განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/050-19წ. 17 აპრილი, 2019 წელი ქ. ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ------- ლ---–---–ი
დაცვის მხარე - ბრალდებული - ლ-–- გ------–--ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2-.0-.1--- წელს ახალციხეში, პ/ნ 4----------, რეგისტრირებული ახალციხის რ-ნი სოფ. წ---ი და ფაქტობრივად მცხოვრები ახალციხის რ-ნი, სოფ.წ---ი;
ადვოკატი - ნ---------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა
2019 წლის 18 იანვარს ქ.ახალციხეში, კ-–----–---–ის ქუჩა N19-ში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნ---------ის ოჯახში მცხოვრებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ლ-–- გ------–--ემ არასრულწლოვანი შვილების 2----–-–---------–--ს დაბადებულ ა--------- გ------–--ის და 2----–-–----------------ს დაბადებულ ლ-–--გ------- გ------–--ის თანდასწრებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მამას თ-----------ს ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით სახისა და ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ლ-–- გ------–--ის ძალადობრივი ქმედების აღკვეთას შეეცადნენ საცხოვრებელ სახლში მყოფი მისი მეუღლე ნ---------ი და მეუღლის დედა ნ-------------ი, აღნიშნულის გამო განაწყენებულმა ლ-–- გ------–--ემ ფეხის დარტყმით ხელის არეში ნ---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე მეუღლის დედას ნ-------------ს ერთხელ ძლიერად სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ლ-–- გ------–--ის ძალადობრივი ქმედების შედეგად თ-----------მა, ნ---------მა და ნ-------------მა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მასზედ, რომ ლ-–- გ------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდებულმა ლ-–- გ------–--ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: შეტყობინებები დანაშაულის ჩადენის შესახებ, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო დათვალიერების ჩატარების შესახებ, თ-----------ის ხელწერილი დათვალიერების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით, ნ---------ის 18.01.2019 წ, თ-----------ის 18.01.2019 წ, ნ-------------ის 18.01.2019, არასრულწლოვან ლ-–--გ------- გ------–--ის 18.01.2019 წ, არასრულწლოვან ა--------- გ------–--ის 18.01.2019 წ, ლ------------ის 19.01.2019 წ, მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, არასრულწლოვანი მოწმის საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმები. მიმართვის წერილები და დადგენილებები ნ---------ის, თ-----------ის, ნ-------------ის, ლ-–- გ------–--ის სხეულის დაზიანების განსაზღვრის მიზნით სასასმართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ლ-–- გ------–--ის სიმთვრალე სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი, ლ-–- გ------–--ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, ოქმი ბრალდებულის დაკავებაზე ოჯახის წევრზე შეტყობინების შესახებ, მიმართვის წერილები ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორს, ცნობები ლ-–- გ------–--ის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განაჩენი ლ-–- გ------–--ის მიმართ, ადვოკატების ორდერები, დადგენილება ნ---------ისათვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ლ-–- გ------–--ის 18.01.2019 წლის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი, მიმართვის წერილი სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს, ა--------- და ლ-–- გ------- გ------–--ეების დაბადების მოწმობების ასლები, დადგენილებები ნ---------ის, თ-----------ის, ნ-------------ის, ლ-–- გ------- გ------–--ისა და ა--------- გ------–--ის დაზარალებულებად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმები. სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც უდავო მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა ლ-–- გ------–--ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ,,დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. "
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–- გ------–--ე (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’და ,,გ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დასასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე.
2. ლ-–- გ------–--ის (პ/ნ 4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას 10000 ლარის ფარგლებში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ კ------- გ------–--ის (პ/ნ4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ახალციხის რაიონი სოფ. წ---ი, ს/კ 6-.0-.5-.4--. (24.01.2019 წ. განჩინება N12/003-19).
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 19 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით.
3. პირობითი სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი