გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.10.2018
საქმის ნომერი
330310018002475662
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3395-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე

 

მოსარჩელე - ინ------------ე

 

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

 

მესამე პირები - ნა----–-------ე, შპს „ლ-----ა“

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1--- ბრძანება 2015 წლის 09 ივნისის №1-------------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, აპლიკანტ ინ------------ის 2015 წლის 23 აპრილის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამარტივებული წარმოება №1-------- რესპოდენტების შპს „ლ-----ასა“ და ნა----–-------ის მიმართ. გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა 2013 წლის 1- აპრილისა და 2014 წლის 1- მაისის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინ------------ის 2015 წლის 23 აპრილის განცხადება და თანდართული მასალა - ს.ფ. 174-186;

 

3.2. გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მაისის შეტყობინებები რესპოდენტებს - შპს „ლ-----ასა“ და ნა----–-------ეს ჩბარდათ 2015 წლის 20 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გამარტივებული წარმობის დაწყების შესახებ 2015 წლის 18 მაისის შეტყობნებების შპს „ლ-----ასა“ და ნა----–-------ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილები - ს.ფ. 187-188.

 

3.3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 09 ივნისს გამოიცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №1--------------- ბრძანება, რომლითაც რესპოდენტებს ნა----–-------ესა და შპს „ლ-----ას“ ინ------------ის სასარგებლოდ დაეკისრათ 100.00 ლარისა და 50 000.00 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) სოლიდარულად გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 09 ივნისის №1--------------- ბრძანება - ს.ფ. 189.

 

3.4. ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილესმ 2018 წლის 09 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის №1------- განაჩენი. განაჩენით დამტკიცდა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ ნა----–-------ეს შორის 2018 წლის 5 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება; ნა----–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

განაჩენის თანახმად, ნა----–-------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

1996-1997 წლებში, შპს „ო---------–---მა“, შპს „დ-------------------------ემ“ და შპს „ქ--------–----------------------------------მა“ მაღალი საპროცენტო სარგებლის დაბრუნების პირობით, მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობის სახსრები. 1997 წლის მიწურულს, ხსენებულმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება და მოქალაქეებისთვის ვეღარ შეძლეს საპროცენტო სარგებლის დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება.

 

დაზარალებულებმა სარჩელით მიმართეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს შეტანილი თანხების იძულებით გადახდევინება. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრისა და ამავე წლის 25 ნოემბრის №------ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დაზარალებულთა მოთხოვნა და შპს „ო---------–---ს“, შპს „დ-----------------------ეს“ და შპს „ქ--------–----------------------------------ს“, ასევე, ფიზიკურ პირებს - ნა----–-------ეს, თეიმურაზ ლ-----აძესა და კ----------------- სოლიდარულად დაეკისრათ თითოეული მოანაბრის დაკმაყოფილება. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება 82 კრედიტორის სასარგებლოდ უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, პ-------ის ქ №-/ დ-----------–-----–------------------ში მდებარე, ნა----–-------ის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით, რომლის ღირებულებაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს 201- წლის 28 დეკემბრის №0--------- შეფასების დასკვნის მიხედვით, შეადგენდა 1-------- ლარს (შეფასების მომენტისთვის 7------ აშშ დოლარი). გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეალიზაციიდან ამონაგები ფულადი თანხით, უნდა დაკმაყოფილდებულიყო ქ------- ჟ----------- ინგა და ნ---- მე--------ი და მზ-------–--------ა.

 

ამავდროულად, 1998 წლიდან მიმდინარეობდა შპს „ო---------–---ის“ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმისწარმოება, რომლის ფარგლებში დაახლოებით 1900 კრედიტორის სასარგებლოდ ამავე შპს-ს უნდა გადაეხადა 700 000 აშშ დოლარზე მეტი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო მხოლოდ შპს „ო---------–---ის“ კუთვნილი ქონებიდან, ამავე შპს-ს ყოფილმა დირექტორმა ნა----–-------ემ, 2014-2017 წლებში, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 101 კრედიტორთან გააფორმა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა თანახმად, მათთვის პირადი ვალის სახით თითქოსდა გადასახდელი ჰქონდა ჯამში 815 850 აშშ დოლარი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, ნა----–-------ის დავალებით კრედიტორების მიერ წარდგენილ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათი შემდგომი აღსრულების მიზნით.

 

ამ დოკუმენტების გამოყენებით, ხსენებული 101 კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ შპს „ო---------–---ის“, არამედ უშუალოდ ნა----–-------ის სახელზე რიცხული ქონებით, მათ შორის, პ-------ის ქ №-/ დ-----------–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციით, რომელზეც ქონებრივი მოთხოვნის უფლება გააჩნდათ მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს, ასევე, ქ--------–----------ს,----- და ნ---- მე--------სა და მზ-------–--------ას.

 

ზემოაღნიშნულით, ნა----–-------ემ 101 პირთან, მათ შორის, ინ------------ესთან, ერთად წინასწარი შეთანხმებით, დაამზადა და გამოიყენა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით შეეცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიეყენებინა 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის დიდუბე- ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს ასევე, ქ--------–----------ს,----- და ნ---- მე--------სა და მზ-------–--------ას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის №1------- განაჩენი - ს.ფ.194-201;

- ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის დავით კუტალაძის 2018 წლის 09 თებერვლის №1---------- მიმართვა - ს.ფ. 192.

 

3.5. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილის 2018 წლის 27 თებერვლის №1---- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2018 წლის 27 მარტს გამოსცა №1--- ბრძანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანებების, მათ შორის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1--- ბრძანება 2015 წლის 09 ივნისის №1-------------- ბრძანების ბათილად ცნობისა და აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების გაუქმების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილის მ-------------–-–---–-- 2018 წლის 27 თებერვლის N1---- მოხსენებითი ბარათი - ს.ფ. 202;

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის N1--- ბრძანება - ს.ფ. 204-208.

 

3.6. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აპრილის წერილით ინ------------ეს ეცნობა, რომ №1-------- სააღსრულებო საქმეზე შეწყდა სააღსრულებო საქმის წარმოება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1--- ბრძანების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აპრილის წერილი - ს.ფ. 2015;

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აპრილის წერილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები - ს.ფ. 217-218.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის №1--- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებთან.

 

6.2. ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 91- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 915 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ინ------------ემ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა, გამარტივებული წარმოების გზით, ნა----–-------ისა და შპს „ლ-----ას“, დავალიანების - 50000 ლარის გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. ინ------------ის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა ვალის აღიარების შესახებ 2013 წლის 1- აპრილისა და 2014 წლის 1- მაისის ხელწერილები.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტები, კერძოდ იგი უნდა უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მაისის №-------------- შეტყობინებით, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, შპს „ლ-----ასა“ და ნა----–-------ეს ეცნობათ, რომ 2015 წლის 23 აპრილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ინ------------ის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამარტივებული წარმოება, ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინება ნა----–-------ემ ჩაიბარა 2015 წლის 20 მაისს პირადად. ამასთან, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს „ლ-----ას“ დამფუძნებელი არის ნა----–-------ე.

 

სასამართლო მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნა----–-------ეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინების შემცველი გზავნილი ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლო, ასევე, დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნა----–-------ეს შეტყობინების ჩაბარებიდან, შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, სააღსრულებო ბიუროსათვის არ წარუდგენია რაიმე მოსაზრება დავალიანების თაობაზე.

 

შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას დაეყრდნო დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში (ვალის აღიარების შესახებ 2013 წლის 1- აპრილისა და 2014 წლის 1- მაისის ხელწერილებში, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებდა თავის მოთხოვნას) არსებულ მონაცემებს და 2015 წლის 09 ივნისს გამოსცა №1-------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის 2018 წლის 09 თებერვლის მიმართვით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის №1------- განაჩენის შესახებ, რომლითაც ნა----–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის, ასევე სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. განაჩენის თანახმად, ნა----–-------ემ 2014-2017 წლებში, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 101 კრედიტორთან გააფორმა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა თანახმად, მათთვის პირადი ვალის სახით თითქოსდა გადასახდელი ჰქონდა ჯამში 815 850 აშშ დოლარი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, ნა----–-------ის დავალებით კრედიტორების მიერ წარდგენილ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათი შემდგომი აღსრულების მიზნით. ამ დოკუმენტების გამოყენებით, ხსენებული 101 კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ შპს „ო---------–---ის“, არამედ უშუალოდ ნა----–-------ის სახელზე რიცხული ქონებით, მათ შორის, პ-------ის ქ №-/ დ-----------–-----–------------------ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციით, რომელზეც ქონებრივი მოთხოვნის უფლება გააჩნდათ მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს, ასევე, ქ--------–----------ს,----- და ნ---- მე--------სა და მზ-------–--------ას. ზემოაღნიშნულით, ნა----–-------ემ 101 პირთან, მათ შორის, ინ------------ესთან, ერთად წინასწარი შეთანხმებით, დაამზადა და გამოიყენა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით შეეცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიეყენებინა 1998 წლის 25 ნოემბრისა და 22 დეკემბრის დიდუბე- ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს ასევე, ქ--------–----------ს,----- და ნ---- მე--------სა და მზ-------–--------ას.

 

ამდენად, სააღსრულებო ბიუროსთვის ზემოაღნიშნული განაჩენით ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტები - 2013 წლის 1- აპრილისა და 2014 წლის 1- მაისის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილები, რომლებსაც აღსრულების ეროვნული ბიურო დაეყრდნო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას, წარმოადგენდა ყალბ დოკუმენტებს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, მიიღო გაადწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ 2015 წლის 09 ივნისის N1-------------- ბრძანების, როგორც უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლერბივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობა, ვინაიდან სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის - ინ------------ის უკანონო ქმედება, რაც დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის №1------- განაჩენით. კერძოდ, განაჩენით დგიდება, რომ ნა----–-------ემ ინ------------ესთან წინასწარი შეთანხმებით გააფორმა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები და აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, ნა----–-------ის დავალებით კრედიტორების მიერ წარდგენილ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათი შემდგომი აღსრულების მიზნით.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-1-, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ინ------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-1- კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი