განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2019
საქმის ნომერი
330100118002655102
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4----18

(#0-----------)

თ---–---ს საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

12 მარტი, 2019 წელი ქ. თ---–---

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნა-----------–-ილი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- რ-----ის ძე ღ-------ე (დაბადებული - 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ხა--------–-, სო----–--------ა; ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თ---–---, ნონ-–---–-----------------------------------ში;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატები - პაა----------–აძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. 2018 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 12:39 საათზე, ქ.თბილისში, ა--–---–-----------, კო----------------------ში ყოფნის დროს, ნ--- ხ------ეს ყოფილი მეუღლე გ------- ღ-------ე სატელეფონო საუბრისას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ--- ხ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 12:39 საათზე, ქ.თბილისში, ა--–---–-----------, კო----------------------ში ყოფნის დროს, ნ--- ხ------ეს ყოფილი მეუღლე გ------- ღ-------ე სატელეფონო საუბრისას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ--- ხ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულისა და მოწმეების საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, ასევე გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ------- ღ-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გ------- ღ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. დაზარალებულმა ნ--- ხ------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ის და ბრალდებული გ------- ღ-------ე დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო შვილი - ე------------ე. თანაცხოვრების პერიოდში გ------- ღ-------ის მხრიდან მის მიმართ არაერთხელ ჰქონდა ადგილი სიტყვიერი და ფიზიკური შეუ---ცხყოფის მიყენებას, ასევე, თანაცხოვრების ბოლო პერიოდში იგი იღებდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რა დროსაც ხდებოდა აგრესიული და ჰქონდათ მუდმივი უთანხმოება. აღნიშნულის გამო, განსახილველ შემთხვევამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, ის და გ------- ღ-------ე ერთმანეთს დაშორდნენ, რის შემდეგაც გ------- ღ-------ე მის მიმართ ახორციელებდა მუქარებს, კერძოდ, 2018 წლის ივლისის თვეში იგი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ წავიდოდა დედასთან სოფელში, ასევე უგზავნიდა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ხოლო 2018 წლის 19 აგვისტოს, როდესაც იგი დედასთან - ლა-–-----------თან და შვილთან - ე-–---- ხ------ესთან ერთად იმყოფებოდა სახლში, და----ეკა გ------- ღ-------ემ, რომელიც სატელეფონო საუბრისას იყო აგრესიული და ემუქრებოდა როგორც მისი, ასევე, შვილის სიცოცხლის მოსპობით. მან ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე და გ------- ღ-------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარა გაიგეს აგრეთვე იქ მყოფმა შვილმა - ე-–---- ხ------ემ და დედამ - ლა-–-----------მა. ასევე, გ------- ღ-------ის მხრიდან მის მიმართ სატელეფონო საუბრისას განხორციელებული მუქარა თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით ჩაიწერა შვილმა - ე-–---- ხ------ემ. ნ--- ხ------ის განმარტებით, გ------- ღ-------ის მხრიდან განხორციელებული მუქარის შედეგად მას გაუჩნდა მუქარის განხორცილების რეალური შიში, ვინაიდან იგი რამდენჯერაც დაემუქრა, რომ მივიდოდა და სცემდა, იმდენჯერ მუქარა აღასრულა. შესაბამისად, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ნ--- ხ------ემ დამატებით აღნიშნა, რომ როდესაც გამოძიებაში გამოკითხვაზე დაიბარეს, ის და ე-–---- ხ------ე პოლიციის განყოფილებში მივიდნენ ერთად, თუმცა, მათი გამოკითხვა ჩატარდა ცალ-ცალკე, ერთმანეთის დაუსწრებლად, ასევე, გამოკითხვებს შორის მათ არ ჰქონიათ ერთმანეთთან საუბრის საშუალება. ნ--- ხ------ემ ასევე, აღნიშნა, რომ გ------- ღ-------ესთან თანაცხოვრების დროს იგი პირველ მეუღლესთან ოფიციალუ---დ განქორწინებული არ ყოფილა/იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა, ისინი ფაქტობრივად დიდი ხნით ადრე იყვნენ დაშორებულები.

 

4.2. მოწმე ე-–---- ხ------ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დედამისი ნ--- ხ------ე და ბრალდებული გ------- ღ-------ე დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო განსახილველ შემთხვევამდე გარკვეული პერიოდით ადრე ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. 2018 წლის 19 აგვისტოს, იგი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვ---------–ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, დედასთან - ნ--- ხ------ესთან და ბებიასთან - ლა-–-----------თან ერთად, რა დროსაც სატელეფონო საუბრისას გ------- ღ-------ე დედამისს ნ--- ხ------ეს დაემუქრა როგორც მისი, ასევე შვილების სიცოცხლის მოსპობით. გ------- ღ-------ის მხრიდან მუქარის განხორცილების დროს დედამისს ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული, რის გამოც გ------- ღ-------ის მხრიდან განხორციელებული მუქარა გაიგო როგორც მან, ასევე ბებიამ - ლა-–-----------მა. მან ასევე, კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით ჩაიწერა გ------- ღ-------ის მხრიდან ნ--- ხ------ის მიმართ განხორციელებული მუქარა. მოწმის განმარტებით, იგი სხვა დროს არ შესწრებია გ------- ღ-------ის მხრიდან დედამისის მიმართ მუქარის ან ძალადობის განხორციელების ფაქტს, თუმცა, დედისგან - ნ--- ხ------ისგან იცის, რომ ანალოგიურ ფაქტებს სხვა დროსაც ჰქონდა ადგილი, მათ შორის, 2018 წლის ივლისის თვეში, როდესაც გ------- ღ-------ე დაემუქრა მოკვლით თუ სოფელში წავიდოდა. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ მის მიერ მობილურ ტელეფონში ჩაწერილი ვიდეომასალის, რომელშიც დაფიქსირებული იყო გ------- ღ-------ის მხრიდან დედამისის მიმართ განხორციელებული მუქარა დათვალიერებულ იქნა მხოლოდ მისი და გამომძიებლის მონაწილეობით. მოწმემ დაადასტუ--- მისი მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერების ოქმის სისწორე.

4.3. მოწმე ლა-–-----------მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი შვილი ნ--- ხ------ე და ბრალდებული გ------- ღ-------ე დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ საერთო შვილი - ე------------ე. თანაცხოვრების საწყის ეტაპზე მის შვილსა და გ------- ღ-------ეს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა, შემდეგ ურთიერთობა დაეძაბათ. იგი არაერთხელ შესწრებია გ------- ღ-------ის მხრიდან მისი შვილის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეუ---ცხყოფის მიყენებას. 2018 წლის 19 აგვისტოს, იგი სტუმრად იმყოფებოდა შვილთან - ნ--- ხ------ესთან, ქ. თბილისში, ა--–---–ის ქუჩაზე, რა დროსაც ნ--- ხ------ეს მობილურ ტელეფონზე და----ეკა გ------- ღ-------ემ. მისმა შვილმა მობილური ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე, რა დროსაც როგორც მან, ასევე, მისმა შვილიშვილმა - ე-–---- ხ------ემ გაიგო გ------- ღ-------ის მხრიდან მისი შვილის - ნ--- ხ------ის მიმართ განხორციელებული მუქარა, კერძოდ, გ------- ღ-------ე მის შვილს - ნ--- ხ------ეს ეუბნებოდა: „მოგკლავ“, „შვილს მოგიკლავ“, „ოჯახს ამოგიწყვეტ“. ნ--- ხ------ისგან ასევე, იცის, რომ გ------- ღ-------ე მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა, თუმცა, უშუალოდ მას აღნიშნული შეტყობინებები არ წაუკითხავს. მოწმის განმარტებით, ნ--- ხ------ეს ძალიან შეეშინდა აღნიშნული მუქარების, მით უფრო იგი ემუქრებოდა შვილის მოკვლით, რომელიც ნ--- ხ------ეს ჰყავს პირველი - რეგისტრირებული ქორწინებიდან და სწორედ იმის გამო, რომ იგი არ იყო გ------- ღ-------ის შვილი, შესაძლებელი იყო მუქარა განეხორციელებინა და თავის დაცვის მიზნით მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე მისი გამოკითხვა ჩაატარა გამომძიებელმა, სხვა პირთა დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე.

4.4. ქ. თ---–---ს შსს ი----------------------------–-----------–------------–-ბის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა - ზა---- ზ-----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მის მიერ 2018 წლის 29 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნა გ------- ღ-------ე, კერძოდ, 2018 წლის 29 აგვისტოს, დღის საათებში, მისი თანამშრომლის ზუ---ბ ელ--------–---–ის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნ--- ხ------ის მიმართ მუქარის განმახორციელებელი პირი - გ------- ღ-------ე უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, შუ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი გავიდა ინფორმაციაში მითითებულ ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა გ------- ღ-------ე და მოახდინა მისი დაკავება. დაკავებისას გ------- ღ-------ეს გააცნო სასამართლოს განჩინება მისი დაკავების შესახებ, განუმარტა უფლებები, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნა ქ. თ---–---ს შსს ი----------------------------–-----------–------------–-ბის ადმინისტრაციულ შენობაში. მოწმის განმარტებით, გ------- ღ-------ის დაკავების ოქმის შედგენა მოხდა პოლიციის განყოფილებაში, რის შემდეგაც მისი ასლი გადაეცა დაკავებულს. მოწმემ დაადასტუ--- მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

4.5. ქ. თ---–---ს შსს ი----------------------------–-----------–------------–-ბის უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა - გ---- ზ----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს, ნ--- ხ------ის განცხადების საფუძველზე ი----------------------------–--------–-–-----------–----------ლებაში დაიწყო გამოძიება გ------- ღ-------ის მიერ მისი ყოფილი მეუღლის - ნ--- ხ------ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მის მიერ, ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მოწმის სახით გამოიკითხა თავად ნ--- ხ------ე, მისი შვილი ე-–---- ხ------ე და ნ--- ხ------ის დედა ლა-–-----------ი, ასევე, მის მიერ ნ--- ხ------ის თანხმობითა და მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონი, რომელშიც მისი თქმით განთავსებული იყო მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ასევე, მის მიერ ე-–---- ხ------ის თანხმობითა და მონაწილეობით დათვალიერდა ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ე-–---- ხ------ის თქმით ასახავდა გ------- ღ-------ისა და ნ--- ხ------ის სატელეფონო საუბარს და ისმოდა ბრალდებულის მხრიდან მუქარის შემცველი ტექსტები. ასევე, გ------- ღ-------ეს გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება და გამოკითხა ბრალდებულის სახით. მოწმემ დაადასტუ--- მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ მის მიერ მოწმეების გამოკითხვა მოხდა ცალ-ცალკე და ისინი ერთმანეთის გამოკითხვას არ დასწრებიან.

4.6. ბრალდებულმა გ------- ღ-------ემ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

4.7. დაცვის მხარის მოწმე ნ---- ლ-----ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გ------- ღ-------ე არის მისი შვილი. მოწმის განმარტებით, ნ--- ხ------ის მხრიდან, იმის გამო, რომ მის შვილს არ უნდა მასთან ცხოვრება, ერთი წლის განმავლობაში მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით ყოველდღიუ---დ ხორციელდებოდა მისი შვილის ციხეში გაშვების მუქარა. გარდა ამისა, ნ--- ხ------ე, მოწმის განმარტებით, პირადად მას და ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით აყენებს სიტყვიერ შეუ---ცხყოფას. მოწმემ აღნიშნა, რომ მან არ იცის, თუ სად ცხოვრობს ნ--- ხ------ე, მის საცხოვრებელ სახლში არასდროს ყოფილა, შესაბამისად, არ იცის რა მოხდა 2018 წლის 19 აგვიტოს ნ--- ხ------ის საცხოვრებელ ბინაში.

4.8. დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 19 აგვისტოს, 18:50 საათიდან - 19:10 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ---–---ს შსს ი----------------------------–-----------–------------–-ბის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გ---- ზ----–---–ის მიერ მოწმე ნ--- ხ------ის თანხმობითა და მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი „ნ----ას“ ფირმის მობილური ტელეფონი, კერძოდ, ტელეფონში არსებული მოკლეტექსტური შეტყობინებები, რომლებიც ნ--- ხ------ის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე 59------- 22 გაგზავნილ იქნა მისი ყოფილი მეუღლის გ------- ღ-------ის მიერ ამ უკანასკნელის ტელეფონის ნომრიდან 5-----------. შეტყობინებაში, რომელიც დათარიღებულია 18.08.2018 (Yesterday) 18:54:21 საათით და რომელიც 59------- 22 ტელეფონის ნომერზე გაგზავნილია ტელეფონის ნომრიდან 5-----------, მითითებულია: „ე--- კუბო დამედგას დაგჩეხავ, კისერს გამოგჭრი“. იმავე დღის 17:44 საათით დათარიღებულ შეტყობინებაში მითითებულია: „ყველას სისხლი მწყურია, ყველა მტერია“, .... „მშვიდად ვიქნები მიწაში, რომ დაგიგულებთ ყველას“. შეტყობინებაში, რომელიც დათარიღებულია 19.08.2018 წ. (Today) 00:48:58 საათით, მითითებულია: „შენ გასაწირი კი არა, დასაბრედი ხარ, გულით ამას ვიძახი, შენ რაც გააკეთე, წამებით უნდა ამოგხადოს სული კაცმა, მაგის ღირსი ხარ“.

4.9. დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 19 აგვისტოს, 20:00 საათიდან - 20:35 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ---–---ს შსს ი----------------------------–-----------–------------–-ბის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გ---- ზ----–---–ის მიერ მოწმე ე-–---- ხ------ის თანხმობითა და მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ასევე, ე-–---- ხ------ის კუთვნილი „ს-----“ ფირმის მობილური ტელეფონი. კერძოდ, ტელეფონში არსებული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მისი განმარტებით, ასახავს დედამისის ნ--- ხ------ის და მისი ყოფილი მეუღლის გ------- ღ-------ის საუბრის ჩანაწერს. დათვალიერების ოქმის თანახმად, ჩანაწერი იწყება გ------- ღ-------ის ხმამაღალი და შეუ---ცხმყოფელი საუბრით ნ--- ხ------ის მიმართ, სადაც კატეგორიულად სთხოვს უთხრას თუ სად არის ტერიტორიულად, ასევე ლანძღავს და აგინებს მას, რაზედაც ნ--- ხ------ე ეუბნება თუ რატომ ინტერესდება მისი ადგილსამყოფელით. ამის პასუხად კი, ისმის გ------- ღ-------ის სიტყვები: „ნუ გამაბოროტებ, ყველას დაგხოცავთ, ვარ ამის გამკეთებელი“. ამის შემდეგ გ------- ღ-------ე ნ--- ხ------ეს დაჟინებით სთხოვს, უთხრას მისი ადგილსამყოფელის შესახებ, რაზედაც ნ--- ხ------ე ეუბნება, რომ არის სახლში და ბავშვს აძინებს, რაზედაც გ------- ღ-------ე ითხოვს ბავშვი დალაპარაკებას, ხოლო ნ--- ხ------ე უარს ეუბნება იმ მოტივით, რომ ბავშვმა დაიძინა. ამის პასუხად გ------- ღ-------ე გინებით და შეუ---ცხმყოფელი სიტყვებით ითხოვს ბავშვის დალაპარაკებას. ამის შემდეგ გ------- ღ-------ე ნ--- ხ------ეს კატეგორიულად და აგრესიული ტონით სთხოვს ეზოში ჩასვლას, რაზედაც ეს უკანასკნელი უარს ეუბნება. აღნიშნულზე გ------- ღ-------ე კიდევ უფრო აგრესიული ხდება და ნ--- ხ------ეს აგრესიული და ხმამაღალი ტონით ეუბნება: „არ გამაბოროტოთ, .... ყველას დაგჩეხავთ“. ამის შემდეგ გ------- ღ-------ე აგრძელებს ლანძღვა-გინებას ნ--- ხ------ის მიმართ, რომელსაც კვლავ დაჟინებით სთხოვს ჩავიდეს ეზოში, კვლავ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ კი ისევ ისმის გ------- ღ-------ის მიერ ლანძღვა-გინება და შემდეგი სიტყვები: „ყველას ამოგწყვიტავთ, შვილებს დაგიჩეხავთ“. ბოლოს გ------- ღ-------ე კვლავ აგრძელებს სიტყვიერ შეუ---ცხყოფას ნ--- ხ------ის მიმართ, რაზედაც ეს უკანასკნელი ეუბნება, რომ არის ფსიქიკუ---დ ავადმყოფი და უნდა იმკურნალოს და სრულდება ჩანაწერი.

4.10. 2017 წლის 26 მაისის #0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, ირკვევა, რომ მოძალადე გ------- ღ-------ეს მსხვერპლის ნ--- ხ------ის მიმართ აეკრძალა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა შემდეგი პირობებით - მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. აღნიშნული შემაკავებელი ორდერი დამტკიცებულ იქნა თ---–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მაისის განჩინებით.

4.11. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით ირკვევა, რომ გ------- ღ-------ის მიერ დარღვეულ იქნა #0----- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რის გამოც შეეფარდა ადმინისტარციული პატიმრობა 01 (ერთი) დღის ვადით.

4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში მოწმე ზუ---ბ ელ--------–---–ის გამოკითხვის ოქმი საქმის არსებით სხდომაზე უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც იგი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

4.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

4.15. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.16. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტუ---დ სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.17. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

4.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა მიერ საქმეში არსებულ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

5. სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზუ---ბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

5.6. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია, ასევე, ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ, ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).

 

5.7. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყუ---დღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში, კერძოდ:

5.7.1. სასამართლო ბრალდებულ გ------- ღ-------ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყუ---დღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ - ნ--- ხ------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ის და ბრალდებული გ------- ღ-------ე დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ საერთო შვილი - ე------------ე. ასევე დადგენილ იქნა, რომ განსახილველ შემთხვევამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, ის და გ------- ღ-------ე დაშორდნენ, ვინაიდან თანაცხოვრების ბოლო პერიოდში გ------- ღ-------ე იღებდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რა დროსაც ხდებოდა აგრესიული და ჰქონდათ მუდმივი ჩხუბი და კონფლიქტი. მათი დაშორების შემდეგ კი გ------- ღ-------ე მის მიმართ ახორციელებდა მუქარებს, მათ შორის, 2018 წლის 19 აგვისტოს, როდესაც იგი დედასთან - ლა-–-----------თან და შვილთან - ე-–---- ხ------ესთან ერთად იმყოფებოდა სახლში, და----ეკა გ------- ღ-------ემ, რომელიც სატელეფონო საუბრისას იყო აგრესიული და ემუქრებოდა როგორც მისი, ასევე შვილის სიცოცხლის მოსპობით. მან ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე და გ------- ღ-------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარა გაიგეს იქ მყოფმა შვილმა - ე-–---- ხ------ემ და დედამ - ლა-–-----------მა. გ------- ღ-------ის მხრიდან ასევე, მის მიმართ სატელეფონო საუბრისას განხორციელებული მუქარა თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით ჩაიწერა შვილმა - ე-–---- ხ------ემ. ამასთან, ნ--- ხ------ემ განმარტა, რომ გ------- ღ-------ის პიროვნებიდან გამომდინარე, კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ მუქარას ყოველთვის აღასრულებდა, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

5.7.2. დაზარალებულ ნ--- ხ------ის ჩვენება სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმეებმა ე-–---- ხ------ემ და ლა-–-----------მა, რომელთაც განმარტეს, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს, სატელეფონო საუბრისას გ------- ღ-------ემ, რომელიც დაახლოებით ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ--- ხ------ესთან და რომელთანაც ეს უკანასკნელი დაშორებული იყო 2018 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით, ემუქრებოდა როგორც მისი, ასევე შვილის სიცოცხლის მოსპობით. მათი განმარტებით, ნ--- ხ------ეს მობილური ტელეფონი ჰქონდა ხმამაღალ რეჟიმზე ჩართული და უშუალოდ ესმოდათ გ------- ღ-------ის მხრიდან ნ--- ხ------ის მიმართ განხორციელებული მუქარა. მოწმე ე-–---- ხ------ემ ასევე დაადასტუ--- მის მიერ, კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით, სატელეფონო საუბრისას ვიდეოჩანაწერის განხორციელება. მოწმემ ასევე დაადასტუ---, რომ ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების მიზნით, კუთვნილი მობილური ტელეფონი წარუდგინა გამომძიებელს, რომელმაც მისი მონაწილეობით დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი.

5.7.3. გამომძიებელმა გ---- ზ----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტუ--- მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მათ შორის ე-–---- ხ------ის მობილურ ტელეფონში ამ უკანასკნელის მიერ განხორცილებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის სისწორე. აღნიშნული დათვალიერების ოქმით კი დადასტურებულია, როგორც გ------- ღ-------ის მხრიდან ნ--- ხ------ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი, ასევე, მისი შინაარსი, კერძოდ, სატელეფონო საუბრისას გ------- ღ-------ე ნ--- ხ------ეს მიმართავს: „ყველას დაგხოცავთ“, „ყველას დაგჩეხავთ“, „ყველას ამოგწყვიტავთ“, „შვილებს დაგიჩეხავ“. ასევე საყუ---დღებოა, ნ--- ხ------ის მობილიურ ტელეფონში მოკლე ტექსტური შეტყობინებების დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 18 აგვისტოს საღამოს საათებში და 2018 წლის 19 აგვისტოს, 00:48:58 საათზე, გ------- ღ-------ის მობილური ტელეფონის ნომრიდან ნ--- ხ------ის მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილ იქნა მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, კერძოდ, გ------- ღ-------ე ნ--- ხ------ეს მიმართავს: „დაგჩეხავ, კისერს გამოგჭრი“, „ყველას სისხლი მწყურია“, „მშვიდად ვიქნები მიწაში, რომ დაგიგულებთ ყველას“, „დასაბრედი ხარ, .... წამებით უნდა ამოგხადოს სული კაცმა“.

 

5.8. ამდენად, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სუ---თი, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.

 

5.9. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, გ------- ღ-------ის უდანაშაულობისა და შურისძიების მიზნით, დაზარალებულის მხრიდან დანაშაულის პროვოცირების/მოწყობის შესახებ, რამდენადაც იგი არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კერძოდ:

 

5.9.1. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება, ხოლო მისი შვილის - ე-–---- ხ------ის და დედის - ლა-–-----------ის ჩვენებები არის ირიბი მტკიცებულებები, რამდენადაც ორივე მოწმემ - ე-–---- ხ------ემ და ლა-–-----------მა ცალსახად მიუთითეს, რომ ნ--- ხ------ეს მობილური ტელეფონი ჩართული ჰქონდა ხმამაღალ რეჟიმზე და მათ უშუალოდ გაიგეს, თუ როგორ ემუქრებოდა გ------- ღ-------ე ნ--- ხ------ეს როგორც მისი, ასევე შვილების სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ასევე, დადასტურებულია ე-–---- ხ------ის მიერ განხორციელებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, რაც ასევე, არის პირდაპირი მტკიცებულება. ამდენად, გ------- ღ-------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის დასადასტურებლად სახეზეა არა ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არამედ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

5.9.2. სასამართლო, ასევე, არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ დადგენილი არ არის, თუ ვინ ურეკავდა ნ--- ხ------ეს, რამდენადაც როგორც თავად დაზარალებულმა, ასევე მოწმეებმა ე-–---- ხ------ემ და ლა-–-----------მა კატეგორიულად მიუთითეს, რომ პირი, რომელიც ნ--- ხ------ეს ემუქრებოდა სატელეფონო საუბრისას იყო გ------- ღ-------ე.

 

5.9.3. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს, რომ გ------- ღ-------ეს ნ--- ხ------ის სიცოცხლის მოსპობის სურვილი რომ ჰქონოდა, მას ჰქონდა მუქარის სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის მუქარის სისრულეში მოყვანა, არამედ აუცილებელია რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ გ------- ღ-------ის მხრიდან აგრესიული ფორმით გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულის მხრიდან აღქმულ იქნა რეალურ მუქარად, გაუჩნდა შიში, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა (აგრესიული ბრალდებულის მიერ მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი შეუ---ცხყოფის ფონზე სიცოცხლის მოსპობის მუქარა), ბრალდებულის პიროვნება (იგი არაერთხელ იყო მხილებული დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის ფაქტზე). ყოველივე აღნიშნულმა კი, ერთობლიობაში დაზარალებულში სუბიექტუ---დ წარმოშვა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

5.10. და ბოლოს, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ, თითქოსდა, ბრალდებული გ------- ღ-------ე და დაზარალებული ნ--- ხ------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ერთმანეთის ოჯახის წევრებად არ ითვლებიან, რამდენადაც იმ პერიოდში, როდესაც დაზარალებულის მითითებით, გ------- ღ-------ესთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში უკვე იმყოფებოდა პირველ მეუღლესთან, რაც სამართლებრივად გამორიცხავს არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივად გამორიცხულია ერთდროულად ორ პირთან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა. მოცემულ შემთხვევაში როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ფორმალუ---დ, ხოლო ფაქტობრივად ცხოვრობდა გ------- ღ-------ესთან. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გ------- ღ-------ე და ნ--- ხ------ე დაახლოებით ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად, რა დროსაც შეეძინათ საერთო შვილი - ე------------ე. საქმეში ასევე, წარმოდგენილია 2017 წლის 26 მაისით დათარიღებული შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მოძალადე გ------- ღ-------ემ თავის მეუღლეს ნ--- ხ------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეუ---ცხყოფა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული გ------- ღ-------ე და დაზარალებული ნ--- ხ------ე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ისინი ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.

 

5.11. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაც, რომელიც მიუთითებს, რომ ოჯახის ცნება შეიცავს სხვაგვარ დე ფაქტო ოჯახურ კავშირებსაც, სადაც პირები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე. უფრო მეტიც, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში ხაზი გაუსვა, რომ ევროკონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მიზნებისათვის, ქორწინების გარეშე მცხოვრები ოჯახების განსხვავება ქორწინებაში მყოფისგან ეწინააღმდეგება კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სულისკვეთებას. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები: Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom, ECtHR 28/05/1985, $62; Lebbink v. the Netherlands, ECtHR, 01/06/2004, $34).

 

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ღ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. გ------- ღ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით დადგენილია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ..... არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“. ამასთან, 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) ზემოაღნიშნულ მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები და მოხდა სასჯელის დანიშვნისას გამოსაყენებელი კანონის გამკაცრება. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და გ------- ღ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

7.7. სასამართლო განსაკუთრებულ ყუ---დღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და დანაშაულის ჩამდენის მიმართ ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედება, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გ------- ღ-------ის მხრიდან იმავე მსხვერპლის მიმართ არაერთხელ ჰქონდა ადგილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს (მის მიმართ წარსულში გამოცემულია შემკავებელი ორდერი), სასამართლო თვლის, რომ სასჯელის სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

7.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ------- ღ-------ეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ------- ღ-------ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: მოწმე ნ------–------- მობილური ტელეფონი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს ნ---- ლ-----ეს, კანონით დადგენილი წესით

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: მოწმე ნ------–------- მობილური ტელეფონი (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ნ---- ლ-----ეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ღ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ გ------- ღ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ გ------- ღ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 აგვისტოდან.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: მოწმე ნ------–------- მობილური ტელეფონი (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს ნ---- ლ-----ეს, კანონით დადგენილი წესით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე