გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/31331-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ს----------–----–-----------------------------ს ს--პ ,,1--“
წარმომადგენელი - მ-----------------–-–---–-, ე------ ბ-----------
მოპასუხე - რ-------- მ-----ე
დავის საგანი - ფულადი თანხის დაკისრება, კეთილსინდისიერი მფლობელისთვის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მოპასუხე რ-------- მ-----ეს (პ/ნ N6----------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ს----------–----–-----------------------------ს ს--პ ,,1--“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების საფასურის ანაზღაურება - 4504 ლარის ოდენობით.
1.2. ს----------–----–-----------------------------ს ს--პ “1--“-ის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხეს დაეკისროს ს----------–----–-----------------------------ს ს--პ “1--“-ის სპეციალური დაცული სადგომიდან (მის: ქ-------–---, დ----------–---–-----–----–-------------ა) ავტომანქანის Z------- (სახ. ნომრით A------) საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაყვანის ვალდებულება.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ს----------–----–-----------------------------ს ს--პ „1--“ 2--- წლის მაისის თვიდან ანხორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რომლის ფარგლებშიც, ს----------–----–-----------------------------ს სა---------–-------–-–--ს დეპარტამენტთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების გადაყვანას და მათ შენახვას სპეციალურ დაცულ სადგომზე.
2015 წლის 11 აგვისტოს მოპასუხე რ-------- მ-----ეს ს----------–----–-----------------------------ს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის და დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
2015 წლის 11 აგვისტოს მოპასუხეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დროებით ჩამოერთვა მის მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება Z-------, სახემქიფო ნომრით A------, რომელიც ს--პ „1--“-ის მიერ გადაყვანილ იქნა ქ. თბ--–--–-----------–ი მდებარე ს--პ „1--“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე და ამავე მისამართზე იმყოფება დღემდე.
აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას, ს--პ „1---ის“ ევაკუატორით მისი ტრანსპორტირებისა და მითითებულ პერიოდში სპეციალურ დაცულ სადგომზე დგომის გამო, ერიცხება ს--პ „1---ის“ მომსახურების საფასური - 4504 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2------------- #--- დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლში მოცემული ს--პ ,,1--’’-ის მომსახურების საფასურის განაკვეთების შესაბამისად.
ს--პ ,,1--’’-ის მომსახურების საფასურის გადასახდელი ოდენობისა და ს--პ ,,1--’’-ის სპეციალური დაცული სადგომიდან სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრით A------, ორი კვირის ვადაში გაყვანის მოთხოვნით მოსარჩელის მიერ მოპასუხეს ეცნობა 2018 წლის 07 აგვისტოს N-------, რაც ადრესატს ჩაბარდა 10 აგვისტოს. მოპასუხის მიერ დღემდე არ მომხდარა ს--პ „1--“-ის მომსახურების საფასურის ანაზღაურება და შესაბამისად, ავტოსადგომიდან სატრანსპორტო საშუალების გაყვანა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ტერიტორია, რომელზედაც მოწყობილია სპეციალური დაცული სადგომი და განთავსებულია მოპასუხისთვის დროებით ჩამორთმეული ავტომანქანა, ს--პ ,,1--’’-ს სარგებლობაში გადაცემული აქვს სახელმწიფოს მიერ და იმყოფება მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში. მოცემულ ავტოსადგომზე დროებით ჩამორთმეულ სატრანსპორტო საშუალებათა ხანგრძლივი პერიოდით დგომა არამიზნობრივად ტვირთავს მას და უარყოფითად აისახება ს--პ ,,1--’’-ის სერვისზე, რადგან მცირდება სადგომის ფაქტობრივი გამოყენების რესურსი და იზღუდება თუნდაც საგამოძიებო მიზნით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღების შესაძლებლობა, რომელთა შენახვის ვალდებულებაც გააჩნია ს--პ ,,1--’’-ს. შესაბამისად, დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების ს--პ ,,1--’’-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე ყოველგვარი რელევანტური მიზეზის გარეშე დატოვება იწვევს ს--პ ,,1--’’-ის კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონების უკანონო ხელშეშლას. შესაბამისად, დავის საგნის მეორე კომპონენტს წარმოადგენს ამგვარი ხელშეშლის აღკვეთა მოპასუხისთვის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ს--პ ,,1--’’-ის ავტოსადგომიდან გაყვანის ვალდებულების დაკისრების გზით (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიიჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
მოპასუხის განმარტებით 2015 წლის 11 აგვისტოს დროებით მართავდა მეგობრის კუთვნილ ავტომობილს. მოძრაობდა ა----–-----–-ს ქუჩის მიმართულებით თავის სამოძრაო გზაზე, რა დროსაც გზა გადაუჭრა ს----------–--------–-ს მანქანამ. ისე მოულოდნელად გადაუჭრა გზა, რომ დამუხრუჭება ვერ შეძლო და წინა კარში მოახდინა შეჯახება. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მართალი იყო, რადგან დაზიანებული იყო ს----------–ო მანქანა, დააჯარიმეს იგი. ს----------–ო მანქანას შეეღუნა წინა კარი, რომლის გაკეთებაც საკუთარი ძალებით რომ მოეხდინა, დასჭირდებოდა 300 ლარი. იქვე გამოთქვა მისი შეკეთების სურვილი, მაგრამ არავინ მოუსმინა. წაიყვანეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა. მათი მტკიცებით მოპასუხეს განუცხადებია უარი შეკეთებაზე, რადგან მანქანა დაზღვეული იყო. რამდენიმე დღის შემდეგ მოპასუხე დაიბარეს დაზღვევაში და 10681 ლარის გადახდა მოსთხოვეს, რისი საშუალებაც მოპასუხეს არ გააჩნდა და განაცხადა, რომ თვითონ მოახდენდა ავტომანქანის შეკეთებას, რაც დაუჯდებოდა 300 ლარი. თუმცა ამ შეთავაზებაზე განუცხადეს უარი. მაშინ, როდესაც ავტომაქანა, რომელსაც მოპასუხე მართავდა ღირდა სულ 300 ლარი, არაგონივრული იყო 10681 ლარის დაკისრება. რადგან საშუალება არ ჰქონდა მოპასუხემ მათ განუცხადა წაეყვანათ ა/მანქანა და წასულიყვნენ. თუ მანქანა მოპასუხეს უნდა წამოეყვანა, ამდენი დრო რისთვის დასჭირდათ. რატომ არ განუცხადეს მანამ, ვიდრე 4504 ლარზე არ აიყვანეს გადასახდელი თანხა. ვინაიდან მოპასუხეს არ გააჩნია შესაძლებლობა, იმყოფება მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში, თანხის გადახდას ვერ შეძლებს. ავტომობილი არ არის მოპასუხის საკუთრებაში, მან არ იცის ვის სახელზე ირიცხება ის. მოპასუხე ცხოვრობს სოციალურად დაუცველ დედასთან ერთად, არ გააჩნია აღნიშნული ავტომაქანის წამოყვანის და თანხის გადახდის საშუალება. შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 11 აგვისტოს მოპასუხე რ-------- მ-----ე (პ/ნ 6----------) დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის (საჯარიმო ქვითარი #ე--------) შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 34)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2. 2015 წლის 11 აგვისტოს მოპასუხე - რ-------- მ-----ეს (პ/ნ 6----------) ს----------–----–-----------------------------ს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე- 10 ნაწილის (საჯარიმო ქვითარი Nე--------) შესაბამისად ჩამოერთვა მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - Z------- სახელმწიფო ნომრით A------ და გადაყვანილი იქნა ს--პ „1---ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
-დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 30-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სატრანსპორტო საშუალებას - Z------- სახელმწიფო ნომრით A------ ს--პ „1---ის“ ევაკუატორით ტრანსპორტირებისა და მითითებულ პერიოდში სპეციალურ დაცულ სადგომზე დგომის გამო, ერიცხება ს--პ „1---ის“ მომსახურების საფასური - 4504 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი განაკვეთების შესაბამისად და რომელიც მოიცავს ევაკუატორის გამოძახების ღირებულებას - 30 ლარს, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასურს 1 კმ-ზე - 3 ლარს (სულ14 კმ-ის საფასური 42 ლარი) და საჯარიმოზე დგომის საფასურს - 4432 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დარიცხული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 34, 38)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. ს--პ ,,1--’’-ის მომსახურეობის საფასურის გადასახდელი ოდენობის და ს--პ ,,1--’’-ის სპეციალური დაცული სადგომიდან სატრანსპორტო საშუალების ორი კვირის ვადაში გაყვანის მოთხოვნით მოსარჩელის მიერ მოპასუხეს ოფიციალურად ეცნობა 2018 წლის 07 აგვისტოს წერილით, რაც ადრესატს ჩაბარდა 2018 წლის 10 აგვისტოს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს--პ ,,1--’’-ის მიმართვა (ს.ფ. 38)
4.3 ტერიტორია, რომელზეც მოწყობილია ს--პ 1--’’-ის სპეციალური დაცული საჯარიმო სადგომი, იმყოფება მოსარჩლის კანონიერ მფლობელობაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 40-41)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 155-ე, 161-ე და 172-ე მუხლებით
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმდება უშუალოდ დამრღვევი, მიუხედავად იმისა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეა თუ არა ეს პირი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად ცნობილ იქნა რ-------- მ-----ე, რომლის მართვის ქვეშ იმყოფებოდა მოცემული მომენტისთვის სატრანსპორტო საშუალება - Z------- სახელმწიფო ნომრით A------ და სწორედ მისი ბრალეული ქმედების შედეგად მოხდა ავტომანქანის გადაყვანა ავტოსადგომზე.
საქმეში წარმოდგენილი დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტიდან დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე მომსახურება ფასიანია და მისი ანაზღაურება ხდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი. ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია ნივთის ფაქტობრივი ბატონობის განხორციელება მფლობელობის კონსტიტუციური ელემენტია, მაგრამ არა ერთადერთი. ეს ბატონობა უნდა ხორციელდებოდეს თავისთვის და არა სხვის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-2 ნაწილი ერთმანეთისაგან განასხვავებს ნივთის მფლობელს ნივთის მოსარგებლისაგან (ე.წ. მჭერი, მპყრობელი), როდესაც ამ უკანასკნელს ნივთის ფლობის უფლება გადაცემული აქვს მესაკუთრისგან; დასახელებული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე ნივთის მოსარგებლე (მჭერი, მპყრობელი) არ ითვლება მფლობელად, ამ უკანასკნელს ნივთის ფლობასთან დაკავშირებით არ გააჩნია დამოუკიდებელი, პირადი ინტერესი. ამდენად, მას არ აქვს მფლობელობითი დაცვის უფლება არც თვით იმათ მიმართ, ვინც ფაქტობრივი ბატონობის უფლება მიანიჭა მას და არც მესამე პირთა მიმართ (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი 2);
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში რ-------- მ-----ე ვერ ჩაითვლება მოძრავი ნივთის მართზომიერ მფლობელად, იგი იყო მხოლოდ ავტომანქანის დროებით მოსარგებლე. მართალია, რ-------- მ-----ე სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში ახორციელებდა ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, თუმცა როგორც დადგინდა ავტომანქანა მას გადასცა მესაკუთრემ დროებით სარგებლობაში, ის მართავდა სხვის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას, რა დროსაც დაჯარიმდა სა---------–-------–-–--ს თანამშრომლების მიერ.
დასახელებული მუხლის ანალიზის შედეგად, სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ საქმეში რ-------- მ-----ე არ არის არც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე და არც სხვა უფლებამოსილი პირი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რ-------- მ-----ეს ეკისრება ავტომანქანის სადგომის ხარჯის გადახდის ვალდებულება.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მას არ ევალებოდა ავტომანქანის მესაკუთრის მოძიება და დამრღვევისადმი შეტყობინება საჯარიმო თანხების გადახდის შესახებ, რაც ვერ იქნება საკმარისი საფუძველი სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განსაკუთრებით კეთილსინდისიერი მფლობელისათვის უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომიდან გაყვანილ უნდა იქნას დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განიხილება საზოგადოების ძირითადი საქმიანობისთვის ხელშემშლელ გარემოებად და რეალიზებულ იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამონაგები თანხა აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და ს--პ ,,1--’’-ის მიმართ არსებული დავალიანების გამოკლებით გადაეცემა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
ზემოაღნიშნული დანაწესი ცალსახად მიანიშნებს, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ს--პ ,,1--’’-თან არის სწორედ ავტომანქანის მესაკუთრე, რომლის ვინაობის დადგენის ვალდებულება სწორედ რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ სადგომიდან მანქანის გაყვანა უნდა დაევალოს არამესაკუთრეს, ან არაუფლებამოსილ პირს, რაც შემდგომში შესაძლოა სხვა სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების ჩადენის საფუძველი გახდეს, ვინაიდან თუ ნივთის მოსარგებლე ყოველგვარი მინდობილობის ან მისთვის რაიმე ფორმით მინიჭებული უფლებამოსილების გარეშე იმოქმედებს, ეს აუცილებლად განიხილება არამართზომიერ ქმედებად. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ-------- მ-----ე არ არის ვალდებული სპეციალურ დაცულ სადგომზე ავტომანქანის გაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების ხარჯები გადაიხადოს. ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ის არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტომანქანის მესაკუთრეს ან სხვა უფლებამოსილ პირს, მას არც სატრანსპორტო საშუალების გაყვანის ვალდებულება ეკისრება.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე 2018 წლის 0-------------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 249,96 ლარისა და 2018 წლის 2--------------- გადახდილი 5,16 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-259-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–----–-----------------------------ს ს--პ ,,1--“-ის სარჩელი მოპასუხე რ-------- მ-----ის მიმართ თანხის დაკისრებისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 0-------------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 249,96 ლარისა და 2018 წლის 2--------------- გადახდილი 5,16 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე