განაჩენი

სისხლის სამართლის 04.04.2019
საქმის ნომერი
180100119002890551
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მ–----ის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/59-19 4 აპრილი, 2019 წელი ქალაქი მ–----ა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--–- ორ-------იძე;

 

დაცვის მხარე - გ--–- ტყ-–--–-–---–ი, გ------ ჩა-------ი

 

ბრალდებული - თ----- ა-------ს ძე ჯო---–---–ი (დაბადებული 1--- წლის 16 ნ--------ს, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, ხელოსანი, მცხოვრები: მ–----ის რაიონი, სოფელი წ--------ი რიგი N17, ბინა N128-ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია:

1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 04 ნ--------ს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ–----ის რაიონის სოფელ წ--------ის ახალი დასახლების მე-17 რიგის N128-ე ბინაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ----- ჯო---–---–მა, შვილზე, ნ----- ჯო---–---–ზე უკმაყოფილომ იმის გამო, რომ მას ეცვა მოკლე კაბა, არასრულწლოვანი შვილის: 2005 წელს დაბადებული გ------- ჯო---–---–ის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, რა დროსაც უკრძალავდა სახლიდან გარეთ გასვლას და მუშაობას, იმავდროულად თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, შემდეგ ხელები წაუჭირა ყელში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ----- ჯო---–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შემდეგაც, თ----- ჯო---–---–მა, ნ----- ჯო---–---–ის ფიზიკური შეურაცხყოფა განაგრძო საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში. კერძოდ, გადმოაგდო იგი დივანიდან და ზურგის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი, იმავდროულად ხელებს ურტყამდა თავის არეში. ყოველი დარტყმის შედეგად ნ----- ჯო---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2018 წლის 04 ნ--------ს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ–----ის რაიონის სოფელ წ--------ის ახალი დასახლების მე-17 რიგის N128-ე ბინაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ----- ჯო---–---–მა, შვილზე, ნ----- ჯო---–---–ზე უკმაყოფილომ იმის გამო, რომ მას ეცვა მოკლე კაბა, არასრულწლოვანი შვილის: 2005 წელს დაბადებული გ------- ჯო---–---–ის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, რა დროსაც უკრძალავდა სახლიდან გარეთ გასვლას და მუშაობას, იმავდროულად თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, შემდეგ ხელები წაუჭირა ყელში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ----- ჯო---–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შემდეგაც, თ----- ჯო---–---–მა, ნ----- ჯო---–---–ის ფიზიკური შეურაცხყოფა განაგრძო საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში. კერძოდ, გადმოაგდო იგი დივანიდან და ზურგის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი, იმავდროულად ხელებს ურტყამდა თავის არეში. ყოველი დარტყმის შედეგად ნ----- ჯო---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარის შედეგად, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა თ----- ჯო---–---–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

2.2. დაზარალებულ ნ----- ჯო---–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მ–----ის რაიონის სოფელ წ--------ში რიგი N17, ბინა N128-ში, მამასთან თ----- ჯო---–---–თან, დედასთან ი----- გ-------–---–თან და ძმებთან 18 წლის ვ---- ჯო---–---–თან, 13 წლის გ------- ჯო---–---–თან და 3 წლის გ-------– ჯო---–---–თან ერთად. 2018 წლის 4 ნ--------ს დაახლოებით 23:00 საათზე სამსახურიდან სახლში დაბრუნდა ნ----- ჯო---–---–ი, რა დროსაც დახვდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა თ----- ჯო---–---–ი, რომელმაც უსაყვედურა ჩაცმულობაზე, რადგან ეცვა მოკლე კაბა, შემდეგ უთხრა, რომ აღარ ივლიდა სამსახურში და გამოხატავდა აგრესიას შვილის მიმართ. ნ----- ჯო---–---–ი შევიდა იმ ოთახში სადაც ეძინათ ძმებს გ------- და გ-------– ჯო---–---–ებს და უკან შეყვა მამა თ----- ჯო---–---–ი ყვირილით და უმეორებდა, რომ აღარ წავიდოდა სამსახურში, ყვირილის დროს გაეღვიძათ ძმებს და დაიწყეს ტირილი, ამ დროს თ----- ჯო---–---–ი მივარდა ნ----- ჯო---–---–ს და თავის არეში დაარტყა მუშტი, შემდეგ ყელში წაუჭირა ხელი დააწვინა საწოლზე და უჭერდა ძლიერად ორივე ხელს ყელში, აღნიშნულ ფაქტს უყურებდნენ მისი არასრულწლოვანი ძმები. თ----- ჯო---–---–ი ემუქრებოდა, რომ მოკლავდა და დილას არ გაუთენებდა, შემდეგ ნ----- ჯო---–---–ი დაჯდა დივანზე, სადაც მივარდა და ნ----- გადმოაგდო იატაკზე და ზურგის არეში დაარტყა ფეხი, ხოლო ხელებს ურტყამდა თავის არეში. დარტყმების შედეგად ნ----- ჯო---–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარის შედეგად მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან მამა თ----- ჯო---–---–ი სიმთვრალის დროს არის არაადეკვატური.

2.3. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ნ----- ჯო---–---–ს სამედიცინო შემოწმებისას თავის და კისრის მიდამოში აღინიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

2.5. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ნ----- ჯო---–---–ი არის ბრალდებულ თ----- ჯო---–---–ის შვილი, ხოლო გ------- ჯო---–---–ი და გ-------– ჯო---–---–ი არიან არასრულწლოვნები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (მოწმის სახით ნ-----–---- ბ--------ის, ი----- გ------–-ილის, ჯ----– ხ------–---–ის გამოკითხვის ოქმები, თ----- ჯო---–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერები დროს ამოღებული ნივთმტკიცება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, დაზარალებულ ნ----- ჯო---–---–ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ გ------- ჯო---–---–ის გამოკითხვის ოქმები, სსიპ 112-ის ოპერატიულ სამმართველოში შემოსული ნ----- ჯო---–---–ის სატელეფონო შეტყობინება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ----- ჯო---–---–მა 2018 წლის 4 ნ--------ს 23:00 საათზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ნ----- ჯო---–---–ის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ თ----- ჯო---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან, ჰყავს ოთხი შვილი, ოჯახის მარჩენალია, მუშაობს ხელოსნად, განიცდიან ეკონომიურ გაჭირვებას, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ხასიათდება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივია გენდერული დისკრიმინაცია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- ჯო---–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- ჯო---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

2. თ----- ჯო---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, თ----- ჯო---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

4. თ----- ჯო---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

5. თ----- ჯო---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 5 ნოემბრიდან 2019 წლის 16 იანვრის ჩათვლით.

6. თ----- ჯო---–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: მაგიდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მ–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი