გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.02.2019
საქმის ნომერი
330310018002652281
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6097-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ---------–---–ი

წარმომადგენელი - ე-–---------–--–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი

 

მესამე პირები:

1. გ-----------–---–---–ი

2. მ----------–---–---–ი

3. გ----------–---–---–ი

კანონიერი წარმომადგენლები - ნ---------–---–ი, ზ----------–---–---–ი

4. ზ----------–---–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის 0-------- ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;

1.2. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნ---------–---–ის ოჯახი (განცხადებით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე - ნ---------–---–ი, მისი მეუღლე - ზ----------–---–---–ი და მათი შვილები - გ-----------–---–---–ი, მ----------–---–---–ი და გ----------–---–---–ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. მითითებული მოწმობების თანახმად, ნ---------–---–ის მუდმივ საცხოვრებელს ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა: ც------–-, მ-------ის ქ----, ხოლო მისი მეუღლის - ზ----------–---–---–ის და მათი შვილების - გ-----------–---–---–ის, მ----------–---–---–ის და გ----------–---–---–ის მუდმივ საცხოვრებელს ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა: ც------–-, კ----–-------ის ქ------ ნ---------–---–ის მეუღლის - ზ----------–---–---–ის და მათი შვილების - გ-----------–---–---–ის, მ----------–---–---–ის და გ----------–---–---–ის რეგისტრაციის ადგილია შ------------–ი, გ-----, ც------–---------. N---------- ზემოაღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულნი არიან ასევე ზ----------–---–---–ის მშობლები: დედა - მ----------–---–---–ი, მამა - თ---------–---–---–ი, ზ----------–---–---–ის ძმა - დ---------–---–---–ი და მისი მეუღლე - თ------------–---–ი, ასევე, მათი შვილები: ლ--------–---–---–ი და დ---------–---–---–ი.

 

ნ---------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ქალაქი გ-----, ქუჩა ყ------ი N--- ნ---------–---–ი ოჯახთან ერთად (მეუღლე - ზ----------–---–---–ი, მათი შვილები - გ-----------–---–---–ი, მ----------–---–---–ი და გ----------–---–---–ი) ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2015 წლიდან. ზემოაღნიშნულ მისამართზე ნ---------–---–ის ოჯახის გარდა ცხოვრობს ზ----------–---–---–ის მშობლები: დედა - მ----------–---–---–ი, მამა - თ---------–---–---–ი, ზ----------–---–---–ის ძმა - დ---------–---–---–ი და მისი მეუღლე - თ------------–---–ი, ასევე, მათი შვილები: ლ--------–---–---–ი და დ---------–---–---–ი.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2015 წლის 3 ივლისს, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი გ-----, ქუჩა ყ------ი N-- (დაზუსტებული ფართობი: 399.00 კვ.მ. შენობის საერთო ფართობი: 231.8 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N6-----------) რეგისტრირებულია მ----------–---–---–ის საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმების თარიღი: 29.06.2015 წელი). ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2015 წლის 25 ივნისს, მ----------–---–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (დაზუსტებული ფართობი: 399.00 კვ.მ. შენობის საერთო ფართობი: 231.8 კვ.მ.) რეგისტრირებულია იპოთეკა (იპოთეკარი: ს---------------- იპოთეკის ხელშეკრულება N1-----------).

 

ზ----------–---–---–ზე, როგორც ომის მონაწილეზე, გაცემულია ვეტერანის მოწმობა. მითითებული მოწმობის თანახმად, იგი სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები (იხ.ს.ფ. 17-22);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 03.07.2015 (იხ.ს.ფ. 17-22);

- ვეტერანის მოწმობა (იხ.ს.ფ. 124).

 

3.2. 2017 წლის 10 იანვარს, ნ---------–---–მა N--- განცხადებით (გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: მეუღლე - ზ----------–---–---–ი და შვილები: გ-----------–---–---–ი, მ----------–---–---–ი, გ----------–---–---–ი. განცხადებით ნ---------–---–მა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა.

 

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ნ---------–---–მა შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, ნ---------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია: ქალაქი გ-----, ქუჩა ყ------ი N--, განსახლების ქალაქად ირჩევს გ----- (მ-------ის ქ----). მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე - ზ----------–---–---–ი (დევნილი) და არასრულწლოვანი შვილები - გ-----------–---–---–ი (დევნილი), მ----------–---–---–ი (დევნილი) და გ----------–---–---–ი (დევნილი). ზ----------–---–---–ი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და მასზე გაცემულია ვეტერანის მოწმობა N9---------. ნ---------–---–ი დიასახლისია, ზ----------–---–---–ი - დაქირავებით მომუშავე. ოჯახს არ გააჩნია მოძრავი, უძრავი ქონება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ან სარგებლობაში. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯი 1156 ლარია, ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალია 1-----–----- ოჯახი არ იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსია - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად (დედამთილის საკუთრება, აქვე ცხოვრობს მამამთილი და მაზლი თავის ოჯახთან ერთად. ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ოჯახის საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ნ---------–---–ის 2017 წლის 10 იანვრის N--- განცხადება (იხ.ს.ფ.110-111);

- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (იხ.ს.ფ. 112-123).

 

3.3. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ნ---------–---–ის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 5 ქულით. კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი: დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1.5 ქულა; დევნილი ოჯახის არასრულწლოვანი 3 წევრი - 2 ქულა; დევნილი ოჯახის ომის ვეტერანი წევრი - ზ----------–---–---–ი - 1.5 ქულა.

 

ნ---------–---–მა 2018 წლის 3 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და განმარტა, რომ არის ც------–-დან დევნილი. ჰყავს ც------–-დან დევნილი მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი. 2013 წლიდან ცხოვრობდნენ დედამთილის ბინაში, გ----–-, ც------–---------. N---–-, დედამთილთან, მამამთილთან, მაზლთან და მის ოჯახთან ერთად. 2015 წელს დედამთილმა აღნიშნული ბინის სანაცვლოდ შეიძინა იპოთეკით დატვირთული სახლი გ----–-, ყ------ის N---ში, სადაც ამჟამად ცხოვრობენ იგივე შემადგენლობით, სულ 11 სული. ნ---------–---–მა განცხადებაში მიუთითა, რომ სამი ოჯახის ერთ ფართში ცხოვრება გაუსაძლისია და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა ბინით დაკმაყოფილება.

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, შემოწმდა ნ---------–---–ის საცხოვრებელი პირობები მისამართზე, გ-----, ყ------ის N---

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ ნ---------–---–ი ოჯახთან ერთად სამი წელია ცხოვრობს მონიტორინგის მისამართზე. დასკვნაში მითითებულია, რომ მონიტორინგის მისამართზე არსებული სახლი ეკუთვნის განმცხადებლის დედამთილს. მონიტორინგის ჯგუფის მიერ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დასურათდა. მონიტორინგის მისამართზე ნ---------–---–ის ოჯახის გარდა ცხოვრობს ზ----------–---–---–ის მშობლები: დედა - მ----------–---–---–ი, მამა - თ---------–---–---–ი, ზ----------–---–---–ის ძმა: დ---------–---–---–ი და მისი მეუღლე - თ------------–---–ი, ასევე, მათი შვილები: ლ--------–---–---–ი და დ---------–---–---–ი. ნ---------–---–ის მეუღლე - ზ----------–---–---–ი ომის მონაწილეა და მასზე გაცემულია ვეტერანის მოწმობა N9---------. ხუთსულიანი ოჯახის შემოსავალი არის 1-----–----- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში განმცხადებელი არ ფიქსირდება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 25 ივნისს განხილულ იქნა ნ---------–---–ის განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (25.06.2018წ., ო-------) ნ---------–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო (დედამთილ-მამამთილის საკუთრებაში, მათთან და მაზლის ოჯახთან ერთად ცხოვრების გამო).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N0-------- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ო-------) ქ. გ----–-, გ----–-----–--------------–- მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ნ---------–---–ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 10 იანვრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმა (იხ.ს.ფ. 109);

- ნ---------–---–ის 2018 წლის 3 იანვრის განცხადება (იხ.ს.ფ. 51);

- 2018 წლის 17 აპრილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა და საცხოვრებელი ფართის ფოტომასალა(იხ.ს.ფ.129-147);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის N-- სხდომის ოქმი (იხ.ს.ფ. 104-108);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N0-------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 103).

 

3.4. ა----------------------–------------------------------------–----- 2018 წლის 15 ოქტომბრის N----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. გ----–-, ყ------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (ს/კ 6-----------) ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე გაირკვა, რომ შენობაზე შეიმჩნევა რიგი დაზიანებები, კერძოდ: ძირითადი შენობის II სართულზე ფანჯრების და კარებების ღიობის თავების (მზიდ კედლებზე) კუთხეებზე და კედელზე შეიმჩნევა ბზარები. მეორე სართულს სავარაუდოდ არ გააჩნია სეისმური სარტყელი, რის გამოც დაზიანებები შესაძლოა გამოწვეული იყოს (სავარაუდოდ) აღნიშნულის გამო სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად; შენობის სარდაფში გადახურვის ხის კონსტრუქციებზე შეინიშნება ნაწილობრივი დაზიანებები; ძირითად შენობაზე განხორციელებულია უნებართვო-უპროექტო მიშენება ორივე სართულის დონეზე სამშენებლო ნორმების და წესების დარღვევით, მომხდარია მიშენებული ნაწილის საძირკვლების ჯდენა, რის შედეგადაც კედლებზე ბზარებია წარმოქმნილი; ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აუცილებელია მეორე სართულზე ფანჯრებისა და კარებების ღიობების თავებზე, კედელზე, ასევე მიშენებულ ნაწილზე გაჩენილი ბზარების გაზრდა-განვითარების დინამიკაზე სისტემატირი დაკვირვება, ამავე დროს გადაუდებლად საჭიროა კვლევით ნაწილში აღწერილი დაზიანებების, იქიდან გამომდინარე გამოწვეული მოსალოდნელი გართულების თავიდან აცილების და მათი აღმოფხვრის მიზნით დროულად მოხდეს დაზიანებული კონსტრუქციების კონსტრუქტორის მიერ გამოკვლევა, გამაგრებითი აღდგენითი პროექტის დამუშავება და პროექტის მიხედვით გამაგრება სარეაბილიტაციო - სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების აუცილებელი ჩატარება.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ა----------------------–------------------------------------–----- ექსპერტიზის დასკვნა N----- (იხ.ს.ფ. 162-168).

 

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ----------–---–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს გ----–-, ყ------ის N---ში, მუშაობს კერძო კომპანიაში მ---–-------------------- პოზიციაზე. ყ------ის N---ში მდებარე სახლი შეიძინა 2015 წელს და იმავე წელს დატვირთა იპოთეკით - იმ იმედით, რომ სახლის პირველ სართულს გააქირავებდა და ამით დაფარავდა გადასახადს. გარდა ამისა, ვინაიდან, მისი შვილის ოჯახი აკმაყოფილებდა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ყველა კრიტერიუმს, ფიქრობდა, რომ მიიღებდა ბინას. განმარტა, რომ მისი შვილი - ზ----------–---–---–- ოჯახით ცხოვრობს პირველ სართულზე. მის საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრობს მეორე შვილი ასევე ოჯახთან ერთად. ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები. ყოველივე აღნიშნულის გამო აქვთ მცირე უსიამოვნებები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფინანსების გარდა, საჭიროებს სიმშვიდეს, რაც ამდენი მოსახლის ფონზე არ არის შესაძლებელი. საცხოვრებელი სახლი საჭიროებს რემონტს, რასაც ვერ ახერხებენ, რადგანაც კრედიტის თანხა დიდია, კომუნალურ გადასახადებსაც თავად და მისი მეუღლე იხდიან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმის ჩვენება (იხ. 31.01.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის 0-------- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე - ნ---------–---–ი, მისი მეუღლე - ზ----------–---–---–ი და მათი შვილები - გ-----------–---–---–ი, მ----------–---–---–ი და გ----------–---–---–ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. მითითებული მოწმობების თანახმად, ნ---------–---–ის მუდმივ საცხოვრებელს ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა: ც------–-, მ-------ის ქ----, ხოლო მისი მეუღლის - ზ----------–---–---–ის და მათი შვილების - გ-----------–---–---–ის, მ----------–---–---–ის და გ----------–---–---–ის მუდმივ საცხოვრებელს ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა: ც------–-, კ----–-------ის ქ------

 

ასევე, დადგენილია, რომ ნ---------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ქალაქი გ-----, ქუჩა ყ------ი N--- ნ---------–---–ი ოჯახთან ერთად (მეუღლე - ზ----------–---–---–ი, მათი შვილები - გ-----------–---–---–ი, მ----------–---–---–ი და გ----------–---–---–ი) ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2015 წლიდან.

 

შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის დევნილი ოჯახი − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“მე-6 მუხლით დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

 

ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 10 იანვარს, ნ---------–---–მა N--- განცხადებით (გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: მეუღლე - ზ----------–---–---–ი და შვილები - გ-----------–---–---–ი, მ----------–---–---–ი, გ----------–---–---–ი და ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ნ---------–---–მა შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, ნ---------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია: ქალაქი გ-----, ქუჩა ყ------ი N--, განსახლების ქალაქად ირჩევს გ----- (მ-------ის ქ----). მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე - ზ----------–---–---–ი (დევნილი) და არასრულწლოვანი შვილები - გ-----------–---–---–ი (დევნილი), მ----------–---–---–ი (დევნილი) და გ----------–---–---–ი (დევნილი). ზ----------–---–---–ი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და მასზე გაცემულია ვეტერანის მოწმობა N9---------. ნ---------–---–ი დიასახლისია, ზ----------–---–---–ი - დაქირავებით მომუშავე. ოჯახს არ გააჩნია მოძრავი, უძრავი ქონება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ან სარგებლობაში. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯი 1156 ლარია, ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალია 1-----–----- ოჯახი არ იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსია - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად (დედამთილის საკუთრება, აქვე ცხოვრობს მამამთილი და მაზლი თავის ოჯახთან ერთად). ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ოჯახის საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა.

 

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ნ---------–---–ის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 5 ქულით. კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი: დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1.5 ქულა; დევნილი ოჯახის არასრულწლოვანი 3 წევრი - 2 ქულა; დევნილი ოჯახის ომის ვეტერანი წევრი - ზ----------–---–---–ი - 1.5 ქულა.

 

ამასთან, დადგენილია, რომ მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა გ----–-, ყ------ის N---ში. მონიტორინგის შედეგით დადგინდა, რომ ნ---------–---–ი ოჯახთან ერთად სამი წელია ცხოვრობს მონიტორინგის მისამართზე. სახლი ეკუთვნის განმცხადებლის დედამთილს. მონიტორინგის მისამართზე ნ---------–---–ის ოჯახის გარდა ცხოვრობს ზ----------–---–---–ის მშობლები: დედა - მ----------–---–---–ი, მამა - თ---------–---–---–ი, ზ----------–---–---–ის ძმა - დ---------–---–---–ი და მისი მეუღლე - თ------------–---–ი, ასევე, მათი შვილები: ლ--------–---–---–ი და დ---------–---–---–ი. ნ---------–---–ის მეუღლე - ზ----------–---–---–ი ომის მონაწილეა და მასზე გაცემულია ვეტერანის მოწმობა. ხუთსულიანი ოჯახის შემოსავალი არის 1-----–----- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში განმცხადებელი არ ფიქსირდება.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 25 ივნისს განხილულ იქნა ნ---------–---–ის განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (25.06.2018წ., ო-------) ნ---------–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო (დედამთილ-მამამთილის საკუთრებაში, მათთან და მაზლის ოჯახთან ერთად ცხოვრების გამო).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N0-------- ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ო-------) ქ. გ----–-, გ----–-----–--------------–- მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ნ---------–---–ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების კომპონენტებს წარმოადგენს: ბ) ოჯახში არის 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრის არსებობა; კ) ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომის ვეტერანი/ვეტერანები.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ნ---------–---–ს ჰყავს ომის ვეტერანი მეუღლე - ზ----------–---–---–ი და სამი არასრულწლოვანი შვილი - გ-----------–---–---–ი, მ----------–---–---–ი და გ----------–---–---–ი, რომლებიც ასევე წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით და არც საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ფართი. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ოჯახი 2015 წლიდან ცხოვრობს მოსარჩელის მეუღლის - ზ----------–---–---–-ს დედის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ. გ-----, ყ------ის N---ში. ზემოაღნიშნულ მისამართზე ნ---------–---–ის ოჯახის გარდა ცხოვრობს ზ----------–---–---–ის მშობლები: დედა - მ----------–---–---–ი, მამა - თ---------–---–---–ი, ზ----------–---–---–ის ძმა - დ---------–---–---–ი და მისი მეუღლე - თ------------–---–ი, ასევე, მათი შვილები: ლ--------–---–---–ი და დ---------–---–---–ი. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული მ----------–---–---–-ს განმარტებაზე, რომლის თანახმად, მ----------–---–---–-ს საკუთრებაში არსებულ ფართში, მდებარე ქ. გ-----, ყ------ის N---ში ცხოვრობს თვითონ მეუღლესთან ერთად და მისი ორი შვილი ოჯახებით; აქვს მძიმე ჯანმრთელობისა და ფინანსური მდგომარეობა. შესაბამისად, ამდენი მოსახლის მის საკუთრებაში ცხოვრება შეუძლებელია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ა----------------------–------------------------------------–----- 2018 წლის 15 ოქტომბრის N----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. გ----–-, ყ------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საჭიროებს სარეაბილიტაციო - სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებას.

 

ამდენად, სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურდა ის გარემოება, რომ ნ---------–---–ს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობს ქ. გ----–-, ყ------ის ქუჩა N---ში სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის ნათესავის საკუთრებაში ცხოვრების გამო.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც გამოცემული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის 0-------- ბრძანება ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის 0-------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტი, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ნ---------–---–ის ოჯახი გრძელვადიანი განსახლების მიზნით უზრუნველყოფილ იქნება საცხოვრებელი ფართით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის 0-------- ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნ---------–---–ის ოჯახი (განცხადებით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე