განაჩენი

სისხლის სამართლის 19.04.2019
საქმის ნომერი
120100119002907242
დავის ტიპი
381 (1)
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2907242-1/071-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ა---––---ს რაიონული სასამართლო

18 აპრილი, 2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კა--------–---–---–ი.

დაცვის მხარე - ბრალდებული - ქ-------------ე ქ--------ე, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2---------წელს, პ/ნ 4---------7 მცხ: ა---––---ს რაიონი სოფ.მ----ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 24 იანვარს ახ-–---- რაიონის სოფელ მ----ში მცხოვრები არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქ-------------ე ქ--------ე მეუღლე ს-----ა ი------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იმავე დღეს მოძალადე ქ-------------ე ქ--------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თა--ხმად მოძალადეს ერთ თვემდე ვადით 2019 წლის 23 თებერვლამდე ეკრძალებოდა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი ს-----ა ი------ი, ასევე ეკრძალებოდა მსხვერპლ ს-----ა ი------თან ნებსმიერი სახით კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მიუხედავად აღნიშნულისა ქ-------------ე ქ--------ის მიერ უხეშად იქნა დარღვეული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, იგი შემაკავებელი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში კვლავ ცხოვრობდა ს-----ა ი------თან ა---––---ს რაიონის სოფ. მ----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც 2019 წლის 08 თებერვალს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კვლავ მიაყენა მეუღლეს ს-----ა ი------ს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვა საცხოვრებელი სახლის დატოვება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ქ-------------ე ქ--------ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, და--შაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა ქ-------------ე ქ--------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვ----– ი--------ის, ჟ---ა ქ--------ის, პ----- გე-–-–---–-ს, გ------- ი------ის, ა-- ი------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თა--ხმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

ს-----ა ი------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2015 წლიდან ცხოვრობს ა---––---ს რაიონის სოფ.მ----ში, მეუღლესთან ქ-------------ე ქ--------ესთან, შვილებთან ა-- და გ------- ი------ებთან დედამთილ ჟ---ა ქ--------ესთან ერთად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქ-------------ე ქ--------ესთან აქვს უთანხმოება, აღნიშნულის მიზეზია მისი სიმთვრალე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც განმეორდა 2019 წლის 24 იანვარს, რის გამოც დარეკა 112-ზე და ითხოვა პოლიციის დახმარება. პოლიციის თა--მშრომლის პ----- გე-–-–---–-ს მიერ მოხდა მათთან გასაუბრება და ქ-------------ე ქ--------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თა--ხმად მის მეუღლეს ეკრძალებოდა მის სამსახურთან, საცხოვრებელთნ მიახლოება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონით და ინტერნეტით, მიუხედავად ამისა ქ-------------ე მასთ იყო სახლში ელაპარეკებოდა და რამოდენიმეჯერ მიაყენა სიტყვიერ შეურაცხყოფა. დაზარალებული ფიქრობდა რომ ქ-------------ე გამოსწორდებოდა და და პოლიციას არ ატყობინებდა. 2019 წლის 08 თებერვალს, როდესაც ქ-------------ე იმყოფებოდა სახლში თა--სოფლელ ვ----– ი-------------- ერთად და სვამდნენ, მეუღლემ დაუწყო გინება და მოითხოვდა სახლიდან წასულიყო. ასევე ვასოს ეუბნებოდა, რომ მისთვის ეთქვა წასულიყო სახლიდან, ს-----აც ეუბნებოდა რომ მარტის ბოლომდე მოეთმინა და მერე წავიდოდა, ვ----– აწყნარებდა ქ-------------ეს, რომ დამშვიდებულიყო, ქ-------------ეს ბავშვების მიმართ არასოდეს აგრესია არასოდეს არ გამოუხატავს, მხოლოდ მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მერე ქ-------------ე მასთან ერთად ცხოვრობდა და სისტემატიურად ჰქონდათ ურთიერთობა, კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან მეორე დღესვე დაარღვია მისი პირობები და რამოდენიმეჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა პოლიციისათვის არ მიუმართავს რადგან ეგონა, რომ მეუღლე გამოსწორდებოდა. შეურაცხყოფის ფაქტს ყოველთვის ესწრებოდნენ მისი შვილები, დედამთილი და ხშირად ვ----– ი--------ე.

 

გ-------–-----ს და მ----------------ს გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ცხოვრობენ ქ-------------ე ქ--------ის მეზობლად, მისი ოჯახიდან ხშირად გაუგონიათ ცოლ-ქმრის ჩხუბისა და კამათის ხმა, მაგრამ არასოდეს არ ჩარეულან.

 

ვ----– ი--------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ა---––---ს რაიონის სოფ.მ----ში, ქ-------------ე ქ--------ის მეზობლად, რომელიც ცხოვრობს დედასთან, მეუღლესთან ს-----ა ი------თან და მის შვილებთან ერთად, მათ ოჯახში ხშირად შესწრებია, რომ ქ-------------ე მეუღლეს აგინებდა, მაგრამ ფიზიკურად არასდროს არ შეხებია, ბავშვებისთვის არასდროს არ მიუყენებია შეურაცხყოფა, 2019 წლის 08 თებერვალს როდესაც იმყოფებოდა მათ ოჯახში, ის და ქ-------------ე სვამდნენ, ქ-------------ემ მეუღლეს ს-----ა ი------ს დაუწყო კამათი და ეუბნებოდა სახლიდან წასულიყო და არ მოსულიყო უკან. მეუღლე ს-----ა ეუბნებოდა, რომ ეცლია ცოტახანი და მარტის თვის ბოლოს თვითონ წავიდოდა. ამის გამო იკამათეს და ქ-------------ემ მეღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა და დაუწყო გინება უცენზურო სიტყვებით, რის გამოც ს-----ამ დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება. ვ----– ი--------ე განმარტავს, რომ ბოლო ორი კვირის გა--მვლობაში ქ-------------ე და ს-----ა სახლში ცხოვრობდნენ ერთად, მათ სახლთან როდესაც გაუვლია ისინი ეზოში ხშირად უნახავს. ასევე 2019 წლის 07 თებერვალს იყო მათ სახლში, სადაც იქეიფეს, სადაც იმყოფებოდა ს-----აც, თუმცა ერთმანეთსი მიმართ არა--ირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ და არც უჩხუბიათ, მხოლოდ 2019 წლის 08 თებერვალს აგინა ქ-------------ემ ს-----ას და სახლის დატოვება მოთხოვა.

 

ა-- ი------ის და გ------- ი------ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ცხოვრობენ სოფ.მ----ში დედასთან, მამობილთან ქ-------------ე ქ--------ესთან და ბებიასთან ჟ--–---ა ქ--------ესთან ერთად. ხშირად ყოფილა, რომ მამობილი ს-----ას აყენებს სიტყვიერ შეუარაცხყოფას, მაგრამ ფიზიკურად არასდროს არ შეხებია. 2019 წლის 24 იანვარსაც, როდესაც კვლავ აგინა დედას ქ-------------ე დაიბარეს პოლიციაში, როდესაც სახლში მოვიდნენ ბავშვები მიხვდენენ მშობელბის საუბრიდან, რომ მამას ეკრძალებოდა ს-----ასთან მიახლოება, საუბარი და შეურაცხყოფის მიყენება. 2019 წლის 08 თებერვალს კი კვლავ მთვრალმა ქ-------------ემ მიაყენა ს-----ა ე------ს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოითხოვდა სახლიდან წასულიყო.

 

გამომძიებელ პ----- გე-–-–---–-ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მის მიერ 2019 წლის 24 იანვარს მოკვლეული იქნა მასალები სოფელ მ----ში მცხოვრები ქ-------------ე ქ--------ისა და ს-----ა ე------ს შორის არსებულ კონფლიქტზე., როგორც დადგინდა 2019 წლის 24 იანვარს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქ-------------ე ქ--------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ს-----ა ი------ს. მის მიერ როგორც მოძალადესათან ასევე მსხვერპლთან მოხდა გასაუბრება და ქ-------------ე ქ--------ის მიმართ შედგა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც 1 თვის ვადით ეკრძლებოდა ს-----ა ი------ის სამსახუთან და საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება სადაც ს-----ა ი------ი იცხოვრებდა და იმუშავებდა, ასევე აეკრძალა ს-----ა ი------თან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია, გამომძიებელმა გააცნო აღნიშნული აკრძალვების შესახებ ქ-------------ეს, რომელიც დაპირდა რომ შმაკავებელ ორდერს არ დაარღვევდა, შემაკავებელი ორდერის ერთი პირი გადაეცა ს-----ას ხოლო მეორე ქ-------------ეს.

 

2019 წლის 09 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის თა--ხმად, ადგილზე შემოწმებული იქნა ს-----ა ი------ის ჩვენება, რის შემდეგაც მან მიუთითა სოფ. მ---–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ოთახისაკენ, სადაც 2019 წლის 08 თებერვალს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა მისმა მეუღლემ ქ-------------ე ქ--------ემ.

 

2019 წლის 24 იანვარს ქ-------------ე ქ--------ის მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი N006775 ორდერის, მეუღლეზე ს-----ა ი------ზე სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. შემაკავებელი ორდერის თა--ხმად მოძალადეს -ქ-------------ე ქ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან-ს-----ა ი------თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე მოძალადე ქ-------------ე ქ--------ეს აკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

სასამართლოს დასკვნა ქ-------------ე ქ--------ის მიერ აღნიშნული და--შაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ქ-------------ე ქ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი გულწრფელი აღიარება, დამამძიმებელი გარემოებეის არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, და--შაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი და--შაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ქ-------------ე ქ--------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა,სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქ-------------ე ქ--------ე (პ/ნ 4---------7) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ქ-------------ე ქ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

2. ქ-------------ე ქ--------ეს დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის 06 (ექვსი) თვის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 08 თებერვლიდან.

 

3. გა--ჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთა--ვე.

 

4. გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გა--ჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––---ს რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია