გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.04.2019
საქმის ნომერი
330210018002673043
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/29774-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: ბ------------–----–---–ი, პ/ნ 0----------

მოპასუხე: ს---------–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი: მ--------------ე

დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული ს-------ოს 20---–-–------------- ცნობა დახასიათებით ე---------------–--ეზე აღრიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ბ--------- ქ. 6-, და აღნიშნული უძრავი ნივთი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელე ბ------------–----–---–ს.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ბ--------- ქ. N6--ში მდებარე სადავო საცხოვრებელი სადგომი მოსარჩელემ 1----–--–- 1------ მანეთად იყიდა ამ სადგომის მესაკუთრის, ე---------------–--ის, შვილებისგან. მოსარჩელის განმარტებით, ე---------------–--ის ოჯახის წევრები კეთილსინდისიერი ადამიანები იყვნენ - საცხოვრებელი სადგომის ღირებულების მიღებისთანავე, მათ საბინაო წიგნში ჩაწერეს მოსარჩელე, საცხოვრებელი სადგომი თავიანთი ნივთებისგან გაათავისუფლეს და მოსარჩელეს გადასცხეს მესაკუთრის შვილის, თ-------------–--ის, სასარგებლოდ ე---------------–--ის მიერ შედგენილი ანდერძის დედანი იმის დასადასტურებლად, რომ ე---------------–--ის ოჯახის წევრებს რაიმე პრეტენზია საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებით არ ექნებოდათ. მოსარჩელემ განმარტა, რომ ის 1--- წლიდან დღემდე, უწყვეტად ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სადგომში და მიიჩნია, რომ როგორც ამ სადგომის მოსარგებლე, უფლებამოსილია, მოითხოვოს სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მისი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

ს---------–-–-------------------------–მა ს-------ომ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული ს-------ოს 20---–-–------------- ცნობა დახასიათებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ბ--------- ქ. 6-, აღრიცხულია ე---------------–--ის სახელზე (ს.ფ. 21).

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული ს-------ოს 2----–-–----- სექტემბრის წერილით დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 61-62).

 

3.1.3. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ ე---------------–--ე გარდაიცვალა 1----–-–---------------ს (ს.ფ. 42).

 

3.1.4. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2----–-–---------–--- გაცემული ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან დადგენილია, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1----–-–---------------ს გარდაცვლილი ე----------------ის ძე ს------–---- სამკვიდრო ქონების თაობაზე (ს.ფ. 43).

 

3.1.5. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2----–-–---------–--- გაცემული ინფორმაციით ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან დადგენილია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერი ე----------------ის ძე ს------–---- სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე, კერძოდ 19---–-–-------------- ნოტარიუს ლ. ჭუმბურიძის მიერ დამოწმებულია ანდერძი, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 4--- (ს.ფ. 44).

 

3.1.6.1----–-–------------- შედგენილი ანდერძის თანახმად, ე----------------ის ძე ს------–---- თავისი კუთვნილი ქონება უანდერძა თავის შვილს, თ--------------ს ასულ ს------–---- (ს.ფ. 45).

 

3.1.7. 1--- წლის 24 თებერვალს შედგენილი ხელწერილით დადგენილია, რომ ნ----- ე-------- ასული ა-–-----–---–-- ბ------ ვ----–-- ძე ე---–----–---–- მიჰყიდა სადავო საცხოვრებელი სადგომი 1------ მანეთად. ნასყიდობას ესწრებოდა ე---------------–--ის სამივე შვილი - ნ----- ე-------- ასული ა-–-----–---–ი, თ------ ე-------- ასული გ-----ე (იგივე თ------ ს------–--ე) და შ--–--- ე-------- ასული თ-------ე. ხელწერილი ხელმოწერილია ე---------------–--ის შვილებისა და ოთხი მოწმის მიერ (ს.ფ. 46).

 

3.1.8. გარდაცავალების მოწმობებით დადგენილია, რომ ნ----–--- ა-–-----–---–ი (იგივე ნ----- ე-------ს ასული ა-–-----–---–ი) გარდაიცვალა 19---–-–-----------ს, თ----- გ-----ე გარდაიცვალა 1----–-–---------–--ს, ხოლო ა-–---------- თ-------ე (იგივე შ--–--- ე-------ს ასული თ-------ე) გარდაიცვალა 2----–-–---- აპრილს (ს.ფ. 47, 55, 58).

 

3.1.9. ს---------–-–-------------------------------- ს-------ოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილია, რომ ს-------ოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია: 1. ა-–---------- ს------–---- (ქორწინების შემდეგ - თ-------ე) და გ------- თ-------ის ქორწინების აქტის ჩანაწერი (აქტი N----, რეგისტრირებული ქ. თბილისის ნაძალადევის რ-ნის მმრ განყოფილების მიერ 0---------წ) და 2. თ-------------–--ის (ქორწინების შემდეგ - გ-----ე) და ი-–------- გ-----ის ქორწინების აქტის ჩანაწერი (აქტი N---, რეგისტრირებული ქ. თბილისი, კრწანისის რ-ნის მმრ განყოფილების მიერ 0--------1წ). ამავე ინფორმაციის თანახმად, ს-------ოს მონაცემთა ბაზაში არ იძებნება თ-------------–--ის, ა-–---------- (შ--–---) ს------–----, ნ----–--- ს------–---- დაბადების და ნ----–--- ს------–---- (ქორწინების შემდეგ - ა-–-----–---–ი) ქორწინების აქტის ჩანაწერები (ს.ფ. 127-128).

 

3.1.10. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2----–-–--------------- ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან და ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან დადგენილია, რომ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 1----–-–---------–--ს გარდაცვლილი თ--------------ს ასული გ-----ის სამკივდრო ქონების თაობაზე და ასევე არ იძებნება ჩანაწერი 1----–-–---------–--ს გარდაცვლილი თ--------------ს ასული გ-----ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე (ს.ფ. 56-57).

 

3.1.11. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 7 აგვისტოს ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან და ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან დადგენილია, რომ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 19---–-–-----------ს გარდაცვლილი ნ----–--- ა-–-----–---–ის სამკივდრო ქონების თაობაზე და ასევე არ იძებნება ჩანაწერი 19---–-–-----------ს გრდაცვლილი ნ----–--- ა-–-----–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე (ს.ფ. 59-6-).

 

3.1.12. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დადგენილია, რომ ბ------------–----–---–ი 1--- წლის 24 თებერვლიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ბ--------- ქ. 6-, რაც ასევე დასტურდება ბ--------- ქ. 6--ის საბინაო წიგნის ჩანაწერებით (ს.ფ. 23-41, 48-50).

 

3.1.13. ს-------–---ს“, „-----––---–-----–ის“, „--------ას“, ადგილობრივი გადასახადების თაობაზე საგადასახდელო უწყებებითა და კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ბ--------- ქ. N6--ში, კომუნალური მომსახურების გადამხდელ აბონენტს 1--- წლიდან დღემდე წარმოადგენს ბ------------–----–---–ი (ს.ფ. 51-54, 93-120)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, სადავო მისამართზე რეგისტრაციის ფაქტით, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებითა და საქმეზე გამოკვლეული სხვა უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ------------–----–---–მა მესაკუთრე ე---------------–--ის უფლებამნაცვლეებთან გაფორმებული სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებით 1----–--–- მოიპოვა სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება და ბ------------–----–---–ი წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალიწინებული მოსარგებლეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის მასალების შესწავლის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლეა პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ------------–----–---–ი სადავო ფართს ფლობს სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული დასტურდება ნასყიდობის ხელწერილით, სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური მომსახურების გადასახადების გადახდით.

 

6.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან. ამდენად, სადავო საცხოვრებელი სადგომი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ბ--------- ქ. N6-, ცნობილი უნდა იქნეს უმკვიდროდ.

 

6.3. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - უმკვიდროდ უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული ს-------ოს ცნობა-დახასიათებით მისამართზე ქ. თბილისი, ბ--------- ქ. N6--ში მდებარე, ე---------------–--ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება და ის უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს მოსარჩელე ბ------------–----–---–ს.

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ბ------------–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული ს-------ოს 20---–-–------------- ცნობა დახასიათებით ე---------------–--ეზე აღრიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ბ--------- ქ. 6-, და აღნიშნული უძრავი ნივთი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელე ბ------------–----–---–ს.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე