გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2019
საქმის ნომერი
330210015001147601
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22795-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 მარტი, 2019 წელი ქ. თ---–---

შესავალი ნაწილი

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი

მოსარჩელე: ქე----------------ი

წარმომადგენლები: ქე------------------ა,ლი---–------ე;

მოპასუხე: ცი-------------------ე,წარმომადგენლები: ნა----------ი,თე------------ა,ვა-----------ია,სე------------------;

დავის საგანი: საცხოვრებელ სადგომზე, თანხის გადახდის სანაცვლოდ, მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად ცი-------------------ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე, მდებარე: ქ. თ---–---, გ-–------------------------------ ბინა 1-, საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ (6750 აშშ დოლარის - ეროვნულ ვალუტაში 16200) ქე----------------ისათვის საკუთრების უფლების გადაცემა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თ---–---, გ-–---------------------------- 2-------------, რეგისტრირებულია ცი-------------------ს სახელზე. ტექინვენტარიზაციის ბოლო მონაცემით, 1993 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სადაო ქონება ირიცხებოდა - სე------------------- სახელზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის 2015 წლის 1- ივლისის, მდგომარეობით უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–---, გ-–---------------------------- 2- „ბ----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ ყოფილა, ხოლო სარჩელის შემოტანის პერიოდისთვის სრულიად მოულოდნელად, ირიცხება მოპასუხის სახელზე. მოსარჩელისთვის ცი-------------------ს ვინაობა ცნობილი გახდა, მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ. 1996 წელს სადაო ქონება გაასხვისა სე-------------------ა ვინმე - ლ----- და----------ზე, რომელსაც არავინ ჰყავდა და იყო ინვალიდი ქალბატონი. ლ----- დ------------სგან, შეისყიდა აღნიშნული ბინა ქე----------------მა, 1996 წელს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ლ----- დ------------ დარჩებოდა მოსარჩელესთან, რომელიც მას მოუვლიდა და გარდაცვალების შემდგომ დაკრძალავდა, რაც ნამდვილად აღსრულდა. 1996 წლიდან ქე----------------ი ოჯახთან ერთად ცხვრობს აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში, წევს ყველანაირ ხარჯს სახლის მოსავლელად, მათ შორის, ფარავს კომუნალურ გადასახადებს, შეაკეთა და გაარემონტა ბინა. მოსარჩელე ოჯახის დახმარებით 2 წლის განმავლობაში უვლიდა და პატრონობდა, ლოგინად ჩავარდნილ ლ----- და----------ს, რომელიც 2----–-–----------ს გარდაიცვალა. 1996 წლის შემდეგ, სადავო ბინაში ცხოვრობს ქე----------------ი და არასდროს არავის გამოუთქვამს რაიმე სახის უფლებრივი პრეტენზია, თუმცა, დღეის მდგომარეობით, უძრავი ქონება რეგისტრირებულია, მოსარჩელისთვის უცნობ პირზე - ცი-------------------ზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე განმარტავს, რომ ლ----- და----------ს სადავო ქონება, მდებარე: ქ.თ---–---, გ-–---------------------------- 2- „ბ-----------, სე-------------------გან არ შეუძენია. 1998 წლის 29 დეკემბრის, ნოტარიუს თ.დ----------ს მიერ გაცემული, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხემ შეიძინა სე-------------------გან უძრავი ქონება. ქე----------------ი, სარჩელში ხსენებული კომუნალური მომსახურების ხარჯების გაწევის თაობაზე, მიუთითებს ცრუ ინფორმაციას, იგი არ ფარავდა აღნიშნულ გადასახადებს. სხვადასხვა გზით ფარულად ეუფლებოდა ელექტრო ენერგიას, რის შესახებაც, არის წარმოდგენილი მტკიცებულება, ელექტრო ენერგიის შემოწმების აქტი. 1999 წლის იანვრის თვიდან, მოპასუხის ბინაში საცხოვრებლად გადავიდნენ მისი ძმა - ვა-----------ია და დეიდა - ლ----- დ------------. 2003 წლის მაისის თვიდან 2006 წლის ბოლომდე კი ცხოვრობდა, ცი-------------------ს ძმიშვილი - თე------------ა. ქე----------------ის ცხოვრება 1996 წლიდან სადავო ბინაში სადგომის უფლებით და მის მიერ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტები, აგებულია ტყუილ ინფორმაციაზე. იმ დროისთვის, როდესაც მოპასუხის ძმა და დეიდა ცხოვრობდნენ ბინაში, ქე----------------ი ოჯახით ცხოვრობდა ხსენებულ მისამართზე, ბინა N---–-, ბიძის საცხოვრებელ სახლში. ქე----------------მა შეიმუშავა თაღლითური სქემა, რომლის მიხედვითაც მოპასუხის დეიდას - ლ----- და----------ს შეპირდა, ქირის გადახდის სანაცვლოდ, ჩუმად იცხოვრებდა მასთან. თუმცა მოსარჩელეს არც ქირა და არც კომუნალური გადასახადები არ დაუფარავს. აღსანიშნავია ის, რომ მოპასუხის დეიდა ლ----- დ------------ მოულოდნელად გახდა ცუდად და ერთ კვირაში გარდაიცვალა, რაც საეჭვო გარემოებად მიაჩნია ცი-------------------ს. მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მდგარი ავეჯი და ნივთები განადგურებულია, დღეის მდგომარეობით, ქე----------------ი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება სამუშაოდ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლ----- დ------------ (პ/ნ 0----------) გარდაიცვალა 2----–-–----------ს, ქ. თბილისში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (იხ.ს.ფ. 18)

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.07.2015 წლის ცნობა-დახასიათების მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ---–---, გ-–--------------------------------------- მესაკუთრეს წარმოადგენს სე------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.07.2015 წლის ცნობა დახასიათება (იხ.ს.ფ. 12)

 

3.1.3. საქართველოს ეროვნული არქივის 17.08.2017 წლის ცნობის თანახმად, ე-----------–---–--–- დაიბადა 19---–-–----------------ს, სოფელ მ-----------–-, მამა - პ------ მ---- ძე (გვარი არ ფიქსირდება), დედა - ნ-----–-- (გვარი არ ფიქსირდება).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეროვნული არქივის ცნობა (იხ.ს.ფ. 254)

 

3.1.4. საქართველოს ეროვნული არქივის 1--------- წლის ცნობის თანახმად გ------------------------------- სასოფლო საბჭოს მმაჩის1------------- წლების სააქტო ჩანაწერებში არ აღმოჩნდა ლ----- (დ----) პ------ს ასული დ------------ს დაბადების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსაქართველოს ეროვნული არქივის ცნობა (იხ.ს.ფ. 255)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საჯარო რეესტრის 20.11.2014 წლის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება ს/კ: 0----------------------, მდებარე: ქ. თ---–---, გ-–------------------------------------------------ ირიცხება სე------------------- (პ/-------------) სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ.ს.ფ. 49-50)

 

3.2.2. საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის, 1998 წლის 29 დეკემბრის, ხელშეკრულებით სე-----------------მა გაასხვისა უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–------–------------------------------------- ცი-------------------ზე - 3 500 ლარის ღირებულების სანაცვლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 45-46)

 

3.2.3. საჯარო რეესტრის 14.07.2015 წლის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება ს/კ: 0----------------------, მდებარე: ქ. თ---–---, გ-–----------------------------------------------- ირიცხება ცი-------------------ს (პ--------------) სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ.ს.ფ. 29)

 

3.2.4. აუდიტორული ფირმა „სა-–----ს“ 15.07.2015 წლის დასკვნის თანახმად უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–---, გ-–--------------------------------------ართული, ბ------- შეფასდა 27,000 აშშ დოლარად, ეროვნული ვალუტით - 60, 750 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აუდიტორული ფირმა „სა-–----ს“ 15.07.2015 წლის დასკვნა (იხ.ს.ფ. 14)

 

3.2.8. თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 08 სექტემბრის განჩინებით, ქე----------------ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თ---–---ს საქალაქო სასამართალოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.06.2017 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. ცი-------------------ს აეკრძალა შპს „ ყ-------------- - თ---–---ს“ აბონენტისთვიის N 4---------, ბუნებრივი გზის უწყვეტ მიწოდებაში ხელშეშლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება(იხ.ს.ფ. 224-230)

 

3.2.9. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, ქე----------------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ცი-------------------ს (პ--------------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თ---–---, გ-–-----------------------------------3, ს/კ :0----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება (იხ.ს.ფ. 303-306)

 

3.2.10. ცი-------------------ს,1998 წლის 29 დეკემბრის, ხელწერილის თანახმად, მან 4 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შეიძინა სე-------------------გან უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–---, გ-–-----------------------------------, ბ-------, რაც დასტურდება ხუთი მოწმის ხელწერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცი-------------------ს 1998 წლის 29 დეკემბრის ხელწერილი (იხ.ს.ფ. 332)

 

3.2.11. საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კა----------ს“ 06.10.17 წლის ცნობის თანახმად ლ----- დ------------ 2009 წლიდან - 2014 წლის მარტის თვემდე იმყოფებოდა აღნიშნული ასოციაციის აღრიცხვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კა----------ს“ ცნობა (იხ.ს.ფ. 333)

 

3.2.12. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 17.11.2017 წლის ცნობის თანახმად, უძრავ ქონებაში მდებარე: ქ.თ---–---, გ-–---------------------------------------------, 1996 წ-–----------------- 17.11.2017 წლამდე რეგისტრირებული არავინ არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობა (იხ.ს.ფ. 357)

 

3.2.1-. თ---–---ს მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ დამოწმებული ხელშკერულებით სე------------------ა და პე----------–-----ერს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–---, გ-–----------------------------------------- შეიძინა სე-----------------მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ---–---ს მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ დამოწმებული ხელშკერულება (იხ.ს.ფ. 362-363)

 

3.2.14. თ---–---ს მიერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1952 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების თანხმად, პე----------–-----ერ ი----- ძეს, უსასყიდლოდ გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თ---–---, გ-–--------------------------------ა 1-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ---–---ს მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ დამოწმებული ხელშკერულება (იხ.ს.ფ. 364-365)

-

3.2.15. შპს „-----–-----------ი“-დან წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერების მიხედვით, თბილისში, გ-–----------------------------------------1-, სე------------------- სახელზე რიცხული ბინის გაზიფიკაცია მოახდინა ქე-------------მა 2008 წლის 09 დეკემბერს , რისთვისაც მან გადაიხადა 150 ლარი.

 

სასამართლო ეყდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- -შპს „-----–-----------ი“-დან წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები ( იხ.ს.ფ 19);

 

3.2.16 „ყ---------------“-დან წარმოდგენილი ქვითრის მიხედვით თბილისში, გ-–---------------------------------------- 1- , სე------------------- სახელზე რიცხული ბინაში , 10/1-/2008 ქე----------------ის მიერ გადახდილია თბილისში, მრიცხველის ღირებულება 125 ლარი , ხოლო 22--------- წელს გაზის საფასური -51 ლარი;

 

სასამართლო ეყდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაზის საფასურის გადახდის ქვითარი ( იხ.ს.ფ.20-22).

 

3.2.17. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ სე------------------ და ლ----- და----------ს შორის ასევე, ლ----- და----------ს და ქე----------------ს შორის არსებობდა საქართველოს კანონის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე ურთიერთობა, რადგან საქმეში წარმოდგენილი მასალებით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება. მოსარჩელემ ვერ წარადგინა სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ საქართველოს კანონის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული ჰქონდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით;

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისათვის არახელსაყრელი შედეგები. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

აღნიშნული დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებში. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ არსებობდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ურთიერთობა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ცი-------------------ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე, მდებარე: ქ. თ---–---, გ-–------------------------------ ბინა 1-, საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ (6750 აშშ დოლარის - ეროვნულ ვალუტაში 16200) ქე----------------ისათვის საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის (18/07/2016 წლის რედაქციით) პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 192- წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ამდენად, აღნიშნული კანონით რეგულირებულია იმ პერიოდის საზოგადოებაში ფაქტობრივად არსებული ურთიერთობები, რომელიც იმ დროს მოქმედი საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული არ იყო.

 

6.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით;

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, მოსარგებლედ პირის მიჩნევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს დასახელებული კანონის მიღების მომენტისთვის (18/07/2016წ.) მოსარგებლის მიერ, მესაკუთრისგან გადაცემული საცხოვრებელი სადგომის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობა.

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონი განასხვავებს სამი ტიპის მოსარგებლეს, რაზედაც დამოკიდებულია საცხოვრებელ სადგომზე კომპენსაციის ოდენობა, შესაბამისად, მოსარგებლის სამართლებრივი სტატუ--ს დადგენას საცხოვრებელ სადგომთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობა აქვს. მითითებული კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით.

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონით შემოთავაზებული გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, თავისი შინაარსით არატიპიურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა რადიკალურად განსხვავდებოდა სხვა ინსტიტუტებისაგან (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), მისი არსებობისას, მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, მოსარგებლე, როგორც წესი რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა, ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს ატარებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა. მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა სამუდამოდ, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც.

საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებისაგან განსხვავებით, მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, მხარეები წერილობით თანხმდებოდნენ გარიგების არსებით პირობებზე, ასევე რეალურადაც ხდებოდა ნასყიდობის საგნის შემძენისათვის, ხოლო ნასყიდობის ფასის გამყიდველისათვის გადაცემა, თუმცა, მსგავსი გარიგებები იდებოდა შინაურული ფორმით, სანოტარო დამოწმების გარეშე. აქედან გამომდინარე, კანონმდებელმა სპეციალური კანონის მიღებით, ამგვარი გარიგების სუბიექტებს შესაძლებლობა მისცა, ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინონ საკუთრების უფლების რეალიზაცია.

განსახილველი კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის ფაქტი დასტურდება გარკვეული საფასურის გადახდით, კომუნალური გადასახადებით და სადავო ფართში რეგისტრაციით. აღნიშნული საფასური შესაძლებელია ყოფილიყო როგორც ერთჯერადი, ასევე ყოველთვიურად გადასახდელი თანხა. საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა ფაქტობრივად ხდებოდა მოსარგებლისათვის “სამუდამოდ”, რაც განასხვავებს მას ქირავნობის ინტიტუტისაგან.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული კანონით წესრიგდება არა ნებისმიერი ფორმადაუცველ გარიგებასთან დაკავშირებული ურთიერთობა, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც მოითხოვდა სპეციალურ მოწესრიგებას. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი ვალდებული იყვნენ, დაეცვათ უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის იმ დროს მოქმედი წესები, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში ამ წესების დარღვევა უკავშირდებოდა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, რაც დამახასიათებელი იყო იმ დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცისათვის, კერძოდ, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება იმ დროს ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში ხშირად მხარეთა ურთიერთობა არ სცილდებოდა მათი ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის ფარგლებს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, ქე----------------ის და ლ----- და----------ს შორის წარმოშობილი ურთიერთობა არ განეკუთვნება 192- წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომელსაც “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს, კერძოდ: მოსარჩელე განმარტავს, რომ 1996 წელს სადაო ქონება გაასხვისა სე-------------------ა ვინმე - ლ----- და----------ზე, რომელსაც არავინ ჰყავდა და იყო ინვალიდი, ხოლო ლ----- დ------------სგან შეისყიდა აღნიშნული ბინა ქე----------------მა, 1996 წელს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ლ----- დ------------ დარჩებოდა მოსარჩელესთან, რომელიც მას მოუვლიდა და გარდაცვალების შემდგომ დაკრძალავდა, შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ურთიერთობა იმისათვის, რომ მიჩნეული იქნას, როგორც “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე ურთიერთობა, უნდა არსებობდეს ჯერ სე------------------, როგორც მესაკუთრეს და ლ----- და----------ს შორის დადებული, ხოლო შემდგომ ლ----- და----------ს და ქე----------------ს შორის სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება ან სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება, რაც საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშკრულების (იხ.ს.ფ. 360-361), მიხედვით კი დგინდება, რომ სე-----------------მა 1998წ. 29 დეკემბერს გაასხვისა უძრავი ქონება ცი-------------------ზე მდებარე: ქ. თ---–---, გ-–---------------------------------------

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველმა ცი-------------------მ გადაუხადა გამყიდველ სე------------------ შეთანხმებული ფასი და მიიღო ნაყიდი ქონება(სსკ 477.2) ის ფაქტი, რომ ცი-------------------მ მოგვიანებით განახორციელა ნასყიდობის საგნის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლება წარმოეშვა 2015 წლიდან, ვერ გამოდგება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ უფრო ადრე, 1996 წლიდან არსებობდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე სე------------------ა და ლ----- და----------ს შორის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთობა , რადგან:

 

საქმის მასალებით ვერ დგინდება:

- ლ----- დ------------ს მიერ„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისთვის მესაკუთრე სე-------------------თვის გარკვეული საფასურის გადახდის ფაქტი;

-ლ----- დ------------ს სადავო ბინაზე რეგისტრირების ფაქტი;

-ლ----- დ------------ს მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი;

 

ის გარემოება, რომ შპს „-----–-----------ი“-დან წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერების მიხედვით, თბილისში, გ-–----------------------------------------1-, სე------------------- სახელზე რიცხული ბინის გაზიფიკაცია მოახდინა ქე-------------მა 2008 წლის 09 დეკემბერს , რისთვისაც მან გადაიხადა 150 ლარი და „ყ---------------“-დან წარმოდგენილი ქვითრის მიხედვით თბილისში, გ-–---------------------------------------- 1- , სე------------------- სახელზე რიცხული ბინაში , 10/1-/2008 ქე----------------ის მიერ გადახდილია თბილისში, მრიცხველის ღირებულება 125 ლარი , ხოლო 22--------- წელს გაზის საფასური -51 ლარი, ვერ აქცევს ლ----- და----------ს და მის უფლებამონაცვლე ქე----------------ს(როგორც თვითონ მიიჩნევს) „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის (18/07/2016 წლის რედაქციით) პირველი მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობების მონაწილედ, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამოდინარე.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოადგენილი ,,თ--–--ის“ აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით ცი-------------------ა 03---.1999 წლიდან მითითებული სადავო უძრავი ქონების აბონენტად ( იხ.ს.ფ.269-280).

 

მოსარჩელე მიუთითებს მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 17.11.2017 წლის ცნობის სახით, რომლის თანახმად, უძრავ ქონებაში მდებარე: ქ.თ---–---, გ-–---------------------------------------------, 1996 წ-–----------------- 17.11.2017 წლამდე რეგისტრირებული არავინ არ არის, რაც არ ნიშნავს იმას სადავო ბინა ვინმეს საკუთრება არ იყო,რადგან შესაძლებელია, რომ პირს რამდენიმე ბინა ჰქონდეს საკუთრებაში, მაგრამ რეგისტრირებული მხოლოდ ერთგან იყოს.ასე იყო სო---–---–-ს შემთხვევაშიც, იგი სადავო ბინაში რეგისტრირებული არ ყოფილა, რისი ვალდებულებაც მას არ ჰქონდა. ასე არის ცი-------------------ს შემთხვევაშიც, არც ეს უკანასკნელი არის აღნიშნულ ბინაში რეგისტრირებული.

 

უდავოა ის გარემოება, ლ----- დ------------ სადავო ბინაში ცხოვრობდა, მაგრამ აღნიშნულ ბინაში ცხოვრების იურიდიული საფუძველი სცილდება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის ფარგლებს.

 

მოსარჩელე, როგორც ლ----- დ------------ს უფლებამონაცვლე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად ცი-------------------სგან, როგორც სე------------------- უფლებამონაცვილსგან, ითხოვს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე, მდებარე: ქ. თ---–---, გ-–------------------------------ ბინა 1-, საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ (6750 აშშ დოლარის - ეროვნულ ვალუტაში 16200) ქე----------------ისათვის საკუთრების უფლების გადაცემას.

 

ქე----------------ი ვერ გახდება იმ უფლების მონაცვლე, რა უფლებაც ლ----- და----------ს არ მიუღია კანონით დადგენილი წესით.

 

შესაბამისად, სასამართლო ასკვნის რომ, მხარეთა შორის წარმოშობილი სამართალურთოერთობა ვერ დაკვალიფიცირდება და მოსარჩელე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11- მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ვერ ჩაითვლება მოსარგებლედ და კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერ ფაქტობრივ მფლობელად, რაც გულისხმობს მფლობელობის უფლებას (რაც არ ნიშნავს ნივთის ფიზიკურ პყრობას), რომელიც მოპოვებული აქვს მოსარგებლეს მესაკუთრესთან გარიგების საფუძველზე, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებულ წერილობით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ან სარგებლობის უფლების დათმობაზე, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

ამასთან, მოსარჩელემ ვერ შესძლო მტკიცების ტვირთის საპროცესო უზრუნველყოფა, ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. გამომდინარე აღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1-------------- განჩინებით ყადაღა დაედო ცი-------------------ს(პ--------------- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თ---–---, გ-–----------------------------- ბინა1-, ს/კ 0----------------------.

 

იმის გათვალისწინებით, რომ არ დაკმაყოფილდა ქე----------------ის სარჩელი არსებობს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 46-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ქე----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1-------------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ცი-------------------ს (პ--------------- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თ---–---, გ-–----------------------------- ბინა 1-, ს/კ 0----------------------.

 

3. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზოია კვარაცხელია