განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 27 თებერვალი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა---------–---–ი, ნ-------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ---------------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–--–-------------–-------------------------ში.
ადვოკატი - ლ---------------–---–-
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი - თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2015 წლის 25 ნოემბერს, ერთი მხრივ სს "მ-----------------------------–----------------–სა“, ხოლო მეორე მხრივ მსესხებელ გ---------------–---–სა და დამგირავებელ ფ-----------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 19 000 აშშ დოლარზე და სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ფ-----------------–---–ის საკუთრებაში არსებული „-------------- მარკის „------ - მოდელის ავტომანქანა.
1.2.გ---------------–---–მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2016 წლის 16 იანვარს ს----------------–----–------------------------------------- გაიცა გირავნობის მოწმობა და 2016 წლის 22 იანვარს, აღმასრულებელმა, ზ---–------–---–-–---–მა განახორციელა ავტომანქანის გამოთხოვა და ს--------- ის ავტოსადგომზე გადაყვანა, რის შემდეგაც მანქანა ჩაბარდა სს "მ-----------------------------–----------------–ს" და განთავსდა ქ.თბილისი, გ--------–---------ის ეზოში მდებარე დაცულ ავტოსადგომზე.
1.3.2016 წლის 26 თებერვალს, გ---------------–---–მა, მიუხედავად მისთვის ცნობილი გარემოებისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას კომპანია სს "მ-----------------------------–----------------–ს" გააჩნდა გირავნობით დატვირთული ნივთის საკუთარ სახელზე გადაფორმებისა და შემდგომ სესხის უზრუნველსაყოფად გასხვისების უფლება, სამართლებრივად დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, სს ,,მ-----------------------------–----------------–ის" სარგებლობაში არსებული ქ.თბილისში, გ--------–---------ის ეზოში მდებარე დაცული ავტოსადგომიდან თვითნებურად დაეუფლა კომპანიის მიერ 47194.1 ლარის (19 000 აშშ დოლარის) ოდენობის სესხის უზრუნველსაყოფად აღმასრულებლის მეშვეობით ამოღებულ ავტომანქანას, რითაც სს "მ-----------------------------–----------------–ს" ხელი შეუშალა მართლზომიერი უფლების განხორციელებაში და შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. მტკიცებულებების ერთობლიობა:
2.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).
2.3. დაზარალებულის წარმომადგენლის ბ----–-----–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2014-2017 წლებში იგი მუშაობდა სს ,,მ-----------------------------------------------–-------------------------. მისთვის ცნობილია, რომ გ---------------–---–ს სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ მიმართ გააჩნდა სასესხო ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის საგანი იყო გ---------------–---–ის მამის საკუთრებაში არსებული S---–---- ,-------------. გ---------------–---–ი ხშირად არღვევდა ვალდებულებას. 2015 წლის 25 ნოემბერს, გ---------------–---–თან გაფორმდა ახალი, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება 19000 აშშ დოლარზე, რომლის უზრუნველყოფის საშუალებად განისაზღვრა ზემოხსენებული ავტომანქანა. გ---------------–---–ს ჰქონდა ვალდებულება, დადგენილი გრაფიკით გადაეხადა სესხი, ხოლო სს ,,მ-----------------------------–----------------–ს“ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. ვინაიდან გ---------------–---–ი არ ასრულებდა ვალდებულებას, ს------------–მა მიმართა იძულებით აღსრულების ღონისძიებას, რის თაობაზეც წინასწარ ეცნობა მსესხებელს. გ---------------–---–თან არაერთი შეხვედრის, ზარის და ასევე წერილობითი შეტყობინების მიუხედავად, თანხის გადახდა არ მომხდარა. სს ,,მ-----------------------------–----------------–მა“ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მ-----------------------ოს, რომელმაც გასცა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე კრედიტორი უფლებამოსილია ავტომობილი დასვას ძებნა-დაკავებაზე. კერძო აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო წარმოება, შეტყობინება გაეგზავნა გ---------------–---–ს. ვინაიდან ამის შემდეგაც არ მოხდა ვალდებულების შესრულება, კერძო აღმასრულებელმა შეატყობინა საპატრულო პოლიციას, რათა მომხდარიყო ძებნილი ავტომანაქანის დაკავება და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა. 2016 წლის 16 იანვარს, მოხდა ავტომანქანის დაკავება და საპატრულო პოლიციის მიერ გამოძახებული ევაკუატორით ავტოსადგომზე ტრანსპორტირება, რა დროსაც მოხდა მანქანის მცირედი დაზიანება. ზიანის ოდენობამ, მ---------ის ცენტრის მიერ შედგენილი დეფექტური აქტით, შეადგინა დაახლოებით 1383 ლარი. გ---------------–---–მა წარმოადგინა დასკვნა, რომლითაც ზიანი შეადგენდა 10000 აშშ დოლარს. შეთანხმდნენ, რომ ს----------–ის ექსპერტიზას დაედგინა რეალური ზიანი, რასაც ორივე მხარე დაეთანხმებოდა. ექსპერტს ესაჭიროებოდა მანქანის გასაღები, რომელიც ჰქონდა გ---------------–---–ს. ამასთან, ვინაიდან მანქანა განთავსებული იყო დ----ის ავტოსადგომზე, სადაც გ---------------–---–ის მითითებით, არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები და ამ უკანასკნელთან შეთანხმებით ავტომანქანა განთავსდა პ--------------ის უკან (გ--------–ის ქუჩაზე) მდებარე ავტოსადგომზე, სადაც მათ კომპანიას აქვს გაფორმებული ხელშეკრულება შპს-სთან, რომელიც იღებს ვალდებულებას დაიცვას განთავსებული ავტომანქანების უსაფრთხოება. მათი თხოვნით გ---------------–---–ი მივიდა გ--------–ის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომზე, სადაც ს----------–ის ექსპერტმა ჩაატარა კვლევა. დაემშვიდობნენ ექსპერტს და 10-15 წუთი ელოდებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელს, რომელთანაც სურდა გასაუბრება გ---------------–---–ს, რომელიც ამასობაში გავიდა შენობის უკან მოსაწევად, სადაც არის დაცული ავტოსადგომი. ავტოსადგომს ყავს დარაჯი, რომელიც ზის გასასვლელში და ახორციელებს ავტოსადგომის დაცვას. გ---------------–---–მა, რომელიც იყო მეთვალყურეობის გარეშე, დაქოქა ავტომანქანა და ცდილობდა ავტოსადგომიდან მის გაყვანას. მას წინ გადაეღობა დარაჯი, რომელიც გაფრთხილებული იყო სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ მიერ განთავსებული ავტომანქანები მათი ნებართვის გარეშე ტერიტორიიდან არ გაეშვა. გ---------------–---–მა სიჩქარეს უმატა და დარაჯი იძულებული გახდა გვერდით გაწეულიყო. მოგვიანებით, გ---------------–---–მა დაუდასტურა, რომ მანქანა იყო მასთან, უბრალოდ გაისეირნა და მალე დაბრუნდებოდა. ბრალდებული მართლაც დაბრუნდა, თუმცა სხვა მანქანით, სადავო მანქანა კი გადამალა. მან მიმართა სამართალდამცავებს.
2.4. მოწმე რ------–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის თ---–--–------------–----------ში (პ-------------) მდებარე დ-–---–---------------------------- და შპს ,,ჯ----------ისთან“ ზეპირი ხელშეკრულებით ევალება ავტოსადგომზე მანქანების შესვლა-გამოსვლის კონტროლი. ავტოსადგომზე იყო გაჩერებული სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ ავტომანქანები, რომელთა გაყვანა ავტოსადგომიდან შესაძლებელი იყო მხოლოდ მათივე თანამშრომლების ნებართვით. 2016 წლის თებერვალში იგი გამოცხადდა სამსახურში, სადაც მეწყვილემ, რომელიც მის მისვლამდე იყო მორიგე, აჩვენა ,--- კ-–---- ,-------------, რომელიც, ავტოსადგომზე ევაკუატორით იყო მიყვანილი და სთხოვა ამ მანქანისთვის მიექცია ყურადღება, რადგან სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ თანამშრომლებს არ ჰქონდათ მანქანის გასაღები და შიშობდნენ, არავის წაეყვანა. მისი მორიგეობის დროს, ავტოსადგომზე მივიდა გ---------------–---–ი, რომელმაც დაქოქა მითითებული ,--- კ-–---- ,-------------. მან დაუძახა სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ თანამშრომელს, რათა გაერკვიათ გ---------------–---–თან ურთიერთობა. საუბრის შემდეგ, ავტომანქანა ავტოსადგომზე დარჩა. 2016 წლის 26 თებერვალს, იგი ისევ იყო სამსახურში, რა დროსაც ავტოსადგომის კართან ნახა ზემოაღნიშნული ,--- კ-–---- ,-------------, რომლის საჭესთან იჯდა გ---------------–---–ი, რომელიც ავტოსადგომიდან გადიოდა. მის შეკითხვაზე, უპასუხა, რომ სს ,,მ-----------------------------–----------------–ში“ ყველაფერი ჰქონდა გადახდილი და შეეძლო ავტომანქანის წაყვანა. მან რკინის ბარიერი დაუდო მანქანას წინ, გააფრთხილა გ---------------–---–ი, არსად წასულიყო, სანამ სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ თანამშრომელს არ მოიყვანდა, თუმცა, როდესაც უკან მიბრუნდა, მანქანა წაყვანილი დახვდა. სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ თანამშრომელმა უსაყვედურა მას და დარეკეს პოლიციაში.
2.5. მოწმე გ------------–-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან იგი მუშაობს სს ,,მ-----------------------------–----------------–ში“, პ------–------------------------------------------ის უფროსად. იგი იცნობს გ---------------–---–ს, რომელსაც ჰქონდა სასესხო ვალდებულება და იყო პრობლემური გადამხდელი. ჰქონდა გადახდის გრაფიკი, რომლის მიხედვით ჯერ იხდიდა მხოლოდ სესხის სარგებელს, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ უნდა გადაეხადა ძირი თანხა. ვინაიდან გ---------------–---–ი ვერ იხდიდა ძირ თანხას, 2015 წლის 25 ნოემბერს სს ,,მ-----------------------------–----------------–თან“ გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება 19000 აშშ დოლარზე, თუმცა გრაფიკით დადგენილი თანხა, დეკემბრის თვიდან არ გადაიხადა. 2016 წლის 16 იანვარს, იურიდიული დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, შ---ს მიერ გაიცა გირავნობის მოწმობა, რომელიც დარეგისტრირდა კერძო აღმასრულებელთან - ზ---–------–---–-–---–თან, რის შემდეგ ავტომანქანა საპატრულო პოლიციის მიერ აყვანილი იქნა ძებნა-დაკავებაზე. 2016 წლის 22 იანვარს საპატრულო ეკიპაჟის მიერ, გ---------------–---–ის სახლთან მოხდა გ---------------–---–ის ავტომანქანის ჩამორთმევა და ,------ის ევაკუატორით საჯარიმო სადგომზე გადაყვანა, რასაც ესწრებოდა კერძო აღმასრულებელი - ზ---–------–---–-–---–ი, რომელმაც შეადგინა შესაბამისი ოქმი. ავტომობილი განთავსდა დაცულ ავტოსადგომზე, რომელიც მდებარეობს პ--------------ის უკანა ეზოში, სადაც კომპანია ,,ჯ---------ს“ აქვს ვალდებულება დაიცვას ავტოსადგომზე განთავსებული ავტომობილების უსაფრთხოება და სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ თანამშრომლების ნებართვის გარეშე, არავის გაატანოს ავტომანქანა. ,------ის ევაკუატორით მანქანის ტრანსპორტირებისას, მოხდა მისი დაზიანება. ,,მ---------ის“ ცენტრში მან მიიყვანა ავტომანქანა ბ----–-----–-–---–თან ერთად. მათ თან ახლდათ გ---------------–---–ი, რომელიც მანქანაში იჯდა მძღოლის გვერდით. მანქანას თავად მართავდა. მოხდა დაზიანების შეფასება 1300 ლარამდე თანხით, რასაც გ---------------–---–ი არ დაეთანხმა. გ---------------–---–მა წარადგინა დასკვნა, რომლითაც, მანქანის ღირებულება, დაზიანების შედეგად შემცირებული იყო 10000 ლარით, რასაც ისინი არ დაეთანხმნენ. შეთანხმდნენ, დანიშნულიყო ს----------–ის ექსპერტიზა, დაზიანების ხარისხის განსასაზღვრად. 2016 წლის 26 თებერვალს, დაცულ ავტოსადგომზე მივიდა ექსპერტი, გ---------------–---–ის თანდასწრებით, დაათვალიერა ავტომანქანა და ექსპერტის წასვლის შემდეგ გ---------------–---–მა დაძრა ავტომანქანა და გაიყვანა ავტოსადგომიდან. ამ დროს იგი იყო ოფისში, მასთან მივიდა ავტოსადგომის დარაჯი, რომელიც იყო განერვიულებული. იგი გაესაუბრა გ------ს, რომელმაც უთხრა, რომ არ აპირებდა ავტომანქანის წაყვანას, თუმცა დაბრუნდა თუ არა იგი ოფისში, დარაჯისგან შეიტყო, რომ გ---------------–---–მა მანქანა გაიტაცა. ადგილზე დახვდნენ გ---------------–---–ის მეგობრები, რომლებსაც აუხსნა სიტუაციის სიმწვავე, რის შემდეგ, იგი დაუკავშირდა გ---------------–---–ს და მოუწოდა ავტომანქანა დაებრუნებინა ავტოსადგომზე, რის შემდეგ, მიმართეს სამართალდამცავებს. კომპანიას ჰქონდა უფლება, დავალიანების სრულად დაფარვამდე, არ გადაეცა ავტომანქანა გ---------------–---–ისთვის, რომელსაც არ ჰქონდა ავტომანქანის, თუნდაც გასარეცხად, სადმე წაყვანის უფლება. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ავტომანქანა გადაფორმდებოდა კომპანიის სახელზე და მოხდებოდა მისი გასხვისება.
2.6. მოწმე ი-–-------–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს ს-----------ის ე--------------------------------------–---------–---. 2016 წლის 20 იანვარს მ-----------------თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.-----ის გამოძახების საფუძველზე იმყოფებოდა კ--------ს ქუჩაზე, ავტომანქანის გადასაყვანად საჯარიმო სადგომზე. ადგილზე დახდა საპატრულო ეკიპაჟი. პატრულს განმარტებით, ავტომანქანა S---–---- მ-------------- იყო ძებნილი და უნდა გადაეყვანათ დ----ის ავტოსაჯარიმოზე ევაკუატორით. ავტომანქანა მოათავსეს ამწეზე და გადაიყვანეს დ----ის საჯარიმო სადგომზე. მ-----------------ის დაუდევრობით, მანქანას მარცხენა მხარეს დაუზიანდა სახურავი ორივე კუთხესთან, რის თაობაზეც დაუყონებლივ შეატყობინეს ხელმძღვანელობას. მოხდა ავტომანქანის აღწერა. როგორც მოგვიანებით გაიგო, ავტომანქანა იყო სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ მიერ ძებნილი, რომლებმაც შეამოწმეს ავტომანქანა, დაიანგარიშეს ზიანი, რომელიც იყო 350 ლარი, თუმცა მ-----------------ს უკვე გადახდილი ჰქონდა 1383 ლარი.
2.7. მოწმე მ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ს-----------ის ე--------------------------------------–---------–---. 2016 ლის 20 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც 1---ის გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა კ--------ს ქუჩაზე, სადაც დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მათი მითითებით, მ---------ის მარკის ავტომანქანა, იყო კერძო აღმასრულებლის მიერ ძებნილი და უნდა გადაეყვანათ საჯარიმო ავტოსადგომზე. მანქანა იყო დაკეტილი. შემთხევის ადგილზე იყო მისული მანქანის მეპატრონე, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო მანქანის გადაყვანის, თუმცა პატრულთან გასაუბრების შემდეგ, მანქანა დასურათდა, ასწიეს და ევაკუატორით გადაიყვანეს დ----ის საჯარიმოზე, სადაც მისი დაუდევრობით, მანქანის სახურავი ორ ადგილზე დაზიანდა. მანქანა არც გაუნძრევია, ისე შეატყობინა ოპერატორს და მზადყოფნა გამოთქვა მანქანა შეეკეთებინა საკუთარი სახსრებით. ხელმძღვანელობისგან შეიტყო, რომ მანქანა ეკუთვნოდა სს ,,მ-----------------------------–----------------–ს“. ოპერატორი დაუკავშირდა კერძო აღმასრულებელს, რომელსაც შეატყობინეს მომხდარის თაობაზე. მოგვიანებით, მისი ხელმძღვანელისგან შეიტყო, რომ სს ,,მ-----------------------------–----------------–ი“ ითხოვდა ზიანის თანხას 1383 ლარს, რაც შეიტანა მითითებულ ანგარიშზე.
2.8. მოწმე ზ---–------–---–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის ი------–--------------------------–-–------------–---------------------–----–- და მის მოვალეობაში შედის სასამართლოს გადაწყვეტილებების და სხვა აქტების აღსრულება. 2016 წლის იანვარში დაიწყო წარმოება, შ---ს მ-----------------------ოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობაზე, რომელიც აღსასრულებლად წამოადგინა სს ,,მ-----------------------------–----------------–მა“. გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო 20 იანვარს და ავტომანქანა გადაეცა ძებნაზე. 22 იანვარს, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, კრედიტორის წარმომადგენლის მიერ ნაპოვნი იქნა ავტომანქანა და შეტყობინების საფუძველზე კრედიტორის მიერ მოთხოვნილი იქნა ავტომანქანის ამოღება და კრედიტორისთვის გადაცემა, რასაც ითვალისწინებდა გირავნობის მოწმობის შინაარს. იგი გამოცხადდა კ--------ს ქუჩაზე, სადაც კრედიტორის წარმომადგენელმა მიუთითა ძებნილ ავტომანქანაზე და განუმარტა, რომ ავტომანქანის მესაკუთრე ცხოვრობდა ამავე კორპუსში. იგი მივიდა მესაკუთრის - ფ-----------------–---–ის ბინაში, რომელიც მდებარეობდა კ----------------ში, სადაც დახვდა მესაკუთრის შვილი გ---------------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ გასაღები ჰქონდა მას, მაგრამ გადაცემაზე უარი უთხრა. მას განემარტა, რომ მანქანა ევაკუირებული იქნებოდა, ვინაიდან ამას ითხოვდა კანონი. გ---------------–---–მა წინააღმდეგობა გაუწია სააღსრულებო წარმოებაში, კერძოდ, მეორე მანქანით ჩაუხერგა გზა. მან გამოიძახა ,------ის ევაკუატორი და მანქანა, გახსნის გარეშე ევაკუირებული იქნა-----ის საჯარიმო სადგურზე. ადგილზე შეადგინა ოქმი, რომლის ხელის მოწერაზე გ---------------–---–მა უარი განაცხადა. კერძო აღმასრულებლის მიერ ავტომანქანის საბაზრო ღირებულების დადგენა არ მომხდარა, რადგან აღსრულება მიმდინარეობდა მხოლოდ გირავნობის მოწმობის აღსრულებაზე და არა გადასახდელი თანხის ამოღებაზე. ავტომანქანის ამოღების ოქმზე, რომელიც შედგა მისამართზე, მითითებული თარიღი 2015 წელი არის შეცდომა, უნდა იყოს 2016 წელი.
2.9. ბრალდებულმა გ---------------–---–მა განმარტა, რომ 2014 წელს სს ,,მ-----------------------------–----------------–ში“ აიღო კრედიტი 19000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფად დაალომბარდა მამის სახელზე გაფორმებული ავტომანქანა. მას ხელშეკრულება არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. მოგვიანებით, 2015 წლის 25 ნოემბერს მას გაუფორმეს ახალი ხელშეკრულება, რადგან სს ,,მ-----------------------------–----------------–ს“ შეეცვალა სახელი და მოხდა მისი სესხის რეფინანსირება, პირობები იყო იგივე. მას არც ეს ხელშეკრულება წაუკითხავს. ხელშეკრულების თანახმად მას ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 700-700 აშშ დოლარი. მას ჰქონდა დაგვიანებები გადახდისას, თუმცა 17000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი პროცენტის სახით. 2015 წლის 29 დეკემბერს, მეილზე მიიღო შეტყობინება, რომ ვადაგადაცილებული ჰქონდა სესხი. მას წინა სესხის პირობებშიც ჰქონდა ვადაგადაცილებები, თუმცა მანქანა არავის წაურთმევია. 2016 წლის იანვარში, ახალი წლების შემდეგ, დილით, მასთან სახლში მივიდა ზ---–------–---–-–---–ი, რომელსაც ახლდა სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ თანამშრომელი, აჩვენეს რაღაც დოკუმენტები და მოსთხოვეს მანქანის გასაღები და ტექნიკური პასპორტი. აუხსნეს, რადგან 700 აშშ დოლარი ჰქონდა გადასახდელი, მანქანა უნდა წაეყვანათ, ასევე განუმარტეს, რომ 700 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, პრობლემა ამოიწურებოდა. იგი ჩავიდა ეზოში, ჩაჯდა კუთვნილ მანქანაში, ათბობდა ძრავს და აპირებდა თანხის გადასახდელად წასვლას, რა დროსაც ზ---–------–---–-–---–ი დაწვა მანქანის ,,კ------ზე“. მათ შორის მოხდა შელაპარაკება. მან სხვა მანქანაში ჩაისვა სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ თანამშრომელი და სხვა მანქანით წავიდა თანხის გადასახდელად. გზაში დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ ზ---–------–---–-–---–მა გამოიძახა პატრული და მისი მანქანა ევაკუატორით გადაყავდათ. ადგილზე მისულს პატრულის თანამშრომელმა უთხრა, რომ მდგომარეობა არ გაერთულებინა და მოგვიანებით გაერკვია ყველაფერი. ერთ კვირაში, იგი მივიდა-----ის ავტოსადგომზე, სადაც მიუთითეს, რომ მისი ავტომანქანა იყო სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ დ----ის ავტოსადგომზე, სადაც მისულმა შორიდანვე დაინახა, რომ ავტოსადგომი იყო დაუცველი, მისი მანქანა კი ჩაჭეჭყილი, რაც გადაიღო ვიდეოზე და შეატყობინა გ------------–-------ეს, ასევე შეხვდა ბ----–-----–-–---–ს, რომელიც უმტკიცებდა, რომ ავტომანქანა ამოღებამდე იყო დაზიანებული. მან პრივატულად მოიპოვა-----ის ჩანაწერი, სადაც ჩანდა, რა ვითარებაში დაზიანდა მისი ავტომანქანა, რაც აჩვენა ბ----–-----–-–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ 1---სთვის ერთობლივად მოეთხოვათ ზიანის ანაზღაურება. 2016 წლის იანვრის ბოლოს, დ------ის ავტოსადგომზე, სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ წარმომადგენლებმა, მათ შორის იყო გ------------–-------ე, გაუღეს ავტოსადგომის კარი, მისი გასაღებით დაქოქა სადავო ავტომანქანა და წაიყვანა მ---------ის ცენტრში, სადაც დაზიანების აღდგენა შეუფასეს დაახლოებით 1383 ლარად, რასაც იგი არ დაეთანხმა, თუმცა მოგვიანებით გაიგო, რომ 1---ის თანამშრომელს, ზიანის ასანაზღაურებლად გადაახდევინეს სწორედ ეს თანხა. ამის შემდეგ, სადავო მანქანა ყავდა მას და უპრობლემოდ სარგებლობდა. გ--------–ის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომზე მისი მანქანის გადაყვანა არასდროს მომხდარა. მან, გადაიყვანა ავტომანქანა ექსპერტთან, რომელმაც დაადგინა ზიანი 10000 აშშ დოლარის ოდენობით. სს ,,მ-----------------------------–----------------–თან“ ჰქონდა მოლაპარაკება, მანქანის დაზიანების გათვალისწინებით, სესხის თანხას გამოაკლდებოდა 7500 აშშ დოლარი და 11500 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, მოხდებოდა მანქანის გათავისუფლება. გ--------–-------------თან მდებარეობს მისი ოფისი, სადაც მანქანით უპრობლემოდ შედიოდა და გამოდიოდა. მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მანქანით სარგებლობის უფლება არ ჰქონდა, რადგან იანვრის ბოლოდან, სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ წარმომადგენლებთან შეთანხმებით, მანქანა იყო მასთან და თვითნებურად არსად წაუყვანია. 2018 წლის 26 თებერვალს, იგი რეცხავდა ავტომანქანას, რა დროსაც მას დაურეკა კ-------------–--ემ და დაიბარა პოლიციაში. მან თავად მიიყვანა პოლიციის შენობაში ავტომანქანა, სადაც აუხსნეს, რომ იგი უნდა დაელუქათ დაზიანების დასადგენად. მას ავტოსადგომიდან თვითნებურად ავტომანქანა არ წამოუყვანია.
2.10. №------ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების (25.11.2015) მიხედვით, 2015 წლის 25 ნოემბერს, ერთი მხრივ გამსესხებელ/მოგირავნე სს ,,მ----------------------------–----------------–ს“ და მეორე მხრივ მსესხებელ გ---------------–---–ს და დამგირავებელ ფ-----------------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად გ---------------–---–ზე გაიცა სესხი 19000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა ფ-----------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი ,,მ-------------–ი” S---, სახელმწიფო ნომრით F-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------. ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 5,5 %, სესხის ვადა 24 თვე. ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად გამსესხებლის მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი არ ასრულებს გირავნობის საგნის გადაცემის ვალდებულებას ორი კვირის განმავლობაში, მაშინ გამსესხებელი მიმართავს მომსახურების საგენტოს გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რომლის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის საფუძველზე გამსესხებელი იძულების სახით მოითხოვს გირავნობის საგნის მის მფლობელობაში გადაცემას. 3.8. პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, გამსესხებელი უფლებამოსილია საკუთარი არჩევანით გამოიყენოს სანქციებიდან ერთ-ერთი: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის შესაბამისად მიიღოს საკუთრებაში გირავნობის საგანი (დაგირავებული ნივთი გადავიდა მოგირავნის საკუთრებაში), გამსესხებელს უფლება ეძლევა უპირობოდ განცხადებით მიმართოს მ-----------------------ოს და გადაიფორმოს გირავნობის საგანი თავის საკუთრებაში. გამსესხებელს არ სჭირდება მსესხებლის თანხმობის (წერილობითი ან ზეპირი) წარდგენა მ-----------------------ოში და ეს უკანასკნელი ვალდებულია, გამსესხებლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც დაერთვება ხელშეკრულების ასლი, გირავნობის საგნის მესაკუთრედ დაარეგისტრიროს გამსესხებელი. ბ) განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის საფუძველზე, უშუალოდ (გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით) ან სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით.
2.11. ელექტრონული წერილით (29.12.2016) ირკვევა, რომ ელექტრონული ფოსტიდან ---------------------------, 2015 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე -------------------------, ფ-----------------–---–ს სს ,,მ-----------------------------–----------------–იდან“ აცნობეს, რომ 2015 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხებოდა დავალიანება, კომპანია იძულებულია მიმართოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს, მათ შორის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესახებ, ინფორმაცია გადაეცემა კომპანიის კერძო აღმასრულებელს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, კომპანიამ ითხოვა მაქსიმუმ 3 დღის ვადაში დავალიანების დაფარვა ან სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი გირავნობის საგნის წარდგენა - ,,მ-------------–ი” S---, სახელმწიფო ნომრით F-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------.
2.12. №------ გირავნობის მოწმობით (16.01.2016), ირკვევა, რომ საქართველოს შ-- მ-----------------------ოს მიერ გაიცა გირავნობის მოწმობა, რომლის მიხედვით მოგირავნე - სს მ-----------------------, დამგირავებელი ფ-----------------–---–ი, ხოლო გირავნობის საგანი - ავტომობილი ,,მ-------------–ი” S---, სახელმწიფო ნომრით F-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, რომლის გირავნობის საფუძველია 2015 წლის 25 ნოემბრის №------ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება.
2.13. სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმის (22.01.2016) მიხედვით, რომ კერძო აღმასრულებელმა ზ---–------–---–-–---–მა, მის წარმოებაში არსებული ს----------–----–---ს მ-----------------------ოს მიერ 2016 წლის 16 იანვარს გაცემული გირავნობის №------ მოწმობის საფუძველზე, კრედიტორისთვის გადაცემის მიზნით, მოვალე ფ-----------------–---–ის მფლობელობიდან, ავტომობილ ,,მ-------------–ი” S---, სახელმწიფო ნომრით F-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W---------------- გამოსათხოვად გამოცხადდა თ---–--–----------------------ს ეზოში, სადაც აღმოჩნდა ზემოაღნიშნული ავტომანქანა, თუმცა დამსწრე პირმა - გ---------------–---–მა (მოვალის შვილი), გაუწია წინააღმდეგობა და უარი განუცხადა მანქანის გასაღების გადაცემაზე, ასევე სხვა მანქანით ჩახერგა გამოსათხოვი ავტომანქანა, რათა არ მომხდარიყო მანქანის ევაკუირება, რის გამოც გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია და ავტომანქანა გადაყვანილი იქნა ს--------ის საჯარიმო ავტოსადგომზე. (ოქმის შედგენის თარიღად მითითებულია 22.01.2015 წელი, თუმცა უტყუარად არის დადასტურებული, რომ ეს სააღსრულებო მოქმედება, რომელსაც წინ უსწრებდა 2016 წლის 16 იანვარს გირავნობის მოწმობის გაცემა, განხორციელდა სწორედ 2016 წლის 22 იანვარს).
2.14. ოქმით ავტომანქანის გადაცემის შესახებ (26.01.2016) ირკვევა, რომ კერძო აღმასრულებელმა - ზ---–------–---–-–---–მა შეადგინა ოქმი მასზედ, რომ მის წარმოებაში არსებული ს----------–----–---ს მ-----------------------ოს მიერ 2016 წლის 16 იანვარს გაცემული აღსასრულებელი აქტის (გირავნობის მოწმობა) №------ აღსრულების მიზნით, მის მიერ კრედიტორზე სს ,,მ-----------------------------–----------------–ზე“ გადაცემული იქნა მოვალე ფ-----------------–---–ის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა ,,მ-------------–ი” S---, სახელმწიფო ნომრით F-----.
2.15. მომსახურების ხელშეკრულებით (01.09.2015) ირკვევა, რომ 2015 წლის 1 სექტემბერს, ერთი მხრივ სს ,,მ----------------------------–----------------–ს“ (დამკვეთი) და მეორე მხრივ შპს ,,ჯ----------ის“ (შემსრულებელი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანია შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის მომსახურების გაწევა, კერძოდ: ქ.თბილისში, გ-----------------------------------------------------------ში მდებარე ავტოსადგომზე უსაფრთხო და შეუფერხებელი პარკირებასა და გადაადგილებას. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის საფუძველზე, შემსრულებელი ვალდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ავტოსადგომზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მათი ნაწილების, მოპარვა. დაკარგვა, დაზიანებაზე და ზემოაღნიშნული რომელიმე ფაქტის დადგომის შემთხვევაში აუნაზღაუროს დამკვეთს მიყენებული ზიანი. 3.3. პუნქტის თანახმად, არ დაუშვას არაუფლებამოსილი პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომიდან გაყვანა. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.
2.16. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (19.09.2016) ირკვევა, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს 10:25-10:50 საათზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოწმე რ------–---------ის ჩვენების შესამოწმებლად, რა დროსაც რ------–---------მა გამომძიებელს მიუთითა თ---–--–------------–----------ის ეზოში, რომელსაც ესაზღვრება პ---------------------ს, სადაც განთავსებულია დაცულ ავტოსადგომი, სადაც ,,ს------------–ი“ აჩერებს ჩამორთმეულ ავტომანქანებს, საიდანაც 2016 წლის 26 თებერვალს გ---------------–---–მა თვითნებურად წაიყვანა სს მ------------------------ მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ,,მ-------------–ი“ სახელმწიფო ნომრით F-----.
2.17. საქართველოს შ-- საპატრულო პოლიციის დ-----------------------–---------------------------–------------------------–---------------–---------------–---------------–------------–----–----–------------–-------------ის პატაკით (22.01.2016) ირკვევა, რომ 2016 წლის 22 იანვარს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით 10:30 საათზე, მიიღო გამოძახება რადიოსადგურის მეშვეობით, კ-------------------, სადაც დახვდა კერძო აღმასრულებელი, ზ---–------–---–-–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ შ-- მ-----------------------ოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა N-------ის საფუძველზე, ავტომანქანა ,,მ---------ი” სახელმწიფო ნომრით F-----, გადასაყვანი იყო 1---ის საჯარიმო ავტოსადგომზე. მთ მიერ გამოძახებული იქნა-----ის ევაკუატორი და ავტომანქანა ,,მ---------ი” სახელმწიფო ნომრით F-----, გადაყვანილი იქნა-----ის საჯარიმო ავტოსადგომზე.
2.18. საქართველოს შ-- საპატრულო პოლიციის დ-----------------------–---------------------------–------------------------–---------------–---------------–---------------–------------–----–----–------------–-------------ის რეაგირების ოქმით (22.01.2016) ირკვევა, რომ იგი გამოცხადდა რეაგირების ადგილზე - თ---–--–------------------------ში, სადაც ადგილზე მისვლისას დახვდათ ინიციატორი ზ---–------–---–-–---–ი და განაცხადა, რომ იგი არის ი------–--------------------------–-–------------–---------------------–----–-, რომლის განმარტებით, მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება ფ-----------------–---–ის მიმართ კერძოდ შ-- მ-----------------------ოს მიერ გაცემულ გირავნობის მოწმობის N------, რომლის მიხედვით ავტომანქანა ,,მ---------ი” სახელმწიფო ნომრით F----- გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო მფლობელობიდან და უნდა გადასცემოდა ს--------------------------, რისი აღსრულების მიზნით ავტომანქანა გადაცემული იყო ძებნაზე და დღეის რიცხვით ნაპოვნი იქნა მოვალის საცხოვრებელ მისამართზე. ვინაიდან მსესხებელმა უარი განაცხადა ავტომანქანის ნებაყოფლობით გადაცემაზე, ავტომანქანის ევაკუირების მიზნით, ზ---–------–---–-–---–მა გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი. ავტომაქნანა ,,მ---------ი” სახელმწიფო ნომრით F----- გადაყვანილი იქნა-----ის ავტოსადგომზე.
2.19. ვიდეოინფორმაციის დათვალიერების ოქმით (26.02.2018) ირკვევა, რომ 2016 წლის 26 თებერვალს 23:20-23:55 საათზე, დათვალიერდა 2016 წლის 26 თებერვალს სს მ------------------------ იურისტის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ვიდეოჩანაწერი, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის 22 იანვრის 12:26-12:32 საათს, სადაც ასახულია ავტოსადგომზე, თუ როგორ ხდება ევაკუატორიდან ,,მ-------------–ის” S--- მოდელის, სახელმწიფო ნომრით F-----, ავტომანქანის ჩამოღება, რა დროსაც ჩანს, თუ როგორ აზიანებს ავტომანქანის სახურავს ევაკუატორის სპეციალური სამაგრები, ავტომანქანის სამაგრებიდან ჩახსნის დროს.
2.20. ს----------–----–--------------------------–----------------------------- ექსპერტის N----- (01.04.2016) დასკვნით, ,,M------------------“ სახელმწიფო ნომრით F------, ძარის სახურავით და მარჯვენა ზედა კ---------- მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 250 ლარს.
2.21. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს----------------ამ.
2.22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
2.23. სასამართლომ შეაფასა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტიოლების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით კრიმინალიზებულია თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ზემოაღნიშნული ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია სადავო უფლებათა განხორციელების დადგენილი წესი. მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ მოქმედი პირი შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. ნამდვილად თავისი უფლება ისეთი უფლებაა, რომელიც პირს მინიჭებული აქვს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, ხოლო თავისად დაგულვებული კი - ისეთი, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა, სინამდვილეში, ასეთი უფლება არ გააჩნია ანდა ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის ნორმატიული აქტით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე.
3.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობისათვის სავალდებულოა ისეთი ნიშნის არსებობა, როგორიცაა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი მნიშვნელოვანი ზიანი.
3.4. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, თვითნებობა განზრახი დანაშაულია, მის ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის - ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობას.
3.5. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული №------ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს ,,მ-----------------------------–----------------–სა“ გ---------------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გ---------------–---–ზე გაიცა სესხი 19000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა ფ-----------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი ,,მ-------------–ი” S---, სახელმწიფო ნომრით F-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გ---------------–---–ს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელს ჰქონდა უფლება მიეღოს საკუთრებაში გირავნობის საგანი და განეხორციელებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია. მოწმეების ბ----–-----–-–---–ის, გ------------–-------ის, ზ---–------–---–-–---–ის ჩვენებებით და N------ გირავნობის მოწმობით, უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შ-- მ-----------------------ოს მიერ გაიცა სააღსრულებო დოკუმენტი, რომლითაც ფ-----------------–---–ისგან უნდა გამოთხოვილიყო ზემოაღნიშნული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების გირავნობის საგანი, რაც კანონით დადგენილი წესით განხორციელდა შ---ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედების შედეგად. მოწმე ზ---–------–---–-–---–ის, მ-----------------ის და ი-–-------–--–---–ის ჩვენებებით, უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, სწორედ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩარევითა და ს-----------ის საევაკუაციო სამსახურის დახმარებით მოხერხდა მხოლოდ ფ-----------------–---–ის მფლობელობიდან ავტომანქანის გამოთხოვა და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გ---------------–---–ი, რომელმაც ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სააღსრულებო წარმოებას. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არც თავად ბრალდებული გ---------------–---–ი უარყოფს, მეტიც, სწორედ ბრალდებულმა დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პატრულის თანამშრომელმა მოუწოდა არ გაეწია წინააღმდეგობა ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანისთვის და მოგვიანებით გაერკვია ყველაფერი. ამდენად, გ---------------–---–ისთვის ცალსახად ცნობილი იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოხდა ხელშეკრულების საგნის - ავტომანქანის გადაცემა სს ,,მ-----------------------------–----------------–ისთვის“. ამასთან, სს ,,მ-----------------------------–----------------–სა“ და შპს ,,ჯ----------ის“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, დადასტურებულია, რომ შპს ,,ჯ----------ის“ აღებული ჰქონდა ვალდებულება არ დაეშვა ქ.თბილისში, გ-----------------------------------------------------------ში მდებარე ავტოსადგომიდან არაუფლებამოსილი პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაყვანა. მოწმე რ------–---------ის ჩვენებით, უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი მკაცრად იყო გაფრთხილებული თვალყური ედევნებინა სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ მიერ დაცულ ავტოსადგომზე განთავსებული მ---------ის მარკის ავტომანქანისთვის, რომელიც, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, 2016 წლის 26 თებერვალს, თვითნებურად წაიყვანა სწორედ გ---------------–---–მა. მოწმე რ------–---------ის ჩვენება, გ---------------–---–ის მიერ დაცული ავტოსადგომიდან, სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ თანამშრომლებთან შეუთანხმებლად წაყვანის თაობაზე ასევე დადასტურებულია მოწმე ბ----–-----–-–---–ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ 2016 წლის 26 თებერვალს, გ---------------–---–ი იმყოფებოდა დაცულ ავტოსადგომზე და თითქოსდა სიგარეტის მოსაწევად გავიდა ეზოში, საიდანაც თვითნებურად წაიყვანა ავტომანქანა, რომელიც მისი შეუსრულებელი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იყო მფლობელისგან გამოთხოვილი, რითაც მნიშვნელოვნად დაზარალდა სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ ინტერესები. ამდენად, სასამართლოს მიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - თვითნებობის, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.
3.6. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ. პირველ რიგში, სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენდა იმის უტყუარად დადგენა, დაარღვია თუ არა გ---------------–---–მა სამართლებრივად დადგენილი წესი, როდესაც თვითნებურად მოახდინა მისი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოთხოვილი ავტომანქანის წაყვანა და არა იმის გარკვევა, ვინ, სად და რამდენად დააზიანა გირავნობის საგანი. ამ საკითხების გარკვევა აშკარად ცდება განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ---------------–---–ი, სს ,,მ-----------------------------–----------------–თან“ შეთანხმებით, დაუბრკოლებლად, სარგებლობდა სადავო ავტომანქანით, მას შემდეგაც რაც მოხდა მისი იძულების წესით საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა და 2016 წლის 26 თებერვალს მას თ---–--–------------–----------ში მდებარე დაცული ავტოსადგომიდან ავტომანქანა თვითნებურად არ წაუყვანია, ვინაიდან ამ ავტოსადგომზე ავტომანქანა არც არასოდეს ყოფილა განთავსებული, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აბსოლუტურად საწინააღმდეგო დადასტურდა მოწმეების ბ----–-----–-–---–ის, გ------------–-------ის, რ------–---------ის ჩვენებებით, რომელთა სანდოობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
3.7. ამდენად, ვინაიდან საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, დადასტურდა გ---------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 სასამართლო განმარტავს, რომ გ---------------–---–ს პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში, მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, არ დადგენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ---------------–---–ს ისჯება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
5.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს - ბრალდებულის მიერ თავისად დაგულვებული ქონების დაცვის სურვილი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებულის პიროვნებას - გასათვალისწინებელია, ბრალდებულის კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში, ასევე მის ოჯახურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პრველი ნაწილით სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, ელქტრონული დისკები - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ავტომობილი ,,მ-------------–ი” S---, სახელმწიფო ნომრით F----- - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ელექტრონული დისკები, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ავტომობილი ,,მ-------------–ი” S---, სახელმწიფო ნომრით F----- - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე