გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5513-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - ი-----------–---------ა
წარმომადგენელი - გ-----------------
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენლები - ო-------------–--- და დ---------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №2---- ბრძანება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1------ ბრძანება.
1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ი-----------–---------ა აღდგენილი იქნება გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე.
1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება, თვეში - 568 ლარის ოდენობით. ასევე, განაცდურ პერიოდზე დარიცხული დანამატების/პრემიების ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე (თანამდებობაზე აღდგენის მომენტამდე).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. ასევე, განაცდური თანხის გაცემის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------------–-–--------------------ს სტრუქტურა (დანართი №1) და საშტატო განრიგი (დანართი №2). დანართით დგინდება, რომ ს--------–------------------------–-–--------------------ს ს------------------------------------–-----ის განყოფილება ითვალისწინებდა უ----------------------------------------–---------------–------–----------------ის ჯგუფში ს--–---–-----ს (კ----------ის) 7 საშტატო ერთეულს, სპეციალური წოდებით - ს/მ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №2------ ბრძანება, დანართი (ს.ფ. 228-235).
3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------------–-–--------------------ს დირექტორის 2016 წლის 1 ივლისის №1------ ბრძანებით, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, 2016 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 1 იანვრამდე, შსს ს--------–------------------------–-–--------------------ს საქალაქო და რაიონულ სამმართველოებში მივლენილი იქნენ მოსამსახურეები, მათ შორის: შსს ს--------–------------------------–-–--------------------ს ქ. ფ----ის ს----–-----------------–--ში მივლენილი იქნა ამავე პოლიციის დეპარტამენტის ა------------–-----------------–--- ს------------------------------------–-----ის განყოფილების უ----------------------------------------–---------------–------–----------------ის ჯგუფის ს--–---–----- (კ----------ი) - ი-----------–---------ა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------------–-–--------------------ს დირექტორის 2016 წლის 1 ივლისის №1------ ბრძანება (ს.ფ. 13-14).
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------------–-–--------------------ს დირექტორის 2016 წლის 28 ნოემბრის №2------ ბრძანებით, სამსახურებრივი საქმიანობის მიზნობრივად წარმართვის მიზნით, შსს ს--------–------------------------–-–--------------------ს ა------------–-----------------–--- ს------------------------------------–-----ის განყოფილების მოსამსახურეებს ფუნქციონალურად დაევალა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრძანებაზე თანდართული დანართი №1-ის მიხედვით.
დანართი №1-ის მიხედვით, ს------------------------------------–-----ის განყოფილების უ----------------------------------------–---------------–------–----------------ის ჯგუფის ს--–---–-----ს (კ----------ის) - ი-------–--ს ფუნქციონალური მოვალეობა განისაზღვრა შემდეგნაირად: შსს ფ----ის ს----–-----------------–--ს კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონებისა და ინვენტარის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ორგანიზება და კონტროლის განხორციელება. ადმინისტრაციულ და დამხმარე შენობა ნაგებობებში განთავსებულ მატერიალურ ფასეულობათა დაცვა და სწორი ექსპლუატაციიის უზრუნველყოფა. ორგანიზების გაწევა სამმართველოს ყველა საჭირო და აუცილებელ მოთხოვნებსა და შუამდგომლობაზე მთავარი სამმართველოს წინაშე. მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა და მარაგების აღრიცხვა და მათი სწორი და თავისდროული ჩამოწერა. კონტროლი სამმართველოს მიერ გაწეულ კომუნალურ ხარჯებზე და გადახდის დოკუმენტების დროული წარმოდგენა დეპარტამენტში. კომუნალური დანიშნულებით გაწეული საწვავის ხარჯების აღრიცხვა და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დადგენილი ფორმით წარდგენა დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შსს მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №3-- ბრძანების შესაბამისად თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება მათზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობებზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------------–-–--------------------ს დირექტორის 2016 წლის 28 ნოემბრის №2------ ბრძანება, დანართი №1 (ს.ფ. 13-38).
3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------------–-–--------------------ს საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. კერძოდ, ს--------–------------------------–-–-------------------ში შეიქმნა ს------------–--------------–---, რომელიც მოიცავდა საქმისწარმოების ჯგუფს, ეკონომიკურ ჯგუფს და ლოჯისტიკის ჯგუფს, ხოლო ა------------–----------------–---, სადაც შედიოდა მოსარჩელის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა მთლიანად გაუქმდა, ანუ შემცირდა ყველა თანამდებობა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანება, დანართი (ს.ფ. 236-240).
3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №2---- ბრძანებით დგინდება, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს ს--------–------------------------–-–--------------------ს ა------------–-----------------–--- ს------------------------------------–-----ის განყოფილების უ----------------------------------------–---------------–------–----------------ის ჯგუფის ს--–---–----- (კ------------), ი-----------–ია (პ/ნ: 3----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში. საფუძველი: შს მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იავნრის №2---- ბრძანება (ს.ფ. 18).
3.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1------ ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ს--------–------------------------–-–--------------------ს ყოფილი ა------------–-----------------–--- ს------------------------------------–-----ის განყოფილების უ----------------------------------------–---------------–------–----------------ის ჯგუფის ს--–---–----- (კ------------) - ი-----------–ია (პ/ნ: 3----------) დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1------ ბრძანება (ს.ფ. 19).
3.1.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------------–-–--------------------ს დირექტორის 2018 წლის 12 თებერვლის №M---------------3 ბრძანებით, სამსახურებრივი საქმიანობის მიზანმიმართულად წარმართვის, სამოქმედო ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის პრევენციისა და ჩადენილი დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნის მიზნით, საქართველოს შსს ს--------–------------------------–-–--------------------ს ქ. ფ----ის ს----–-----------------–--ს თანამშრომლებს ფუნქციონალურად დაევალა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრძანებაზე თანდართული დანართი №1-ის მიხედვით. ამავე ბრძანებით დამტკიცდა შსს ს--------–------------------------–-–--------------------ს, ქ. ფ----ის ს----–-----------------–--ს თანამშრომელთა ფუნქციონალური მიმართულებები და ზონალური (სამოქმედო ტერიტორია) განაწილება (დანართი №1).
დანართი №1-ით, ს--------–------------------------–-–--------------------ს ქ. ფ----ის ს----–-----------------–--ს თანამშრომელთა ფუნქციონალური მიმართულებები და ზონალური (სამოქმედო ტერიტორია) განაწილებით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ - გ--------------–---–ს დაევალა, რომ უზრუნველყოს: საინფორმაციო ცენტრის სპეციალურ ელექტრონულ გვერდებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, ოჯახური კონფლიქტისა და ოჯახური ძალადობის აღრიცხვის ბარათების (ელექტრონული) რეგისტრაცია, შემოსული სპეცშემოწმების მასალების დროული და ხარისხიანი შესრულება. ქ. ფ----ის ს----–-----------------–--ს უძრავი ქონების, ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დადგენილი წესით აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ორგანიზება და კონტროლის განხორციელება. ქ. ფ----ის ს----–-----------------–--ს და პოლიციის განყოფილებების ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული დანადგარების სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის ორგანიზება. სამმართველოზე რიცხული გენერატორების სიმძლავრის გათვალისწინებით გასანაწილებელი კომუნალური საწვავების სახეობის და ოდენობის განსაზღვრა და განაწილება. პერიოდულად განყოფილებების შემოვლა, ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. მასვე დაეკისრა მატერიალურად პასუხისმგებლობა და კოორდინირება მატერიალურ ფასეულობათა პერიოდულ და წლიურ ინვენტარიზაციის ჩატარებასა და შედეგებზე. კომუნალური ხარჯების აღრიცხვა-შედარება მომსახურე კომპანიებთან (ენერგოკომპანია, ბუნებრივი აირით მომარაგება, წყალმომარაგება) და შესაბამისი შედარების აქტების წარდგენა ხარჯების გადასახდელად. მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, შესაბამისი უწყისების წარმოება და დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურისათვის წარდგენა. სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათ ექპლუატაციაზე კონტროლი. ავტომანქანების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე კონტროლი. სატრანსპორტო საშუალების სხვა მოსამსახურეზე განპიროვნების შემთხვევაში უმოკლეს ვადაში ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტისათვის. აკუმულატორების და საბურავების საგარანტიო პირობების დროული შესრულება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------------–-–--------------------ს დირექტორის 2018 წლის 12 თებერვლის №M---------------3 ბრძანება, დანართი №1 (ს.ფ. 120-121).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----------–---------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია); საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №2---- და 2017 წლის 2 მაისის №1------ ბრძანებები შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე. ასევე, მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურებაზე, თვეში 568 ლარის ოდენობით. ასევე, განაცდურ პერიოდზე დარიცხული დანამატების/პრემიების ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე (თანამდებობაზე აღდგენის მომენტამდე).
6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს, ხოლო მე-8 მუხლის „ლ“ პუნქტის მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთ ტერიტორიულ ორგანოს წარმოადგენს ს--------–------------------------–-–--------------------.
აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-----------–---------ას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა შსს ს--------–------------------------–-–--------------------ს ა------------–-----------------–--- ს------------------------------------–-----ის განყოფილების უ----------------------------------------–---------------–------–----------------ის ჯგუფის ს--–---–-----ს (კ------------) თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6.3. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.
ამავე ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
აღნიშნული ბრძანების 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია ჩამონათვალი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს სამინისტროს მოსამსახურე, მათ შორის, „დ“ ქვეპუნქტით: კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
ამავე ბრძანების 37-ე მუხლის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №2---- ბრძანებით, შსს ს--------–------------------------–-–--------------------ს ა------------–-----------------–--- ს------------------------------------–-----ის განყოფილების უ----------------------------------------–---------------–------–----------------ის ჯგუფის ს--–---–----- (კ------------) - ი-----------–ია (პ/ნ: 3----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველს წარმოადგენდა შს მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1------ ბრძანებით, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ს--------–------------------------–-–--------------------ს ყოფილი ა------------–-----------------–--- ს------------------------------------–-----ის განყოფილების უ----------------------------------------–---------------–------–----------------ის ჯგუფის ს--–---–----- (კ------------) - ი-----------–ია (პ/ნ: 3----------) დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
6.4. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------------–-–--------------------ს სტრუქტურა (დანართი №1) და საშტატო განრიგი (დანართი №2). დანართით დგინდება, რომ ს--------–------------------------–-–--------------------ს ს------------------------------------–-----ის განყოფილება ითვალისწინებდა უ----------------------------------------–---------------–------–----------------ის ჯგუფში ს--–---–-----ს (კ----------ის) 7 საშტატო ერთეულს, სპეციალური წოდებით - ს/მ.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------------–-–--------------------ს დირექტორის 2016 წლის 28 ნოემბრის №2------ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად, ს------------------------------------–-----ის განყოფილების უ----------------------------------------–---------------–------–----------------ის ჯგუფის ს--–---–-----ს (კ----------ის) - ი-----------–იას ფუნქციონალურ მოვალეობას წარმოადგენდა: შსს ფ----ის ს----–-----------------–--ს კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონებისა და ინვენტარის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ორგანიზება და კონტროლის განხორციელება, ადმინისტრაციულ და დამხმარე შენობა ნაგებობებში განთავსებულ მატერიალურ ფასეულობათა დაცვა და სწორი ექსპლუატაციიის უზრუნველყოფა, ორგანიზების გაწევა სამმართველოს ყველა საჭირო და აუცილებელ მოთხოვნებსა და შუამდგომლობაზე მთავარი სამმართველოს წინაშე, მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა და მარაგების აღრიცხვა და მათი სწორი და თავისდროული ჩამოწერა, კონტროლი სამმართველოს მიერ გაწეულ კომუნალურ ხარჯებზე და გადახდის დოკუმენტების დროული წარდგენა დეპარტამენტში, კომუნალური დანიშნულებით გაწეული საწვავის ხარჯების აღრიცხვა და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დადგენილი ფორმით წარდგენა დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შსს მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №3-- ბრძანების შესაბამისად თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება მათზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------------–-–--------------------ს საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. კერძოდ, ს--------–------------------------–-–-------------------ში შეიქმნა ს------------–--------------–---, რომელიც მოიცავდა საქმისწარმოების ჯგუფს, ეკონომიკურ ჯგუფს და ლოჯისტიკის ჯგუფს, ხოლო ა------------–----------------–---, სადაც შედიოდა მოსარჩელის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა მთლიანად გაუქმდა, ანუ შემცირდა ყველა თანამდებობა.
მოგვიანებით, 2018 წლის 12 თებერვალს, ანუ მოსარჩელის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------------–-–--------------------ს დირექტორის №M---------------3 ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად ქ. ფ----ის ს----–-----------------–--ს თანამშრომელთა ფუნქციონალური მიმართულებების და ზონალური (სამოქმედო ტერიტორია) განაწილებით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ - გ--------------–---–ს დაევალა, რომ უზრუნველყოს: საინფორმაციო ცენტრის სპეციალურ ელექტრონულ გვერდებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, ოჯახური კონფლიქტისა და ოჯახური ძალადობის აღრიცხვის ბარათების (ელექტრონული) რეგისტრაცია, შემოსული სპეცშემოწმების მასალების დროული და ხარისხიანი შესრულება. ქ. ფ----ის ს----–-----------------–--ს უძრავი ქონების, ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დადგენილი წესით აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ორგანიზება და კონტროლის განხორციელება. ქ. ფ----ის ს----–-----------------–--ს და პოლიციის განყოფილებების ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული დანადგარების სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის ორგანიზება. სამმართველოზე რიცხული გენერატორების სიმძლავრის გათვალისწინებით გასანაწილებელი კომუნალური საწვავების სახეობის და ოდენობის განსაზღვრა და განაწილება. პერიოდულად განყოფილებების შემოვლა, ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. მასვე დაეკისრა მატერიალურად პასუხისმგებლობა და კოორდინირება მატერიალურ ფასეულობათა პერიოდულ და წლიურ ინვენტარიზაციის ჩატარებასა და შედეგებზე. კომუნალური ხარჯების აღრიცხვა-შედარება მომსახურე კომპანიებთან (ენერგოკომპანია, ბუნებრივი აირით მომარაგება, წყალმომარაგება) და შესაბამისი შედარების აქტების წარდგენა ხარჯების გადასახდელად. მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, შესაბამისი უწყისების წარმოება და დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურისათვის წარდგენა. სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათ ექპლუატაციაზე კონტროლი. ავტომანქანების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე კონტროლი. სატრანსპორტო საშუალების სხვა მოსამსახურეზე განპიროვნების შემთხვევაში უმოკლეს ვადაში ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტისათვის. აკუმულატორების და საბურავების საგარანტიო პირობების დროული შესრულება.
შესაბამისად დადგენილია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–------------------------–-–--------------------ს საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში, 2016 წლის 31 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით, ს--------–------------------------–-–-------------------- აღარ ითვალისწინებს ს------------------------------------–-----ის განყოფილებას. შესაბამისად, გაუქმდა აღნიშნულ განყოფილებაში შემავალი უ----------------------------------------–---------------–------–----------------ის ჯგუფის ს--–---–-----ს (კ----------ის) 7 საშტატო ერთეული, ხოლო მოგვიანებით, გაუქმებული შტატის ფუნქცია-მოვალეობები დაეკისრა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს.
შესაბამისად, მითითებული შტატის შემცირების გამო აღნიშნული პერიოდიდან, კერძოდ 2017 წლის 3 იანვრიდან მოსარჩელე გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო მოგვიანებით დათხოვნილილი შსს-ოს რიგებიდან.
6.5. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების და შემდგომ რეზერვში დათხოვნის საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება იყო თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის (საქმე №ბს-449-442(კ-15)) გადაწყვეტილებაზე, სადაც აღინიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზე გვაქვს რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება და რეორგანიზაციის შემდგომ შექმნილი შტატები თავისი სტატუსით და ფუნქციებით არსებითად განსხვავდებოდა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუქცია-მოვალეობებისგან, შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №2---- და 2017 წლის 2 მაისის №1------ ბრძანებები გამოცემულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.7. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე - ი-----------–---------ას სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
6.8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №2---- და 2017 წლის 2 მაისის №1------ ბრძანებები და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე - ი-----------–---------ას სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----------–---------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი