განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2019
საქმის ნომერი
200100118002622630
დავის ტიპი
151 , 126 2 ა , 126 1
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002622630

N1/263-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

17 აპრილი, 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: დახურული სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–------------------------------------ი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატები: მ--------------–---–ი და ლ--–----------–---–ი

ბრალდებული: ზ---- ე-----–---–ი

მამის სახელი: გ-------

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ქ------------–--ი

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ქ------------–--ი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილი - სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 137-ე მუხლის პირველი ნაწილი -გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

თარჯიმანი: ლ---------–-–---–ი

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის 02 აგვისტოს ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე ქალაქ თელავში, თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებლ სახლში ზ---- ე-----–---–ი თავის მეუღლეს ე---------- ბ----ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, ზ---- ე-----–---–მა აიღო სახლი არსებული ელექტრო დამაკავშირებელი, გაეკიდა ე---------- ბ----ეს და ემუქრებოდა, რომ აღნიშნული საგნით დაახრჩობდა მას. ე---------- ბ----ემ აღნიშნული მუქარა აღიქვა რაელურად, გაუჩნდა განხორციელების საფუძვლიანი შიში და გაიქცა სახლიდან.

2. ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

3. 2018 წლის თებერვლის თვიდან 2018 წლის 24 ივნისის ჩათვლით პერიოდში თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ზ---- ე-----–---–ი სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას თავის მეუღლეს ე---------- ბ----ეს, კერძოდ ხელის გამოყენებით ცემდა მას თავის არეში. 2018 წლის 26 ივლისს თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ზ---- ე-----–---–მა გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა ე---------- ბ----ეს თავის არეში, რა დროსაც ე---------- ბ----ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ზ---- ე-----–---–ის მხრიდან განხორციელებული სისტემატური ფიზიკური ძალადობის შედეგად ე---------- ბ----ე განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.

4. ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით.

5. 2017 წლის იანვარში დღის საათებში თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლში ზ---- ე-----–---–მა ფიზიკური და სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა მის ორსულ მეუღლეს ე---------- ბ----ეს, კერძოდ, ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, ამავდროულად ლანძღავდა მას. იმავე დღეს ღამის საათებში, სიცივეში გააგდო სახლიდან და არ აძლევდა ოთახში შესვლის საშუალებას. ე---------- ბ----ემ მასზე განხორცილებული ფიზიკური ძალადობის დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2016 წლის მაისის თვიდან 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდში ზ---- ე-----–---–ი სისტემატურად, ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა ორსულ მეუღლეს ე---------- ბ----ეს, რა დროსაც ეს უკანასკნელი განიცდიდა სულიერ ტანჯვას.

6. ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

7. 2018 წლის თებერვლის თვიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ზ---- ე-----–---–ი სისტემატურად, ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა თავის მეუღლეს ე---------- ბ----ეს. ე---------- ბ----ე მის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად განიცდიდა სულიერ ტანჯვას.

8. ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

9. 2018 წლის 25 ივნისს ღამის საათებში თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში საკუთარ საცხოვრებელი სახლის საძინებელში ზ---- ე-----–---–მა ძალადობით გააუპატიურა თავისი მეუღლე ე---------- ბუაზე, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა მას. კერძოდ, სექსუალური ხასიათის შეღწევა განახორციელა თავისი სასქესო ორგანოს გამოყენებით ე---------- ბ----ის უკანა ტანში, რა დროსაც რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტი ე---------- ბ----ეს წელის არეში. ე---------- ბ----ეს ძალადობის დროს განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.

10. ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლომ დაადგინა:

 

11. 2018 წლის 02 აგვისტოს ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე ქალაქ თელავში, თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებლ სახლში ზ---- ე-----–---–ი თავის მეუღლეს ე---------- ბ----ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, ზ---- ე-----–---–მა აიღო სახლი არსებული ელექტრო დამაკავშირებელი, გაეკიდა ე---------- ბ----ეს და ემუქრებოდა, რომ აღნიშნული საგნით დაახრჩობდა მას. ე---------- ბ----ემ აღნიშნული მუქარა აღიქვა რაელურად, გაუჩნდა განხორციელების საფუძვლიანი შიში და გაიქცა სახლიდან.

12. ე.ი მან ჩიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

13. 2016 წლის მაისის თვიდან 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდში ზ---- ე-----–---–ი სისტემატურად, ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა ორსულ მეუღლეს ე---------- ბ----ეს. 2017 წლის იანვარში, დღის საათებში თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელ სახლში ზ---- ე-----–---–მა სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს ე---------- ბ----ეს. იმავე დღეს ღამის საათებში, სიცივეში გააგდო სახლიდან და არ აძლევდა ოთახში შესვლის საშუალებას. ე---------- ბ----ე სისტემატური შეურაცხყოფით განიცდიდა სულიერ ტანჯვას.

14. ე.ი მან ჩიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

15. 2018 წლის თებერვლის თვიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ზ---- ე-----–---–ი სისტემატურად, ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა თავის მეუღლეს ე---------- ბ----ეს. ე---------- ბ----ე სისტემატური შეურაცხყოფით განიცდიდა სულიერ ტანჯვას.

16. ე.ი მან ჩიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

17. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზ---- ე-----–---–მა თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ექვსი წელია, რაც ე--------ე მისი მეუღლეა. მეუღლესთან უსიამოვნება დაეწყო მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ ბავშვების ცემა დაიწყო. იგი მეუღლეს აგინებდა და ლანძრავდა, მაგრამ ფიზიკურად არასდროს არ შეხებია და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ასევე მეუღლეს არ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობითა და არ გაუუპატიურებია.

18. მოწმის, დაზარალებულ ე---------- ბ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მეუღლესთან ზ---- ე-----–---–თან ერთად ცხოვრობდა 6 წლის განმავლობაში. ჰყავთ ორი შვილი ხუთი წლის ა--------- და ერთი წლისა და ექვში თვის ე---–-. ზ---- ე-----–---–თან კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფება. ზ---- ე-----–---–ის მიერ მის მიმართ წარსულში განხორციელებული ძალადობის შესახებ პოლიციასთვის არ მიუმართავს, იგი მოუყვა სოციალურ მუშაკებს, კერძოდ, ა-------------–---–ს, როგორ სცემდა მეუღლე. შემდეგ წავიდა სახლში სოფელ ქ------------–--ში. საღამოს მასთან მივიდნენ სოციალური მუშაკები, ა------, თ------ და ნ---- და კითხვები დაუსვეს მას, მის მეუღლეს და მულს ლ---------–---–ს. იგი როდესაც სოციალურ მუშაკებს უყვებოდა თავის მდგომარეობაზე, ამ დროს ზ---- ე-----–---–ი აგრესიული გახდა და მისკენ გაიწია. ამის დანახვაზე სოციალურმა მუშაკებმა თქვეს, რომ ჩარევა იყო საჭირო. შემდეგ პოლიციიდან დაურეკეს და იგი მივიდა პოლიციაში და მოუყვა მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე.

19. მისივე განმარტებით, როდესაც ე---–-ზე ფეხმძიმედ იყო, მისი მეუღლე მთვრალი იყო და აგინებდა, სცემდა, თავში ურტყამდა მუშტს, ხან სილას. დაზიანებებს არ ღებულობდა, რადგან ზ---- ე-----–---–ი ისეთ ადგილზე არ ურტყამდა, რომ დატყობოდა. მთვრალმა მეუღლემ ის, შვილთან ა---------სთან ერთად სიცივეში გააგდო სახლიდან. მან შვილთან ერთად მეზობლის კაკლის ხის ქვეშ გაატარა საღამო, შემდეგ მეზობელი გავიდა გარეთ და თავისთან შეიყვანა და იქ გაატარა ღამე. ორსულობის პერიოდში სხვა დროსაც უძალადია მეუღლეს მასზე.

20. მეუღლის მასზე სისტემატურად ძალადობდა, თუმცა ბავშვის გაჩენის შემდეგ, ცოტა ხანი მეუღლე მასზე აღარ ძალადობდა. როდესაც ბავშვი ერთი წლის გახდა, ზ----მ ძალადობა განაგრძო, რაც თებერვლიდან ივლისამდე გრძელდებოდა. მეუღლე ურტყამდა მას, მუშტიც დაურტყამს, აგინებდა, გარეთ აგდებდა, ორსულობის პერიოდშიც გაუგდია გარეთ. მასზე ძალადობას მისი მული ლ--– შეესწრო, რომელიც იმ დროს რუსეთიდან იყო ჩამოსული. ერთხელ იგი შვილს თმას უკრავდა და ბავშვი ტიროდა. ამის გამო ზ----მ იგი ცემა, მაგრამ ლ--- არაფერი უთქვამს.

21. ზ---- ე-----–---–ს მის მიმართ სექსუალური ძალადობაც განუხორციელებია, კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, თავისი შვილი ა--------- დედამისს ჰყავდა წაყვანილი. მეორე შვილი ე---–- დააძინა და თვითონ ცუდად იყო, წელი ტკიოდა და დასაძინებლად დაწვა. ამ დროს ზ---- გარეთ იყო გასული და მთვრალი შევიდა და უთხრა, რომ ამდგარიყო. რადგან არ დგებოდა, ძალით ააყენა, აიძულებდა სქესობრივ კავშირს, მაგრამ უარი უპასუხა. შემდეგ დააგდო ლოგინზე, სცემდა და როდესაც ძალა დაკარგა მან, მაშინ უკანა ტანიდან დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. ამ დროს მან დაზიანებები მიიღო. ამ დღის შემდეგ იგი ძალიან ცუდად გახდა და ფეხზე ვერ დგებოდა.

22. მანვე განმარტა, რომ გამოკითხვის შემდეგ, როდესაც პოლიციიდან დაბრუნდა სახლში, ზ----მ ჩხუბი დაუწყო, აგინებდა მას. აიღო დენის დამაგრძელებელი სადენი და მუქარით რომ დაახრჩობდა, გაეკიდა მას. ის გადახტა ფანჯრიდან და გაიქცა. მივიდა მეზობელთან შ------- ე-----–---–თან. ზ---- მასთან მივიდა შ-------ს სახლში და უთხრა, რომ მეორე დღეს ბავშვი წაეყვანა და წასულიყო თავის მშობლებთან. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ მუშაკს ა------საც ესაუბრა.

23. მან პოლიციაში ამოიცნო სადენი, რითიც დასახრჩობად მისდევდა ზ---- ე-----–---–ი.

24. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ ზ---- ე-----–---–ი მასზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ძალადობდა და მას ეშინოდა. მისი მეუღლე ხშირად სვამდა და როცა მთვრალი იყო სულ ძალადობდა მასზე, ფსიქიკურადაც და ფიზიკურადაც. მას ყველაფერი ტკიოდა. შიშის გამო პოლიციაში არ მიდიოდა და თავის ნათესავებსაც ვერ ეუბნებოდა. იგი ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ და ფიზიკურ ტანჯვას. იგი ითხოვს ზ---- ე-----–---–ის დასჯას.

25. მოწმის ნ---- ა---–-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში, ბავშვთა კეთილდღეობის კუთხით. მისი ორგანიზაცია სოფელ ქ------------–--ში ზ---- ე-----–---–ის და ე---------- ბ----ის ოჯახშიც მუშაობდა. 2018 წლის 02 აგვისტოს, ქალაქ თელავში, ე---------- ბ----ე მათთან მივიდა ორგანიზაციაში და მის თანამშრომელს ა-------------–---–ს უთხრა, რომ მეუღლე ზ---- ე-----–---–ი მასზე ახორციელებდა ძალადობას. იმავე დღეს თვითონ, ა-------------–---–ი და თ---------–---–---–ი ჩავიდნენ ზ----ს და ე----------ს ოჯახში, სადაც ასევე ზ----ს და დახვდათ. ისინი ესაუბრებოდნენ ამ სამ ადამიანს. მათი თანდასწრებით ზ---- ე-----–---–ი გახდა აგრესიული და ზ---- ე-----–---–მა მეუღლეს ე--------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა, ფიზიკურად არ უძალადია. ამის შემდეგ, დაბრუნდნენ თელავში და ოფისიდან დარეკა პოლიციაში.

26. მისივე განმარტებით მან 3 აგვისტოსაც შეატყობინა პოლიციას. პოლიციიდან როდესაც ე---------- ბ----ე პოლიციაში დაკითხეს და სახლში დაბრუნდა, ზ---- ე-----–---–ი დაემუქრა მას და ამის თაობაზე ე---------- ბ----ემ კვლავ დაურეკა ა-------------–---–ს.

27. მანვე განმარტა, რომ ე-----–---–ების ოჯახში მუშაობდა დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში, ვინაიდან, ეს ოჯახი იყო სოციალურად დაუცველი ოჯახი.

28. მოწმის ა-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში. სოციალურ მუშაკად მუშაობდა ზ---- ე-----–---–ის ოჯახთან, რომელიც შედგებოდა ზ---- ე-----–---–ისგან, მისი მეუღლე ე---------- ბ----ესგან და ორ მცირეწლოვანი ბავშვისგან. მუშაობის პროცესში შედიოდა ოჯახში ვიზიტებიც. 2018 წლის 02 აგვისტოს ე---------- ბ----ე შეხვდა მას, უთხრა, რომ ოჯახური კონფლიქტების დროს, მეუღლე ზ---- ე-----–---–ი სცემდა, თავში ურტყამდა და შეურაცხყოფას აყენებდა. იგი იმავე დღეს, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ნ---- ა---–-------–-–---–თან და თ---------–---–---–თან ერთად ჩავიდა ზ---- ე-----–---–ის სახლში, სადაც ოჯახის გარდა დახვდათ ზ----ს დაც. ზ---- ე-----–---–ი არ დაელაპარაკა მათ. ე---------- ბ----ეს ქმარმა აგრესიაულად უთხრა „გასაგებია ესე იგი შენ ყველაფერი განაცხადე“ და მეუღლეს დამამცირებლად, ზიზღით, უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. შემდეგ ოფისში დაბრუნდნენ და იმავე დღეს ნ---- ა---–-------–-–---–მა 112-ში დარეკა. იგი დაკითხეს პოლიციელებმა, მისი კოლეგაც და დაზარალებული ე---------- ბ----ეც. ე---------- დაკითხვის შემდეგ სახლში დაბრუნდა ბავშვთან ერთად, თუმცა იგი ოჯახში არ უნდა მისულიყო და ახლობლის ოჯახში უნდა გაეთია ღამე. ბავშვების ნივთების ასაღებად რომ მივიდა სახლში, ზ---- ე-----–---–ი სადენით გაეკიდა ე--------ეს და დახრჩობით ემუქრებოდა, ამის თაობაზე ე----------მ მას დაურეკა. მეორე დღეს, კი მათ კვალავ პოლიციაში დარეკეს და ეს ფაქტიც შეატყობინეს.

29. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების შ------- ე-----–---–ის, ს--------–-------–---–ის, ე-–-----------ის, ლ-----------ს, ა--------- ე-----–---–ის და ე-------–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ზ---- ე-----–---–ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

30. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ---- ე-----–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

31. გაუპატიურების ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, სქესობრივი კავშირი უნდა განხორციელდეს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. ზ---- ე-----–---–ს ბრალად ერაცხება, რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა მან გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირი დაამყარა მეუღლესთან ე---------- ბ----ესთან.

32. გაუპატიურების ნაწილში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იყო მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაიკითხა დაზარალებული, სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გაუპატიურების ფაქტს არ არსებობს.

33. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვით დადგენილია, რომ ე---------- ბ----ეს უკანა ტანის მიდამოში რაიმე ახალი მექანიკური დაზიანება არ აღენიშნება. უკანა ტანის მიდამოში აღენიშნებოდა ნაწიბურები, თუმცა მისი მიყენების მექანიზმი ვერ დადგინდა. (ს.ფ.121-125) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული, ექსპერტი ვერ ადგენს, რომ ე---------- ბ----ეს უკანა ტანის მიდამოში მექანიკური დაზიანება გამოწვეულია სქესობრივი კავშირით, მითუმეტეს, რომ დასკვნის აღწერილობით ნაწილში საუბარია დაავადებაზე, რაც სისხლდენასაც კი იწვევდა.

34. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ---- ე-----–---–ის მიერ დაზარალებულ ე---------- ბ----ის სისტემატურ ცემასა და სხვა ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

35. ამ კუთხითაც, სისხლის სამართლის საქმეში არის მხოლოდ დაზარალებულ ე---------- ბ----ის ჩვენება. სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა არათუ სისტემატური, არამედ თუნდაც ერთჯერადი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. არ არსებობს ამის მოწმე, ან სხვა მტკიცებულება, თუნდაც მკურნალობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

36. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 5 წლის მოწმის ა--------- ე-----–---–ის არასადავო ჩვენებაზე, რომელშიც ის მიუთითებს მშობლებს შორის მომხდარ კონფლიქტზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ ჩვენებას, ვინაიდან, გამოძიების ეტაპზე მცირეწლოვანი ა.ე-----–---–ი მართალია დაიკითხა ფსიქოლოგის რუსუდან თათილაშვილის მონაწილეობით, თუმცა დაკითხვა ჩატარდა ზედაპირულად. ჩვენებიდან არ ჩანს, როგორია მცირეწლოვანი მოწმის ფსიქოლოგიური პორტრეტი, როგორ აღიქვამს ის მოვლენებს და შემდგომ გადმოსცემს მას. მცირეწლოვანმა შეიძლება მოვლენა, რაც არ წარმოადგენს კონფლიქტს, აღიქვას კონფლიქტად და შემდგომ თავისი ინტერპრეტაციით გადმოსცეს. დაკითხვას ასევე ესწრებოდა კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მივლინებული საპროცესო წარმომადგენელი სვეტლანა ლამაზოშვილი, რომელიც მხოლოდ ესწრებოდა გამოკითხვას, რაც დაადასტურა ხელმოწერით.

37. გამოძიების ეტაპზე ფსიქოლოგიური პორტრეტის გადმოცემის მიზნით არ დაკითხულა ფსიქოლოგი რუსუდან თათილაშვილი. სასამართლო სხდომაზე კი დაცვის მხარემ არასადავოდ გახადა მტკიცებულებები, ვერც სასამართლო სხდომაზე ვერ დაიკითხა ფსიქოლოგი და სასამართლოსთვის გაურკვეველია 5 წლის მოწმის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება იმ მოვლენებისადმი, რასაც ჩვენებაში გადმოსცემს.

38. გარდა აღნიშნულისა სასამართლოს მიაჩნია, რომ თვითონ ბრალდების მხარეც არ იზიარებს მოწმის ა--------- ე-----–---–ის ჩვენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში არასრულწლოვანის (მცირეწლოვანის) თანდასწრებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, რაც ზ.ე-----–---–ს ბრალად არ შერაცხვია.

39. არასასდავო მტკიცებულებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვით ე---------- ბ----ეს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნაიშნები არ აღენიშნება. ანუ ვერც ექსპერტიზამ ვერ დაადგინა რაიმე სახის დაზიანების არსებობა, თუნდაც ძველი დაზიანება, რაც შეიძლება ძალადობას მიუთითებდეს. (ს.ფ 114-116)

40. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

41. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გამოიკვლია მხოლოდ დაზარალებულ ე---------- ბ----ის ჩვენება, სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზ---- ე-----–---–ის მიმართ გაუპატიურებით, სისტემატური ცემითა და ფიზიკური ძალადობით წარდგენილ ბრალდებებს სასამართლოში არ გამოკვლეულა. ერთი მტკიცებულება კი ვერ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ვინაიდან, მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს სულ ცოტა ორ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულების სტანდარტს, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობს. მტკიცებულებების არ არსებობის გამო კი ზ---- ე-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებულ ბრალდებაში და სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის თებერვლის თვიდან 24 ივნისის ეპიზოდში) უნდა გამართლდეს.

42. ზ---- ე-----–---–ი ნაწილობრივ უნდა გამართლდეს და წარდგენილი ბრალდებიდან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) უნდა ამოერიცხოს მაკვალიფიცირებელი გარემოება-ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

43. ზ---- ე-----–---–ი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგი გარემოებების გამო.

44. თვითონ ბრალდებული ზ---- ე-----–---–ი ადასტურებს, რომ ვინაიდან მისი მეუღლე ე---------- ბ----ე ეჩხუბებოდა ბავშვებს, ის სიტვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ე.ბ----ეს.

45. ე.ბ----ის ჩვენებით დადგენილია, ზ---- ე-----–---–ი ხშირად სვავდა და როცა მთვრალი იყო ფსიქიკურად ძალადობდა მასზე. შიშის გამო პოლიციაში არ მიდიოდა და თავის ნათესავებსაც ვერ ეუბნებოდა, თუმცა ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

46. აღნიშნული გარემოება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა ასევე დადასტურებულია მოწმეების ნ---- ა---–-------–-–---–ისა და ა-------------–---–ის ჩვენებებით. ისინი როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მუშაობდნენ რა ზ---- ე-----–---–ისა და ე---------- ბ----ის ოჯახთან თვითონ გახდნენ ზ.ე-----–---–ის მხრიდან ე---------- ბ----ეზე ფსიქოლოგიური ძალადობის მოწმეები, რაც შეატყობინეს პოლიციას.

47. არასადავო მტკიცებულებით, მოწმე შ------- ე-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის იანვრის თვეში, როდესაც ე---------- ბ----ე მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, დაინახა, რომ ღამის საათებში მცირეწლოვან შვილთან ერთად გარეთ იჯდა. მას ე----------მ უთხრა, რომ ქმართან მომხდარი უთანხმოების გამო ეშინოდა და სახლში ვერ შედიოდა. მას შეეცოდა და ე.ბ----ე ბავშვთან ერთად წაიყვანა სახლში.

48. შ------- ე-----–---–ის ჩვენებით ასევე დადასტურებულია, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს პოლიციიდან, დაკითხვიდან, სახლში შვილთან ერთად დაბრუნდა ე--------ე. ე---------- მივიდა მასთან და უთხრა, რომ სახლიდან უნდა გამოეტანა ბავშვის ტანსაცმელი და წავიდა სახლში. რამოდენიმე წუთში ე---------- მობრუნდა უკან, იგი შეშინებული იყო. ე.ბ----ემ მას უთხრა, რომ მას ზ----მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა დახრჩობით. ცოტა ხანში მის სახლში მივიდა ზ---- ე-----–---–ი, რომელმაც წყნარად უთხრა ე----------ს, რომ „ხვალიდან ჩააბარგე შენი ბარგი და წადი.“ მართალია, შ------- ე-----–---–ი არ არის უშუალო სიცოცხლის მოსპობის მუქარის მოწმე, თუმცა, მან ე---------- ბ----ის მიერ მონათხრობისთანავე ნახა ზ---- ე-----–---–ი, რომელიც მეუღლეს სახლიდან წასვლას სთხოვდა და ასევე ნახა შეშინებული ე---------- ბ----ე.

49. მუქარის ნაწილში გამოძიებამ ასევე ამოიღო ელექტრო სადენი, რომლითაც ე.ბ----ის ჩვენებით ზ---- ე-----–---–ი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

50. არასადავო მტკიცებულებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 სექტემბრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ე---------- ბ----ემ, მეუღლის ზ---- ე-----–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

51. არასადავო მტკიცებულებით, დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ ემილ ე-----–---–ი დაბადებულია 2017 წლის 6 თებერვალს, (ტომი 1 - ს.ფ. 70), ანუ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თარიღის 2017 წლის 27 იანვრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ადასტურებს ბრალდებულისათვის მეუღლის, ე---------- ბ----ის ორსულობის ცოდნის ფაქტს.

52. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული და არასადავოდ გამხდარი მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებენ ზ---- ე-----–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

53. სასამართლოს ბრალდებულ ზ---- ე-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, საქმის მასალების მიხედვით, არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

54. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

55. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ზ---- ე-----–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელის სახე, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

56. სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული ზ---- ე-----–---–ი გამართლდა მძიმე დანაშაულის, გაუპატიურების ჩადენაში, ასევე გამართლდა ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნულის გათვალისწინებით ზ---- ე-----–---–მა უნდა იგრძნოს სასჯელის სიმსუბუქე და სწორედ ამიტომ, სასამართლო გამოიყენებს სასჯელს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას არ უკავშირდება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

57. ზ---- ე-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებულ ბრალდებაში გამართლდეს.

58. ზ---- ე-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის თებერვლის თვიდან 24 ივნისის ეპიზოდში) გამართლდეს.

59. ზ---- ე-----–---–ი ნაწილობრივ გამართლდეს და წარდგენილი ბრალდებიდან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) ამოერიცხოს მაკვალიფიცირებელი გარემოება ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

60. ზ---- ე-----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.

61. ზ---- ე-----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათი.

62. ზ---- ე-----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათი.

63. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ---- ე-----–---–ს დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი.

64. ზ---- ე-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

65. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზ---- ე-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 03 აგვისტოდან, 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო - 08(რვა) თვე და 14(თოთხმეტი) დღე. პატიმრობაში ყოფნის ერთი დღის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის - 5 საათზე გადაანგარიშებით, ზ---- ე-----–---–ს დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათი - ჩაეთვალოს მოხდილად.

66. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ელექტრო დამაგრძელებელი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

67. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

68. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური