განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100117001955165
N1/85-2---
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 აპრილი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - რ--------- ლ--–---;
ბრალდებული - თ-------------–--ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ზ------------------------------–--–----–----ე;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2----–-–---------–ის თვის ეპიზოდი); 2) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2--- წლის 1--------–ის ეპიზოდი); 3) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - 2--- წლის 1--------–ის ეპიზოდი); 4) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - 2--- წლის 1--------–ის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2001 წლის თებერვლიდან, თ-------------ძე ქორწინებაში იმყოფება თ--------------–--ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზ------------------------------–-–----–-----ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, ნ----------–--ე (დ--------------------------------–----------------------------------------–---------------------- თ--------------–--ე თ-------------ძეს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის, ოჯახის წევრების (ახლობლების) მისამართით და ამცირებდა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. კერძოდ, 2001 წლის მაისის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ------------------------------–-–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე თ--------------–--ემ, თ-------------ძეს ერთჯერ დაარტყა მარჯვენა ხელი სახის არეში.
2002 წლის 2- ივლისს, ზ------------------------------–-–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე თ--------------–--ემ, თ-------------ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამოდენიმეჯერ შეაგინა დედის მისამართით და აიძულა სახლიდან წასვლა. განხორციელებული ძალადობის შედეგად თ-------------ძემ განიცადა ტანჯვა.
2002 წლის დეკემბრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ------------------------------–-–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ--------------–--ემ, თ-------------ძეს ორსულობის პერიოდში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამოდენიმეჯერ შეაგინა დედის და ოჯახის წევრების (ახლობლების) მისამართით, რის შედეგადაც მარჯვენა ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე და აიძულა სახლიდან წასვლა. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ნ----------–--ე (დაბ: 2-.06.2----. თ--------------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ-------------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2--- წლის დეკემბრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ------------------------------–-–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე თ--------------–--ემ, თ-------------ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამოდენიმეჯერ შეაგინა დედის და ოჯახის წევრების (ახლობლების) მისამართით, რის შემდეგაც რამოდენიმეჯერ დაარტყა ფეხი ორივე ფეხის არეში. თ--------------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ-------------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2011 წლის 10 აგვისტოს, ზე-----------------------------–--------------–ი მდებარე თ-------------ძის მშობლების საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე თ--------------–--ემ, თ-------------ძეს ორსულობის პერიოდში რამოდენიმეჯერ შეაგინა დედის მისამართით და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თ--------------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ-------------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2012 წლის მაისის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზე-----------------------------–--------------–ი მდებარე თ-------------ძის მშობლების საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე თ--------------–--ემ, თ-------------ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამოდენიმეჯერ შეაგინა დედის და ოჯახის წევრების (ახლობლების) მისამართით, რის შემდეგაც რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში. თ--------------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ-------------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2----–-–---------–ის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), საღამოს საათებში, ზ------------------------------–-–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ--------------–--ემ, მის მეუღლეს თ-------------ძეს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, რამოდენიმეჯერ შეაგინა დედის მისამართით, ასევე, რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტები სახის არეში. აღნიშნულს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები ნ----------–--ე (და-------------; რ--------------–-ძე (დაბ:0----------- და ე-------------–--ე (დაბ:16.09.2----- თ--------------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ-------------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. 2--- წლის 1--------–ს, დაახლოებით 19:30 საათზე, ზ------------------------------–-–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ--------------–--ემ, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე მის მეუღლეს - თ-------------ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, რამოდენიმეჯერ შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების (ახლობლების) მისამართით, საცხოვრებელი ბინის ეზოდან შემოიტანა რეზინის მილი, კვლავ განაგრძო თ-------------ძის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც აღნიშნული რეზინის მილი თ-------------ძეს ერთჯერ დაარტყა მარჯვენა ბეჭის არეში. აღნიშნულის გამო თ-------------ძემ დატოვა საცხოვრებელი სახლი, მაგრამ თ--------------–--ე კვლავ განაგრძობდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. აღნიშნულს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები ნ----------–--ე ( და------------- და ე-------------–--ე (დაბ:16.09.2----- თ--------------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ-------------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
3. 2--- წლის 1--------–ს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ------------------------------–-–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თ--------------–--ემ, უმიზეზოდ მის არასრულწლოვან შვილს - ნ----------–--ეს (და------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ - ერთჯერ დაარტყა მუშტი უკანა მხარეს კისრის არეში. თ--------------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. 2--- წლის 1--------–ს, დაახლოებით 19:30 საათზე, ზ------------------------------–-–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ--------------–--ემ, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე მის მეუღლეს თ-------------ძეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი ნ----------–--ე (და-------------, განხორციელებული ძალადობის გამო თ-------------ძემ სწრაფად დატოვა საცხოვრებელი სახლი, რომელსაც დაედევნა ნ----------–--ე. აღნიშნულის დანახვაზე, ოთახიდან გამოსულ ნ----------–--ეს ეზოში დაეწია თ--------------–--ე და ფეხი ჩაარტყა უკანა მხარეს, ზურგის ქვედა ნაწილში, რის გამოც წაიქცა და პირქვე დაეცა. აღნიშნულის შემდეგ სწრაფად წამოდგა და გაიქცა. თ--------------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
5. 2----–-–---------–ის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), საღამოს საათებში, ზ------------------------------–-–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თ-------------–--ეს, მეუღლის - თ-------------ძის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების - ნ----------–--ის (და-------------, რ-------------–--ის (დაბ:0---------) და ე-------------–--ის (დაბ:16.09.2---) თანდასწრებით, ძალადობა არ განუხორციელებია.
6. 2--- წლის 1--------–ს, დაახლოებით 19:30 საათზე, ზ------------------------------–-–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თ-------------–--ეს, მეუღლის - თ-------------ძის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების - ნ----------–--ის (და------------- და ე-------------–--ის (დაბ:16.09.2---) თანდასწრებით, ძალადობა არ განუხორციელებია.
7. 2--- წლის 1--------–ს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ------------------------------–-–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თ-------------–--ეს, არასრულწლოვანი შვილის - ნ----------–--ის (და------------- მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
8. 2--- წლის 1--------–ს, დაახლოებით 19:30 საათზე, ზ------------------------------–-–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თ-------------–--ეს, არასრულწლოვანი შვილის - ნ----------–--ის (და------------- მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი თ-------------–--ის და თ-------------ძის ქორწინების მოწმობის ასლი, რ-------------–--ის და ნ----------–--ის დაბადების მოწმობის ასლები.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნ--, რომ თ-------------–--ე და დაზარალებულები ნ----------–--ე, თ-------------ძე არიან ოჯახის წევრები.
ქმედება: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2----–-–---------–ის თვის ეპიზოდი;
2) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2--- წლის 1--------–ის ეპიზოდი;
3) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - 2--- წლის 1--------–ის ეპიზოდი;
4) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - 2--- წლის 1--------–ის ეპიზოდი;
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------------ემ განაცხადა, რომ 2--- წლის 1--------–ს, მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩასული იყო სოფელში, სააღდგომოდ. 1--------–ამდე, რამდენიმე დღით ადრე, ნახა და - თ-------------ძე და სიძე თ-------------–--ე. თ------ნი მშვიდად იყო და არაფერი ემჩნეოდა. 2--- წლის 1--------–ს, როდესაც იმყოფებოდა სახლში, მასთან მივიდა მისი და - თ------ნი, შვილებით, ატირებული და ანერვიულებული, უთხრა, რომ თ-----იმ გამოყარა სახლიდან. ასევე, ნამტირალები, დასიებული თვალებით იყვნენ ბავშვებიც. ისაუბრა დასთან და თ------ნი წავიდა. სიტუციაში გარკვევის მიზნით, მეუღლეს სთხოვა გაყოლოდა მას და ასულიყვნენ თ------ნთან და თ-----თან სახლში. როდესაც მივიდნენ, თ-----ი იყო ნასვამ მდგომარეობაში და უთხრა, არ ჩარეულიყვნენ მათ საქმეში. სახლში ყოფნის დროს, თ------ნმა და ნ--მ აჩვენეს დაზიანებული, გაწითლებული ადგილები და უთხრეს, რომ დაზიანება თ-----მა მიაყენა. იგი უშუალოდ დაზიანების მიყენების ფაქტს არ შესწრებია, აღნიშნული იცის თ------ნისგან და ნ--სგან. მოწმის განმარტებით, საუბრის დროს, თ------ნმა უთხრა, რომ ვეღარ გაჩერდებოდა სახლში, აღნიშნულის გამო, გამოიძახეს პოლიცია.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------------–---მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. თ-------------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, 2----–-–------------–ს, მოახდინა დაზარალებულების თ-------------ძისა და ნ----------–--ის გარეგნული დათვალიერება. დათვალიერებისას, დაზარალებულებმა განუმარტეს, რომ დაზიანება მიაყენა თ-------------–--ემ.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----------ემ განაცხადა, რომ მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. თ-------------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, თ.ს-----ის მონაწილეობით, მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერებისას, ამოღებული იქნა ნივთები, რაც დალუქა ადგილზე. შეადგინა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც მონაწილეებმა დაადასტურეს ხელის მოწერით. ასევე, მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2--- წლის 1--------–ს იმყოფებოდა სამსახურში, მორიგედ. სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ სოფელ წ----–----ეში, სადაც, ადგილზე, დახვდათ თ.გ------–-ძე და დაზარალებულები თ.ს-----ე და ნ.გ------–-ძე, რომლებმაც განუმარტეს, რომ თ.გ------–-ძემ მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადეს ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის საფუძველზე, ადგილზე მოახდინეს თ.გ------–-ძის დაკავება და გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–---------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. თ-------------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხული ჰყავს თ------------ე.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ-------–------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო თ-------------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა დაზარალებულები და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, დაზარალებულებისგან ამოიღო ტანსაცმელები, დადგენილება ბრალდების შესახებ გააცნო თ.გ------–-ძეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია თ-------------–--ის მიმართ.
18. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნ-- და აღარ მოითხოვა მოწმე ექსპერტების მ-------------–--------–----–----------------------------------–-------------ს დაკითხვა.
19. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულებმა თ-------------ძემ და ნ----------–--ემ, ასევე, მოწმე რ-------------–--ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა თ-------------–--ემ, გამოიყენა დუმილის უფლება.
20. 2----–-–------------–ის გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ------------–---ის მიერ, დაზარალებულ ნ----------–--ის და კანონიერი წარმომადგენლის თეა ჩუბინიძის თანხმობით და თანდასწრებით, მოხდა ნ----------–--ის გარეგნული დათვალიერება. ნ----------–--ეს ცხვირის არეში აღენიშნებოდა შეწითლებისა და შესიების კვალი.
21. 2----–-–------------–ის გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ------------–---ის მიერ, დაზარალებულ თ-------------ძის თანხმობით, მოხდა თ-------------ძის გარეგნული დათვალიერება. თ-------------ძეს მარჯვენა მხარეს, ბეჭის არეში აღენიშნებოდა დაჟეჟილობების, კერძოდ: სიწითლისა და სილურჯის კვალი.
22. 2--- წლის 27 აპრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ თ-------------ძემ ექიმს მიმართა 2----–-–------------–ს, 06:00 საათზე. პაციენტი უჩივის ტკივილებს მარჯვენა მხარის სახსრის არეში. მისი გადმოცემით, გუშინ, 20:00 საათზე მეუღლემ სცემა რეზინის მილით.
23. 2--- წლის 24 აპრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ ნ----------–--ემ ექიმს მიმართა 2----–-–------------–ს, 00:45 საათზე. პაციენტი (ბავშვი) უჩივის ტკივილებს კისრის, ზურგისა და წელის არეში მარჯვნივ. ბავშვის გადმოცემით, გუშინ, 19.04-ში, საღამოს, სცემა მამამ ხელით და ფეხით. პალპაციით მტკივნეულია კისრის არე, ზურგის და წელის არე. გარეგანი დათვალიერებით რამე დაზიანება, სისხლჩაქცევა, ჰემატომა არ აღენიშნება.
24. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 20.04.2---წ. 16:03-16:10სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ-------------ძის სხეულზე გარეგნულად, თვალით ხილულ მიდამოებში, რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
25. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ნ----------–--ე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოუთავსებიათ კლინიკაში 2----–-–------------–ს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ტკივილები კისრის, ზურგისა და წელის არეში მარჯვნივ.
ნ----------–--ეს 25.04.2---წ. პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევი წელის არეში (ჩივილებს არ წარმოადგენს. წელის არეში ცენტრალურად აღენიშნება მორუხო-მოყავისფრო ფერის, კანის დონეზე მაღლა განლაგებული ფუფხით დაფარული ნაჭდევი, ზომით 0.5X0.5სმ. ცხვირის ზურგზე, ზედა მესამედში მოყავისფრო-მოვარდისფრო ფერის დეპიგმენტური უბანი). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2--- წლის 1--------–ის თარიღს.
26. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ, უდავოდ იქნა მიჩნეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, სხვა წერილობით მტკიცებულებები.
27. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), რაიმე საგნის ჩარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის ანდა სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
დანაშაულის ერთერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ. ამ პუნქტში პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძველია დაზარალებულის ასაკი, მისი მდგომარეობა. ამასთან, დამნაშავემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ძალადობას, რომელსაც ახორციელებს, მიმართულია 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისადმი. ამ დამამძიმებელი გარემოების ამსრულებელია სრულწლოვანი, რადგან სწორედ მას მოეთხოვება იყოს მეტად მიმტევებელი და შემწყნარებელი არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, დანაშაულის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრზე ძალადობა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.
28. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ-------------–--ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნ-- უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს თ-------------–--ის ბრალეულობა ოჯახური ძალადობის 4 (ოთხ) ეპიზოდში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თ-------------–--ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (4 ეპიზოდი). აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა თ-------------–--ის მხრიდან დაზარალებულების თ-------------ძის და ნ----------–--ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნ--, რომ 2----–-–---------–ის თვეში, 2--- წლის 18 და 1--------–ს (4 ეპიზოდი), თ-------------–--ეს, დაზარალებულების თ-------------ძის და ნ----------–--ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
29. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
32. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
33. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
34. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
35. სასამართლო აღნიშნავს, რომ თ-------------–--ის მიერ, თ-------------ძის და ნ----------–--ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ სამი ირიბი მოწმის - თ------------ის, ნ------------–---ის და მ----------–--ის ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თ-------------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ 2----–-–---------–ის თვეში, 2--- წლის 18 და 1--------–ს, თ-------------–--ემ ძალადობა ჩაიდინა მეუღლის თ-------------ძის და შვილის ნ----------–--ის მიმართ. მოწმე თ------------ემ, განაცხადა, რომ მას თ------ნმა და ნ--მ უთხრა, რომ დაზიანებები თ-----მა მიაყენა. მოწმე ნ------------–---მა კი განმარტა, რომ გარეგნული დათვალიერების დროს, დაზარალებულებმა უთხრეს, რომ დაზიანება თ-------------–--ემ მიაყენა. მოწმე მ----------–--ის განმარტებით კი, შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე მისულებს, თ-------------ძემ და ნ----------–--ემ განუცხადა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მათ მიაყენა თ-------------–--ემ. მოწმეების განმარტებები დაფუძნებულია სხვა პირის ჩვენებაზე და წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს. შესაბამისად, მათ მიერ დეტალები, რა დროს, რა ვითარებაში, სად, როგორ, რა ადგილებში და რა საგნის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები დაზარალებულებს თ.გ------–-ძემ, სასამართლო სხდომაზე არ განუცხადებიათ. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, სადაც მართალია მითითებულია დაზარალებულ ნ----------–--ის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს, აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა. ხოლო რაც შეეხება დაზარალებულ თ-------------ძეს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, მითითებულია, რომ ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. თ-------------ძის სხეულზე გარეგნულად, თვალით ხილულ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. აქვე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა და სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია და სასამართლოს მხრიდან არ შეიძლება იქნეს გაზიარებული. სსკ 1261 მუხლი კომპლექსური ნორმაა და სამივე კომპონენტი ძალადობა (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ერთობლივად უნდა იყოს სახეზე. მათგან ერთერთის არარსებობა, გამორიცხავს ქმედების სსკ 1261 მუხლით კვალიფიკაციას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულებმა თ-------------ძემ და ნ----------–--ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ფაქტს, რომ 2----–-–---------–ის თვეში, ასევე, 2--- წლის 18 და 1--------–ს, თ-------------–--ემ ძალადობა განახორციელა მეუღლის თ-------------ძის და შვილის ნ----------–--ის მიმართ.
36. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, თ-------------–--ე უნდა გამართლდეს: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2----–-–---------–ის თვის ეპიზოდით); 2) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2--- წლის 1--------–ის ეპიზოდით); 3) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2--- წლის 1--------–ის ეპიზოდით); 4) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2--- წლის 1--------–ის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
37. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-------------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2----–-–---------–ის თვის ეპიზოდით); 2) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2--- წლის 1--------–ის ეპიზოდით); 3) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2--- წლის 1--------–ის ეპიზოდით) და 4) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2--- წლის 1--------–ის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში;
თ-------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 26 აპრილის N12/13-2--- განჩინებით ტარიელ გ------–-ძის (პ/ნ 1----------) და რობერტ გ------–-ძის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდებით N------------- N-------------------);
გამართლებულ თ-------------–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: თ-------------ძისგან ამოღებული თ-------------ძის შავი ფერის ელვაშესაკრავიანი ე.წ. „ჟაკეტი“ და ნ----------–--ის მოთეთრო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეთ - თ-------------ძეს და ნ----------–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული რეზინის მილი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე