განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2019
საქმის ნომერი
330100118002638588
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე N1/4----18

№0-----------

0- მარტი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - დ-------------–---–-, ი-----–---------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს-----------------, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ხ-–------------------------–--–--------- (პირადი №5----------)

ადვოკატი - ს----------------–-–---–-

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დაადგინა:

ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 0---------- განაჩენით, ს----------------- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის. მიუხედავად ამისა, 2018 წლის 2------ს, დილის საათებში, თ---–--–----------------------–-------------------------ში მდებარე მშენებარე სახლთან არსებულ ოთახში, ს-----------------მ, გაღიზიანების საფუძველზე, ხელებით სცემა მ-----–--–-----ს და თავის არეში დაარტყა მას ბლაგვი საგანი. შედეგად, მ-----–--–-----ს მიადგა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ა) ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის

სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ 117-ე მუხლით

გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია

ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან

დაზარალებულმა მ-----–--–-----მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო ლ---------–---------. 2018 წლის 2------ს, ლ----მა ვ----------–- მდებარე რესტორნის გახსნაზე დაპატიჟა, სადაც მეგობრები გააცნო, მათ შორის - ბრალდებული ს-----------------ც. სუფრასთან ბევრი არ დაულევია, რადგან ეპილეფსიითაა დაავადებული და ალკოჰოლი მისთვის რეკომენდირებული არ არის. სუფრასთან ყოფნისას თავი შეუძლოდ იგრძნო და ლ----ს სთხოვა წასულიყვნენ, მაგრამ ლ----ი სიგარეტის საყიდლად წავიდა და მარტო დატოვა. ცოტა ხანში გონება დაკარგა და გონს რომ მოვიდა, აღმოაჩინა, რომ პატარა ოთახში, ფიცრის საწოლზე იჯდა. თვალის გახელისთანავე ს-----------------მ ჩხუბი დაუწყო - შენი გულისთვის მეგობარს ხელი დავარტყი, გარეთ გამოდი, შენთან საქმე მაქვსო. გაჰყვა მას შენობიდან გარეთ. ს-----------------მ პატარა ფარდულში შეიყვანა და დაუწყო ჩხუბი - ამდენს რატომ სვამ, დედა ხარო. თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და შეკამათდნენ. ს. ღ--------მ მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოინდომა, მაგრამ უარი უთხრა, რის გამოც ს------მ გამეტებით სცემა, ხელები და ფეხები ურტყა, არმატურაც ჩაარტყა თავში, ბოლოს თითიც გადაუგრიხა და მოტეხა. ცემისას არაერთხელ წაუვიდა გული, მაგრამ ს. ღ-------- ასულიერებდა და მის ცემას განაგრძობდა, მაისური და საცვალიც შემოახია. როცა ს------მ დაინახა, რომ ძალიან ცუდად იყო და სისხლი სდიოდა, მაშინღა დაანება თავი და გარეთ გავიდა. ადგომა და გარეთ გასვლა მოახერხა, ჩანთა და პიჯაკი აიღო და ავტობუსით სადგურის მოედნამდე იმგზავრა, საიდანაც ტაქსით დაბრუნდა სახლში. დაზარალებულმა მ. წ--–-----მ დაკითხვისას დაადასტურა, რომ ექსპერტის მიერ დაფიქსირებული დაზიანებები მას სწორედ ს-----------------მ მიაყენა და ისინი დაცემით ან სხვა გზით არ მიუღია.

მოწმე ლ---------–---------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებული მ-----–--–----- შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცნო სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ მეშვეობით. 2018 წლის 2------ს მეგობრის დაბადების დღის სუფრაზე დაპატიჟა მ---- და ისიც დასთანხმდა. ერთად წავიდნენ რესტორან „ა--------–ი“, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი მეგობრები - ს----------------- და ბ----------–---. ს----------------- სუფრასთან მასთან და მ----სთან ერთად იჯდა, როცა მაგიდებს არ ემსახურებოდა. მ-----–--–-----მ ძალიან ბევრი ალკოჰოლური სასმელი დალია, შეუძლოდ გახდა და გული წაუვიდა. მ---- ჯერ რესტორანში არსებულ ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა და უგონო მდგომარეობაში მყოფი მოსასულიერებლად სკამზე დასვა, დაახლოებით დილის ხუთი საათისკენ კი როცა მან, ს-----------------მ და ბ----------–---მ ამ უკანასკნელის სამუშაო ადგილზე ერთად წასვლა გადაწყვიტეს, მ----ც თან წაიყვანეს. ადგილზე მისვლისას მ---- კვლავ უგონოდ იყო და მოსაფხიზლებლად გარეთ სკამზე დასვეს. რამდენიმე ხანში მ---- ცოტათი გონზე მოვიდა და სარდაფისკენ წავიდა. რომ არ წაქცეულიყო, მას თან გაჰყვა. სარდაფში მ---- სკამზე ჩამოსვა. იქ ს-----------------ც ჩამოვიდა, რომელმაც, რატომღაც, ხელი ჰკრა და ჩხუბი დაუწყო. ამის გამო შეკამათდნენ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა, მალევე შერიგდნენ. ბ----------–---სთან ერთად მ----ს სარდაფში ჩააკითხა და ერთად ამოიყვანეს ოთახში, სადაც ყველანი მაგიდასთან განთავსდნენ და ღვინის სმა დაიწყეს. ს------მ უგონოდ მყოფ მ----ს წყალი შეასხა, გამოაფხიზლა და უთხრა - „შენს გამო მეგობართან ჩხუბი მომივიდა და კაცმა რომ გიხმაროს ამის ღირსი ხარ“-ო. შემდეგ მ----ს ხელი დაარტყა სახეში, რომელშიც ტელევიზორის პულტი ეჭირა. ბ----------–---სთან ერთად ს. ღ-------ის დაწყნარება შეძლო და კვლავ განაგრძეს სმა. 2-3 ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ ჩაეძინა და როცა დილის დაახლოებით რვა საათზე გაიღვიძა, მ---- და ს------ ოთახში არ დახვდნენ. ახლომახლო ტერიტორიაზე მოიძია ისინი, თუმცა ვერ იპოვა და სამსახურში წავიდა. ჯერ ისევ გზაში იმყოფებოდა, მ----მ რომ დაურეკა და უთხრა, რომ ს-----------------მ სცემა. „ფეისბუქის“ მეშვეობით მისი ფიზიკური დაზიანებების ამსახველი სურათებიც გამოუგზავნა.

მოწმე ბ----------–--ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ღამის დარაჯად მუშაობს ქ. თბილისში, დ------------------------------ში არსებულ მშენებარე სახლში. სამსახურებრივი საქმიანობისას გაიცნო ობიექტებზე საქმის მმართველი, ბრიგადირი - თ------------------–---, რომელთანაც, გარდა საქმიანი ურთიერთობისა, ჩამოუყალიბდა ახლომეგობრული ურთიერთობაც. თ----------- ქ. თბილისში, ვ----------------------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებდა რესტორნის გახსნას. 2018 წლის 2------ს თ------------------–--- დაუკავშირდა და აცნობა, რომ რესტორანში, რომელსაც "ა---------" დაარქვა, დასრულებული იყო სარემონტო სამუშაოები და საზეიმო ვითარებაში მის გახსნას და, ამავდროულად, მისი იუბილეს აღნიშვნას აპირებდა, რასთან დაკავშირებითაც ეპატიჟებოდა წვეულებაზე. იმავე დილას მივიდა რესტორან „ა--------–ი“, სადაც წვეულების ორგანიზებაში ეხმარებოდა თ. ტ-----–---ს. ამავე საქმიანობაში იყო ჩართული ს-----------------ც, რომელთანაც ასევე მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. საღამოს საათებში 80-მდე მოწვეული სტუმ---- მოვიდა. სუფრამ რამდენიმე საათს გასტანა. სტუმრების წასვლის შემდეგ, თავად ადგილზე დარჩა, ს-----------------სთან, მათ საერთო მეგობარ ლ---------–---------სთან და მის თანმხლებ გოგონასთან (როგორც შემდეგ გაიგო - მ-----–--–-----სთან) ერთად, რომელიც ჭარბი ალკოჰოლური სასმელის მიღების გამო შეუძლოდ გახდა. რამდენადაც ახსოვს, მ---- ლ---------–---------მ მოათავსა რესტორნის ერთ-ერთ ოთახში. გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე გადაწყვიტეს, ტაქსით წასულიყვნენ მის დროებით სადგომში. ს------მ გამოიძახა ტაქსი და ოთხივენი თბილისის ზღვის გავლით წავიდნენ ქ.თბილისში, დ-------------------------------ში არსებულ მშენებარე სახლში, სადაც ღამის დარაჯად მუშაობს. ადგილზე მისვლისას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ-----–--–----- გადმოიყვანეს მანქანიდან, შეიყვანეს მშენებარე ობიექტის ეზოში, მოათავსეს სადარაჯო ჯიხურის გვერდით არსებულ ხის სკამზე, რის შემდეგაც ლ----მა მისი გამოფხიზლება სცადა. მ---- თვალებს ახელდა, მაგრამ ბოლომდე გონზე მოსვლას ვერ ახერხებდა. შემდეგ ლ----მა მ---- მშენებარე სახლის სარდაფში (ქვედა ოთახში) შეიყვანა. მათ ს------ც მიყვა. რამდენიმე წუთში შემოესმა ს------ს ლანძღვა-გინება და ყვირილი. აღმოჩნდა, რომ ლ----ი და ს------ ერთმანეთში წაკამათდნენ. მოჩხუბრები გააშველა და სიტუაცია განმუხტა, სარდაფში მ----ს სანახავად ჩავიდნენ და ნახეს, რომ მას მძინარეს გული არეოდა და შარდიც ვერ შეეკავებინა. გადაწყვიტეს გაესუფთავებინათ იგი, რა დროსაც ფანჯრიდან რეზინის მილით წყალი ჩამოუშვა და ს------სთან ერთად მ----ს გასუფთავება დაიწყო. შემდეგ მან და ლ---------–---------მ მ-----–--–----- სადარაჯო ჯიხურში ამოიყვანეს და ხის ტახტზე დასვეს. თავად მ----ს მიუჯდა, ლ----ი და ს------ კი მოპირდაპირე მხარეს მდგარ ხის ტახტზე დასხდნენ, შუაში ხის მაგიდა დაიდგეს და ღვინის სმა დაიწყეს. მ----ს კვლავ ეძინა, უგონოდ იყო. რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ ს------მ მ----ს სახეზე ჭიქით წყალი შეასხა და გამოაფხიზლა. ს------ ძალიან გაბრაზებული იყო და მ----ს სიმთვრალისა და იმის გამო საყვედურობდა, რომ ლ----თან მის გამო უთანხმოება მოუვიდა. ს-----------------მ მ----ს რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა მუშტი სახის არეში, აგინებდა, მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით და ეუბნებოდა, რომ მისი საქციელის გამო, ღირსი იყო, ორალური სექსით დაკავებულიყო მასთან და შარვალზე ქამარს იხსნიდა. ლ---------–---------სთან ერთად მის შეჩერებას ცდილობდა, თუმცა, ს------ მათ ხელიდან უსხლტებოდა და მუშტებს მ----ს სახესა და თავზე ურტყამდა, ბოლოს ტელევიზორის გადამრთველი „პულტი“ გადაამტვრია თავზე. მ---- თავის დაცვას თავზე ხელების აფარებით ცდილობდა. საბოლოოდ, ს------ ღ-------ის დამშვიდება შეძლეს. სიტუაცია რომ განიმუხტა, წამოწვა და ჩაეძინა, ამიტომ თუ როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები, არ იცის. რამდენიმე ხანში ლ---------–---------მ გააღვიძა და უთხრა, რომ წასვლას აპირებდა. თავადაც ადგა და დაინახა, რომ არც მ-----–--–----- და არც ს----------------- ადგილზე აღარ იყვნენ. მოწმემ გამოკითხვისას ასევე განაცხადა, რომ მ-----–--–-----ს რესტორან „ა--------–ი“ რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, ს------ ღ-------ის გარდა მისთვის ფიზიკური, სიტყვიერი ან სექსუალური ხასიათის რაიმე შეურაცხყოფაც არავის მიუყენებია.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, „წარმოდგენილი შპს „ნ--------------–ს”-ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ჩანაწერების მიხედვით, მ-----–--–----- აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2--0--18 წ.-ს 14:53 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა –2-.0--18 წ. 15:00 სთ-ზე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, მ-----–--–-----ს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: სისხლჩაქცევები ორივე თვალბუდის მიდამოში, ექსკორიაციები (ნაჭდევები) ზემო და ქვემო კიდურებზე, თავის ტვინის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაუდგინდა მარჯვენა თვალბუდის ფსკერის ფრაგმენტული მოტეხილობა; ნეიროქირურგის კონსულტაციით დაუდგინდა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. რენტგენოლოგიური გამოკვლევით დაუდგინდა მარჯვენა მტევნის II თითის ფალანგის ხაზოვანი მოტეხილობა.

ექსპერტიზის ფარგლებში შესწავლილი იქნა მ-----–--–----ის 2--0--2018 წ.-ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადაღებული გულმკერდის მიმოხილვითი, კისრის მალების, მენჯის ძვლების და მარჯვენა ხელის მტევნის რენტგენოგრამები (ჩაწერილი CD დისკზე), დასკვნის თანახმად: „რენტგენოგრამებზე ძვლებში ტრავმული დაზიანების რენტგენოლოგიური ნიშნები გამოხატული არ არის”.

ექსპერტიზის ფარგლებში ასევე შესწავლილი იქნა მ-----–--–----ის 2--0--2018 წ.-ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადაღებული თავის ტვინის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევის ელექტრონული ვერსია. დასკვნის თანახმად, მ-----–--–-----ს აღენიშნება ,,მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის ზედა კედლის (ზედა ყბის ძვლის ორბიტალური ზედაპირი) მოტეხილობა”.

პირადი გასინჯვით, 0--0-.2018 წ.-ს მ-----–--–-----ს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: სისხლნაჟღენთები ორივე თვალბუდის მიდამოში, ზედა და ქვედა ქუთუთოზე, ნაჭდევები მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის გარეთა ზედაპირზე და მარცხენა ტერფის დორზალურ მიდამოში I წინატერფის ძვლის ზედა მესამედის საპროექციოდ, ასევე მარჯვენა მტევნის II თითის ფრჩხილის ფირფიტის ნაწილობრივი აგლეჯვა, სისხლჩაქცევით საფრჩხილე ფალანგის რბილ ქსოვილებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ-----–--–----ის სხეულზე არსებული დაზიანებები: სისხლნაჟღენთები ორივე თვალბუდის მიდამოში ზედა და ქვედა ქუთუთოზე, მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის ზედა კედლის (ზედა ყბის ძვლის ორბიტალური ზედაპირი) მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, ნაჭდევები მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის გარეთა ზედაპირზე და მარცხენა ტერფის დორზალურ მიდამოში I წინატერფის ძვლის ზედა მესამედის საპროექციოდ და მარჯვენა მტევნის II თითის ფრჩხილის ფირფიტის ნაწილობრივი აგლეჯვა, სისხლჩაქცევით საფრჩხილე ფალანგის რბილ ქსოვილებში - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ 2--0--201 8 წ-ის თარიღს.

სისხლნაჟღენთები ორივე თვალბუდის მიდამოში ზედა და ქვედა ქუთუთოზე, მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის ზედა კედლის (ზედა ყბის ძვლის ორბიტალური ზედაპირი) მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა – ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

მარჯვენა მტევნის II თითის ფრჩხილის ფირფიტის ნაწილობრივი აგლეჯვა, სისხლჩაქცევით საფრჩხილე ფალანგის რბილ ქსოვილებში, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ნაჭდევები მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის გარეთა ზედაპირზე და მარცხენა ტერფის დორზალურ მიდამოში I წინატერფის ძვლის ზედა მესამედის საპროექციოდ, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.“

ტრასოლოგიური ექსპერტიზის N---/ტრ. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ მ-----–--–----ის ტანსაცმლის (მაისური, შარვალი და ქვედა საცვალი) ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის და ნაკერის განარღვევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

ნ. ბ---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 2- მაისს, 17:15-19:15 სთ. პერიოდში, შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილების გამომძიებელ იო------------–-–---–ის მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, გამგეობის წარმომადგენლისა და ბ----------–--ის თანდასწრებით, დათვალიერდა ამ უკანასკნელის დროებითი სადგომი, თბილისი, დ---------, ნ. ბ---------------ში მდებარე, ფანერით გადატიხრული მცირე ზომის ოთახი, ფანერისვე კარით. ოთახში, სადაც განთავსებული იყო ორი ფიცრის ტახტი და ფიცრის მცირე ზომის მაგიდა, მასზე მდგარი ტელევიზორით, საგამოძიებო მოქმედებისას გამომძიებლის მიერ ნანახი და ამოღებული იქნა ტელევიზორის ე.წ. „პულტი“, დაზიანებულ მდგომარეობაში.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 0--------, 21:15-21:45 სთ. პერიოდში, შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ მ-----–------------–---–ის მიერ, ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, მ-----–--–----ის მიერ მითითებული იქნა თბილისი, დ---------, ნ. ბ---------------ში მდებარე მშენებარე სახლის სარდაფში არსებული ოთახი, სადაც, მისი განმარტებით, რესტორანში გულის წასვლის შემდეგ მოვიდა გონზე, ასევე, - 40-50 მეტრში, ბეტონის კედლის მიღმა მდებარე ეზოში არსებული, ხის ფანერებით აშენებული პატარა ოთახი, სადაც, მ-----–--–----ისვე განმარტებით, მის მიმართ განხორციელებული იქნა ძალადობა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული იქნა 2018 წლის 0--------, 21:50-22:00 სთ. პერიოდში, შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ მ-----–------------–---–ის მიერ, ექსპერტების მონაწილეობით და მ-----–--–----ის თანდასწრებით. შემთხვევის ადგილს წარმოადგენს თბილისი, დ---------, ნ. ბ---------------ში მდებარე შემოღობილი ეზო, მშენებარე ორსართულიანი სახლითა და ორი ობიექტით, ასევე - ხის ფანერებით აწყობილი და ლითონის ფირფიტებით გადახურული მცირე ოთახი.

ბრალდებულმა ს-----------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 2-------------ს მისი მეგობარი, თ------------------–--- ხსნიდა რესტორანს და დაბადების დღის აღსანიშნავად აწყობდა სუფრას. თ. ტ-----–---ს სუფრის ორგანიზებაში ისიც ეხმარებოდა, სუფრასთან კერძები მიჰქონდა და როცა ეცალა, ლ---------–---------სთან და მის თანმხლებ მ-----–--–-----სთან ჯდებოდა სუფრაზე. სუფრის მსვლელობისას, ერთ-ერთ კუპეში ნათურის ასაღებად შესულმა იატაკზე მწოლიარე მ-----–--–----- დაინახა, რომელსაც თავსა და მუცელზე ლუდის ჩამოსასხმელი აპარატები დასცემოდა. მ----ს მდგომარეობის შესახებ აცნობა ლ----ს. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, როცა ერთ-ერთ კუპეში ლ----ი მძინარე ნახა, მ---- მაშინღა მოიკითხა, იგი ისევ კუპეში იატაკზე იწვა გათიშული. ლ----ი ვერ გააღვიძა, ამიტომ ბ----------–---სთან ერთად წამოაყენა და ლ----ის გვერდით, სკამზე დააწვინა მ---- და ბ----თან ერთად სმა განაგრძო. რამდენიმე ხანში კუპედან ხმაური შემოესმათ და როცა შიგნით შევიდნენ, მ---- იატაკზე მწოლიარე დახვდათ, მას მარცხენა თვალი შეშუპებული ჰქონდა. ლ----ი გააღვიძეს, მ----სთვის რომ მიეხედა. ლ----მა ტაქსი გამოიძახა. ტაქსი რომ მივიდა და მ---- მანქანაში ჩასვეს, ლ----ს მისი მისამართი ჰკითხა, მაგრამ ლ----მა მ----ს შინ წაყვანაზე უარი თქვა, - რომ მოწესრიგდება, მერე მივიყვან სახლშიო. ყველანი ერთად წავიდნენ სამშენებლო ობიექტზე, სადაც ის და ბ----------–--- მუშაობდნენ, ბ----- - დარაჯად, თავად კი - მომმარაგებლად. მ-----–--–----- მანქანიდან ბ----------–---მ და ლ---------–---------მ გადმოიყვანეს, რა დროსაც ხელიდან გაუვარდათ და მ---- ძირს დაეცა. წამოაყენეს, ბ-----ს მოსასვენებელ ოთახში შეიყვანეს და სკამზე დასვეს, თავად კი სმას შეუდგნენ. მ---- ისევ ცუდად გახდა, რის გამოც ლ----თან ჩხუბი მოუვიდა, - მას მ----ს სახლში წაყვანას ან მისთვის ყურადღების მიქცევას სთხოვდა. ლ----თან კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მას ტელევოზორის პულტიც ესროლა. ისინი ბ----------–---მ გააშველა, ისაუბრეს, შერიგდნენ და სმა განაგრძეს. მ---- რომ ისევ ცუდად გახდა, გაღიზიანებულმა ჭიქით წყალი მიასხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახეში. ისევ ბ----მა გააჩერა, რომელმაც გარეთ გაიყვანა და დაპირდა, რომ ლ----სა და მ----ს თავად მიხედავდა. ოთახში რომ შებრუნდნენ ლ----ი და მ---- იქ აღარ დახვდნენ, სარდაფში იყვნენ ჩასულები, სადაც მ----ს კვლავ აღებინა, რის გამოც ჯერ იქაურობის დალაგება მოუხდათ, შემდეგ კი ბ----მა და ლ----მა მოსაწესრიგებლად მ---- გარეთ, ონკანთან გაიყვანეს. თავად სახლში წავიდა, სადაც გარკვეული პერიოდი დაჰყო, შემდეგ კი სიტუაციის შესამოწმებლად დაბრუნდა უკან. ლ----ს და ბ----ს ეძინათ, მ---- კი იქ აღარ იყო. იმავე დღეს წავიდა რაიონში, სადაც ტელეფონით თ. ტ-----–--- დაუკავშირდა, რომელმაც შეატყობინა, რომ ლ---------–--------- დაკითხვაზე ჰყავდათ პოლიციაში დაბარებული. ბრალდებულმა ს. ღ--------მ დაკითხვისას აღნიშნა, რომ ცალკე, ფარდულში მ-----–--–----- არ გაუყვანია, არც სქესობრივი კავშირი შეუთავაზებია და არც ტანსაცმელი შემოუხევია მისთვის. მანვე აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, მ-----–--–----- დანაშაულს ანგარებითი მოტივით აბრალებს, რადგან დახმარების შესათავაზებლად მისულ მის დას დაზარალებულმა დიდი თანხა მოსთხოვა, რომელიც საზღვარგარეთ წასასვლელად სჭირდებოდა.

სასამართლომ გამოიკვლია რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში ს------ ღ-------ის უდანაშაულობის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან არ არის გამყარებული საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლივი ანალიზით. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო დარწმუნდა, რომ ს-----------------მ ჩაიდინა მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაული - სცემა დაზარალებულ მ-----–--–-----ს, ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა მას, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

სასამართლოს მიერ, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებული იქნა ბრალდებული ს------ ღ-------ის ჩვენება, სადაც იგი მ-----–--–----ის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა, აღნიშნავს, რომ დაზარალებულს სახეში გაშლილი ხელი დაარტყა მხოლოდ ორჯერ და დაზიანებები, რომლებიც მ. წ--–----ის სხეულზე ნანახი და დაფიქსირებული იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტების მიერ, დაზარალებულს მიღებული აქვს არა ცემის, არამედ სიმთვრალისა და შეუძლოდ ყოფნის გამო არაერთჯერადად (რესტორანში, ტაქსიდან გადმოყვანისას და დიღმის სამშენებლო ობიექტზე) დაცემის გამო.

ბრალდებულის პოზიციის საპასუხოდ, სასამართლო განმარტავს, რომ გარდა იმისა, რომ დაზარალებული მ-----–--–----- ს-----------------ს პირდაპირ ამხელს მისთვის ყველა იმ დაზიანების მიყენებაში, რომლებმაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავება და მოშლა გამოიწვია, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა - მათ შორის, თავად ბრალდებულის მეგობრების, ლ---------–---------ს და ბ----------–--ის ჩვენებათა - ანალიზიც იმავეს ცხადჰყოფს. კერძოდ, ლ. გ---–--------ამ და ბ. მ----–--ემ დაკითხვისას არ დაადასტურეს დაზარალებულის წაქცევის, სკამიდან გადმოვარდნის ან სხვაგვარად დაცემის ფაქტები და, ამასთან, კატეგორიულად უარყვეს ს. ღ-------ის გარდა სხვა პირის მიერ მ. წ--–----ისათვის არამხოლოდ ფიზიკური, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესაძლებლობაც კი. მათვე დაბეჯითებით განმარტეს, რომ ბრალდებულის მხრივ დაზარალებულის ცემამდე, ამ უკანასკნელს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.

სასამართლო თვლის, რომ იმ გარემოებას, რომ დაზრალებული მ. წ--–----ის მიმართ განხორციელებული ძალადობა არ შემოფარგლულა მისთვის სახეში ხელის ორჯერ დარტყმით, მოწმობს იმ ტანსაცმლის მდგომარეობაც, რომელიც შემთხვევის დღეს დაზარალებულს ტანთ ეცვა. აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მ-----–--–----ის ტანსაცმელზე (მაისურზე, შარვალსა და ქვედა საცვალზე) არსებობდა დაზიანებები, გახევის და ნაკერის განარღვევის სახით, რომლებიც წარმოქმნილი იყო ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა მ-----–--–-----მ დაზიანებები მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებაც გამორიცხავს ბრალდებულის ვერსიის უტყუარობას, იმასთან დაკავშირებით, რომ მ. წ--–-----მ სხეული დაცემის შედეგად დაიზიანა.

ბრალდებული ს------ ღ-------ის ჩვენება, რომ დაზარალებულს მხოლოდ ორჯერ დაარტყა სახეში მსუბუქად ხელი, წინააღმდეგობაში მოდის როგორც შემთხვევის თვითმხილველთა - ლ. გ---–--------ას და ბ. მ----–--ის განმარტებებთან, იმის თაობაზე, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს ბევრჯერ დაარტყა ხელი და ტელევიზორის ე.წ. „პულტიც“ კი გადაამტვრია თავზე, ისე - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, რომლის თანახმადაც შემთხვევის ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას მართლაც იქნა ნანახი ტელევიზორის ზემოაღნიშნული, დამტვრეული მოწყობილობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარის პოზიცია ს------ ღ-------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, არ არის სარწმუნო და დამაჯერებელი, ხოლო ბრალადშერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგინდა, რომ 2018 წლის 2------ს ს-----------------მ სცემა მ-----–--–-----ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

ბ) ქმედება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება

ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 0---------- N1----17 განაჩენის თანახმად, ს----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 0- (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც 01 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი და 0- (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლისა და 0- (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

სასჯელის მოხდის შესახებ ცნობით დგინდება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ს----------------- გათავისულდა 2017 წლის 2-------------.

საქართველოს ს------–---------–-----------------–-------------------------------–--------------–---------------------------–----–--------------–--- 2018 წლის 1--------- MOC 9------------ წერილის თანახმად, 2017 წლის 2- დეკემბრიდან ს----------------- აღრიცხვაზე იმყოფებოდა პრობაციის ბიუროში, ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 0---------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის მოსახდელად.

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ მ-----–--–----ისათვის სხეულის დაზიანების მიყენების დროისათვის ს----------------- ნასამართლევი იყო სხვისი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია. შესაბამისად, ობიექტური მხრივ ზემოაღნიშნული დანაშაული გამოიხატება მოქმედებასა ან უმოქმედობაში; დამდგარ შედეგში - პირისთვის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებასა და მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლაში; მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე, არაპირდაპირი განზრახვით. აღსანიშნავია, რომ განზრახვის დასაბუთებისათვის საკმ----სია პირს გაცნობიერებული ჰქონდეს მისი ქმედების ფაქტობრივი შედეგი და სავალდებულო არ არის მან იცოდეს დაზიანების კონკრეტულად რომელ სახეს (მძიმე, ნაკლებად მძიმე თუ მსუბუქი) მიეკუთვნება იგი.

საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიიჩნევს ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, ვისაც ადრე ჩადენი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული).

მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს------ ღ-------ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რაც გამოიხატა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევი ს. ღ-------ის მიერ მ-----–--–----ისთვის ჯანმრთელობის ნალებად მძიმე ხარისხის დაზიანების განზრახ მიყენებაში, რამაც, შედეგად ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია. შესაბამისად, არსებობს ს------ ღ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელის შეფარდების საფუძველი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში ს------ ღ-------ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, ასევე, - დანაშაულის ჩადენისას მის სისასტიკესა და ცინიზმს, რაც, შემთხვევის დროს, ჯანმრთელობის პრობლემებისა და ალკოჰოლური სიმთვრალის გამო, თავდაცვის უნარის არმქონე მ----ამ წ--–-----ზე სასტიკ ძალადობაში, - ფაქტობრივად, უმიზეზოდ (გაღიზიანების გამო) მის ცემასა და მის მიმართ უდიერ მოპყრობაში გამოიხატა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ს------ ღ-------ის მიმართ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რომელიც ხელს ვერ შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ს. ღ-------ის მიერ განზრახი დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 2-2-2-3-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 0---------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 0---------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ს-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ივნისიდან.

ნივთიერი მტკიცებულება:

ელექტრონული დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

მ-----–--–----ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პულტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

სუნის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი