქ.თბილისში, გ--------–------------ში მდებარე ო------–----–---იური კლინიკისა და ო-----ის მაღაზიის მფლობელი. ხსენებულ მაღაზიაში დასაქმებული ჰყავდა ბრალდებულის შეყვარებული მ------ შ--–--–---–ი, რომელსაც ხშირად აკითხავდა თ--------. 2--- წლის 9 ივნისს კლინიკაში მყოფს, მოესმა ყვირილისა და მისი მისამართით გინების, აგრეთვე მინებზე ბრახუნის ხმა. დაზარალებულის ჩვენებით, ო-----ის მაღაზიასთან მიახლოვებისას, დაინახა რა თ-------- ქ---------–--ემ რ------- ა----–ი, დაუწყო ყვირილი და გინება, შემდეგ კი თავში ჩაარტყა ხელი, რის გამოც გონება დაებინდა და ძირს დაეცა, თ--------მ კი რამდენჯერმე კვლავ დაარტყა ხელი. დაზარალებულმა განმარტა, რომ ძირს დაცემულმა ხელი მოკიდა მეტლახის ნაჭერს, რაც თავდაცვის მიზნით თავში ჩაარტყა თ--------ს. დაზარალებულის ჩვენებით, ინციდენტის ადგილზე შეკრებილმა ხალხმა გააშველა ის და ბრალდებული. რ------–ის განმარტებით, აღნიშნულ დღემდე ბრალდებულთან კონფლიქტი ან შელაპარაკება არ ჰქონია, ვარაუდობს, რომ ძალადობის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ მ-–--–--–---–ს აუკრძალა სამუშაო საათებში თ-------- ქ---------–--ესთან შეხვედრები და სამსახურისათვის შეუფერებელი ქცევა. დაზარალებულმა განმარტა, რომ მის მიმართ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ძალადობით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თავის არეში ჰქონდა ტრავმა და ექიმმა დაუნიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა.
მოწმე ქ--------ე გ-----ს ჩვენებით, 2--- წლიდან მუშაობს რ------–ის კუთვნილ, ქ.თბილისში, გ--------–------------ში მდებარე ო------–----–---იური კლინიკაში მენეჯერის პოზიციაზე. 2--- წლის 9 ივნისს სამსახურში მყოფს შემოესმა რ------–ის მისამართით გინებისა და მინებზე ხელების ბრახუნის ხმა და დაინახა ქუჩაში მყოფი თ-------- ქ---------–--ე და მისი მეგობარი მამაკაცი. მათთან გავიდა რ------- ა----–იც, რა დროსაც დაიწყო ჩხუბი. თ--------მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა დაზარალებულის მიმართ, რის შედეგადაც რ------–ს თავი ჰქონდა გატეხილი. მოწმის განმარტებით, ჩხუბს ასევე შეესწრო მისი თანამშრომელი ს------- ჩ-----–---იც, რომელმაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მოწმის ინფორმაციით, თ-------- ქ---------–--ეს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ო-----ის მაღაზიის თანამშრომელ მ------ შ--–--–---–თან და ხშირად აკითხავდა მას, რაზეც რ------–მა უკმაყოფილება გამოთქვა და გაფრთხილება მისცა გოგონას, აღნიშნულმა კი გამოიწვია თ-----------–--ის აგრესია.
მოწმე ს------- ჩ-----–---ის ჩვენებით, 2--- წლის ივნისიდან მუშაობს რ------–ის კუთვნილ, ქ.თბილისში, გ--------–------------ში მდებარე კლინიკაში სტომატოლოგის პოზიციაზე. 2--- წლის 9 ივნისს, სამსახურში მყოფს მოესმა ყვირილის, გინებისა და მინებზე ბრახუნის ხმა, დაინახა, რომ ორი ბიჭი იდგა და იგინებოდა რ------- ა----–ის მისამართით. ხმაურზე გარეთ გასულმა დაზარალებულმა ბიჭებს ჰკითხა გინების მიზეზი და დაიწყო მათ შორის ჩხუბი, რა დროსაც თ-----------–--ემ გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რ------–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც. მოწმის განმარტებით, თ-------- ქ---------–--ე ხშირად სტუმრობდა ო-----ის მაღაზიაში დასაქმებულ კონსულტანტს მ------ შ--–--–---–ს, რაც არ სიამოვნებდა რ------–ს და ს-------ს მეშვეობით გააფრთხილა თანამშრომელი, რომ ბრალდებულთან შეხვედრებს სამსახურში აღარ ჰქონოდა ადგილი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 8 ივნისს, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე: თბილისი, ვ----------–ის ქ№5-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ამოღებული იქნა მეტლახის ნატეხები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ნ.თ------–---–ი, ექსპერტ-კრიმინალისტები: მ.ჯ--–------ია და ი.ხ--------ე).
ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 13 ივნისს, შპს „ნ--- ჰ---------–სის“ იურისტის ბ.შ-----–--საგან ამოღებული იქნა რ------- ა----–ის სამედიცინო დოკუმენტაცია თანდართულ ერთ ცალ DVD დისკთან ერთად (გამომძიებელი გ.მ----–---–ი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ------------ე ც-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
შპს. ნ--- ჰ---------–სის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №---- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ჩანაწერების თანახმად, 2--- წლის 8 ივნისს მოქ. რ------- ა----–ს თავის მიდამოში აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა. პირადი შემოწმებით: 2--- წლის 9 ივნისს მოქ. რ------- ა----–ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ნიშნები ნაჭდევები და სისხლნაჟღენთების სახით (მარცხნივ შუბლ-თხემის მიდამოში, შუბლის მიდამოში მარცხნივ, მარჯვენა მტევნის თითების ფალანგთ შორის სახსრების უკანა ზედაპირებზე). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: გ--- მ----–---–მა და ნ---- თ------–---–მა, აგრეთვე ექსპერტ-კრიმინალისტმა მ------ ჯ--–------იამ დაადასტურეს თ-------- ქ---------–--ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობები, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ რ------–ისა და თვითმხილველი მოწმეების: ს.ჩ-----–---ისა და ქ.გ-----ს ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2--- წლის 9 ივნისს, თ-------- ქ---------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ------- ა----–ს, კერძოდ, ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში. გარდა დაზარალებულის განმარტებისა, რომ თ-----------–--ის ძალადობრივი ქმედებით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულ გარემოებას ნათლად ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულისათვის მიყენებული არაერთი მსუბუქი ხარისხის დაზიანების ხასიათი და ლოკალიზაცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ცემის შემადგენლობის არსებობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-------- ქ---------–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას თ-------- ქ---------–--ის უდანაშაულობის თაობაზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერსია ემყარება მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებას (რომელიც თავის მხრივ არაგულწრფელი, არასანდოა და წარმოადგენს მომხდარი კონფლიქტის საერთოდ უარყოფის უსაფუძვლო მცდელობას) და არსებით წინააღმდეგობაშია სს საქმეზე გამოკვლეულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის აპელირებას ორ გარემოებაზე:
· თ-----------–--ისათვის რ------–ის მიერ მიყენებული დაზიანებები
სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნაში (ექსპერტი კ.ც-----–---–ი) ასახული, თ-----------–--ის მიერ მიღებული დაზიანებების სამართლებრივი შეფასება სცილდება თ-----------–--ის ბრალდების სს საქმის ფარგლებს, ვინაიდან 2--- წლის 22 აგვისტოს დადგენილებით, თ-----------–--ის ბრალდების სს საქმიდან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი სს საქმე რ------- ა----–ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.
· ბრალდების მხარის მიერ მოწმეების: რ.ქ---------–--ის, მ-–--–--–---–ის, მ---------------------–---------–---–-------------–-----–--ს მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. სამართლიანი სასამართლო უფლების გარანტიებიდან კი მნიშვნელოვანია სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.
სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების სტანდარტულ განსაზღვრებაში ევროსასამართლო გამოყოფს 2 ძირითად ელემენტს: მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს და შეჯიბრებითი პროცესის უფლებას. ეს ორი პრინციპი ყოველთვის არ არის მკაფიოდ გამიჯნული ერთმანეთისაგან. როგორც ტერმინი „მხარეთა თანასწორუფლებიანობა“ მიუთითებს, ეს კრიტერიუმი შედარებითი ხასიათისაა. მოწინააღმდეგე მხარეების მიმართ მოპყრობის შედარება მიზნად ისახავს იმის გარკვევას, იყო თუ არა განმცხადებელი არახელსაყრელ მდგომარეობაში. სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპის თანახმად, სამართალწარმოების თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, რათა საქმესთან დაკავშირებით თავისი არგუმენტაცია წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე ისე, რომ არსებითი უთანასწორობა არ განიცადოს მეორე მხარესთან მიმართებაში. „შეჯიბრებითი პროცესის“ ცნება უფრო კონკრეტულია. ის მოითხოვს ბრალდებულს ეცნობოს წაყენებული ბრალდების შესახებ ისე, რომ მისთვის ცნობილი იყოს ყველა ის მტკიცებულება თუ არგუმენტაცია, რომელიც შეიძლება სასამართლომ გაითვალისწინოს მისი ბრალეულობის განსაზღვრისას და მას უნდა ჰქონდეს აღნიშნული მტკიცებულებების გასაჩივრებისა და არგუმენტაციის გაბათილების შესაძლებლობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.
საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.
საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე.
მოცემულ შეთხვევაში დადგენილია, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა რა სრული ინფორმაცია ბრალდების მხარის მტკიცებულებათა თაობაზე, თავად საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის დადგენილი წესით, არც ბრალდების მხარის და არც სასამართლოსათვის არ წარუდგენია ინფორმაცია, თუ რომელი მოწმეების დაკითხვა სურდა სასამართლო განხილვის ეტაპზე, პროკურორის მიერ კი მისი მტკიცებულებების მოცულობის განსაზღვრა და ცალკეული მოწმეების მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან სრულ შესაბამისობაშია მოქმედ საპროცესო კანონმდებლობასთან, ამასთან არ არღვევს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ სასამართლო სხდომაზე არდაკითხული მოწმეების (რ.ქ---------–--ე, მ-–--–--–---–ი, მ---------, ნ--------–--ე, დ-–---–---ე, ბ.შ-----–--) გამოძიებაში მიცემული ჩვენებებიდან ნაწილს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან შემხებლობა არ აქვს, ნაწილი ჩვენებები კი, საუკეთესო შემთხვევაში, არ მიუთითებდა ბრალდებულის უდანაშაულობაზე, კერძოდ: ზ/აღნიშნულ პირთა ჩვენებები რადიკალურად ეწინააღმდეგება თ-----------–--ის ვერსიას, რომ მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე მას თავს დაესხა რ------–ი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ვინაიდან ხსენებული პირები (მათ შორის, ბრალდებულის შეყვარებული მ-–--–--–---–იც კი) ადასტურებენ, რომ ჩხუბი იყო ორმხრივი და თ-----------–--ეც ხელის არაერთჯერადი დარტყმით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას რ------–ს. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ზ/აღნიშნული გარემოება საფუძველს აცლის დაცვის მხარის სტრატეგიას, რომ ბრალდების მხარის მიერ ცალკეული მოწმეების მოხსნის გამო სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე მოეხდინა აპელირება, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია დაცვის მხარის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებასა და სამართლებრივ საშუალებათა უთანასწორობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-------- ქ---------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათის, ბრალდებულის პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და დაზარალებულის პოზიციის (არ აქვს პრეტენზია ბრალდებულთან) გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ თ-------- ქ---------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი მიზნების შესრულებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-------- ქ---------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 1 (ერთი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნ---- ნაჭყებია