გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.04.2019
საქმის ნომერი
330310018002602271
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5414-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 აპრილი, 2019 წელი ქ-------–---

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ჭალიძე

სხდომის მდივანი ბეჟან ნემსაძე

 

მოსარჩელეები - რ----–---------–-ა, ე-----------–------ი, ბ------------–-ა, ა---------–-ა;

წარმომადგენელი: თ-------–----–----ა;

 

მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N---------- ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება (ოქმი N--);

 

1.3. დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - რ----–---------–-ა, ე-----------–------ი, ბ------------–-ა, ა---------–-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები;

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 47-54);

 

3.1.2. N------ დაბადების მოწმობის თანახმად, ა---------–-ა დაიბადა 2----–-–---------–---, რომლის მშობლები არიან რ----–---------–-ა და ე-----------–------ი;

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

N------ დაბადების მოწმობა (ს.ფ. 20);

 

3.1.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 23 ივლისის N-------------- წერილის თანახმად, რ----–---------–-ას 2018 წლის 17 ივლისის N-------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისში, მიმდინარე ეტაპის ფარგლებში, ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სამინისტროს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტრინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ა-----–--–---–---------ში მდებარე, ყოფილი ,--------------------------–--- შენობაში დამისამართებული და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების მოკვლევა. მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციით, განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე, როგორც მუდმივი მაცხოვრებელი არ ფიქსირდება, შესაბამისად დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი N--) უარი ეთქვა განმცხადებელს მიმდინარე ეტაპის ფარგლებში ბინით უზრუნველყოფაზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის №-- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ქ. თბილისში ახლადაშენებულ კორპუსში.

 

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, რ----–---------–-ას, ე-----------–------ს, ბ------------–-ას და ა---------–-ას უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე (ქ. თბილისში ბ--–--–---–-------- ,--------------------------–--) ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის №---------- ბრძანებით რ----–---------–-ას ოჯახს ქ.თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 23 ივლისის N-------------- წერილი (ს.ფ 92);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის №-- ოქმი (ს.ფ 57-61);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის №---------- ბრძანება (ს.ფ.122);

 

3.1.4. 2--- წლის 2-----------–-- აღწერის ფორმის თანახმად, ქ. თბილისში ბ--–--–---–------ში ,-----------------------–-------–-- მდებარე ფართი ამჟამად არის გაქირავებული და ცხოვრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთ შვილთან ერთად. ადგილზე სტუმრად დახვდათ ბ------------–-ა, ხოლო მისი მშობლები და და ცხოვრობს ტ------------------ში ახლადაშენებულ კორპუსში, ბ------ განმარტებით სახლი არის ოჯახის საკუთრება, თუმცა გაფორმებული ვის სახელზეა არ იცის. მისივე განმარტებით სახლი ტ------------ ქუჩაზე არის მისი მამიდის რ----------------–-ას შეძენილი, აღნიშნულ განმარტებას ესწრებოდა მეზობელი ბ-------------–---ე.

 

2018 წლის 1-------- დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მინიტორინგის ჯგუფი დამატებით მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ------------- ტ------------------ში (ბ------------------–----), ადგილზე დახვდათ ოჯახის უფროსი რ----–---------–-ა და მისი მეუღლე ე-----------–------ი. მათი განმარტებით ბინა ეკუთვნის რ----–--ის სიდედრს მ---------–---ას, რომელიც ცხოვრობს ამავე ბინაში რ----–--ის შვილებთან ერთად. 25 კვ/მ დაკავებული აქვს ბ--–--–---–------ში, მაგრამ სივიწროვის გამო დროებით საცხოვრებლად გადავიდნენ 2016 წლის ბოლოდან. განმცხადებლის (ოჯახის უფროსის) განმარტებით მისი მეუღლე ე-----------–------ი არის დედისერთა. რ----–--ის სიმამრი 2--- წელს არის გარდაცვლილი. ამ ბინაში ოჯახში გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო სიმამრის ავადმყოფობა, ვინაიდან სხვა მომვლელი არ ყავდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2--- წლის 2-----------–-- აღწერის ფორმა (ს.ფ. 93);

- 2018 წლის 1-------- ოქმი (ს.ფ. 94)

 

3.1.5. 2--- წლის 1-----–---- საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, გი------ ტ------------ ქ---------ში, არასასოფლო-სამურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე N--------------------–--------------.0---------------------------------------) 2013 წლის 10 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მ---------–---ას საკუთრების უფლება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2--- წლის 1-----–---- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 95-96);

 

3.1.6. იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, რ----–---------–-ას (სარეგისტრაციო N---------) დაბადების ადგილია გ--–-. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ა----------, გ--–-, კ------–------------. დროებით საცხოვრებელს ადგილს წარმოადგენს, ქ-------–---, დ------- აკ. ბ--–--–---–--------. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ-------–---, დ------- აკ. ბ--–--–---–--------.

 

იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ბ------------–-ას (სარეგისტრაციო N---------) დაბადების ადგილია თბილისი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ა----------, გ--–-, კ------–------------. დროებით საცხოვრებელს ადგილს წარმოადგენს, ქ-------–---, დ------- აკ. ბ--–--–---–--------. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ-------–---, დ------- აკ. ბ--–--–---–--------.

 

იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ა---------–-ას (სარეგისტრაციო N---------) დაბადების ადგილია თბილისი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ა----------, გ--–-, კ------–------------. დროებით საცხოვრებელს ადგილს წარმოადგენს, ქ-------–---, დ------- აკ. ბ--–--–---–--------. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ-------–---, დ------- აკ. ბ--–--–---–--------.

 

იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ე-----------–------ის (სარეგისტრაციო N---------) დაბადების ადგილია გ--–-. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ა----------, გ--–-, ს. ჭ-----------. დროებით საცხოვრებელს ადგილს წარმოადგენს, ქ-------–---, დ------- აკ. ბ--–--–---–--------. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ-------–---, დ------- აკ. ბ--–--–---–--------.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის ანკეტები (ს.ფ. 108-111);

3.1.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N---------- ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N--) რ----–---------–-ას (პ/ნ 6----------) ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, (ბ--–--–---–---------ში მდებარე ,--------------------------–---ში) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N---------- ბრძანება (ს.ფ. 122);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ----–---------–-ას, ე-----------–------ის, ბ------------–-ას და ა---------–-ა სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი”.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N---------- ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება (ოქმი N--), ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს და მასზე, შესაბამის მსჯელობას სასამართლო დამოუკიდებლად არ იქონიებს, თუმცა აღნიშნული ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილია და მისი კანონთან შესაბამისობის განხილვა, სადავო აქტთან მიმართებით ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით.

 

7.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილია – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ო“ პუნქტის შესაბამისად, კი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებლ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში. მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №7 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ.

 

ამდენად, კანონქვემდებარე აქტით დეტალურად არის გაწერილი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც რამდენიმე ეტაპიანია და იძლევა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ამავე წესით განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოითხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე, ხოლო სამინისტროს საქმიანობა ემყარებოდეს ამ სფეროში შემუშავებული და მიღებული სამართლებრივი დოკუმენტების დებულებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარით გათვალისწინებულია და შეიცავს მთელ რიგ კრიტერიუმებს, რომელთა შეფასებაც ხდება შესაბამისი კომისიის მიერ და აღნიშნული შეფასება წარმოადგენს დევნილის გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფის წინაპირობას და შესაბამისად, სამინისტროს დეპარტამენტების მხრიდან აღნიშნული პროცედურების დაცვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ შემდგომ კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს უკანონო გადაწყვეტილების მიღებას და განმცხადებლის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვასა თუ დარღვევას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები - რ----–---------–-ა, ე-----------–------ი, ბ------------–-ა, ა---------–-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები;

 

საქმეში წარმოდგენილი 2--- წლის 2-----------–-- აღწერის ფორმის საფუძველზე ირკვევა, რომ ქ. თბილისში ბ--–--–---–------ში (,-----------------------–-------–-- ) მდებარე ფართი ამჟამად არის გაქირავებული და ცხოვრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთ შვილთან ერთად. ადგილზე სტუმრად დახვდათ ბ------------–-ა, ხოლო მისი მშობლები და და ცხოვრობს ტ-----------ს N---ში ახლადაშენებულ კორპუსში, ბ------ განმარტებით სახლი არის ოჯახის საკუთრება, თუმცა გაფორმებული ვის სახელზე არ იცის. მისივე განმარტებით სახლი ტ------------ ქუჩაზე არის მისი მამიდის რ----------------–-ას შეძენილი.

 

2018 წლის 1-------- დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი დამატებით მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ------------- ტ------------------ში (ბ------------------–----), ადგილზე დახვდათ ოჯახის უფოსი რ----–---------–-ა და მისი მეუღლე ე-----------–------ი. მათი განმარტებით ბინა ეკუთვნის რ----–--ის სიდედრს მ---------–---ას, რომელიც ცხოვრობს ამავე ბინაში რ----–--ის შვილებთან ერთად. 25 კვ/მ დაკავებული აქვს ბ--–--–---–------ში, მაგრამ სივიწროვის გამო დროებით საცხოვრებლად გადავიდნენ 2016 წლის ბოლოდან. განმცხადებლის (ოჯახის უფროსის) განმარტებით მისი მეუღლე ე-----------–------ი არის დედისერთა. რ----–--ის სიმამრი 2--- წელს არის გარდაცვლილი. ამ ბინაში ოჯახში გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო სიმამრის ავადმყოფობა, ვინაიდან სხვა მომვლელი არ ჰყავდა.

 

2--- წლის 1-----–---- საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, გ------- ტ------------ ქ---------ში, ავტოსადგომი N1 მშენებარე (22.0---------------------------------------) 2013 წლის 10 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მ---------–---ას საკუთრების უფლება.

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებს, რომელზეც დაფიქსირებულია თბილისში, დ------------- ტ------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ამსახველი ფრაგმენტები, ამავე ფოტოებზე აღბეჭდილი არიან მოსარჩელე რ----–---------–-ა და ე-----------–------ი. წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით მ---------–---ას საკუთრებაშია 22.00 კვ. ავტოსადგომი, ხოლო ფოტოსურათებზე დაფიქსირებული საცხოვრებელი ბინის ფართობი შეადგენს თუ არა 22.00 კვმ.მ–ს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 23 ივლისის N-------------- წერილის საფუძველზე ირკვევა, რომ რ----–---------–-ას 2018 წლის 17 ივლისის N-------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისში, მიმდინარე ეტაპის ფარგლებში, ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სამინისტროს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტრინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ა-----–--–---–---------ში მდებარე, ყოფილი ,--------------------------–--- შენობაში დამისამართებული და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების მოკვლევა. მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციით, განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე, როგორც მუდმივი მაცხოვრებელი არ ფიქსირდება, შესაბამისად დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი N--) უარი ეთქვა განმცხადებელს მიმდინარე ეტაპის ფარგლებში ბინით უზრუნველყოფაზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის №-- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ქ. თბილისში ახლადაშენებულ კორპუსში. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, რ----–---------–-ას, ე-----------–------ს, ბ------------–-ას და ა---------–-ას უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე (ქ. თბილისში ბ--–--–---–-------- ,--------------------------–--).

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N---------- ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N--) რ----–---------–-ას (პ/ნ 6----------) ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, (ბ--–--–---–---------ში მდებარე ,--------------------------–---ში) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნებიან იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილის ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანი განსახლებისას. სამინისტრო, როგორც აღნიშნული საკითხის მოწესრიგებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ინდივიდუალურად შეაფასოს კონკრეტული ოჯახის საჭიროებები და ამგვარად საკითხის გამოკვლევის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დგინდება, რომ მოსარჩელეს რ----–---------–-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მონიტრინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ა-----–--–---–---------ში მდებარე, ყოფილი ,--------------------------–--- შენობაში დამისამართებული და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების მოკვლევა და დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე, განმცხადებელი, როგორც მუდმივი მაცხოვრებელი არ ფიქსირდებოდა.

 

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ სასამართლო კიდევ ერთგზის გაამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ 2--- წლის 2-----------–-- აღწერის ფორმაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში ბ--–--–---–------ში (,-----------------------–-------–-- ) მდებარე ფართი ამჟამად არის გაქირავებული და ცხოვრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთ შვილთან ერთად. ადგილზე სტუმრად დახვდათ ბ------------–-ა, ხოლო მისი მშობლები და და ცხოვრობს ტ------------ N---ში ახლადაშენებულ კორპუსში, ბ------ განმარტებით სახლი არის ოჯახის საკუთრება, თუმცა გაფორმებული ვის სახელზე არ იცის. მისივე განმარტებით სახლი ტ------------ ქუჩაზე არის მისი მამიდის რ----------------–-ას შეძენილი. შესაბამისად სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მონიტრინგის სამმართველოს არ გამოუკვლევია თუ ვინ იყო მესაკუთრედ რეგისტრირებული თბილისში, დ------------- ტ------------------ში (ბ------------------–----) მდებარე უძრავ ქონებაზე, ამასთან ზემოაღნიშნულ ოქმშივეა მითითებული, რომ ქ. თბილისში ბ--–--–---–------ში (,-----------------------–-------–-- ) სტუმრად დახვდათ ბ------------–-ა. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს იმ გარემეობას, რომ მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ეფუძნება არსებულ ფაქტობრივ გარემოებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N------------------).

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სპეციალური კანონით განსაზღვრული და კანონქვემდებარე აქტით დამტკიცებული კრიტერიუმის შეფასებისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა სრული შესაძლებლობები და ბერკეტი იმისათვის, რომ ეფექტურად განეხორციელებინა თავისი საქმიანობა, რომლის უფლებამოსილებაც მას კანონით აქვს მინიჭებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და თავად სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული უფლებამოსილებისა და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ობიექტურად და სამართლიანად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, სასამართლოს კონტროლის პირობებში ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N---------- ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობას.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო მიუთითებს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–---------–-ას, ე-----------–------ის, ბ------------–-ას, ა---------–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N---------- ბრძანება (დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ) და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას: დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N---------- ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, აღნიშნული კი, ამ ეტაპზე გამორიცხავს სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ამავდროულად, მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ 2----–-–----------------, №0 საგადასახადო დავალების საფუძველზე რ----–---------–-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ----–---------–-ას, ე-----------–------ის, ბ------------–-ას, ა---------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N---------- ბრძანება და დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. მოსარჩელეებს დაუბრუნდეთ 2-----–-–---------------- №0 საგადასახადო დავალების საფუძველზე რ----–---------–-ას (პ/ნ 6----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ-------–--- ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ჭალიძე