გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.04.2019
საქმის ნომერი
210310017002182369
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310017002182369

საქმე №3/145-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11.04.2019 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი - ნა-------–-–---–ი;

მოპასუხე - ნა----–-------------–---–ი (არ გამოცხადდა)

დავის საგანი: - უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე ნა----–-------------–---–ს (პირადი ნომერი: 4----------) დაეკისროს მის მიერ ზედმეტათ აღებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ფულადი სოციალური დახმარების 160 (ას სამოცი) - ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2017 წლის 21 ნოემბერს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილების მიერ აღძრული იქნა ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხე ნა----–-------------–---–ის მიმართ ზედმეტად აღებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ფულადი სოციალური დახმარების 160 (ას სამოცი) - ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით საქმის არსი მდგომარეობს შემდეგში: განყოფილების სოციალური აგენტის მიერ შევსებული დეკლარაციის შედეგად ნა----–-------------–---–ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 50----, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი (საარსებო შემწეობის) დახმარების მიღებას. სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე განაცხადის შევსებისას და სააგენტოში ჩაბარებისას, აღნიშნული ოჯახის წევრები გაცნობილი იქნენ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს და მოვალეობებს და მათი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებს, რაც დასტურდება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადებაზე ქ-ნ ნა----–-------------–---–ის ხელმოწერიდანაც. სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილების მიერ საქმის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოპასუხე ნა----–-------------–---–ს ზედმეტათ აღებული აქვს 160 ლარი. ნა----–-------------–---–მა დაარღვია მის მიერ ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ, სააგენტოსათვის ეცნობებინა ამ ცვლილებებიდან ერთი თვის ვადაში, რაც არ მომხდარა. მოსარჩელეს ასევე წარმოდგენილი აქვს სააგენტოს წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ნა----–-------------–---–ი აგრეთვე სარგებლობს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით. 2017 წლის 18 ივლისს ოჯახში შევსებულ იქნა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი. ამჟამად, აღნიშნული ოჯახი არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-9 მუხლის საფუძველზე შეუძლებელია ზედმეტად გადაცემული შემწეობის უკან დაბრუნება სააგენტოს გადაწყვეტილებით. მოსარჩელე განმარტავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ბენეფიციარის (ნა----–-------------–---–ის ოჯახი) შორის ადგილი აქვს ორმხრივ კანონისმიერ ვალდებულებით სამართალურთიერთობებს და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მიყენებული ზიანის 160 ლარის ანაზღაურება (უკან დაბრუნება).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნა----–-------------–---–ის ოჯახი შედგებოდა სამი წევრისაგან, კერძოდ ოჯახში შედიოდა ნა----–-------------–---–ი (პ/№4----------), პა------------–---–ი (პ/№4----------) და და-------------–---–ი (პ/№4----------). უფლებამოსილი წარმომადგენელი იყო ნა----–-------------–---–ი. 2016 წლის 26 დეკემბერს ნა----–-------------–---–მა განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადებით, რომლითაც იკისრა ვალდებულება, რომ დაუყოვნებლივ აცნობებდა სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ან/და იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. სოციალური მომსახურების სააგენტოს შეფასებით ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 5-----, რის საფუძველზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ. ოჯახი იღებდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილ ფულად დახმარებას 2016 წლის დეკემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ

- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.

 

3.1.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 ივლისის N04/47216 წერილის საფუძველზე, დაფიქსირდა ინფორმაცია, რომ ნა----–-------------–---–ის ოჯახის წევრის პა------------–---–ის (პ/ნ4----------) დასაქმების ფაქტზე. კერძოდ პა------------–---–ი დასაქმდა შპს ,,თ---–-------ს ჯგუფში”. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააგენტოს 2017 წლის 18 ივლისის წერილობითი აქტი

- მოსარჩელის განმარტება

 

3.1.3. ნა----–-------------–---–მა დაარღვია მის მიერ ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ, სააგენტოსათვის ეცნობებინა ამ ცვლილებებიდან ერთი თვის ვადაში, რაც მას არ გაუკეთებია და აგრძელებდა ფულადი დახმარების მიღებას. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად აღებული აქვს: 2017 წლის ივნისის 160 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;

- სააგენტოს ანგარიშზე უკან დასაბრუნებელი საარსებო შემწეობის თანხების რეესტრი;

 

3.1.4. ნა----–-------------–---–ს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების მიერ 2017 წლის 30 აგვისტოს გაეგზავნა მოთხოვნა ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის, 160 ლარის უკან დაბრუნების შესახებ; ნა----–-------------–---–ს სააგენტოს გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;

- 2017 წლის 30 აგვისტოს გაფრთხილება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6, მე-8, მუხლებით, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-6 მუხლით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, მეცხრე პრიმა მუხლი, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-9 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394 -ე, 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის№126 დადგენილების („ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ოჯახი არის- ამ წესის მიზნებისათვის, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას.

 

6.2 ამავე მუხლის „ თ“ ქვეპუნქტით: ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არის – მაძიებლის სხვა წევრთა ნდობით აღჭურვილი ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას სააგენტოსათვის მიწოდებული მონაცემების სისწორისათვის;

 

6.3 ამავე დადგენილების მე-6 მუხლის „დ“ პუნქტი ადგენს: განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა ოჯახის მუდმივი საცხოვრ ებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

 

6.4 ამავე დადგენილების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით: ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს:

ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

ბ) ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების ან/და ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა) შეუსრულებლობის შემთხვევაში;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

6.5 საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის№145 დადგენილების (სოციალური დახმარების შესახებ) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:

 

ა) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ.);

ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;

გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.

 

6.6. სასამართლო მიაჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ბენეფიციარის (ნა----–-------------–---–ის ოჯახი) შორის ადგილი აქვს ორმხრივ კანონისმიერ ვალდებულებით სამართალურთიერთობას და თვლის, რომ მოპასუხე ნა----–-------------–---–მა უკანონოდ მიიღო ფულადი დახმარება 160 ლარი, რაც მას კანონით არ ეკუთვნოდა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნა----–-------------–---–ის ოჯახი შედგებოდა სამი წევრისაგან, კერძოდ ოჯახში შედიოდა ნა----–-------------–---–ი (პ/№4----------), პა------------–---–ი (პ/№4----------) და და-------------–---–ი (პ/№4----------). უფლებამოსილი წარმომადგენელი იყო ნა----–-------------–---–ი. 2016 წლის 26 დეკემბერს ნა----–-------------–---–მა განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადებით, რომლითაც იკისრა ვალდებულება, რომ დაუყოვნებლივ აცნობებდა სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ან/და იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. სოციალური მომსახურების სააგენტოს შეფასებით ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 5-----, რის საფუძველზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ. ოჯახი (ოჯახის ს/კ 0-----------) იღებდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილ ფულად დახმარებას 2016 წლის დეკემბრიდან. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 ივლისის N04/47216 წერილის საფუძველზე, დაფიქსირდა ინფორმაცია, რომ ნა----–-------------–---–ის ოჯახის წევრის პა------------–---–ის (პ/ნ4----------) დასაქმების ფაქტზე. კერძოდ პა------------–---–ი დასაქმდა შპს ,,თ---–-------ს ჯგუფში”. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. ნა----–-------------–---–მა დაარღვია მის მიერ ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ, სააგენტოსათვის ეცნობებინა ამ ცვლილებებიდან ერთი თვის ვადაში, რაც მას არ გაუკეთებია და აგრძელებდა ფულადი დახმარების მიღებას. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად აღებული აქვს: 2017 წლის ივნისის 160 ლარი;

 

6.7. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ნა----–-------------–---–ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.

 

6.8. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.

 

6.9. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი უსაფუძვლო გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოპასუხის უკანონო ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის აღება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. ამდენად, სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა იქნეს ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 394-ე მუხლებით. მოპასუხემ სახელმწიფოსაგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 160 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

ამასთან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი, იგი არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც გააბათილებდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მტკიცებულებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხე ნა----–-------------–---–ს უნდა დაეკისროს 160 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, ნა----–-------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 976-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელის - სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად

 

2. მოპასუხე - ნა----–-------------–---–ს (პირადი №4----------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ ზედმეტად აღებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ფულადი სოციალური დახმარების, 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა.

 

3.მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯებისაგან.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-5 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე