განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/16–2019) 090100119002887845
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ. ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე
პროკურორი - ზ------–--–----------
ბრალდებული - ბ-----------–---–--
ადვოკატი - ნ--------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე
ბრალდებულ ბ-----------–---–-- მიმართ
მამის სახელი: ჯ--------;
დაბადებული: 0--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ამბროლაური;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: ტ----------;
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;
პირადი ნომერი: 0----------;
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი – ამბროლაური, სოფელი – წ--------------------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი –ამბროლაური, სოფელი – წ--------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ბ----- ჯ--------ს ძე მ----–---–--, 2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 22 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ წესში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შეკამათებისას,, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მარცხენა მკლავზე მუშტის რამდენჯერმე დარტყმით, სცემა მეუღლე, ნ-----------------, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ბ----- ჯ--------ს ძე მ----–---–--, 2019 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 14 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ წესში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შეკამათებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და ფეხის რამდენჯერმე დარტყმით, სცემა მეუღლე, ნ-----------------, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით.
3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 5 აპრილის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 158–163).
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5.ბ----- მ----–---–-- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 12 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ ბ-----------–---–-- მიერ ნ------------------ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო მოძალადეს აეკრძალა: იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.(ს.ფ.9–15).
7.დაზარალებულ ნ------------------ წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 11 თებერვალს, დახლოებით საღამოს 10 საათზე, მისმა მეუღლემ ბესიკ მ----–---–--, რომელიც დამოკიდებულია ალკოჰოლზე, დაუწყო ჩხუბი სოციალური პრობლემების გამო და საწოლზე წამოწოლილს დაარტყა მუშტი ორ–სამჯერ მარცხენა მკლავზე, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს ესწრებოდა მხოლოდ მისი არასრულწლოვანი ვაჟი ჯ-------------–---–-. იმ დღეს მომხდარის გამო პოლიციისთვის არ მიუმართავს. მსგავსი შემთხვევა განმეორდა მეორე დღეს, 2019 წლის 12 თებერვალს, როდესაც ისევ წამოწოლილი იყო იმავე ოთახში მეორე საწოლზე, რადგან დაღლილი ავიდა ამბროლაურიდან. მისი მეუღლე მთვრალი დაუხვდა, დაუწყო ყვირილი და გინება ისევ ეკონომიური პრობლემების გამო, მიარტყა წიხლი საწოლს, რომელზეც იწვა. პირველი დარტყმა საწოლს მოხვდა და მას არ მოხვედრია, შემდეგ ფეხი დაარტყა მარცხენა ხელის მტევანზე და ასადგომად რომ წამოდგა, ჩაარტყა ხელი კეფაში და მარცხენა თვალში, რა დროსაც ცემის გამო განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული მოხდა მისი არასრულწლოვანი შვილის, ჯ-------------–---–-- თანდასწრებით. ორივე ფაქტის დროს იყო ძალიან აღელვებული და განერვიულებული ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ და ტკივილისა და შეურაცხყოფისაგან ტიროდა. არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 22 წლის მანძილზე. 2019 წლის 11 თებერვლამდე მისი მეუღლე ფიზიკურად არ შეხებია. ხელით შეეხო მხოლოდ 11 და 12 თებერვალს. (ს.ფ. 3–5; );
8.მოწმეთა სახით დაკითხული გ----------–---–-- და ჯ-------------–---–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებები ადასტურებს მთვრალ მდგომარებაში მყოფი ბ----- მ----–--–-- მიერ 2019 წლის 11 და 12 თებერვალს, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შეკამათებისას,, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობის ფაქტს მეუღლის, ნ------------------ მიმართ(მოწმის დაკითხვის ოქმები, ს.ფ. 25–26; 69–71);
9.2019 წლის 13 თებერვლის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ბ----- მ----–---–-- დანაშაული ჩაიდინა 2019 წლის 11 თებერვალს და 2019 წლის 12 თებერვალს, რის გამოც წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ორ ეპიზოდში (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.99–101);
10.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 თებერვლის №001027219 დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ნ------------------ სხეულზე, გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მოდამოებში, რაიმე სახის მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღინიშნება(ს.ფ.134–137);
11.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 თებერვლის №001187219 დასკვნით, წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ნ----------–------- ამბულატორიული სასამართლო–ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ბ-----------–---–-- მხრიდან განხორციელებული ქმედებები შეიცავს დამცირების და შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ნ------------------- ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებები არ შეიცავს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს(ს.ფ.138–144);
12.დაზარალებულ ნ------------------ ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ შერიგებულია მეუღლესთან, რამდენჯერმე მოინახულა საპატიმრო დაწესებულებაში, გარდა მომხდარი ფაქტისა, ახასიათებს დადებითად (ს.ფ. 156–157);
13.ბ----- მ----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 12 თებერვლის მოწმე ე----------–---- გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 12 თებერვლის მოწმე ნ--------------–---–-- გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 12 თებერვლის ოქმით ბ-----------–---–-- ალკოტესტით შემოწმების შესახებ თანდართული მასალით; 2019 წლის 12 თებერვლის ბრალდებულ ბ-----------–---–-- დაკავების ოქმით, 2019 წლის 12 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით, 2019 წლის 13 თებერვლის ოქმით არასრულწლოვანის მშობელთან გასუბრების შესახებ, 2019 წლის 19 თებერვლის არასრულწლოვანი დაზარალებულის საპროცესო წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების ოქმით, 2019 წლის 13 თებერვლის ოქმით დაზარალებულ ნ------------------ავის უფლებების განმარტების შესახებ. 2019 წლის 13 თებერვლის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, 2019 წლის 12 თებერვლის დადგენილებით ნ------------------ათვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 16 თებერვლის დადგენილებით ნ------------------ მიმართ ამბულატორიული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილით CD დისკზე, 2019 წლის 12 თებერვლის ბ-----------–---–-- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, 2019 წლის 12 თებერვლის ცნობით ბ-----------–---–-- ნასამართლობის შესახებ, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განაჩენით ბ-----------–---–-- მიმართ. ცნობით პრობაციიდან ბ-----------–---–-- შესახებ, თანდართული განაჩენის ასლით და განკარგულებით, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბ-----------–---–-- შესახებ თანდართული ამონაწერით, ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან ბ-----------–---–-- შესახებ, 2019 წლის 12 თებერვლის შეტყობნებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, არასრულწლოვანი ჯ-------------–---–-- დაბადების მოწმობის ასლით, არასრულწლოვანი ჯ-------------–---–-- დაბადების სააქტო ჩანაწერის ასლით, ბ-----------–---–-- ფორმა N1–თ, წერილობითი მიმართვებით და პასუხებით, ჯ-------------–---–-- ფორმა N1–თ, დადგენილებით ჯ-------------–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ, დადგენილებით საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, დადგენილებით ნ------------------ დაზარალებულად ცნობის შესახებ, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, შეტყობინებით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბ-----------–---–-- შესახლების შესახერბ, სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლით ბ-----------–---–-- შესახებ.
14.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
15.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ბ----- მ----–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვანის თანდასწრებით, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით.
სამართლებრივი შეფასება:
16.სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ----- მ----–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, არასრულწლოვანის თანდასწრებით – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია, ფიზიკური ტკივილი, არასრულწლოვანის თანდასწრებით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
17. ბ-----------–---–-- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ნასვამ მდგომარეობაში ჩადენა.
18. ბ-----------–---–-- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის უკიდურესად ხელმოკლე, ხასიათდება დადებითად, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია,სასჯელის დასაბუთება:
19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბ----- მ----–---–- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბ-----------–---–-- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, თავის მხრივ დაზარალებულს სურვილი აქვს ბრალდებულთან გააგრძელოს თანაცხოვრება, ხასიათდება დადებითად, არის სუფთა წარსულის მქონე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ბ----- მ----------ს მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 22 წლიანი ცოლქმრული თანაცხოვრების მანძილზე, ბესიკ მ----–---–-საგან პირველად, 2019 წლის 11 და 12 თებერვალს მოხდა მეუღლეზე ძალადობა, მხოლოდ მძიმე ეკონომიური პრობლემების საფუძველზე და არა სხვა მოტივით.
თვითდასაქმებული ბ-----------–---–-- მიმართ სასჯელის საპატიმრო ღონისძიების გამოყენება კიდევ უფრო დაამძიმებს ოჯახის და მისი არასრულწლოვანი შვილების მდგომარეობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ალკოჰოლური ზედოზირების ქვეშ მყოფი ბ-----------–---–-- ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში გამოხატული ქმედება მეუღლის მიმართ და ალკოჰოლის მიღებაც განაპირობა მოზღვავებულმა ეკონომიურმა პრობლემებმა, რაზედაც გამკლავება ვერ შესძლო. გამოუვალმა მდგომარეობამ, როცა გინდა გაექცე ყველას და ყველაფერს, დაკარგო რეალურად აღქმის უნარი რომ მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფ საყვარელ ადამიანებს საარსებო საშუალებით და ამის გამო დასაჯო საკუთარი თავი გამომწვევი მიზეზების მიუხედავად. ყურადღებამისაქცევია, რომ ორივე შემთხვევაში მ----–---–-ს აგრესია გამოვლინდა როცა დაზარალებული ისვენებდა და წამოწოლილი იყო. რაც ერთგვარი გამაღიზიანებელი ფაქტორი გახდა ბრალდებულისათვის ისევ და ისევ მწვავე სოციალური ფონისა და სიდუხჭირის გამო, რომ მისი აღქმით მათ დასვენების უფლება არ აქვთ და ეს უფლება დაკარგეს გაჭირვებიდან გამომდინარე. როცა განიკითხავ საკუთარ თავს და თანამეცხედრეს, და მიიჩნევ რომ თუ არ შეისვენებ, იქნებდა შეძლო მინიმალურად მაინც სიტუაციის შერბილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ----- მ----–---–-- სრულად გააცნობიერა ჩადენილი დანაშაულის ქმედების კანონთან და მორალთან არათავსებადობა, რისი დასტურიცაა ოჯახური დავების სპეციფიკიდან გამომდინარე, მეუღლის შერიგებისა და მის მიერ ჩვენების მიცემაზე შესაძლო უარის მიუხედავად, ბრალდების მხარისაგან მოპოვებული მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა, მზაობა პასუხისმგებლობისათვის ჩადენილი ქმედების გამო. გასათვალისწინებელია საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის დრო 2 თვე და 6 დღე, რაც სრულიად საკმარისია მისი რესოციალიზაციისათვის დანიშნულ სასჯელთან ერთად.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ბ-----------–---–-- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების სეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ბ----- მ----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2019 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთ წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2019 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ----- მ----–---–- მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაშკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
2.მსჯავრდებულ ბ----- მ----–---–- სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 12 თებერვლის 17 საათისა და 25 წუთიდან, 2019 წლის 18 აპრილამდე.
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ბ-----------–---–-- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.გაუქმდეს ბრალდებულ ბ-----------–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი CD დისკზე, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი