განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2019
საქმის ნომერი
330100117001828996
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

#0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ------------------------------- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–-------------------------------------ში.

 

ადვოკატი - თ-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

2017 წლის 2 თებერვალს ქ.თბილისი, პ---------------------ში მდებარე შპს „T------“-ის მაღაზიიდან 1--- წელს დაბადებული დ--------------ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „T----”-ის ფირმის მაჯის საათს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს შპს „T------“-ს მიადგა 180,0 (ასოთხმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 2 თებერვალს ქ. თბილისი, პ---------------------ში მდებარე შპს „T------“-ის მაღაზიიდან 1--- წელს დაბადებული დ--------------ე თვითნებურად დაეუფლა „T----“-ის ფირმის მაჯის საათს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს შპს „T------“-ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის ვ--–-------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „თ------ში“ მენეჯერის პოზიციაზე. მაღაზიაში საათები ჩამოაქვთ ამერიკული კომპანია „თ------იდან“. კომპანიის ვალდებულებას წარმოადენს კლიენტს გადასცენ უნაკლო ნივთი. საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში ნივთის დაზიანების ან გაფუჭების შემთხვევაში კომპანია ვალდებულია შეცვალოს საათის მექანიზმი ან შეცვალოს საათი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასულია საგარანტიო ვადა, კომპანია არ არის ვალდებული მოემსახუროს კლიენტს. თუკი მომხმარებელი საათს პრეტენზიით დააბრუნებს მაღაზიაში და ინახება კომპანიაში, ამ შემთხვევაში საგარანტიო ვადის დინება ჩერდება, თუმცა გააჩნია მიზეზს, ვისი ბრალეულობით ვერ სარგებლობს კლიენტი აღნიშნული საათით. 2017 წლის 2 თებერვალს მას დაუკავშირდა ქ.თბილისში, პ-----------------ე მდებარე „თ----–-სის“ მაღაზის მენეჯერი ნ-----------–-–---–ი, რომელმაც აცნობა, რომ მაღაზიიდან გატაცებული იქნა საათი. მივიდა მაღაზიაში, სადაც დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები და გაარკვია, რომ მაღაზიიდან უნებართვოდ იყო გატანილი „თ------ის“ ფირმის მაჯის საათი, რომლის თვითღირებულება იყო 60 ლარი და თეთრები, ხოლო საბაზრო ღირებულება შეადგენდა 180 ლარს. აღნიშნული ფაქტის შესახებ მისთვის ცნობილია, რომ დაახლოებით 2015 წლის შუა პერიოდში ქალბატონმა, რომლის სახელი არ ახსოვს, გვარად იყო ჩ-------ი, მათ მაღაზიაში შეიძინა მაჯის საათი, ერთი წლის გარანტიით. მოგვიანებით აღნიშნულმა ქალბატონმა თუ მამაკაცმა დააბრუნა საათი და განმარტა, რომ პრეტენზია ჰქონდა საათის მუშაობასთან დაკავშირებით, რის გამოც გამოუცვალეს საათი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მომხმარებელი კვლავ უკმაყოფილო იყო და გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ საათი არ მუშაობდა, რის გამოც დაიტოვეს საათი და მესაათესთან ერთად აკვირდებოდნენ მის მუშაობას. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ საათს არ ჰქონდა არანაირი პრობლემა და დაზიანება, რაც აცნობეს მომხმარებელს და სთხოვეს, რომ დაებრუნებინა საათი უკან, თუმცა დ--------------ემ საათი არ წაიღო მაღაზიიდან, რის გამოც დაახლოებით ნახევარი წელი ინახებოდა მაღაზიაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ დ--------------ე მივიდა მაღაზიაში, თუმცა უარი განაცხადა საათის წაღებაზე და ითხოვდა ახალი საათის გადაცემას იმ მოტივით, რომ არ უნდოდა გაკეთებული საათის წაღება, თუმცა რეალურად საათი არ იყო შესაკეთებელი და მუშაობდა ჩვეულებრივად. ამ შემთხვევაში საგარანტიო ვადის დინება არ შეჩერებულა, ვინაიდან მაღაზიაში საათი კომპანიის მოზეზით არ ინახებოდა. დ--------------ემ ვიტრინიდან აარჩია სხვა საათი და სთხოვა კონსულტანტს ეჩვენებინა, რომელიც მიაწოდა კონსულტანტმა. დ--------------ემ საათი გაიკეთა ხელზე და დატოვა მაღაზიის ტერიტორია. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის ქმედებით კომპანიას მიადგა ზიანი საათის თვითღირებულების ოდენობით, კერძოდ 60.56 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-–------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „თ----–-სის“ მაღაზიაში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. დაახლოებით 2 წლის წინ ქალბატონმა ქ.თბილისში, პ-----------------ში არსებულ მაღაზია „თ----–-სის“ ერთ-ერთ ფილიალში მეუღლისთვის შეიძინა „თ------ის“ ფირმის საათი, რომელიც სავარაუდოდ ღირდა 160 ლარამდე, თუმცა საათის ღირებულება ზუსტად არ ახსოვს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მაღაზიაში მივიდა მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ საათი არ მუშაობდა გამართულად და ჩერდებოდა ხელზე. ვინაიდან მოქმედებდა საგარანტიო ვადა, შემოწმების მიზნით მაღაზიაში დაიტოვეს საათი. მაღაზიის მესაათემ შეამოწმა საათი, რომელსაც დაუდგინდა მექანიზმის წუნი, რის გამოც საათი შეუცვალეს მომხმარებელს და გადასცეს ახალი საათი. დაახლოებით ორ თვეში კვლავ მივიდა დ--------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ საათი უჩერდებოდა ხელზე. კვლავ დაიტოვეს საათი შემწომების მიზნით, რომელიც შეამოწმა მესაათემ და დადგინდა, რომ საათს არანაირი წუნი არ ჰქონდა. დაუკავშირდნენ დ--------------ეს, რომელიც მივიდა და წაიღო საათი. დაახლოებით ორი თვის გასვლის შემდეგ, აღნიშნული პირი კვლავ მივიდა მაღაზიაში ანალოგიური პრობლემით, დაიტოვეს საათი, კვლავ შეამოწმა მესაათემ და დადგინდა, რომ საათს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. დ--------------ეს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ საათი მუშაობდა და წაეღო მაღაზიიდან, რომელმაც განუმარტა, რომ ვერ იყენებდა საათს და არ სჭირდებოდა. დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში საათი შენახული ჰქონოდათ მაღაზიაში, რის შემდეგ მივიდა დ--------------ე და მოითხოვა მისი კუთვნილი საათი, რომელიც გადასცეს და წაიღო. დაახლოებით 2 თვის გასვლის შემდეგ კვლავ მივიდა დ--------------ე მაღაზიაში ანალოგიური პრეტენზიით. ამ დროს საათის გარანტიის ვადა უკვე გასული იყო, თუმცა კეთილი ნებით შესამოწმებლად დაიტოვეს საათი. შეამოწმა მესაათემ და განაცხადა, რომ საათის მექანიზმს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და გამართულად მუშაობდა. აღნიშნულის შემდეგ დ--------------ემ აღარ მოიკითხა საათი. 2017 წლის 2 თებერვალს მაღაზიაში მივიდა დ--------------ე და იკითხა მისი კუთვნილი საათი, რომელიც გადასცეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ დროისთვის საათი იყო გაჩერებული. აღნიშნულის დანახვაზე დ--------------ემ განაცხადა „ხომ გითხარით, პრობლემა აქვს საათს, გაჩერებულიაო“. რეალური პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ საათს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა გამოცვლილი ელემენტი. აღნიშნული საათის ელემენტი არ ძლებს დიდხანს. შემდეგ დ--------------ემ მოითხოვა „თ-------ის“ მოდელის საათის ჩვენება, რომელიც გადასცა მას. დ--------------ემ საათი გაიკეთა ხელზე და დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ დაახლოებით ერთი ფასი ჰქონდა მის საათსა და აღნიშნულ საათს და იკითხა შეიძლებოდა თუ არა საათების გაცვლა. ვინაიდან თავად ვერ წყვეტდა აღნიშნულ საკითხს, დაუძახა მენეჯერს - ნ-----------–-–---–ს, რომელმაც დ--------------ეს აუხსნა, რომ ვინაიდან ერთხელ უკვე შეუცვალეს საათი, აღარ შეეძლო შეცვლა. საუბრისას დ--------------ეს ხელზე ეკეთა საათი და თანდათან ტოვებდა მაღაზიის ტერიტორიას, რომელსაც მოუწოდა, რომ ხელზე საათი ეკეთა და დაეტოვებინა, თუმცა დ--------------ემ არ მიაქცია ყურადღება, აგრძელებდა საუბარს და მიიწევდა გასასველელი კარისკენ. კვლავ მოუწოდა დ--------------ეს, რომ საათი მოეხსნა მაჯიდან და დაეტოვებინა მაღაზიაში. უკვე როდესაც მაღაზიის კარის ზღურბლს აბიჯებდა, ხმამაღლა მოუწოდა, რომ ხელზე ეკეთა საათი, მოეხსნა და დაეტოვებინა მაღაზიაში. მიუხედავად მოწოდებისა, დ--------------ემ სწრაფი ნაბიჯებით დატოვა მაღაზია, რომელსაც დაედევნა მენეჯერი და დაუძახა, თუმცა დ--------------ემ დატოვა ტერიტორია. მათ მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. კომპანია აფიქსირებს მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ტელეფონის ნომერს. მოცემულ შემთხვევაში, შემძენად დაფიქსირებული იყო ქალბატონის მონაცემები. დ--------------ის სახელი-გვარი და საკონტაქტო ნომერი იცოდნენ მაღაზიაში იქიდან გამოდინარე, რომ მაღაზიაში რამდენჯერმე იყო მისული პრეტენზიით. გამომძიებლის მიერ დაიკითხა მოწმის სახით, რის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც მის წინ წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო ბრალდებული. მოწმის განმარტებით, დ--------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საათის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 180 ლარს, რომელიც არ არის ანაზღაურებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის აგვისტოს თვეში, ქ.თბილისში, პ-----------------ში მდებარე შპს „თ----–-სის“ კუთვნილ მაღაზიაში მივიდა ქალბატონი, რომელმაც შეიძინა „თ------ის“ ფირმის მამაკაცის მაჯის საათი. საათის შეძენიდან დაახლოებით 1 თვის განმავლობაში მაღაზიაში მივიდა მამაკაცი - დ--------------ე, რომელსაც ჰქონდა პრეტენზია, რომ საათი ჩერდებოდა და იყო წუნის მქონე. ვინაიდან საგარანტიო ვადა არ იყო გასული, დაიტოვეს საათი და შესამოწმებლად გააგზავნეს მესაათესთან. მესაათემ შეამოწმა საათის მექანიზმი და დადგინდა, რომ საათს ჰქონდა ქარხნული წუნი, რომელიც არ ექვემდებარებოდა შეკეთებას, რის გამოც დ--------------ეს გადასცეს იგივე მოდელის ახალი საათი. დაახლოებით 2-3 თვის შემდგომ დ--------------ე მივიდა მაღაზიაში და განაცხადა, რომ საათი ჩერდებოდა ხელზე. კვლავ დაიტოვეს საათი შემოწმების მიზნით და გადააგზავნეს მესაათესთან, რომელმაც განმარტა, რომ საათი მუშაობდა გამართულად. აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდნენ დ--------------ეს, რომელსაც აუხსნეს, რომ საათი შეამოწმეს, მუშაობდა გამართულად, მისულიყო მაღაზიაში და წაეღო საათი. დ--------------ემ განაცხადა, რომ საათი არ მუშაობდა გამართულად, შესაბამისად არ სჭირდებოდა და შეეძლოთ დაეტოვებინათ, გაეკეთებინათ ხელზე და დაკვირვებოდნენ, რომ ნამდვილად ჩერდებოდა. მართლაც იკეთებდნენ ხელზე და აკვირდებოდნენ, თუმცა აღნიშნული გარემოება არ დადასტურდა, რის გამოც რამდენჯერმე დაუკავშირდნენ და სთხოვეს წაეღო საათი, რაზეც უარი განაცხადა. მაღაზიაში საათი დარჩა დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში, რის შემდგომ დ--------------ე მივიდა მაღაზიაში და წაიღო მის კუთვნილი საათი. დაახლოებით 2 თვეში დ--------------ემ კვლავ დააბრუნა საათი მაღაზიაში, იგივე მოთხოვნით. საათი მაღაზიაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იდო და არ წაიღო. ამ დროს უკვე გასული იყო საგარანტიო ვადა, თუმცა მაღაზიის პრესტიჟიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ შეემოწმებინათ საათი. გადააგზავნეს მესაათესთან, რომელმაც განაცხადა, რომ საათი გამართულად მუშაობდა. დაუკავშირდნენ და აცნობეს დ--------------ეს აღნიშნულის თაობაზე, თუმცა მან უარი განაცხადა საათის წაღებაზე. 2017 წლის 2 თებერვალს შესვენებაზე იყო, როდესაც მაღაზიაში მივიდა დ--------------ე. კონსულტანტმა ე-–------------მა დაუძახა და უთხრა, რომ მისული იყო დ--------------ე, რომელსაც სურდა თავისი საათის ახლით შეცვლა. იგი გავიდა დარბაზში, გაესაუბრა დ--------------ეს, რომელმაც განუცხადა, რომ სურდა მისი საათის ახლით შეცვლა, ვინაიდან მობეზრდა და დაიღალა აქეთ-იქით სიარულით. აუხსნა დ--------------ეს, რომ შეუძლებელი იყო საათის შეცვლა, ვინაიდან ერთხელ უკვე შეუცვალეს და გასული იყო საგარანტიო ვადა, თუმცა დ--------------ე არ უსმენდა და წავიდა გასასვლელისკენ. ამ დროს კონსულტანტმა ე-–---- მიმართა დ--------------ეს, რომ მოეხსნა საათი და დაეტოვებინა, რაზეც დ--------------ემ უპასუხა, რომ არ სჭირდებოდა საათი და დაეტოვებინათ. კონსულტანტმა უკვე უხეშად მიმართა, რომ მოეხსნა საათი და დაეტოვებინა, თუმცა დ--------------ემ საათთან ერთად დატოვა მაღაზიის ტერიტორია. ამ დროს თავადაც გააცნობიერა, რომ დ--------------ეს ხელზე ეკეთა კომპანიის კუთვნილი საათი, რის გამოც დაედევნა მას და სთხოვდა დაებრუნებინა საათი, თუმცა დ--------------ე არ დაბრუნდა და წავიდა. დაბრუნდა მაღაზიაში, გამოძახა პოლიცია და აცნობა უფროსს. ადგილზე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რის თაობაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი. გამომძიებელის მიერ გამოიკითხა მოწმის სახით, ხოლო შემდეგ მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო ბრალდებული. გამოძიების მიერ ამოღებული იქნა ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომლის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა. მოწმის განმარტებით, დ--------------ის მიერ მაღაზიიდან წაღებული საათის ღირებულება შეადგენს 180 ლარს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ--------–---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ვ---------------–ოს რაიონული სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 2 თებერვალს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქ.თბილისში, პ-----------------ე მდებარე საათების მაღაზიის ძარცვის ფაქტზე. უფროსმა - დ--------------ამ საღამოს საათებში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ძარცვის ჩამდენი პირი უნდა ყოფილიყო 1--- წელს დაბადებული დ--------------ე, რომელიც იმ დროისთვის უნდა ყოფილიყო ქ.თბილისში, ა-–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა მაღაზიიდან გატაცემული საათი. შესაბამის ბაზაში გადამოწმებული იქნა პიროვნების მონაცემები, რის შემდეგ ა-–-------------------–---–თან და დ------------სთან ერთად მივიდა პატაკში მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას დაინახეს პიროვნება, რომელიც გავდა მონაცემთა ბაზაში გადამოწმებულ პიროვნებას. მივიდნენ მასთან, განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები. დ------------მ განუმარტა, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა, შესთავაზა წარედგინა დადგენილებაში მითითებული საათი, რის შემდეგ დ--------------ემ მარცხენა მაჯიდან მოიხსნა მამაკაცის საათი და გადასცა დ------------ს. ამოღებული საათი დაილუქა ადგილზე, თუმცა დ--------------ემ ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ დ-----------ის მიერ დ--------------ეს განემარტა უფლებები და დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რის შემდეგ გადაიყვანეს ვ---------------–ოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში. პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები შედგა ადგილზე, რომლის ასლიც გადაეცა ბრალდებულს, თუმცა ხელის მოწერაზე გაურკეველი მიზეზით განაცხადა უარი. დ--------------ე არაადეკვატური გახდა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ უნდა გადაეყვანათ დროებითი მოთავსების იზოლატორში, ცდილობდა თვით დაზიანების მიყენებას და ემუქრებოდა პოლიციის თანამშრომლებს, რომ შეუქმნიდა პრობლემებს. ორ თანამშრომელს უკბინა ხელზე და ფეხზე.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ა-–-------------------–---–მა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 თებერვალს საათების მაღაზია „თ----–-სში“ მომხდარი ძარცის ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა დ--------------ე, რომელიც გადაყვანილ იქნა ვ---------------–ოს მეშვიდე განყოფილებაში. თუმცა მას შემდეგ, რაც დ--------------ისთვის ცნობილი გახდა, რომ უნდა მომხდარიყო მისი გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ცდილობდა თვითდაზიანების მიყენებას და ემუქრებოდა პოლიციის თანამშრომლებს, რომ შეუქმნიდა პრობლემებს. მის მიმართ გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა იმ მიზნით, რომ ბრალდებულს არ მიეყენებინა თვითდაზიანება. შემდეგ დაკავებულმა ორ თანამშრომელს უკბინა ხელზე და ფეხზე.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა კ-------------–--ემ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 თებერვალს საათების მაღაზია „თ----–-სში“ მომხდარი ძარცის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მის მიერ დაკითხნენ მოწმეები: დ--------------ა და მაღაზიის წარმომადგენელი ე-–------------ი. ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შედგა შესაბამის ოქმები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.თბილისი, ვ----------------ში მდებარე ე.წ. „პ---------" შენობაში. თავად არის საათების ხელოსანი, ემსახურება როგორც კერძო კლიენტებს, ასევე მაღაზიებს. ემსახურება მაღაზია „თ----–-სს“, როგორც საგარანტიო ხელოსანი, საიდანაც მასთან მიჰქონდათ საათები, რომლებსაც უცლიდა ელემენტებს. დაზიანებული საათის შემთხვევაში უნდა ენახა, რის გამო იყო იგი დაზიანებული, თუ შესაძლებელი იყო შეკეთება, შეაკეთდა, თუ ელემენტი იყო გამოსაცვლელი, ცვლიდა, თუ ისეთი რამ იყო დაზიანებული, რაც არ კეთდებოდა და ქარხნული წუნი იყო, ეუბნებოდა მაღაზიის წარმომადგენელს, რომ საათი ექვემდებარებოდა შეცვლას. „თ----–-სის“ მოდელის საათი თუკი დაზიანდა, დაშლა-აწყობას არ ექვემდებარება. მას შესაძლოა შეეცვალოს ელემენტი, გაუსწორდეს საათის ისარი, თუმცა დაშლა-აწყობას არ ექვემდებარება. მაღაზიიდან შესამოწმებლად გადაეგზანა აღნიშნული მოდელის საათები მითითებულ პერიოდში, თუმცა უშუალოდ კლიენტი ვინ იყო, მისთვის უცნობია. აღნიშნული ცნობილია მხოლოდ მაღაზიისთვის. მასთან საათი რჩება მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში. 2-3 დღეში უბრუნდებოდა მაღაზიას უკან ან შესაძლოა დილას მიტანილი საათი საღამოსვე დაებრუნებინა უკან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 თებერვალს მეწყვილესთან ლ---------–---–თან ერთად გამოცხადდა ვ---------------–ოს ტერიტორიაზე მდებარე საათების მაღაზიაში ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე დახვდა გამომძიებელი და მაღაზიის წარმომადგენელი, მეწყვილესთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, დაასურათა შემთხვევის ადგილი. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა ვ---------------–ოს რაიონული სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში. 2017 წლის 2 თებერვალს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, ქ.თბილისში, პ-----------------ში მდებარე შპს „თ----–-სის“ მაღაზიაში მომხდარი ძარცვის ფაქტზე. მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მის მიერ მოწმის სახით გამოკითხული იქნენ კ-------------–--ე, ბ------------ე, ა-–-------------------–---–ი, კომპანიის წარმომადგენელი ვ--–-------------ა, დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, ბრალდებულს და მის ადვოკატს გაუცვალა მტკიცებულებები, დაზარალებულის წარმომადგენელთან და მენეჯერთან ერთად დაათვალიერა ვიდეო კამერის ჩანაწერები, შეადგინა ოქმი ბრალდებულის ამოცნობაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, დაზარალებულს მისწერა წერილი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. ყველა საგამოძიებო მოქმედებებზე შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმები, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და დაადასტურეს ხელისმოწერით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა------------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ დაიკითხული იქნა მოწმე ნ-----------–-–---–ი, ჩაატარა ნ-----------–-–---–ის მიერ წარდგენილი საათის დათვალიერება, დაათვალიერა შსს ბაზა ფოტოსურათების მოძიების მიზნით და ვინაიდან დ--------------ემ უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე, ნ-----------–-–---–ის მონაწილეობით ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც ნ-----------–-–---–მა ამოიცნო ბრალდებული დ--------------ე. შეადგინა შესაბამისი ოქმები, რომლებსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი.

 

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------მა და განმარტა, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს პოლიციის VII განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის დ-------------–---–ის მიერ წარდგენილი იქნა დადგენილება და დასმული იყო შეკითხვა რა იყო „T---- exped metal scout tan leather blue dial/ TW 4B01800CM"-ს ღირებულება? მის მიერ ჩატარებული იქნა კვლევა, რის შედეგად გაცემული იქნა დასკვნა, რომ „T--------------“-ის ფირმის მაჯის საათის საბაზრო ღირებულება შეადგენს 180,0 (ასოთხმოცი) ლარს.

 

2017 წლის 2----------–ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მაღაზია შპს „თ----–-სის“ მენეჯერის ნ-----------–-–---–ის თანხმობით დათვალიერებულ იქნა ქ.თბილისი, პ---------------------ში მდებარე შპს „თ----–-სის“ მაღაზია. მაღაზიაში არის ორი დარბაზი, სადაც განთავსებულია შემინული თაროები, თაროებზე დალაგებულია სხვადასხვა ფირმის მაჯის საათები, სამაჯურები და სხვა ნივთები. მაღაზიაში დამონტაჟებულია სამეთვალყურეო კამერები. მეორე დარბაზში არის სალარო, შემინული თაროები ე.წ. „ვიტრინები“. სალაროს გვერდზე არის ორი „ვიტრინა“, სადაც ალაგია საათები და სამკაულები. ერთ ვიტრინას აქვს წარწერა „T----“, სადაც აწყვია ამავე ფირმის მაჯის საათები. მაღაზიის მენეჯერის განმარტებით, სწორედ აღნიშნული ნაწილში განთავსებული მაჯის საათი გაიტაცა პიროვნებამ, რომელიც იდგა სწორედ აღნიშნული „ვიტრინის“ წინ. შემთხვევის ადგილიდან კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა სუნის კვალი ორ ქილად, კერძოდ: I კვალი აღებული იქნა სალაროს წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან, ხოლო II კვალი „ვიტრინის“ დახლების წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან.

 

2017 წლის 2----------–ის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს VII განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა------------------–ის მიერ მოწმე ნ-----------–-–---–ის თანხმობით დათვალიერებულ იქნა მის მიერ წარდგენილი საათი და ფასის იარლიყი. საათი არის „T----“-ის ფირმის, „T------------“-ის კოლექციიდან. საათს გააჩნია მოვერცხლისფრო, მომრგვალო ფორმის კორპუსი. მის წინა მხარეს განთავსებულია რუხი ფერის ციფერბლატი და სამი ისარი. ციფერბლატზე განთავსებულია სიტყვები ,,T----“, ,,T------------“, ,,S---------“, „I---------------“. კორპუსის გვერდით არის გვირგვინი, საათს აქვს მუქი ყავისფერი ტყავის სამაჯური, რომელთაც აღენიშნება ექსპლუატაციის კვალი. საფასე იარლიყი წარმოადგენს მომცრო ზომის მუყაოს ოთხკუთხა ფრაგმენტს, რომელსაც გააჩნია სამაგრი ძაფი. ერთ მხარეს განთავსებულია შტრიხ კოდი, ხოლო მეორე მხარეს სერიული ნომერი: „T----------“ და ფასი: „180 GEL“.

 

2017 წლის 2----------–ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ დ--------------ეს მისი თანხმობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მის მიერ მარცხენა ხელის მაჯიდან მოხსნილი და წარდგენილი იქნა „ტ------ის“ ფირმის მამაკაცის მაჯის საათი, რომელიც არის ოვალური ფორმის, ჩარჩო არის ვერცხლისფერი, შიგნით არის ცისფერი ფერის, აქვს თეთრი ფერის ციფრები და თეთრი ფერის ისრები. მარჯვენა მხარეს ჩარჩოზე აქვს ნაქსოვი ოვალური ფორმის მექანიზმი, შიგნიდან ზედა შუა ადგილას აწერია „T---- E---------“, ხოლო მას ქვევით პარალელურად „I------------“. საათის ჩარჩოს უკანა მხარეს არის ვერცხლისფერი მეტალი, რომელზეც ამოტვიფრულია წარწერები, ხოლო შავ ფერად აწერია „T--------------------“, საათს აქვს მოყავისფრო ფერის ტყავის სამაჯური, ცალ მხარეს მეტალის ვერცხლისფერი ჩამკეტით.

 

2017 წლის 3 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ნ-----------–-–---–მა ამოიცნო N2 ფოტოსურათზე წარდგენილი მამაკაცი - დ--------------ე. იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც 2017 წლის 2 თებერვალს, ქ. თბილისი, პ---------------------ში მდებარე საათების და აქსესუარების მაღაზია „T------“-იდან გაიტაცა „T----“-ის ფირმის საათი. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: გაპარსული მომრგვალო ფორმის პირსახით, საშუალო ზომის შავი ფერის გვერდებში შეჭაღარავებული თმით, საშუალო ზომის შავი ფერის წარბებით, მოყავისფრო ფერის თვალებით, საშუალო ზომის ცხვირით და ტუჩებით.

 

2017 წლის 3 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა - ე-–------------მა ამოიცნო N4 ფოტოსურათზე წარდგენილი მამაკაცი - დ--------------ე. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სახის ფორმით, თმების ფერით და ფორმით, მუქი ფერის წარბებით, საშუალო ზომის სწორი ცხვირით და ტუჩების ფორმით.

 

2017 წლის 7 თებერვლის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მე-7 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის დ-------------–---–ის მიერ გენერალური მენეჯერის ვ--–-------------ასა და მენეჯერის ნ-----------–-–---–ის თანხმობით დათვალიერებულ იქნა გენერალური მენეჯერის ვ--–-------------ას მიერ წარდგენილი „DVD“ დისკი. დისკში ჩაწერილია ქ.თბილისი, პ---------------------ში არსებული „T---“-ის მაღაზიის შიდა სამეთვალყურეო კამერების 2017 წლის 2----------–ის 14:42-სთ-დან და 17:52 საათის მონაკვეთი. დისკში არის 7 ცალი სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, სადაც N1 კამერაში 17:42:18 სთ-ზე ფიქსირდება მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის ჯინსის შარვალი, ღია და მუქ ფერებში გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი და მუქი ფერის ქურთუკი. აღნიშნული მამაკაცი ნ-----------–-–---–ის განმარტებით, არის დ--------------ე, რომელმაც 2017 წლის 2 თებერვალს მაღაზიიდან გაიტაცა „T----“-ის ფირმის მამაკაცის მაჯის საათი. კამერა N7-ში ფიქსირდება, რომ დ--------------ე მიდის სალაროსთან, სადაც იმყოფება მაღაზიის კონსულტანტი ე-–------------ი. 17:43:00 სთ-ზე ე-–------------ი დ--------------ეს აჩვენებს მაჯის საათს, რომელიც ნ-----------–-–---–ის განმარტებით, ეკუთვნოდა დ--------------ეს და აღნიშნული მაჯის საათი მას დატოვებული ჰქონდა დაახლოებით ორი თვის წინ და წაღებაზე აცხადებდა უარს. დ--------------ე აღნიშნულ საათს არ ართმევს კონსულტანტ ე-–------------ს და კადრში ჩანს, რომ მისი მაჯის საათი ხელში უკავია კონსულტანტს, რომელიც შემდგომ შედის ოთახში და ბრუნდება დარბაზში. ამ პერიოდში დ--------------ე დგას სალაროს გვერდზე არსებულ „T----“-ის ვიტრინასთან და ათვალიერებს საათებს. 17:44:30 სთ-ზე კამერის ჩანაწერში ფიქსირდება ნ-----------–-–---–ი, რომელიც გამოდის სალაროს გვერდით არსებული ოთახიდან. იგი იღებს ე-–------------ის მიერ დადებულ მაჯის საათს, დ--------------ე მიდის ნ-----------–-–---–თან და საუბრობენ ერთმანეთში, რა დროსაც, ნ-----------–-–---–ის განმარტებით, დ--------------ე უცხადებდა, რომ საათი იყო ქარხნული წუნით და არ სურდა წაღება. N5 კამერაში ფიქსირდება, რომ დ--------------ე „T----“-ის ვიტრინასთან დგას და 17:46:15 სთ-ზე ე-–------------ს ვიტრინაში ხელით მიუთითებს საათზე, რის საფუძველზეც ე-–------------ი ხსნის ვიტრინის კარს და იღებს ზედა თაროს მარცხენა ნაწილიდან მაჯის საათს, რომელსაც დ--------------ე 17:47:10 სთ-ზე იკეთებს მარცხენა ხელზე და ესაუბრება ნ-----------–-–---–ს. 17:48:30 საათზე იხსნის დ--------------ე ხელიდან საათს, ხსნის საათზე არსებულ შტრიხ კოდს, ფასს და 17:49:10 სთ-ზე კვლავ მარცხენა ხელზე იკეთებს საათს, აგრძელებს საუბარს პერსონალთან და საუბრის დროს ტოვებს მაღაზიას 17:51:40 სთ-ზე, რომელსაც მიჰყვება ე-–------------ი და ნ-----------–-–---–ი, თუმცა დ--------------ე გადის მაღაზიიდან და ქრება კამერების თვალთახედვის არიდან.

 

2017 წლის 17 თ-------–------------–------------------------ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი „T---- E---------“-ის ფირმის მაჯის საათის საბაზრო ღირებულება შეადგენს 180,0 (ას ოთხმოცი) ლარს.

 

ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ დ--------------ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ დ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

ბრალდებულ დ--------------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ძარცვის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების აშკარად განხორცილება, 3. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ძარცვისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტი იგივეა, რაც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ყველა დანაშაულისა, მაგრამ იმის გამო, რომ ძარცვის დროს შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, იგი ორობიექტიან დანაშაულს წარმოადგენს. საკუთრებითი ურთიერთობების გარდა, ამ დანაშაულით საფრთხე ექმნება ადამიანის ფიზიკურ ხელშეუხებლობას. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ამ დროს ხდება სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ამდენად, ძარცვისათვის დამახასიათებელია მისი აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედება, რაც ცხადია, ამ დანაშაულს უფრო საშიშს ხდის საზოგადოებისთვის. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ. ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტს. ძარცვა მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი ფლობის მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებით გამოიყენოს სხვისი ქონება. ძარცვის ობიექტურ მხარეში შედის ასევე მიზეზობრივი კავშირის დადგენა დამნაშავის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ მავნე შედეგს შორის. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ--------------ემ ჩაიდინა არა ძარცვა, არამედ თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - თვითნებობისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების დადგენილი წესი. მოქალაქეთა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელების ესა თუ ის წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს, შეიძლება დადგენილ იქნეს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი უფლება არ აქვს, ანდა მას ეს უფლება შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. თვითნებობა უფლების ისეთი განხორციელებაა, როცა უგულებელყოფილია მისი რეალიზაციის კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესი. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება ან უმოქმედობა. ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი. ის შეიძლება წარმოადგენდეს მატერიალურს ან მორალურს. დანაშაული მატერიალურია და დამთავრებულად ჩაითვლება ფიზიკური პირისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მომეტიდან. თვითნებობის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს: ა). მოქმედებას ან უმოქმედობას; ბ). შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის სახით ფიზიკური პირისათვის; გ). მიზეზობრრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თვითნებობა განზრახი დანაშაულია, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ე.ი. თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, ითვალისიწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას ფიზიკური პირისთვის და სურს ეს შედეგი, ან ითვალისიწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას, ანდა შეგნებულად უშვებს, ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

 

სასამართლოს განმარტავს, რომ თვითნებობის და ძარცვის ობიექტური მხარე გავს ერთმანეთს, თუმცა განსხვავდება სუბიექტური მხარე. ძარცვის სუბიექტური მხარე არის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის აშაკარა დაუფლება ანგარების მიზნით, როდესაც სუბიექტს არანაირი უფლება არ გააჩნია ნივთზე, მან იცის, რომ ზიანს აყენებს დაზარალებულს, დარწმუნებულია მართლსაწინააღმდეგო შედგის დადგომაში და სურს ეს შედეგი, ხოლო თვითნებობის შემთხვევაში ქმედების სუბიექტური მხარე გამოიხატება თავისი ან თავისად დაგულებული უფლების მმართველობის წესის საწინააღმდეგოდ გამოყენებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა დ--------------ემ მიიჩნია, რომ შპს „თ----–-სს“ ჰქონდა ვალდებულება მის მიმართ, კომპანიამ არ გადასცა მას უფლებრივად უნაკლო ნივთი, რადგან ამ ნივთთან დაკავშირებით მუდმივად ჰქონდა პრეტენზია კომპანიის მიმართ და მისვლისას საათი კვლავ დახვდა გაჩერებული, რის გამოც თავისად დაგულვებული უფლება დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განახორციელა. დ--------------ემ შეცდომით იფიქრა, რომ აღნიშნულ საათთან მიმართებაში მას მოთხოვნის უფლება გააჩნდა, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ მან აღნიშნულ მაღაზიაში შეიძინა საათი, რომელიც არ მუშაობდა გამართულად და დატოვებული ჰქონდა შესაკეთებლად და მისვლისას კვლავ არ მუშაობდა, თუმცა რეალურად მას ასეთი უფლება არ ჰქონია მინიჭებული დადგენილი წესის შესაბამისად. დ---------------ემ თვითნებობა ჩაიდინა მოქმედებით, დატოვა მაღაზიაში მისი მეუღლის მიერ მისთვის შეძნილი საათი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თავისად დაგულვებულ სანაცვლო საათს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ--------------ის მიერ შპს „T------“-ის კუთვნილი საათის ძარცვის ფაქტი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და სამართლებრივად შეაფასებს ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

დაზარალებულის წარმომადგენლის: ვ--–-------------ას, მენეჯერის ნ-----------–-–---–ის და კონსულტანტის ე-–------------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ბრალდებულ დ--------------ის მეუღლემ მაღაზია „თ----–-სში“ შეიძინა საათი, რომელიც მოგვიანებით უკან მიიტანა ბრალდებულმა და განუმარტა, რომ საათს ჰქონდა წუნი და არ მუშაობდა, რის გამოც გაუცვალეს ახალ საათში. დ--------------ე მოგვიანებით კვლავ დადიოდა მაღაზიაში იგივე პრეტენზიით, ბოლო ჯერზე დატოვა საათი და უარს აცხადებდა მის წაღებაზე. 2017 წლის 2 თებერვალს მაღაზიაში მივიდა ბრალდებული, რომელმაც ხელზე გაიკეთა მაღაზიის კუთვნილი იგივე ფირმის საათი და დატოვა მაღაზიის ტერიტორია, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ბრალდებულის პირადი ჩხრეკით დადგინდა, რომ სწორედ მისგან ამოღებული იქნა მაღაზიის კუთვნილი საათი.

 

პირის ფოტოსურათით ამოცნობით დადგინდა, რომ მაღაზიის თანამშრომლებმა ამოიცნეს ბრალდებული - დ--------------ე.

 

მესაათის გ------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ თანამშრომლობდა შპს „თ----–-სთან“, საიდანაც უგზავნიდნენ საათებს შესამოწმებლად და შესაკეთებლად. სადავო პერიოდში გადაგზავნილი იყო აღნიშნული ფირმის საათი, რომელიც არ ექვემდებარებოდა შეკეთებას.

 

2017 წლის 7 თებერვლის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა ბრალდებულის მაღაზიაში ყოფნის და მის მიერ დაზარალებულის კუთვნილი საათის თვითნებურად დაუფლების ფაქტი.

 

ზემოთაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ--------------ემ განიზრახა თავისად დაგულვებული საათის მაღაზიიდან თვითნებურად დაუფლება, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულ დ--------------ის მიერ ჩადენილი იქნა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით თვითნებობისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების დადგენილი წესი. მოქალაქეთა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელების ესა თუ ის წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს, შეიძლება დადგენილ იქნეს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არა აქვს. ანდა მას ეს უფლება შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. თვითნებობა უფლების ისეთი განხორციელებაა, როცა უგულებელყოფილია მისი რეალიზაციის კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესი. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება ან უმოქმედობა. ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი. ის შეიძლება წარმოადგენდეს მატერიალურს ან მორალურს. დანაშაული მატერიალურია და დამთავრებულად ჩაითვლება ფიზიკური პირისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მომეტიდან. თვითნებობის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს: ა). მოქმედებას ან უმოქმედობას; ბ). შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის სახით ფიზიკური პირისათვის; გ). მიზეზობრრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თვითნებობა განზრახი დანაშაულია, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ე.ი. თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას ფიზიკური პირისთვის და სურს ეს შედეგი, ან ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას, ანდა შეგნებულად უშვებს, ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და დ--------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის დ--------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ--------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელებს. ზემოთმითითებული გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან და საზოგადოებისგან მის იზოლაციასთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ--------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოტხოვნის შესაბამისად.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოცხრილი დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ნ-----------–-–---–ის მიერ წარდგენილი საათი, რომელიც ინახება შსს ვ---------------–ოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- დ--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი, რომელიც ინახება შსს ვ---------------–ოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ვ--–-------------ას მიერ წარდგენილი ვიდეო-ჩანაწერი დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ--------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. დ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2017 წლის 2----------–იდან 2017 წლის 5 თებერვლის ჩათვლით, დ--------------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. დ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს; გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით

 

5. ნივთიერი მტკიცებულებები:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოცხრილი დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ნ-----------–-–---–ის მიერ წარდგენილი საათი, რომელიც ინახება შსს ვ---------------–ოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- დ--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი, რომელიც ინახება შსს ვ---------------–ოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ვ--–-------------ას მიერ წარდგენილი ვიდეო-ჩანაწერი დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი