გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210118002314555
N2/172-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11.03.2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე შპს „ლ---“
წარმომადგენელი მ-------------–---–ი
მოპასუხე შპს „ჯ----“
წარმომადგენლები ნ----------–--–---–ი, თ-------------------–---–ი
დავის საგანი საზიარო საგნის შენახვისა და მოვალისათვის გაწეული
ხარჯის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.შპს „ჯ----“ შპს „ლ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 4623,66 ლარის ანაზღაურება.
1.2.შპს „ჯ----“ შპს „ლ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, შპს "ლ---ს" ქ. ფოთში თანასაკუთრებაში გააჩნია დ. ა----–-----–---------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------), კერძოდ, 848 კვ.მ, ფართის მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული (სამსართულიანი) შენობა-ნაგებობების ნაწილი. აღნიშნული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ: სს "პ-------------------" და შპს "ჯ-----". შენობა-ნაგებობის მთლიანი ფართი შეადგენს 847,7 კვ.მ-ს, საიდანაც შპს "ლ---ს" ეკუთვნის მე-3 სართული, საერთო ფართით - 386, 12 კვ.მ, სს "პ-------------------" ეკუთვნის პირველი და მეორე სართული საერთო ფართით 461,5 კვ.მ, ხოლო შპს "ჯ----" ეკუთვნის პირველი და მეორე სართული საერთო ფართით 600,18 კვ.მ, შპს "ლ---" აღნიშნულ ფართს იყენებს კომერციული დანიშნულებით, კერძოდ, მესამე სართულის ნაწილში ფუნქციონირებს სახლის ტიპის სასტუმრო "შ-----". 2017 წლის მეორე ნახევარში თანასაკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობას დაუზიანდა სახურავი, რის გამოც მესამე სართულზე ჩამოვიდა წყალი, რამაც შენობის ჭერი, იატაკი და კედლები დააზიანა, შესაბამისად, შპს "ლ---" იძულებული გახდა შეეწყვიტა კლიენტების მომსახურება სასტუმროში, რითაც ზიანი ადგება. 2017 წლის ოქტომბრის თვეში შპს "ლ---ს" დირექტორმა ლ. პა---------ვამ წერილით მიმართა სს "პ-------------------", შპს "ჯ----" და მოითხოვა მათი მხრიდან მონაწილეობის მიღება სახურავის შეკეთებაში. სახურავის (ლინიკრონი) მოწყობის სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 13871 ლარი. 2017 წლის 20 დეკემბერს შპს "ლ---სა" და სს "პ-------------------" შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანხმადაც, სს "პ--------------------" იკისრა ვალდებულება, რომ გადაიხდიდა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების მესამედ ნაწილს 4624 ლარის ოდენობით, რაც შეეხება შპს "ჯ----" მან უარი განაცხადა თანხის გადახდაზე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე. 2017 წლის 20 დეკემბერს შპს "ლ---მ" ქ. ფოთში, დ. ა----–-----–---------ში მდებარე შენობის სახურავის ლინიკრონის მოწყობასთან დაკავშირებით მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა ფ/პ მ--------------------სთან. სს "პ---------------------" შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და შპს "ლ---ს" ანგარიშზე ჩარიცხა 4624 ლარი, რაც შეეხება შპს "ჯ----" მიერ გასაწევ ხარჯებს 4623,66 ლარის ოდენობით, იგი გადაიხადა შპს "ლ---მ". მოსარჩელე ითხოვს შპს "ჯ----" მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 4623,66 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.2015 წლის 17 სექტემბერს მომზადებული ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, დ----- ა----–-----–--------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 848 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი:0------------ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, განაშენიანების ფართი: 848,7 კვ.მ, მესაკუთრები არიან: შპს „ლ---“, სს „პ-------------------“ და შპს „ჯ-----“.
3.2.2.შპს „ლ---ს“ დირექტორის ლ---- პა---------ვას 2017 წლის 03 ოქტომბრის წერილის შესაბამისად, 2012 წლის აგვისტოში სს "ი---------------------" დაიყო ორ კ--------დ შპს „შ----- და კ--------“ და შპს „კ--–---“. 2015 წლის მაისში მოხდა შპს „შ----- და კ--------ს“ დაყოფა და დღეის მდგომარეობით შენობის თანამესაკუთრეები არიან შპს „ლ---“ (მე-3 სართული), შპს „ჯ-----“ (მე-2 სართული), სს „პ-------------------“ (1 სართული). სახურავიდან ჩამოდის წყალი ოთახებში (მე-3 სართულის) თითქმის ყველა ოთახში რამაც დააზიანა (ჭერი, იატაკი, კედლები და ა.შ) მე-3 სართულის ნაწილში ფუნქციონირებს სახლის ტიპის სასტუმრო „შ-----“იმის გამო, რომ დაზიანებულია სახურავი, ჩამოდის წყალი, სტუმრებს ვერ იღებენ, რაც ამცირებს მოსარჩელის შემოსავალს. სს „პ-------------------ა“ და შპს „ჯ----“ როგორც დასახელებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს, კანონის შესაბამისად, ეკისრება ვალდებულება მონაწილეობა მიიღოს კაპიტალურ შეკეთებაში, მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის პროპორციულად.
3.2.3.აღსრულების ეროვნული ბიურის ფაქტების კონსტატაციის ოქმის თანახმად, ფაქტის დამდგენი არის გ--------–-----–ია, ფაქტების კონსტატაციის საფუძველი შპს „ლ---ს“ დირექტორის ლ---- პა---------ვას განცხადება, ფაქტების კონსტატაციის ადგილი: ქ. ფოთი, დ----- ა----–-----–--------, ს/კ 0-----------. კერძო საკუთრების ან/და კანონიერი მფლობელის შემთხვევაში - პირის დასახელება: შპს „ლ---“ 4--------, ქ. ფოთი, დ----- ა----–-----–--------, ნ-----–---- ძ---–---- სასტუმრო „შ-----“. გარემოება, რომლის დადგენაც არის მოთხოვნილი შპს „ლ---ს“ (4--------) დირექტორის ლ---- პა---------ვას (4----------) მოთხოვნაა, ქ. ფოთი, დ----- ა----–-----–---------ში (ნ-----–---- ძ---–---- სასტუმრო "შ-----"), მე-3 სართული, მოხდეს ფაქტების კონსტატაცია.
3.2.4. 2017 წლის 20 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგნენ: შპს „ლ---“ (ს/ნ 4--------, მისამართი: ქ. ფოთი, დ----- ა----–-----–-------- წარმოდგენილი მისი დიერქტორის ლ---- პ-----------ას მიერ, შემდგომში „დამკვეთი“) და ფ.პ. "მ--------------------“ (ს/ნ 6----------- მისამართი: ქ. ფოთი, ე-–----------, წარმოდგენილი მ--------------------ს მიერ, შემდგომში შემსრულებელი), მომსახურება მოიცავს ქ. ფოთში, დ----- ა----–-----–---------ში მდებარე ლინიკრონის მოწყობის სამუშაოებს, ესენია: ამორტირიზებული ლინიკრონის დემონტაჟი - 510 მ2, ამორტირიზებული ხის ნარჩენების დემონტაჟი და ბეტონის მჭიმის მოწყობა, არსებულ სახურავზე პრაიმერის მოწყობა 510 მ2, ლინიკრონის 2 ფენის მონტაჟი 510 მ2, დაზიანებული თუნუქის შეცვლა ახლით, მომსხურების გაწევას შემსრულებელი უზრუნველყოფს მის მიერ მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით, მის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე. მომსახურების საფასური შეადგენს 5000 ლარს.
3.2.5. 2017 წლის 20 დეკემბრის თანხის გადახდასთან დაკავშირებული შეთანხმების შესაბამისად, ვინაიდან უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, დ----- ა----–-----–-------- (ს/კ 0-----------) მესაკუთრეები, შეთანხმდნენ შენობის სახურავის გამოცვლაზე სს „პ-------------------“ მზად არის გადაიხადოს შესასრულებელი სამუშაოების მესამედი ნაწილი 4624 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „ჯ-----“ და შპს „ლ---“ 10 დღის ვადაში ხელშეკრულებას გააფორმებენ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით მესამე პირთან, რომლის ღირებულება იქნება 13871 ლარი ყველა გადასახადის ჩათლით. სარემონტო სამუშაოების საფასური დათვლილია შპს „ჯ-----ს“ და შპს „ლ---ს“ დაკვეთით, რომელიც მოიწონა ბანკმა და თანახმაა გადაიხადოს მისი წილი.
3.2.6. N479723 საგადასახადო დავალების მიხედვით, გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 4624 ლარს, გადამხდელი არის სს „პ-------------------“.
3.2.7.N7/12/2017/5 ინვოისის თანახმად, ინვოსის გაცემის თარიღი არის 07.12.2017, გამყიდველი: შპს „ჯ--------“, მყიდველი შპს „ლ---“. სულ სამი დასახელების საქონელი, საერთო თანხა 5614 ლარი, მ.შ. დღგ: 856,38 ლარი.
3.2.8. 2017 წლის 27 დეკემბრის N1861741611 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 1192 ლარს, გადამხდელი არის ლ---- პა---------ვა.
3.2.9. 2017 წლის 22 დეკემბრის N0 საგადასახადო დავალების თანახმად, გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 5614 ლარს, გადამხდელი არის შპს „ლ---“, გადახდის დანიშნულება მომსახურების საფასური, ინვოისი N7/12/2017/5.
3.2.10.2017 წლის 25 დეკემბრის სასაქონლო ზედნადების მიხედვით, დღგ-ს გადამხდელი არის შპს „ჯ--------“, მყიდველის დასახელება შპს „ლ---“, საქონლის დასახელება: ჰიდროს. მას. 38 ც, ჰიდროს მას. 57 ც, ბიტუმის პრაიმერი 8 ც. მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა შეადგენს 5614 ლარს. მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი 27.12.2017 წელი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „ლ---ს“ სასარჩელო მოთხოვნა - შპს „ჯ----“ მიმართ 4623,66 ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
შპს „ჯ----“ შპს „ლ---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საფოსტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 10,80 ლარის, ტრანსპორტირების ხარჯის 150 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 184,95 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის - 138,70 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 960-ე მუხლის თანახმად, თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია თავისი წილის თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშეც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს.
დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, დ----- ა----–-----–--------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 848 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი:0------------ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, განაშენიანების ფართი: 848,7 კვ.მ, მესაკუთრები არიან შპს „ლ---“, სს „პ-------------------“ და შპს „ჯ-----“. აღნიშნულ შენონა-ნაგებობას დაუზიანდა სახურავი, რის გამოც მესამე სართულზე ჩამოვიდა წყალი, რამაც შენობის ჭერი, იატაკი და კედლები დააზიანა.
შპს „ლ---ს“ დირექტორის“ ლ---- პა---------ვას 2017 წლის 03 ოქტომბრის წერილის შესაბამისად, 2012 წლის აგვისტოში სს "ი---------------------" დაიყო ორ კ--------დ შპს „შ----- და კ--------“ და შპს „კ--–---“. 2015 წლის მაისში მოხდა შპს „შ----- და კ--------ს“ დაყოფა და დღეის მდგომარეობით შენობის თანამესაკუთრეები არიან შპს „ლ---“ (მე-3 სართული), შპს „ჯ-----“ (მე-2 სართული), სს „პ-------------------“ (1 სართული). სახურავიდან ჩამოდის წყალი ოთახებში (მე-3 სართულის) თითქმის ყველა ოთახში რამაც დააზიანა (ჭერი, იატაკი, კედლები და ა.შ) მე-3 სართულის ნაწილში ფუნქციონირებს სახლის ტიპის სასტუმრო „შ-----“იმის გამო, რომ დაზიანებულია სახურავი, ჩამოდის წყალი, სტუმრებს ვერ იღებენ, რაც ამცირებს მოსარჩელის შემოსავალს. სს „პ-------------------ა“ და შპს „ჯ----“ როგორც დასახელებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს, კანონის შესაბამისად, ეკისრება ვალდებულება მონაწილეობა მიიღოს კაპტალურ შეკეთებაში, მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის პროპორციულად.
2017 წლის 20 დეკემბერს შპს „ლ---სა“ და სს „პ-------------------“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სს „პ--------------------“ იკისრა ვალდებულება, რომ გადაიხდიდა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების მესამედ ნაწილს 4624 ლარის ოდენობით. შპს „ჯ----“ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. აღნიშნული ხელშკრულებით მხარეებს წარმოადგნენ შპს „ლ---“ და ფ/პ მ--------------------.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--------------------მ დაადასტურა მის მიერ შესრულებული სამუშაოების და 5000 ლარის მიღების ფაქტი.
2017 წლის 20 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, მომსახურება მოიცავს ქ. ფოთში, დ----- ა----–-----–---------ში მდებარე ლინიკრონის მოწყობის სამუშაოებს, ესენია: ამორტირიზებული ლინიკრონის დემონტაჟი - 510 მ2, ამორტირიზებული ხის ნარჩენების დემონტაჟი და ბეტონის მჭიმის მოწყობა, არსებულ სახურავზე პრაიმერის მოწყობა 510 მ2, ლინიკრონის 2 ფენის მონტაჟი 510 მ2, დაზიანებული თუნუქის შეცვლა ახლით, მომსხურების გაწევას შემსრულებელი უზრუნველყოფს მის მიერ მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით, მის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე. მომსახურების საფასური შეადგენს 5000 ლარს.
სს „პ-------------------ს“ მიერ შესრულებულ იქნა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შპს „ლ---ს“ ანგარიშზე მის მიერ ჩარიცხულ იქნა 4624 ლარი, რაც შეეხება შპს „ჯ----“ მიერ გასაწევ ხარჯებს 4623,66 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა შპს „ლ---ს“ მიერ.
ამდენად, შპს „ლ---ს“ სასარჩელო მოთხოვნა - შპს „ჯ----“ მიმართ 4623,66 ლარის დაკისრების ანაზღაურების თაობაზე დასაბუთებულია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
შპს „ჯ----“ შპს „ლ---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საფოსტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 10,80 ლარის, ტრანსპორტირების ხარჯის 150 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 184,95 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის - 138,70 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს „ლ---ს“ სასარჩელო მოთხოვნა - შპს „ჯ----“ მიმართ 4623,66 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ჯ----“ შპს „ლ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საფოსტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 10,80 ლარის, ტრანსპორტირების ხარჯის 150 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 184,95 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის - 138,70 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე