გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
330210018002328413
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ დაკავშირებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/6346-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - კ------- დ-----ა

წარმომადგენელი - ე---------ე გ-–---

მოპასუხე - გ------ი ს--–----ა

წარმომადგენელი - ი-----–ი ყ-----–---–ი

დავის საგანი - პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დაევალოს მოპასუხე გ------ი ს--–----ას 2018 წლის 07 თებერვალს ჩატარებული პრესკონფერენციისას მოსარჩელე კ------- დ-----ას მისამართით გაჟღერებული არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების უარყოდა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ. კერძოდ, ,,როდესაც კომპანია გახდა საინტერესო ისევ გარკვეული პირებისათვის, მათ უკვე დაიწყეს ისევ ამ გზით...იმ...ახალი ვერაფერი ვერ მოიფიქრეს, რა თქმა უნდა, და დაიწყეს ბრძოლა სწორედ იმ მეთოდებით, რომელიც მაგათ იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს. მე მინდა დღეს პირველად დავასახელო, დღევანდელი პრესკონფერენცია იქნება იმ ადამიანების დასახელება, რომლებიც უშუალოდ არიან მონაწილეები ამ პროცესში, თუ ვის ინტერესში შედის ეს ყველაფერი და ი----- მაქვს, რომ...’’;

 

,,მე მინდა ხაზი გავუსვა და გავაკეთო განცხადება, ეს აღნიშნული ქმედება აბსოლუტური პასუხისმგებლობით გეუბნებით, არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პირობნებებმა ჩაიგდონ კომპანია ხელში აი ასეთი მეთოდით. ეს გახლავთ,,,’’;

 

,,...ჰო, შემდგომ გვქონდა ჩვენ 2012 წელში ასევე შემტევა. ეს იყო არჩევნების წინა პერიოდი, როდესაც 2012 წლის თებერვლის პერიდში შვენთან შემოვიდა ასევე სა-----------ო ინ----–-ა, პარალელურად შექმნეს ჩვენი კონკურენტი ვითომ კომპანია და იყო პირდაპირი მითითება, ჩვენ უნდა დაგვეთმო გარკვეული წილები. სწორედ აი ამ მთელ პროცესს ხელმძღვანელობდა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი და-------–---–---–ი ჩემი შეფასებით, რა თქმა უნდა, არის და-------–---–---–ი და ასევე, სავარაუდოდ, იყო კ--- დ-----ა. კარგად გახსოვთ ეს ადამიანი - მაშინ იყო ეკ--------ის მი-------ის მო------–ე და მის ხელთ არსებული კომპანიის, აუდიტორული კომპანიის, რომელიც კარგად გახსოვთ და ისინი გასამართლებულნი იყვნენ უკვე ახალი მთავრობის პირობებში, აი, სწორედ ასეთი საქციელების გამო და ჩვენ, რეალურად გადაგვარჩინა იმ პოლიტიკურმა მოვლენებმა...’’.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე გ------ი ს--–----ას მოსარჩელე კ------- დ-----ასთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 ლარის გადახდა.

 

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ს.ფ.154-155).

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2018 წლის თებერვლის თვეში შპს ,,ბ--------ი’’-ს 100%-იანი წილის მესაკუთრის და ამავე საწარმოს დირექტორის, მოპასუხე, გ------ი ს--–----ას მიერ მოწვეული იქნა პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, მათ შორის ტელეკომპანია ,,რ-----------’-ის, ,,ი-----’’-ს, ,,ტ---------–-’’-ს წარმომადგენელი ჟურნალისტები, სადაც გაკეთდა საჯარო განცხადება გ------ი ს--–----ას მიერ, რომლის ფარგლებშიც მან გაავრცელა მოსარჩელე კ------- დ-----ას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია.

მოპასუხის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების ფარგლებში, მან ბრალი დასდო მოსარჩელეს იმაში, რომ მოსარჩელე დ--------–---–---–--ან და ვ-–--------------------სთან ერთად, დაინტერესებულია შპს ,,ბ--------ი’’-ს ხელში ჩაგდებით და რომ ისინი არიან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და ისინი გათავისუფლებული არიან ამგვარი დანაშაულისათვის.

 

ვიდეო ფაილის სახით არსებული ჩანაწერის 02:07-02:48 წუთებზე, მოპასუხე აცხადებს შემდეგს : ,,როდესაც კომპანია გახდა საინტერესო ისევ გარკვეული პირებისათვის, მათ უკვე დაიწყეს ისევ ამ გზით...იმ...ახალი ვერაფერი ვერ მოიფიქრეს, რა თქმა უნდა, და დაიწყეს ბრძოლა სწორედ იმ მეთოდებით, რომელიც მაგათ იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს. მე მინდა დღეს პირველად დავასახელო, დღევანდელი პრესკონფერენცია იქნება იმ ადამიანების დასახელება, რომლებიც უშუალოდ არიან მონაწილეები ამ პროცესში, თუ ვის ინტერესში შედის ეს ყველაფერი და იმედი მაქვს, რომ...’’.

 

ჩანაწერის 03:00-03:20 წუთებზე, მოპასუხე აცხადებს შემდეგს : ,, ,,მე მინდა ხაზი გავუსვა და გავაკეთო განცხადება, ეს აღნიშნული ქმედება აბსოლუტური პასუხისმგებლობით გეუბნებით, არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პირობნებებმა ჩაიგდონ კომპანია ხელში აი ასეთი მეთოდით. ეს გახლავთ,,,’’.

 

ვიდეოჩანაწერის 04:14 წუთიდან მოპასუხე აცხადებს შემდეგს: ,,...ჰო, შემდგომ გვქონდა ჩვენ 2012 წელში ასევე შემტევა. ეს იყო არჩევნების წინა პერიოდი, როდესაც 2012 წლის თებერვლის პერიდში შვენთან შემოვიდა ასევე სა-----------ო ინ----–-ა, პარალელურად შექმნეს ჩვენი კონკურენტი ვითომ კომპანია და იყო პირდაპირი მითითება, ჩვენ უნდა დაგვეთმო გარკვეული წილები. სწორედ აი ამ მთელ პროცესს ხელმძღვანელობდა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი და-------–---–---–ი ჩემი შეფასებით, რა თქმა უნდა, არის და-------–---–---–ი და ასევე, სავარაუდოდ, იყო კ--- დ-----ა. კარგად გახსოვთ ეს ადამიანი - მაშინ იყო ეკ--------ის მი-------ის მო------–ე და მის ხელთ არსებული კომპანიის, აუდიტორული კომპანიის, რომელიც კარგად გახსოვთ და ისინი გასამართლებულნი იყვნენ უკვე ახალი მთავრობის პირობებში, აი, სწორედ ასეთი საქციელების გამო და ჩვენ, რეალურად გადაგვარჩინა იმ პოლიტიკურმა მოვლენებმა...’’.

 

პრესკონფერენციაზე მოპასუხის მიერ თვალსაჩინოებისათის გამოტანილ იქნა მის მიერ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად შერაცხული პირების, მათ შორის, მოსარჩელე კ------- დ-----ას ფოტოსურათიც. მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული პრესკონფერენციის ჩატარება მოჰყვა შპს ,,ბ--------ი’’-ში ფინ-----ა სამი-------ოს საგამოძიებო სამსახურის შესვლის ფაქტს. მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის დასახელება მტკიცებით ფორმატში იმ კონტექსტში, რომ მოსარჩელე დაინტერესებულია შპს ,,ბ--------ი’’-ს ხელში ჩაგდებით, უშუალოდ მონაწილეობს შპს ,,ბ--------ი’’-ს ირგვლივ განვითარებულ ბოლოდროინდელ პროცესში, არის სიცურე და ცილისმწამებლური განცხადება. მოსარჩელეს არავითარი კავშირი არ აქვს შპს ,,ბ--------ი’’-თან და ამ კომპანიაი საგამოძიებო სამსახურის შესვლის ფაქტთან. სიცრუე და ცილისმწამებლური განცხადებაა ისიც, რომ მოსარჩელე წარმოადგენს დანაშაულებრვი ჯგუფის წევრს და გასამართლებულია ასეთი ,,საქციელებისათვის’’.

 

სიმართლეს არ შეესაბამება ასევე ის გარემოება, რომ 2012 წლის თებერვლის თვეში მოსარჩელე იყო ეკ--------ის მი-------ის მო------–ე. მოსარჩელე კ------- დ-----ა 2000 წელს იყო საქართველოს პა---–------ის სა-----------ო და შე-------–-------------------------------–---–----ი, 2000-2001 წლებში იგი იყო საქართველოს ფინ-----ა მი-------ის სახელმწიფო მრჩეველი, 2001-2002 წლებში საქართველოს ფინ-----ა სამი-------ოს სა-----------ო და სა--–-------–-----ის გა--------–--------------ი, 2004 წელს საქართველოს ფინ-----ა სამი-------ოში მსხვილ გადამხდელთა ინ----–-ის უფ-----ის მო------–ე, აქ–---ის გადამხდელთა ინ----–-ის უფ-----ი, სა--------------–---ის დე------------------------------ე, ხოლო 2005-2008 წლებში იყო საქართველოს ე-------------ი გა-----------ს მი-------ის მო------–ე.

 

2010-2014 წლებში მოსარჩელე იყო შპს ,,გ------ე დ-----ა ჩ-----–--ე სო-–--–-ნ’’-ის მმართველი პარტნიორი. 2011 წელს აღნიშნულ საწარმოს და მოპასუხის საკუთრებაში არსებულ საწარმოს - შპს ,,ბ--------ი’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება პროფესიული მომსახურების გაწევის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელის მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს მხრიდან შპს ,,ბ--------ი’’-სათვის გაწეულ იქნა საკონსულტაციო მომსახურება გადასახადებით დაბეგვრის საკითხებზე. მოსარჩელემ დახმარება გაუწია შპს ,,ბ--------ი’’-ს პროფესიული და საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზების გზით არსებული საგადასახადო პრობლემების აღმოფხვრის საქმეში. საკონსულტაციო მომსახურების, რომლის შესრულების ხარისხთანაც მოპასუხეს პრეტენზია არ ჰქონია, დასრულების შემდეგ, მოსარჩელეს არაითარი შეხება რ ჰქონია შპს ,,ბ--------ი’’-თან, შესაბამისად, გაუგებარია რას დაეფუძნა მოპასუხის ცილიმწამებლური განცხადება იმის შესახებ, რომ იგი დაინტერესებულია შპს ,,ბ--------ი’’-ს ხელში ჩაგდებით.

 

ცილისმწამებლურია ასევე მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ კ------- დ-----ა არის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი. ამგვარი განცხადება არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი განაჩენის თანახმად, წაყენებულ ბრალდებებში მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ საჯაროს, პრესკონფერენციის ფარგლებში, მოსარჩელის მიმართ გაკეთებული ყველა განცხადება შეიცავს არასწორ, მცდარ ფაქტებს, წარმოადგენს ცილისწამებას, რაც ხელყოფს მოსარჩელის პატივს, ღირსებას, საქმიან რეპუტაციას, ზიანს აყენებს მას და მოპასუხის ამგვარ ქმედებას უნდა მოჰყვეს კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ განახორციელა სარჩელში მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოების არსებითი უარყოფა და არსებითად მიუთითა მასზედ, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ამონარიდები ციტირების სახით მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან, მაგრამ მხარე არ უთითებს კონკრეტულად როდის და სად გაკეთდა მის მიერ აღნიშნული განცხადებები, ციტირებულ ტექსტში კი არ იკითხება რა კავშირი აქვს ამ ტექსტების შინაარსს მოსარჩელესთან. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე თავადვე უთითებს, რომ განცხადებაში იგი მოხსენებულ იქნა როგორც სავარაუდო დამნაშავე, რომელიც ჩართული იყო დანაშაულებრივ ჯგუფში. შესაბამისად, მის მიერ განხორციელდა არა რაიმე ფაქტის მტკიცება, არამედ აზრის გამოხატვა. შესაბამისად, მოსარჩელე მისი განცხადების ამონარიდის ციტირებით თავადვე უთითებს, რომ მის მიერ მოსარჩელე მოხსენიებულ იქნა სავარაუდოდ დაინტერესებულ ფორმაში და მის მიერ არ განხორციელებულა მოსარჩელის მოხსენიება მტკიცებით ფორმაში, რაც გამორიცხავს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2000-2008 წლებში კ------- დ-----ა დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, 2005-2008 წლებში ეკავა საქართველოს ე-------------ი გა-----------ს მი-------ის მო------–ის თანამდებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 7 თებერვალს შპს „ბ--------ი“-ს მეირ ორგანიზებული იქნა პრესკონფერენცია, რომლის ფარგლებშიც, კომპანიის ხელმძღვანელმა - მოპასუხე გ------ი ს--–----ამ გააკეთა განცხადებები კომპანიის მიმართ განხორცილებული ქმედებების შესახებ. ამ მოვლენებთან კავშირში გ------ი ს--–----ამ მოიხსენია კ------- დ-----აც. კერძოდ მან განაცხადა შემდეგი:

 

,,როდესაც კომპანია გახდა საინტერესო ისევ გარკვეული პირებისათვის, მათ უკვე დაიწყეს ისევ ამ გზით...იმ...ახალი ვერაფერი ვერ მოიფიქრეს, რა თქმა უნდა, და დაიწყეს ბრძოლა სწორედ იმ მეთოდებით, რომელიც მაგათ იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს. მე მინდა დღეს პირველად დავასახელო, დღევანდელი პრესკონფერენცია იქნება იმ ადამიანების დასახელება, რომლებიც უშუალოდ არიან მონაწილეები ამ პროცესში, თუ ვის ინტერესში შედის ეს ყველაფერი და იმედი მაქვს, რომ...’’;

 

,,მე მინდა ხაზი გავუსვა და გავაკეთო განცხადება, ეს აღნიშნული ქმედება აბსოლუტური პასუხისმგებლობით გეუბნებით, არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა ჩაიგდონ კომპანია ხელში აი ასეთი მეთოდით. ეს გახლავთ,,,’’;

 

,,..ჰო, შემდგომ გვქონდა ჩვენ 2012 წელში ასევე შემოტევა. ეს იყო არჩევნების წინა პერიოდი, როდესაც 2012 წლის თებერვლის პერიოდში ჩვენთან შემოვიდა ასევე სა-----------ო ინ----–-ა, პარალელურად შექმნეს ჩვენი კონკურენტი ვითომ კომპანია და იყო პირდაპირი მითითება, ჩვენ უნდა დაგვეთმო გარკვეული წილები. სწორედ აი ამ მთელ პროცესს ხელმძღვანელობდა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი და-------–---–---–ი ჩემი შეფასებით, რა თქმა უნდა, არის და-------–---–---–ი და ასევე, სავარაუდოდ, იყო კ--- დ-----ა. კარგად გახსოვთ ეს ადამიანი - მაშინ იყო ეკ--------ის მი-------ის მო------–ე და მის ხელთ არსებული კომპანიის, აუდიტორული კომპანიის, რომელიც კარგად გახსოვთ და ისინი გასამართლებულნი იყვნენ უკვე ახალი მთავრობის პირობებში, აი, სწორედ ასეთი საქციელების გამო და ჩვენ, რეალურად გადაგვარჩინა იმ პოლიტიკურმა მოვლენებმა...’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პრესკონფერენციის ჩანაწერი (ს.ფ.77);

- სიუჟეტის ჩანაწერი (ს.ფ.156);

- ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარებბს სადავოდ არ გაუხდიათ

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა კ------- დ-----ას სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე მუხლების მიხედვით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ,,ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ’’, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018). შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილებაში იმსჯელოს განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან არსებითად გამოკვეთილ საფუძვლებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია დიფამაციური სარჩელი ფიზიკური პირის მიერ და მოთხოვნილია გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა. დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, მოპასუხის მიერ გაკეთებული სადავო განცხადებები მიეკუთვნება ფაქტებს თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს). აღნიშნული აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის, ვინაიდან კანონით აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თანაბარმნიშვნელოვანია ასევე იმის დადგენაც თუ ვის მიმართ გაკეთდა განცხადება და რა კონტექსტში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კონვენცია ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ’’ და „შეზღუდვად’’ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას თავისი პატივი და ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირად არაქონებრივ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება სახელის უფლება, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია. ამავე დროს, სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლი ითვალისწინებს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასაც, ვიანიდან მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბოლო წინადადებით, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

უპირველესად, დავის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლო განმარტავს რომ იგი ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს საჯარო პირის ცილისწამებისათვის გათვალისწინებული სტანდარტი. სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირი არის ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. მართალია უშუალოდ დავის განხილვისას, ისევე როგორც სადავო განცხადების გაკეთებისას, მოსარჩელე არ წარმოადგენდა ხსენებული კანონით გათვალისწინებულ თანამდების პირს, თუმცა, მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადების : ,, ...და ასევე, სავარაუდოდ, იყო კ--- დ-----ა. კარგად გახსოვთ ეს ადამიანი - მაშინ იყო ეკ--------ის მი-------ის მო------–ე და მის ხელთ არსებული კომპანიის, აუდიტორული კომპანიის, რომელიც კარგად გახსოვთ....’’ როგორც სიტყვა-სიტყვითი, ისე შინაარსობრივი და ლოგიკური განმარტება მოწმობს მასზედ, რომ მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადება ეხება მოსარჩელეს, როგორც საჯარო პირს და ეხება მისი, როგორც საჯარო პირის საქმიანობას. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო პირის ცილისწამებისათვის გათვალისწინებული სტანდარტი.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში იგი ვალდებულია ამტკიცოს რომ: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტების მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებსა ან/და საქმიან რეპუტაციას. დადგენილია მოპასუხის მიერ სადავო განცხადების გავრცელების ფაქტი. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელია შეფასდეს აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ,,აზრს’’ თუ ,,ფაქტს’’, ვინაიდან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე დავისას იმის შეფასება, გავრცელებული განცხადება წარმოადგენს ფაქტს თუ აზრს სამართლის საკითხს წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი კვალიფიკაციაც სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული.

 

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ აქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით კი ცილისწამება განსაზღვრულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით რაც, თავის მხრივ, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან პირის სრულ და უპირობო განთავისუფლებას გულისხმობს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად: სიტყვა „აზრი’’ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ, №ას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.).

 

აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ, №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).

 

,,აზრისა’’ და ,,ფაქტის’’ გამიჯვნის კრიტერიუმებზე საუბრისას გასათვალისწინებელია, სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი, რომელიც მინიმალურ სტანდარტს აწესებს აზრისა და ფაქტის გამიჯვნისათვის, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით, სადავო განცხადება თავისი შინაარსის მიხედვით წარმოადგენს სწორედ ,,აზრს’’ და არა ,,ფაქტს’’. აღნიშნულს მოწმობს თავად მოპასუხის მითითების ის ფორმა, რომლის მიხედვითაც მან მოსარჩელე ახსენა შემდეგ კონტექსტში: ,,...ასევე, სავარაუდოდ, იყო კ--- დ-----ა..’’ . ამასთან, საყურადღებოა, რომ სასამართლო აღნიშნულ ფრაზას აფასებს არა განყენებულად, არამედ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული განცხადების კონტექსტში. შესაბამისად, სადავო გამონათქვამები წარმოადგენს მოპასუხის შეფასებით მსჯელობას, მის შეხედულებას, დამოკიდებულებას პიროვნებისა და მოვლენის მიმართ, რაც სავსებით თავსდება სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონის პირველი მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტში გადმოცემულ „აზრის’’ დეფინიციაში, რომელიც თავის მხრივ, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ პრეცედენტულ საქმეში არაერთხელ განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და თითოეული ინდივიდის განვითარების უმთავრეს საფუძველს. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით დაშვებული ჩარევის აუცილებლობის არარასებობისას, ნორმით დაცულ სფეროში ხვდება არა მხოლოდ „უწყინარი“, „უვნებელი“ გამონათქვამები, არამედ „შეურაცხმყოფელი“, აღმაშფოთებელი“, „შოკისმომგვრელი“ მოსაზრებები. ეს არის პლურალიზმის, ტოლერანტობისა და ლიბერალიზმის მოთხოვნები, რომლის გარეშეც, წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა (იხ., OTTO PREMINGER INSTITUTE v. AUSTRIA, სტრასბურგი, 20 სექტემბერი, 1994 წელი, განაცხადის N13470/87). ამ საკითხთან მიმართებაში, თავისი პრინციპული პოზიცია სასამართლომ უფრო ადრე დააფიქსირა საქმეში ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (HANDYSIDE v. UNITED KINGDOM, სტრასბურგი, 07 დეკემბერი, 1976 წელი განაცხადის N 5493/72).

 

ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არ შეიცავს კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას, მასში ასახულია მხოლოდ მოპასუხის აზრი (მსჯელობა, თვალსაზრისი) და არა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ფაქტების დამტკიცების მცდელობა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სარჩელში მითითებული მოპასუხის განცხადებები არ წარმოადგენს პატივისა და ღირსების დაცულ სფეროში ჩარევას, მათში ასახულია მოპასუხის შეფასებები პიროვნებისა და მოვლენის შესახებ, რაც არ არის საკმარისი სამართლებრივი ანდა ფაქტობრივი საფუძველი მოცემული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 200 ლარი (ს.ფ.111). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 100 ლარი კი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ------- დ-----ას სარჩელი მოპასუხე გ------ი ს--–----ას მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე კ------- დ-----ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 22.02.2018 წლის სს ,,თიბისი ბანკი’’-ს N- საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარიდან 100 ლარი;

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია