განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 01010011700-174062
1-1011/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - გ--–---------
ბრალდებული - ა------- გ----ძე
ადვოკატი -ტ------- ნ--------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N0-----------
ბრალდებული: ა------- გ----ძე
მამის სახელი: ვ-–---------
დაბადებული: 0-.0-.1----–--–---------–--------------------–----------–------------–------------–------------------------------------------------–-----------------------------------------------–------------------------------------------------–-----–-----------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2013 წლის 04 ივლისს დაახლოებით 20:00 საათზე ქ.ბათუმი, რ---------–ის ქN19 წინ მოძრავი "მ-–--------------ა" მარკის ავტომანქანა სახN H------, რომელსაც მთვრალ მდგომარეობაში მართავდა ა------- გ----ძე, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონი მუხლი 29 პუნქტი 2 და მუხლი 28 პუნქტი 9 მოთხოვნები, გზის სავალი ნაწილიდან შეეჯახა ტროტუარზე მყოფ ქვეითებს ჰარუნ გ----–-----ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთლობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ილიას დ-----ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 7--ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა:
2013 წლის 04 ივლისს, ქ.ბათუმი, რ---------–ის ქN19 წინ ა------- გ----ძე მართავდა "მ-–--------------ა" მარკის ავტომანქანა სახN H------ ავტომანქანას.
ა------- გ----ძემ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა და შეეჯახა ტროტუარზე მყოფ ქვეითებს ჰ-----ნ გ----–-----ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთლობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ი-–--- დ-----ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
2014 წლის 10 აპრილის N7-/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მძღოლ ა------- გ----ძის მოქმედება არ შეესაბამება ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 29 პუნქტი 1, მუხლი 29 პუნქტი 2 და მუხლი 28 პუნქტი 9 მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ მოძრაობის უსაფრთხოების წესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას.
შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება:
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ჰ-----ნ გ----–-----ს 04.07.2013 წ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მიმართა შპს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს და დაესვა დიაგნოზი: მარცხენა მხრის თავის ამოვარდნილობა დიდი ბორცვის მოტეხილობით.
არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება:
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ი-–--- დ-----ი 04.07.2013 წ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოთავსებული იქნა საავადმყოფოში.დაესვა დიაგნოზი ქალა ტვინის ღია ტრავმა. მარცხნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. ცხვირის ძვლის, ორმხრივ ყვრიმალის ძვლის, ჰაიმორის წიაღის კედლების მოტეხილობა. სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა. სუბლ-თხემ-საფეთქლის მიდამოს სუბდურული ჰემატომა მარჯვნივ. ტვინის შეშუპება. იოლი ჰემოთორაქსი, მე-10 ნეკნის მოტეხილობა. მარკვნიბ ორივე წვივის ძვლების შუა და ქვემო მესამედის მოტეხილობა. სხივის ძვლის დისტალური ბოლოს სახსარშიდა მოტეხილობა. იდაყვის ძვლის სადგისებური მორჩის მოტეხილობა.
დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nს/ტ-1-- დასკვნის თანახმად წარმოდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მასზე შედარებით უფრო რბილი საფარის მქონე საგანზე, სხეულთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. ავტომობილზე არსებული დაზიანებები თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათის..
წარმოდგენილი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.
ა------- გ----ძის განმარტების თანახმად, იგი აღიარებს დანაშაულს და წარდგენილ ბრალდებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა------- გ----ძემ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც ჯანმრტელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------- გ----ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა------- გ----ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ა------- გ----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა------- გ----ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, პირობითად ჩათვლილი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა------- გ----ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ა------- გ----ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
პირობით მსჯავრდებულ ა------- გ----ძის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული „მ-–--------------ა’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ.№HHV 495, დაუბრუნდეს მფლობელს AN MISI NDOBIt ArwURVIL PIRS
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი