გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/9259-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელე - და-------------–---–-
წარმომადგენელი - ინ---–----–----ე
მოპასუხეები -1- შპს „სო-–------------ა“
2 - თა------------ე
3 - ნა----–----------–--ე
4 - შპს „სო-–------------ის“ დირექტორი და-----------ე
წარმომადგენელი: გი--------------–-–---–ი
დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა, შპს „სო-–------------ში“ 30%-იან წილის და-------------–---–-ს სახელზე აღრიცხვა, შპს „სო-–------------ის“ დირექტორის თანამდებობიდან და-----------ის განთავისუფლება, და-------------–---–-ს დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 13 ივნისის შპს „და-------------–---–-ს---–-----ს“ (ს/კ 4--------) კრების ოქმი.
1.2. გაუქმდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში თა------------ის სახელზე რიცხული შპს „სო-–------------ის“ კაპიტალში 30%-იანი წილის რეგისტრაცია და შპს „სო-–------------ის“ 30% წილის მესაკუთრედ აღირიცხოს და-------------–---–-.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „სო-–------------ის“ 2018 წლის 06 ნოემბრის დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილება დირექტორის თანამდებობაზე ნა----–----------–--ის განთავისუფლებისა და და-----------ის დანიშვნის თაობაზე.
1.4. 2016 წლის 13 ივნისის კრების ოქმისა და 2018 წლის 06 ნოემბრის დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველზე გაუქმდეს სამეწარმეო სარეგისტრაციო ჩანაწერები და შპს „სო-–------------ის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დირექტორის სტატუსით აღდგეს და-------------–---–-.
(იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი III, ს.ფ. 1-20)
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2015 წლის 05 მარტს დაფუძნდა შპს „და-------------–---–-ს კლინიკა“. დამფუძნებელი პარტნიორების წილი განისაზღვრა შემდეგნაირად: და-----------ე - 35%, თა------------ე - 35% და და-------------–---–- - 30%. 2016 წლის 13 ივნისს მოსარჩელეს ეცნობა, რომ ტარდებოდა კრება ისე, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ რატომ და რისთვის იყო მოწვეული კრება. კრებაზე გამოცხადდა და-------------–---–-, თა------------ე და მოწვეული პირი ნა----–----------–--ე. კრებაზე დირექტორობიდან გაათავისუფლეს და-------------–---–-, მისი კუთვნილი წილი სრულიად უსასყიდლოდ გადეცა თა------------ეს, დირექტორად დაინიშნა ნა----–----------–--ე, შპს-ს სახელწოდებად განისაზღვრა „სო-–------------ა“. მიმართეს რა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოს ცვლილების რეგისტრაციაზე, დაუდგინეს ხარვეზი, რაც გამოსწორებული იქნა და სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემევბში შევიდა ცვლილება, დაზუსტდა ელექტრონული მისამართი, სახელწოდება შპს „სო-–------------ა“, 100% წილის მფლობელი გახდა თა------------ე, ხოლო დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ნა----–----------–--ე. 2018 წლის 06 ნოემბრის დამფუძნებელი პარტნიორის თა------------ის გადაწყვეტილებით ნა----–----------–--ის ნაცვლად საზოგადოების დირექტორად დაინიშნა და-----------ე. მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, დაირღვა მოსარჩელის უფლებები და ითხოვს კრების ოქმების ბათილობას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
მისი განმარტებით, და-------------–---–მა 2016 წლის 13 ივნისის კრების ოქმს თვითონ მოაწერა ხელი, მოთხოვნა ხანდაზმულია და შესაბამისად, ყველა დანარჩენი მოთხოვნაც უსაფუძვლოა და შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რადგან კრება ჩატარდა 2016 წლის 13 ივნისს, ხოლო მოსარჩელემ სასამრთლოს მომართა ორ თვიანი ვადის დარღვევით, 2017 წლის 04 აპრილს, ცხრა თვის შემდეგ, რის გამოც დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეც უნდა ეთქვას უარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „და-------------–---–-ს კლინიკა“ რეგისტრირებულია 2015 წლის 05 მარტს, რომლის დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდნენ: თა------------ე - 35% წილის მესაკუთრე, და-----------ე - 35%-ის მესაკუთრე და და-------------–---–- - 30%-ის მესაკუთრე. ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიენიჭა დირექტორს და-------------–---–ს.
(მტკიცებულება: ამონაწერი სამეწარმეო რესტრიდან, ტომი III, ს.ფ. 52-53)
3.1.2. ამონაწერით სამეწარმეო რესტრიდან დადგენილია, რომ 2015 წლის 25 მარტის მდგომარეობით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებლები არიან თა------------ე - 70% წილით და და-------------–---–- - 30% წილით, დირექტორს კვლავ და-------------–---–- წარმოადგენს.
(მტკიცებულება: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ტომი III, ს.ფ. 54)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 16 ივნისის მდგომარეობით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს თა------------ე, დირექტორი - ნა----–----------–--ე.
(მტკიცებულება: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ტომი III, ს.ფ. 56-57)
3.2.2. 2016 წლის 24 მარტს პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება და და-----------ის 35%-იანი წილი უსასყიდლოდ გადაეცა თა------------ეს.
(მტკიცებულება: კრების ოქმი, ტომი I, ს.ფ. 46)
3.2.3. 2016 წლის 13 ივნისს შედგა შპს „და-------------–---–-ს---–-----ს“ პარტნიორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: პირველი - საზოგადოების საფირმო სახელწოდების ცვლილება; მეორე - პარტნიორის და წილის ცვლილება; მესამე- დირექტორის ცვლილება; მეოთხე - ელექტრონული ფოსტის რეგისტრაცია. კრებას ესწრებოდა თა------------ე და და-------------–---–-, მოწვეული პირი ნა----–----------–--ე. კრებაზე ერთხმად გადაწყდა, რომ და-------------–---–მა თავისი 30%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა თა------------ეს, დირექტორობიდან განთავისუფლდა და-------------–---–- და მის ნაცვლად დაინიშნა ნა----–-----------–-ძე. საზოგადოებას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „სო-–------------ა“. აღნიშნულ სადავო კრების ოქმს ხელს აწერენ თა------------ე და და-------------–---–-.
(მტკიცებულება: კრების ოქმი, ტომი I, ს.ფ. 31)
3.2.4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობდა წესდებით, რომელიც შედგენილ იქნა პარტნიორთა ურთიერთშეთანხმებით.
(მტკიცებულება: წესდება, ტომი I, ს.ფ. 39-44)
3.2.5. საქმეზე წარმოდგენილია შპს „სო-–------------ის“ მიერ სს „თიბ---------ს“ ანგარიშიდან ამონაწერი, დერმატოლოგიური ლაზერის აპარატის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, ერბიუმის ლაზერის აპარატის იჯარა გამოსყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აღნიშნული აპარატურა შეძენილია მოპასუხეების მიერ და და-------------–---–ს მის შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია.
(მტკიცებულება: ამონაწერი, იჯარა გამოსყიდვის ხელშეკრულება, გადახდის ქვითარი, ტომი III, ს.ფ. 85-94)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ და-------------–---–-ს სარჩელი კრების ოქმის ბათილად ცნობის, შპს „სო-–------------ში“ 30%-იან წილის და-------------–---–-ს სახელზე აღრიცხვის, შპს „სო-–------------ის“ დირექტორის თანამდებობიდან და-----------ის განთავისუფლებისა და და-------------–---–-ს დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 81-ე, 84-ე მუხლები;
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91, მე-15 მუხლები, წესდება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში - დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „სო-–------------ის“ (სახელის შეცვლამდე - შპს „და-------------–---–-ს კლინიკა“) წესდების 3.2 პუნქტით გათვალისწინებულია პარტნიორთა საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების იგივე წესი, რაც დარეგულირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2016 წლის 13 ივნისის კრება არ მოწვეულა და შესაბამისად, საჯარო რეესტრში გამოცხადებულს ხელი მოაწერინეს პარტნიორთა კრების ოქმზე, რომლითაც უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა თავისი კუთვნილი წილი საზოგადოების მეორე პარტნიორს, ასევე მოხდა მისი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება.
სასამართლო მიუთითებს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლით გათვალისწინებული პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის პროცედურების კანონმდებლის მიერ განსაზღვრა ემსახურება პარტნიორთა ინტერესების დაცვას. პარტნიორთა საერთო კრების მოწვევა, იქნება ეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურებით თუ თავად საზოგადოების წესდებით დარეგულირებული, მიზნად ისახავს პარტნიორთა ინტერესების დაცვას, საერთო კრებაზე მათი მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფას, ვინაიდან კომპანიის საქმიანობის მმართველობით ფუნქციებს ახორციელებენ სწორედ საზოგადოების პარტნიორები და მათი უშუალო მონაწილეობით უნდა მოხდეს კომპანიის საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ძირითადი საქმიანობის სფეროების განსაზღვრა-გადაწყვეტა. სამეწარმეო საზოგადოების წესდება, პარტნიორთა მიერ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები, თავისი არსით წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას და მისთვის აუცილებელია გარიგების დადებისათვის გათვალისწინებული ყველა აუცილებელი პირობის დაცვა.
სადავო შემთხვევაში დადგენილია და არც თავად მოსარჩელე უარყოფს, რომ მან 2016 წლის 13 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმს მოაწერა ხელი და შესაბამისად, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია განმარტება პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის პროცედურის რაიმე ფორმით დარღვევაზე. იმ მოცემულობაში, როდესაც თავად მოსარჩელის მიერაა დადასტურებული კრების ოქმი თავისი ხელმოწერით და იგი ვერ მიუთითებს თავისი ინტერესების რაიმე ფორმით უგულვებელყოფაზე, რაც შეიძლება პარტნიორთა საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურების დარღვევით ყოფილიყო გამოწვეული.
6.2. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოტყუებით მოხდა მოსარჩელის წილის უფლების დათმობა, რის გამოც მხარეს მიაჩნია, რომ გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და უნდა აღდგეს ბათილ გარიგებამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების მოტყუებით დადება გულისმობს გარიგების მონაწილე მხარის მიერ ნების გამოვლენის თავისუფლების ხელყოფას. ნების გამოვლენა მიიჩნევა ნამდვილად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი გამოვლენილია დამოუკიდებლად, საკუთარი ნების დამოუკიდებლად განსაზღვრის ფარგლებში. მოტყუებით გარიგების დადება ნიშნავს ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტის ცდომილებას, მის მიერ გამოვლენილ ნებას მცდარი წარმოდგენების ან ფაქტების არასწორად აღქმის გამო. იმავდროულად აუცილებელია, რომ გარიგების დადების მოტივი სწორედ მოტყუება გახდეს. მოტყუებით დადებულ გარიგებას არ ექნება ადგილი თუკი მისი დადება არ არის განპირობებული მოტყუებით. პირი, რომელიც მიუთითებს გარიგების მოტყუებით დადებაზე და ეცილება გარიგების ნამდვილობას, ვალდებულია მიუთითოს და დაადასტუროს ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა, რაზედაც ამყარებს თავისი შეცილების უფლებას. ამდენად, მოტყუებით დადებულ გარიგებაზე მითითებისას, შემცილებელს აკისრია მტკიცების ტვირთი გარიგების მოტყუებით დადებულად მიჩნევის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვერ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ საფუძვლებს, რომელთა გათვალისწინებითაც ადგილი აქვს გარიგების მოტყუებით დადებას. მხარე ვერ ადასტურებს და ვერ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით მოხდა მისი მხრიდან მოტყუების საფუძველზე ნების გამოვლენა, რაც ამ გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გახდეს. მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ მხარემ ნებაყოფლობით დათმო თავისი უფლება წილზე და გამოხატული ნების შესაბამისად მოხდა გადაწყვეტილების პარტნიორთა კრების ოქმში ასახვა. კრების ოქმი კი სარეგისტრაციოდ წარედგინა მარეგისტრირებელ ორგანოს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გარიგების მოტყუების გამო მისი ბათილად ცნობის საფუძველი გახდებოდა და შესაბამისად, მისი განმარტება ვერ იქნება გაზიარებული.
6.3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათ წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით. ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებულია პარტნიორთა კრების ოქმის გასაჩივრების ორთვიანი ვადა და შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულია. მოპასუხის განმარტების საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ წინამდებარე სარჩელზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის არა ორთვიანი ვადა, არამედ ზოგადი ხუთწლიანი ვადა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავის შინაარსიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურების დარღვევის შემთხვევაში მისი გასაჩივრების ორთვიან და ერთწლიან ვადებს, ხოლო ზოგად ვადად კი ადგენს ხუთი წლის ვადას. სადავო შემთხვევაში, კრების ოქმი შედგენილია 2016 წლის 13 ივნისს, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 06 აპრილს - ერთწლიანი ვადის დაცვით. ამდენად, მოპასუხის განმარტება გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს გარიგებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები გარიგებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ,,ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლოს აზრით, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებითად მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო და არა მისი გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. რაც შეეხება მოპასუხის შუამდგომლობას იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მისი გადახდა გონივრული ოდენობით, რაც შეადგენს 1 464 ლარს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის და 2018 წლის 06 ივლისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. და-------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე და-------------–---–-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნას ყადაღა შპს „სო-–------------ის“ 100% წილს, ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნას ყადაღა შპს „სო-–------------ას“ 100% წილს, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს თა------------ე.
4. დაეკისროს მოსარჩელე და-------------–---–ს მოპასუხე შპს „სო-–------------ის“ სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების ხარჯი 1 464 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი