განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2019
საქმის ნომერი
330100119002904235
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1----19

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - ლ---- გ-------–--ის,ადვოკატ - ლ-–- გ-------–---–ის,ბრალდებულ - ა---- დ------–-–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---- დ------–-–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 2---------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების, თ--–---------------------–------------–ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---- დ------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 21 თებერვალს, 21:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში, ქ-------–--–---–--------------------------ში მდებარე მ-----–- ა–-------–ის საცხოვრებელ ბინაში მივიდა მისი ყოფილი სიძე ა---- დ------–-–---–ი, რომელმაც აბრახუნა ბინის კარზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ-----–- ა–-------–ს, რომელსაც სთხოვდა ბინის კარის გაღებას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და სხეულის დაზიანებით, კერძოდ უთხრა, რომ მივიდა მის მოსაკლავად და გაუჩეხავდა თავს. ა---- დ------–-–---–ის მუქარა მ-----–- ა–-------–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდებულმა ა---- დ------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე სრულად აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ა---- დ------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, 21:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში, ქ-------–--–---–--------------------------ში მდებარე მ-----–- ა–-------–ის საცხოვრებელ ბინაში მივიდა მისი ყოფილი სიძე ა---- დ------–-–---–ი, რომელმაც აბრახუნა ბინის კარზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ-----–- ა–-------–ს, რომელსაც სთხოვდა ბინის კარის გაღებას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და სხეულის დაზიანებით, კერძოდ უთხრა, რომ მივიდა მის მოსაკლავად და გაუჩეხავდა თავს. ა---- დ------–-–---–ის მუქარა მ-----–- ა–-------–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - შეტყობინებით, პატაკით, მოწმეების მ-----–- ა–-------–ის, ზ------ კ-----–---–იას, ი----- პ----–--ის, მ------- ა–-------–ის, ი---- მ-----–-----ის, ლ---- დ------–-–---–ის და ა-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც უდავოდ ცნო დაცვის მხარემ, დადასტურდა ა---- დ------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის, სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა---- დ------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ა---- დ------–-–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულ ა---- დ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---- დ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

2. ა---- დ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

3. ა---- დ------–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 თებერვლიდან 2019 წლის 18 მარტის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

4. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);

5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ა---- დ------–-–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარებაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი