გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/36311-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - შპს „თბ--–-------------------------------ა“
წარმომადგენლები - ლი-----------–--ე, სა-–-------–--–-ა
მოპასუხე - შპს „მა--------ი“
წარმომადგენელი - ლე-------------ე
დავის საგანი - პირგასამტხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „მა--------ს“ შპს „თბ--–-------------------------------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს:
- „ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ“ 2007 წლის 04 ოქტომბრის №კ-4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 8 329.93 ლარის გადახდა;
- „ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ“ 2007 წლის 17 ოქტომბრის №კ-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1 359.15 ლარის გადახდა;
- „ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ“ 2017 წლის 30 ოქტომბრის №0--------1’ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 20 026.34 ლარის გადახდა;
- „ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ“ 2017 წლის 29 დეკემბრის №0--------5 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 816.86 ლარის გადახდა;
- „ელექტროტრანსპორტის (მეტროს) სადგურებში ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების“ შესახებ 2018 წლის 12 მარტის №0--------7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 170.71 ლარის გადახდა;
- „უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ 2015 წლის 27 ნოემბრის №E-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 110 ლარის გადახდა;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2007 წლის 4 ოქტომბერს შპს "თბი-–--------------------------------ასა" (ყოფილი შპს "თბ--–-------------") და შპს "კა------------–---ს" შორის გაფორმდა №კ-4------ ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ. ამავე მხარეებს შორის, 2007 წლის 17 ოქტომბერს, კვლავ გაფორმდა №კ-------- ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ.
2016 წლის 30 ნოემბერს შპს "თბი-–--------------------------------ას", შპს "კა------------–---სა" და შპს "მა--------ს" შორის გაფორმდა შეთანხმება უფლების დათმობის შესახებ, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ 04.10.2007წ. №კ-4------ და 17.10.2007წ. №კ-------- ხელშეკრულებებით შპს "კა------------–---ის" მიერ ნაკისრი უფლებებისა და მოვალეობების შპს "მა--------ისთვის" გადაცემის თაობაზე, ხოლო შპს "მა--------მა" თანხმობა განაცხადა ეტვირთა აღნიშნული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები შპს "მა--------ის" საკუთრებაში არსებულ კაბელებთან მიმართებაში.
2017 წლის 30 ოქტომბერს მხარეთა შორის კვლავ გაფორმდა №0--------1 ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ. ხელშეკრულების 1.2 პუნქტით მხარეებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული, საერთო ჯამში 119 937 მეტრი კაბელი, ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღისთვის გატარებული იყო კომპანიის გვირაბებში და შენობა-ნაგებობებში, 30.11.2016წ. უფლების დათმობის შესახებ შეთანხმებისა და კომპანიასა და "კა------------–---ს" შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ 17.10.2007წ. №კ-------- და 04.10.2007წ. №კ-4------ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე.
2017 წლის 29 დეკემბერს შპს "თბი-–--------------------------------ასა" და შპს "მა--------ს" შორის გაფორმდა №0--------5 ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ, რომლის საფუძველზეც დადასტურდა მხარეთა შორის 2009 წლის 23 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე 2 965 მეტრი საკაბელო ხაზის გატარება. 1 (ერთი) კილომეტრი კაბელის გატარების საფასურმა 2017 წლის 21 ივნისის №2--1--4-- განკარგულების შესაბამისად, შეადგინა თვეში 280 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
2018 წლის 12 მარტს შპს "თბი-–--------------------------------ასა" და შპს "მა--------ს" შორის გაფორმდა №0--------7 ხელშეკრულება ელექტროტრანსპორტის (მეტროს) სადგურებში ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების (შესაბამისი აპარატურის განთავსება) შესახებ, რომლის საფუძველზეც დადასტურდა მხარეთა შორის 2007 წლის 03 იანვრის №02 ხელშეკრულების საფუძველზე 21 აპარატის განთავსება. ერთი აპარატურის განთავსების საფასურმა 2017 წლის 21 ივნისის №2--1--4-- განკარგულების შესაბამისად, შეადგინა თვეში 420 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
კაბელის გატარების საფასური თავდაპირველად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმების თარიღისათვის მოქმედი - ქალაქ თბილისის მთავრობის 20-- წლის 13 დეკემბრის №0349.117 დადგენილებით, რომლის თანახმად გატარების საფასური ერთი კილომეტრისათვის შეადგენდა 100 ლარს თვეში დღგ-ს გარეშე. დადგენილებაში შევიდა ცვლილება 2011 წლის 21 ოქტომბრის №29.15.1--- დადგენილებით და აღნიშნული თანხა გაიზარდა და შეადგინა 150 ლარი დღგ-ს გარეშე. 2017 წლის 21 ივნისის №2--1--4-- განკარგულების შესაბამისად, 1 (ერთი) კილომეტრის გატარების საფასურმა შეადგინა 280 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ზემოთ აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმებები.
შპს „მა--------ის“ მიერ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საფასურის გადახდა ხდებოდა ვადაგადაცილებებით. შესაბამისად, შპს „თბი-–--------------------------------ა“ ახორციელებდა საურავის დარიცხვას ხელშეკრულების შესაბამისად, კერძოდ:
2007 წლის 4 ოქტომბრის №კ-4------ ხელშეკრულებით გატარებული კაბელის საფასურის დაგვიანებით გადახდის გამო, ხელშეკრულების 4.3. პუნქტის შესაბამისად, შპს „მა--------ს“ დაერიცხა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, საერთო ჯამში - 8 329,93 ლარის ოდენობით:
-01/05/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 17416,80 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 16/05/2017 წ-მდე. საფასური გადაიხადა 18/05/2017 წელს, 2 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 174,17 ლარი;
-02/06/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 17416,80 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 17/06/2017 წლამდე, საფასური გადაიხადა 19/07/2017 წელს, 32 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 2786,69 ლარი;
-03/07/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 17416,80 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 18/07/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 19/07/2017 წელს, 1 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 87,08 ლარი;
-01/08/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 1,48 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 16/08/2017 წლამდე, საფასური გადაიხადა 18/08/2017 წელს, 2 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 0,01 ლარი;
-02/08/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 17421,23 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 17/08/2017 წლამდე, საფასური გადაიხადა 18/08/2017 წელს, 1 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 87,11 ლარი;
-04/09/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 24288,75 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 19/09/2017 წლამდე, საფასური გადახდილი ქონდა წინასწარ.
-02/10/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 27559 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 17/10/2017 წლამდე, საფასურის ნაწილი გადაიხადა -18/10/2017 წელს, 1 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 137,79 ლარი, ნაწილი გადაიხადა 19/11/2017 წელს, 29 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 557,24 ლარი;
-25/10/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 169,08 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 09/11/2017 წლამდე, საფასური გადაიხადა 16/11/2017 წელს, 7 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 5,92 ლარი;
-14/11/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 3573,34 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 29/11/2017 წლამდე, საფასური გადაიხადა 02/02/2018 წელს, 65 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 585,58 ლარი;
-14/12/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 22333,39 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 29/12/2017 წლამდე, საფასური გადაიხადა 02/02/2018 წელს, 35 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 3908,34 ლარი.
2007 წლის 17 ოქტომბრის №კ-------- ხელშეკრულებით, გატარებული კაბელის საფასურის დაგვიანებით გადახდის გამო, ხელშეკრულების 4.3 პუნქტის შესაბამისად, შპს „მა--------ს“ დაერიცხა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, საერთო ჯამში - 1 359,15 ლარის ოდენობით:
-01/05/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 3722,31 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 16/05/2017 წ-მდე. საფასური გადაიხადა 18/05/2017 წელს, 2 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 37,22 ლარი;
-02/06/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 3722,31 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 17/06/2017 წლამდე, საფასური გადაიხადა 19/07/2017 წელს, 32 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 595,57 ლარი;
-03/07/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 3722,31 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 18/07/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 19/07/2017 წელს, 1 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 18,61 ლარი;
-02/08/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 3722,31 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 17/08/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 18/08/2017 წელს, 1 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 18,61 ლარი;
-02/10/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 3722,31 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 17/10/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 18/10/2017 წელს, 1 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 18,61 ლარი;
-14/12/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 5633,32 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 29/12/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 2/2/2018 წელს, 35 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 670.52 ლარი.
2017 წლის 30 ოქტომბრის №0--------1 ხელშეკრულების 2.4 პუნქტის შესაბამისად, გატარებული კაბელის საფასურის დაგვიანებით გადახდის გამო, შპს „მა--------ს“ დაერიცხა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, საერთო ჯამში - 20 026,34 ლარის ოდენობით:
-14/12/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 35748,96 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 24/12/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 2/2/2018 წელს, 40 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 7149,79 ლარი.
-04/1/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 33582,36 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 14/1/2018 წლამდე. საფასური გადაიხადა 2/2/2018 წელს, 19 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 3190,32 ლარი.
-2/3/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 33582,36 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 12/3/2018 წლამდე. საფასური გადაიხადა 1/5/2018 წელს, 50 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 6120,05 ლარი.
-2/4/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 33582,36 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 12/4/2018 წლამდე. საფასურის ნაწილი გადაიხადა 1/5/2018 წელს, 19 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 3190,32 ლარი, ნაწილი - 11/5/2018 წელს - 29 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 207,94 ლარი.
-30/4/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 33582,36 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 10/5/2018 წლამდე. საფასური გადაიხადა 11/5/2018 წელს, 1 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 167,91 ლარი.
2017 წლის 29 დეკემბრის №0--------5 ხელშეკრულების 2.4 და 2.6 პუნქტების შესაბამისად, გატარებული კაბელის საფასურის დაგვიანებით გადახდის გამო, შპს „მა--------ს“ დაერიცხა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, საერთო ჯამში 816,86 ლარის ოდენობით:
-31/03/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 524,81 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 15/4/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 18/4/2017 წელს, 3 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 7,87 ლარი.
-1/5/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 524,81 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 16/5/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 18/5/2017 წელს, 2 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 5,25 ლარი.
-2/6/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 524,81 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 17/6/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 19/7/2017 წელს, 32 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 83,97 ლარი.
-3/7/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 524,81 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 18/7/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 19/7/2017 წელს, 1 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 2,62 ლარი.
-2/8/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 524,81 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 17/8/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 18/8/2017 წელს, 1 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 2,62 ლარი.
-2/10/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 524,81 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 17/10/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 18/10/2017 წელს, 1 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 2,62 ლარი.
-1/12/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 524,81 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 16/12/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 2/2/2018 წელს, 48 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 125,95 ლარი.
-14/12/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 916,17 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 29/12/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 2/2/2018 წელს, 35 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 160,33 ლარი.
-4/1/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 830,20 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 19/1/2018 წლამდე. საფასური გადაიხადა 2/2/2018 წელს, 14 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 58,11 ლარი.
-31/1/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 830,20 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 15/2/2018 წლამდე. საფასური გადაიხადა 1/5/2018 წელს, 75 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 43,88 ლარი.
-1/2/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 830,20 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 15/3/2018 წლამდე. საფასური გადაიხადა 1/5/2018 წელს, 47 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 195,10 ლარი.
-5/3/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 236,43 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 20/3/2018 წლამდე. საფასური გადაიხადა 1/5/2018 წელს, 42 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 49,65 ლარი.
-2/4/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 830,20 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 15/4/2018 წლამდე. საფასური გადაიხადა 1/5/2018 წელს, 16 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 66,42 ლარი.
-2/7/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 830,20 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 15/7/2018 წლამდე. საფასური გადაიხადა 16/7/2018 წელს, 1 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 4,15 ლარი.
-31/8/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 830,20 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 15/9/2018 წლამდე. საფასური გადაიხადა 17/9/2018 წელს, 2 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 8,30 ლარი.
2018 წლის 12 მარტის №0--------7 ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის დაგვიანებით გადახდის გამო, ხელშეკრულების 2.4 და 2.6 პუნქტების შესაბამისად, შპს „მა--------ს“ დაერიცხა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 170.71 ლარი:
-02/04/2018 წელს დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 5690,32 ლარის ოდენობით, ანგარიშწორების ვადა განსაზღვრული იყო 25/04/2018 წლამდე, საფასური გადაიხადა - 6 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 170,71 ლარი (5690,32*0,5%*6).
2015 წლის 27 ნოემბერს შპს "თბი-–--------------------------------ასა" და შპს "მა--------ს" შორის გაფორმდა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ №E-------- ხელშეკრულება მობილური კავშირგაბმულობის ანტენებისა და აპარატურის განსათავსებლად. ხელშეკრულებით ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა - 7 416 ლარით დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ყოველთვიური - 618 ლარით დღგ-ს ჩათვლით.
შპს „მა--------ის“ მიერ 27.11.2015წ. ხელშეკრულების საფასურის გადახდა ხდებოდა ვადაგადაცილებით. კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის დაგვიანებით გადახდის გამო, ხელშეკრულების 6.2 პუნქტის შესაბამისად, შპს „მა--------ს“ დაერიცხა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით, საერთო ჯამში 110 ლარი (საფასურის გადახდა ხელშეკრულების 2.7 პუნქტით ევალებოდა წინასწარი გადახდის წესით):
-2/6/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 618 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 5/5/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 25/5/2017 წელს, 20 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 12,36 ლარი;
-3/7/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 618 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 7/6/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 19/7/2017 წელს, 42 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 25,96 ლარი;
-2/8/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 618 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 7/7/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 19/7/2017 წელს, 12 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 7.42 ლარი;
-4/9/2017 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 618 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 7/8/2017 წლამდე. საფასური გადაიხადა 8/8/2017 წელს, 1 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 0.62 ლარი;
-31/1/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 618 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 9/1/2018 წლამდე. საფასური გადაიხადა 5/2/2018 წელს, 27 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 16.69 ლარი;
-2/4/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 618 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 7/3/2018 წლამდე. საფასური გადაიხადა 1/5/2018 წელს, 55 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 33,99 ლარი;
-30/4/2018 წლის ანგარიშ-ფაქტურით დაერიცხა ხელშეკრულების საფასური 618 ლარი, ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრული იყო 10/4/2018 წლამდე. საფასური გადაიხადა 1/5/2018 წელს, 21 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად საურავის ოდენობამ შეადგინა 12,98 ლარი.
შპს "თბი-–--------------------------------ამ" არაერთგზის მიმართა შპს „მა--------ს“, როგორც წერილობით, ისე სატელეფონო საუბრების საშუალებით და მოსთხოვა დაკისრებული დავალიანების გადახდა, თუმცა შპს „მა--------ს“ ამ მიმართვებზე არანაირი რეაგირება არ განუხორციელებია. მას არც თანხა ჩაურიცხავს და არც წერილობით გაუპროტესტებია საურავის დარიცხვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ეწინააღმდეგება მსგავს დავებზე არსებულ სასამართლო პრაქტიკას. შესაბამისად, ექვემდებარება შემცირებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2007 წლის 4 ოქტომბერს შპს "თბ--–-------------სა" (ამჟამინდელი შპს "თბი-–--------------------------------ა") და შპს "კა------------–---ს" შორის გაფორმდა №კ-4------ ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა „თბ--–-------------ს“ გვირაბებში და შენობა-ნაგებობებში „კა------------–---ის“ 15 მმ-მდე დიამეტრის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის გატარება მ/ს „ვა-----–-----------------–----–----–--დე“ მონაკვეთის (სა---------–--------ი) ორივე გვირაბში.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად:
4.1. „კა------------–---ის“ მიერ „თბ--–-------------სათვის“ გადასახდელი საფასური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთი კილომეტრის გატარებისათვის, ქალაქ თბილისის მთავრობის 20-- წლის 13 დეკემბრის №0349.117 დადგენილების შესაბამისად, შეადგენს თვეში 100 ლარს დღგ-ს გარეშე;
4.2. აღნიშნული საფასურის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად, „თბ--–-------------ს“ მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ანგარიშ-ფაქტურის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მხარეებს შორის ანგარიშსწორება დაიწყება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ აქტის გაფორმების დღიდან;
4.3. თუ „კა------------–---ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური არ იქნება გადახდილი წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტების შესაბამისად, გადაუხდელ თანხას, გადახდისათვის დადგენილი თარიღიდან, დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგაცდაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.10.2007წ. ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ, დანართით (იხ. ს.ფ. 31-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. 2007 წლის 17 ოქტომბერს შპს "თბ--–-------------სა" (ამჟამინდელი შპს "თბი-–--------------------------------ა") და შპს "კა------------–---ს" შორის გაფორმდა №კ-------- ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა „თბ--–-------------ს“ გვირაბებში და შენობა-ნაგებობებში „კა------------–---ის“ 15 მმ-მდე დიამეტრის მქონე ოპტიკურ ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის გატარება მ/ს „ახ------–-----------------------–--დე“ მონაკვეთის ერთ გვირაბში.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად:
4.1. „კა------------–---ის“ მიერ „თბ--–-------------სათვის“ გადასახდელი საფასური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთი კილომეტრის გატარებისათვის, ქალაქ თბილისის მთავრობის 20-- წლის 13 დეკემბრის №0349.117 დადგენილების შესაბამისად, შეადგენს თვეში 100 ლარს დღგ-ს გარეშე;
4.2. აღნიშნული საფასურის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად, „თბ--–-------------ს“ მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ანგარიშ-ფაქტურის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მხარეებს შორის ანგარიშსწორება დაიწყება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ აქტის გაფორმების დღიდან;
4.3. თუ „კა------------–---ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური არ იქნება გადახდილი წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტების შესაბამისად, გადაუხდელ თანხას, გადახდისათვის დადგენილი თარიღიდან დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგაცდაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.10.2007წ. ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ (იხ. ს.ფ. 139-141);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. შპს "თბ--–-------------მ“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და დღეის მდგომარეობით მისი სახელწოდებაა შპს "თბი-–--------------------------------ა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 241-242);
- 04.10.2007წ. და 17.10.2007წ. ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ (იხ. ს.ფ. 31-33; 139-141);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. 2016 წლის 30 ნოემბერს შპს "თბი-–--------------------------------ას", შპს "კა------------–---სა" და შპს "მა--------ს" შორის გაფორმდა შეთანხმება უფლების დათმობის შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს "თბი-–--------------------------------ამ“ თანხმობა განაცხადა მასსა და „კა------------–---ს“ შორის დადებული 04.10.2007წ. №კ-4------ და 17.10.2007წ. №კ-------- ხელშეკრულებებით განსაზღვრული და შპს "კა------------–---ის" მიერ ნაკისრი უფლებებისა და მოვალეობების შპს "მა--------ისთვის" გადაცემის თაობაზე, ხოლო შპს "მა--------მა" თანხმობა განაცხადა ეტვირთა აღნიშნული უფლება-მოვალეობები მის საკუთრებაში არსებულ კაბელებთან მიმართებაში. ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები შპს „მა--------ისათვის“ გადაცემულად ჩაითვალებოდა - 2016 წლის 01 ნოემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.11.2016წ. შეთანხმება უფლების დათმობის შესახებ (იხ. ს.ფ. 162-164);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. 2017 წლის 30 ოქტომბერს შპს "თბი-–--------------------------------ასა" და შპს "მა--------ს“ შორის გაფორმდა №0--------1’ ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს "თბი-–--------------------------------ის" გვირაბებში და შენობა-ნაგებობებში 1 წლის ვადით, 15 მმ-მდე დიამეტრის მქონე მესაკუთრის განმასხვავებელი ნიშნით მარკირებული ოპტიკურ ბოჭოკვანი საკაბელო ხაზის გატარება დანართი №1-ის შესაბამისად.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების დანართი №1-ით გათვალისწინებული კაბელები (საერთო ჯამში 119 937 მეტრი) ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღისათვის გატარებული იყო კომპანიის გვირაბებში და შენობა-ნაგებობებში, კომპანიასა და „კა------------–---ს“ შორის „ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გატარების შესახებ“ 04.10.2007წ. №კ-4------ და 17.10.2007წ. №კ-------- ხელშეკრულების, მათში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებებისა და დადასტურების აქტების საფუძველზე.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად:
2.1. მა--------ის მიერ კომპანიისათვის გადასახდელი საფასური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთი კილომეტრის გატარებისათვის, ქალაქ თბილისის მთავრობის 2017 წლის 21 ივნისის №2--1--4-- განკარგულების შესაბამისად, შეადგენს თვეში 280 ლარს დღგს ჩათლით;
2.2. საფასურის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად, საანგარიშო თვის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, კომპანიის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე;
2.4. ამ პუნქტით დადგენილი საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადასახდელ თანხას, გადახდისათვის დადგენილი თარიღიდან დაერიცხება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.10.2017წ. ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ, დანართით (იხ. ს.ფ. 165-170);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.6. 2017 წლის 29 დეკემბერს შპს "თბი-–--------------------------------ასა" და შპს "მა--------ს“ შორის გაფორმდა №0--------5 ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს "თბი-–--------------------------------ის" გვირაბებში და შენობა-ნაგებობებში 1 წლის ვადით, 15 მმ-მდე დიამეტრის მქონე მესაკუთრის განმასხვავებელი ნიშნით მარკირებული ოპტიკურ ბოჭოკვანი საკაბელო ხაზის გატარება დანართი №1-ის შესაბამისად.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების დანართი №1-ით გათვალისწინებული კაბელები (საერთო ჯამში 2965 მეტრი) ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღისათვის გატარებული იყო კომპანიის გვირაბებში და შენობა-ნაგებობებში, კომპანიასა და „მა--------ს“ შორის 2009 წლის 23 მარტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გატარების შესახებ №01/2-9/1 ხელშეკრულების, მათში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებებისა და დადასტურების აქტების საფუძველზე.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად:
2.1. მა--------ის მიერ კომპანიისათვის გადასახდელი საფასური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთი კილომეტრის გატარებისათვის, ქალაქ თბილისის მთავრობის 2017 წლის 21 ივნისის №2--1--4-- განკარგულების შესაბამისად, შეადგენს თვეში 280 ლარს დღგს ჩათლით;
2.4. ყოველი საანგარიშო თვის მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, კომპანიის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
2.6. ამ პუნქტით დადგენილი საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადასახდელ თანხას, გადახდისათვის დადგენილი თარიღიდან დაერიცხება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.1--2017წ. (დანართით) და 23.03.2009წ. ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ, (იხ. ს.ფ. 182-185);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.7. 2018 წლის 12 მარტს შპს "თბი-–--------------------------------ასა" და შპს "მა--------ს“ შორის გაფორმდა №0--------7 ხელშეკრულება ელექტროტრანსპორტის (მეტროს) სადგურებში ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების (შესაბამისი აპარატურის განთავსება) შესახებ.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის დღისათვის კომპანიის ელექტროტრანსპორტის (მეტროს) სადგურებში 20---–-–----------------- ხელშეკრულების, მათში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, მა--------ის მიერ განთავსებულია შესაბამისი აპარატურა (ჯამში 21) და იგი ახორციელებს ფიჭურ კავშირგაბმულობას.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად:
2.1. მა--------ის მიერ კომპანიისათვის გადასახდელი საფასური ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელებისათვის (შესაბამისი აპარატურის განთავსებისათვის) განისაზღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 21 ივნისის №2--1--4-- განკარგულების შესაბამისად და შეადგენს თვეში 420 ლარს, დღგს-ის ჩათვლით;
2.4. ყოველი საანგარიშო თვის მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს არაუგვიანეს საანგარიშო თვის 25 რიცხვისა, კომპანიის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე;
2.6. ამ მუხლით დადგენილი საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადასახდელ თანხას, გადახდისათვის დადგენილი თარიღიდან დაერიცხება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-1--03.2018წ. ელექტროტრანსპორტის (მეტროს) სადგურებში ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების შესახებ, დანართით (იხ. ს.ფ. 200-203);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.8. ქალაქ თბილისის მთავრობის 20-- წლის 13 დეკემბრის №0349.117 დადგენილებით დამტკიცდა შპს „თბ--–-------------სათვის“ (ამჟამად - შპს „თბი-–--------------------------------ა“) საწარმო ნაგებობებსა და გვირაბებში 1კმ. ოპტიკური და/ან სპელენძის კაბელის გატარებისა და ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების საფასური, რომელმაც 15მმ-მდე კაბელის დიამეტრის შემთხვევაში, შეადგინა თვეში - 100 ლარი (დღგ-ს გარეშე).
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №29.15.1--- დადგენილებით, დამტკიცდა შპს „თბი-–--------------------------------ის“ შენობა-ნაგებობებსა და გვირაბებში 1კმ ოპტიკური და/ან სპილენძის კაბელის გატარების საფასური, რომელმაც 15მმ-მდე კაბელის დიამეტრის შემთხვევაში შეადგინა თვეში - 150 ლარი (დღგ-ს გარეშე). აღნიშნული დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის თბილისის მთავრობის 20-- წლის 13 დეკემბრის №0349.117 დადგენილება.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2017 წლის 21 ივნისის №2--1--4-- განკარგულებით, დამტკიცდა შპს „თბი-–--------------------------------ის“ საწარმო ნაგებობებსა და გვირაბებში 1კმ. ოპტიკური და/ან სპელენძის კაბელის გატარების საფასური, რომელმაც 15მმ-მდე კაბელის დიამეტრის შემთხვევაში, შეადგინა თვეში 280 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). ხოლო, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტის (მეტროს) თითოეულ სადგურში ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების საფასურმა კი, შეადგინა თვეში 420 ლარი (დღგს- ჩათვლით). აღნიშნული განკარგულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №29.15.1--- დადგენილება.
ზემოთ აღნიშნული დადგენილებებისა და განკარგულების შესაბამისად, მხარეთა შორის პერიოდულად ფორმდებოდა შეთანხმებები ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მთავრობის 1--1--20--წ. და 21.10.2011წ. დადგენილებები და 21.06.2017წ. განკარგულება დანართებით (იხ. ს.ფ. 153-161);
- შეთანხმებები „ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ“ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ (იხ. ს.ფ. 35, 63, 143)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.9. 2015 წლის 27 ნოემბერს შპს "თბი-–--------------------------------ასა" (მეიჯარე) და შპს "მა--------ს“ (მოჯარე) შორის გაფორმდა №E-------- ხელშეკრულება უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მეიჯარის მიერ მოიჯარისათვის ვადიანი, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა), 5 წლის ვადით, შპს „თბი-–--------------------------------ის“ საკუთრებაში რიცხული - ქ. თბ--–--–------------------------ე ტერიტორიაზე არსებული (ს/კ 0--1--1--0--.0--- შენობა-ნაგებობიდან მე-4 სართულის 56.93 კვ.მ. ფართიდან ნაწილი 1 კვ.მ. წილობრივ მიწის ნაკვეთთან ერთად. უძრავი ქონების მოიჯარისათვის სარგებლობაში გადაცემის მიზნობრიობას წარმოადგენდა მობილური კავშირგაბმულობის ანტენებისა და აპარატურის განთავსება.
ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად, ყოველწლიური საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა - 7 416 ლარით (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო ყოველთვიური საიჯარო ქირა, კი შესაბამისად - 618 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
ხელშეკრულების 2.7. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება ხორციელდება ყოველთვიურად, წინასწარი გადახდის წესით, საანგარიშო პერიოდის დაწყებიდან 5 საბანკო დღის ვადაში.
ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო დავალიანების 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.11.2015წ. ხელშეკრულება უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 224-227);
-1--03.2018წ. ელექტროტრანსპორტის (მეტროს) სადგურებში ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების შესახებ, დანართით (იხ. ს.ფ. 200-203);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.10. შპს „მა--------ის“ მიერ მასსა და შპს „თბი-–--------------------------------ას“ შორის სხვადასხვა დროს დადებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კაბელების გატარებისა და ელექტროტრანსპორტის (მეტროს) სადგურებში ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე აპარატურის განთავსების შესაბამისი საფასურის გადახდა ხორციელდებოდა ვადაგადაცილებით, რის გამოც ამ უკანაკნელს შპს „თბი-–--------------------------------ა“ ხელშეკრულებების შესაბამისად არიცხავდა პირგასამტეხლო. კერძოდ, შპს „მა--------ისათვის“ დარიცხულ იქნა პირგასამტეხლო შემდეგი ოდენობით:
04.10.2007წ. №კ-4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯამში - 8 329.93 ლარი;
17.10.2007წ. №კ-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯამში - 1 359.15 ლარი;
30.10.2017წ. №0--------1’ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯამში - 20 026.34 ლარი;
29.1--2017წ. №0--------5 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯამში - 816.86 ლარი;
1--03.2018წ. №01-1-2/5-7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯამში - 170.71 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების შესახებ ამონაწერი (იხ. ს.ფ. 171-179);
-04.10.2007წ., 17.10.2007წ., 30.10.2017წ., 29.1--2017წ., 1--03.2018წ. ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ (იხ. ს.ფ. 31-34; 139-141, 165-167, 182-184);
-1--03.2018წ. ელექტროტრანსპორტის (მეტროს) სადგურებში ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების შესახებ (იხ. ს.ფ. 200-203);
- შეთანხმებები ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ (იხ. ს.ფ. 35, 63, 143);
- დადასტურების აქტი (იხ. ს.ფ. 223);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.11. შპს „მა--------ის“ მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „თბი-–--------------------------------ას“ შორის 27.11.2015წ. დადებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები. კერძოდ, შპს „მა--------ის“ მიერ საიჯარო ქირის გადახდა ხორციელდებოდა ვადაგადაცილებით, რის გამოც ამ უკანასკნელს დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ჯამში - 110 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების შესახებ ამონაწერი (იხ. ს.ფ. 180-181);
- 27.11.2015წ. ხელშეკრულება უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 224-227);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.1-- შპს „თბი-–--------------------------------ამ“ 31.08.2017წ., 2--09.2017წ., 20.10.2017წ., 17.11.2017წ., 2--1--2017წ., 23.03.2018წ., 23.07.2018წ. და 20.09.2018წ. წერილობითი შეტყობინებით მიმართა შპს „მა--------ს“, რომლითაც აცნობა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების დარღვევიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე და თითოეულ შემთხვევაში გადასახდელად განუსაზღვრა დამატებით, შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადა, თუმცა უშედეგოდ, შპს „მა--------ს“ დღმდე არ გადაუხდია მისთვის დარიცხული პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-წერილობითი შეტყობინებები (იხ. ს.ფ. 230-238);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „თბი-–--------------------------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს (სსკ-ის 319-ე მუხლი) და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „თბი-–--------------------------------ასა“ და შპს „მა--------ს“ შორის სხვადასხვა დროს დაიდო ხელშეკრულებები. კერძოდ, 04.10.2007წ. (№კ-4------) და 17.10.2007წ. (№კ--------) შპს "თბ--–-------------სა" (ამჟამინდელი შპს "თბი-–--------------------------------ა") და შპს "კა------------–---ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, თბ--–-------------ს გვირაბებში და შენობა-ნაგებობებში „კა------------–---ის“ 15 მმ-მდე დიამეტრის მქონე ოპტიკურ ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის გატარება. ამასთან, 30.11.2016წ. შეთანხმების საფუძველზე, შპს "თბი-–--------------------------------ამ" შპს "კა------------–---თან" 04.10.2007წ. და 17.10.2007წ. დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები დაუთმო შპს "მა--------ს“.
30.10.2017წელს და 29.1--2017წელს შპს "თბი-–--------------------------------ასა" და შპს "მა--------ს“ შორის კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შპს "თბი-–--------------------------------ის" გვირაბებში და შენობა-ნაგებობებში 1 წლის ვადით, 15 მმ-მდე დიამეტრის მქონე მესაკუთრის განმასხვავებელი ნიშნით მარკირებული ოპტიკურ ბოჭკოკვანი საკაბელო ხაზის გატარება;
1--03.2018წ. შპს "თბი-–--------------------------------ასა" და შპს "მა--------ს“ შორის გაფორმდა №0--------7 ხელშეკრულება, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ელექტროტრანსპორტის (მეტროს) სადგურებში ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების (შესაბამისი აპარატურის განთავსება) შესახებ.
2015 წლის 27 ნოემბერს შპს "თბი-–--------------------------------ასა" (მეიჯარე) და შპს "მა--------ს“ (მოჯარე) შორის გაფორმდა №E-------- ხელშეკრულება უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მეიჯარის მიერ მოიჯარისათვის ვადიანი, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა) 5 წლის ვადით შპს „თბი-–--------------------------------ის“ საკუთრებაში რიცხული ქ. თბ--–--–------------------------ე ტერიტორიაზე არსებული (ს/კ 0--1--1--0--.0--- შენობა-ნაგებობიდან მე-4 სართულის 56.93 კვ.მ. ფართიდან ნაწილი 1 კვ.მ. წილობრივ მიწის ნაკვეთთან ერთად. უძრავი ქონების მოიჯარისათვის სარგებლობაში გადაცემის მიზნობრიობას წარმოადგენდა მობილური კავშირგაბმულობის ანტენებისა და აპარატურის განთავსება. ხელშეკრულებით, ყოველწლიური საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა - 7 416 ლარით (დღგ-ს ჩათვლით).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
დადგენილია, ასევე, რომ შპს „მა--------ის“ მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „თბი-–--------------------------------ას“ შორის დადებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებებით, ელექტროტრანსპორტის (მეტროს) სადგურებში ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებითა და უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, კაბელების გატარების, აპარატურის განთავსებისა და საიჯარო ქირის გადახდა ხორციელდებოდა ვადადარღვევით. შესაბამისად, წარმოიშვა ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.
მხარეთა შორის დადებული - ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებებითა და ელექტროტრანსპორტის (მეტროს) სადგურებში ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, შესაბამისი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგაცდაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით (04.10.2007წ. და 17.10.2007წ. ხელშეკრულების 4.3. პუნქტი; 30.10.2017წ. ხელშეკრულების 2.4. პუნქტი; 29.1--2017წ. და 1--03.2018წ. ხელშეკრულების 2.6. პუნქტი;). ხოლო, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 27.11.2015წ. ხელშეკრულების 6.2. პუნქტით, კი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, დავალიანების 0.1%-ის ოდენობით. დადგენილია, ასევე რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს შპს „თბ--–-------------------------------ას“ გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამდენად, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანისა და მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მასსა და შპს „თბი-–--------------------------------ას შორის“ დადებული ყველა სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ერთობლიობაში უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 15 000 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 30 81--99 ლარისა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 924.39 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, მოპასუხე შპს „მა--------ს“ მოსარჩელე შპს „თბი-–--------------------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 450 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (15 000 ლარი) ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „თბი-–--------------------------------ის“ სარჩელი შპს „მა--------ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს „მა--------ს“ მოსარჩელე შპს „თბი-–--------------------------------ის“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს - 15 000 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს „მა--------ს“ მოსარჩელე შპს „თბი-–--------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 450 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე