განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2019
საქმის ნომერი
090100118002701340
დავის ტიპი
126 1
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N( 1/35–2018) 090100118002701340

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–----------

ბრალდებულის - ვ--------–---–----

ადვოკატის - მე---------------–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ ვ--------–---–---- მიმართ

მამის სახელი: შ--–---

დაბადებული: 2--------- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, თ---–----

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ს-–----–---

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--

პირადი ნომ----: 0-----------

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, რაიონი - ა-------–---------------–----------–-------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, რაიონი- ა-------–---------------–----------–-------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.ვ--------–---–----- 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 19 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ ნ------–------–-, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავისა და სახის არეში ხელის დარტყმით სცემა და თმებში მოქაჩვით იძალადა დეიდაშვილზე, მ-----------------ე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2.ვ--------–---–----, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის პირველი ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მეორე ნაწილის ,,ა’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ( სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალა პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1(ერთი) წელი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცემა და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლი გათვალისწინებული შედეგი.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 8 ნოემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.144-148).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.ვ--------–---–---- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.დაზარალებულ მ---------------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 13 ივლისს, შვილებთან და დისშვილთან, ნ---------------–------- ერთად, დასასვენებლად ჩავიდა ვ--------–---–---- ოჯახში, რომელიც არის მისი დეიდაშვილი. პირველ სარულზე შეხვდა ვ--------- ყოფილ ცოლს – ლ--------------ს, რომელსაც ვ-------- გაშორდა. ამის გამო ლ--ს დანახვა გაუკვირდა და ჰკითხა თუ შერიგდნენ. ლ--- უხეშად უპასუხა: შენც რომ შერიგებოდი ქმარს, ბავშვებთან ერთად აღმა–დაღმა არ იწოწიალებდიო“. ოჯახს რომ შეეხო ეწყინა და მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება. უთხრა რომ იმ სახლში დასვენების უფლება ჰქონდა, თვითონ კი ჩაელაგებინა ბარგი და წასულიყო. ამის გამო წივილ–კივილით ავარდა სახლის აივანზე და გააღვიძა ვ--------–---–---- რომელიც ვერ გაერკვა სიტუაციაში. ლ--------------სა და მას შორის ჩხუბი და ურთიერთშეურაცხყოფა გაგრძელდა, ერთმანეთს უწოდეს ბოზი, პირადად ლ---- მისამართით ყვიროდა, რომ უჩვენებდა სეირს. ბავშვებს მოკიდა ხელი და გავიდა სახლიდან. ხმამაღლა საუბრობდა ტელეფონზე. მათთან მივიდა ვ-------- და უთხრათ, რა გინდათ, თავი დამანებეთ, ცხოვრება მაცალეთო. შემდეგ კამათში ჩაერთო ნ----------------–----, რომელსაც დაუძახა: ,,თავი დაანებე, წაეთრეს იმ თავის ძროხასთანთქო“. გაბრაზებულმა ვ--------- დაარტყა და თმებში მოქაჩა, რა დროსაც ტკივილი განიცადა.

 

მ---------------- განცხადებებით დასტურდება, რომ შერიგებულ-- ბრალდებულთან და მის მიმარ პრეტენზია არ გააჩნია. მიუთითებს, რომ ვ--------–---–---- მოქაჩა თმებში, რაც გამოწვეული იყო პირადად მისი მაპროვოცირებელი ქმედებით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით ვ--------–---–----ა და მისი მეუღლის მიმართ. (მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ.34–36; 93–95; 116; 142–143).

 

6.მოწმის სახით დაკითხული ნ---------------–----ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ ნ------–------–- ცხოვრობს მისი ბიძა, ვ--------–---–--- მეუღლესთან ერთად. არ იცოდა, რომ ისინი ერად ცხოვრობდნენ, რადგან ერთი თვის წინ მოუვიდათ უსიამოვნება და ლ-- სახლიდან წავიდა. ვ----------- სურდა ცუდი ურთიერთობის გამო საკითხის გარკვევა და საღამოს, დეიდასთან, მ----------------თან ერთად წავიდა მასთან. ლ--ს სახლში დახვედრა მათთვის მოულოდნელი იყო. მ---- შეეკითხა: ,,თქენ შერიგდით და ისევ ერთად ხართ? ხომ დაიფიცე შვილები, რომ აღარ შეურიგდებოდი ვ--------, რაზეც ლ-- გახდა აგრესიული და მ----ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მ----მ უპასუხა, რომ მისი პირადი ცხოვრება არავის გასარჩევი არ იყო და თავისი პირადი ცხოვრებისთვის მიეხედა. შემდეგ დატოვეს სახლი. ვ--------- მ----ს ქუჩაში მიაყენა შეურაცხყოფა, თმებში მოქაჩა და სახეში ხელი გაარტყა, რაც მ----ს ეტკინა. 112–ზე პირადად დარეკა და მიაწოდა ინფორმაცია მომხდარის შესახებ(ს.ფ. 15–18);

 

7. მოწმის სახით დაკითხული ლ--------------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებით დასტურდება, რომ მეუღლესთან, ვ--------–---–----თან ერთად ცხოვრობს ამბროლაურის რაიონის სოფელ ნ------–------–-. მის მეუღლის ნათესავებს არ სურთ მათი ერთად ცხოვრება, ვინაიდან ადრე იყო დაქორწინებული და ვ-------- აიძულებდნენ გაეგდო სახლიდან. ამის გამო უსიამოვნება აქვს დედასთან, დეიდასთან და დეიდაშვილებთან.

 

2018 წლის 13 ივლისს, მ---- მ---------, შვილებთან და დისშვილთან, ნ---------------–------- ერთად მივიდა მათთან სახლში. მ----მ უთხრა, რომ კამათის შემდეგ ხომ წავიდა სახლიდან და რატომ იყო ისევ სახლში, რაზედაც უპასუხა, რომ მცირე კონფლიქტი ჰქონდათ და მათი ურთიერთობა მ----ს გასარჩევი არ იყო. განაწყენებულმა მ----მ უთხრა, რომ ეს სახლი მარტო ვ----- არ ეკუთვნოდა, მისიც იყო, დაქალების ჩამოყვანა სურდა დასასვენებლად, ჩაელაგებინა ბარგი და წასულიყო სახლიდან, რადგან არ სურდა მისი ნახვა. რაზედაც მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება. გააღვიძა ვ---- და მოუყვა მომხდარის შესახებ. ვ---- გამოვიდა, მ----ს უთხრა, რომ დაენებებინა თავი, ეცლ-- მათთვის მშვიდი ცხოვრება და წასულიყო სახლიდან. მ---- და ნ---- გავიდნენ სახლიდან ბავშვებთან ერთად და გაჩერდნენ დაახლოებით 50 მეტრში ჩიხის თავში. მ---- კვლავ ყვიროდა, ილანძღებოდა მისი მისამართით, რაც ესმოდა მეზობლებს. ვ----- უთხრა, რომ მ---- არცხვენდათ და რაღაც ეღონა მის გასაჩერებლად. ვ---- გავიდა, ისინი კამათობდნენ. მ---- მაინც არ წავიდა. ვ-------- დაბრუნდა და უთხრა, რომ ვერ გააჩერა და გასაჩერებლად თმებში მოქაჩა. მას პირადად არ დაუნახავს ეს ფაქტი (ს.ფ.37–39);

 

8.2018 წლის 14 სექტებრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ვ--------–---–---- დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 19 საათზე, რის გამოც წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით.(დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.99–101);

 

9.სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ივლისის №0-------- დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე მ----------------, სხეულზე გარეგნულად, თვალით ხილულ მოდამოებში, რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება(ს.ფ.81–83).

 

10. 2018 წლის 14 ივლისის დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ვლინდება, რომ მ---- მ---------მ მარჯვენა ბეჭთან ნაკაწრი დაზიანება მიაყენა ვ--------–---–----, რის გამოც დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დაევალა სსიპ ლ----------------–--------–------------------–----------------ს ეროვნულ ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტს(ს.ფ.44–45).

 

11.სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ივლისის №0-------- დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ვ--------–---–----, სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით.

 

დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი – ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალკ–ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.(ს.ფ.84–86).

 

12.ვ--------–---–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 13 ივლისის მოწმე ლ-------------–-------- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 13 ივლისის მოწმე მ-----–---–---- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 13 ივლისის მოწმე თ------–---–---- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 14 ივლისის არასრულწლოვანი მოწმე მ--------------–---- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 14 ივლისის, 13 სექტემბრის და 14 სექტემბრის ბრალდებულ ვ--------–---–---- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 13 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტომასალით; 2018 წლის 14 ივლისის ოქმით არასრულწლოვანის მშობელთან სატელეფონო გასაუბრების შესახებ; 2018 წლის 14 ივლისის ოქმით არასრულწლოვანი მოწმის საპროცესო წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2018 წლის 30 ივლისის ოქმით არასრულწლოვანის მშობელთან გასაუბრების შესახებ; 2018 წლის 14 სექტემბრის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2018 წლის 14 ივლისის მიმართვითა და დადგენილებით მ---------------- მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2018 წლის 16 ივლისის ცნობით ვ--------–---–---- ნასამართლობის შესახებ; 2018 წლის 16 ივლისის ცნობით ვ--------–---–---- ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; 2018 წლის 16 ივლისის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ვ--------–---–---- შესახებ; 2018 წლის 16 ივლისის პასუხით პრობაციიდან ვ--------–---–---- შესახებ; ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის პირველი ნოემბრის განაჩენით ვ--------–---–---- მიმართ; 2018 წლის 17 ივლისის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდნ ვ--------–---–---- შესახებ; 2018 წლის 13 ივლისის შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; 2018 წლის 14 სექტემბრის დაზარალებულის განცხადებით; ფორმა N1–ით; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; ვ--------–---–---- ფორმა N1–ით; დადგენილებით საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ; 2018 წლის 30 ივლისის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ვ--------–---–---- მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველაყოფად კ------------–----- უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და შესაბამისი მასალებით.

 

13.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ვ--------–----–---- ჩაიდინა ცემა და ძალადობა, რამაც დაზარალებულ;ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლი გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

14.სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--------–---–---- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცემა და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლი გათვალისწინებული შედეგი –დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

14.ვ--------–---–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის განმავლობაში.

 

15.ვ--------–---–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის დასაქმებული, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, შერიგებულ-- დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, მის მიერ დანაშაულის ჩადენა განაპირობა დაზარალებულის მიერ ვ--------–---–---- მეუღლის მძიმე შეურაცხყოფით გამოწვეულმა მაპროვოცირებელმა ქმედებამ.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

16. სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ვ--------–---–---- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ვ--------–---–---- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლ--ნობის აღდგენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის პირველი ნოემბრის განაჩენით, ვ--------–---–---- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიზეზთა გათვალისწინებით გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელის შთანთქმის პრინციპი, რამეთუ პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის რვა თვის განმავლობაში, ვ--------–---–---- რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია და რომ არა მისივე ოჯახში სტუმრად მისული, ვ--------–---–---- მიერ მათთვის არასასურველ პირთან ოჯახის შექმნით გამოწვეული საქმის გარჩევა, ასეთ ქმედებას არ ჩაიდენდა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმის სახით დაკითხული ნ---------------–----ს ჩვენებას, რომ ვ--------–---–----თან ჰქონდა არაჯანსაღი დამოკიდებულება. მისი მეუღლის გამო ნათესავები უარყოფითად იყვნენ განწყობილი, რასაც ვ--------–---–---- უკურეაქცია მოჰყვა, მეუღლის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ--------–--–----- ასეთი ქმედება განაპირობა მეუღლის მდგომარეობის გათავისებამ, მისმა დაუცველობამ სტუმარი ქალბატონების შეტევისაგან, მათმა უკურეაქციამ ვ--------–---–---- მეუღლის დანახვაზე, რომლის სახლში ყოფნას არ ელოდნენ და ფიქრობდნენ, რომ წყვილი დაშორდა. პირველსავე შეკითხვამ, მასპინძელი ქალბატონის მიმართ დასმულმა ,,თქენ შერიგდით და ისევ ერთად ხართ? ხომ დაიფიცე შვილები, რომ აღარ შეურიგდებოდი ვ-------- და ამ შეკითხვაში გამოხატულმა პროტესტმა შ---–---- მეუღლისაგან ფიცის დარღვევის გამო, რომ აღარ უნდა შერიგებოდა მეუღლეს, სტუმარი ქალბატონების შეუსაბამოდ ჩარევამ წყვილის პირად ცხოვრებაში, მეუღლისა და მის მიმართ გამოხატულმა შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა: ,,წავიდეს მის ძროხასთან“,,, ბოზო... ჩაალაგე ბარგი და წადი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ვ--------–---–---- მიერ, ოჯახური ძალადობის გამო მსჯავრდების შემდეგ იმდენად იქნა გათავისებული და ძლიერი გახდა ოჯახის და მეუღლის დაცვის სურვილი, რომ ვერ გაუმკლავდა დაზარალებულის მაპროვოცირებელი ქმედებისაგან გამოწვეულ მძიმე ემოციას.

 

გასათვალისწინებელ--, რომ თვით ვ--------–---–---- აქვს მიყენებული დაზიანება, რაც ესქპერტიზის დასკვნით არ ეწინააღმდეგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში მითითებულ თარიღს, სადაც დაზიანების მიმყენებლად დაზარალებული მოიაზრება, თუმც ვ--------–---–---- მის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს. ვ--------–---–---- სურვილი, მხოლოდ ოჯახში მშვიდობიანი ატმოსფეროს შენარჩუნება გახლდათ და არა სტუმრად მისული დაზარალებულის მიმართ საჩივრის შეტანა, დაზარალებულის და მისი თანმხლები პირისაგან განსხვავებით, რომელთათვისაც ცნობილი იყო, რომ ვ--------–---–--- იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და მის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დაამძიმებდა პრობაციონერი მსჯავრდებულის მდგომარეობას.

 

მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.

 

ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულ--დაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელ-- ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულ-- დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლ--ნ სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლ--ნი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლ--ნად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).

 

იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ვ--------–---–---- მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ვ--------–---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, ვ--------–---–---- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მეორე ნაწილის ,,ა’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ვ--------–---–---- მოსახდელად დარჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ვ--------–---–---- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ ვ--------–---–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მოეხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ ვ--------–---–---- მიმართ აღკვეთის ღონისძიების 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით ,,გირაოს” გადახდის უზრუნველსაყოფად კ------------–----- (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს, მდებარე ამბროლაურის რაიონი, სოფელი ღ----------კვეთი – 0------აზუსტებული ფართობი 1---------რატული მეტრი, საკადასტრო კოდი N8-----------, ღირებული 5 500 ლარად.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი