განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/5---18
№00----------
05 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა---------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ---------------–---, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, გ-–--------------–-----------------, კ------------ და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს------–----------------–--------- დასახლებაში (პირადი №0----------)
ადვოკატი - ხ-------------–--–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 1---------ს, დაახლოებით 13:30 საათიდან 14:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თბილსიში, ა----–--------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ---------------–---მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის თ---------------ვის თვალში მუშტის დარტყმით, განახორციელა ძალადობა, რამაც თ-----------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა თ------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2006 წლიდან 2015 წლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ---------------–---სთან. 2013 წლიდან მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, ბ---------------–--ის ნარკოდამოკიდებულებისა და აზარტული თამაშებისაკენ მიდრეკილების გამო. 2018 წლის 1---------ს, მეგობართან - თ--------------–----–---–თან ერთად საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა ქ. თბილისში, მ-–------- ქუჩაზე. ავტომობილს მართავდა თ--------------–----–---–ი, თავად კი მძღოლის გვერდით იჯდა. საცობის გამო მოძრაობა შეანელეს, რა დროსაც ბ---------------–---მ გააღო მოძრავი ავტომანქანის უკანა მარცხენა კარები, ჩაჯდა ავტომანქანაში და დაიწყო ყვირილი და გინება. კონფლიქტი გაგრძელდა მანქანიდან გადმოსვლის შემდეგაც. ბ--------- ყვიროდა, რომ თ-------- იყო მისი ახალი საყვარელი, რა დროსაც მან ხელი გაარტყა მარცხენა თვალის მიდამოში, შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ დაემუქრა ბ---------------–---ს პოლიციაში დარეკვით, რის შემდეგაც ბ---------------–---მ დატოვა შემთხვევის ადგილი.
სასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე თ--------------–----–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, იგი დაზარალებულ თ------------ს იცნობს დაახლოებით 6 თვეა და მასთან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. თ--------------–----–---–ი 2018 წლის 1---------ს, თ------------სთან ერთად, ავტომობილით - სახელმწიფო ნომრით W------ გადაადგილდებოდა ქ. თბილისი, მ-–------- ქუჩაზე. ავტომობილს მართავდა თავად, ხოლო თ------------ მის გვერდით იჯდა. მას შემდეგ რაც შეუხვიეს ამავე ქუჩის N----სთან, საცობის გამო შეანელეს მოძრაობა. რა დროსაც გაიღო უკანა მარჯვენა კარი და ავტომობილში ჩაჯდა უცნობი, დაახლოებით 40-41 წლის დაბალი, მელოტი მამაკაცი, რომელიც აღმოჩნდა თ-----------ის ყოფილი მეუღლე ბ---------------–---. ამ უკანასკნელმა თ------ დაუწყო ყვირილი, გინება, ორივე ხელი ეკიდა თ------ ქურთუკზე და ყვიროდა „ეს არის შენი საყვარელიო“. თ-----ც ყვიროდა და ყოფილ მეუღლეს მოუწოდებდა წასვლისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარეკავდა პოლიციაში. ბ---------------–--- და თ------------ გადმოვიდნენ ავტომანქანიდან. რის შემდეგაც თავადაც დატოვა ავტომობილი. დაპირისპირება კვლავ გრძელდებოდა. ამ მომენტში ბ----- (ბ---------------–---მ) მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა თ------ მარცხენა თვალის არეში. პოლიციაში დარეკვის შემდეგ ბ---------------–---მ მალევე დატოვა შემთხვევის ადგილი.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე თ------------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით მარცხენა თვალის მიდამოში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 1---------ს.
ამავე დასკვნის გამოკვლევითი ნაწილის თანახმად, შესამოწმებელმა პირმა, თ------------მ ექსპერტს განუმარტა, რომ 2018 წლის 1---------ს, დაახლოებით 14:00 საათზე ქ. თბილისში ა. მ-–------ ქუჩა N----ს მიმდებარედ, ბ---------------–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს თ------------ს, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის მიდამოში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემულია 2018 წლის 1----------, შსს ქ. თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–----------- უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თ---------------–---–ის მიერ, ბ---------------–--ის მხრიდან თ-----------ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტზე. შემაკავებელი ორდერი ხელმოწერით დადასტურებულია ბ---------------–--ისა და თ-----------ის მიერ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა------------------–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
ბრალდებულმა ბ---------------–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. დასკვნით სიტყვაში კი განმარტა, რომ შეკამათებისას შემთხვევით მოარტყა ხელი დაზარალებულ თ------------ს. დაცვის მხარე შეეცადა დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაციას იმ საფუძვლით, რომ დაზარალებულ თ------------ს ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა ბ---------------–---სთან და მისი ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში ბ---------------–--ის უდანაშაულობის შესახებ, რადგან იგი წინააღმდეგობაში მოდის დამაჯერებლობისა და უტყუარობის სათანადო ხარისხის მქონე მტკიცებულებებთან - დაზარალებულ თ-----------ის და შემთხვევის თვითმხილველი მოწმის, თ--------------–----–---–ის ჩვენებებთან, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და შემაკავებელ ორდერთან. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ბ---------------–---მ ყოფილ მეუღლეს თ------------ს 2018 წლის 1---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულის და მოწმე თ--------------–----–---–ის განმარტებებში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან აღძრავდა ეჭვს იმის თაობაზე, რომ მათ რაიმე ინტერესი ამოძრავებდათ, მიეცათ მამხილებელი ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ.
დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში ასევე აპელირებდა, რომ დაზარალებული თ------------ არ იყო ბრალდებულის მეუღლე. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულის ჩვენებით და მოწმე თ--------------–----–---–ის ჩვენებით უტყუარად დადასტურდა ის ფაქტი, რომ ბ---------------–--- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ------------სთან, რაც ასევე დასტურდება ბრალდებულის განმარტებით, რომელიც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იგი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა თ------------სთან, ჰყავთ ორი საერთო შვილი და ერთად უძღვებოდნენ საოჯახო მეურნეობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პარაგრაფი 32).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა, რომ ბ---------------–---მ იძალადა ყოფილ მეუღლეზე - თ------------ზე, კერძოდ, თვალის არეში დაარტყა მუშტი, ხოლო მიყენებულმა დაზიანებამ დაზარალებულ თ-----------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან (სსკ-ის 1261 მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, გ) შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ბ---------------–---მ, ყოფილ მეუღლეს - თ------------ს ხელი გაარტყა მარცხენა თვალის არეში; ამასთან, ბ---------------–--ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბ---------------–--ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ოჯახში ძალადობის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბ---------------–--ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ---------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად, ამ ფენომენის შედეგად ხშირად პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზარალდებიან ბავშვებიც.
სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, პროკურორებს მოუწოდებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და სამართალწარმოების მიმდინარეობისას გადადგმულ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად.
ამდენად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის განსაზღვრისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებისა პირობებში, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულ ბ---------------–--ის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა და მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებას და მომავალში ახალი ძალადობრივი ფაქტების პრევენციას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------------- განაჩენით ბ---------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------------- განაჩენი ბ---------------–--ის მიმართ სააპელაციო წესით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში და განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ---------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ბ---------------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2019 წლის 05 მარტიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი