გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №3/90-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე - მ---------------ი
წარმომადგენლები - თ------------------ე, მ--–--------–-----ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ა------------–--ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მ---------------ი (დაბადებული 1----–-–-----------ს) არის ი----------–------- რესპუბლიკის მოქალაქე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 17 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, მ---------------ი ნასამართლევია. მიცემულია პასუხისგებაში 11.12.2018 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს მიერ სსკ 192 მუხლის 2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. საბოლოო გადაწყვეტილება არ ფიქსირდება. სისხლის სამართლის საქმის №0-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 53-54);
- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 55-58);
- ეროვნული პასპორტის ასლი (ს.ფ. 29);
- შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპატამენტის 2018 წლის 17 დეკემბრის ამონაწერი (ს.ფ. 115);
3.2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) 2018 წლის 30 ნოემბრის S---------------- წერილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმის №0------------ საქმეზე. უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 194-ე მუხლის პირველი ნაწილით. ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2018 წლის 10 ოქტომბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარებულ იქნა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა მ---------------ის ი----------–------- რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) 2018 წლის 30 ნოემბრის S---------------- წერილი (ს.ფ. 28);
3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენის თანახმად, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ მ---------------ს შორის 2018 წლის 13 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება. მ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2----- (ო–-------ი) ლ---ის ოდენობით. მასვე დამატებით სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 5--ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგანი და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება 1---- (თ--------- ა---ს ოცი) აშშ დ---–---ის და 1--- (ა---ს ა---–-------) ლ---ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი (ს.ფ. 13-27);
3.4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ქ----“-ს (ს/ნ 4--------) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დ------------ და 9---იანი წილის მფლობელია მ---------------ი.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების მდებარე: ქ--–---------–------------------–-----, ნაკვ. 0-----, ფართის (მშენებარე) 5-.50 კვ.მ მესაკუთრეა მ---------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 102-103);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 104-105);
3.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემებრის №1---------/7 წერილით, მ---------------ს ეცნობა წარმოების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ. კერძოდ, 1. წარმოსადგენი იყო ნასამართლობის ცნობა; 2. საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. ამასთან სააგენტოსათვის უნდა მიემართა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. მოსარჩელეს დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების სააგენტოში წარმოდგენა 2018 წლის 26 დეკემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის №1---------/7 წერილით მ---------------ს ეცნობა რომ წარმოსადგენი იყო ცნობა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არ არსებობის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის სააგენტოში წარმოდგენა მოსარჩელეს დაევალა 2018 წლის 26 დეკემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განცხადება არ დაკმაყოფილდებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის №1---------/7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 50);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის №1---------/7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 122-123);
3.6. მ---------------მა 2018 წლის 20 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგინა განცხადება ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენასთან დაკავშირებით, რომელსაც თან დაურთო ცნობა ნასამართლობის შესახებ.
ი----------–------- რესპუბლიკის საელჩოს 2018 წლის 11 დეკემბრის №1---------- ნასამართლობის ცნობის თანახმად, საელჩოს მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე მ---------------ი ცნობის გაცემის თარიღამდე არ არის ნასამართლევი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 124);
- ცნობა (ს.ფ. 125);
3.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 18 დეკემბრის №1---------/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა მ---------------ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 25 დეკემბრის S---------------- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ მ---------------ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის №1---------/1 წერილი (ს.ფ. 113);
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 25 დეკემბრის S---------------- წერილი (ს.ფ. 114);
3.8. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო მ---------------ის 2018 წლის 3 დეკემბრის განცხადება №1--------- შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განუხილველად დარჩა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-12).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულება--- სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ---------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №5-0 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება შეესაბამება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას. სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეამოწმოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებთან აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისობა.
6.2. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება--- კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახე არის შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განისაზღვრა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი. ამავე ნორმის მე-9 პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №5-0 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 18 დეკემბერს №1---------/7-ით გამოიცა 2 წერილი, რომელთა მიხედვითაც მ---------------ს დაევალა განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა სააგენტოში 2018 წლის 26 დეკემბრამდე.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია აცნობოს უცხოელს განცხადების განხილვის შედეგები ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქმეში დაცულია სამახსოვრო ბარათის ასლი, რომელიც ხელმოწერილია განმცხადებლის მიერ. აღნიშნული ბარათი შეიცავს განმცხადებლის ვალდებულებაზე მითითებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ინფორმაცია მხარეს უნდა მიეღო ინტერნეტ გვერდის მეშვეობით.
საქმეში ასევე დაცულია მ---------------ის 2018 წლის 3 დეკემბრის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი გაფრთხილებულია მის დოკუმენტებში არსებული ხარვეზის თაობაზე და არ აღმოფხვრის შემთხვევაში განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---------------ს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა მის განცხადებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა განცხადება, რომელსაც თან დაურთო ცნობა ნასამართლობის შესახებ. აღნიშნული ხარვეზი დადგენილი იყო 2018 წლის 18 დეკემბრის №1---------/7 (ს.ფ. 122-123) გადაწყვეტილებით. თუმცა მ---------------ს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემებრის №1---------/7 გადაწყვეტილებით (ს.ფ. 50) დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია. განმცხადებელს, 2018 წლის 20 დეკემბრის განცხადებით, მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობის მიზეზი არ განუმარტავს, ასევე არ მოუთხოვია დამატებითი ვადის განსაზღვრა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მათ წარსადგენად. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ---------------ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ 2018 წლის 26 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება კანონშესაბამისია.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში, ვინაიდან არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე