გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.04.2019
საქმის ნომერი
330210117002186037
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/32478-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08.04.2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი

სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი

 

მოსარჩელე შპს მ--–--------,წარმომადგენელი ლ---- მ-----, ბ---- მ-----, ტ------– კ-----,ნ-----–-- ზ-------,მოპასუხე სს H------ i------------ s------ e------- z---,წარმომადგენელი გ------- გ----–---–-,მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეზე შპს ქ--------–- რ------–-,დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე სს H------ i------------ s------ e------- z----ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელე შპს მ--–--------- კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: 1.გენერატორი ,,KATANA’’ სერია - D1445295, 03/2015წ. (00026); 2.კედლის დახლ-მაცივარი რძის პროდუქტებისთვის 2500მ - 2 ცალი (2167მ1); 3.კამერა-მაცივარი 2300 - ცალი (2167მ71); 4.ბასეინ-მაცივარი 2500 მმ -3 ცალი (2167მ8); 5.სენდვიჩ-პანელიანი მაცივრების კარები - 4 ცალი (21873); 6.სენდვიჩ-პანელი 12სმ - 27 ცალი (2167მ6); 7.მაცივრების სისტემა -1 ცალი (2167-9); 8.სენდვიჩ-პანელიანი მაცივრების აგრეგატი- 1 ცალი (2167); 9. სალაროს ბილიკი - 4 ცალი (2167-1); 10. სასწორი შტრიხკოდებით - 1 ცალი (2167-2); 11.პროჟექტორები - 10 ცალი (2171); 12. სტელაჟი - 138მ (2186-6); 13.დახლ-მაცივარი კუთხის 90 4400მმ მზა საჭმელებისთვის - 2 ცალი (2186-8); 14.დახლ-მაცივარი მზა საჭმელებისთვის 1250მმ - 1 ცალი (2167მ21); 15.დახლ-მაცივარი მზა საჭმელებისთვის 1870მმ - 1 ცალი (2167მ3); 16.გამაციებელი აგრეგატის კომპლექტი -1 ცალი (00033); 17.დახლ-მაცივრების ცენტრალური აგრეგატი 3 ძრავით - 1 ცალი (000012); 18.სენდვიჩ-პანელიანი მაცივრების შიდა გაციების აგრეგატი - 4 ცალი (00019); 19. ცენტრალური აგრეგატის კონდესატი (ვენტილატორი) 2000*50*900მმ - 1 ცალი (00034); 20.ხორცის დახლ მაცივარი 2500X1200X1250 - 1 ცალი (00035); 21.ხურდის მთვლელი - 1 ცალი (00039); 22. მეორადი სასმელების მაცივარი - 3 ცალი (000421); 23. ტორტის საციებელი ვიტრინა - 2 ცალი (00045); 24.მონიტორი ფეხის გარეშე - 2 ცალი (00046); 25.კომპიუტერი კომპლექტში - 2 ცალი (00050); 26. დახლ-მაცივარი 1250 თბილი მზა საჭმელისთვის - 1 ცალი (2167მ5); 27. MHB-76WNI კონდენციონერის შიდა ბლოკი -2 ცალი (2167მ78) და 28.MOV-96HNI-R კონდენციონერის გარე ბლოკი - 2 ცალი (2167) და ისინი გადაეცეს მოსარჩელეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე სს H------ i------------ s------ e------- z----მ არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი ფლობდეს მის საიჯარო ფართში განთავსებულ მოძრავ ნივთებს.

 

2.2. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირს (მოპასუხის მხარეს) შპს ქ--------–- რ------–- სარჩელთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია, ამასთან არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 01.07.2016 წელს, მოპასუხე სს H------ i------------ s------ e------- z----ს და შპს ქ--------–- რ------–- შორის დაიდო იჯარის წინარე ხელშეკრულება. წინარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მეიჯარის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 0-.1-.3-.0--.4--) მშენებარე მრავალსართულიან სახლში მოიჯარისათვის 504 კვ.მ. კომერციული ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემა და ამასთან დაკავშირებით იჯარის ძირითადი ხელშეკრულების გაფორმება მრავალსართულიანი სახლის (შენობა-ნაგებობის) საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

წინარე იჯარის ხელშეკრულების ასლი ს.ფ. 106-113.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომაზე.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.2. 03.10.2017 წელს, სს H------ i------------ s------ e------- z----ს და შპს ქ--------–- რ------–- შორის დაიდო შეთანხმება. შეთანხმებით მხარეები ადასტურებენ: 1.1 2016 წლის 0- ივლისიდან შპს ქ--------–- რ------–-, როგორც მოიჯარე სარგებლობდა ქ. თბილისში ვ-------- კ-------ის N7--ში მდებარე სს H------ i------------ s------ e------- z----ს კუთვნილი უძრავი ქონებებით: ფართით 506.4 კვ.მ. (ს/კ 0-.1-.3-.0--.4--.0-.0-.0--; 0-.1-.3-.0--.4--.0-.0-.0--; 0-.1-.3-.0--.4--.0-.0-.0--; 0-.1-.3-.0--.4--.0-.0-.0--) და მომიჯნავე ფართით. 1.2. შპს ქ--------–- რ------–- სიტემატიურად არ იხდიდა რა საიჯარო ქირას, 2017 წლის სექტემბრის ბოლოს შპს ქ--------–-- რ------–-- შეწყვიტა ზემოხსენებული იჯარა ისე, რომ სს H------ i------------ s------ e------- z----ს მიმართ გააჩნია ექვსი თვის საიჯარო ქირის დავალიანება, ჯამში 30240 აშშ. დოლარის ექვივალენტი ლარში, გადახდის დღეს არსებული კურსით, გადასახადების გარეშე. ამასთან, სს H------ i------------ s------ e------- z----ს მიერ მრავალგზის შეთავაზების მიუხედავად, შპს ქ--------–-- რ------–-- არ დადო ძირითადი იჯარის ხელშეკრულება, ეწეოდა რა საიჯარო ფართზე სამეწარმეო საქმიანობას ისე, რომ არ იხდიდა საიჯარო ქირას. 1.3. ამ შეთანხმების 1.1. პუნქტში მითითებულ საიჯარო ფართებზე იჯარის ფარგლებში შპს ქ--------–- რ------–-- როგორც მოიჯარის მიერ შეტანილ ქონებაზე (ინვენტარზე) ვრცელდება სს H------ i------------ s------ e------- z----ს უპირატესი გირავნობის უფლება, ვიდრე შპს ქ--------–- რ------–- სრულად არ დაფარავს ამ შეთანხმების 1.2. პუნქტში მითითებულ დავალიანებას.

 

20.11.2017 წელს სს H------ i------------ s------ e------- z----ს და შპს ქ--------–- რ------–- შორის დაიდო შეთანხმება. შეთანხმებით მხარეები ადასტურებენ: 1.1 2016 წლის 01 ივლისიდან შპს ქ--------–- რ------–-, როგორც მოიჯარე სარგებლობდა ქ. თბილისში ვ-------- კ-------ის N7--ში მდებარე სს H------ i------------ s------ e------- z----ს კუთვნილი უძრავი ქონებებით: ფართით 506.4 კვ.მ. (ს/კ 0-.1-.3-.0--.4--.0-.0-.0--; 0-.1-.3-.0--.4--.0-.0-.0--; 0-.1-.3-.0--.4--.0-.0-.0--; 0-.1-.3-.0--.4--.0-.0-.0--) და მომიჯნავე ფართით. 1.2. შპს ქ--------–- რ------–- სიტემატიურად არ იხდიდა რა საიჯარო ქირას, 2017 წლის სექტემბრის ბოლოს შპს ქ--------–-- რ------–-- შეწყვიტა ზემოხსენებული იჯარა ისე, რომ სს H------ i------------ s------ e------- z----ს მიმართ გააჩნია ექვსი თვის საიჯარო ქირის დავალიანება, ჯამში 30240 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის დღეს არსებული კურსით, გადასახადების გარეშე. ამასთან, სს H------ i------------ s------ e------- z----ს მიერ მრავალგზის შეთავაზების მიუხედავად, შპს ქ--------–-- რ------–-- არ დადო ძირითადი იჯარის ხელშეკრულება, ეწეოდა რა საიჯარო ფართზე სამეწარმეო საქმიანობას ისე, რომ არ იხდიდა საიჯარო ქირას. 1.3. ამ შეთანხმების 1.1. პუნქტში მითითებულ საიჯარო ფართებზე იჯარის ფარგლებში შპს ქ--------–- რ------–-- როგორც მოიჯარის მიერ შეტანილ ქონებაზე (ინვენტარზე) ვრცელდება სს H------ i------------ s------ e------- z----ს უპირატესი გირავნობის უფლება, ვიდრე შპს ქ--------–- რ------–- სრულად არ დაფარავს ამ შეთანხმების 1.2. პუნქტში მითითებულ დავალიანებას.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

03.10.2017 წლის შეთანხმების ასლი ს. ფ. 116-117.

20.11.2017 წლის შეთანხმების ასლი ს. ფ. 114-115.

მოპასუხის ახსნა-განმარტება სხდომაზე.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.3. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთების (1.გენერატორი ,,KATANA’’ სერია - D1445295, 03/2015წ. (00026); 2.კედლის დახლ-მაცივარი რძის პროდუქტებისთვის 2500მ - 2 ცალი (2167მ1); 3.კამერა-მაცივარი 2300 - ცალი (2167მ71); 4.ბასეინ-მაცივარი 2500 მმ -3 ცალი (2167მ8); 5.სენდვიჩ-პანელიანი მაცივრების კარები - 4 ცალი (21873); 6.სენდვიჩ-პანელი 12სმ - 27 ცალი (2167მ6); 7.მაცივრების სისტემა -1 ცალი (2167-9); 8.სენდვიჩ-პანელიანი მაცივრების აგრეგატი- 1 ცალი (2167); 9. სალაროს ბილიკი - 4 ცალი (2167-1); 10. სასწორი შტრიხკოდებით - 1 ცალი (2167-2); 11.პროჟექტორები - 10 ცალი (2171); 12. სტელაჟი - 138მ (2186-6); 13.დახლ-მაცივარი კუთხის 90 4400მმ მზა საჭმელებისთვის - 2 ცალი (2186-8); 14.დახლ-მაცივარი მზა საჭმელებისთვის 1250მმ - 1 ცალი (2167მ21); 15.დახლ-მაცივარი მზა საჭმელებისთვის 1870მმ - 1 ცალი (2167მ3); 16.გამაციებელი აგრეგატის კომპლექტი -1 ცალი (00033); 17.დახლ-მაცივრების ცენტრალური აგრეგატი 3 ძრავით - 1 ცალი (000012); 18.სენდვიჩ-პანელიანი მაცივრების შიდა გაციების აგრეგატი - 4 ცალი (00019); 19. ცენტრალური აგრეგატის კონდესატი (ვენტილატორი) 2000*50*900მმ - 1 ცალი (00034); 20.ხორცის დახლ მაცივარი 2500X1200X1250 - 1 ცალი (00035); 21.ხურდის მთვლელი - 1 ცალი (00039); 22. მეორადი სასმელების მაცივარი - 3 ცალი (000421); 23. ტორტის საციებელი ვიტრინა - 2 ცალი (00045); 24.მონიტორი ფეხის გარეშე - 2 ცალი (00046); 25.კომპიუტერი კომპლექტში - 2 ცალი (00050); 26. დახლ-მაცივარი 1250 თბილი მზა საჭმელისთვის - 1 ცალი (2167მ5); 27. MHB-76WNI კონდენციონერის შიდა ბლოკი -2 ცალი (2167მ78) და 28.MOV-96HNI-R კონდენციონერის გარე ბლოკი - 2 ცალი (2167)) მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ფართში შეტანა განახორციელა შპს ქ--------–- რ------–--, მათ შორის არსებული წინარე საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელესთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომაზე.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.4. მოპასუხე წინააღმდეგია მოსარჩელემ გამოიტანოს სარჩელში მითითებული ნივთები მოპასუხის საკუთრებაში არსებული საიჯარო ფართიდან.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე წარმოადგენს მოპასუხის მფლობელობაში მყოფი შემდეგი ნივთების მესაკუთრეს: 1. გენერატორი ,,KATANA’’ სერია - D1445295, 03/2015წ. (00026); 2.კედლის დახლ-მაცივარი რძის პროდუქტებისთვის 2500მ - 2 ცალი (2167მ1); 3.კამერა-მაცივარი 2300 - ცალი (2167მ71); 4.ბასეინ-მაცივარი 2500 მმ -3 ცალი (2167მ8); 5.სენდვიჩ-პანელიანი მაცივრების კარები - 4 ცალი (21873); 6.სენდვიჩ-პანელი 12სმ - 27 ცალი (2167მ6); 7.მაცივრების სისტემა -1 ცალი (2167-9); 8.სენდვიჩ-პანელიანი მაცივრების აგრეგატი- 1 ცალი (2167); 9. სალაროს ბილიკი - 4 ცალი (2167-1); 10. სასწორი შტრიხკოდებით - 1 ცალი (2167-2); 11.პროჟექტორები - 10 ცალი (2171); 12. სტელაჟი - 138მ (2186-6); 13.დახლ-მაცივარი კუთხის 90 4400მმ მზა საჭმელებისთვის - 2 ცალი (2186-8); 14.დახლ-მაცივარი მზა საჭმელებისთვის 1250მმ - 1 ცალი (2167მ21); 15.დახლ-მაცივარი მზა საჭმელებისთვის 1870მმ - 1 ცალი (2167მ3); 16.გამაციებელი აგრეგატის კომპლექტი -1 ცალი (00033); 17.დახლ-მაცივრების ცენტრალური აგრეგატი 3 ძრავით - 1 ცალი (000012); 18.სენდვიჩ-პანელიანი მაცივრების შიდა გაციების აგრეგატი - 4 ცალი (00019); 19. ცენტრალური აგრეგატის კონდესატი (ვენტილატორი) 2000*50*900მმ - 1 ცალი (00034); 20.ხორცის დახლ მაცივარი 2500X1200X1250 - 1 ცალი (00035); 21.ხურდის მთვლელი - 1 ცალი (00039); 22. მეორადი სასმელების მაცივარი - 3 ცალი (000421); 23. ტორტის საციებელი ვიტრინა - 2 ცალი (00045); 24.მონიტორი ფეხის გარეშე - 2 ცალი (00046); 25.კომპიუტერი კომპლექტში - 2 ცალი (00050); 26. დახლ-მაცივარი 1250 თბილი მზა საჭმელისთვის - 1 ცალი (2167მ5); 27. MHB-76WNI კონდენციონერის შიდა ბლოკი -2 ცალი (2167მ78) და 28.MOV-96HNI-R კონდენციონერის გარე ბლოკი - 2 ცალი (2167).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის პირობებში, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის სამი საფუძვლიდან ორის დამტკიცება. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენს: ა) მოსარჩელე რომ არის ნივთის მესაკუთრე და ბ) მოპასუხე რომ არის მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი ნივთის მფლობელი, ხოლო მესამე საფუძვლის, რომ გ) მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლით ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ნივთს მოპასუხის მტკიცების ტვირთია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნება აღიარებული სადავო ნივთზე/ნივთებზე მისი მოთხოვნის მართლზომიერება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე მხარეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი საკუთრებაა სასარჩელო მოთხოვნის გრაფაში მითითებული ნივთები და ასევე მისი მტკიცების საგანია იმის დადასტურება, რომ მის მიერ სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთები მოპასუხის მფლობელობაშია.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ გაართვა თავი მისი მტკიცების სფეროში შემავალ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ იგი არის სარჩელით მოთხოვნილი მოძრავი ნივთების მესაკუთრე. სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლებასთან მიმართებით შედავება უნდა განეხორციელებინა არა იჯარის საგნის მესაკუთრეს, არამედ შპს ქ--------– რ------–-, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ იგი მხარედ ჩააბა საქმეში და ყველა ზომა მიიღო რომ სხდომაზე მოეწვია, სასამართლოში არ გამოცხადებულა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილი ნივთები წარმოადგენს მოძრავ ქონებას და მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის სპეციალური წესი არ არის დადგენილი მოსარჩელე მხარემ წარმატებით გაართვა თავი მისი მტკიცების სფეროში შემავალი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთს, რაც მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით და ბალანსიდან დგინდება.

 

რაც შეეხება მეორე წინაპირობას, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და მოპასუხე არ უშვებს მას, რომ თავისი ნივთები ნახოს და აღწერა გააკეთოს. შესაბამისად ასეთი მოცემულობიდან გამომდინარე, იმის მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მოძრავი ნივთები არ არის მოპასუხის მფლობელობაში გადადის მოპასუხეზე, რომელმაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არის სარჩელით მოთხოვნილი მოძრავი ნივთების მესაკუთრე და ზემოაღნიშნული მოძრავი ნივთები იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში.

 

3.2.2. მოპასუხეს გააჩნია სამართლებრივი საფუძველი ფლობდეს სარჩელში მითითებულ მოძრავ ნივთებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეზეა, რომელმაც სამართლებრივად წარმატებით გაართვა თავი მისი მტკიცების ტვირთს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს ის ნივთები, რომელსაც მოპასუხე ფლობს, შპს ქ--------–- რ------–-- მიერ იქნა აღნიშნული ნივთები შეტანილი მოპასუხის კუთვნილ ქონებაში და შეტანის მომენტისათვის იგი წარმოადგენდა ამ ნივთების მესაკუთრეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ქ--------–- რ------–- და მოპასუხე მხარე იმყოფებოდნენ საიჯარო სამართალურთიერთობაში ერთმანეთთან და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე შპს ქ--------–- რ------–- მოპასუხის მიმართ გააჩნია დავალიანება. შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 568-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხეს გააჩნია უფლება გამოიყენოს კანონისმიერი გირავნობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი გირავნობის უფლება სანივთო უფლებაა და იგი გადაჰყვება მოძრავ ნივთს, მიუხედავად მისი მესაკუთრის შეცვლისა. ანუ შპს ქ--------–- რ------–-- მიერ საიჯარო უძრავ ქონებაში მოძრავი ქონების შეტანის მომენტიდან მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრე გახდა შპს მ--–--------, ეს სანივთო უფლება რაც კანონისმიერ გირავნობის უფლებას ეხება გადაჰყვა ნივთებს. შესაბამისად, ვიდრე აღნიშნული უფლება ექნება მოპასუხეს და აღნიშნული ნივთები განთავსებულ იქნება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ საიჯარო ფართში, მანამდე ვიდრე დავალიანების დაფარვა არ განხორციელდება შპს ქ--------–- რ------–-- მიერ, მოპასუხეს ექნება უფლება გამოიყენოს კანონისმიერი გირავნობის უფლება და შესაბამისად იარსებებს სამართლებრივი საფუძველი ამ მოძრავი ნივთების მართლზომიერი ფლობისათვის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე, 568-ე 581-ე და 254-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ნივთები წარმოადგენენ მოძრავ ნივთებს და ივარაუდება, რომ მისი მფლობელი მისი მესაკუთრეა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარეობს. მესაკუთრეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158.2 მუხლის და 170-ე მუხლის შესაბამისად უფლება აქვს ფლობდეს ან არ ფლობდეს, სარგებლობდეს ან არ სარგებლობდეს კუთვნილი ნივთით, ნება დართოს ან აუკრძალოს მესამე პირებს ისარგებლონ მესაკუთრის ქონებით. ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება. თუკი არ არსებობს სარგებლობის აუცილებელი სოციალური ინტერესი. ეს კი გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლი, აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ მესამე პირების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს და შემოწმდეს შემდეგი წინაპირობები: 1) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2) მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი ნივთის მფლობელი-მპყრობელი; 3) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ რაც დადგინდება სამივე წინაპირობის ერთობლივად არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არ დადასტურდა მოპასუხე სს H------ i------------ s------ e------- z----ს მფლობელობაში არსებული მოსარჩელის კუთვნილი ნივთების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტობრივი გარემოება, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.1 და 3.2.2 პუნქტით დადგენილია, რომ მესამე პირს გააჩნია მოპასუხის მიმართ საიჯარო ქირის დავალიანება, რის გამოც მოპასუხე სს H------ i------------ s------ e------- z----მ გამოიყენა კანონით მინიჭებული გირავნობის უფლება მესამე პირის მიერ იჯარით აღებულ უძრავ ქონებაში შეტანილ ნივთებზე მანამ, სანამ ეს ნივთები ამ უძრავ ქონებაში იქნება განთავსებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581.2 მუხლით იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 568-ე მუხლის შესაბამისად ქირავნობის ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად მიწის ნაკვეთის, სახლის ან ბინის გამქირავებელს აქვს გირავნობის უფლება დამქირავებლის მიერ იქ შეტანილ ნივთებზე. გირავნობის უფლება ძალას კარგავს დაქირავებული ფართობიდან ნივთების მოცილებასთან ერთად, თუკი ეს განხორციელდება ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ურთიერთობების შესაბამისად.

 

ამავე კოდექსის 254.1 მუხლით კი მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

ამავე კოდექსის 254.41 მუხლით გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს როგორც ნივთზე ან მის ნაწილზე, ნივთთა ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ისე მთელ მოძრავ ქონებაზე.

 

სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ კანონისმიერი გირავნობის ინსტიტუტი კანონის საფუძველზე არსებობს და მისი წარმოშობა მხარეთა ნებასა თუ შეთანხმებაზე დამოკიდებული არ არის, ხოლო მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს კრედიტორის მიერ კანონისმიერი გირავნობის უფლების გამოყენების შემთხვევაში და მისი თანმხობა ან მხარეთა შეთანხმება ამ საკითხზე არ არის საჭირო. ამ კონკრეტულ შემთხევაში მოსარჩელემ მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას იცოდა, რომ ისინი მოპასუხის საიჯარო ფართში იყო განლაგებული და შესაძლებელი იყო კრედიტორის მიერ გირავნობის უფლების გამოყენება, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მოსარჩელის დირექტორი წარმოადგენდა ასევე როგორც მყიდველის ისე გამყიდველის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, შესაბამისად მოსარჩელემ იცოდა, რომ ყიდულობდა უფლებრივად ნაკლის მქონე მოძრავ ქონებას.

 

„moTxovnis uzrunvelyofis saSualebebi iyofian uzrunvelyofis sanivTo da valdebulebiT – samarTlebriv saSualebad. sanivTo uzrunvelyofis saSualebebs miekuTvneba giravnoba da ipoTeka. kanoni erTmaneTisagan ganasxvavebs saxelSekrulebo giravnobasa da kanonismier giravnobas. saxelSekrulebo giravnobis dros mxareebi calke xelSekrulebas deben giravnobis Taobaze, xolo kanonismieri giravnobis SemTxvevebs kanoni pirdapir iTvaliswinebs (sk-is 568-e, 634-e, 776-e muxlebi da a,S. aseve, sazRvao kodeqsis 82-e muxli). aseT SemTxvevaSi urTierTobis monawileebs Soris SeTanxmeba savaldebulo ar aris. ormxrivi valdebulebis zogadi principidan gamomdinare, pirs (kreditors), romelic marTlzomierad flobs sxvis qonebas, ufleba aqvs daakavos misi gadacema movalis mier am qonebasTan dakavSirebuli valdebulebis Sesrulebamde. nivTis dakavebis ufleba valdebulebis Sesrulebis uzrunvelyofis saSualebaa da gamoixateba kreditoris mier movalis qonebis dakavebaSi im moTxovnis dakmayofilebis uzrunvelsayofad, romlis Sesrulebis vada ukve dadga. amitom, dakavebuli nivTis mimarT gamoiyeneba giravnobis Sesabamisi normebi“ (იხ. სუსგ ას-1147-1394-05, 18.04.2006 წ.).

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო ვინდიკაციური სარჩელის ისეთი სავალდებულო ნიშნის არსებობის დადასტურება, როგორიცაა მოპასუხის მიერ მოძრავი ნივთების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული საპროცესო ხარჯი მოპასუხეს არ დაეკისრება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.11.2017 წელს საქმეზე N2/32478-17 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.1 პუნქტით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 1991 -ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდილია.

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.11.2017 წელს საქმეზე N2/32478-17 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.1 პუნქტით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი