გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6373-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ი--–-----–ია
წარმომადგენელი - ი-----------ე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–--ე
მესამე პირები:
1. გ---------–--ა
2. ი-----–------–--ა (კანონიერი წარმომადგენელი - ი--–-----–ია)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N--------- ბრძანება;
1.2. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ი--–-----–იას ოჯახი (განცხადებით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით.
2. მხარეთა პოზიციები:
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირებს წერილობითი ფორმით შესაგებელი ი--–-----–იას სარჩელზე არ წარმოუდგენიათ.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ი--–-----–ია, ი-----–------–--ა და გ---------–--ა არიან იძულებით გადაადგილებულ პირები - დევნილები, რომელთა მიმართაც გაცემულია დევნილის მოწმობები. მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ა---------------–-- ლ-------------------------, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ქ-------------- ი. ჭ---------------------------.
2012 წლის 27 თებერვალს გაცემული განქორწინების მოწმობის თანახმად, ი--–-----–ია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ-----------–--ასთან, 2012 წლის 20 თებერვლამდე.
ი--–-----–იას და თ-----------–--ას ჰყავთ შვილები: გ---------–--ა (დაბადების თარიღი: 0--0--2---წ.) და ი-----–------–--ა (დაბადების თარიღი: 1--0-.2--- წ.)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობების ასლები (იხ.ს.ფ. 17-18);
- განქორწინების მოწმობის ასლი (იხ.ს.ფ. 22);
- დაბადების მოწმობების ასლები (იხ.ს.ფ. 20-21).
3.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. ზ--------ში, ჩ-------ის ქუჩა, N----, ბინა N--–- მდებარე 59.90 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 2012 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ-----------–--ას სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 11.06.2012; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 06.06.2012წ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. ზ--------ში, ჩ-------ის ქუჩა, N----, ბინა N--–- მდებარე 59.90 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 2018 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ-----–-------------ას სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 03.07.2018; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 28.06.2018წ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 ოქტომბრის N------ წერილით ირკვევა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, თ-----------–--ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2012 წლის 11 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (იხ.ს.ფ. 29-30);
- 2018 წლის 3 ივლისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (იხ.ს.ფ. 31-32);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 ოქტომბრის N------ წერილი (იხ.ს.ფ. 33).
3.3. კ----------------------–-----–-----------------------------------------–--------------------ს ცენტის (დეპარტამენტის) 2015 წლის 1 აპრილის N--------- დასკვნით დგინდება, რომ ზ--------ში, ჭ-------ის ქუჩა N--–- მდებარე კორპუსებს (N- და N-) დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნებათ მესამე (მძიმე კონსტრუქციული) ხარისხის დაზიანებები. მათი საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. რკინაბეტონისა და ხის კონსტრუქციების ფიზიკური ცვეთა აღემატება 60%-ს. ასეთ პირობებში, შენობის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების ჩატარება ეკონომიურობის თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული. გარდა ამისა, არსებული ოთახების გეგმარებიდან გამომდინარე, მათი საცხოვრებელ ბინებად ფუნქციონირება მიზანშეწონილი არ არის. აქედან გამომდინარე, მობინადრეთა უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია მათი დროული გაყვანა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კ----------------------–-----–-----------------------------------------–--------------------ს ცენტის (დეპარტამენტის) 2015 წლის 1 აპრილის N--------- დასკვნა (იხ.ს.ფ. 34).
3.4. 2017 წლის 25 სექტემბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ ი--–-----–ია და მისი ოჯახის წევრები: გ---------–--ა, ი-----–------–--ა (შვილები) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ზ--------ი, ჭ-------ის N- (ს-----ის შენობა). სარეიტინგო ქულა - 5----- (ქულის მინიჭების თარიღი 07.08.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 08.07.2017 წელი).
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 25 სექტემბრის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ.ს.ფ. 113).
3.5. 2017 წლის 25 სექტემბერს, ი--–-----–იამ (ოჯახის შემადგენლობა - გ---- და ი-----–------–--ები (შვილები)) განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. განცხადებაში ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ზ--------ი, ჭ-------ის N- (ს-----ის შენობა).
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ი--–-----–იამ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით ი--–-----–იას ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს ზ--------ი, ჭ-------ის N- (ს-----ის შენობა); განსახლების ადგილად ირჩევს ზ--------ს; მისი ოჯახის წევრები არიან შვილები: გ---- და ი-----–------–--ები (დევნილები); ი--–-----–იას ოჯახის სხვა წევრები/ახლო ნათესავები არიან ჯ-----–ი და პ---–----------იები; ი--–-----–ია დაავადებულია ფ-----------–-–-----------------------------, მ-----–--------------თ; ი--–-----–იას ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 30001-57000 შორის მერყეობს; ი--–-----–იას ოჯახის ამჟამინდელ საცხოვრებელს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი (-------–---------–--------------------------–---------------; ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი საკუთრებაში არ აქვთ; ი--–-----–იას საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა.
ი--–-----–იას განაცხადი საცხოვრებლის მიღების შესახებ შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: ოჯახის 18 წლამდე ასაკის 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 30001 – 57000 შორის სარეიტინგო ქულა - 2,50 ქულა; ჯამში 3,50 ქულა. მითითებულია, რომ ი--–-----–იას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. განმცხადებლის ბ----ს - პ---–----------იას დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი, მისამართი: ზ--------ი, ბ-----------------, კორპუსი N-. განმცხადებლის ყოფილ მეუღლეს - თ-----------–--ას საკუთრებაში გააჩნია ბინა მისამართზე: ზ--------ი, ჩ-------ის ქუჩა N---- ს--------–------------ (59.90 კვ.მ.).
2018 წლის 2 თებერვალს ზ--------ში, ჭ-------ის N--–-, სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომლებს დახვდათ ი--–-----–ია და ი-----–------–--ა, არ დახვდათ ჯ-----–---------ია და გ---------–--ა. აღწერის ფორმაში აღნიშნულია, რომ ოჯახს ფართი დაკავებული აქვს 2016 წლის მარტიდან. ი--–-----–იას განცხადებით, დედა - ჯ-----–---------ია იმყოფება თბილისში, ექიმთან. ყოფილ მეუღლესთან თ-----------–--ასთან (არადევნილი) განქორწინებულია 2012 წლიდან, თ-----------–--ა ცხოვრობს ჩ-------–---ში, ამჟამად იმყოფება რუსეთში. ი--–-----–იას გარდაეცვალა მამა, დედმამიშვილი არ ჰყავს.
დამატებითი მოკვლევის მიზნით სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლები იმყოფებოდნენ ი--–-----–იას ყოფილი მეუღლის - თ-----------–--ას საკუთრებაში არსებულ სახლში: ზ--------ი, ჩ-------ის ქუჩა N----, 1--–--------------------–-----------–----------. მისამართზე დახვდათ ი--–-----–ია და გ---------–--ა. მათთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ ძირითადად ცხოვრობენ ზ--------ში, ჭ-------ის ქუჩა N--–- (ს-----ის შენობა), თუმცა არასაცხოვრებელი პირობების გამო, დროებით სარგებლობენ თ-----------–--ას ბინით. მათი განმარტებით, აღნიშნული ბინა არის თ-----------–--ას მეგობრის, რომლის გვარიც არ ახსოვთ, ის იმყოფება რუსეთის ფედერაციაში. ბინა საჯარო რეესტრში აღიცხულია თ-----------–--ას სახელზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 5 ივნისს განხილულ იქნა ი--–-----–იას განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით ი--–-----–იას და მისი ოჯახის წევრებს უარი ეთქვათ ქ. ზ--------ში, ბ------------------ში მდებარე ახ-–----–-------–------------ში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ქ-------------- ი. ჭ-------ის ქ. N--–- (ს-----ა) ფაქტობრივად არცხოვრების და მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N--------- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის N-- ოქმის შესაბამისად, ქ. ზ--------ში, ბ------------------ში მდებარე ახ-–----–-------–------------ში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ი--–-----–იას, ზ--------ში, ჭ-------ის N--–- (ს-----ის შენობა) ფაქტობრივად არცხოვრებისა და მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის გამო.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ი--–-----–იას 2017 წლის 25 სექტემბრის განცხადება (იხ.ს.ფ. 99-100);
- გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი (იხ.ს.ფ. 101-108);
- 2017 წლის 20 დეკემბრის საცხოვრებლის მიღების შეფასება (იხ.ს.ფ. 98);
- 2018 წლის 2 თებერვლის აღწერის ფორმა (იხ.ს.ფ. 109);
- დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2018 წლის 28 მარტის ოქმი (იხ.ს.ფ. 110);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის N-- სხდომის ოქმი (იხ.ს.ფ. 117-122);
- 2018 წლის 5 ოქტომბრის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ.ს.ფ. 113);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N--------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 133);
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N----- ცნობა (იხ.ს.ფ. 111).
3.6. 2018 წლის 5 ოქტომბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ ი--–-----–ია და მისი ოჯახის წევრები (შვილები) გ---------–--ა, ი-----–------–--ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ზ--------ი, ჭ-------ის N- (ს-----ის შენობა). სარეიტინგო ქულა - 1--- (ქულის მინიჭების თარიღი 18.0-.2018 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 18.04.2018 წელი).
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 5 ოქტომბრის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ.ს.ფ. 113).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი--–-----–იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
-
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N--------- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც ი--–-----–იას ოჯახი (განცხადებით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ი--–-----–იას და მისი შვილების - გ---------–--ას და ი-----–------–--ას სტატუსი, კერძოდ, დადგენილია, რომ ისინი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. დევნილის მოწმობების თანახმად, ი--–-----–იას, გ---------–--ას და ი-----–------–--ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ა---------------–-- ლ-------------------------, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ქ-------------- ი. ჭ---------------------------. შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
„დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ამ წესის შესაბამისად არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი ითვალისწინებს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.
სასამართლო განმარტავს, რომ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ იმპერატიულად ადგენს, რომ აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით, დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი განსაზღვრავს ერთის მხრივ კრიტერიუმებს, ხოლო მეორეს მხრივ საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთი გამონაკლისია განმცხადებელი ოჯახის ცხოვრება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია მისამართზე: ზ--------ი, ი. ჭ---------------------------, რომელსაც კ----------------------–-----–-----------------------------------------–--------------------ს ცენტის (დეპარტამენტის) 2015 წლის 1 აპრილის N--------- დასკვნის თანახმად, დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მესამე (მძიმე კონსტრუქციული) ხარისხის დაზიანებები. შენობათა საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია; რკინაბეტონისა და ხის კონსტრუქციების ფიზიკური ცვეთა აღემატება 60%-ს. ასეთ პირობებში, შენობის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების ჩატარება ეკონომიურობის თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული. გარდა ამისა, არსებული ოთახების გეგმარებიდან გამომდინარე, მათი საცხოვრებელ ბინებად ფუნქციონირება მიზანშეწონილი არ არის. აქედან გამომდინარე, მობინადრეთა უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელი გახდა მათი დროული გაყვანა.
დადგენილია, რომ ქ. ზ--------ში, ი. ჭ-------ის ქუჩა N--–- (ს-----ა) მდებარე ნგრევადი ობიექტიდან, კრიტერიუმების გარეშე ი--–-----–იას განსახლება არ მომხდარა.
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს, ი--–-----–იამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ოჯახის (განცხადებით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება მოითხოვა.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ი--–-----–იამ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით ი--–-----–იას ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს ზ--------ი, ჭ-------ის N- (ს-----ის შენობა); განსახლების ადგილად ირჩევს ზ--------ს; მისი ოჯახის წევრები არიან შვილები: გ---- და ი-----–------–--ები (დევნილები); ი--–-----–ია დაავადებულია ფ-----------–-–-----------------------------, მ-----–--------------თ; ი--–-----–იას ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 30001-57000 შორის მერყეობს; ი--–-----–იას ოჯახის ამჟამინდელ საცხოვრებელს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი (-------–---------–--------------------------–---------------.
ი--–-----–იას განაცხადი საცხოვრებლის მიღების შესახებ შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: ოჯახის 18 წლამდე ასაკის 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 30001 – 57000 შორის სარეიტინგო ქულა - 2,50 ქულა; ჯამში 3,50 ქულა. მითითებულია, რომ ი--–-----–იას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. განმცხადებლის ყოფილ მეუღლეს - თ-----------–--ას საკუთრებაში გააჩნია ბინა მისამართზე: ზ--------ი, ჩ-------ის ქუჩა N---- ს--------–------------ (59.90 კვ.მ.).
2018 წლის 2 თებერვალს ზ--------ში, ჭ-------ის N--–- მონიტორინგის სამსახურის მიერ გადამოწმდა ი--–-----–იას საცხოვრებელი პირობები. სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომლებს დახვდათ ი--–-----–ია და ი-----–------–--ა. აღწერის ფორმაში აღნიშნულია, რომ ოჯახს ფართი დაკავებული აქვს 2016 წლის მარტიდან. ყოფილ მეუღლესთან თ-----------–--ასთან (არადევნილი) განქორწინებულია 2012 წლიდან, თ-----------–--ა ცხოვრობს ჩ-------–---ში, ამჟამად იმყოფება რუსეთში.
დამატებითი მოკვლევის მიზნით, სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლები იმყოფებოდნენ ი--–-----–იას მეუღლის - თ-----------–--ას საკუთრებაში არსებულ სახლში: ზ--------ი, ჩ-------ის ქუჩა N----, 1--–--------------------–-----------–----------. მისამართზე დახვდათ ი--–-----–ია და გ---------–--ა. მათთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ ძირითადად ცხოვრობენ ზ--------ში, ჭ-------ის ქუჩა N--–- (ს-----ის შენობა), თუმცა არასაცხოვრებელი პირობების გამო, დროებით სარგებლობენ თ-----------–--ას ბინით. მათი განმარტებით, აღნიშნული ბინა რეალურად არის თ-----------–--ას მეგობრის, რომლის გვარიც არ ახსოვთ, ის იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, თუმცა ბინა საჯარო რეესტრში აღიცხულია თ-----------–--ას სახელზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 5 ივნისს განხილულ იქნა ი--–-----–იას განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით ი--–-----–იას და მისი ოჯახის წევრებს უარი ეთქვათ ქ. ზ--------ში, ბ------------------ში მდებარე ახ-–----–-------–------------ში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ზ--------ში, ი. ჭ-------ის ქუჩა N--–- (ს-----ის შენობა) ფაქტობრივად არცხოვრების და განმცხადებლის მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N--------- ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის N-- ოქმის შესაბამისად, ქ. ზ--------ში, ბ------------------ში მდებარე ახ-–----–-------–------------ში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ი--–-----–იას, ზ--------ში, ჭ-------ის N--–- (ს-----ის შენობა) ფაქტობრივად არცხოვრებისა და მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის გამო.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“. აღნიშნული წესით დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის თანახმად, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენს: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია); ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე. №7 დანართის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების კომპონენტებს წარმოადგენს: თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით; ბ) ოჯახში 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრის არსებობა.
სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურდა ის გარემოება, რომ ი--–-----–ია 2012 წლიდან განქორწინებულია, განაცხადის წარდგენისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე განხილვის დროს ჰყავდა 2 არასრულწლოვანი შვილი, ი--–-----–ია და მისი ოჯახის წევრები - გ---------–--ა, ი-----–------–--ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ზ--------ი, ჭ-------ის N- (ს-----ის შენობა), (განაცხადის წარდგენის დროს სარეიტინგო ქულა - 5-----; 2018 წლის 18 აპრილიდან სარეიტინგო ქულა - 1---), ოჯახი საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. როგორც უკვე აღინიშნა, ოჯახი რეგისტრირებულია ზ--------ში, ჭ-------ის ქუჩა N--–- (ს-----ის შენობა), რომელიც მიეკუთვნება ნგრევადი ობიექტების კატეგორიას და იქ ცხოვრება მობინადრეთა უსაფრთხოების მიზნით მიზანშეუწონელია. არასაცხოვრებელი პირობების გამო, ი--–-----–იას ოჯახი ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობს ქ. ზ--------ში, ს. ჩ-------ის ქუჩაზე მდებარე სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (განაცხადის წარდგენისა და განხილვის დროს ყოფილი მეუღლის - თ-----------–--ას საკუთრებით, ხოლო ამჟამად, ნ-----–-------------ას საკუთრებით). სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ დევნილ ოჯახთან მიმართებით არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც გამოცემული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის 0-------- ბრძანება ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N--------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ი--–-----–იას ოჯახი გრძელვადიანი განსახლების მიზნით უზრუნველყოფილ იქნება საცხოვრებელი ფართით.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი--–-----–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N--------- ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;
3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ი--–-----–იას ოჯახი (განცხადებით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე